შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთებს იქით სიყვარულია! 5


2-12-2015, 18:43
ავტორი teddy))
ნანახია 2 888

დღის მეორე ნახევარში ალექსანდრემ და ვაჟამ გამოგვიარეს.
-მზად ხართ გოგონებო?-გვეკითხება ვაჟა. -მზად ვართ, გამოვალთ ახლავე.-ეძახის ლელა.
ლელა ჩემზე ამბობდა, ალექსანდრეს სხვანაირად უჟუჟუნებ თვალებსო და გუშინ ღამე კი თვითონ დამიწყო ვაჟაზე ლაპარაკი. თურმე ერთმანეთს ძალიან მოუხდებოდნენ. ცეტი!
გარეთ გავდივართ და საოცრად სიმპათიურ ძმებს ვხედავთ.
-წავიდეთ ქალბატონებო?-გვეკითხება ვაჟა. ალექსანდრე კი მომაჯადოებული ღიმილით მასაჩუქრებს. გეგონებათ რაიმე კეთილი საქმისსთვის მერგო.
გზას გავუდექით და გველეთის ჩანჩქერს მივადექით. ზამთრისგან წყალი გაყინულიყო და საოცარი პეიზაჟი იქმნებოდა.
-მოგწონს?-შემეკითხა ალექსანდრე.
-ისე როგორც არაფერი.
გვერდზე გავიხედე. ვაჟა და ლელა ჭუკჭუკებდნენ. მე მირიგებდა ალექსანსრეს და თვითონ კი ვაჟაათან ერთად მშვენივრად გრძნობს თავს.
-ნინა შემცივდა და სახლში წავალ და ჩავიცვამ.- მობუზული ლუღლუღებს.
-მარტო წახვალ? გზაც არ იცი! ჩაგეცვა თბილად, რომ გამოიპრანჭე!-ვტუქსავ ლილეს ძმების წინაშე და ვაჟას მომღიმარ სახეს ვაწყდები. ახლა ვხვდები როგორი სისულელე წამოვროშე. დიახ, ვიცო რატომაც ჩაიცვა თხელი წითელი მაისური და გრძელი ჟაკეტი. რათქმაუნდა ვაჟას გამო! მაინც და მაინც. უნდა, რომ თორნიკეს აცემინოს ვაჟას თავი?! ისე, ვაჟა და ალექსანდრე კი მოერევიან, ამათ კუნთების შემხედვარე.
-ნინა!-თვალებს მიბრიალებს ჩემი მეგობარი.
-კარგი, ჭკვიანად!-ვეუბნები დამრიგებლურად.
მე და ალექსანდრემ გადავწყვიტეთ ცოტა გაგვევლო. -იაბო! აქ როგორ მოგვაგნო?-გაკვირვებული კითხულობს
ალექსანდრე და
სადავეს ხელს კიდებს და ცხენი თავისკენ მოჰყავს.
-იაბო? უხდება ამ ცხენს ეს სახელი.-ავღნიშნავ და ვუღიმი.
-ჩემ დიდ პაპას ცხენი ჰყავდა, ისიც ამას ჰგვანებია და იმის საპავტიცემულოდ დავარქვი მეც. - მიხსნის და დიდი სიყვარულით უყურება ცხენს.
-შეიძლება დავჯდე?-ვკითხულობ და თხოვნის მიზნით თვალებს სასაცილოდ ვაფახულებ.
-რატომაც არა!-ხელს მკიდებს და უნაგირზწ დაჯდომაში მეხმარება.
ცხენს ვაჭენებ და თან ნელ-ნელა სისწრაფეს ვუმატებ.
-ცოტა ფრთხილად, ნინა!-რბილადცმეუბნება ალექსანდრე.
მეჩხერ ხეებშორის რაღაც ცხოველმა გაირბინა და შეშინებაც ვერ მოვასწარი რომ იაბო დაფრთხა, ორ ფეხზე დადგა და მეც მიწაზე აღმოვჩნდი. თავი ქვას დავარტყი და გონება დავკარგე.

ბინდ-ბუნდში ძვლივსძვლივპბით ვხედავ შავ თვალებს.
-სად ვარ?
-მადლობა ღმერთს!-მხოლოდ ახლა ვცნობ ალექსანდრეს.-დაწექი, შენთვის ადგომა არ შეიძლება, არ ინერვიულო!
-თუ მოვკვდები იცოდე რომ შენი ძალიან მადლობელი ვარ!-ვამბობ და სიცილი ტირილში გადამდის



№1 სტუმარი სტუმარი

ახალი თავი მინდა მეეე

 


№2  offline წევრი teddy))

სტუმარი
ახალი თავი მინდა მეეე

shemdegsi shemdeg tavsac davdeb es tavi washlli damxvda da axlidan davde. Gmadlot rom kitxulobt :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent