შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცეცხლოვანი ტანგო /7თავი

17-07-2017, 13:18
ავტორი Auroram
ნანახია 2 339

ნათანიელის POV.

გაოცებული დავრჩი მისი ამ ნაბიჯით. აღარც გაბრაზება მახსოვდა,აღარც მრისხანება. კოცნაში ავყევი,ხელები წელზე შევუცურე და ნაზად დავუსვი თითები. წამოვიწიე და მის ფეხებს შორის მოვთავსდი. ტუჩებს რიტმულად ვამოძრავებდი მისაზე და ისიც განაბული იყო ჩემ მკლავებში. არ მაინტერესებდა არავინ და არაფერი. ტუჩებს მოშორებული მის ყელს დავაკვდი. გემრიელად ვკოცნიდი და ვკბენდი,მის ფაფუკ კისერს. კვნესის ხმა,რომ მესმოდა,უფრო მინდებოდა დამესაკუთრებინა მისი სხეული. ფეხებს შორის ჩემ წელს შიგადაშიგ ვამოძრავებდი. გამჩერებელი არ ვიყავი,რადგან ეს ნაბიჯი გადადგა ესეიგი მზად არის.

-ნათანიელ-ამოიკვნესა.ღმერთო რა კარგი ხარ.

-გისმენ-ამოვიოხრე მეც და მის ტუჩებს დავაკვდი. მაქსიმალურად ცდილობდა,თავი გამოცდილი ქალივით დაეჭირა,მაგრამ მე რას მომატყუებს.

-მე...ღმერთო ნათანიელ-რაღაცის თქმა უნდოდა,როდესაც კისერში ვუკბინე და წუწვნა დავუწყე. -სირცხვილია-ნეტა საკუთარი თავის თუ ესმის.

-ვისთან ანინე-ყურში ვეჩურჩულები და შიგადაშიგ ყურის ბიბილოს ვულოკავ.

-მოვედით ბატონო ნათანიელ!-მკაცრად გაისმა მძღოლის სიტყვები ჰაერში. ხომ არის ღირსი ვისროლო ეხლა მძღოლი აქედან?

-ნუ გგონია,რომ გადამირჩი ანინე,ჩემი ხარ და ჩემი იქნები,ბოლომდე-ტუჩებზე ენა გავუსვი და მანქანიდან გადავედი.

სუნთქვა ძლივს დავირეგულირე. რა მიქნა. თმა გავისწორე,ტუჩები დავისველე, ამოვისუნთქე და ანინეს გავხედე. სახეზე,ღიმილი აკროდა,თვალები უბრწყინავდა,ტუჩები დასიებოდა და კისერზეც პატრა ადგილი გალურჯებოდა,ცოტა ზედმეტი მომივიდა,მაგრამ როგორია გითხრას ქალმა და თანაც ასეთმა სექსუალურმა,მინდიხარო და შენ ამ დროს ხესავით გაშეშდე. თმა გაისწორა და მანქანიდან გადმოვიდა. გვერდით აწითლებული ლოყებით დამიდგა და თავი ქვევით ჩახარა.
ხელი მოვკიდე ხელზე ისე,რომ არც შემიხედავს და წინ წავედი. ჭიშკარი გავაღე და დავინახე. ჩემი ბავშვობის ეზო,სახლი,ძაღლი,სიტკბო,სილაღე და სილამაზე.

-ბაბუუ!-დავიყვირე. ანინე შეხტა.-ტარო-თან ვყვიროდი,თან ანინესთან ერთად სახლისკენ დავიძარი. მალი კარიც გაიღო და გამოჩნდა...

მაღალი,წელში გამართული,მოელვარე ცისფერი თვალებით,შავგვრემანი მამაკაცი,რომელიც ყურადღებით ეძებდა ობიექტს,რომელიც ეძახდა მას.

-ბაბუ ვეღარ მცნობ?-სიცილით დავკარი მხარზე ხელი და გავუღიმე. რომ მიხვდა ვინ ვიყავი ბედნიერმა გაშალა ხელები და მომეხვია.

-ნათანიელ,ბაბუ შენ ხარ?-ღიმილით გადამისხვა თავზე ხელი. ყოველთვის ასე აკეთებდა,როდესაც ვენატრებოდი,ან სადმე ჩემი გაშვება არ უნდოდა. -როგრო მომენატრე ბაბუ,როგორ მომენატრე-აცრემლიანებული თვალებით მიყურებდა და ისევ ჩამიკრა გულში. თავი ყველაზე ცუდი ადამიანი მეგონა,მისი ასეთი თვალების ხილვა ჩემი ბრალი,რომ იყო.

-მინდოდა,ბა,მიდოდა მოსვლა,მაგრამ ხომ იცი,რომ დრო არ მაქვს,შენ კიდევ ჯიუტად არ მომყვები. გგონია ჰეკას არ ენატრები?იცი,რამდენჯერ გახსენებს ხოლმე.-სევდით აღსავსე თვალებით შევხედე ტაროს და სიმართლე რბილად შევაპარე.

-რას მაგლოვებ ადამიანო,გამაცანი ეს ანგელოზივით გოგო,რომ დააყუდე აქ შეშასავით!-შემომიბღვირა ბაბუამ.-მოგესალმებით ლამაზო,ასულო. მე ტარო ვარ, ამ გოლიათის ბაბუა.-როგორც ყოველთვის ქალის მუსუსია.
მისი ცოლი სახლიდან წავიდა. არცერთს არ ყვარებია ერთმანეთი,უბრალოდ მამაჩემი შემთხვევით მოხვდა ქალის მუცელში,ტარომაც არ მოაკვლევინა ბავშვი. ჰეკას დაბადებისთანავე ის ქალიც აორთქლდა. დარჩნენ მამაკაცები ერთად. არ ეტყობა ასაკი და არც ქალები აკლია გარშემო.

ანინეს POV.

მანქანის ინციდენტის შემდეგ გონება არეული მაქვს. ვერ ვიჯერებ,რომ ინიციატორი მე ვიყავი. მე ვუთხარი ის სიტყვა,რაც ყველაზე ინტიმური მეგონა,მე შევუცურე თითები თმაში და მე ვითამაშე მის ჰორმონებზე. თვალებ დაბინდული გადავყევი ნათანიელს. მესიამოვნა ხელი,რომ ჩამკიდა,ამაზეც გამეღიმა,მაგრამ არამგონია შეემჩნია,თავი ჩახრილი მქონდა. ჭიშკრის გაღებისთანავე დავინახე არცთუ ისე დიდი,მაგრამ სასიამოვნო ექსტერიერის მქონე სახლი. ულამაზესი ბაღით და ჩემი საყვარელი ყვავილით. კარპატების ოჯახს უყვარს ესეიგი „აზალეა“. ნამდვილად სასიამოვნო სუნი აქვს. ტანგოს მახსენებს.იმ ცეკვას მახსენებს,რომელისთვისაც ღირდა დაბადება,რომლისთვისაც ჩემი ცხოვრება უფრო ძლიერდება,რომლისთვისაც თავის გაწირვა შემეძლება და სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ ნათანიელის გვერდით,მიტომ,რომ ცეკვის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი,მაგრამ არ მეგონა თუ თვით ნათანიელ კარპატი შემიყვარდებოდა.

სახლიდან ბაბუამისი,რომ გამოვიდა ნათანიელის მამა დამიდგა თვალწინ. ცოტა სიარული ჰქონდა განსხვავებული და სახე,რომელიც ეტყობოდა,როგორ უცინოდა. ბაბუა-შვილიშვილის შეხვედრის ყურება ნამდვილად არ აღმოჩნდა მარტივი. მეც მომინდა მყოლოდა ისეთი ადამიანი,რომელიც ასეთი თვალებით შემომხედავდა,მეტყოდა,რომ მოვენატრე,დამტუქსავდა იმისთვის,რომ ამდენი ხანი არ მინახავს,მაგრამ ვაი,რომ ეს ყველაფერი ილუზიაა,ვაი,რომ შეიძლება ჩემი და ნათანიელის ურთიერთობაც ილუზია აღმოჩნდეს.

-შეიძლება ვიკითხო,ყველანაირი თემის ბოლო ნათანიელი რატომ არის?-ჩემი მეორე „მე“ აღშფოთებული ჩანს. გავიცინებდი სირცხვილი,რომ არ ყოფილიყო.

-იმიტომ,რომ მიყვარს!-ამაყად გავიფიქრე და ბაბუას გავხედე,რომელსაც აშკარად ჩემი გაცნობა სურდა.

არ მეგონა ასეთი ჯენტლმენი თუ იქნებოდა,მიკვირდა ნათანიელის ბებია სად იყო,ან რატომ საუბრობდა ასე თავისუფლად ქალთან,ბევრი კითხვა დამიგროვდა,მაგრამ ვხვდებოდი,რომ ჩემი საქმე არ იყო ამიტომ გაჩუმება ვამჯობინე.

-ანინე ქვია,ტანგოს მოცეკვავეა ტარო-ეშმაკური ღიმილით გახედა ბაბუას ნათანიელმა და მამაკაცმაც არანაკლებ საინტერესო სახე მიიღო-და სხვათაშორის ძალიან კარგად ცეკვავს,ტარო-ბოლო სიტყვები გამოკვეთა და ხმამაღლა გაიცინა. უთხარით კიდევ გაიცინოს. სანამ მე მის სიცილს გამოშტერებული ვაკვირდებოდი,ბაბუამ იმხელა ხმაზე შეჰკივლა მოახლის სახელი,წესიერად ვერც გავიგე.

-რატუშა-კიდევ დაიყვირა. რატუშა?ეს საერთოდ სახელია?

-გისმენთ ბატონო ტარო-გამოვიდა,ორმოცდაათწელს გადაცილებული,მაგრამ საკმაოდ ლამაზი ნაკვთების მქონე ქალბატონი. ნათანიელმა გადმომხედა და თვალი ჩამიკრა. ვერ მივხვდი რა იგულისხმა და მისკენ მივიწიე. ხელზე ხელი მოვუჭირე და წარბშეკრულმა ავხედე.

-რადიო გამომიტანე!-ზუსტად ისე თქვა ეს ორი სიტყვა ტარომ,როგორც ნათანიელი მეუბნება,ხოლმე მე. საწყალ ქალბატონს თვალებში ანთებული ნაპერწკლები წამში ჩაუქრა და თავის დაქნევით შემოიფარგლა. გაბრუნდა და სახლში შევიდა.

-მოგწონს ტარო?-ნათანიელმა ახლა მას შეხედა ეშმაკური სახით.

-მერედა როგრო-ამაყად განაცხადა,მაგრამ თუ მოსწონს ასე რატომ ექცევა?რატომ ტკენს?

-მერე,რატომ ელაპარაკებით ასე?-გაოცებულს ამომხდა. ტარომ გამომხედა და გამიღიმა.

-შენ ასე არ გელაპარაკება ნათანიელი?-ნათანიელს გახედა და ხარხარი დაიწყო. აშკარად არ უნდოდა ჩემ დესპოტს ეს სიტყვები გამეგო. სიტუაცია ისევ ტაროს მოახლემ განმუხტა. ხელში ოთხკუთხედი რადიო ეჭირა. ციფერბლატით წინ.

-აი, ბატონო ტარო-ნაწყენი სახით გაუწოდა რადიო და წასვლას აპირებდა ტარომ ხელი,რომ სტაცა და გვერდით დაიყენა.

-ჩართე-გასცა ბრძანება ბაბუამ. ქალიც დასწვდა რადიოს და უღიმღამოდ ჩართო. ტანგოს ჰანგებმა გაიჟღერეს ჰაერში. გამიკვირდა,აშკარად ქალსაც გაუკვირდა.

-რატუშა ცეკვავ ტანგოს?-ღიმილით კითხა ტარომ და ქალს წელზე ხელი შეუცურა, წამოიკივლა,მაგრამ წინააღმდეგობა არ გაუწევია. დაიწყეს ტანგოს ცეკვა.
ნამდვილად გამიკვირდა რატომ იყო ამ ოჯახში ამ ცეკვისადმი ამხელა დამოკიდებულება,რატომ იცოდა ყველამ ტანგო ან რა დატვირთვა ჰქონდათ მათთვის ამ ცეკვას.

მეც მომინდა ცეკვა,ფეხებს ადგილზე ვამოძრავებდი შეუმჩნევლად. ტანგოს მუსიკას ვღიღინებდი და ნელ-ნელა თვალებს ვხუჭავდი. მთელი ჩემი სხეული მოიცვა ტანგომ,ვეღარ ვჩერდებოდი. ნათანიელმა გადმომხედა და კულმინაცია იგრძნო თუ არა მუსიკის მტაცა ხელი და ჩვენც დავიწყეთ ცეკვა.

ვცეკვავდით ტანგოს და არ ვუშინდებოდით არცერთი ინტიმურ ილეთებს,არ გვსურდა მუსიკის დამთავრება. ვერ აღვწერ რა სიამოვნება ვიგრძენი,როდესაც ხელი ამისვა ფეხზე და გადამწია უკან. გასწორების თანავე,ტუჩებში მაკოცა და გამშორდა თუ არა შუბლზე მომადო შუბლი და ამოისუნთქა,რაღაცის თქმას აპირებდა წიკვინა ხმა,რომ გაისმა და დაფარა ტანგოს მუსიკის ხმა.

-ნათანიელ,მღალატობ?-არ არსებობს! ოღონდ ეს არა! ოღონს ის არა!

ავტორის POV.

რა საოცრებაა არა? ცხოვრებას ვერ უკარნახებ. თუ ამოგიჩემა,მერე მტრისას. ჰაერში ტანგოს მუსიკა იყო,მიწაზე კი გაოცებული ხალხის სახე,ნათანიელის აწითლებული თვალები და ანინეს გულდაწყვეტილი ფიქრები „სხვასთანაც იყო“. და მაინც...
ერთი...
ორი...
ტანგო...

----------------
ასე მგონია,რომ არ მოგწონთ.
მაგრამ მადლობა,რომ კითხულობთ. მიხარია თქვენი კომენტარების ხილვა.
კვირაობით ვერ დავდებ ხოლმე და სხვა დღეებში თქვენი ვარ :დ
მიყვარხართ!

№1  offline წევრი Alexandra28

უააუაუაუაუა როგორ მომწონს ეს მოთხრობა

№2  offline წევრი Auroram

Alexandra28
უააუაუაუაუა როგორ მომწონს ეს მოთხრობა

მიხარია,რომ მოგწონს. ასე მგონია არ არის კარგი

№3  offline აქტიური მკითხველი grafo

1. შენი ნაწერით პირველ რიგში შენ თუ არ ხარ კმაყოფილი, ეგ ძალიან ცუდია.
არა, ძაან კმაყოლებაც არ ვარგა მაგრამ მაინც....
2. მაგას ალბათ იმიტომ ამბობ, რომ შენ კომენტარების ნაკლებობას განიცდი. აი, გადახედე ისტორიებზე კომენტარებს და იქნებ მიხვდე, რატომ გაქვს ნახვების რაოდენობა საკმარისი, კომენტარები კი არა.
ისე მაგრად წერ, მე რა უნდა ვთქვა. არც შენიშვნა მაქვს. არაფერი. ვკითხულობ მშვიდად. შენ ვერც კი წარმოიდგენ ეგ რამხელა ფუფუნებაა მკითხველისთვის.
აბა შენ იცი:&

№4  offline წევრი Auroram

grafo

ვერ მივხვდი,კომპლიმენტად მივიღო თუ არა,მაგრამ მადლობა,რომ დაწერე ის რაც დაწერე. მართლა ვაფასებ.

№5  offline აქტიური მკითხველი grafo

Auroram

ოოო, შენ თუ ჩემი ნათქვამს ვერ მიხვდი, მე ახლა იმაში მეპარება ეჭვი რომ ამ ისტორიას შენ წერ:))).

№6  offline წევრი Auroram

მეკიდე ნაწყენი ვარ,იმიტომ,რომ შემიძლია სათითაოდ გადმოვალაგო ის ჩანახატები,რაც ჩართული მაქვს ისტორიაში. და ,რომ რამე მე არ ვიტყუები! არასდროს!

№7 სტუმარი Guest nata

auuu malee dadeee gtxoov....moutmenlaad veloodebii yoveltviis am istoriis dadeebas...❤❤❤

№8  offline წევრი Auroram

Guest nata
auuu malee dadeee gtxoov....moutmenlaad veloodebii yoveltviis am istoriis dadeebas...❤❤❤

არის მემ!

№9 სტუმარი annnastacia

ძალიან კარგია მართლა!!! კომენტარების ნაკლებობას ნუ მიაქცევ ყურადღებას, მოუთმენლად და სუნთქვაშეკრული ველით და ალბათ მაგიტომ)))

№10  offline წევრი Auroram

annnastacia
ძალიან კარგია მართლა!!! კომენტარების ნაკლებობას ნუ მიაქცევ ყურადღებას, მოუთმენლად და სუნთქვაშეკრული ველით და ალბათ მაგიტომ)))

მადლობა! მადლობა!❤️

№11  offline წევრი Tushma19

ერთი....ორი.... ტ ა ნ გ ო!❤️????

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent