შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /8თავი


18-07-2017, 12:36
ავტორი Auroram
ნანახია 2 325

ანინეს POV.

ძალიან მეტკინა,როდესაც ეს სიტყვები გავიგე. გული დამწყდა. ვიფიქრე მართლა მოვწონვარ და მისი ცოლი,რომ გავხდები ეს მოწონება ნელ-ნელა სიყვარულში გადაიზრდება თქო,მაგრამ შევცდი. თურმე სხვასთანაც დადიოდა და მასთან იკმაყოფილებდა მამაკაცურ ჟინს.

თვალები ჩაწითლებოდა და პირ ღია სუნთქავდა. ეტყობა უჭირდა ორი ქალის შეტაკება,ქალის-რომელიც მალე მისი ცოლი უნდა გახდეს და ქალის-რომელთანაც თავს თავისუფლად გრძნობს და ყველანაირი ვალდებულება მოხსნილი აქვს. რა თქმა უნდა ისე მომისვრის,როგორც არაფერს. ვინ გაიხსენებს ერთ უბადრუკ გოგოს,რომელსაც მხოლოდ ცეკვა შეეძლო. ვინ გამიხსენებს ამ ქალის ფონზე. მაღალი,ლამაზი,მოვლილი,ნამდვილი ლედი. და მე?

-ლაილა აქ რას აკეთებ?-ამოიღო ხმა. რა გაგიკვირდა.

-შენთან მოვედი ჩემო ალიგატორო-ღმერთო რა ამაზრზენია. რა ალიგატორი,რის ალიგატორი. რომ გავიაზრე რაც თქვა,სიცილი ვერ შევიკავე. ვერც მე და ვერც ტარომ. ერთმანეთს ვუყურებდით და ვხარხარებდით. გულით გამეცინა,მაგრამ ნათანიელის სახეს, გავხედეთ თუ არა ეგრევე დავსერიოზულდით.

-ბოდიში,ბატონო ალიგატორო-ფხუკუნით ვთქვი ხმა მაღლა,რომ გაეგო ლაილას.

-ვაიმე შენ ის მოსამსახურე არ ხარ,კაბარეში,რომ დაავიწყდა ჩემთვის სასმლის მოტანა. ყველა ფულიან კლიენტს სახლში აკითხავ საყვარელო?-ირონიული ღიმილით გადმომხედა და თვალი ნათანიელის ხელს გაუშტერა,რომელიც ჩემ წელზე იყო მოთავსებული.

მომინდა-ისევ! ასეთი შეურაცხყოფა ჯოტოს არ მოუყენებია. ნათანიელის ხელი მოვიშორე წელიდან და სახლისკენ გავიქეცი. თვალები ცრემლმა დამიფარა. გული მტკიოდა,თავი მისკდებოდა,ყველანაირი სიამოვნება გამქრალიყო ჩემ თავში. კარი ზურგს უკან მივიხურე და მას მივეყუდე... ნელ-ნელა ქვევით ვცურდებოდი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა,მძულდა ჩემი ცხოვრება,ყველა ამაზრზენი იყო ჩემ გარშემო.
არ ვიცი გარეთ რა ხდება და არც მაინტერესებს,მაგრამ ვგრძნობ,რომ ძალა მიქრება,მეცლება და თვალებიც იხუჭება. იხუჭება და ბოლოს დაიხუჭა. ალბათ გული წამივიდა...
ალბათ...



ნათანიელის POV.

ასეთი გამწარებული მაშინ არ ვიყავი,როდესაც ანინემ ის შეფუთული სიტყვები მომახალა. ძვლივს აწყობილი ურთიერთობა უნდა დამინგრიოს? არ მივცემ ამის საშუალებას!
ნელი ნაბიჯებით დავიძარი მისკენ. ვნებიანი სახე მიიღო, გონია ბაბუაჩემის წინ ვაკოცებდი ან საერთოდ ვაკოცებდი? არცერთი ქალისკენ არ გამიხედავს მას შემდეგ რაც ანინე გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში.

მივუახლოვდი,ხელი მოვკიდე და სახლის უკან გავათრიე. არავის არ ვაპატიებ ჩემ ცხოვრებაში ხელების ფათურს და მითუმეტეს ტყუილების გავრცელებას.
სახლის კედელზე მივაგდე და გაბრაზებულმა დავუყვირე:

-აქ რა ჯანდაბას აკეთებ? გამაგებინე! ან რა რეპლიკებს ისვრი! ანინე შენ შენნაირი ნუ გგონია! შენით წადი აქედან თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ ლაილა!-ძვლივს ვსუნთქავდი,რომ წარმოვიდგინე ანინეს თვალებზე ცრემლები კიდევ უფრო გავბრაზდი-არ გაპატიებ,დაიმახსოვრე არ გაპატიებ ანინეს ატირებას!-დავემუქრე და გამოსვლას ვაპირებდი ირონიულმა ხმამა,რომ შემიშალა ხელი.

-ასე უცებ შეგაყვარა თავი? პატარა, უმწეო გომბიოა! რა მოგეწონა მასში.
მკერდი,ტრ**ი,სახე.ტუჩები თუ რა! რა მოგეწონა ისეთი,რაც მე უკეთესი არ მაქვს. შეიძლება ჩემზე გამოცდილი არის ღამე მაგრამ,არანაკლები ვარ მეც!-თვალი ჩამიკრა და ჩემკენ წამოვიდა-შემიძლია ისე ვასიამოვნო მამაკაცი,რომ მერე ვეღარ მომშორდეს-თან საუბრობდა და თან ხელებს მკლავებზე მისვავდა-შემიძლია ისე ვაკოცო მამაკაცს,რომ ჩემი ტუჩები ესიზმრებოდეს-თან მეჩურჩულებოდა თან კისერში მკოცნიდა,მაგრამ მე ეს არ მსიამოვნებდა! კიდევ აპირებდა გაგრძელებას უხეშად,რომ მოვიშორე მისი ხელები და მკაცრად ვუბრძანე დაეტოვებინა სახლი.

-არსად წასვლას არ ვაპირებ! აქ ვრჩები! შენთან!-გამომიცხადა ამაყად. რატომ ვაბედინებ ამდენს?როდის აქეთ იყო მე***ეებს ვაპარპაშებდი ჩემ ცხოვრებაში,მითუმეტეს უკვე საკმარისი ილაპარაკა ტაროს წინაც და ანინეს წინაშეც. შენი წასვლის დროა ჩემი ცხოვრებიდან ლაილა!

სახლის უკან დავტოვე. მე კი დაცვის ბიჭებს დავუძახე.

-ეხლა იმ ქალს წაათრევთ სახლში! სულ,რომ გაშიშვლდეს ხელს არ დააკარებთ! და დამიჯერეთ ამის გამკეთებელი არის! უკან არ მოაბრუნებთ და თავს არ დაუხრის არცერთი გასაგებია?-თავით ვანიშნე სახლის უკან არის თქო,როდესაც დაცვის დარწმუნებული სახე დავინახე. სახეზე ხელები ავიფარე და ამოვისუნთქე. მალე კივილიც გავიგე და ატატებული ლაილაც შევნიშნე.

-არ მოდიოდა ბატონო ნათანიელ-ხელით ვანიშნე არაფერია,რაც გინდა ის ქენითქო,მანაც თავი დამიქნია და მანქანაში ჩატენეს. მეკი ცოტა ხნით შორიახლოს სკამი დავლანდე და იქვე ჩამოვჯექი.

-ვინ იყო-ტაროც ჩამომიჯდა.

-ვერთობოდი მაგასთან. ბევრია ზოგადად ეგეთი ჩემ ცხოვრებაში-ირონიულად გავხედე ბაბუაჩემს.

-და ანინე?-ეხ ბაბუაჩემო.

-რაც ეგ გამოჩნდა სულ დავაწიყა იმნაირების არსებობა,ბაბუ მისი შავი თვალები,რომ მიყურებს არანაირ ვნებაზე არ მეფიქრება,მინდა,რომ უბრალოდ ჩავეხუტო,ჩემ მკლავებში მოვიქციო და არ გავუშვა არსად.-ბედნიერმა ამოვილაპარაკე და თავი ხელებით დავიჭირე.

-შეყვარებული ყოფილხარ ბაბუა შენ-სიცილით მომახსენა. მე კი ვიუარე! არ მიყვარს ანინე უბრალოდ შევეჩვიე, ეს არის და ეს.

-არ მიყვარს და მორჩი სისიულელეების ლაპარაკს. სად არის ანინე.სახლში შევიდა მემგონი.-ფეხზე წამოვდექი და სახლისკენ წავედი,თან მეფიქრებოდა. ნუთუ მართლა შემიყვარდა ეს ციცქნა არსება? ნუთუ გულში ჩავარდი ანინე. გამეღიმა ჩემ ფიქრებზე,მაგრამ ზედვე შემახმა,როდესაც კართან გაწოლილი სილამაზე დავინახე,თვალდახუჭული და მემგონი სუნთქვა შეკრულიც. სასწრაფოდ დავიხარე მისკენ,ხელში ავიყვანე და ჩემ ოთახში დავაწვინე.

-ბაბუაა,რატუშაა-გავყვირი ბოლო ხმაზე. ისინიც წაშლილი სახეებით შემოცვივდნენ და კიდევ უფრო გაფიდრნენ,როდესაც გულწასული ანინე დაინახე.

-მოვალ ახლავე-რატუშა დაფაცურდა და უკან წამლებით დაბრუნდა. ბამბა დაასველა,რაღაც საშინელი სუნის მქონე ნივთიერებით და ანინეს ცხვირთან მიუტანა. ნელ-ნელა მაგრამ წვალებით ახელდა ანინე თვალებს. მეც ამოვისუნთქე.

-უხდები ჩემ საწოლს-ეშმაკური ღიმილით მივახალე. ტარომ ხელი გამკრა და თვალები დამიბრიალა მეც „რა მოხდა“ სახით შევხედე და მის თვალების ატრიალებას იგნორი მივაჯახე.

-წამო რატუშ გავიდეთ.-ვითომ სიმკაცრით,მაგრამ უზადო სითბოთი უთხრა ქალბატონს და ოთახი დატოვეს.

-სალაპარაკო არაფერია აქ! მივხვდი,რომ არ მოგწონვარ ნუ სიყვარულზე ზედმეტია ლაპარაკი-ირონიულად დააყოლა-მივხვდი,რომ მე ვერ ვიქნები ის ვინც შენ ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს,იმისაც მივხვდი,რომ ლაილა უფრო წარმომიდგენია შენ გვერდით ვიდრე მე-სანამ ჩემი ფერია ლაპარაკობს და გართულია დუდღუნში, ამასობაში მე მივუახლოვდი საწოლს,ვერც კი მამჩნევს და აგრძელებს ლაპარაკს-იმასაც მივხვდი,რომ შენთვის ზედმეტი ტვირთი ვარ და იმასაც მივხვდი,რომ ცოლად ვერ გამოგყვები-ვინ გკითხავს ანინე შენ თორე კარგი!-უბრალოდ არ შემიძლია-სანამ კიდევ იტყოდა რამეს,დრო ვიხელთე და ტუჩებზე დავაკვდი. შეწინააღმდეგება სცადა,გამიკვირდა კიდეც საიდან ამდენი ძალა ამ ერთიციდა გოგოს,მაგრამ მეც შესაშურ წინააღმდეგობას ვუწევ. ხელები დავუჭირე და ცალიხელით გავუკავე თავის ზევით. მოვშორდი მის ტუჩებს და გავუღიმე ანინეს

-მე მინდა,რომ ჩემი ცოლი იყო-ყელში დავუტოვე სველი კოცნა-მე მინდა,რომ ყოველდღე შენ გხედავდე-ენა ავუსვი ყბის ძვალზე-მე მინდა,რომ ჩემი იყო-ყურში ვუჩურჩულე-მე მინდა,რომ ჩემი გერქვას-სახე მისას გავუსწორე და შუბლზე ვაკოცე! გრძელი კოცნა გამომივიდა,ბოლოს უბრალოდ ტუჩები მქონდე მის შუბლზე მიდებული და ასეთ პოზაში ვიყავი გაშეშებული, ანინეს თვალები დაეხუჭა. ბოლოს მოვშორდი და გვერდით გადავწექი.

-არ ჩამეხუტები?-საყვარელი სახე მივიღე შეძლების დაგვარად. ანინემ ცხვირი ზევით აწია და უარი განმიცხადა,სულ შენ ნებას დავყვები ანინე! ხელი მოვკიდე და ჩემკენ გადმოვაგორე. მკლავებში მოვიქეცი,ცალი ფეხი მის ფეხებს გადავადე,რომ არ გამქცეოდა, სახე კისერში ჩავუდე და მის დაგემოვნებას მივყევი,შიგადაშიგ ანინეს კვნესის ხმაც მესმოდა,ეს კიდე უფრო მაგიჟებდა. ბოლოს ის შედეგი მივიღეთ,რომ ანინეს კისერი კარგად შეფარკლულიყო,ისევე,როგორც მისი ლოყები.

-გამომყვები ცოლად?-ვიცოდი,ვიცოდი,რომ ყველა ქალი ამაზე ოცნებობს. -ვერ შეგპირდები,რომ არ ვიჩხუბებთ,ვერ იმას შეგპირდები,რომ ყოველთვის ნაზი და თბილი ვიქნები,ვერ შეგპირდები,რომ არ გეუხეშები,მაგრამ ერთგული ვიქნები და არ შეგარცხვენ-სიმართლის საღამო გვაქვს? ჩემი თავის გამკვირვებია.

-ვერ გავიგე როგორი ხარ ნათანიელ! ხან თბილად მექცევი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვევით ჩავალთ თუ არა ისეთი მკაცრი სახით შემომხედავ და ისეთ რამეს მეტყვი ირონიულად,სულ აღარ გამახსენდება ეს ნათანიელი,რომელიც ახლა აქ...-შეყოვნდა,ნუთუ რცხვენია?-წევს-ამოიბუტბუტა ბოლოს და სახე დამალა. მე კი ხარხარი დავიწყე.

-რომ ვერ შეიყვარო და ტყუილ უბრალოდ გაუფუჭო გოგოს ცხოვრება?-მეორე „მემ“ საჭირბოროტო კითხვა დამისვა.

-თუ ასე მოხდა, უბრალოდ გავშორდებით და მორჩა!-მკაცრად გავიფიქრე,მაგრამ ხომ ვიცი,რომ ანინეს გარეშე ვეღარ ვძლებ.

-წამოდი,ჩავიდეთ ქვევით ვჭამოთ და სახლში დავბრუნდეთ. თორემ შაბათისთვის კაბა უნდა გვიყიდოთ შენთვის ფერია-ცხვირზე დავკარი ხელი და ავდექი.-ადე ეხლა!

-ვერ ავდგები სამთავიანი ძაღლი მადგას თავზე და მეშინია-შემომიბღვირა და გასვლას აპირებდა,რომ გაჩერდა მეც ინერციით მას მივეჯახე, თავი შემოატრიალა და თქვა-მე არავისთან არ ვყოფილვარ. მართლა.-ლაილას სიტყვები გაიხსენა და ისევ განაგრძო სვლა. კიბესთან იყო,რომ შემოვატრიალე და სახელურს მივაყუდე.

-ვიცი ანინე,ვიცი,რომ შენ მხოლოდ ბატონ ნათანიელ კარპატს ეკუთვნი!-სერიოზული ხმით, მკაცრი სახით განვუცხადე,თითქოს ის სახელი და გვარი ჩემი არ ყოფილიყო, ტუჩთან ახლოს ვაკოცე და კიბეზე ჩასვლა დავასწარი. მალე ისიც გვერდით ამომიდგა და მორცხვად ჩამკიდა ხელი. ღიმილით გავხედე და მისი შეფარკლული ლოყები აღარ შევიმჩნიე.

სამზარეულოში შევედით. დანიელის,ალექსანდრეს,ელეონორას და ჰეკას ნახვას აქ ნამდვილად არ მოველოდი. ელეონორა ანინესკენ გამოიქცა და უნახავი დაქალებივით ჩაეხუტნენ ერთმანეთს,როდის გახდნენ ასეთი ახლო მეგობრები. ანინეს ხელი გავუშვი და ბიჭებისკენ წავედი.

-სინათლე მოდის,ნათანიელ გაიწიე,თვალებში მიჭყუტუნებს-ალექსანდრე ფორმაშია. გადავეხვიე ორივეს და ჰეკას მხარზე დავარტყი ხელი.

-როგორ მოხდა მამა,რომ წამოყევი ბიჭებს-სიცილით ვუთხარი. მანაც როგორც ყოველთვის თვალები აატრიალა და გამიღიმა. ვერ ვიტანდი თვალებს,რომ ატრიალებდნენ,მაგრამ ანინე ამასაც ისე სექსუალურად აკეთებდა მინდებოდა,რომ ის თვალები კოცნით დამეშრო.

-შეიძლება სულ ანინეზე ფიქრი?-ნერვებ აშლილმა მეორე „მემ“ შემახსენა თავი.

-კი შეიძლება!-ამაყად განვაცხადე!

-რომ აღარ გამოჩნდით,მივხვდი სადაც იქნებოდი და წამოვიყვანე ესენიც,აბა რა ხდება სამეზობლოში-ეშმაკური თვალებით გადახედა დანიელმა ალექსადნრეს. მანაც გემრიელად შეუღრინა და ფანჯრისკენ გაიხედა.

ამასობაში ტარო და რატუშაც შემოვდინენ. ბაბუაჩემი გადაეხვია ყველას და ბოლოს ჰეკას წამოარტყა თავში ხელი. მოულოდნელი იყო ჩვენთვის,მაგრამ როგორც ჩანს არა მამაჩემისთვის.

-ოხ მამა!-გაიცინა და მასაც ჩაეხუტა ტარო-არ გაგვაცნობ ამ ქალბატონს?-მამა-შვილი ასე გავდეს ერთმანეთს არვიცი რა!

-ეს ქალბატონი,როგორც შენ აღნიშე ჩემი საცოლეა და თუ შეიძლება ნუ დაადგი თვალი,შვილო!-სიცილით შეგვაპარა ყველა სიახლე,მემგონი რატუშამაც არ იცოდა.

-არ ვარ საცოლე-მორცხვად ამოიგმინა ქალმა.

-ხარ ჩემო კარგო ხარ-გაიმეორა და თავზე აკოცა. აბა შემოვუსხდეთ სუფრას. ვერაჩკამ გაშალა სასტუმრო ოთახში.-ვერაჩკა? ვერაჩკა ვინ არის.

მაგიდას შემოვუსხედით. ისეთი ხმაური იყო,რომ თავი ამტკივდა. ანინე გვერდით მეჯდა და მისი ხელი ჩემ კალთაზე მედო. ისიც ვითომ არ იმჩნევდა და ვითომ შემთხვევით მეფერებოდა ცერა თითზე. ჩვეულებრივი ბავშვია ხომ ვამბობდი.

-ქორწილი როდის იქნება ნათანიელ-ჰეკამ შემომციცინა თვალებში. ამან რა იცის. ბიჭებს გადავხედე,რომლებიც ჭერში იყურებოდნენ. მეც ვაპირებდი რაღაცის თქმას,სიტყვა შუაში,რომ გამიწყდა

-არანაირი ქორწილი არ იქნება-ყველამ კარისკენ გავიხედეთ. ჩემი და ანინეს სახე უნდა გენახათ გაბურძგნული,პომადა არეული,თავში ფოთლებ ჩაცვენილი,ქუსლ მოტეხილი და კაბა დახვრეტილი ლაილა,რომ დავინახეთ. სიცილს ძვლივს ვიკავებდით,მაგრამ თან სიბრაზე შემომერია! რა მოუშორებელი ჭირივითაა!

-ღმერთო- აღმომხდა გაოცებულს. იმან უფრო გამაოცა ანინე,რომ წამოდგა და მისკენ დაიძრა. არაფერი არ უთქვამს,ღიმილიანი სახით ჩაკიდა ხელი და რაღაცაზე დაუწყო საუბარი,ამ ლაპარაკ-ლაპარაკში ლაილა ზღურბლს იქით მოახვდინა,ბოლოს ის გავიგე,როგორ უთხრა ,,ქორწილში დაგპატიჟებთო“ და კარი მიუხურა.
აი ეს მესმის!


--------------------
მემგონი მსუყე თავი გამომივიდა. მადლობა,რომ კითხულობთ და მადლობა კრიტიკისთვის. მიყვარხართ.
ხვალ კიდევ დავდებ და ასე. ჯერ არ ვგეგმავ დასასრულს,მაგრამ ამ ისტორიას,რომ დავასრულებ მერე დანიელის და ელეონორას ისტორია მინდა,რომ დავწერო,ოღონდ ჯერ არ ვიცი ღირს თუ არა.
მადლობა მადლობა დიიიიდი. მიყვარხართ kissing_heart



№1 სტუმარი A

Kargia momewona dzalian. Velodebi axal tavs da warmatebebs gisurveb....

 


№2  offline წევრი Alexandra28

ესეიგი შენ მოთხრობას გუშინწინ მივადექი 6თავი უკვე დადებული გქონდა არმახსოვს რამდენ ხანში წავიკითხე 6თავი მარა ძალიან ჩქარა დავამთავრე და მივადექი ბოლოს ისეთი საინტერესო იყო

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ბოლო მომენტი უმაგრესი იყო :დ :დ :დ მალე დადე

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დანიელის და ელეონორასი თუ ალექსანდრეს და ელეონორასი

 


№5  offline წევრი Auroram

ანი ანი
დანიელის და ელეონორასი თუ ალექსანდრეს და ელეონორასი


ცალკ-ცალკე ვიგულისხმე,ანუ ელეონორა ალექსანდრე და დანიელი ’უცნობი’

 


№6  offline წევრი Auroram

Alexandra28
ესეიგი შენ მოთხრობას გუშინწინ მივადექი 6თავი უკვე დადებული გქონდა არმახსოვს რამდენ ხანში წავიკითხე 6თავი მარა ძალიან ჩქარა დავამთავრე და მივადექი ბოლოს ისეთი საინტერესო იყო


ცოტა გვიან კი გპასუხობ მაგრამ... უღრმესი მადლობა,რომ კითხულობ heart_eyes მახარებს თქვენი კომენტარები მე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent