შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულს მოგცემ!(8)


16-07-2017, 17:23
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 6 667

-ალექსანდრე გამიშვი ...ხმა არ გესმის? ბავშვია
-რა არის?- იმ წამს მოეგო გონს თავად დაიხარა და კალათში შეიხედა . ღია ნაწილი ისე იყო დაფარული არაფერი ჩანდა შიგნით კი მხოლოდ პატარა ბავშვის გაფითრებულის ახე ჩანდა. იმ განათებაზე მეტს ვერაფერს გაარჩევდა- ბავშვია ... ჯანდაბა აქ ბავშვია - კალათი უკვე ხელში ჰქონდა და მანქანისკენ მიდიოდა დაცვის ნახევარი გარეთ იყო და სანამ მივიდოდნენ მანამ უღრიალა- ღობესთან ბავშვი დატოვეს და თქვენ ვერაფერი დაინახეეეთ რაში გიხდით ფულს ყველაფრის ხმა უნდა გაიგოთ, ყველაფერი უნდა დაინახოთ და თქვენ ბავშვი წვიმაში გაყინეეეთ - ღრიალებდა და მარიამმა როგორც კი გამოართვა კალათი მაშინვე ყელში წვდა დაცვის უფროსს - რას მიკეთებ მითხარი ...რისთვის ხარ ამ სახლში ?! ჩიტმა არ უნდა გადაიფრინოს რომ არ იცოდე რა ჯიშისაა !
-ბატონო ალექსანდრე მე თქვენი დავალებით გას...
-არ მაინტერესებს სად იყავი ! მერე დაგელაპარაკები!
ორ წუთში სახლის წინ იყვნენ მარიამი სწრაფად გარბოდა შესასვლელისკენ. მისაღებშივე მოაშორა კალათს სქელი ნაჭრის საფარი და ბავშვი ამოიყვანა. აღარ ტიროდა ,სულ გაყინული იყო მაგრამ მშრალი იყო და გულიც უცემდა.
-ცოცხალია? მარიამ !
-ცოცხალია...უბრალოდ დაიღალა ,შეციებულია ,მაგრამ გაყინული არ არის კარგად იყო შეხვეული.კალათშიც არ გასულა წვიმის წვეთები .ცოცხალია,მადლობა ღმერთს- დივანზე ჰყავდა დაწვენილი პაწაწინა არსება და ანერვიულებული უყურებდა. ცხოვრებაში პირველად იყო ასეთი შეშინებული .
-ლიკაააა თბილი მოიტანე რამეეე დროზეეე - გაიგო როგორ იღრიალა ალექსანდრემ და შემდეგ პლედიც მიაწოდა. ბავშვს თავისი პლედი მოაშორა და თბილში გახვია.
რამდენიმე წამში დაიწყო ტირილი პატარამ, თუმცა საუკუნოდ ეჩვენებოდა მარიამს. სულ მთლად სველი იყო და ხელშიც ვერ აჰყავდა ბავშვი უარესად რომ არ გაეცივებინა.
-პედიატრთან უნდა წავიყვანოთ სასწრაფოდ...ახალდაბადებულია და შეიძლება რამე ისეთი პრობლემა აქვს რასაც ერთი შეხედვით ვერ ვამჩნევ. -პლედიანად აიყვანა და აქამდე ჩუმად მყოფ ალექსანდრეს მიუბრუნდა
-ხო ..ხო რა თქმა უნდა დავურეკავ ახლავე კლინიკაში და მოიყვანენ წავედით!
მანქანაში ჩუმად ისხდნენ,ორივე ბავშვს უყურებდა უზარმაზარ პლედში გახვეული წერტილივით რომ ჩანდა. მარიამს ჰყავდა ხელში .მის სუნტქვას აკვრიდებოდა და ტემპერატურას ამოწმებდა. ერთიშ ეხედვით არაფერი სჭირდა სრულიად კარგად გამოიყურებოდა, წამიერი გაჩუმება ბუნებრივი იყო,ბავშვი რამდნეიმე დღის იქნებოდა . კლინიკაში რომ შევიდნენ დირექტორი კართან დახვდათ. პედიატრიც და მაშინვე წაიყვანეს ბავშვი. მარიამი და ალექსანდრეც უკან მიჰყვნენ. ექიმმა ყურადღებით გასინჯა და ბოლოს ისევ ჩააცვა და მარიამს მიუყვანა
-რა ხდება ლერი ექიმო?
-მარიამ საიდან გყავთ ეს ბავშვი? ცოტა ხნის წინ გნახე და ფეხმზიმედ ნამდვილად ა რიყავი !
-კითხვაზე გვიპასუხეთ ექიმო..ბავშვი საიდანაა არაა თქვენი საქმე !
-თქვენ ვინ ბრძანდებით ახალგაზრდავ,... ბავში თქვენია?
-მე ვინ ვარ? - ჩაეცინა . რას წარმოიდგენდა ვინმე მარიამს თუ იცნობდა და მისი ვინაობა არ ეცოდინებოდა. მაშინვე ჩაერია კლინიკის უფროსი და პედიატრი აიძულა გაჩერებულიყო
-ბავშვი როგორც ხედავთ ახალდაბადებულია. მაქსიმუმ ორი დღისაა. ჯანმრთელია სრულიად , შეგვიძლია ანალიზებიც გავუკეთოთ რაიმე გენეტიკური დარღვევა თუ გაინტერესებთ , მაგრამ დარწმუნებული ვარ არაფერია მსგავსი ! ახლა უბრალოდ მშიერია და იმიტომ ტირის...რომ ჩუმდება იღლება და ეძინება .
-ანუ საშიში არაფერია! რამე წამალს არ დაუნიშნავთ? ან რა ვიცი ...მარიამ -იმდენად იყო დაბნეული აღარ იცოდა რას ამბობდა. მარიამს შეხედა საშველად . შემდეგ უკვე მან გაარკვია ყველაფერი,ექიმს დაემშვიდობა და წავიდა. ექთანს საჭმელი მოატანინეს და იქვე კაბინეტში აჭამა ბავშვს , შემდეგ დამშვიდდა და დაიძინა. მთელი გზა ეძინა , სახლში შესვლის შემდეგაც არ დაუწყია ტირილი გატრუნული იწვა და მშვიდად ფშვინავდა.
საწოლის შუაში წერტილივით ჩანდა პატარა გოგონა. ალექსანდრე ისევ ზემოდან დაჰყურებდა მარიამი კი სავარძელში იჯდა და უკვე ფიქრობდა
-შენია?
-არა !
-რა იცი...
-ჩემი რომ იყოს ამ ბავშვით მილიონებს იშოვიდნენ...ასე არავინ დატოვებდა ! რიჟაა ...
-იმ ნათიას შვილია?
-თორნიკესია...- უცებ ამოთქვა და ამის გააზრების შემდეგ თითქოს თვალები გაუბრწყინდა. ბავშვისკენ დაიხარა და სახეზე ახლოდან დააკვირდა. მერე ლოყაზე თითი შეახო - თორნიკესი ხარ ვითომ? თუ დედაშენმა გადაწვიტა კარგი მამიკო გყავდეს
-მაგას დნმ-ს ანალიზი აჩვენებს
-თორნიკეს ჩამოსვლამდე? თუ მისი არაა შესაბამის უწყებებს უნდა გადავცეთ ! ვიღაცის ბავშვს ვერ დავიტოვებ ! ჯანდაბა თორნიკე ყოველთვის სასწაულ შარში როგორ ეხვევი ?! როგორ გავიგო შენია თუ არა ეს ნამცეცა ! -ისევ ბავსვს დაჰყურებდა და ჩუმად ლაპარაკობდა
-ხვალ რომ დაგირეკავს ეტყვი?
-ხომ არ გაგიჟდი? ეგ რომ ვუთხრა ვიღაცამ წითელთავიანი ბავშვი დამიტოვა ღობესთანთქო ცალ ფეხზე დადგება და გამოფრინდება !
-თუ მისია ...როდის ეტყვი ორი თვის წინ ბავსვი მომიყვანეს შენი შვილია და სახლში მყავს არ იდარდოო?
-მარიამ რომ ვერ ვფიქრობ ხომ ხედავ?
-მე ვფიქრობ ,სამაგიეროდ!
-იფიქრე და ცოტა მადროვე !
მარიამმა მისი მობილური აიღო და სადღაც დარეკა. რამდენიმე წამი დასჭირდა ლოდინი გამთენიისას ისე სწრაფად უპასუხეს ალექსანდრეს ზარს თითქოს ჩვეულებრივი დრო იყო.რამდენიმე წუთი ისაუბრა ნათიას შესახებ უკვე მოგროვებული ინფორმაციის გადმოგზავნა ითხოვა და შემდეგ დაავალა რომ სასწრაფოდ მოეძებნათ.
-რაო?
-არ იციან სად არის... კლინიკაში ჩანაწერები ნახეს ფეხმძიმედ ნამდვილად იყო . როდის იმშობიარა და სად არ იციან! არკვევენ სად არის რამდენიმე საათში დაგირეკავენ ! შენებმა კამერების ჩანაწერები ნახეს?
-არ მითქვამს არ ვიცი !
-წავალ გაავრკვევ... ბავში ჩემთან წავიყვანო ?
-არა ..იყოს აქ მეყოლება !
-კარგი
მარიამმა თავად ნახა კამერის ჩანაწერები დაცვის უფროსს უკვე ნაპოვნი ჰქონდა ის მომენტი როცა შუახნის ქალი კალათს დებდა კედელთან . ქალის ფოტოებიც ჰქონდათ გაკეთებული და მისი ვინაობის დადგენასაც ცდილობნდნენ.
გამოიცვალა , გამოფხიზლდა და ყავის ფინჯნით ხელში ავიდა ალექსანდრეს ოთახში. ბავში ისევ საწოლზე იწვა თავად კი სავარძელში იჯდა თვალებდახუჭული და თითებს სახელურზე ათამაშებდა. ასე მაშინ იქცეოდა როცა დამშვიდება და ფიქრი სჭირდებოდა.
-რა გაარკვიე?
-ნათიას არ დაუტოვებია ...ვიღა შუახნის ქალმა დატოვა. არკვევენ ვინ არის ! წავალ ბავშვს საჭმელს გავუკეთებ!
-საერთოდ არ ინძრევა...შვიდჯერ შევამოწმე რომ სუნთქავდა
-ჩვეულებრივი მომენტია... პატარაა ძალიან
-ჩვეულებრივია შენთვის !
-დამშვიდდი!
-ჯერ ის დაიმტვრა ... მერე ის ჩამოეთრა ახლა ბავში კიდე იქნება ნეტავ რამე? რაღაც ძალიან გაუთვალისწინებლად მიდის საქმეები იმის ჩამოსვლას თუ არ ჩავთვლით!
-ყველაფერს ვერ დაგეგმავ... იმას რაც შენზე არ არის დამოკიდებული! რამდენიმე საათიც და ყველაფერი გაირკვევა
მართლაც ჰქონდათ ინფორმაცია ორ საათში , ბავშვით ხელში იჯდა საწოლზე ალექსანდრეს რომ დაურეკეს. უყურებდა და ვერაფერს იგებდა. გამომეტყვეება არ ეცვლებოდა ამიტომ დალოდება იყო საჭირო .
-ნათიასგან ვერაფერს გავიგებთ...მშობიარობისას გარდაცვლილა! დაკრძალვა დღესაა...ის ქალი მისი დეიდა იყო ვინაც ბავშვი დატოვა ! მაგ ქალმა ალბათ იცის რომ თორნიკესთან იყო და ამიტომ მოიყვანა ბავშვი აქ
-და თორნიკეს რატომ ურეკავდა რომ ეთქვა სხვისგან ველოდები ბავშვსო?
-გგონია რომ თორნიკესია?
-შეგიძლია შენ გაიკეთო ტესტი... ნათესაურ კავშირს თუ აჩვენებს ყველაფერი გაირკვევა. მანამდე კი თორნიკეს უნდა უთხრა რაც ხდება !
-ტესტზე არ მიფიქრია... და ეგრე 100% სწორი იქნება პასუხი?
-თორნიკესი თუ არ არის შეუძლებელია შეცდომა რომ მოხდეს !
-რამდენ დღეში იქნება პასუხი?
-თუ მოინდომებ რამდენიმე დღეში
-მაშინ დავურეკოთ ბატონ კაზანოვას ! ნეტა აქ მყავდე თავიდან ჩაგიმსხვრევდი მაგ ძვლებს !
თორნიკესთან საუბარი დიდხანს გაგრძელდა . ლამის გაგიჟდა რომ უთხრა ალექსანდრემ ბავშვზე და ნათიაზე. სხვისი არ იქნებაო მაშინვე თქვა ,მაგრამ ანალიზზე უარი არ უთქვამს. რამდნეიმე წუთი ჩუმად იყო მერე ბავშვი მაჩვენეო ალექსანდრეს უთხრა და დიდხანს უყურებდა იმ პატარა წერტილს .ალექსანდრე და მარიამიც ხმას არ იღებდნენ. რა უნდა ეთქვათ, თორნიკე ნამდვილ შოკში იყო .
-როდის იქნება პასუხი...
-ხვალ გავიკეთებ!
-პასუხი როდის იქნება ალექსანდრე !
-მივხედავ ნუ ღელავ ... არ ინერვიულო შენ მამა იქნები ყველაზე უარეს მდგომაროებაში შესაბამისად უარესი მდგომაროება არ არსებობს ! სულ მეუბნებოდი შენზე ადრე მეყოლება შვილებიო და აჰა ახდა მგონი ...
-გეყოფა რა ... არ შეგიძლია ადამიანის გამხიარულება და მორჩი ამ ვაი ხუმრობას
-ექიმი მოვიდა?
-ხო ...
-არ გათიშო მინდა მოვუსმინო რას გეტყვის და არ გაბედო რამე ანიშნო !
-ელაპარაკე თუ გინდა ახლა ეს წყეული ნეკნები ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს! ამის დედაც რაღა ახლა მოხდა ყველაფერი ...
-დამშვიდდი არაფერი მომხდარა ისეთი რაც შენს ჯამრთელობაზე წინაა.. ერთბაშად დიდი არ იყოს და რამე არ გამოტოვო. ერთ თვეში რა შეიცვლება და საერთოდ რატომ ხარ დარწმუნებული რომ შენია?
-კატომ ბავში რომ გააჩინოს არ იფიქრებ რომ შენია?!
-ექიმს ადროვე გაგსინჯოს ნუ გააგიჟებ მაგ კაცს,იფიქრებს რომ ვჩხუბობთ!
რამდენიმე წუთი სიტყვაც არ უთქვამს ექიმს პასუხობდა მხოლოდ. შემდეგ დიაგნოზი მოისმინა ,რამდენიმე აბი მაშინვე გადაყლაპა და ექიმმა რომ დატოვა შემდეგ განაგრძო საუბარი
-შენ როგორც ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებ!, წარმოიდგინე აბა რომ შენი შვილი შეიძლება იყოს ...ხო გაგიჟდბეი პასუხის მოლოდინში
-მომისმინე ლაწირაკო , მშვიდად არ ვარ ჯერ ეს ერთი და მეორეც მე ტესტი არაფერში დამჭირდება ! შეყვარებულს კი არ უნდა იცვლიდე ყოველ თვეში თუ არ შეგიძლია ერთ ქალთან ყოფნა არც უნდა გყავდეს ! ახლა კი გააკეთებინე რამე მაგათ და დაიძინე ! რაც მალე გამოკეთდდები მით უკეთესი შენთვის,თორემ მე არაფერი მაქვს საქმე ერთ წერტილ ბავშვს მივხედავ როგორმე !
-პატარა ბავშივით ნუ მიყვირი და
-რა გინდა ბოლოს ხომ დავწყნარდი დიდი ბოდიში ახლა ბატონო თორნიკე ხმას როგორ ავუწიე ეს რა დამემართა!
-გაჩუმდი რა რომ ღრიალებ ბავშვს სძინავს მანდ
-არ ვიცი შენია თუ არა ,მაგრამ ძილი რომ შენნაირი აქვს ფაქტია. სულ რომ ააფეთქო ყველაფრი თუ არ შია თვალს არ ახელს!
-თორნიკე რა შუაშია ...ყველა ბავშვი ასეა თუ არაფერი სტკივა და ღვთის წყალობით გოგონა ჯანმრთელია-მარიამიც ჩაერთო ძმების საუბარში
-ვთიშავ ...
-ერთხელ მაჩვენე კიდე და მერე გათიშე
-შეხედე...
-ნუ გაქ მასეთი ხმა! ვუყურებ უბრალოდ -ალექსანდრეს თორნიეკს თავისმართლებაზე გაეცინა.მაგრამ აღარაფერი უთქვამს ბავშვს ერთხელ შეხედა და თავად გათიშა. ალექსანდრემ ერთი ამოისუნთქა და ის იყო დივანზე უნდა დაწოლილიყო დერეფანში ხმა რომ გაისმა და კარიც ელვის სისწრაფით გაიხსნა. ბავშვმა თითქოს იგრძნო იმ დროს ატირდა და მარიამმა აიყვანა. ვინ იქნებოდა თუა რა ქალბატონი ელიზაბეტი ,როგორც ივარაუდა ალექსანდრემ გაბრაზებული დეიდკო მეორე დღესვე ესტუმრა და პირდაპირ საძინებელში შეუვარდა შვილს!
-ვერსად გამექცევი , ტყუილად არ სცადო მიზეზის მოფიქრება აივნიდან გადახტომის... ბავშვი? ეს ბავშვიააა- ისედაც ხომ ხმამაღლა ლაპარაკობდა ,მაგრამ ბავსვს რომ შეხედა დაიკივლა ჩანთა ხელიდან დაუვარდა და შებარბაცდა- არავარ კარგად ... ღმერთო მიშველე,გააქრე ახლა ეს გოგო თავისი ბავშვით აქედან და რაც გინდა მერე ის მიყავი!
-დედა გონებას მოუხმე თუ შეიძლება ... პრობლემების სიაში შენი დამატება ყველაზე ნაკლებად მაწყობს
-ბავშვს გავიყვან- მარიამმა ჩუმად თქვა ალექსანდრეს გასაგონად ,მაგრამ ნაბიჯის გადადგმაც ვერ მაოხერხა ისე გააცერა ქალბატონმა
-მანდ დარჩი! იტიროს ცოტა ხანს... არაფერი მოუვა
-კაი რა ლიზიკოო ბავშვი ჩემი შვილი გგონია და თან ასეთი ცივი ხარ? ნწ ნწ ნწ რა ცუდი ბებია იქნები?
-დამცინი ,რა თქმა უნდა .მსოფლიოში პირველი ცინიკოსი თავად გავაჩინე
-ადგილი წაგართვი , სრულიად ბუნებრივად გადმომეცი ეს და სხვა მრავალი ნიჭი დედიკო
-გეყოფა! ამიხსენი ეს ბავშვი საიდან გაჩნდა ამ სახლში
-რომ ვიცოდე დიდი სიამოვნებით გეტყოდი...
-შეწყვიტეეე
-რა შევწყვიტო დედა?
-ასეთი საუბარი და ჩემს ნერვებზე თამაში ! მამაშენი არ იყო საკმარისი ახლა შენც? არადა როგორ მეგონა რომ მას არ ჰგავდი და ასე სულელურად არ აჰყვებოდი სენს ცხოველურ ჟინს
-მამაჩემს უბრალოდ ვერ დავემსგავსები ...ცოლი არ მყავს ვინმეს რომ გადავუარო , შევურაცხყო და ვუღალატო .ასე რომ შემიძლია რამდენი შვილიც მინდა იმდენი მყავდეს ერთი ან ოცი ქალისგან !
-აჰ ახლა ამაზე უნდა ვისაუბროთ ამ გოგოს თანდასწრებით რატომ ჰყავდა მამაშენს ამდენი საყავრელი და მე რატომ ვარ ისევ მისი ცოლი?
-ახლა რომც მთხოვო მაინც არ მინდა მაგ თემაზე საუბარი და საერთოდ დედა იქნებ ცხოვრებასი პირველად შეგებრალო ,დრო მომცე რომ სუნთქვა შევძლო
-და პრობელამა მოაგვარო შენ როდს არ გაქვს შილო პრობლემა,ხანდახან მგონია რომ მამაშენი სწორად აკეთებს შენს შეფასებას
-აქმდე არ იყავი მამას სიმართლეში დარწმუნებული? გაოცებული ვარ!
-უკაცრავად ,მაგრამ თქვენი კამათის მოსმენაზე მნიშვნელოვანი ბავშვის გამოკვება მიმაჩნია და მიუხედავად იმისა რომ ტირილით არაფერი დაუშავდება საერთოდ არ მაქვს სურვილი უმიზეზოდ იტიროს! - მშვიდად მიუგო ქალს და მისკენ დაიძრა რომ კართან მისულიყო- შეგიძლიათ დამშვიდდეთ ჩემი შვილი არ არის ეს ბავშვი
-სითავხედის ზედა ზღვარზე ვიმყოფებით გოგონა , ვხვდბეით ამდენს?
-დაფიქრება მჭირდება... სხვა დროს გიპასუხებთ - ერთხელ შეხედა და ოთახიდან გავიდა.დერეფანში ესმოდა ქალის,ხმა მაგრამ საერთოდ არ აინტერესებდა ხელში რომ ჰყავდა იმ პატარა არსების გარდა არაფერი! სამზარეულოში რომ შევიდა დალი მაშინვე ღიმილით შეხვდა
-შეგიძლიათ ფაფა მოამზადოთ?
-მზად მაქვს უკვე ...ვიცოდი რომელ საათზე მოშივდებოდა . ოთხი შვილი მყავს და სხვა რა ვიცი
-ოთხი? თქვენ ხომ მთელი დღე აქ ხართ
-დიდები არიან უკვე სკოლაში დადიან და ჩემს მისვლამდე კიდევ უამრავ რამეზე დადიან ... თუ დამაგვიანდება მამამისი უვლის ყველას
-რამდენი წლისები არიან
-უფროსი ბიჭი 16 წლისაა , მეორე 13 წლის გოგოა , მესამე და მეოთხე ბიჭები 10-ის არიან
-ბედნიერი ქალი ხართ ...
-გინდა მე ვაჭამო?
-არა მე თითონ... დალი შეიძლება რაღაც გთხოვოთ? ვიცი რომ მზარეულობაა მხოლოდ თქვენი სამუშაო და სხვა არ ეგვალებათ,მაგრამ მე არ ვიცი რა დასჭირდება ზუსტად და იქნებ კობა წიაყვანოთ და რაც დასჭირდება ბავშვს ყველაფერ იყიდოთ?
-რა პრობლემაა რომ მოვამზადებ სადილს წავალ ... დიდი დრო არ დამჭირდება. ქალბატონი თუ დიდხანს არ დარჩება. როცა მოდის ხოლმე და სადილზე ან ვახშამზე რჩება ისეთი მოთხოვნები აქვს ნამდვილად ვერსად წავალ- ჩუმად თქვა და საქმე განაგრძო
მარიამი ფრთხილად აჭმევდა ბავშვს და თვალს არ აშორებდა. უნებურად გაეღიმა ჭამის დროს ხმების გამოცემა რომ დაიწყო .
-ისე ვინერვიულე გოგონებმა რომ მითხრეს ბავშვზე... მადლობა ღმერთს რომ დაინახეთ და იქ არ გაატარა მთელი ღამე... ასე როგორ დატოვეს იქნებ კატა ან ძაღლი მისულიყო..ან ვინმეს საერთოდ ხელი დაევლო და წაეყვანა
-მთავარია რომ ახლა დაცულია ... კარგადაა და არაფერი ემუქრება -ისე თქვა ბავშვისთვის თვალი არ მოუშორებია. შემდეგ ფაფის ბოთლი მაგიდაზე დადგა ბავშვი მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა-შეეცადეთ რომ მალე წახვდიეთ რა.. უკვე მეორე დღეა ეს ტანსაცმელი აცვია.
-მხოლოდ ტანსაცმელი უნდა ვიყიდოთ თუ საწოლი და სხვა ნივთები
-მხოლოდ ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები ... მე მხოლოდ წამლები და საფენები ვიყიდე
-კარგით ... დავასრულებ მომზადებას და გავალ
-მადლობა ...
გაუღიმა ქალს და სამზარეულო დატოვა. ბავშვი ხელში ჰყავდა რომ დაეძინებინა ,მაგრამ დიდი დრო არც დასჭირდა წამსვე ჩაეძინა . მეორე სართულზე ავიდა ერთ-ერთ საძინებელში უნდა დაეწვინა ბავშვი ელიზაბეტი რომ გამოვიდა ალექსანდრეს ოთახიდან . სიტყვაც არ უთქვამს ისე ჩაუარა გვერდით .
-მარიააამ ..აქ ხარ? ჩემთან შემოიყვანე და ვინმე გაუვში რომ ნივთები უყიდოს ბავშვს.
-დალის წაიყვანს კობა და ის იყიდის ყველაფერს ...თუ წინააღმდეგი არ ხარ
-მასზე უკეთ ვინ ერკვევა ...სწორია ! ძინავს ისევ?
-აბა რას იზავს ალექსანდრე?
-ჩემები არკვევენ სად შეიძლება ტესტის გაკეთება სანდრო რომ ყოს და ხმამ არ გაჟონოს...დამირეკავენ იმედია მალე
-მე ვიცი სანდო ვინც არის ... ვისაც არ დააინტერესებს შენი ვინაობა და არავის ეტყვის! თუ თანახმა ხარ დავურეკავ და დღესვე მიგვიღოს შეიძლება ,ვთხოვ
-თხოვ? თხოვნა გაჭრის?
-ფულს შენგან თუ აიღებს ფიქრობ რომ მტის გამოძალვას არ მოისურვებს შემდეგ?
-მე არ ვაპირებდი მისვლას... რა ვიცი თმის ღერს გავუგზავნიდი ან ნერწყვითაც ხომ შეიძლება იმ რაღაც ჩხირით გავატანდი და ეგ იქნებოდა,მაგრამ თხოვნით გაკეთებული უფრო სანდო იქნება!
-დავურეკო?
-რას ელოდები ...ხმამაღალზე შეგიძლია რომ ჩართო?
-კარგი
რამდენიმე ზარის შემდეგ გაისმა ბოხი ბარიტონი
-ნუთუ მოჩვენებები დამეწყო
-გამარჯობა თემო,როგორ ხარ?
-კარგად ვარ , მაგრამ ნაწყენი ,ცოტა გაბრაზებულიც ასე მეგობრების დავიწყება არ შეიძლება ხომ იცი!
-შენც თუ იცოდი ეგ რატომ თავად არ დამირეკე?
-თუ არ გრცხვენია ნეტავ...მე არ დაგირეკე და არ გითხარი შევხვდეთ სადმე რამდენი ხანია არ გვისაუბრია-თქო?
-ჩემ წილ დანაშაულს გამოვისყიდი როგორმე
-დარწმუნებული ვარ ... აბა ახლა რამ შეგაწუხა?
-შენი დამხარება
-ჩემი ?პირდაპირ ჩემი თუ
-არა სხვა არავისი,მხოლოდ შენი რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პასუხი ამიტომ გთხოვ რომ დამეხმარო
-ვიფიქრებდი ბავშვი ჰყავს და მამას არ სჯერა რომ მისია ...მაგრამ რადგან დარწმუნებული ვარ შენ მსგავსი პრობლემა არ გექნება მშვიდად ვარ და გელოდები
-პასუხი რაც შეიძლება მალე უნდა იყოს და სრული კონფიდენციალურო...
-მარიამ !
-დრო ...როდის მოვიდეთ რაც შეიძლება ცოტა ხალხი რომ იყოს
-დამირეკე ნებისმიერ დორს როცა შენ გაწყობს და მე ყველას გავაქრობ აქედან... ხომ იცი სამსახურში ვარ სულ ასე რომ დრო პრობლემა არ არის
-ხვალ დილით ... ადრე მოვალთ შენც რომ არ შეგიქმნა პრობლემა
-შენ მე პრობლემებს ვერ შემიქმნი მარიამ ასე რომ მაგაზე ნუ იდარდებ ...
-მაშ ხვალამდე
-ხვალამდე ...
მობილური რომ გადადო ალექსანდრეს გახედა ,რომელიც ამ ხნის განმავლობაში სავარძელშ იჯდა და მშვიდად უსმენდა .
-დრო ხომ არ შევცვალოთ?
-არა!
-თუ ეჭვი შეგეპარება შეგვიძლია სხვაგანაც წავიდეთ ...
-რატომ მიხსნი ამდენს რა გჭირს?
-ახლა აღელვებული ხარ და ამიტომ გეუბნები ,თორემ მე რომ მენდობი ეგ ვიცი !
-დალი წავიდოდა უკვე? ცოდოა ბავში ასე ... მგონი წუხს და იმიტომ ტირის ასე ხშირად ,მაბანავეთ, გამომცვალეთ და მშვიდად დამაწვინეთ რას დამაბოდიალებთო თუ ფიქრობს ! ქუჩაში როგორ მიაგდო იმ ალქაჯმა ქალმა ! ხომაა ღირსი გზაში თავად დარჩეს მთელი დარჩენილი ცხოვრება . ისე მოიშორა ბავშვი საწყალი გოგოს დაკრძალვასაც არ დაელოდა!
-გითხრეს რატომ გარდაიცვალა?
-მშობიარობის დროს გართულება მომხდარა რაღაც და პალატაში გადაყვანიდან სამ საათში გარდაცვლილა...ბავშვი უნახავს,გვერდით ჰყოლია ბოლო წუთამდე
-თუ არ იქნება თორნიკეს შვილი რა ელის?
-ზედმეტად ნუ შეეჩვევი!
-მე და მას იმაზე მეტი გვაქვს საერთო ვიდრე გგონია , იქნებ მეც ასე ჩავისახე ასე დავვობლდი და იმიტომ აღმოვჩნდი იმ ადგილას
-ისეთ ადგილას მივიყვან სადაც ასე თუ ისე უზრუნველყოფილი იქნება
-ასეთი ადგილი არსებობს? მე სადაც გავიზარდე და რაც კი ვიცი ყველგან საშინელი მდგომარეობაა იქ გაძლება ნორმალური ადამიანისთვის შეუძლებელია!
-იმ ადგილს სადაც გავუშვებ თუ თორნიკეს შვილი არ იქნება მე ვაფინანსებ და ვაკონტროლებ,ასე რომ დამიჯერე არ ჰგავს იმ ადგილს სადაც შენ გაიზარდე.უბრალოდ მშობლები არ ეყოლება გვერდით სხვა არაფერი მოაკლდება თუ მოინდომებს ცხოვრებასაც შეძლებს ...წინასწარ საუბარი არ მინდა. ვიცი იმ ლაწირაკს უნდა რომ მისი შვილი იყოს და ახლა გეგმებს აწყობს, დღეების ათვლას დაიწყებს გამოჯანმრთელებამდე ისიც მოფიქრებული ექნება რომელ დაბადებისდღეზე რას აჩუქებს 18 წლამდე და რამდნეიმე შეყვარებულიც ეყოლება ნაცემი ...
-ზედმეტად მეოცნებეა ...
-ჩვეულებრივია თავისუფალი, ლაღი და შეცდომების მოყვარული
-შენ რა გინდა...
-მე? მე მხოლოდ თორნიკეს ბედნიერება მინდა...კარგად მინდა იყოს და თუ ეს ერთი ციდა ბავშვი ჩემი თორნის შვილია ნამდვილად არ მეწყინება
-ბავშვთა სახლში როგორ აღმოჩნდა მერის შვილი ალექსანდრე?- მაინც იკითხვა ის რაც აინტერესებდა და ისევ გაუსწორა მზერა
-შენი აზრით მამიკოს გადმორიცხული ათასობით დოლარი სად მიმაქვს?
-ჩამოვთვალო რაში ხარჯავ ფულს?
-მაგ ყველაფერში საკუთარ ფულს ვხარჯავ... და ზუსტად იმდენს ,მაგრამ მამაჩემის ჯიბიდან ამოღებულს იმატ ვაძლევ ვისაც სჭირდება . დისბალანსს ვინარჩუნებ მამას მიერ წართმეულ და გაცემულ ფულს შორის...ისე ვხარჯავ მგონი გავათანაბრებ კიდეც ანგარიშს
-შევძლებ? - ჯერ თვალისდაუხამხამებლად უყურებდა მშვიდ ალექსანდრეს, შემდეგ კი სიტყვის თქმაც მოახერხა
-რას?- ზალიან უბრალოდ საუბრობდა ბატონი,თითქოს განსაკუთრებულს არც არაფერს სჩადიოდა
-ერთი წლის შემდეგ შენს გაცნობას
-32 წელია ვერ გავიცანი საკუთარი თავი
-მთელი ცხოვრება რომ მქონდეს?
-რომ გქონდეს უნდა მოგცე ...რომ მოგცე უნდა მინდოდეს ,რომ მომინდეს უნდა დაიმსახურო
-დასამსახურებლად რომ არაფერს ვაკეთებ?
-არაფრის გაკეთებაა საჭირო და იმიტომ არ აკეთებ !
-მაშ...მაშ ვერ მივიღებ?
-გინდა მთელი ცხოვრება ჩემს გარემოცვაში ყოფნა?
-კითხვა საჭიროა?
-არც დაფიქრდები?
-განა დაფიქრებას საჭიროებს ის რაც ცხადზე ცხადია? რაც უბრალოდ გარდაუვალია?
-გარდაუვალი ამქვეყნად მხოლოდ სიკვდილია და მისი შენს ნებაზე შეცვლაც შეიძლება !
-ალექსანდრე
-მარიამ ჩემზე სხვა დროს ...ახლა მითხარი ის ექიმი ვინაა შენთვის?
-ის ვინც ყველა,უბრალოდ ნაცნობია
-სხვანაირად უნდა მეკითხა ...მისთვის ვინ ხარ?
-გოგონა რომელთან მშვიდად საუბარი მოსწონდა და ვისგანაც რჩევებს იღებდა,როდესაც საყვარელ მეუღლესთან განქორწინებას აპირებდა- მშვდიად უთხრა და ბოლოს ტუჩის კუთხე თავისთავად ჩაუტყდა
-ჰმ, ისეთი ხმა ჰქონდა 30 წლამდე პატარა ბიჭ მეგონა
-27 წლისაა ,მაგრამ დიდი ხანია უკვე ცოლი ჰყავს და ისე კი მთელი ცხოვრებაა იცნობს . კიდევ განტერესებს ისეთი ინფორმაცია,რომელსაც შენს საქმესთან კავშირი არ აქვს?
-ბავშვს რომ უყურებ,ახლა როცა დამშვიდდი და გაარკვიე რაღაც-რაღაცეები რას გრძნობ
-პატარა ბავშვის მიმართ რას უნდა ვგრძნობდე,უბრალოდ მსიამოვნებს როცა ხელში მყავს და ვუვლი... მიხარია რომ კარგადაა და მებრალება
-იქნებ თორნიკესია ...
-მაინც ობოლი იქნება...ადამიანები დანაკლისს ყოველთვის მძაფრად განიცდიან არ აქვს მნიშვნელობა რამდენად რთულადაა საქმე ჰგონიათ რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში თავად არიან. სადაც არ უნდა გაიზარდოს და როგორიც არ უნდა იყოს მისი მომავალი ღმერთმა ტკივილისთვის უკვე გასწირა ...
-იმასაც არ აქვს მნიშვნელობა როგორი იქნება თავად? იქნებ ისეთი ძლიერი სული აქვს რომ ყველაფერს გაუძლოს ,მაინც შეგებრალება?
-გაინტერესებს საკუთარი თავი მებრალება თუ არა? - წამსვე მიუხვდა და ოდნავ გაუღიმა- მცოდება ...მებრალება და ვწუხვარ საკუთარი თავის გამო ,მაგრამ ეს იმას არ ნიშვანს რომ სხვა ვინმესთის ვარ საბრალო! შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს რომ ვერავინ ვერაფერი შეამჩნიოს არაფრით გამოირჩეოდეს ,მაგრამ მას ყველაზე მნიშვნელოვანი ,დედა არ ეყოლება ! არ აქვს მნიშვნელობა ვინ აღზრდის და დაუძახებს თუ არა ვინმეს დედას! საკუთარ დედას ვერავინ ცვლის
-კიდევ კარგი შეცვლა რომ არ შეიძლება ,თორემ ვაი და გაბრაზებულ გულზე სემეცვალა ელიზაბეტი ,მერე ხომ მომენატრებოდა - გამხიარულება სცადა სიმარტლის მარცვლებიც ჩააქსოვა ხუმრობაში და ისევ უკან გადასწია თავი - გითხარი რომ არ წასულა?
-როგორ ...
-ქვემოთაა და მანამ დარჩება სანამ ჩემგან ისეთ პასუხს არ მიირებს როგორიც აწყობს!
-ერთი წელი რომ არ უპასუხო მაინც?
-1 წელი დასჭირდება ელიზაბეტს? ოჰ როგორ არ იცნობ დედაჩემს? არაფერს გააკეთებს და მაინც ყველაფერს იზამს რომ აზრი შემაცვლევინოს! მამაჩემთან ცვლის ტაქტიკას და გიჟდება ,თორემ ჩვეულებრივ მოკვდავებთან საოცარ ხერხებს იყენებს
-რას ითხოვს ასეთს?
-არჩევნების დროს უნდა რომ მამას გვერდით ვიყო და დავეხმარო ირაკლის მოშორებაში, რადგან თვლის რომ დავითი არასწორ იარაღს აირჩევს ბრძოლისთვის მე კი ყველაფერს მოვაგვარებ!
-რატომაა დარწმუნებული
-მეც არ ვიცი...ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერი იცის ჩემზე მიუხედავად იმისა რომ არავის არაფერი მოუყოლია . ჯადოქარზე დიდი ძალა აქვს და შეუძლია მშვიდად დაადგინოს ყველაფერი
-გინდა მითხრა რომ ჩემი იდენტური ქალი არ მომეწონა?
-შეიძლება ასეც ითქვას...
-ბავშვზე რა უთხარი?როგორ დაამშვიდე?
-რომ გახვედი ცოტა ხანს იცინოდა და მერე აღარაფერი უკითხავს,მიხვდა რომ ჩემი არ იყო და სხვა არც ადარდებს !
-და შენი რომ ყოფილიყო რას გააკეთებდა?
-მთავარია ჩემი და კატოსი არ ყოფილიყო ,სხვას გადაიტანდა
-ანუ კატო არ მოსწონს?
-ანუ კატოს დაუძინებელი მტერია,მალული და ყველაზე საშიში! წინასწარ გეუბნები რომ იცოდე თორე დიდი ხანი ვერ მიხვდები დამიჯერე ელიზაბეტს გრNძობების დაფარვა საოცრად გამოსდის ... იმიტომ არ კლავს კატოს ,რომ დარწმუნებულია ცოლად არ მოვიყვან! იმას კიდე წარმოდგენა არ აქვს სადედამთილო რომ ვერ იტანს
-რაა მიზეზი ელიზაბეტის ამ დამოკიდებულებისა?
-თვლის რომ უსიყვარულოდ არ უნდა დავქორწინდე! მე უნდა მიყვარდეს და ის კი არ იცის სამუდამოდ რომ მოუხდება ჩემი ქორწილის ლოდინი
-არ მეგონა სიყვარულის თუ ეჯერებოდა...
-ავადმყოფური სიყვარულის სჯერა მაგას და მაგის ქმარს! ნორმალური სიყვარული რა არის არ იციან
-ნორმალური გრძნობაა თუ არა ქალისა და მამაკაცის სიყვარულ ეგ საკითხავია
ალექსანდრე დუმდა, რამდენიმე წუთი განძრევლად იჯდა .მშვიდდებოდა ,შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა თვალები გაახილა და წამოდგა.
-წავედი ...გავუშვა იქნებ ელიზაბეტი
-სად მიშვებ?
-რატომ იცი ასე დაუკაკუნებლად შემოსვლა ელიზა?
-ელიზა არ ვარ მე !
-მე კი საკუთარ საძინებელში ვარ დედა და ასე ჯადოქარივით არ უნდა გამომეცხადო !
-ბავშვის ნახვა მინდოდა ...დიდი ხანია პატარა ბავშვს არ მოვფერებივარ და სხვათაშორის საკუთარ შვილიშვილზე უარს არ ვიტყოდი ,თუ ნორმალური გენის მატარებელი იქნებოდა
-გენსა ამოვაცლი ყველა ქალს ვინც მყავს და თუ ვინმე თავადური სისხლითაა და გენეტიკური მასალაც დამაკმაყოფილებელი ექნება დავიწყებ ბავშვზე მუშაობას დედიკო ...მთავარია შენ მითხრა ვისთან
-თუ გგონია რომ ასე მარტივად მომიშლი ნერვებს .გამომიყვან მწყობრიდან და გავვარდები აქედან ისე როგორც ბოლოს ,იმედები უნდა გაგიცრუო?
-დარწმუნებული ხარ?
-მე გავალ - მარიამს მათი მოსმენის სურვილი ნაკლებად ჰქონდა და წამსვე შეეცადა გაცლოდა სიტუაციას
-დარჩი!-ორივემ ერთად უთხრა
-წასვლა მინდა ...
-ბავშვს მე მიტოვებ?- ალექსანდრემ შეიცხადა უცებ- ამ წერტილს რა ვუქნა რომ იტიროს
-მე მივხედავ ...
-დედაა შენ როგორ მიხედავ ფანჯრიდან ისვრი?
-ალექსანდრე რას მეუბნები?
-თორნიკეს შვილია!
-ასეც ვიცოდი! ხომ ვიცოდი მაგ ბიჭს შენი აღზრდა ვერ უშველიდა მამაშენის და იმ ქალის სისხლი უჩქეფს როგორ იქნებოდა ჭკვიანი ... სადაა საერთოდ რამდენი ხანია არ ჩანს,შარში გაეხვა ალბათ კიდევ
-დედა რომ დამტოვო არ გინდა? წადი გოგოები დააშინე, ჭორები გამოსტყუე ჩემზე და მარიამზე...გაიგე ბოლოს ვინ მყავდა სახლში მოყვანილი რა ვიცი რამე გაიგე წადი ოღონდ ,ბავშვი იგრზნობს აურას და ატირდება ისევ
-ალექსანდრე რატომ გინდა რომ გავგიჟდე და მიგახრჩო?- უღიმოდა და ისე ელაპარაკებოდა , საწოლზე დაჯდა და ბავშვს დახედა-სულ არ ჰგავს თორნიკეს...ის ისეთი შავი იყო რომ დაიბადა ეს კიდე ბამბის ქულასავით თეთრია
-მეც არ ვგავარ მამაჩემს ...სხვისი შვილი ვარ? მიდი მითხარი დედა გაამხარე ცხოვრებაში ერთხელ
-პატარავ ბიძაშენი სულ გაგიჟდა... რა საცოდავად ცდილობს ჩემს გაბრაზებას თუ გესმის ნეტავ! ფორმაში არ არის რაღაც ,მეტს ველოდი მისგან .ეტყობა ისე შეაშინე წვიმაში რომ გიპოვა ახლაც ცუდადაა მაგას ხო შენს იდიოტ მამაზე ეკეტება ჭკუა და საერთოდ შტერდება ის რომ რამე სისულელეს ჩაიდენს
მარიამი ქვემოთ ჩავიდა, დალი წასული რომ დახვდა დამშვიდდა. თავის ოთახს მაიშურა. დამშვიდება სჭირდებოდა და ძალების აღდგენა. სააბაზანოს მიაშურა ჯაკუზი აავსო და ნეტარების წუთებით ტკბობა დაიწყო. ყურსასმენები მოირგო და თვალები დახუჭა. დროის შეგრძნება დაკარგა ,მთლიანად ფიქრებში გადაეშვა. ბავშვმა ზედმეტად აურია წარსულის მოგონებები ტვინში და ახლა მოსვენბას არ აძლევდნენ ფიქრები ბავვსობაზე უცნობ მშობლებზე, გარდაცვლილ დედობილზე და მამობილზე რომელმაც ისე მიატოვა რომ ერთხელაც არ მოუკითხავს.
სინათლე რომ დაუჩრდილა ვიღაცამ და ცხლი სუნთქვა მიეფრქვია სახეზე თვალები სწრაფად გაახილა და დამრგვალებული სფეროები ალექსანდრეს მიაპყრო რომელიც არეული სახით დაჰყურებდა ზემოდან. ხელებით ჯაკუზს იყო დაყრდნობილი და ქორივით დასცქეროდა მარიამს
-რა ხდება... აქ რა გინდა- უცებ მოიხსნა ყურსასმენები.ძლივს აამოძრავა ხელები და ქაფს კარგად დააკვირდა ხომ არ მიჩანს რამეო
-ჩაძვერი ბარემ ქაფში და დაიხრჩო იქნებ ! ჩამიწყდა ხმა იმდენ ხანს გეძახე და ვაკაკუნე კიდევ კარგი კარი არ გქონდა ჩაკეტილი თორემ ხომ დამჭირდებოდა ტყუილად შემონგრევა
-რა მოხდა ასეთი
-ვიღაც ბიჭი გირეკავდა რომ გავარდი და დამიტოვე მობილური იქ ...მერე მოგწერა და მილიონი ხმოვანი შეტყობინება დაგირეკა და ვიფიქრე გაჭირვებულ ადამიანს თუ სჭირდება კეთილ ნებას გამოვიჩენ და მივუტან მობილურს-თქო
-რაო რა მინდაო...ვინაა საერთოდ
-მე რა ვიცი
-გაჭირვებული რომაა აბა ეგ საიდან იცი თუ არ წაგიკითხავს შეტყობინებები
-ბრალს მდებ ? შენი შეტყობინებების კითხვა რაში მჭირდება საერთოდ
-ჩემს ჯაკუზზე ჩამოჯდომა და ღიმილშეპარული სახით ცქერა ხომ სასიცოცხლოდ გჭირდება!
-ჯაკუზი ჩემია და დიდხანს დგომა არ მიყვარს ხომ იცი ...
-იღლები ხო?
-დაურეკავ ახლა თუ გავფანტო ეს ქაფი და ეგ შეპარული სიმორცხვე გაგიასკეცო
-ნახა გასართობი! ხელები სველი მაქვს და ასე ვერ დავიჭერ მობილურს
-ინებეთ პირსახოცი
-იქნებ არ მინდა მოისმინო რას მეტყვის !
-არაუშავს მე მინდა ...
მარიამმა მობილური გამოართვა ,შეტყობინება წაიკითხ ამხოლოდ მერე რაღაც მიწერა და მობილური გვერდით გადადო.
-რა ცუდი გოგო ხარ...სულ არ გაახარებ ადამიანს არადა იცი რა ცუდად ვარ !
-კი აშკარად ცუდად ხარ ! ბავშვთან ელიზაბეტი დატოვე?
-უყვარს ბავშვები ! აიი გირეკავს ისევ - უცებ აართვა მობილური და თავად უპასუხა ხმამაღალზე ჩართო და მარიამს აღების საშუალება არ მისცა
-ვკვდები მარიაამ - წამსვე გაისმა ბიჭის სასოწარკვეთილი ხმა და ალექსანდრესაც სიცილის შეკავება მოუხდა
-კლინიკაში მიდი გიორგი ავად თუ ხარ
-წამალი არ გამოუგონებიათ ჯერ და შენ გარდა ვერავინ მიშველის ....კარგი რა სულ არ გეცოდები? ახლა მაინც გაქვს ჰიპოკრატეს ფიცი დადებული ,დავიჯერო გატეხ მაგ ფიცს?
-იცი ძალიან დაკავებული ვარ გიორგი და საერთოდ არ მაქვს ახლა შენი სენტიმენტების მოსმენის დრო
-რა უგულო ხარ ! მაგრამ მაინც მიყვარხარ და რა გავეკთო?
-და მე მაინც არ მიყვარხარ გიორგი !
-შანსს არ მაძლევ არასდროს იღებ საჩუქარს,არასდროს მხვდები , არასდროს მელაპარაკები და რომ გამიცნო იქნებ ...
ალექსანდრე პირზე ხელაფარებული იჯდა და მობილურიან ხელს შორს სწევდა მარიამს რომ არ გამოერთმია, იცოდა უფრო ვერ ამოიწეოდა და მის თვალების ბრიალს უყურებდა ბედნიერი. არაფერი რომ არ გამოუვიდა თვალები დახუჭა და წყალში ჩაყვინთა
-მარიაამ ... აქ ხარ? კარგი რააა მარიამ ახლა მაწამებ და ყველაფერთან ერთად არც მელაპრაკები?
ალექსანდრემ ხელი ჩაწია წყალში მკლავში წვდა მარიამს და აიძულა ამოსულიყო. უხმოდ,ტუჩების მოძრაობით უთხრა დაელაპარაკეო ,მაგრამ მარიამი რომ ანთებული თვალებით წამოიწია და მობილური გამოგლიჯა ხელიდან მთელი გეგმა წყალში ჩაეყარა
-გაერთე?
-არ მადროვე..კაგრი რაა მარიააამ რა გულქვა ყოფილხარ დაფერფლილია ბიჭი
-არ ხარ კარგად შენ...წადი დაიძინე ორი საათი და გამოფხიზლდი!- პირსახოცი აიღო უცებ წამოიწია სხეულზე მოიხვია და ქვემოდან ახედა ახარხარებულ ბიჭს- ნერვებს ნუ მიშლი!
-ქაფიან ტანზე ჩაიცვამ?
-ელიზაბეტი ვერ გააგიჟა და მიპოვა მე ... რა ვქნა ახლა რომ მომშორდე შენს თვალწინ უნდა ვიბანაო?
-არ დაელაპრაკები ? იცოდე რომ დაურეკო უჩემოდ გავბრაზდები! წავიღებ ამას მაინც- მობილურს ისევ დაწვდა და სიცილით გავიდა ოთახიდან.
მარიამი გაბრაზებული იყო მთელი დღე ,ალექსანდრე კი გამხიარულდა და რამდენჯერაც გახედავდა იმდენჯერ იღიმოდა . ელიზაბეტი არ წავიდა,როგორც ალექსანდრემ იწინასწარმეტყველა სასურველის მიღებამდე ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მაშინ შესინდნენ თავისმა მძღოლმა ერთი ჩემოდანი რომ მოუტანა და საძინებელში ლიკუნას ამოალაგებინა ტანსაცმელი.
დალი რომ დაბრუნდა მარიამმა ბავშვი ალექსანდრეს მიაჩეჩა და სწრაფად დატოვა ოთახი. შემდეგ ყველაფერი მისაღებში დააწყობინდა და ისევ უკან დაბრუნდა .
-ალექსანდრე ბავშვი ჩემთან რომ მყავდეს არ სჯობს? შენ ერთხელ გახვალ და მერე ფსიქიკას დაუზიანებ ბავშვს ...მოიცა როგორც დაგტოვე ისე დგახარ ახლაც?
-გამომართვი დროზე!- ბავშვი ხელისგულებზე ეწვინა და ხელები უდნავ ჰქონდა მოხრილი თან ისე იდგა თითქოს არც სუნთქავდა ხელსი კი ყუმბარა ეჭირა ბავშვის ნაცვლად. მარიამმა ჯერ უყურა, მერე გაახსენდა როგორ გააბრაზა გიორგისთან ლაპარაკი რომ აიძულა და ისეტი სიცილი დაიწყო მანამდე რომ მონასმენი არ ჰქონდა ალექსანდრეს. მაგრამ სად ჰქონდა გაკვირვების თავი ყვიროდა ბავშვი გამომართვიო
-მოგკლავ მარიამ იცოდე!
-ვაიმეე არ შემიძლიაა...რა კარგად გავერთე ! ყოჩაღ ნამცეცა
-არა ვარ კარგად- ელიზაბეტის ტონით თქვა და სავარძელში ჩაეშვა -რომ აფართხალებულიყო მერე რა მექნა
-სად გაქვს შენ ახლა ამის ჭერის ძალა ..კუნთები გეტკინა ალბათ.მოკლედ ბავშვი მე მეყოლება ჩემთან... იქ მყუდროდ იქნება და მეც უკეთ მოვუვლი
-მერე მე?
-შენც გინდა მოვლა?
-ნუ დამცინი !
-ისწავლი ჭკუას და მეორედ არ მასაუბრებ არასასურველ ადამიანებთან !
-ანუ აბაზანაში შემოსვლა შემიძლია?
-ჩემი ცქერის სურვილით თუ კვდები რა შემიძლია ...
-გულცივი ქალი ხარ მარიამ,მართალი იყო ის ბიჭი
-დღეს ძალიან ბევრს ლაპრაკობ ,თან უაზროდ !
მიახალა უცებ და ბავშვთან ერთად წავიდა. საწოლზე ჰყავდა დაწვენილი პატარა ქალბატონი და მის ნივთებს ალაგებდა. შემდეგ სააბაზანოში შეიყვანა თავის პატარა ვანაში ჩააწვინა და ფრთხილად აბანავა . შემდეგ ჭიპი დაუმუშავა, სხვადასხვა საცხები წაუსვა ჩააცვა და მოცუცქნული ქალბატონით ხელში დაბრუნდა უკან. შესვლისთანავე გაიგო ალექსანდრეს ღრიალის ხმა
-რა ჯანდაბა ხდება ამ სახლში .... ვინ მოგცა უფლება ჩემს მოსამსახურეეებს უბრძანო? ან ნივთებს რატომ აადგილებ შენთან არ გეყო ყოველ კვირეული რემონტი? რა გინდა დედა რატომ მემატები პრობლემად შენი შვილი ვარ თუ მტრიიის და გეფიცები იქ თუ მივალ ისეთ რამეს გავაკეთებ დათო შენც მოგკლავს ჩემთან ერთად და დაისვენებს მერე !
-მარიაამ მოხვედით? ვეძებდი წითურს ,დალის ტანსაცმელები მოუტანია და მაინტერესებდა როგორი იქნებოდა - მარიამი რომ შევიდა დივანზე მშვიდად მჯდომი ელიზაბეტი ასევე ნელა მიბრუნდა , ყავის ფინჯანი მაგიდაზე დადგა და მათი მიმართულებიტ გაიღიმა,ბავშვს ეკუთნოდა ეს ჟესტი თუ მარიამს ვერ გეტყვით-მოდი მოდი არ შეგეშინდეს ეს ასე ყვირის ხოლმე...კარგი ხმა აქვს არა? მამამისის ხმა რომ მესმოდა ახალგაზრდობაში ტვინი მეთიშებოდა
-ელზა!
-ელზას ნუ მეძახი-თქო რამდენჯერ უნდა გითხრა ალექსანდრეე?- ისე უცებ შებრუნდა და დაუყვირა ბავშვმა ტირილიდ აიწყო- აი შემაშინებინე ბავშვი ... როგორ გიჭირავს მარიამ? ასე არ მოსწონს ,აი ნახეე ზურგზე უნდა დაუსვა ნელა ხელი თავი კარგად დაუჭირო და წამში დაწყნარდება...ალექსანდრე ასე არ ცერდებდოა და საერთოდ ტირილს რომ დაიწყებდა ვერ გააჩერებდი ,მაგრამ ნორმალურ ბავშვებზე ჭრის- ისემ მშვიდად ამეტყველდა,დალაგებული სახით და ბოლოს კეკლუცად გაიღიმა.
მარიამმა სიტყვაც ვერ დაძრა ალექსანდრეს აგდახედა ვისკის ჭიქა რომ აევსო და მონდომებით სვამდა,თან ბოლს უსვებდა ყრებიდან და ცოტა აკლდა ელიზაბეტის დახრჩობამდე.

იმედი მაქვს მოგეწონებათ
ახლა ისე მჭირდება თქვენგან წამოსული პოზიტივი როგორც არასდროს



№1 სტუმარი Ucnobi

აუ რა მაგარიააააა, ვგიჟდები შენზე, ოღონდაც დიდხანს ნუ იკარგები რაააა, თან ეხლა მალე გვჭირდება ახსლი თავი, იმიტომ რომ აქ დიდი ინტრიგაა ჩადებული, მიყვარცარ და წარმატებებიიიიი!

 


№2 სტუმარი Guest თამო

ძალიან კარგია.ეს სხვანაირი ისტორია შენებურისგან სხვანაირი მაგრამ საინტერესო აქაც იქნება ნეტა წყვილი ალექსანდრე და მარიამი?

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

Guest თამო
ძალიან კარგია.ეს სხვანაირი ისტორია შენებურისგან სხვანაირი მაგრამ საინტერესო აქაც იქნება ნეტა წყვილი ალექსანდრე და მარიამი?

იქნება მაგრამ სხვანარიად smile smile

Ucnobi
აუ რა მაგარიააააა, ვგიჟდები შენზე, ოღონდაც დიდხანს ნუ იკარგები რაააა, თან ეხლა მალე გვჭირდება ახსლი თავი, იმიტომ რომ აქ დიდი ინტრიგაა ჩადებული, მიყვარცარ და წარმატებებიიიიი!

სა დიყო ინტრიგა..მალე ვერ დავდებ ხვალ მეეჭვება გადავრჩე და ვიცი ისე ცუდად ვიქნები ვერაფერს დავწერ

 


№4 სტუმარი kati

Ra moitmens axla momdevno tavamde?kidev mindoda gagrzelebuliyo da saertod arasodes myofnis sheni istoriebi.meramdened vkitxulob tavidan yvelas agar vici.axlac axlebis paralelurad shevzlebt-s vkitxulob.bolo gverdidan aqamde movedi.

ar gadagircha mteri!vaime Ra gurulivit daviwye wyevla

 


№5  offline წევრი Indigo

ვაიმეეე, ვგიჟდდები მე შენზე!

ვგიჟდები ალექსანდრეზე, მარიამის წვალებით რო ხალისობს და მარიამზე, ალექსანდრეს რო დასცინის. რო წარმოვიდგინე ალექსანდრე ბავშვით ხელში, თან მარიამი რო დასციოდა, მომინდა შევვარდნოდი და ჩამეკბიჩა. ძაან ვიხალისე ამათ "ცელქობებზე".

თორნიკე, რა საყვარელია. ბავშვი მანახეო ალექსანდრეს რო თხოვა და რო უთხრა, ვუყურებ უბრალოდო...


მომწონს ელიზაბეტისნაირი ქალები. როგორ ადვილად ახერხებს ალექსანდრეს წყობიდან გამოყვანას...

პ.ს. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად არის და არაფერი გიჭირს.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

kati
Ra moitmens axla momdevno tavamde?kidev mindoda gagrzelebuliyo da saertod arasodes myofnis sheni istoriebi.meramdened vkitxulob tavidan yvelas agar vici.axlac axlebis paralelurad shevzlebt-s vkitxulob.bolo gverdidan aqamde movedi.

ar gadagircha mteri!vaime Ra gurulivit daviwye wyevla

ვაიმე არ ვიცი მეშინია ძაან და იმედია მეშველება რამე...
ბოდიში დაგვიანებისტვის რომ დვაამთავრებგამოცდებს შევეცდები დავწერო თუ ყველა ჩავაბარე და თუ ვერ ჩავაბარე ეს დაწყევლილი ბიოფიზიკა მერე ვიღაც შემომაკვდება და გავჩერდე სჯობს

 


№7 სტუმარი Guest natiko1996

სასწაული გოგო ხარ მარიამ მაოცებ შენი შესაძლებლობებით რომელიც ამოუწურავია ... საოცარი თავი იყო სულ ღიმილით წავიკითხე ... გავბედნიერდი და პოზიტივით დავიმუხტე რასაც ქვია ... ალექსანდრე იყო უსაყვარლესი ამ თავში ... მოუთმენლად ველოდებო შემდეგ თავს რომელიც დარწმუნებული ვარ სასიამოვნოდ გაგვაოცებს და გაგვაბედნიერებს ... <3

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
ვაიმეეე, ვგიჟდდები მე შენზე!

ვგიჟდები ალექსანდრეზე, მარიამის წვალებით რო ხალისობს და მარიამზე, ალექსანდრეს რო დასცინის. რო წარმოვიდგინე ალექსანდრე ბავშვით ხელში, თან მარიამი რო დასციოდა, მომინდა შევვარდნოდი და ჩამეკბიჩა. ძაან ვიხალისე ამათ "ცელქობებზე".

თორნიკე, რა საყვარელია. ბავშვი მანახეო ალექსანდრეს რო თხოვა და რო უთხრა, ვუყურებ უბრალოდო...


მომწონს ელიზაბეტისნაირი ქალები. როგორ ადვილად ახერხებს ალექსანდრეს წყობიდან გამოყვანას...

პ.ს. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად არის და არაფერი გიჭირს.

ვაიმეე ჩემიიი გოგოოოო ხო ალექსანდრეს ბავშVით ხელში რომ წარმოვიდგენდი მეც მინდოდა მივვარდნილიყავი ,მაგრამ არ შემიძლია რა ვქნა რა გავაკეთო
გამოცდები მჭირს მე და იმედია მოვილევ

Salo123
აუუ სასწაული გოგო ხარ

მადლობაა heart_eyes heart_eyes

Guest natiko1996
სასწაული გოგო ხარ მარიამ მაოცებ შენი შესაძლებლობებით რომელიც ამოუწურავია ... საოცარი თავი იყო სულ ღიმილით წავიკითხე ... გავბედნიერდი და პოზიტივით დავიმუხტე რასაც ქვია ... ალექსანდრე იყო უსაყვარლესი ამ თავში ... მოუთმენლად ველოდებო შემდეგ თავს რომელიც დარწმუნებული ვარ სასიამოვნოდ გაგვაოცებს და გაგვაბედნიერებს ... <3

მადლობაა საყვარელო heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი Guest თაკო

ჯერ ეს ისტორია არ დამიწყია ერთიანად მინდაა წაკითხვა, ხო დაა.... მეორე ისტორიის მუზაა აღარ მოდის შენთან? :დდ ერთი სული გვაქვს როდის მორჩები გამოცდებს :დდ

 


№10 სტუმარი დარინა

უკვე ძალიან მომწონს ელიზაბეტი ამ თავმა გამათბო და გამამხიარულა ალექსანდრესთან ერთად მეც ვიმხიარულე გიორგიზე კარგი და ჩასაყლაპი თავი იყო მიყვარს შენს ისტორიებში მარიამის და ალექსანდრეს წყვილი, მინდა რომ ერთი წლის მერე ალექსანდრე გაგიჟებით იყოს მარიამზე შეყვარებული ასე აგდებით რომ უყურებს სიყვარულს, სულ ველოდები ამ ისტორიას დაგვიანების გამოც არ გსაყვედურებ, დამითბე რა ესენი კარგი იქნწბა ეჭვიანობის სცენებიც.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Guest თაკო
ჯერ ეს ისტორია არ დამიწყია ერთიანად მინდაა წაკითხვა, ხო დაა.... მეორე ისტორიის მუზაა აღარ მოდის შენთან? :დდ ერთი სული გვაქვს როდის მორჩები გამოცდებს :დდ

მეორე ისტორიის მუზა მოვა რომ გადავურჩები ორ ურთულეს გამოცდას ალბატ მოვა თუ ჩავაბარე smile heart_eyes heart_eyes

 


№12 სტუმარი Guest Ninno

ძალიან მაგარი გოგო ხარ სასწაულად წერ❤ წარმატებები

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

Guest Ninno
ძალიან მაგარი გოგო ხარ სასწაულად წერ❤ წარმატებები

მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№14 სტუმარი Guest nata

დძაან მაგარია, ვგიჟდები ალექსანდრესა და მარიამზე, ერთად იქნებიან ნეტა? შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ კარგად ჩააბარებ გამოცდებს, წარმატებებიიიიი,მალე დადებ ახალ თავს?

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

Guest nata
დძაან მაგარია, ვგიჟდები ალექსანდრესა და მარიამზე, ერთად იქნებიან ნეტა? შენ ისეთი მაგარი გოგო ხარ კარგად ჩააბარებ გამოცდებს, წარმატებებიიიიი,მალე დადებ ახალ თავს?

მადლობაა smile იმედია

Mariiiiami
აიი სიტყვები არ მაქ.არც მოქმედებების შეფასების თავი მაქ ისეთ დღეში ჩამაგდე შენ.მარიამ მიყვარხარ.მეც მინდ9და შენთვის პოზიტიური სიტყვების თქმა მაგრად დამიტოვე ძალა?არა.მეორე ისტორია როდის იქნება?წარმატებები.იმედი მაქ ისე ჩააბარებ როგორც გინდა.მიყვარხარ❤❤❤❤❤

ჩემი პოზიტი ხარ შენ და უბრალოდ ვიცი რომ გაგახარე და ესეც საკამრისია heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes ღმერთის იმედი მაქვს თორემ მე ისეტი უიღბლო ვარ ის თუ არ დამეხმარა ზუსტად ისინი შემხვდება რაც მერევა

 


№16  offline აქტიური მკითხველი Aria Loreli

ძალიან კარგი იყო მეტი რა ვთქვა შენც კრგად იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მოთხრობებზე

 


№17  offline წევრი crazy girl sofi

რამდენ ხანს ველოდებოდი ყოველ წუთას ვამოწმებდი საიტს იქნებ დიდოთქო ძალიან მომეწონა ეს ჩვენი ელიზაც რა ხასიათებისაა მშვიდი როა სჭირდება ალქაჯი.. ოხ ჩემი ალექსანდრე როგორ უშლისამ მარიამს ნერვებს რამის დაიხრჩო მაგის გამო ჯაკუზში თან წარმოვიდგინე როგორ იკავებდა სიცილს როცა მარიამი გიორგის ელაპარაკებოდა... თორნიკეს რეაქციები მაგარი ქნებოდა ბავშვზე რომ გაიგებდა როგორ ველოდებოდი რომ ამ თავში გაირკვეოდა ვიცი შვილია ეს პატარა ციცქნა..აუ არ იყოს თორნიკესი და მარიამმა დაიტოვოს რა მოხდება რა... მარიამ ჩემო ტკბილო ამოუცნობო საყვარელო ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ შენი ისტორიებით იგივე ემოციებს განვიცდი რაც ისტორიაშია ჩაქსოვილი ამავე დროს არავინ იცის როგორ განავითარებ მოვლენებს და რა მოხდება ეს უფრო მეტ ინტერესს მატებს მომწონს სასწაულად მაგიჟებსდა შენი ისტორიები ეს ისტორიაც შენც და გადავირევი მალე მერე კი მართლა მომიწევს ფსიქიატრიულიდან ამ ისტორიების კითხვა არარეალური ხარ უბრალოდ ვერ გადმოგცემ სიტყვებით შენ კიდე ვერ ხვდები რამდენად კარგი ხარ ვაიმე არვიცი რაღა გითხრა ვერ მოვძებნი შესაბამის სიტყვას იმდენად მაგარი და ჭკუდან შემშლელი ხარ მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან ძალიან და აღარ გვალოდინო რა მალე დადე თორე ცუდად გავხდები ველოდები ახალ თავს და ასევე მეორე ისტორიას kissing_heart heart_eyes heart_eyes წარმატებები გამოცდებზე

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

Debora
ძალიან კარგი იყო მეტი რა ვთქვა შენც კრგად იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მოთხრობებზე

მადლობა ძალიან დიდი heart_eyes heart_eyes

crazy girl sofi
რამდენ ხანს ველოდებოდი ყოველ წუთას ვამოწმებდი საიტს იქნებ დიდოთქო ძალიან მომეწონა ეს ჩვენი ელიზაც რა ხასიათებისაა მშვიდი როა სჭირდება ალქაჯი.. ოხ ჩემი ალექსანდრე როგორ უშლისამ მარიამს ნერვებს რამის დაიხრჩო მაგის გამო ჯაკუზში თან წარმოვიდგინე როგორ იკავებდა სიცილს როცა მარიამი გიორგის ელაპარაკებოდა... თორნიკეს რეაქციები მაგარი ქნებოდა ბავშვზე რომ გაიგებდა როგორ ველოდებოდი რომ ამ თავში გაირკვეოდა ვიცი შვილია ეს პატარა ციცქნა..აუ არ იყოს თორნიკესი და მარიამმა დაიტოვოს რა მოხდება რა... მარიამ ჩემო ტკბილო ამოუცნობო საყვარელო ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებ შენი ისტორიებით იგივე ემოციებს განვიცდი რაც ისტორიაშია ჩაქსოვილი ამავე დროს არავინ იცის როგორ განავითარებ მოვლენებს და რა მოხდება ეს უფრო მეტ ინტერესს მატებს მომწონს სასწაულად მაგიჟებსდა შენი ისტორიები ეს ისტორიაც შენც და გადავირევი მალე მერე კი მართლა მომიწევს ფსიქიატრიულიდან ამ ისტორიების კითხვა არარეალური ხარ უბრალოდ ვერ გადმოგცემ სიტყვებით შენ კიდე ვერ ხვდები რამდენად კარგი ხარ ვაიმე არვიცი რაღა გითხრა ვერ მოვძებნი შესაბამის სიტყვას იმდენად მაგარი და ჭკუდან შემშლელი ხარ მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან ძალიან და აღარ გვალოდინო რა მალე დადე თორე ცუდად გავხდები ველოდები ახალ თავს და ასევე მეორე ისტორიას kissing_heart heart_eyes heart_eyes წარმატებები გამოცდებზე

მე კიდე როგორ მახარებ ვერ გადმოგცემ სიტყვებით და მადლობა მხოლოდ არ მეყოფა იმ ემოციის გამო რასაც ვიღებ კომენტარის კითხვის დროს heart_eyes heart_eyes ხვალ და ზეგ მაქვს ყველაზე რთული დღეები და ამ ორ დღეში თუ ღვთის წყალობით სამივე გამოცდა ჩავაბარე მერე დავწერ აუცილებლად heart_eyes heart_eyes

 


№19  offline აქტიური მკითხველი uchveulo

vaime vgijdebi amatzee da ravqnaa saswaulebi ariaaan

 


№20  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ძალიან მაგარი ისტორიაა, მრავალფეროვანი, საინტერესო და მხიარულიც კი. ქალბატონი ელიზაბეტი როგორ მომწონს შენ ხომ არ იცი. რატომღაც მგონია რომ ქმარს უყვარს უბრალოდ რაღაც პრობლემაა მათ შორის. და ასევე მგონია რომ ლიზას თორნიკეც ძალიან უყვარს, უბრალოდ არ იმჩნევს. ხო მგონი მარიამიც მოეწონა, საკუთარ თავს აგონებს ალბათ. და კიდევ რატომ მგონია რომ ლიზას მკაცრი და მშვიდი ნიღბის უკან გიჟი და განსაკუთრებული ქალი იმალება არ ვიცი... მოკლედ რამდენი რამე მგონია რა...
ძალიან მომეწონა ეს თავი...

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

uchveulo
vaime vgijdebi amatzee da ravqnaa saswaulebi ariaaan

heart_eyes heart_eyes heart_eyes საოცრებები

უცნობი ქ
ძალიან მაგარი ისტორიაა, მრავალფეროვანი, საინტერესო და მხიარულიც კი. ქალბატონი ელიზაბეტი როგორ მომწონს შენ ხომ არ იცი. რატომღაც მგონია რომ ქმარს უყვარს უბრალოდ რაღაც პრობლემაა მათ შორის. და ასევე მგონია რომ ლიზას თორნიკეც ძალიან უყვარს, უბრალოდ არ იმჩნევს. ხო მგონი მარიამიც მოეწონა, საკუთარ თავს აგონებს ალბათ. და კიდევ რატომ მგონია რომ ლიზას მკაცრი და მშვიდი ნიღბის უკან გიჟი და განსაკუთრებული ქალი იმალება არ ვიცი... მოკლედ რამდენი რამე მგონია რა...
ძალიან მომეწონა ეს თავი...

ლიზაზე ბევრი გიფიქრია და სწორადაც მოიქეცი არ ვიცი ალბათ დაემთხვევა რაღაცეები ვნახავთ ნელ-ნელა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 


№22 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№23  offline აქტიური მკითხველი La-Na

პოზიტივი ხარ თვითონ kissing_heart .გამიხარდა ასე რომ ზრუნავენ ბავშვზე.იმდენად უყვარს მისი ძმა არაფერი აინტერესებს სხვა.სულმოუთქმენლად ველი ახალ თავს და ,,შენ" გაგრძელებას heart_eyes kissing_heart
--------------------
ლანა

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
პოზიტივი ხარ თვითონ kissing_heart .გამიხარდა ასე რომ ზრუნავენ ბავშვზე.იმდენად უყვარს მისი ძმა არაფერი აინტერესებს სხვა.სულმოუთქმენლად ველი ახალ თავს და ,,შენ" გაგრძელებას heart_eyes kissing_heart

მადლობაა საყვარელო heart_eyes heart_eyes ხო თორნიკე ნამდვილად ძალიან უყვარს და ზუსტად ამიტომაა ეს ციცქნა არსება ამ ისტორიაში

 


№25  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაიმეე სახელები ისეთი ნაცნობიაა
ელიზაბეტზე უკვე ვგიჟდებიიი
ნწწ თორნიკე მამად მაგარი წარმოსადგენია :დდ
ალექსანდრე ბავშვით ხელში ეომ წქრმოვიდგინე იმდენი ვიცინე მემგონი მარიამს გადავუსწარი
ვგიჟდებიი შენს მოთხრობებზეე! ❤️

 


№26  offline აქტიური მკითხველი terooo

მგონია რომ მარიამი შეძლებს ორივე დედაშვილობა მირჯულებას

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

რატომ ხდება სულ ასე, მშობლები რომ იღებენ შვილების მაგივრად გადაწყვეტილებას

 


№28  offline წევრი კალლ აია

ას რაღაცაც რააააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent