შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი ( თავი 21 )


16-07-2017, 21:03
ავტორი რუსანა
ნანახია 14 601

მეორე დილით იმედი ჰქონდა რომ თავის ტკივილთან ერთად გაქრებოდა მისი ყველა პრობლემაც მაგრამ მხოლოდ თავის ტკივივილი გაქრა , ფრატუნით ჩავიდა ქვემოთ და სასიამოვნოდ რომ მოუღიტინა ცხვირში ყავის სურნელმა , ვერ გაერკვა ,მიის ქმარი თავს ასე არ შეიწუხებდა . ჩქარი ნაბიჯით შეფრატუნდა სამზარეულოში და ჯერ იქვე ჩამომჯდარ ლევანს შეავლო თვალიდა მერე მის სოფიკოს რაღაცაზე რომ მთელი ინტერესით საუბრობდნენ , როგორ გაუხარდა ?მარტო მაინც არ მოუწევა სახლში ყოფნა
-სოფიკო. საყვარლად ჩამოეკიდა კისერზე და აღარ შორდებოდა .-როგორ მომენატრე .
-მეც მომენატრე ჩემო პატარაავ .
-როგორაა შენი შვილი ? ერთთან წახვედი და მეორე სულ დაივიწყე არა?
-შენ როგორ დამავიწყდებოდი? ყოველდღე გელაპარაკებოდი, მოდი დამენახეე შორს გაწიადა ხელწბი გაასავსავა .-ეხლაა დაჯდები და ყელაფერს გადაყლაპავ გაიგე? მორჩიად იქნევდა ყბებს და თვალს არიდებდა ლევანის დამცინავ მზერას მადის აღმძვრელად რმ მიირთმევდა ყავას და ანანიებდა .
-ის თუ სვას ყავას ,მე რატომ უნდა ვჭამო ჯერ და მერე დავლიო?
-იმას სახელი აქვს .გაუბრაზდა სოფო
-უმძიმს ჩემი სახელის წარმოთქმა . გაუღიმა ლევანმა .
-სულაც არა. ცხვირი ზემოთ აწკიპა .-ლევანი , ლევანი , ლევანიკო , ლევა.. ისე რანაირი სახელია ,ვერც შეამოკლებ და ვერც მოფერებით დაგიძახებენ რამეს .
-სამაგიეროდ შენ ხომ გაქვს მრავალვერსიული სახელი ?
-დიახ მაქვს . ლიზა ,ლიზი ,ლიზუ ,ლიზაზუ . სულმოუთქმელად თვლიდა თითქმის ყველა ვერსიას .
-ბევრს ნუ ლაპარაკობ და დროზე დალიე ეგ წვენიც . შეაწყვეტინა სოფომ მეტიჩრობა.
-სოფო მემგონი ტელეფონი რეკავს უპასუხებ ?
-არაფერი არ რეკავს კი არ დავყრუვდი , გინდა რომ გამისტუმრო და მერე გაადაქციო და გადაყარო ყველაფერი ვითომ ჭამე. ზეპირაად გიცნობ . სულ ესეთი იყო ეს შენი ცოლი , ერთხელ ჩემთან წავიყვანე დასასვნებელად და ფანჯრიდან მეპარებოდა ყოველ დილით .
-არა ეს არ იზამდა სოფო .
-ოჰ თქვენ როდის აქეთ გახდით მეგობრები ? ეჭვნარევი სახით შეხედა სოფოს .
-ეჭვიანობ ? დასცინა ლევანმა.
-რატომ უნდა ვიეჭვიანო . ეჭვიანობა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და თანაც მალე აბერებს . გადაჭრით თქვ და ფეხზე წამოხტა.-აღარ მინდაა.
კარგახანს ესმოდა სოფოს ჯუჯღუნი ,მაგრამ ბოლოს დამშვიდდა. -შვენიერია ლიზა ,არც საქმე გაქვს , არც არსად მიდიხარ. თავის თავს ელაპარაკებოდა , ოხვრით ჩამოჯდა აუზის ნაპირას და წყალში ფეხები გაჭირვებით ჩაყო ერთი ორჯერ ააჭყაპუნა და ღიმილით ახედა ცას.-არც ცურვა იცი და მზეზეც იწვები ვერაფერს იტყვი მშვენიერი ცხოვრება გაქვს და ეხლა ესეც გაგაგიჟებს . მისკენ მომავალ ლევანს გახედა.
-გაგრილების უცნაური ფორმაა.
-მე მყოფნის. თვალები მოჭუტა რომგაერკვია სად იდგა .
-გყოფნის თუ წყლის გეშინია .
-არ მეშინია . ამაყად ააქნია თავი.-უბრალოდ ცივია .
-100 გრადუსია . ჩაიმუხლა და ხელი მოუსვა წყალს -თბილია.
-ეგ შენთვის .
- რანაირი გოგო ხარ შენ ? ყველას უყვარს რუჯი.
-მე ვიწვები .
- და ეხლა არ დაიწვები ? წელში გაიშალა და თითქმის წამში გაჩნდა მასთან გვერდით მოუჯდა.-ესაა ცივი ? სასიამოვნო ტემპერატურის წყალი მოელამუნა ფეხებზე.
-როგორ მოხდა დღეს ყელში წაჭერილი პერანგით რომ ხარ?
-და შორტებში რას მიწუნებ?
-არაფერს, მიკვირს.
-ხო მეც. დღეს ვეცდები ამ სახლით დავტკბე და აღარც მახსოვდა აუზი თუ ჰქონდა.
-უნდა იცურავო?
-რა იყო ხომ არ გავიწროვებ ?
-ნწუ , შენთვის დამითმია ხელი გაიშვირა წყლისკენ.
-ჯერ შენ.
-მე არ.. თქმაც ვერ მოასწრო რომ წყალში აღმოჩნდა. მოთმინებით და ღიმილით ელოდებოდა როდის ამოყვინთავდა და ლანძღვას დაუწყებდა ,მაგრამ რომ მიხვდა როგორ უაზროდ აფართხალდა წყალში და ერთი სისწრაფით იქნევდა ხელებს და ფეხებს სახე შეეცვალა სწრაფად აიძრო მაისური და წყალში უკმაყოფილო ჩახტა ,ხელი სტაცა და გაჭირვებით გაასწორა .
-გიჭერ, კარგი გააჩერე ეს ხელები . ერთი ორჯერ სახეშიც რომ მოხვდა მისი უაზროდ მოქნეული ხელები დამშვიდება სცადა.
-გაგიჟდი? ტკიპივით შემოეკრო და მხრებში ფრჩხილებით ჩააფინდა . -ვერაფერს ვხედავ . სახეზე აკრულ თმის გადაწევას ვერ ახერხებდა.
-ფრჩხილებს თუ ამოიღებ ჩემი კანიდან და თმას გაადაიწევ ,ცუდი არ იქნება . თუმცა თვითონ მოაშორა სახეზე მიკრული თმა და გაუცინა .
-რა გაცინებს? რამის დამახრჩე . ტუჩებაკანკალებული ისვროდა სიტყვებს.
-ეგაა არ მეშინიაო?არ გეშინია კი არა ცურვაც არ იცი.
-შემეშინდა,რა ცუდი გრძნობაა როცა იხრჩობი, არასდროს დავხრჩობილვარ.
-ვხედავ ,რომ არ დამხრჩვალხარ არასდროს .
-რა გაცინებს ,ვერ გავიგე ? ნაპირისკენ გაიწია .
-ჰა წადი . ხელები შეუშვა და უკან გაიწია .
-არა , კივილით ჩააფრინდა ისევ. -კარგი რა ? საცოდავად ამოიკვნესა.
-ცურვა როგორ არ იცი ?
-რავიცი, არავის ეცალა რომ ესწავლებინა.
-აი მე მცალია დღეს.
-და ნერვები გეყოფა რომ მე მასწავლო?
-ვნახოთ, მაგრამ ჯერ რამე უფრო მოსახერხებელი უნდა ჩაიცვა .
-კარგი მოვალ , დამელოდე . უკან გაიხედა და ყბამოქცეულმა შესცინა -და როგორ ავიდე ?
-გაცურე .
-მოვკვდი სიცილით. მთელი ძალით ჩააფრინდა აუზის კიდეს და ფორთხვით ავიდა.-ისე აქ კიბეცაა .
- აქედან უფრო კარგი ხედი იყო. ღიმილით აავლო თვალი .
ბევრი არ უფიქრია რა უნდა ჩაცვა სწრაფად მოირგო საცურაო კოსტიუმი თმა ზემოთ აიკეცა და ტყაპუნით ჩაბრუნდა ქვემოთ. ცუდ იდიად ეჩვენებოდა ლევანთან ასე გათამამება მაგრამ ბოლო ორი დღე იმდენად კარგად გრძნობდა მის გვერდით თავს , წამით დაამთბარ ურთიერთობაზე უარს არ იტყოდა და წამში გადაწყვიტა რომ ისე მოიქცეოდა როგორც სიტყუაცია მოითხოვდა და ზღვარიც დაუწესა თავის თავს შორს არ უნდა შეეტოპა , მერე რა რომ საოცრად კარგად ექცეოდა , იქნებ უბრალოდ თამაშის წესები შეცვალა მისმა ქმარმა ,ღრმად იყო დარწმუნებული რომ ლევანს თავისი ყველა ნაბიჯის შედეგი გათვლილი ჰქონდა. დოინჯით დაადგა თავზე და კარგახანს უყურა როგორ თამამად უსვამდა მკლავებს წყალს და მილიონჯერ მაინც გამოუტყდა თავს რომ რაც არ უნდა ცუდი ყოფილიყო მისი ქმარი ,იდიალურ გარეგნობას ვერ დაუკარგავდა.
-მოხვედი? სახეზე ხელები მოისვა ლევანმა და ნერწყვი გადააგორა , ლიზას თვალიერება რომ დაამთავრა. -მემგონი ისევ კაბით ჯობდა. დბალი ხმით ამოილაპარაკა და გაუღიმა .უნდოდა ახლა წყალში უაზოდ ხელების ფართხალის ყურება? სულაც არა ბევრად ერჩივნა ასე მდგარიიყო გაუნძრევლად და ეყურებინა .-წყალში თუ არ ჩამოხვალ მემგონი მე ამოვალ და გვერდით დაგვრჩება შენი ცურვის გაკვეთილები.
-გადაიფიქრე ? ნაწყენი დააშტერდა , ააშკარად ვერ გაიგო მისი რეპლიკა.
-პირიქით ,თანახმა ვარ ყოველდღე ვიმეცადინოთ.
-უტვინო კი არ ვარ,ყოველდღე არ დამჭირდება .
-ჩემთვის საუბედუროდ . როგორც იქნა მიხვდა რატომ უყურებდა უცნაურად , სასიამოვნო აღმოჩნდა მის ამღვრეული თვალების დანახვა ლიზასთვის .-მოდი. ხელი დაუქნია .
-შენ მოდი .
-საყვარელო, ზემოთ ვერ ვისწავლით ცურვას ,მაგრამ შემიძლია მოვიდე თუ შენ უნდა ჩამიტარო გაკვეთლები.
-ნუ ბოდავ .ცოტა აქეთ მოდი მანდამდე როგორ მოვიდე ?
-აა, ვიფიქრე სხვა რამისთვის მეპატიჟებოდი. ნელა ნელა მივიდა ნაპირისკენ.
-იცოდე თუ უნდა ესე გაგრძელო არ მჭირდება ცურვის სწავლა. დუდღუნით ჩახტა წყალში.
-წყალში მე მაქვს პრიორიტეტები , ასე რომ ბევრსაც ნუ იბუზღუნებ. ღიმილით მოხვი წელზე ხელები. ესადვილად იხსნება? ხელი გამოსდო კისერზე შეკრულ საცურაო კოსტიუმს.
-გეყოფააა რააა. ხელი გაჭირვებით მოაშორებინა .
-მართალია მხოლოდ საქმე და რას მივიღებ გაკვეთილების სანაცვლოდ? არ ცხრებოდა ლევანი
-უფასო გაკვეთილების ჩატარება მოგიწევს .
- არა, სიცილით გააქნია თავი.-არაა არაა, მე კიდე ავანსზე ვფიქრობდი.
-ხო და შეგიძლია არ იფიქრო . ეს რა არის ? ახლა შეამჩნია პატარა შრამი მხარზე.
-არაფერი ისეთი , არცთუ ისე ჭკვიანი ახალგაზრდა ვიყავი.
-ვიცი ,მაკამ მომიყვა .
-მოგახსენეს რა საზიზღარი და გაუზრდელი შვილი ჰყავდათ?
-სულაც არა, მაკას უყვარხარ ნუ დედაშენია უნდა უყვარდე აბა რა ,მაგრამ იცი რა მომწონს შენს მშობლებში? არასდროს არიან შენს მხარეს მხოლოდ იმიტომ რომ მათი შვილი ხარ.
-სამართლიანობა ჰქვია მაგას .
-აი მაგალითად ჩემები სულ ხელს აფარებდნენ ივანეს ,მარტო იმიომ რომ მათი შვილია. არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავეა თუ არა. მეც სულ ესე გამზარდეს არაა კარგი ეგ.
-ანუ ხვდები რომ გათამამება არაა კარგი.
-არა, გათამამება კარგია მაგრამ ნორმების ფარგლებში .
-ივანესთვის გვიანია შეცვლა.
-ხო მაგრამ ეხლა ყველა იტანჯება იმის გამო თავისდროზე რომ არ ასწავლეს ჭკუა.სულ ეგეთი აუტანელი იყო.
-ცუდად გექცეოდა?
-არა, ვერაა ადრე მამა მიცავდა ეხლა შენ . ეშმაკურად გუცინა ენა გამოუყო და თვალები მოჭუტა.
-ჰმ, დამცველები არ გელევა. ცხვირზე მიკრა თითი.
-აბა მოვრჩეთ ფილოსოფოსობას , რა უნდა ვქნა ? მონდომებულმა გააქნია ფეხები წყალში.
-ჯერ გადახდა მოგიწევს .
-მოიცა რა . სიტყვა ბანზე აუგდო .
-მეძვირე არ ვარ ვფიქობ კოცნას დავჯერდები .
-არა.
-მაშინ დაიხრჩე . ჯიბრით მიუგო და ჯერ ერთი ხელი გაუშვა და გამომცდელად ანიშნა მეორესაც გაგიშვებო .
-გამიშვი . არ უთმობდა -მოგიხდება ქვრივის სტატუსი.
-შავი ფერიც მიხდება თან. დაიხრჩო გასაგებია მაგრამ აუზში დახრჩობა მაგრად ტეხავს .
-და თან ქმრის თვალწინ რომ იხრჩობი ვისი სირცხვილი უფროა ?
-ტყუილად მევაჭრები ,მაინც მოგიწევს გადახდა. გადამწყვეტი ტონით თქვა . გაღიმება არ დასცალდა ლოყაზე მიადო ტუჩები და სწრაფადვე მოაშორა ლიზამ.
-გადავიხადე დავიწყოთ.
-დამცინი ? ბაღის ბავშვი ვარ ? უფრო ძლიერად მოუჭირა თითები შიშველ წელზე ,რამოდენმე წამში დაინახა ლიზამ როგორ მოუახლოვდა ლევანის ტუჩები და თითქმის დააკვდა მიის ტუჩებს , თვალები დახუჭა და ცდილობდა არ გაეფუჭებინა სასიამოვნოდა ამვდროულად დამაბნეველი მომენტი , იცის რომ ასე შაქარივით არ უნდა დადნეს მის ხელებში ,მაგრამ თავსაც ვერაფერს უხერხებდა , ვერც საკუთარ სხეულს უწევს მეტოქეობას მთელი არსებით რომ იწევს ხოლმე ლევანისკენ და თავბრუდახვეული აკვდება მკლავებში ის უფრო უშლის ნერვებს რომ კოცნის თუ ის რომ თავადაც ჰყვება ვერ იგებდა.სირცხვილისგან სახე აეწვა კიცნის და ლევანის კი არა უფრო იმის შერცხვა რომ აღიარა სამუდამოდ რომ ეკოცნა უარს არ იტყოდა .-კოცნა ვიცი მე ასეთი ! ეიფორიიდან ლევანის ვნებარეულმა ხმამ გამოარკვია. თვალები ნელა აახილა და პირდაპირ რომ შეეჩეხა მის სახეს ისევ დახუჭა , ტუჩები უაზროდ გაუსვა ერთმანეთს და ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა. თვალებს ვერ უჯერებდა ლევანი ,მაშინ არ შერცხვენია და შეწითლებულა თავად რომ იჩენდა ინიციატივას ახლა თვალსაც ვერ ახელდა და სუნთქვა შეკრული ყლაპავდა ნერწყვს . რა უცნაური გოგოა , არაფერი ეტყობა მორცხვის ,მაგრამ ფაქტი წინაა .-მეჩვენება თუ გაწითლდი? სცადა არ გაეცინა თუმცა ტუჩემოკუმულს მაინც გაეღიმა .
-არა, მზის ბრალია. სწრაფად გამოერკვა ისევ.
-ხო ,ნამდვილად მზის ბრალია. აბა დავიწყოთ?
ყბებიც კი დაეღალა ლევანს იმის ახსნით თუ როგორ უნდა ესუნთქა ,მაგრამ ბოლოს მიხვდა რომ უშედეგოდ ცდილობდა და მხოლოდ ამხნევებდა რომ კარგად გამოსდიოდა . ყველა კუნთი ეტკინა და პირმოკუმული ცდილობდა სასიამოვნოდ გაეღიმა დაცინვაში რომ არ ჩათვლოდა ქათამივით რომ იქნევდა ხელებს და ფეხებს . ბოლოს თავად ლიზაც დაიღალა და რომ მიხვდა ტყუილად ყლაპავდა წყალს გულდაწყვეტილი ჩამოეკიდა ისევ კისერზე.
-ვერ ვისწავლი არა?
-ცოტა დრო გჭირდება. აბა ხომ არ მოატყუებდა მაგრად ცურავ და ბუნებრივია წყლით რომ გაიბერეო.
-არა , მატყუებ. 2 საათია ვწვალობ და შენსგარეშე წყალზეც კი ვერ ვწვები.
-კარგი ნუ მოიწყენ . თბილად გაუღიმა და სველ მხარზე ტუჩები დადოო.-ერთ დღეში კი არ ვცურავდი მეც ,სამაგიეოდ წყალში ხომ ხარ?
-იმიტომ რომ შენ ხარ,შენ როცა არ იქნები და ცურვა მომინდება?
-მოგიწევს დამელოდო ან .. მომნუსხველად გაუღიმა თუ შემპირდები რომ სულ ესეთი კარგი გოგო იქნები მე ვეცდები რომ ყოველთვის ვიყო. რა უნდა უპასუხოს ? ვერაფრით ისწავლა გადაკრული პასუხების გაცემა ლიზამ თვითონ რომ სულ ასე დამაბნევლად ელაპარაკება , დადუმებული მიაჩერდა თვალებში და გულუბრყვილოდ უფახულებდა თვალებს . როგორი გამოუცდელია ? რა სიამოვნებით აყვებოდა ახლა ამ სიტყვებით ფლირტში,მაგრამ ერთი წინადადებაც კი ვერ იპოვა თავში. -დროა დავამთავროთ , თორე შეიწვები .
-ჰო , ჯობია. მისდა საბედნიეროდ აუზის კიბესთან ახლოს აღმოჩნდა და გაბედულად შებრუნდა . ტილოს გამწარებული სწვდა და სველ ტანზე შემოიხვია . -მადლობა . ტოლმასავით შეფუთნული შემოუბრუნდა მის უკან მდგარ ლევანს .
-შენს სამსახურში მიგულე . ხელი გულზე მიიდო . ისევ ისე დნებოდა , მისი მოშიშვლებული სხეულის წინ და ყელგამშრალი აკვირდებოდა განიერ მხრებს , არა ნათელია რომ ერთი შეხედვით ნუსხვას და საოცარ სურვილს უღვივებს მაგრამ მართლა იფასიანი გოგომ ხომ არაა მის სიმპატიურობაზე გაიყიდოს, არა არ იქნება ადვილი გოგო ამ კაცისთვის , მზერა სწრაფად მოაშორა და გაუღიმა.
-წავალ ,წყალს გადავივლებ . უხერხულად გაიშვირა თითი სახლისკენ. ლევანიც მიხვდა რომ უცნაური სიტყუაცია იყო , რატომ და რის გამო ? ეხლა მთელი დღე ასე უცნაურად უნდა გაეტაარონ? სალაპარაკო თემას ვერცერთი რომ ვერ პოულობს . უხმოდ დაუქნია თავი და იქვე ჩამოჯდა , ყურადღებით აყოლებდა თვალს თითის წვერებზე რომ მირბოდა ლიზა სახლისკენ და ღიმილი ერეოდა , ღიმილითვე ამოიოხრა კარს რომ მოეფარა და სახე მზის სხივებს შეეაგება. რა უცნაურად ეფიქრებოდა ამ გოგოზე თითქოს ხუთი წუთის წინ მასთან ერთად არ ყოფილიყო, თავადაც იცის რომ უკვე გვიანია კითხვების დასმა რატომ ან რისთვის ? მოკლე ხანში რომ მთლიანად მიიპყრო მისი ყურადღება და ახლა უკვე ლიზას მოწყენაც რომ აფორიაქებს მისი გრძნობების ნიშანია, რთულია აღიარება ,მაგრამ საკუთარ თავთან ხომ მაინც უნდა იყოს გულწრფელი რომ მარტო ტვინში კი არა მთელს მის სხეულშია მოდებული სისხლივით და ყველა ძარღვში გადის. საოცარი გრძნობაა,ვერაფერს იზამს ბევრიც რომ იძახოს ვერ მომერევაო მაინც საოცრად მოწონს ეს გრძნობა და რაც არ უნდა ერქვას სიყვარული,ვნება თუ შურისძიება მათ ურთიერთობას ყველაზე მეტ ადრენალინს ეს აძლევს. ვინ იფიქრებდა ,რომ მის მთელ არსებობას შეცვლიდა ის ტუტუცი გოგო მაგიდაზე რომ შემოხტა და მის წინ დატრიალდა? ადრე იმას მოსთქვამდა რომ შეცდომა დაუშვა იქიდან მხოლოდ ლიზათი რომ წამოვიდა , ეხლა ? ეხლა რომ იმ დროში ვინმემ დააბრუნოს ამირანთან არც მივიდოდა პირდაპირ იტყოდა რომ თანახმა იყო ამ ქორწინებაზე. საკუთარ თავზე და ფიქრებზე ეცინებოდა და მზისგან ატკიებულ თვალებს ისრესდა. ღიმილით გადააქნია თავი და მიხვდა დრო იყო თავადაც გაქცეოდა მზეს .
უჭირს, ორი დღეა ერთად ცხოვრობენ და ყოველ მის ოთახთან ჩავლისას ნაბიჯებს ანელებს . უჭირს გულგრილმა ჩაუაროს კარს და საკუთარ თავს ამხნევებს რომ ძალდატანებით მხოლოდ აგებს და ჯერ კიდევ აქვს საიმისო ძალა ითმინოს და გაძლოს. მის დანახვისას თუ სიახლოვისას ჩვეულებრივად უდუღდება სისხლი ,როგორც ყველა ლამაზი ქალის დანახვისას ,მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენა რომ არაა მის ცხოვრებაში თავის შეკავება მხოლოდ იმიტომ რომ ლიზას არ უნდა რა უნდა დაარქვას? ამჯერადაც მძიმე ნაბიჯებით აუარა გვერდი და საბააზანოში შესულმა თავს უბრძანა რომ არ ეფიქრა. ისეთი მოთენთილი იყი რამ დაღალა ჯერ კიდევ შუადღე იდგა . თვალების დახუჭვას აპირებდა კარზე ბრაგუნი რომ ატყდა.
-ლევაააანნ. ლევააან? ბრაგუნს ყვირილი მოაყოლა ლიზამ . არა შეუძლებელია ორმოცდათი კილოგრამი გოგო ამ ძალით ურტყავდეს კარებს . სიცილი ვერ შეიკავა.
-მოდი ,მოდიიი ყრუ არ ვარ. ნაწყენი მზერა ესროლა ლიზას რომელიც მუშტზე მეორე ხელს ისმევდა. ინტერესით მოავლო თვალი შავ კედლებს და დამნაშავესავით გაიღიმა.
-მისმინე დაგირეკა გიგიმ? დოინჯი შემოირტყა წელზე და მზერა კარადისკენ გადაიტანა ,მერე საბააზანოს შეღებულ კარებს გახედა ჩუმად.
-ვინმეს ეძებ? ბალიში კარგად შეისწორა და თავი ზემოთ წამოწია.
- დაგირეკა თუ არა? ყურადღება არ მიაქცია მის კითხვას .
-არა არ დამირეკა. რა ხდება?
-ანამ მომწერა ,საღამოს ჩემთან მოვა და რავიცი ალბათ გიგიც.
-დადაქალდით?
-სულ ერთხელ ვნახე ,მაგრამ ისე ხშირად მწერს ხოლმე . მხრები აიჩეჩა.-საყვარელი გოგოა.
-მერე ? კაი გავიგეთ რომ მოვლენ კარები რატომ ჩამომიღე?
-მინდოდა გამეფრთხილებინე.
-გასაგებია . მოდი აქ? საწოლს ხელი დაარტყა .ისედაც იცოდა პასუხი ამიტომ წინასწარ გაიღიმა ლიზას სახეზე,ცხვირი რომ აუბზუა და დოინჯშემორტყმული გავიდა.-კარი დაკეტეეეე. დააწია ყვირილით.
-დავკეტავ. გამოსცრა კბილებში და ისეთი ძალით გაიჯახუნა ხის კარი თვითონაც კი შეხტა.
-ველუროოო. დაიყვირა ლევანმა . ხუთი წუთი არ იყო გასული თითქმის ძილს აძლევდა თავს ისევ ხმაურით რომ შემივარდა ამჯერად დაუკითხავად შემოაღო კარები და სცადა შუაგზაში დაეჭირა სანამ კედელს მიეხეთქებოდა მაგრამ გვიანი აღმოჩნდა დაბრაგუნდა და თან როგორ? უკან უკან გადადგა ნაბიჯი რომ გაპარულიყო.-გაშეშდი. თვალები მძიმედ აახილა.-რა გინდა?
-დემნასაც დაურეკე რა ?
-შვებულებაშია, არ მგონია ჩვენი ყურება უნდოდეს დასვენების დროს.
-კარგიიი. ისევ უკანგაბრუნდა და კარს ეცა .
-გაუშვი , გაუშვიიიი მე დავხურავ,ფეხზე წამოხტა.
-მძიმე კარებია სპეციალურად კი არ ვაკეთებ. თავი გაიმართლა.
-ჰო არააუშავს . ხელი მიკრა რომ კარის ჩარჩოდან მოეშორებინა .
-მაგდებ ? ნაწყენი თვალებით შეხედა
-მოდითქო და გავარდი ,გიშვებ და გწყინს , რა გავაკეთო? შარ ეძებ ლიზაკო.
-ლიზაკო არ მომწონს !
-ვაიმეე ხელები გადაიჯვარედინა და კარებს აეყუდა .- შემოდიხარ თუ მიდიხარ? დავიღალეეეეეეე.
-მივდივარ ხო .ხელები აწია ჰაერში .-აი მივდივარ და საერთოდ არ ვიხმაურებ.ბებერი.
ჩაიდუდღუნა თავისთვის .
-გავიგონე!! ღიმილით გაადაქნია თავი.-რამე დავაშავე ? ამოიოგმინა თავისთვის .კარგად გამოიძინა . თითქმის ხუთი საათი იყო რომ გაიღვიძა და მაშინ გაახსენდა რომ სტუმრები უნდა მოსვლოდათ,სწრაფად მოიწესრიგა თავი ,მაგრამ ძილისგან შესიებულ თვალებს ვერაფერი მოუხერხა. უკვე დაავიწყდა რატომ არასდროს იძინებდა შუადღით , სწორედ ამიტომ მერე სულ მოთენთილი იყო და უძალოდ გრძნობდა თავს . რობოტივით მიაბიჯებდა ქვემოთ. თვალები დაძაბა რომ გაერკვია რა ეცვა მის ცოლს , სხვანაირი ეჩვენებოდა ცოტახნის ფიქრის შემდეგ მიხვდა რომ ლიზას ხვეული თმა აღარ იყო ხვეული ,სწორი ,უფრო გრძელი და პრიალა ჩანდა,საყვარლად იყო უცნაური მწვანე ფერის კაბაში გამოწყობილი და მთელი მონდომებით ცდილობდა ფოტოს გადაღებას .
- ეგ ავადმყოფობაა. ხელით ანიშნა მობილურისკენ . -ლამაზი ხარ. ჩვეულებრივად თქვა და მოწყვეტით ჩაეხეთქა დივანზე ,სახეზე ხელები მოისვა და ამოიოხრა-რამდენი მეძინა. არავის მოგივიდათ თავში აზრათ რომ გაგეღვიძებინეთ?
-ხომ მითხარი არ იხმაუროვო. მე რა შენი მდივანი კი არ ვარ გრაფიკი გიდგინო. აგდებული კომპლიმენტზე სახე აელეწა, თითქმის ორი საათი იწვალა რომ თმა გაესწორებინა , ძლივს გადაწყვიტა რა ჩაეცვა და მხოლოდ იმიტომ რომ ერთი სიტყვა ეთქვა ლამაზი ხარო?
-მერე შენც რა დამჯერი გოგო ხარ,გითხაი და მაშინვე გააკეთე არა?
-რაც არ უნდა ისროლო ეგ შენი რეპლიკები ხასიათს მაინც ვერ გამიფუჭებ. თმაზე ჩამოისვა ხელი .
- ვინმე სხვას ველოდებით?
-არა.
-ნუ მე რომ მოვდიოდე და გამოიპრანჭო ჯანდაბას კიდევ გავიგებ ,მაგრამ აი ..
-თუ არ მოდიხარ აქ ხომ ხარ? სწრაფად გაყიდა საკუთარი თავი და ენაზე იკბინა .
-ჰაჰ, ანუ ჩემთვის გამოიპრანჭე? მე კიდე რა საშინელი ვინმე ვარ არც კი გითხარი რომ ლამაზი ხარ. გაჭირვებით წამოდგა დივანზე გადაწოლილი და მის წინ ჩაიმუხლა .-ლამაზი ხარ. ამჯერად სასიამოვნო ხმით და ღიმილით გაუმეორა.
-გავიგე. უკვე მესამედ ამბობ.
-და მაინც ლამაზი ხარ. გითხარი რომ ლამაზი ხარ? ჰო ლამაზი ხარ. გიჟივით იმეორებდა და თითქმის ორივეს ერთდროულად გაეცინა.
-როგორ გეხერხება კომპლიმენტები .
-ხო ნამდვილი პოეტი ვარ. დასცინა საკუთარ თავს .
-კარგია , საკუთარ ნაკლზე სიცილი რომ შეგიძლია.
-შენ რა იცი ? მე უნაკლო მგონიხარ . მუჭში მიიქცია ლიზას ხელი და ტუჩებისკენ გაიქანა . ეზოდან ხმაური რომ მოესმათ. -მოვიდნენ.
-მაგარია,მხიარულადგამოგლიჯა ხელიდან ხელი და ფეხზე წამოხტა კარისკენ წავიდა და ღიმილით გახედა წყვილს რომელიც რაღაცაზე კამათობდენ და თან იცინოდნენ.
-რას აკეთებენ? ზურგთან წამოადგა ლევანი. გულიანად გაუღიმა მეგობარს ,ანას თავაზიანად მიესალმა და სახლში შეიპატიჟა. გამწარებულმა მიაჩეჩა ღვინის ბოთლი ლევანს გიგიმ .
-შოკოლადებიც იყო ,მაგრამ აქამდე ვერ მოაღწია . გაბრაზებულმა თქვა თუმცა მაინც გაუღიმა ანას .
-შემოგეჭამა ? ეხლა შოკოლადებიც დააყვედრე აბა . უსაყვედურა ლიზამ.
-არ ვაყვედრი, მარტო ტკბილეულს ჭამს და საჭმელს არა.
-ლამაზია აქაურობა სასიამოვნოდ გაუღიმა ანამ . და სცადა თემა შეეცვალაა.
-დაგათვალუერებინო ? წამოდი , მაგრამ კიბეზე როგორ ამოხვალ? შეშფოთებული სახით იკითხა.
-ინვალიდი კი არ ვარ . თქვენზე კარგად დავდივარ. ფეხზე წბერგიულად წამოდგა და ლიზას მიჰყვა.
-როგორ ხარ? მხარზე ხელი დაჰკრა ლევანმა.
-აი ესე , ხან ერთ მაღაზიაში ვარ ,ხან მეორეში თითქმის ყველა მაღაზიაში მიცნიბენ რომელიც ღამე მუშაობს . შენ როგორ ხარ?
- კარგად. დალევ რამეს ?
-იცი რამდენი ხანია არაფერი დამილევია ? ტუჩები გააწლაპუნა გიგიმ.
-ზაფხულში ბევრს არ კარგავ არ დალევით.
-ლუდი გააქვს ?
-რავიცი მე. მხრები აიჩეჩა. -ალბათ გვაქვს .-მივიტან.
თითქმის, ორი ბოთლი დაცალა სანამ გოგოები დაბრუნდებოდნენ და კიბეზე როგორცვ თვალი მოკრა გიგიმ ანას ლუდის ბოთლი ცივად დადგა იატაკზე .
-რას მიყურებ ? შეუღრინა ლევანს .-ზოგადად არაა ახირებული მაგრამ ეს ბოლო თვე ძაან ჭედავს.
-სვამ არა ? ნაწყენი ჩამოუჯდა გვერდით ანა.
-არა. ხელი გადახვია და ყალბად გაუღიმა .
-როგორ არაა,სუნს კილომეტრიდან ვგრძნობ .
-კარგი რა ანაა. სახე მოისაწყლა .
-დღეს გაპატიებ. კეკლუცად გაუღიმა მამაკაცს .-მაგრამ რაღატო მალავ?
-კარგი , შეგიძლიათ ეზოში გააგრძელოთ ეგ თქვენი სმა , სოფოს ვთხოვე იქ გაეშალა . თანაც ლევანი იმ საზიზღრობა ხორცებს შეწვავს . ხომ გიყვართ? მხიარულად დატრიალდა კარისკენ და თვალით ანიშნა წავედითო.
-მოიცა რას შევწვავ? თვალები გაუფართოვდა ლევანს .
-ხორცს. ხომ გიყვარს ? რადგან გივარს შეწვაც იცი . გადაწყვიტა უცბად და გაიღიმა .
-და ვინ მოგახსენა რომ სიყვარული და ცოდნა ერთიდაიგივეა? ცხოვრებაში არ შეუწვია არაფერი ხორციც კი . იმის წარმოდგენაზე რომ მზარეულივით უნდა ეტრიალა და თანაც აზზრზეარ იყო როგორ უხერხულად გაიცინა ,ლიზასკენ გაიშვირა საჩვენებელი თითი და მერე ყელზე ანიშნა გამიგჭრიო.
-მოგეხმარები არ იდარდო და ნუ დახოცავთ ერთმანეთს მაგის გამო . ფეხზე წამოდგა გიგი.
-წამოდი ანნ , მე და შენ დავისვენებთ. ბაღში გაუძღვა სტუმრებს კარგად მოკალათთდა მაგიდასთან და აბნეულ ლევანს თვალი გაყოოლა ნაძვისხესავით რომ უვლიდა გარშემო ნაკვერჩხლებს და მაგიდას . -ეგ ნაკვერჩხალი მანდ უნდა ჩაყარო ,მერე ააანთო და ..
-ვიცი . გამოსცრა კბილებში.-ეს რაღაა? წითელ დაკეცილ ნაჭერს თვალი შეავლო.
-წინსაფარი. ნუ ხო ცოტა არა მამაკაცური ფერია მაგრამ სხვა ვერ ვიპოვე.
-არ მჭირდება ,გამწარებულმა მოისროლა გვერდით და აბნეულმა გახედა გიგის .
-გამოდი ,მე ვიზამ . წამოეშველა მეგობარს გიგი . შერცხვა უსაქმოდ დაჯდომა და ბოლომდე მედგრად იდგა გიგისთან ერთად , ცრემლად რომ დაიღვარა ბოლისგან და მისი ხველა მთელს სახლში ისმოდა გაბრაზებულმა დაახეთქა მაგიდაზე უკვე შემწვარი ხორცი და წყალი მოსვა .
-გირეკავენ . უცნაურად და დამცინავად ჟღერდა ლიზას ხმა რომელსაც მისი ტელეფონი ეჭირა და ნაწყენი და გაბოროტებული თვალებით შეჰყურებდა. ტელეფონი გამოართვა თუ არაა მაშინვე მიხვდა რატომ იყო ლიზას თვალები ასეთი, მარიშკა რეკავდა და თანაც შეუჩერებლად. უინტერესოდ გაუსვა ხელი ეკრანს და გათიშა.-უპასუხე ,იქნებ მნიშვნელივანი საქმე აქვს ?
-არ მგონია . დამნაშავესავით ჩაილაპარაკა და მზერა აარიდა .
-ყველაა ვართ , დაელოდა გიგის დაჯდომას ლიზა და ლუდის ბოთლს წაწვდა -მოდი სადღეგრძელო ვთქვათ, ხმა უფრო და უფრო ირონიული უხდებოდა .-ერთგულებას გაუმარჯოს . ღიმილნარევი სახით მოსვა და ბოთლი მაგიდაზე ხმაურით დააბრუნა . შეუძლებელია ეჭვიანობდეს ,საკუთარ თავის გამხნევებას უშედეგოდ ცდილობდა ნერე რა რომ ორი დღე დათბა მასთან , რათქმაუნდა თუ საწოლში არ ჩაუგორდა სხვასთან წავიდოდა ,სად შეუძლია ლევანის ნაირ კაცს მართლა თავის შეკავება? რაც არ უნდა უმტკიცოს რომ მოწინს ისედაც ხომ იცის რაჩიტიც ბრძანდება და რატომაც მოწონს? საკუთარ თავზე უფრო გაბრაზდა როგორ დაუშვა რომ შეიძლებოდა ერთად კარგად ყოფილიყვნენ, მათი “ერთად “ არ არსებობს თავიდანვე განწირულია ამ “ერთად” ყოფნაში ყოველთვის იქნება ვინმე მესამე , სააბოლოდ მაინც ლევანია და ლევანი დარჩება . უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა რიმელუც ისევ თავად დაარღვია , არა არ ანახებს რომ გაბრაზდა ერთადერთი რასაც თავისი წყენის გამოხატვით მიიღებს ისაა რიმ ლევანს დაარწმუნება რომ მის მიმართ გრძნობები აქვს ,სულელი ხომ არაა , არ მოიქცევა პატარა ბავშვივით. -არსად წახვედით დასასვნებელად?
-არა , მე მინდოდა მაგრამ აი ამ ქალბატონს არა.
-მშვენივრად ვგრძნობ თავს აქაც , თანაც იმ ვიღაცის ქორწილშიც ხომ მივდივართ ბათუმში ორჯერ ამხელა გზა არ შემიძლია.
-ვის ქორწილში? რა ექორწილება ამ ხალხს? ამოილაპარაკა თავისთვის ლიზამ.
-არ აპირებ ლევან?
-ჰო , არ ვიცი მეზარება ცოტა .
-ტეხავს ტოო,ეწყინება როგორც შენ გინდა ,მაგრამ ..
- რომელი მეგობარი მე მნახა მაგანაც , ორჯერ დამირეკა თან . გაღიზიანებას ვერ ფარავდა ლევანი .-მეასედ მოყავს ცოლი და ამ ქორწილებს რაღას იხდის .
- მემგონი ქორწილის მუღამით შორდება და ახლიდან ქორწინდება .
-მშვენიერია, არ ვიცი ვინააა ,მაგრამ ქორწილშიც წავალთ . რა უხაროდა ლიზას ვერ გაიგო ლევანმა თანაც მის მაგივრად რომ გადაწყვიტა წასვლის ამბავი. რა უცბად აერია ხმა ? ერთმა ზარმა უნდა ჩაუშალოს და აურიოს ძლივს ასე თუ ისე დალაგებული და დაწყნარებული სიტყუაცია ? სიამოვნებით დასჯერდებოდა მარტო იმ აზრს რომ მისმა ცოლმა იეჭვიანა და კარგის ნიშანიც კი იყო ,მაგრამ არც ადრე რომ არ ეჭვიანობდა მძაფრი რეაქცია ჰქონდა მის საყვარლებზე ეგ უფრო ადარდებდა და თანაც ამჯერად სრულიად უმიზეზოდ რომ მოუწევს ნაწყენი ლიზას ყურება , თითქმის ერთი თვეა მარიშკას კი არა არცერთი ქალისკენ არ გაუხედავს. როგორ გააგებინებს რომ მხოლოდ ლიზა უნდა ? ნუთუ იგივეს გავლაბმოუწევს პირველ კურსზე მორცხვად რომ უხსნიდა სიყვარულს გოგოს? თანაც ის უყვარდა მაინც , ეს კიდევ რაღაც სიგიჟეს გავს , არც ის იცის უყვარს თუ არა არც ის რა უნდა . მხოლოდ ის აქვს კარგად გარკვეულ მასთან ერთად ჰაერიც გემრიელი ეჩვენება .
-ემზადებით მშობლობისთვის ? იყიდეთ რაღააცები ?
-ჯერ ადრეა.მორცხვად გაიღიმა ანამ.
-რაღა ადრეა ვერ გავიგე 4 თვე დარჩა და ეს კიდევ ოღახსაც არ მაღებინებს .
-იცი რა ქნა ? მანქანა უყიდა ,რათ უნდა ახალდავადებულ ბავშვს 3 წლის ასაკზე გათვლილი მანქანა? სიყვარულით უყურებდა გიგის.
-თავიდანვე უნდა ისწავლოს რა არის ბიჭისთვის საინტერესო. მტკიცედ თქვა გიგიმ
- სახელი აარჩიეთ? ჩაერთო ლევანი .
-არა, ჯერ . თავი გააქნია გიგიმ .-მე რაც მომწონს ამას არ მოწონს და ამას რაც მოწონს მე არ მომწონს.
- რაღაც ინტერნეტ საიტია ,თითქმის ყველა სახელია და თანაც მნიშვნელობებით ,განახებ მერე მივძებნი და.. ისე არ მიგიმატია ბევრი ხო? კმაყოფილმა შეათვალიერა ლიზამ .-ლამაზი ორსული ხარ.
- მადლობა , ვინ მეუბნება შეხედე შენს თავს ? არ დარჩა ვალში ანა.
- ისე სიმპატიური ბავშვი უნდა იყოს არაა? თვალები მოჭუტა და ჯერ გიგი შეათვალიერა მერე ანა.
- მთავარია ხასიათით მე მგავდეს. დაეჯღანა გიგის ანა. -ისე რავიცი მამებს ემსგავსებიან ხოლმე ,ვხუმრობ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ნუ იბუტები . მხარზე დაადო თავი ანამ. -მაგრამ აი თქვენი შვილი არ ვიცი ,ორი უცნაური ფერი ხართ მწვანე და შავი თვალის ფერი საინტერესოა რა ფერი ექნება?
-არცერთი . მშრალად ჩაილაპარაკა ლიზამ . ანა უცბად მიხვდა რომ უხერხული კითხვა დასვა ,მაგრამ უჭირდა ამ ორის ერთად დანახვა და იმის გაფიქრება რომ ერთმანეთთან კარგად ვერ იყვნენ და არ უყვარდათ ერთმანეთი. თითქმის სახეზე ეწერათ ორივეს თვალებით რომ ეფეერებოდნენ.-ლევანს შვილები არ უნდა . დაამთავრა წინადადება და თვალი მოავლო უხერხულად დადუმებულ წყვილს და ლევანს .-კარგი რა ნუ გაქვთ ასეთი სახე , არაავინაა უცხო და ისედაც ყველამ ყველაფერო ვიცით ასე არა? ხო და რა პრობლემა ? ერთიანად წამოუარა სიბრაზემ ლევანის ცოტახნისწინანდელ ზარზე და იმის გაფიქრებაზე რომ მისგან მხოლოდ სხეული უნდოდა ,ახლახა გაანალიზა რომ ასე გამოდიოდა აბა მისგან შვილები არ უნდა,მისი ოჯახი არ უნდა და რა უნდა არაფეტი გარდა სექსისა? ისიც რამდენ ხანს გაქაჩავს ? მალე მობეზრდება და დაუბრუნდება თავის ჰარამჰანას .- უფროსწორად , ეგეთი ურჩხულუც კი არაა, არასწორად ვთქვი ,შვილები უნდა ,მაგრამ ჩემი არა , გენეტიკის ეშინია . ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე რაც თქვა ვითომ არაფერს ნიშნავდა მისთვის და გაიღიმა . -როდისაა ის ქორწილი ? სწრაფად შეცვალა თემა და სახე.
-აგვისტოს ბოლოს ,ზუსტად არ ვიცი მოსაწვვეზე წერია .
ერთი სიტყვაც არ მოუსმენია მთელი საღამო ,უხალისოდ იჯდა ლევანი და ხანდახან ვალდებულების გამო იღიმებოდა . ტყუილი უთხრა ? სიმართლე თქვა , კარგიც კი უნდა ყოფილიყო რომ ასე ნათლად იცის მისიშეხედულება მის გვარზე და ოჯახზე ,მაგრამ ასეც არ მოელოდა მთლად.იცის და იქნებ იმიტომაც გაურბის. წამში აერია აზრები და ვერ იგებდა რომელი უფრო მნიშვნელვანი და სადარდებელი იყო ,ის რომ როგორმე აეხსნა რომ არ უღალატებდა თუ ის რომ მხოლოდ ცოლის სტატუსი და მისი სარეცწლი იყო ლიზას ჯილდო? რომ როგორცვე საქმე საქმეზე მიდგება მაშინვე საკუთარ თავს აირჩევს და არა მას? რომ ვერ აპატიებს ამიანის შვილობას? გაექცევა ? გაექცევა კი არაა ისე დაეკარგება ცხოვრებაში თვალსაც ვერ მოკრავს და ღირსიც იქნება.
-რა გჭირთ?იკითხა რომ დაიმალტოხელავა ლევანი გიგიმ
-არაფერი,მარიშკა რეკავდა.
-ეჭვიანიბს ,ეგ კარგიცაა ,მხიარულად მიარტყა მხარზე ხელი.
-არა, არ ეჭვიანობს , შეურაწოფად თვლის ,მართალიცაა . ორას კურდღელს ავსდევ ერთდროულად . მთელი ცხოვრება ეჭვები დაღლის რომ დავუფიცო არ გღალატობთქო მაინც. მივეჩვიე . სასიამოვნოდ გაუღიმა გიგის, არც კი ვიცი თავიდანვე რატომ არ გადმოვედი აქ,რამდენი დრო დავკარგე. დაბნეული ვარ და არ ვიცი ..
-დაბნეულობა შენ მე მკითხე ,იმასაც ვერ ვიგებ ესე სწრაფად როგორ ვხდები მამა, როგორ ვცხოვრომ აანასთან ერთად და თან საერთოდ მავიწყდება საკუთარი თავი.
-ქალებივით რომ მოვთქვამთ არაუშავს? გაეცინა ლევანს .
-უნდა დაელაპარაკო თორემ იმდენადაა დარწმუნებული რომ ამირანის გამო ვერ შეიყვარებ ..
-ტყუილია? რა ავუხსნა ? არმომწონხარ მაგრამ არ გენდობითქო?
-რას გადაეკიდე ამ ამირანს შენ კიდე ხო ხედავ ჭკვიანადაა.
-ამირანი თავიდანვე ჭკვიანად იყო,თავის შვილს არ დასჭირდეს თორე აი მერე ამოიღებს ხმას.
-ივანეც ჭკვიანადა,კარგად ვიცნობ ,შეშინებულია არაა ის ბიჭი რომ იგივე შარში ორჯერ გაყოს თავი.
-იზავს გიგი, ცოტახანს ყოფნით სანამ ეს ქორწინება ახალი ამბავია . შენ გგონია ასე არტივად შემრჩება ერთი ლიზაზე ქორწინებით,მათ სახლში მივარდნა ,ლიზას წამოყვანა ივანეს ცემა. ორივემ ვიცით ვიღორე და ისე მოვითხოვე .
-ჰოო, მე გაფრთხილდები მარა რო გადაკეტავ მაგ ტვინს მერე ვინ რას გაგაგებინებს .
-პრობლემა რა არი იცი ბიჭო? არ ვნანობ. იგივეს ვიზამდი ჯანდაბას რაც უნდა ის ქნან რა უნდა ქნას ამირანმა ან იმ ს*რმა ივანემ რომ მე რამე დამაკლოს ?
-გეტყოდი რაც მაგრამ , რაც არ უნდა ქნას თავისთავად დაკარგავ ამასაც. ლიზასკენ გაიხედა. -არ გაპატიებს კიდევ ერთხელ თავის ოჯახის აწიოკებას და არც იმათ აპატიებს.
-არ მინდა პირველმა გავისროლო ,მაგრამ ივანე რამენაირად უნდა მოვაშორო აქაურობას .
-არ გინდა.თავიდან ნუ გააღვივებ ცეცხლს .
-მირჩევნია მე გავაღვივო და მე თვითონვე გადავწყვიტო როდია შევუბერავ ცეცხლს ვიდრე ვიჯდე და ველოდო .
-ისე რაც წამალზე შეჯდა სუ და*ლევდა ეს ივანე. არდა არ იყო ბიჭო ადრე ეგთი. დედასაც გაყიდის მალე ასე მგონა .
-ღადააობ?
-ჰო არ იცოდი? ერთი ქალი ყავს ისიც მაგარი წყალწაღებულია და არიან ესე ერთად. ეგრე იცის მამიკოს ბიჭობამ . არაა ცუდი კაცი ამირანი , ამ შვილს ვერაფერს უშვება ,თავის გაფუჭებულია და ხელსაც ხომ ვერ კრავს .
-შემეცოდა კიდეც. ირონიამ გადაკრა სახეზე.
-არა ,ხო იცი ტყუილად არ ვიტყვი არავიზე არაფერს, პატიოსანი კაცია და თავის შრომით მოვიდა აქამდეც .
-იმიტო უნდოდა ჩემი შეწვა ზედმეტად პატიოსნაი რომაა ,ნუ მაცინებ თუ ძმა ხარ.
-შვილის გამო ,შეწვავ კი არა ,ცოცხლად შეჭამ .საკუთარ თავში დარწმუნებულმა თქვა გიგიმ .-მე მაგალითად იგივეს ვიზამ . აი გეყოლება და მიხვდები რაზე ხარ წამსვლელი.
- და ჯერ რო მოგვარება ეცადათ დამლაპარაკებოდა არა?
-და შენ დაელაპარაკე რესტორანი რომ დაუწვი?
-მე ანგარიში გავათანაბრე. გაიმართლა თავი.
-ყველამ ვიცით რა ხისთავიანიც ხარ და შენთან ლაპარაკს აზრი რომ არ აქვს ,ასე რომ მორჩი ამირანის ურჩხულად დახატვას .
-საერთო მაინც გვაქვს არა? ღიმილით გახედა ლიზას . -ორივეს საერთო დედოფალი გვყვავს. თვალები დაძაბა ლევანმა .-მითხარი რომ ხეზე არ აპირებს ასვლას . დაინახა როგორ ეპოტინებოდა ბაღის ბოლოში დარგულ კაკლის ხეს . წამში ზემოთ მოექცა და კალიასავით დახტოდა ტოტებზე. - შეხედე ეხლა რა ეტყობა ამას დედოფლობის . თხააა.
-და ის ნახე მელიასავით რომ შეჰყურებს? კაკალი უნდა .
-რა დროს კაკალია ? ჯერ არ იქნება გულიანი .სოფო წამოადგა თავზე .-ვაიმე სად ავიდა ,მოვკლავ ამას .ყვირილით გაიქცა ხისკენს .-ჩამოდი გოგო .
-გაიწიე თორე მოგხვდება კაკლები უნდა ჩამოვყარო.
-რა დროს კაკალია შე არანორმალურო .
-გავსინჯოთ ვახ. გამეტებით ისვროდა მწვანე ნაყოფს დაბლა და მოსვრილ ხელებს კაბაზე ისმევდა . -დიდი ხანია არ მიჭამია, აი სოფოსთან ვჭამდი რომ მივყავდი ხოლმე სოფელში. თორე აბა დედაჩემი სულ მეჩხუბებოდა , ისვრები ,ალერგიას მოგცემს .
-კარგი გვეყოფა მემგონი . კმაყოფილმა გადახედა ანამ ძირს დაყრილ მწვანე კაკლებს ჯერ რომ კარგადაც არ იყო შემსხვილებული და წამოკრიფვა დაიწყო ,გაჭირვებიტ იხრიბედო და ოხრავდა თუმცა ერთიცალიც არ დატოვა .
-ვეღარ ჩამივდივარ. ყველაზედაბალ ტოტზე შეჩერდა და ადგილი გაზომა რომ გადამხტარიყო რამდენად მაგრად დაეცემოდა. დაბლიდან სულაც არ ეჩვენა მაღალი აი ზემოდან რომდაჰყურებდა ერთიანად აიტანა შიშმა .
-ხუმრობ? არ დაიჯერა ანამ. ისე მოქნილად ავიდა სულ ცოტახნის წინ ხეზე.
-არა , რას ვხუმრობ მაღალია . სიცილი ატეხა , თავის თავზე აქ რომ დავრჩე წარმოიდგინე ?სოფო სკამი მომიტანე რა ან კიბე .
-სად გვაქვს გოგო კიბე . სკამი მიაჩოჩა სოფომ . ჯერ ერთი ფეხი ჩამოწია რომ როგორმე სკამს ჩაწვდომოდა მაგრამ უშედეგოდ . მეორე ფეხიც გაუცურდა და ორივე ხელით ეკიდა მაიმუნივით ხეზე . -ჯერ სიცილი აუტყდათ ,მერე მიხვდა რომ დიდხანს ვერ გაძლებდა ასე დაკიდებული და ყვირილი მორთო . თითქმის ორივე ერთდროულად მივიდა ხესთან ,იმ განსხვავბით რომ გიგი იცონდა ლევანი გამწარებული შეჰყურებდა ტოტზე დაკიდებულ ლიზას .
-ხო ღირსი ხარ ,მანდ დაგტოვო ?
-ვერ დამტოვებ ,წამიც და ხელი გამეშვებააააა. დამთავრებაც ვერ მოასწრო რომ ხელებიც გაუცურდა ტოტების უხეშ კანზე და მოწყვეტით დაეშვა ქვემოთ,მისდა გასაოცრად არაფერი სტკენია პირიქით ,რბილადაც იგრძნო თავი ჩამოვარდნილის კვალობაზე და თვალები გაახილა. -ჩემი გმირი ხარ. გაიღრიჭა და სწრაფად გადმოხტა ლევანის ხელებიდან .გახეხილ ხელის გულებს სიმწრით დახედა და მომუჭა .
-რამე იტკინე ? ჩემი ბრალია .სინანულით სავსე სახე მიაპყრო ანამ.
-ვიცით, ერთადერთი მსუნაგი შენ გვყავხარ აქ . გაუღიმა გიგიმ .
-არაფერი მტკენია ,ასით კარგად ავედი უბრალოდ მერე შემშინდა და კაბაც გავაფუჭე ,მაგრამ სამაგიეროდ კაკალი გვაქვს . მხიაულად შემოკრა ტაში.
-გაგირჩევ და მოგიტან თუ კარგია . ხელიდან გამოგლიჯა სოფომ კაკლები .
გულდაწყვეტილები დარჩნენ ანა და ლიზა რომ ჯერკიდევ არ იყო კაკლები. -ტყუილად ვიწვალე. ამოიოხრა ლიზამ . -არაუშავს ანა ,შენ არ ინერვიულო აი რამოდენიმე დღეში კიდე შევამოწმებ და მოგიტან. გაამხნევა ანა და დაუკითხავად აუსვა ხელი მუცელზე . -აბა სად ხარ? ხმამაღლაჩასძახოდა თითქოს გააგებინებდა . -მე ლიზა ვარ,მიდირა ხელი ან ფეხი მაინც მომარტყი. სასაცილოდ ელაპარაკებოდა მუცელს. - შეგიძლია დეიდაც დამიძახო , მაგრამ ახალგაზრდა ვარ , არა მარყო ლიზა უფრო მომწონს , იცი რომ დაიბადები დაგხატავ .
-ღმერთო , ამოიგმინა ლევანმა და ვალებში ორი თითი ამოისვა .
-აი ის ლევანია , რომ დაიბადები ვერაფერს იზამს მაგრამ რომ გაიზრდები ქალებში წაგიყვანს.
-ლიზააა !! ხმა გაიმკაცრა ლევანმა თუმცა ბოლოს სიცილი აუტყდა გიგიმ რომ წაიფხუკუნა.
- რატომ არ ინძრევა ? შეშფოთებულმა ახედა ანას .
-რავიცი ,წყნარი საათი აქვს ალბათ.
-რა უცნაური უნდა იყო. სახე დაპრუწა -რაღაცა რომ.. ააააა , ძაან სიგიჟეა.
-თავიდან უცნაურია ,მერე ეჩვევი.
- არ ეშინია შენზე მეტად რომ უყვარდეს შვილი?
-არა არ მეშინა . მეც ამაზე მეტად მეყვარება .
- და თუ ორივეს ეს გიყვარდათ მერე თქვენ დრო როგორ დაგრჩებათ ერთმანეთისთვის ? უკვე უამრავ კითხვას სვავდა .
-მოვახერხებთ რამეს . გაუღიმა გიგიმ და ანას თავლი ჩაუკრა.
-რა საყვარლები ხართ. ჯვარს არ დაიწერთ? გაილექსა ლიზა .-აი მაგალითად ციკომ მითხრა რომ თუ ჯვარს არ დაიწერთ ბავშვს ვერ მონათლავ.ნათლია ისევ ესაა? ნუ მეც ხომ გამოვდივარ ?
-ღმერთო რატომ არ ელევა სიტყვების მარაგი? ამოიღმუვლა ჩუმად ლევანმა .
-წავიდეთ ? საათს დახედა გიგიმ .
-რატომ მიდიხართ ? ამოიკნავლა საცოდავად
-გაგირბიან ,იმდენი კითხვას სვამ .
- გვიანია უკვე ,სასიამოვნოდ გაუღიმა ანამ და თმაზე ჩამოუსვა ხელი .-ვგიჟდები შენს თმაზე .
-ვერ გადავწყვიტე შევიჭრა თუ არა?
-რა უნდა შეიჭრა გაგიჟდი? ესეთი თმა როგორ უნდა გაიმეტო ? ლაპარაკით შევიდნენ სახლში.
-ხალხს იმეტებენ ანა და მეთმა რომ გავიმეტო რა მოხდა ?ხმა შეეცვალა და შუბლი შეკრა. -გამომივლი კიდევ? კარში თბილად ჩაეხუტა ანას.
-გამოგივლი.
-მომწონხარ მე შენ. შეგვიძლია სადმე წავიდეთ ან ერთად ვიყიდოთ რააღაცეები . სწრაფად წამოჭრა იდია.
-მშვენიერი აზრია . კიდევ ერთხელ გაუღიმა და ლევანს ხელი გაუწოდა.
იქამდე იდგა და ხელს იქნევდა ავტომატურად სანამ მანქანა კარს არ მიეფარა .
-უნდა ვილაპააკოთ. ჩაესმა ლევანის ხმა და წამში გაახსენდა როგორიგაბრაზებული თუ ნაწყენი იყო და თანაც იქით რომ უყენებს ულტიმატუმებს .
-არაფერი გვაქვს სალაპარაკო. სულერთია ხმით შებრუნდა და სახლში შესვლა დააპირა.
-გვაქვს . მკლავში ჩაავლო ხელი .
-რაზე უნდა ვილაპარაკოთ? იმაზე რაც ვთქვი ? ჯიუტად მიაშტერდა თვალებში.-რამე არ ვთქვი სწორად თუ რაც ვთქვი სიმართლე არ იყო? ან რა არი აქ ისეთი მნიშვნელივანი რომ ლაპარაკი დაგვჭირდეს ?
-ისე ნუ იქცევი თითქოს არ აღელვდი იმ ზარზე და არც ის განერვიულებს რომ .. გაიჭირდა როგორი დამამცირებელია საკუთარ ცოლს უხსნას რომ მისგან შვილი არ უნდა .
-რომ რა ,ამირანის შვილი ვარ და მოიცა როგორ თქვი ერთხელ ჩემი შვილი ჩემი ფარია მამაჩემისთვის თუ რაღაც მასეთი არა.?
-ლიზაა მე არც ის ზარი მაინტერესებს და ..
-მისმინე საყვარელო , ხელები მხრებზე გადაუსვა და გაუიმა .- შეგიძლია არცერთზე ინერვიულო , პირველი შენს ქალებს რაც ეხება ისედაც ვიცი რომ კუზიანს სამარე გაასწორებს და მეორე რაც ჩვენს საერთო ოჯახურ ცხოვრებას ეხება არც ეგაა პრობლემ არავინ გთხოვს ნამდვილი ოჯახი ვიყოთო, ჩემი და შენი ოჯახი თავიდანვე განწირულია ,მაგრამ როცა მოდიხარ და მეუბნები რომ ჩემთან გინდა და მთხოვ რომ შენთან დავწეე ცოტა ნამუსი იქონიე რაა. როცა გინდა ქმარი ხარ და როცა არ გინდა არაა ეგრე არაა. როგორც თავად იტყოდი -“ესე ვერ გავფრინდებით” კარგი? მშვენიერია პრობლემაც მოგვარებულია .
-არაფერი არაა მოგვარებული ,ლიზას სიტყვით გაღიზიანებულმა ლევანმა ძლივს ამოიღო ხმა.
-როგორ არა, საიდანაც დავიწყეთ ისევ იქ ვართ. შენ შენი ჰარამჰანა ,შენი მილიონები და შენი ცხოვრება გაქვს , მე ? მე არაფერი მაქვს . სულერთია ხმით ტიტინებდა .-მაგრამ სამაგიეროდ ვიცი რაც და ვინც ხარ და არა ბატონო ,მხოლოდ იმიტომ რომ ეს წყეული ბეჭედი მიკეთია არ ვიქნები შენი თოჯინა.
-თოჯინა არ ხარ ლიზა.
-ვიცი რომ არ ვარ და არც ვიქნები . მოკლედ , კარგია რომ ერთმანეთს არ ვხოცავთ და ასე ვკამათობთ არა? უცბად შეცვალა თემა ,თორემ თავს ვეღარ იკავება ისე ახრჩობდა ყელში გაჩხერილი ბურთი. -დავიძინებ. ყალბად გაიღიმა და სახლში შებრუნდა .
კარგახანს ისუნთქა ხარბად სუფთა ჰაერი და კარგად აანალიზებდა რა უთხრა მაგრამ სრული უაზრობა რომ იყო კარგად იცოდა ,არც ახალი თქვა რამე ძველ
ადგილს ტკეპნიდნენ და წინ წაწეული ნაბიჯებს ხაზს უსვამდნენ. არა აღარ მოწონს ამ გოგოსთან გაბუტული დღეები უცხოებივით უნდა იყვნენ? არ დაუშვებს იმიტომ რომ თავად არ უნდა ,მხოლოდ იმიტომ რომ საყვარელმა დაურეკა წყალში არ ჩაყრის ბედნიერ წუთებს .
გამწარებული ისმევდა მოკლე პიჟამაში გამოწყობილი ლიზა სავარცხელს თმაზე და ხან ლევანს ლანძღავდა ხან საკუთარ თავს . თან ყოველ ჩამოგორებულ ცრემლს ელვის სიწრაფით იწმენდდა. კინაღამ იკივლა კარი რომ შემოგლიჯა ლევანმა . დამფრთხალი აეკრო მაგიდას და თან ისე რომ რაღაცის გადავარდნის ხმაც კი მოესმა . - რა გინდა? გამბედაობა მოიკრიბა ლიზამ.
-შენ ,შენ მინდიხარ და არავინ სხვა , არც ეს ქალი ! ტელეფონი იატაკზე მოისროლა არც ჰარამჰანა და არც მილიონები . ერთადერთირაზეც გამუდმებით ვფიქობ შენ ხარ. ის გაშინებს რომ გღალატობ ? არ შემიძლია ბოლოერთი თვეა ლანდად მექეციდა ყველა ქალში შენ გხედავ. სიგიჟეა არა? მე ,მე შენ იმკაცის შვილს გხედავ ყველგან რომელიც ყველაზე მეტად მეჯავრება და თუ გინდა მითხარი რომ მძულხარ შენი გვარის და სისხლის გამო ,მეც კი მირჩევნია სიმართლე იყოს მაგრამ არაა.არ მჭირდება არაფერი , თუ შენ მყავხარ ლიზა და თუ არაა , მაშინ ყველაფერი მინდა გესმის ? მამაშენის სიცოცხლით დაწყებული შენით დამთავრებული. არაარგაშანტაჟაებ . იმას არ ვამბობ რომ იძულებული ხარ ჩემთან იყო რომ არავის არაფერი დავუშავო . იმის ახსნას ვცდილობ რომ არ ვიცი როდის დამჭირდი და როდის გახდი ჰაერივით საჭიტო ჩემს ცხოვებაში,მაგრამ ფაქტია რომ აი მაგ შენი შავი თვალების და ყველაზე ტკბილი ტუჩების გარეშე ყოფნა არ შემიძლია.

იმედია ,ისიამოვნებთ, ველოდები თქვენს აზრს ,ერთი იდია მაქვს რომ ხომ არ ჯობია ავამთავტოდა სრულად დავდო ? იმიტომ რომ ესე ძალიან გალოდინებთდაგაწვალებთ და ძალიან უპასუხისმგებლოდ ვიქცევიიი.



№1 სტუმარი kati

Zalian momwons es istoria da Tu mtlianad daideba kidev bevrjer wavikitxav siamovnebit.

 


№2 სტუმარი elene

არა არ გირჩევ მთლიანად ატვირთვას ეგრევე, მთლიანად უკვე საიტზე დასრულების შემდეგ ატვირთე აჯობებს, რადგან უკვე დაწყებული გაქვს თავების ცალ-ცალკე დადება.

 


№3 სტუმარი Guest marili gemovnebit

Vaime ra jiutebi Arian da ragac uazrobashic gadasdit ise ki mesmis misi gasajiri mec ucnaurad gavtxovdi magram dgemde ver shevegue mas :-(

 


№4 სტუმარი Guest ნატა

ძალიან მაგარია და ისე მომწონს რომ ვგიჟდები ლევანზეც და ლიზაზეც, კარგი წყვილია და მომწონს რომ დაუთბათ ურთიერთობა, გააგრძელე ასე კარგად და არ დაიკარგო დიდხანს, მსლმალე დადე

 


№5  offline წევრი tamuna.s

აი ძალიან კარგი თავი იყო, ლოდინად ნამდვილად ღირდა. როგორც იქნა ალაპარაკდა ლევანი თავის გრძნობებზე და იმედია ლიზა ეხლა ხელს არ კრავს. ისე ნუ იზავ რომ შერიგდნენ და ჰოპ დაამთავრო რა, ცოტა დაგვატკბე მათი ერთად ყოფნით და ისე არ დაამთავრო რომ შვილი არ ეყოლოთ. დაგვიანებას რაც შეეხება არც ისე აგვიანებ, იმიტომ რომ აქ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი ვინც რამდენიმე დღეში ერთხელ დებს ახალ თავს, უბრალოდ გვითხარი ხოლმე რომ ორი-სამი დღე ვერ დადებ რომ ყოველწუთს არ ვამოწმოთ. თავებად დადე როგორც აქამდე რა, თორე რა მოითმენს სანამ დაამთავრებ.

 


№6 სტუმარი Guest bubu

shen albat didi dro dagchirdeba rom daamtavro me kide sulmouqmelad veli xolme yovel tavs amitom chemi azrit jobs ase dado xolme

 


№7 სტუმარი Guest ლალი

დადეთ რა სრულად,მართლა დავიტანჯე ლოდინით!

 


№8  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე დაადგათ საშველი ძლივს ♡♡

 


№9 სტუმარი Guest დადუ

ძალიან კარგი იყო, მომეწონა და რაც შეეხება სრულად დადებას მართლაც კარგი იქნება.სასიამოვნო იყო გიგის და ანას გამოჩენაც.შეუდარებელი ისტორიიაა. მაგრამ ერთი ნაკლი აქვს. დიდხანს გვალოდინებს relieved გელოდებით ჩემო კარგო სულ მოუთქმელად და სრულად დადე რა გთხოვ.

 


№10 სტუმარი Ani

Au zaan magaria .ai sulmoutqmelad wavikitxe gverdzsc ro ar gamixedia ise...ar gvalodino raa iqneb dadoxolme ufroalee

 


№11  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ტკბილო საოცარი თავი იყო

და სრულად არ დადო ცალ ცალკე ჯობია და ძაან ნუ აგვიანებ წარმატებებიდა ველოდები მპმდევნო თავს <3

 


№12  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Ramagari iyooooooo
Gavgijdi.
Gamixarda chemi sixarulebi. Ro gamoachine. Miyvars. Levani. Romelsac lizam siamage daaviwya.
Ubralod miyvars es motxroba!!!!

 


№13 სტუმარი Guest Lia

Sauketeso xar.
Zalian kargi tavia.
Ar daagviano❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი terooo

ამ თავს იმდენი ხანი ველოდი...
მინდა მინდა უფრო ვრცელი და დიდი თავები...
სასწაული გოგო ხარ შენ

 


№15 სტუმარი Tako

Sauketeso, unaklo tavi iyo, ase dzalian jer aq armomwonebia istoria, bravo, magari xar, magram dzalian agvianeb tavebis dadebas

 


№16 სტუმარი მიმიკოო

ეს გოგო ეფსუნს მაგონებს.
ზედმეტად ენატლიკინაა და მამკაცებს ქალური და დახვეილი ქალები ბევრად მოსონთ, ვიდრე ქაჯები რავიცი...
მიყვარს შენი წერის სტილი <3

 


№17 სტუმარი No oon

Au ra magari tavi iyoo.... Saocrad msuye...... Dzalian dzalian kargi xar sheen da warmatebeeebii.....

 


№18  offline წევრი blondeangel631

აუ მაგარი იყო იმედია მათი ურთიერთობა საბოლოოდ გამოსწორდება <3

 


№19  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kai iyoo dzalian magram agvianeee (((( malee dadee gtxovvv eidebii daa ase dzalian ar daagvianoo

 


№20  offline წევრი თუთა პირველი

ზუსტად საჭიროდ მიდის მოვლენათა განვითარება და მიხარია რომ როგორც იქნა დაძლია ლევანმა სიჯიუტე და ნაწილობრივ მაინც აღიარა თავისი გრძნობები( ნუ ბოლომდე ჯერ თვითონაც არ არის გარკვეული, მაგრამ მანც) მემგონი დგება ის მომენტი, როცა უკვე ერთად უნდა მიიღონ რაღაც გადაწყვეტილებები. არ ვიცი ვისთვის არის ეს ფანტაზიის ნაყობი, მაგრამ მე ზუსტად ეს რეალობის შეგრძნება მომეონს ამ ისტორიაში, მიტომ რომ ცხოვრება ასე ზღაპარივით არ არის, ჰოოპ და პრინცმა მოაკითხა გაუბედურებულ კონკიას და ამის მრე ბედნიერად ოცხოვრეს, რეალურად ამ მოკითხვის შემდეგ იწყება თანაცხოვრება, რომელიც სულაც არ არის "ლხინი აქას" მსგავსი და აქ მნიშვნელობა ფულის რაოდეობას სულაც არ აქვს... ძალიან მომეონს წინა თავში ნახსენებ სხვადასხვა მოვლენებს, შემდრგ თავებში გავრცობას რომ უკეთებ მე ისეთი შეგრძნება მრჩება ამ დროს რომ უბრალოდ არ წერ და შენს ნაერზე ფიქრობ. ))))) რუსოო <3

 


№21  offline წევრი Camomilla

მალე დადე რა ❤ ძალიან კარგად წერ ❤

 


№22 სტუმარი Teo.

Vaime levani Kiara exla mevar cudad.radros gawyvite.gelodebi sulmoutqmelad.

 


№23  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ღირდა ამ თავისთვის ლოდინი. ნამდვილად ღირდა. მომწონს ლევანი როგორც იქნა საკუთარ გრძნობებში რომ გაერკვა და ზრდასრული მამაკაცივით მოიქცა და დიდი იმედი მაქვს ლიზაც არ მოიქცევა ბავშვივით. კიდევ ძალიან მომეწონა გიგის და ანას ჩართვა ისტორიაში, ვფიქრობ ბევრი რამე სწორედ გიგიმ მიახვედრა ლევანს.
რაც შეეხება სრულად დადებას, შენთვის როგორც უფრო მოსახერხებელი და კომფორტული იქნება ისე მოიქეცი მკითხველი კი დაგელოდება...

 


№24  offline აქტიური მკითხველი lalita

ეეეე ახლა გაწყვეტა იქნებოდა?! დ: დ:დ.მაგარი თავი იყო დაატკბე ცოტა თორემ დახოცეს ერთმანეთი დაეგ არი .

 


№25 სტუმარი ბასილისა

წუხელლ სიზმარში ლევანი ვნახე და ვესაუბრეე joy joy joy დედა მემგონი გამაგიჯა შენმა ისტორიამ joy კარგი იყო ძლიან.. ზოგადად ყველაზე კარგიაა ეს მოთხრობაა ჩემთვისს აი ყველაზეე საუკეთესოო და ყველაზე მაგრად მიყვარსს kissing_heart heart_eyes მაგარი გოგო ხარ ! თხოვნა მაქ ჯერ სრულად არ დადო თუ დაწერილი არ გაქ და დროდადრო წერ ამ თავებსს არ გინდა სრულად დადება დიდხანსს მოგვიწევს ცდა და რამოითმენს იქამდეე sweat_smile ჯამდაბას შენი სიყვარულით და იმით რო ამ მოთხრობაზეე ვაბოდებ მოვითმენნ ხოლმეე სამი დღეე )) მოთმენილი არ მაქქ heart_eyes heart_eyes გელი დიდი სიხარულიით მაგრად მიყვარხარ შენც, შენი მუზაც, გონებაც და თითებიცც ასეთ შედევრს რომ გვიტოვებ kissing_closed_eyes kissing_heart heart_eyes relaxed

 


№26 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№27  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვააააააიჰ რა კაი იყოოოო არ მეყო რა მალე დადე მალეეეეე არ დააგვიანო

 


№28  offline წევრი dzadzamia25

ჯერ ერთ ეს ისტორია არის სიგიჟე და ყოველ ჯერზე დადებამდეც და დადების შემდეგ დიდი იმედებით ველი.
მიმართლებს.
მეორეც,ისტორია საკმაოდ დიდია და კომპიუტერლ ვერსიაზე ეს ისტორია არ გაიხსნება,ასე ჯობია.

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

iiiii ra saxvarlebi tkbilebi da tbilebi ariaan vgijdebi amatzee da levani saertod pantastikaaaaa <3

 


№30 სტუმარი airisi

dzalian kargad wer sheni yvela motxroba wakitxuli maqvs magram martla dzalian agvianeb ukve zogjer sam dgeshi da otx dgeshi ertxel deb da ase ar sheidzleba ra... ((( cota mkitxvelsac eci pativi rom amdeni adamiani gelodeba/// mesmis ro sheidzleba ver axerxeb magram ese gajanjlebas da istoriistvis silamazis dakargvas jobs an ertianad daodo mteli istoria an mashin daiwyo motxroba roca amistvis dros gamonaxav da mkitxvelsac amdens agar alodineb...(( cudad ar gamigo ubralod mkitxvelistvisac rtulia amden xans lodini iseve rogorc shentvisaa rtuli drois gamonaxva weristvis ;))imedia gaitvaliswineb:**

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent