რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 9
დილით მზის სხივრბს ვგრძნობ თვალებზე და ძალაუნებურად მეღვიძება. ლიზის ტკბილად ეძინა და გადავწყვიტე არ გამეღვიძებინა, დილით სვანეთი ყველაზე ლამაზია, ამიტომ გადავწყვიტე რომ გარეთ გავსულიყავი სუფთა ჰაერზე და მზის ამოსვლისთვის მეყურებინა. ავდექი, ტანზე ჩავიცვი და ეზოში ფეხაკრებით ჩავედი, იქვე ჰამაკი იყო, იქ ჩამოვჯექი. თვალს ვერ ვაცილებდი მთის ქედიდან როგორ იწვერებოდა მზის სხივები და ნელ ნელა ნათლად ჩნდებოდა მზე. - ვერ დეიძინე ბებია?- მომესმა ქალის თბილი ხმა. - თამრო ბებოო? ასე ადრე რატომ ადექით. - რაც თავი მახსოვს სვანეთში ვცხოვრობ შვილო, აქ სიცოცხლე მზის პირველი სხივის ამოისვლის თანავე იწყებს ჩქეფას.-თბილად გამიღიმა ქალმა და გვერდით მომიჯდა. - არაჩვეულებრივი ადგილია, ყოველთვის მინდოდა სვანეგში წამოსვლა აქ ისეთი თავისუფლებაა, როცა აქ ჩამოვედი მეგონა ფრთები შევისხი. ჯერ კიდევ შემორჩენილი აქვს ძველებური ხიბლი, ყველაზე მეტად ეს ადგილი გვიყვება ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურას- ჩემს ფიქრებში წასული ვსაუბრობდი მე. -გეთანხმები შვილო, ადამიანები მაშინ ხვდებიენ რამის მნიშვნელობას, როცა კარგავენ. სვანეთში მცხოვრები ხალხის უმეტესობა ვერ ხვდება რამდენად მშვენიერია ეს ადგილი. მათი თვალი შეჩვეულია სახლიდან გამოსვლის თანავე შეეჩეხოს ბუმბერაზ მთებს, მზის ამოსვლას. ისინი არ აფასებენ ამ მშვენიერებას.- ამოიოხრა ქალმა. - გეთანხმები ბებო ადამიანები თითქოს დაბრმავებულები არიან და თვალს მხოლოდ მაშინ ახელენ, როცა მისთვის ძვირფას მოსცილდებიან. - იცი არ გავხარ სხვებს- გადმომხედა ქალმა- თითქოს ყველაზე ცენცერა და ლაღი ხარ, თუმცა სინამდვილეში ბევრ რამეს ხედავ და გტკივა, შენი სიცილის უკან ვინ იცის რა იმალება. -მე ვიცი ლამრო ბებო ჩემი სიცილის უკან ხარხარი იმალება- ხასიათზე მოვედი უცებ- თუმცა გეთანხმები რეალურ მე არავინ იცის როგორია, მათ შორის არც მე. -კეთილი გოგო ხარ ბებო, ჩემი ლექსოსნაირი- სახეზე მომეფერა ქალი. - არ გეწყინოს, მაგრამ თქვენი ლექსო ტირანი ურჩხული და ლუციფერია- გავეკრიჭე მე. -არადა შენს გარდა ყველა მიქებს- გაეცინა ქალს- საინტერესოა, ლექსომაც იგივე მითხრა შენზე, ოღონდ ლუციფერის მაგივრად ალქაჯი გიწოდა- გადაიხარხარა ქალს. -რაა ეს როდის თქვა?- ავღშფოთდი მე. - როცა თქვენს თავს მაცნობდა- დანაშაულში გამოჭერილივით ამოიჩურჩულა ქალმა. - სხვებზედაც ეგ გითხრათ მაშინ? - არა შვილო მათზე მითხრა, რომ ერთმანეთი უყვართ თუმცა არ უმხელენ ერთმანეთს. - და თქვენ რა უპასუხეთ ჩემზე რომ ის თქვა?- გამახსენდა რომ მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკა სვანურად ქალი, როცა ჩემზე რაღაც უთხრა იმ ტირანმა. -რომ შესაფერისი წყვილი ხართ.- გადაიხარხარა ქალმა. -ხო აბა რა ან მე მოვკლავ ან ის მომკლავს- ამივიდუდღუნე მე. - ყველაზე დიდი სიყვარული ჩხუბით იწყება ბებო დაიმახსოვრე.- თბილად გამიღიმა ქალმა.- კაი ახლა შევიდეთ სახლში ბოვშებიც გეიღვიძებენ აწი-თბილად მომითათუნა ხელი და წამოდგა. მეც თავი დავუქნიე და შევედით. მისაღებ ოთახში ტახტზე ჩამოვჯექი და ბავშვების ჩამოსვლას დაველოდე. მალევე გავიგე კიბის ჭრაჭუნი და ახლად გაღვიძებული ტირანი დავინახე. მმმ მგონი აცივდა, არა მგონი კიარა მართლა აცივდა აბა რატომ შემაკანკალაა? აწი დილაობით თბილად ჩავიცვამ. - ოჰ მეგონა მითი იყო, რომ ალქაჯებს ღამით არ სძინავთო- დამინახა თუარა მაშინვე თბილად მომესალმა. - ტირანული მმართველობა დიდი ხანია გადავარდა მოდიდან არ გინდა შენც მას გაჰყვეე? -არა მადლიბა იყოს.- გამეკრიჭა და ჩემს წინ ჩამოჯდა. მოცა კაცო სახეზე გამახსენდა ამას ახლა თეთრი თმა და ფქვილის ნიღაბი არ უნდა ქონდეს? ახლაღა გამახსენდა ჩემი ნამოქმედარი. -სველი თმით სიარული რომ არ შეიძლება არ გსმენია მაგაზეე? - ვკითხე უცებ. - როდის მერე ზრუნავ ჩემზე? - გაოცება დაეტყო სახეზე. - წუხანდელს მერე -გამეცინა ჩემს ნამოქმედარზე.- სხვები სად არიან? -უცებ გადავიტანე საუბარი სხვა თემაზე. -ალბათ სძინავთ ლუკა აბაზანაში იყო თმის გაშრობას აპირებდა. - რააა- ფეხზე წამივხტი მე. -ხო რაიყო რა ვთვქი უცნაური.-შეიცხადა უცებ. - ვაიმე დედააა- უცებ გავვარდი მეორე სართულზე რომ ლაშა შემეჩერებინა თუმცა სულ ტყუილად მესამე კიბეზე მედგა ფეხი ლაშას ყვირილი რომ შემომესმა და კარის გამონგრევის ხმაც მომესმა. - რომელმა ნიჭირემა გააკეთა ესს- წამოიყვირა უცებ და პირველ სართულზე დაეშვა. მის ყვირილზა სხვებიც გამოვარდნენ ოთახებიდან და ლაშა რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახეს ჯერ გაოცდნენ მერე კი ისთი ხარხარის ტალღა წამოვიდა კიდევ კარგი ზამთარი არ არის თორემ ზვავი არ აგვცდებოდა. ლიზიმ და ვიკამ ტელეფონები წამში ამოიღეს ჯობიდან და ეს შესანიშნავი წამიც დააფიქსირეს. მეც ვერ შევიკავე თავი და ავჭიხვინდი.-გეკითხებით რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრათქო?-ისევ იკითხა გაცოფებულმა ლაშამ. ნუ ხმაზე ეტყობოდა გაცოფებული იყო თორემ იმ სისქეზე ედო სახეზეც და თმაზეც ფქვილი მიმიკებს ნამდვილად ვერ გაარჩევდი. - შენი აზრით ვინ იქნებოდა? -უცებ დასერიოზულდა ლუციფერი და მე გადმომხედა. -ესმა შენნ? - რა დაგიშავე გოგო ასეთი-ამოიკნავლა ლაშამ. -იცი ლაშ შემთხვევითი მსხვერპლი ხარ, ლუციფერისთვის იყო ეგ ხაფანგი და შემთხვევით შენ გაები, არ მინდოდა გეფიცები- შრეკის კატის თვალები მივიღე უცებ. ამასობაში ლამრო ბებოც გამოვიდა სამზარეულოდან და ლაშას რომ შეხედა უცებ გადაქანდა - ვაომე დედა ისე დავბერდი მოჩვენებები დამეწყო უკვე- ამოიოხრა ქალმა. - არა ბებო ფქვილი შეეყარა უბრალოდ ლაშას- სიცილს ამოაყოლა ვიკამ. - ხო ხო სულ შემთხვრვით- ამოიბლუყუნა ლაშამ. - კარგი რა ბოდიში არ მინდოდა ხომ გითხარი არაა. -მოიცა ის ოინი ჩემთვის იყო განკუთვნილი არა?- ახლა ტირანმა შემომიბღვირა . - ხო აბა ამგენს რას ვერჩი?- გავიოცე მე. - და გამახსენე მე რას მერჩი?- - შენ რომ არსებობ ეგეც ნერვების მომშლემია-შევუბღვირე მე. -აღარ გეყოფათ? აქ მსხვერპლი მე ვარ- ამოიღრინა ლაშამ. - კარგი ხო დაწყნარდი შედი აბაზანაში და გადაივლე წყანი რად უნდა მაგას ამდენი ყუყუნი- შეუბღვირა ლიზიმ. - ამას უყურეთ ერთი შენ რა გენაღვლება მოჩვენებასავით თეთრი კი არ ხარ სახეზეც და თმაზეც.- არ დააკლო ბღვერა ლაშამაც. -მერე დაიბანე და აღარც შენ იქნები- ამოიგმინა ლიზამ. - მე უკეთესი აზრი მაქვს- ხელი მრავლისმეტყველად აწია ლაშამ და სამზარეულოსკენ გაემართა საიდანაც ჯამით ხელში დაბრუნდა და ლიზისკენ გაემართა. -მოცა რას აკეთებ- უკან დაიხია ლიზიმ. - არაფერს, ვნახოთ ახლა როგორ იჭიკჭიკებ- უთხრა და თავზე გადააცალა ფქვილით სავსე ჯამი. -შენ სულ გაგიჟდიიი- დაიყვირა ლიზიმ, რომელიც ლაშასგან განსხვავებით არამარტო სახე და თმა ქონდა თეთრი არამედ ტანზეც და არაფრით ჩამოუვარდებოდა მოჩვენებას, კიდევ კარგი ღამე არ არის. -არა დიდი ხანია უბრალოდ დროდა დრო ვამჟღავნებ ჩემს სიგიჟეებს ნელნელა რომ შეეჩვიოთ.-ორინიის ზღვა გადმოაფრქვია ლაშამ. - ჩემი ხელით დაგახრჩობ გეფიცები-წამოიყვირა გაწიწმატებულმა ლიზიმ და ლაშასკენ გაემართა, რომელიც ადგილს თვალის დახამხამებაში მოსწყდა და გარეთ გაიქცა. - ცოტა ჩქარა ჩამომეძინა- გადმოძახა ლიზის და სიჩქარეს უმატა გამწარებული ლიზის დანახვისას. - მე შენ გიჩვენებ-წამოიძახა ლიზიმ და ლაშას გაეკიდა. ბევრი სირბილის შემდეგ ლაშა ცხოველების სადგომისკენ გაიქცა იფიქრა ლიზის ცხოველების შეეშინდება და გაჩერდებაო. ამ ფიქრში იყო როცა ფეხი დაუსტა და ღორების მიერ გაკეთებულ ტალახიან გუბეში ჩავარდა. ლიზა ლაშას უახლოვდებოდა, როცა ის ტალახში ჩავარდა, სირბილი შეანელა და ლაშას წინ დადგა.სიცილისგან უკვე ცუდად იყო, როცა თავი ვეღარ შეიკავა და ლაშას გვერდით ადგილი დაიკავა. ჩვენც მალევე მივედოთ და ამ სცენას რომ წავაწყდით უკვე ადგილს ვეღარ ვპოულობდით, ყველა მინდორზე ვხოხავდით სიცილით. ლამარა ბებოც მოვიდა და სიცილში აგვყვა,მაგრამ მალევე გაჩერდა და სახლისკენ წავიდა. ჩვენ ისევ ვერ ვჩერდებოდით. მალევე დაბრუნდა ლამრო ბებო, რაღაცას მალავდა ზურგს უკან თუმცა იმდენად ვიყავი გადართული ლაშას და ლიზის სიტუაციაზე ყურადღება აღარ მიმიქცევია. მაგრამ ეს მალე შეუძლებელი გახდა, რადგან ზურგზე წყლის დიდი ჭავლი ვიგრზენი და ამჯერად ლაშას და ლიზის ხარხარი. - ვინც დასცინის სხვასაო, ხომ გაგიგიათ? - გადაიხარხარა ქალმა და შლანგი ახლა სხვებს მიუშვირა. რამდენიმე წუთში ჩვენ გაწუწულები ხოლო ლიზი და ლაშა გაფქვილულ-გატალახიანებულები ვიდექით ,მაგრამ მერე ლამრო ბებომ მოიფიქრა და ამჯერად წყლის ჭავრი მათზე გადაიტანა და მალევე ჩემოერეცხათ ტალახიც და ფქვილიც. -აბაა ამ სიცხეში ხომ გაგრილდით?- მოგვიახლოვდა თომა ბაბუც სიცილით. - კი ლამრო ბებოს დამსახურებით სიცხე სულ აღარ გვაწუხებს-ამოვიზმუვლეთ ერთხმად. - ამ ჩემმა ცოლმა კიდე რა ვეღარ ისწავლა ჭკუა რაც ბაღნობაში იყო ისეთი ცანცარა დარჩა-ხელი ცაიქნია კაცმა. - მოიცა ანუ ჩვენც არ უნდ აგვქონდეს შენი დაჭკვიანების იმედი?- ხელი ჩემსკენ გამოიშვირა ტირანმა. -ოჰოო მგონი წყალმა შენს თავში არსებული სიცარიელე შეავსო- ნიშნის მოგებით გადავხედე მე. - ხო აი შენ კი ისევ უტვინო ხარ.-დამიღრინა ლუციფერმა. - კარგით შევიდეთ სახლში გაცივდებით- ლამრო ბებოს ხმამ გაგვაწყვეტინა კამათი. ყველა სახლში შევედით, ოთახებში ავედით და მივწესრიგდით. -აი თურმე რატომ იყავი კარგ ხასიათზე გუშინ არაა- გადაიხარზარა ლიზიმ აბაზანიდან გამოსვლისას. -მეც ეგრე გახარებული ვიქნებოდი ის ფენი ლაშას კიარა, იმ ლუციფერს რომ გამოეყენებინა-ამოვიდუდღუნე მე.- ხო გეთანხმები მაშინ შენ გადაგაყრიდნენ ფქვილს, შენ ჩავარდებოდი ტალახიან გუბელაში და შენ ჩამოგბანდნენ წყლის ჭავლით, ნუ პრინციპში ბოლო ისედაც დაგემართა-ისევ გადიახარხარა ლიზიმ. -მგონია, რომ ლაშას უყვარხარ- წამოვიძახე მე. -მგონი ზედმეტად დიდი დოზით შეგასხა ლამრო ბებომ წყალი- სიმწრით გაეცინა ლიზის. - არა მართლა გეუბნები მგონაი, რომ უყვარხარ, იცი როგორ გიყურებდა იმ დღეს სხვას რომ ეცრკვებოდი? მაგიტო მოვიდა და მოგაშირა ის ბიჭი, რომ თქვი სულ მის სახელს მიხსენებსო იეჭვიანა და მაგიტო. ვერ ხვდებიი? - როდის მერე გახდი სიყვარულის ექსპერტი? - გადაიხარხარა ლიზიმ. - წინა ცხოვრებაში კუპიდონი ვიყავი- გამეცინა მეც. - კარგი რა, რომ ვუყვარდე სულ არ მეჩხუბებოდა. -რომ უყვარხარ ზუსტად მაგიტო გეჩხუბება. - მაგ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ შენ და ლექსოს სიგიჟემდე გიყვართ ერმანეთი.- გამეკრიჭა ლიზი.ამას მგონი ზედმეტი კბილები აქვს. -ჩვენ სხვა შემთხვევა ავართ -ამოვიბუზღუნე მე. - ხო, როგორ არა- გგაიცინა ლიზიმ და ოთახიდან გავიდა. ისე რომ დავუფიქრდე კარგი წყვილი ვიქნებოდით მე ალქაჯი ის ლუციფერი, არა ოყოს არ მომბეზრებია ჯერ სიცოცხლე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.