შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაიჯერე, სასწაულები არსებობს (თავი 2)


17-07-2017, 18:08
ავტორი TeJi
ნანახია 1 358

ვერონა ჩვეულებრივ შეხვდა დანიელის გამოჩენას. მწვანილეულით და სხვა ბოსტნეულით სავსე მალათი მოხერხებულად დაიჭირა და პრინციზ ცხენს უკნიდან მოუარა. უცებ ცხენს წინ დიდი ძაღლი გადმოუხტა და დააფრთხო. შეშინებული ცხენი უკანა ფეხებზე დადგა და თან ცოტა უკან დაიხია. პრინცის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ხელი კარგად რომ არ მოეკიდა მიწიდან ვერ ააფხეკდნენ მაგრამ ხომ იცით რაც გიწერია იმას ვერ აცდები. ვერონა მოულოდნელობისგან შეხტა და დაბალი და განიერი კალათიდან ნავაჭრის ნაწილი ამოიყარა და ცხენს მოხვდა უკან ;დდ ისიც უარესად შეშინდა და პრინცი ძირს დააბერტყა. დანიელმა უცებ ვერონას კაბას ჩაავლო ხელი რომ გადარჩენილიყო მაგრამ მისმა საქციელმა ცუდი შედეგი გამოიღო. პრინცესას კაბა შემოეხია და სირცხვილისგან სად წასულიყო აღარ იცოდა. თან არავინ ცდილობდა დახმარებას და ეს უფრო აცოფებდა ასე ლაღად რომ ათვალიერებდნენ მის სხეულს. წაქცეულმა დანიელმა ერთი ამოიგმინა და ხელქვეითს უხმო.
-აარონ!
-ეხლავე თქვენო უდიდებულესობავ. ახლავე ჩავაგდებინებ საპყრობეში ამ უსირცხვილო გოგოს.
-შენ ჯობია ამაყენო! - დაიგრგვინა დანიელმა წამოდგომისას შენიშნა ვერონას სახეზე სირცხვილისგან გამოწვეული ცრემლები. დაშავებულმა პრინცმა დაინახა სოფლის მცხოვრებლების ურცხვი მზერა გოგონასადმი და ერთიანად წამოწითლდა სახეზე სიბრაზისგან. სამეფო მოსასხამი წამში გაიხადა და ვერონას მოახვია. მანაც მადლობის ნიშნად ამოხედა და შეუმჩნევლად გაუღიმა, რაზეც პრინცის ცივი და განრისხებული მზერა მიიღო.
-წამოიყვანეთ! -ბრძანა დანიელმა და პრინცესაზე მიუთითა მცველებს.
-ეს.. მე.. შემთხვევით მოხდა - ამოიბლუყუნა ვერონამ და თავი დახარა.
-ვერ გაიგეთ რა გითხარით?! - გახედა მცველებს- დროზე!!
-როგორ ბედავთ უსირცხვილოებო?! მე პრინცესა ვარ და შესაფერისად მომექეცით. -დანიელმა ირონიული ღიმილით ამოხედა და უთხრა.
-უსირცხვილოს კიდევ ბედავ და სხვებს უწოდებ შენი წეღანდელი პოზიორობის შემდეგ?! - ვერონა სიბრაზისგან წამოწითლდა.
-სხვათაშორის ჩემი წეღანდელი მდგომარეობა თქვენი უადგილო ადგილას მოხვედრილი ხელების ბრალი იყო.
-ტონი შეარჩიე თუ არგინდა ჩემი ხელები მართლაც რომ სწორ ადგილას მოხვდეს - პრინცესა როცა პრინც დანიელის უხამს ნამიოკს მიხვდა უკვე ვიღაცის მკვრივ და ძლიერ სხეულზე იყო გადაკიდებული და რათქმა უნდა ეს საშინლად სიმპატიური სხეულიც დანიელს ეკუთვნოდა, ისევე როგორც მის საჯდომზე არსებული ხელი.
-რას აკეთებ შე ტვინგამორეცხილო!! დაამსვიი!! -ყვიროდა ვერონა.
-ჯიდევ რას ინებებთ თქვენი უპრინცესობავ? - ისევ ეს წყეული ირონია.
-დიდად დამავალებთ თუ თქვენს ტორს სხვა ადგილს მოუძებნით დასადებად. - შეიფერა პრინცესამ.
-კარგი- სულერთიას გამომეტყველებით ,,გადააადგილა'' ხელი. სულ რამდენიმე მილიმეტრით.
ვერონამ კი სიბრაზისგან და ამდენი მოზღვავებული ემოციისგან ერთი ამოიოხრა და მთელი წონით დააწვა.
-ასეც ნუ მოდუნდებით.- უთხრა პრინცმა და თან ვერონა ახლა ცხენზე გადაკიდა.
-სად მიგყავართ გამიშვით!!!
-შენ სულ ასეთი გონებამახვილი ხარ თუ მხოლოდ განსაკუთრებულ შდმთხვევებში?!
-გაიღიმა დანიელმა საფირმო ღიმილით და გოგონას დაბნევაც მოახერხა.
-გონებამახვილი რატო ვარ?? -იკითხა პატარა ბავშვივით თანაც გულუბრყვილოდ.მის ამ საქციელზე კი დანიელმა გულიანად გაიცინა და შემდეგ წამში დასერიოზულდა.
-რა მოხდა? - იკითხა პრინცესამ ასეთი ცვლილებით გაკვირვებულმა.
-ოჰ, რა იყოთ ჩემი ღიმილი დაგაკლდათ? - ამის გაგონებაზე ვერონამ :ვაიშესაწყალო: სახე მიიღო თან სრულიად ბუნებრივად.
-აუუ, რა გარეკილი გაქ - თქვა გოგომ ვითომდა გულდაწყვეტით.
-რამდენს ბედავ შენ?- გაბრაზდა დანიელი და ცხენი ელვის სისწრაფით გააქანა.ვერონამ თავის შეკავება ვეღარ მოახერხა და რომ არა დანიელი ალბათ მიქელას ჩაუძმაკაცდებოდა.
-მა.. - მადლობის მოხდა არ აცალა, ან საერთოდ რატომ უნდა გადაეხადა ასეთი.. ასეთიი... მოკლედ ასეთისთვის მადლობა, მან ხომ ამდენი შეურაცხყოფა მიაყენა გოგოს.
-ფრთხილად!! -უყვირა პრინცმა. -შენს გამო კინაღამ გადავვარდი.
-შენ თავი ცხენთა ბატონი ხომ არ გგონია?! აბა რას მიაჭენებ? მომინდომა აქ ისტერიკების გამართვა. ჰმ, ნარცისი. - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ვერონამ.
-გაჩუმდები? შემთხვევით ზედმეტი ხომ არ მოგდის.
-თუ სულ ეგრე ილაპარაკებ და სახლში არ დამაბრუნებ ვერანაირად ვერ გამაჩუმებ. -პატარა ბავშვივით გადააჯვარედინა ხელები, რაზეც დანიელის დაცინვაც მიიღო და უარესად გაბრაზდა.
მალე სასახლესაც მიადგნენ, პრინცმა მცველების გაოცებულ სახეებს ყურადღება არ მიაქცია და სასახლეში შევიდა მხარზე გადაგდებული ვერონათი.
-მგონი ვერ მიხვდი მე ხურჯინის ფუნქცია რომ არ მაქვს, ხომ ? -დანიელის ზურგს დაუწყო ლაპარაკი.
-ოჰ მართლა? კარგით საღამოს აღმოვაჩენთ შენს სხვა ფუნქციებსაც. - ეს თქვა და ჩამოსვა კიდეც ვერონა.
-ელინაა მოდი!! - დაუძახა იქვე მოფუსფუსე ქალს.
-დიახ თქვენო უდიდებულესობავ
-მამაჩემს უთხარი რომ ერთი კვირი შემდეგ გავაგრძელებ ხალხის მონახულებას.- უთხრა ელინას და შემდეგ მის გვერდზე მდგარ ვერონას ვადახედა,ისე გადაულაპარაკა რომ ელინას გაეგო. - რას იტყვი გვეყოფა ერთი კვირა იმ საქმისთვის -მაცდურად გაუღიმა და შემდეგ ყურშიც რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც ვერონა საშინლად გაწითლდა. იქამდეც არ აკლდათ ელინას და პრინცესას სახეზე სიწითლე მაგრამ დანიელმა უფრო დაუმატა.მაგრამ გოგონა არ დაიბნა და პასუხიც გასცა.
-კი რა თქმა უნდა, ერთი კვირა სავსებით საკმარისია ჩემს სამეფოსთან დასაკავშირებლად და მამაჩემი, არნოლდიც მალე მოახდენს რეაგირებას. აბა ასეთ რთულ სიტუაციაში ხომ არ დატოვებს საკუთარ ქალიშვილს. - თავისი ნათქვამით კმაყოფილმა გაიღიმა და ნიშნისმოგებით გახედა დანიელს.
-რაა ჰო კი... ელინა ჩემი ოთახი ხომ მოწესრიგებულია?
-დიახ რა თქმა უნდა.
-კარგია, მამას უთხარი ერთი კვირით სტუმარი გვყავს.
-კარგით და რომელ ოთახი დავუთმოთ?- იკითხა სტუმრის დარჩენით გახარებულმა ელინამ.
-არაა საჭირო. წადი საქმეს მიხედე შენ.
-რატო არაა საჭირო დანიელ? -გაკვირვებჰლმა და დაბნეულმა ჰკითხა პრინცს შემდეგ კი ელინას გადახედა რომელიც მხრებს იჩეჩავდა ასეთი სიტუაციის გამო.
-დაგავიწყდა?! შენი ფუნქციები უნდა აღმოვაჩინოთ.-გველურად გაუღიმა ვერონას, მაჯაში ხელი ჩაავლო და თავისი ოთახისკენ უბიძგა. კარი გააღო და შიგნით უხეშად შეაგდო, ისე რომ პირდაპირ საწოლზე დაეცა პრინცესა.
-მე საქმეები მაქვს, აქ იყავი, მალე მოვალ. იქამდე კი მოწესრიგდი და მზად დამხვდი. -ისევ ისე გველურად გაუცინა დაბნეულ გოგოს და შემდეგ დაამატა. -შენი ფუნქციები უნდა აღმოვაჩინოთ.


ჰეიიით grimacing როგორ ხართ <3 მაინტერესებს თუ მოგეწონებათ ეს თავი ;*



№1 სტუმარი A

ვაუ მაგარი იყო მაგრამ ცოტა. თან დააგვიანე. მალე დადე შემდეგი და თავების მოცულობაც ცოტათი მაინც გაზარდე რა...

 


№2  offline წევრი TeJi

A
ვაუ მაგარი იყო მაგრამ ცოტა. თან დააგვიანე. მალე დადე შემდეგი და თავების მოცულობაც ცოტათი მაინც გაზარდე რა...

დიდი მადლობა ვეცდები შემდეგი თავი მალე დავდო და თან შედარებით დიდი <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent