შურისძიების კანონი 9
*** დილით თვალებს ვახელ და მზის სხივები მეფინება სახეზე. ფანჯრიდან მოჩანს, როგორ ანათებს მზე და ხეებიც ნარნარად შრიალებენ. ჩიტების გალობა არემარეს ედება და მოწმენდილი ცა ლამაზ პეიზაჟს ქმნის. ოთახს ვათვალიერებ და გვერდზე ვიყურები, სადაც ლევანი ზის და თავი ჩემ მხარზე აქვს დადებული. ხელი კი ჩემს ხელს უკიდია, როგორც გუშინ, ძილის წინ. გულში სითბო ჩამეღვარა და სხეულში გავრცელდა. სულაც, არ ვიყავი ახლა შურისძიების ხასიათზე. მომენატრა, ის დრო, როდესაც ერთად ვიღვიძებდით და ერთმანეთის მზერა გვაღვიძებდა. ჩუმად, ფეხზე ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. ძალიან მომშივდა და მაცივრის კარებს ვაღებ. უკმაყოფილო ვრჩები, როდესაც არაფერი მხვდება. -ეს არაფერს ჭამს და მშიერია?!-ხმამაღლა ვიძახი მე. -რა იყო, დარდობ?-შემომესმა ლევანის ხმა. ამას როდის გაეღვიძა! -შენზე, რატომ უნდა ვიდარდო, იმაზე ვდარდობ, რომ ძალიან მშია!-ვიცრუე მე, არადა ხო ვიცი, რომ ჩემს გარდა, ლევანიზეც ვდარდობ?! -მეც მშია და ჩავალ მაღაზიაში!-ამბობს ის და ტანზე მაისურს იცვამს. -ჩემზე არ იდარდო, რახან შენ გშია, მაგიტომ ჩადი მაღაზიაში!-ნაწყენი ვეუბნები მას. -შენზე რატომ უნდა ვიდარდო?-ჩემს სიტყვებს იმეორებს ლევანი. პასუხი არ გავეცი, ისე შევედი აბაზანაში. გავჩერდი და თვაები დავხუჭე. -რა მჭირს, დღესაც თავბრუ დამეხვა!-სახეზე წყალი შევისხი და თმა მაღლა ავიწიე. აბაზანიდან გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ: -წახვედი?-ვიძახი ხმამაღლა, მაგრამ პასუხი რომ არ მესმის სკამზე ვჯდები.-წასულა!-ფეხზე ვდგები და კაბის გამოსაცვლელად საძინებელში შევდივარ. კარადას ვაღებ და ჩემს ნივთებს რომ ვერ ვხედავ, ვრწმუნდები, რომ ყველაფერი წავიღე. ლევანის ნაცრისფერ მაისურს ვიღებ და ვიცვამ. სარკეში ჩემს თავს, თვალს ვავლებ: -დიდი კი მაქვს, მაგრამ ცუდი არ არის, კაბასავითაა!-ვიძახი და კვლავ სამზარეულოში ვბრუნდები. შესულს ლევანი მხვდება, რომელიც პარკებიდან რაღაცეებს ალაგებს. -ყოველთვის გიხდებოდა, ჩემი მაისურები!-მეუბნება და იცინის. -შენზე ძალიან, მე მიხდება!-ვამბობ და ხელში დანას ვიღებ. -უნდა დამჭრა?-კვლავ იცინის ლევანი. -სიამოვნებით, თუმცა ახლა ძეხვის დაჭრა მირჩევნია!-ვეუბნები მას და ძეხვს თეფშზე ვდებ. -უი, გვერდზე მეზობელი შემხვდა, ნენსის ნიორი, ხომ არ აქვსო?-მაცნობებს ლევანი. -ნიორი და კიდევ ხახვი!-ვიძახი მე.-სავარაუდოთ, სახლში საჭმლის კეთებით არ ვარ დაკავებული, შენც არ გაქვს არაფერი და ორივეს არ გვექნება!-ვეუბნები მას. კარზე ზარია და კარისკენ მივდივარ. ვაღებ და ჩემს წინ მეზობელი, ნაირა დგას. -ჩემს მაისურში, ძალიან მოეწონები მეზობელს!-ჩუმად მეუბნება ლევანი. ტანზე ვიხედები და ახლა ვიაზრებ რითი გავაღე კარები. არაფერს ვიმჩნევ, თუმცა ალბათ გავწითლდი. -დიახ, ნაირა დეიდა!-ვუღიმი მას. -ლევანის კი ვუთხარი და ნიორი გაქვს?-მეკითხება ის. -სამწუხაროდ არა!-ვპასუხობ მას. -კარგით, დაგტოვებთ!-იძახის და ჩვენს გევრდზე მდებარე ბინაში შედის. კარებს ვკეტავ და ლევანის ვუბღვერ: -უნდა გეთქვა, რომ შენს მაისურში ვიყავი და მეორეც ნუ იცინი! -შენ თუ აღარ გახოსვდა, რა ვიცოდი!-კვლავ განაგრძობს სიცილს.-და რომ გადიოდი კარების გასაღებად გითხარი, მაგრამ ალბათ ვერ გაიგე.-იძახის ლევანი. ეს ორი დღეა, რაღაც ძალიან ბევრს იცინის! -მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს! ვჭამოთ და ხელოსანთან დარეკე!-ვეუბნები მას. ტაფას გასქურაზე ვდგამ და ათქვეფილ კვერცხს ვასხამ. -დავრეკავ!-იძახის ლევანი. -სხვათაშორის სამსახურში გვგაგვიანდება!-ვამბობ მე. -უფროსი ნებას გრთავთ, რომ დღეს დაიგვიანოთ!-მეუბნება ღიმილით.-და, უფროსსაც შეუძლია, დღეს დაგვიანება!-ამატებს ის. -რა პატივია!-წამოვიძახე მე. თეფშებზე კვერცს ვანაწილებ და მაგიდასთან ვჯდებით. -ეს ორი დღეა, რაღაც შენი კანონი დაგავიწყდა!-ირონიულად მიღიმის ლევანი. -რა კანონი?-ვეკითხები მას. არადა, მშვენივრად ვხდები, რა კანონსაც გულისხმობს! შურისძიების კანონს! -აღარ ცდილობ შური იძიო, ჩემზე!-იცინის ის. -ყველაფერი წინ გვაქვს!-თვალს ვუკრავ მას. ლევანი მართალია, ეს ორი დღე, აღარ გამიბრაზებია. რატომ? არ ვიცი! ალბათ, იმის ბრალია რომ ძველი კერა მომენატრა და საერთოდ ლევანი მომენატრა! ლევანს ყოველდღე ვნახულობ, მაგრამ ერთად ცხოვრება მომენატრა. ყოველთვის ძალიან მიყვარდა, მიყვარს და ყოველდღე იზრდება მისდამი სიყვარული. -მართალია, ყველაფერი წინ გვაქვს!-ისიც მე მბაძავს და თვალს მიკრავს. რა ორაზროვანი ნათქვამია! *** -დარეკე ხელოსანთან?-ვეკითხები ლევანს. -კი და მოვლენ!-მპასუხობს ის. -კარგი, წავალ გამოვიცვლი!-ვიძახი და საძინებელში შევდივარ და ჩემ კაბას ვიცვამ. მისაღებ ოთახში გამოვდივარ და დივანზე მჯდომ ლაშას ვხედავ. -ლაშა, როგორ ხარ?-ვუღიმი მას. -გვეშველა? ასე არ ჯობს?!-მეხუტება ლაშა. -რა ჯობს?-ვეკითხები მე. -რომ შერიგდით!-გახარებული იძახის ის. -არ შევრიგებულვართ!-ვაპროტესტებ მე. -აბა?-სახე ეღუშება ლაშას. -ჩემი სახლის კარი ჩაიკეტა და ამასთან მომიწია დარჩენა!-ვითომდა უკმაყოფილოდ ვანიშნებ ლევანიზე. ლაშას ეღიმება და ლევანს თვალს უკრავს. -ანასტასია როგორ არის?-ვკითხულობ ლაშას შეყვარებულს. -კარგადაა, მოკითხვა დამაბარა!-იძახის ლაშა. -ჩემგანაც გადაეცი!-ვუღიმი მას. -მოვიდნენ ალბათ!-ზარის დარეკვის ხმა გვესმის და ლევანი დგება. -გამარჯობა, თქვენ დარეკეთ ხომ?-ეკითხება ხელოსანი ლევანს. -დიახ! ზევით სართულზე ჩაიკეტა, გაჩვენებთ!-ეუბნება და მანიშნებს რომ აქ დავრჩე.-მე მივხედავ!-უკან ვბრუნდები მე. -ლაშა, ყავას ხო დალევ?-ვეკითხები მას. -კი, რა!-იძახის და სამზარეულოში შევდივარ. კარადიდან ყავას ვიღებ, რომელიც წეღან მოიტანა ლევანმა. -დღესაც ხომ აქ ხარ თუ ზევით სართულზე უნდა გადახვიდეთ, შენ და ლევანი?-მეკითხება ლაშა. ჩვენს შერიგებას ცდილობს! -ლევანი აქ რჩება და მე ზევით!-ვპასუხობ მე. -ძმაკაცს მარტო მიტოვებ?-იძახის ის. -არა!-ვპასუხობ მე. -ანუ შენც აქ რჩები!-ტაში შემოკრა ლაშამ. -არა მე არ ვრჩები!-ვუარყობ მე და ყავის ფინჯნებს მაგიდაზე ვდგამ. -აბა?-კვლავ მეკითხება ლაშა. -ლაშა!-ვიძახი და ვანიშნებ რომ ამ თემაზე ლაპარაკი ამოწურულია. -კარგი რა!-მეუბნება ის. მე არარაფერს ვამბობ და მობილურს დასატენად ვაერთებ. ------------------------------------------------------------- არ დაგვიწყებივართ! უღრმესი მადლობა და გელით, ჩემო კარგებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.