შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენმა ლურჯმა თვალებმა დამატყვევეს(მეთერთმეტე თავი)


17-07-2017, 17:42
ავტორი buterfly
ნანახია 2 087

ესეც ასე .იმედია საინტერესო თავი გამოვიდა..
--------------------------------
-დედაშენის გარდაცვალების შემდეგ სმა დავიწყე ,თუმცა ამას რას გეუბნები ისედაც მშვენივრად იცი-დაიწყო გიამ საუბარი-მოკლედ .ჩემი სმისა და იმის გამო რომ სამსახურს ვერ მივხედე და ყველანაირი ოჯახური ბიზნესი უყურადღებოდ დავტოვე, გავკოტრდით. სწორედ ამის გამო ავიღე სესხი და შემდეგ გადახდა ვეღარ მოვახერხე . ბანკებიდან აღებული სესხების დასაფარად კი კონტრაბანდის გზით შემომთავაზეს ფულის შოვნა ,სხვა გზა მაინც არ იყო და მეც დავთანხმდი ,თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ეს ნაბიჯი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში რადგან სწორედ ამ უკანონო საქმის გამო მომიწია თქვენი მიტოვება-ცოტახანს გაჩუმდა და შემდეგ ისევ განაგრძო-ის ვინც ამ გზით შემპირდა ფულის შოვნას დაუკავშირდა საჭირო ხალხს და ფულიც ისესხა მაგრამ ეს არ იკმარეს და მითხრეს რომ თუ 2 თვეში ფულს არ გადავუხდიდი შვილებს დამიხოცავდნენ. ამიტომ იძულებული გავხდი თქვენ მოგშორებოდით და მათ ბიზნესში ჩავები რომ მათთან მუშაობით გამესტუმრებინა ვალი, თქვნ კი დაგტოვეთ.
-რაა? რას მეუბნები აზრზე თუ ხარ?
-კი ემილია მშვენივრად ვიცი რასაც გეუბნები ,რადგან თქვენთან შეხვედრასაც კი, კარგი არაფერი მოჰყვებოდა .
-არ მჯერა რომ ახლა სიმართლეს მეუბნები. ყურებს ვერ ვუჯერებ
-ემილია ჩემს სიტყვებში ეჭვი არ შეგეპაროს ძალიან გთხოვ
-როგორ არ უნდა შემეპაროს ეჭვი? ან ახლა როგორ მოახერხე დაბრუნება? ვალს 10 წელი იხდიდი?
-დიდი ხანი მოვუნდი ვალის გადახდას რადგან იქ მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი და ეს უფრო მიძნელებდა საქმის ბოლომდე მიყვანას . ახლა დაბრუნება მოვახერხე მხოლოდ იმიტომ რომ კონტრაბანდული ბიზნესის სათავეში მყოფი ადამიანი გარდაიცვალა და მისი შვილი კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და დაბრუნების უფლებაც მომცა.-ეჭვი თუ გეპარება ესეც ნახე-უთხრა და ერთი შეკვრა წერილები გაუწოდა-ეს ის წერილებია ,რომლებსაც მე თქვენ გიგზავნიდით ამ წლების განმავლობაში მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ აღწევდა თქვენამდე. ვიცი რომ ძნელია დაჯერება ამ ყველაფრის მაგრამ ძალიან მომენატრეთ -თვალებზე ცრემლი მოადგა და თავი გაატრიალა
-ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? -თავადაც აუცრემლიანდა თვალები
-სიმართლეა შვილებო, რატომ უნდა მოგატყუო. ერთადერთი რაც ახლა მინდა ჩემი შვილების დაბრუნებაა?-ცრემლი სახეზე ჩამოუგორდა
-არ ვიცი რა გითხრა. სამუშაოზე მაგვიანდება უნდა წავიდე-ცივად უთხრა ემილიამ და გაემართა გასასვლელისკენ
-შვილო, ემილია-განაგრძობდა ძახილს მაგრამ ხმა ვეღარ მიაწვდინა შვილს
ემილია დაბრუნდა სამსახურში და ფიქრში გართული აივანზე ყავას შეექცეოდა, როდესაც ნაცნობი ხმა მოესმა.
-რას აკეთებ აქ?
-ვერ ხედავ ყავას ვსვამ
-მაშინ ასე გკითხავ რაზე ფიქრობ?-მომხიბვლელად გაუღიმა აჩიმ
-მამაჩემი ვნახე.
-აჰა ესეგი უკვე გნახა?-წამოსცდა ბიჭს
-უკვე? შენ რა იცოდი რომ უნდა ვენახე?
-ნუ ვიცოდი რა... ხო ..არა-ორ სიტყვას ძლივს მოაბა თავი
-ფინჯანი ყავა მაგიდაზე დადო,გაბრაზებული სახით შეხედა და ხელებ გადაჯვარედინებული დაუდგა წინ
-კარგი რა მოხდა? უბრალოდ ილაპარაკებდით ,დამირეკა და მეც ვუთხარი რა ჩავიდინე ასეთი გასაბრაზებელი?
-კარგი არაუშავს.-გაუღიმა და გააგრძელა ყავის სმა
-რა გითხრა? შერიგდით
-არ ვიცი რა გავაკეთო წასვლის მიზეზი მომიყვა მაგრამ არ ვიცი დავიჯერო თუ არა
-რა გითხრა მომიყევი.
-ემილიამ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა და დაელოდა პასუხს
-სიმართლე გითხრა მე მჯერა რომ სიმართლეს ამბობს
-რატომ?
-იმიტომ რომ შენც ხედავ რომ ძალიან მოხუცდა და უჭირს ცხოვრება უთქვენოდ. რატომ უნდა მოეტყუებინეთ
-არ ვიცი არაფერი. რა გავაკეთო.-აჩიმ ემილია ჩაიხუტა და ებუტბუტება
-დამიჯერე ემილია შეურიგდი. ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები ,რომ მერე გვიანი იქნება სინანული . მე არც დედა მყავს და არც მამა ასე რომ ვიცი რაც არის მონატრება და შენ კი მამა მაინც გყავს და ნუ გაუშვებ ხელს რომ მასთან ერთად ცოტახანი მაინც იყო . აპატიე ბოლოს დაბოლოს ის მამაშენია და უყვარხარ.
-აჩი მგონი მართალი ხარ. წავედი მე -უთხრა და გაემართა გასასვლელისკენ ,მაგრამ მოულოდნელად მობრუნდა-მადლობა-და აჩის ლოყაზე აკოცა.
-რაა? რა ქნა? ნუთუ ახლა მაკოცა. გამაგიჟებს ეს გოგო-გაოცებული იდგა და თავისთვის ბუტბუტებდა.
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
ემილიამ მდივნის დახმარებით მიაგნო მამამისის ადგილსამყოფელს და მაშინვე გამემართა მისკენ. კარზე შეუჩერებლად რეკდა ზარს და გიამაც ცოტახნის შემდეგ გააღო.
-ემილია-უღიმოდა შვილს
-მამა-ამდენი ხნის მერე პირველად დაიძახა ეს სახელი ემილიამ -იცი როგორ მომენატრე? -მისკენ წავიდა და ჩაეხუტა
-ეჰ შვილო ,თქვენი მონატრება მტანჯავდა ამდენი წელი ,ჩემო ანგელოზო-საყვარელი შვილი გულში ჩაიკრა და მონატრებული სურნელი ხარბად შეისუნთქა-ჩემო ემილია ჩემო ლამაზო-ლოყაზე აკოცა და წამოდგა-მაპატიე შვილო ძალიან გთხოვ
-გაპატიე მამა, გაპატიე უკვე-უთხრა და ისევ მაგრად ჩაეხუტა.
კარგა ხანს იდგენენ ასე ჩახუტებულები და შემდეგ ემილია გონს მოეგო
-მამა -შევიდა სახლში და ოთახების თვალიერება დაიწყო. ჩემთან გადმოდი ძალიან გთხოვ
-დარწმუნებული ხარ ემილია? არ მინდა ტვირთად დაგაწვეთ .ჩემთვის ვიქნები აქ წყნარად და გნახავთ ხოლმე .
-არა მამა, არსად არ გაგიშვებ. ჩემთან მოდიხარ და მორჩა.მე ჩაგილაგებ ჩემოდანს-შეაჭრა ოთახში ემილიამ.
-კაფეში როცა გელაპარაკე მაშინ არ გსურდა შერიგება და ახლა რა შეიცვალა?-გამომცდელად შეხედა ემილიას
-დამარწმუნა ერთმა ადამიანმა-აჩის გახსენებაზე ღიმილი ვეღარ შეიკავა
-აჩიმ?-ღიმილით ჰკითხა შვილს გიამ
-ხო
-კარგი ბიჭია აჩი და ახლა უფრო შემიყვარდა
-თქვენ რაღაც ძალიან დაახლოვდით
-და რატომ არ უნდა დავახლოვებულიყავით? ისე მგონი მაგ ბიჭს მოსწონხარ
-რა იცი ?
-როგორ რა ვიცი. პირველად რომ მოვედი შენთან სალაპარაკოდ მაშინ შენთან იყო და ახლაც მისი წყალობით შევრიგდით. აშკრაა ყველაფერი
-არა მამა აზვიადებ.
-სულაც არა
-კარგი დაივიწყე წამოდი ,მოვრჩი ჩალაგებას.-ჩაჰკიდა მამამისს ხელი და გაუყვნენ გზას. სახლში მალევე მივიდნენ და მამამისიც მოაწყო ემილიამ.
-გშია მამა? მოგიმზადებ რამეს
-არა შვილო არაფერი არ მინდა. იმითაც ბედნიერი ვარ შენ რომ შემირიგდი .-გაუღიმა და დივანზე ჩამოჯდა
-მამიკოო. ძალიან მომენატრე -უთხრა და მაგრად ჩაეხუტა
-მეც ჩემო ანგელოზო,მეც ძალიან მომენატრე-თავზე აკოცა შვილს.
-მალე ნინიც ჩამოვა და ნახავ შენს შვილს
-ხოო დიდი გოგო იქნება უკვე, სამწუხაროდ ნინი სულ პატარა იყო როცა წავედი და ალბათ საერთოდ არ ვახსოვარ
-ხოო.-სევდიანად უთხრა და თავი ჩახარა
-არაუშავს დღეიდან სულ ერთად ვიქნებით.
საუბარში გაერთნენ როდესაც მარიამიც მოვიდა
-ბატონო გია? აქ რას აკეთებთ? ემილია სად არის?-გაკვირვებას ვერ მალავდა მარიამი
-აქ ვარ საყვარელო-სამზარეულოდან გამოვიდა ემილია
-თქვენ რა...
-ხო შევრიგდით-სიხარულისგან თვალები უბრწყინავდა ემილიას
-მართლა? რა მაგარია-ერთი შეხტა და ჯერ დაქალს და შემდეგ გიას გადაეხვია
-გამოდი დამეხმარე საჭმლის გაკეთებაში-მიმართა დაქალს ემილიამ
-კარგი-გაჰყა ისიც და არ დააყოვნა მაშინვე კითხვები დააყარა.-როგორ მოხდა რომ შეურიგდი? შენ არ იყავი არასდროს ვაპატიებო?
-ჰქონია მიზეზი
-რა მიზეზი?-ემილიამ ყველაფერი მოუყვა და დაელოდა პასუხს-მართლა გოგო? ვაიმე. აი თურმე რა-გაოცებას ვერ მალავდა მარიამი
-იცი როგორ მიხარია აქ რომ არის. მამა დამიბრუნდა გოგო აზრზე ხარ?-ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ადგილზე დახტოდნენ .
-ღიმილი დაგიბრუნდა ჩემო ლამაზო. კარგი აბა ეს გაიტანე რა და სუფრის გაშლაში დამეხმარე
-არის შეფ-ღიმილით უთხრა და შეუდგა მაგიდის დალაგებას
-მაა მოდი . ვისადილოთ
-მოვდივარ შვილო-მიუსხდა ოჯახი მაგიდას და განაგრძეს საუბარი
-ნინი სად არის ემილი?
-ნინი ბანაკშია და ერთ კვირაში უნდა დაბრუნდეს წესით და რიგით, უკვე მესამე კვირა გადის რაც წასულია ანუ თითქმის ერთი თვე .
-უი ამდენი ხანი რატომ?
-ინგლისურენოვანი ბანაკია მამა და გართობის გარდა სასწავლო პროგრამებიც აქვთ ასე რომ ცოტა ხანგრძლივი პროცესია.-გასაგებად ახსნა ქალბატონმა
-გასაგებია და რა მინდა გკითხო. შენსა და აჩის შორის რამე ხდება?
-რაა მამა არაა რა სისულელეა
-თქვენც ამჩნევთ ხომ ბატონო გია..-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული როცა ემილიას მზერას წააწყდა და მაშინვე გაჩუმდა და თეფშს ჩააშტერდა
-არა მამა არაფერი ხდება
-როგორ არა შვილო. გაწითლდი
-არა არ გავწითლდი უბრალოდ აქ ცხელა-ხელი დაინიავა
-აბა რა ცხელა-ჩაიხითხითა მარიამმა და გიას გადახედა.
-მე წავედი ესკიზების ხატვა არ დამიმთავრებია
-კარგი-უთხრა მამამისმა და მარიამთან სასაუბროდ მოემზადა
-შენ რას ფიქრობ შვილო? რა ხდება?
-მარიამმა დერეფანში ემილიას ოთახისკენ გაიხედა ,ხომ არ გვისმენსო და დაიწყო-ეჰ ბატონო გია რომ იცოდეთ . ერთმანეთი უყვართ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია მაგრამ არცერთი არ აღიარებს და დატანჯეს ერთმანეთი .მე და ნიკას აჩის ძმაკაცს ამათი ატანა აღარ გვაქვს უკვე რა .
-მერე თქვენ ამათი მეგობრები არ ხართ ? შეუწყვეთ ცოტა ხელი
-ჩვენ ვინ გვეკითხება ორივე ჯიუტია თან ხომ იცით ემილიას ამბები? შეყვარებულთან დაკავშირებით
-კი ვიცი ,მართალია წასული ვიყავი მაგრამ მაინც ვიგედი მათზე ყველაფერს და ეგეც გავიგე. ჩემი გოგო
-ხოდა მაგ ამბის მერე ეშინია რომ კიდევ უღალატებენ და აჩის მის სიახლოვეს არ უშვებს.
-არაუშავს დღეიდან შეიცვლება ყველაფერი -ღიმილით გადაულაპარაკა გიამ მარიამს
* აჩი*
-ნიკა სად ხარ?
-ოთახში ვარ ცუნცულ. რა იყო გამოსვლა დაგეზარა?
-ახლავე ჩემს ოთახში გაჩნდი
-ჯერ მთხოვე
-ნიკა
-მთხოვე და შემოვალ
-ნიკა-უკვე ყვირილზე გადადიოდა
-ხო კაი კაი მოვდივარ-გათიშა და გაემართა ფაფარაშლილი ლომის დასაწყნარებლად-რა ხდება? რა გაყვირებდა?-აჩი ბოლთას სცემდა და ერთ ადგილას ვერ ისვენებდა
-ცუდად ვარ.-უსულოდ დაეცა დივანზე
-რა დაგემართა?
-ემილიას მამა ხო იცი ?
-კი მერე?
-ხოდა მან დამირეკა და მითხრა შემახვედრეო შვილთან,ხოდა მეც ვუთხარი სადაც იყო და ილაპარაკეს , რაღაცეები მოუყოლია მამამისს -აჩიმ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა-მერე ემილია აქ იყო მოსული და არ იცოდა რა ექნა ხოდა მეც ვურჩიე აპატიეთქო და მანაც დაიჯერა
-მერე ამან აგაღელვა
-არა მაგან არა წასვლისას ლოყაზე მაკოცა
-ღმერთო შენ უშველე ამ გაჭირვებულს-ახითხითდა ნიკა-გიყვარს ემილია და უთხარი შენც კიდე გვაღირსე ყველას და შენც დაისვენებ
-ბიჭო ემილიასი ვერაფერი გავიგე. ხან ცივია ხან თბილი. სულ ამრია მაგ გოგომ . აღარ ვიცი რა ვქნა .ასეთ დღეში და ასეთ გაურკვევლობაში არასოდეს არ ვყოფილვარ.
-უთხარი და მოიშორებ სადარდებელს .მერე რას იზამ ვინმემ რომ დაგასწროს?
-ნუ ბოდავ რა .
-აბა შენ საშველი არ დააყენე და..
-ემილიას შევაყვარებ თავს და როცა მისგან ოდნავ მაინც ვიგრძნობ რამეს ყველაფერს ვეტყვი და მერე ვეღარავინ დაგვაშორებს-ღიმილიტ გადაულაპარაკა ძმაკაცს აჩიმ
- - - - - - - - - - - - - - - - - --
შვებულების პერიოდი ახლოვდება. ამასთან ერთად ნინიც ჩამობრძანდა და მამაც გაიცნო. სისხლმა თავისი გააკეთა და მალევე დამეგობრდნენ. მამამისს არ შორდებოდა ბავშვი. ყველა დასასვენებელ ადგილს ეძებს და ნიკამაც არ დააყოვნდა და როგორც ყოველთვის თავად გამოთქვა აზრი .
-აჩი , არ გინდა სადმე წყნარ ადგილას დავისვენოთ. ზღვა, ქვიშა, მზე და გოგონები-ჩაიხითხითა
-კიდევ გოგონები? მარიამმა რომ გაიგოს ხომ იცი მოგკლავს
-ვხუმრობ რა დაგემართა? თან მარის და ემილიასაც ვუთხრათ და მათთან ერთად წავიდეთ
-კაი შენ უთხარი .-წამოხტა და პასუხს ელოდა
ნიკამ მარიამს დაურეკა და ახარა სიახლე
-ჩემო სიხარულო .როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?
-მეც. გოგო რა მინდა გითხრა ემილიასაც უთხარით და დასასვენებლად გრიგოლეთში წავიდეთ.
-აუ რა კაი იდეაა. კარგი ვეტყვი და პასუხს გაგაებინებ
-კაი მიდი.
-რა უნდოდა შენს სატრფოს?-დივანზე მოკალათებულმა ემილიამ გამოსცრა კბილებს შორის
-რა და დასასვენებლად გრიგოლეთში წავიდეთო .
-მერე წადი
-მარტო მე კი არა შენც
-და აჩიც?
-არ ვიცი ალბათ.წამოხვალ?
-არამგონია .ნინის და მამჩემს მარტო ვერ დავტოვებ.
-ერთი ამას უყურეთ. და რა გვიჭირს ვითომ მარტო?-გაიკვირვა გიამ-მშვენივრად მივხედავთ თავს. არა ნინ?
-ხო დაიკო. ჩვენზე არ ინერვიულო .
-აბა რა იტყვი წამოხვალ?-მუდარის თვალები მიპყრო დაქალს მარიამმა
-კარგი წამოვალ
-აუ ძალიან მაგარია. ნიკას დავურეკავ მაშინ
* * * * * * * * * *
-ნიკუშ ,მოდის ემილიაც
-აუ რა მაგარია-თავის დაკვრით ანიშნა აჩის მოდისო და მასაც სახე გაებადრა- მაშინ გაემზადეთ ხვალისთვის და ხვალ მოგაკითხავთ ლამაზებო.
-კაი სიხარულო
-მიყვარხარ
-მეც
-ვაიმე დავდნი-სიცილით ამოილაპარაკა ემილიამ
-შენ გირჩევნია გაემზადო ხვალ მივდივართ.
-ასე მალე?
-ხო ასე მალე
-მაშინ ამათ საჭმელი გავუმზადოთ და ისე წავიდეთ
-ვაიმე მარიამ შეათრიე ეს ოთახში.ჩვენით ვიზამთ-ხელის ჯიკავით შეაგდო ნინიმ ოთახში
მალევე ჩაალაგეს ჩემოდანი და დასაძინებლად გაემზადნენ .თუმცა ემილიას და აჩის ძილი არ ეკარებოდა .ორივე ფიქრებს გაეტაცათ და გადაშვებულიყვნენ სხვა სამყაროში. ერთმანეთზე ფიქრობდნენ მაგრამ არცერთი არ ამბობდა.



scream მომეწონა ყველა თავი ეხლა წავიკითხე ველოდები შემდეგს relaxed

 


№2 სტუმარი ლიკუ

კაიიი გგოოგო ხაროო.. ველოდები ახალს❤❤❤❤

 


№3  offline წევრი buterfly

ლიკუ
კაიიი გგოოგო ხაროო.. ველოდები ახალს❤❤❤❤

მადლობა

უბრალო ადამიანი
scream მომეწონა ყველა თავი ეხლა წავიკითხე ველოდები შემდეგს relaxed

მადლობა ,შევეცდები იმედი არ გაგიცრუო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent