შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლოცვა გააძლიერე


30-06-2017, 02:03
ავტორი სანდრო 23
ნანახია 1 893

-არ ემონო წარმავალს,
და ვიწრო გზით იარე,
-მეუბნება გულისთქმა,-
ლოცვა გააძლიერე.
ნუ ენდობი მიწიერს,
ნასაზრდოებს ცოდვებით,
მიჰყევ ვიწრო ბილიკებს,
გაძლიერდი ლოცვებით.
განეშორე ბილწებას,
თავი დაიმორჩილე,
არვის არ დაემონო,
მხოლოდ ღმერთს ემორჩილე,
ნებელობა იმარჯვე,
წაიკითხე ბიბლია,
სიმახინჯის სათავე,
კაცობრივი ხიბლია.
ნუ დაუთმობ ცდუნებებს,
შენი სულის სადავეს,
ვერ მიიღებ კურნებას,
თავს თუ ცოდვებს აბარებ.
სასოების წარკვეთა,
არ გაივლო სხეულში,
თორემ საღი პოზიდან,
გადახტები სნეულში.
არ დაიწყო ბოდვები,
თუ ჩავარდი ცოდვაში,
ფუჭი თავის მართლება,
ხელს შეგიშლის ლოცვაში.
-არ ემონო წარმავალს,
და ვიწრო გზით იარე,
-მეუბნება გულისთქმა,-
ლოცვა გააძლიერე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent