შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არჩევანი (3)


18-07-2017, 13:34
ავტორი Cicinatela17
ნანახია 1 331

დილით ადრე გაეღვიძა, მიუხხედავად დაღლილობისა არ ჩვეოდა გვიანობამდე ნებივრობა საწოლში. თვალის გახელისთანავე ტელეფონს დასწვდა და ანდრეს დაურეკა. იცოდა სამსახურში იქნებოდა უკვე.
საპასუხოდ გაუთიშა. თათბირზეა ალბათო, გაიფიქრა და თავის მოწესრიგება დაიწყო. თეთრი მოკლე სარაფანი ჩაიცვა და თმა ჩამოიყარა, ფეხზე სანდლები ამოიცვა და სასადილო დარბაზისკენ აიღო გეზი.
შვედური მაგიდიდან ყავა აიღო.
ხასიათი გაფუუჭბული ქონდა. არ იყო მიჩვეული მარტო საუზმობას და მითუმეტეს უცხოეთში. ფანჯარასთან პატარა ორ კაციან მაგიდას მიაშურა და ყავის ფინჯნით ხელში ჩამოჯდა. მანამდე თვალი მოჰკრა სანდროს, მაგრამ თითქოს არც შეუმჩნევია.
მართალია მარტოობა არ უყვარდა, მაგრამ უცხო ხალხს უფრო ვერ იტანდა.
-ლენკა ალბათ ახლა მე-9 სიზმარს ხედავს.-გაიფიქრა და ცხელი სითხე მოსვა.
-დილა მშვიდობის!-უკნიდან აწ უკვე ნაცნობი ხმა მოესმა. საოცარი სმენა ქონდა და ხმები არასდროს აერეოდა ერთმანეთში. არც შემკრთალა, ელოდებოდა კაცის მისვლას.
-გამარჯობა!
-შეიძლება?-მიუთითა კაცმა სკამზე. ლიზამაც თავის დაკვრით დაეთანხმა.
სანდრომაც არ დააყოვნა და თავისი ჩაი მაგიდაზე დადგა. თვითონ კი კონფორტულად მოკალათდა.
-კონცერტზე ჰომ არ ნერვიულობ? თუ დილით ასე ადრიანად იღვიძებ სულ?
-სანერვიულო მგონი არაფერი არ არის!-ამაყად წარმოთქვა ლიზამ-დღეს ჰომ უბრალოდ რეპეტიციაა! ისე კი ადრე ვდგები ყოველთვის.
-ძალიან კარგი! 12ზე გველოდებიან სკოლაში. 11ზე მოგვიწევს გასვლა, სოფელში ვხსნით სკოლას და გზასაც დრო უნდა.
-გასაგებია, ჩემთვის პრობლემა არაა!
-ძალიან კარგი! ისე მეგონა ქმართან ერთად იქნებოდი.
-მუშაობს!-არ ესიამოვნა ლიზას სანდროსგან ეს შეკითხვა, არც ტონი და მზერა.
-გასაგებია!
უხერხული სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს მათ შორის ჰაერიც დამძიმდა და უარყოფითად დაიმუხტა. ლიზამ უარესად იგრძნო თავი. ხვდებოდა უაზროდ უხეშობდა, ამ კაცს არანაირი ცუდი განრახვა არ ქონია, ვითომ ცოტა კაცი უნდახავს მისით აღფრთოვანებული. ახლა დრო იყო გამოესწორებინა თავისი საქციელი. კითხვას გონებაში აწყობდა და ათასჯერ უცვლიდა წყობას.
-შენ გყავს ცოლი?
-არა! -სანდრო მისკენ გადაიწია და რაღაცის თქმას აპირებდა მისმა ტელეფონმა რეკვა რომ დაიწყო. -ლენაა.
-ლენკა? გაიღვიძე?
-........
-ქვემოთ ვარ ლენ, ჩაის ვსვავ ლიზასთან ერთად.
-.......
-კარგი გელოდებით! - ამ დროს ლიზას ახედა და გაუღიმა.
-.......
-მეც ლენ!
ლიზას ერთი რამ უტრიალებდა თავში.
„ღმერთო რა ლამაზი ღიმილი აქვს!“

არეული ავიდა ნომერში. ხვდებოდა ესე ვერ გაძლებდა. ამ გრძნობას სახელს ვერ არქმევდა, მაგრამ ხვდებოდა საოცარ მიზიდულობას რომ გრძნობდა მამაკაცის მიმართ და ეს სულაც არ იყო ანდე.
უცხო.
სანდროს დანახვისთანავე იგრძნო რაღაც, თავიდან შიში, ალბათ ქვეცნობიერად გრძნობდა ცუდს რომ მოასწავებდა ეს ყველაფერი და თავს იცავდა.
აფორიაქებბული იყო. აბაზანაში შევიდა და ცივი წყლის ქვეშ დადგა. მასთან ყოფნაც აფორიაქებდა და უმისობაც. რამდენიმე წუთი გაატარა სააბაზანოში. შემდეგ მოწესრიგდა. კრემისფერი კაბა ჩაიცვა წვრილ ბრეტელზე. დაბალქუსლიანი სანდლები მოირგო. იქვე მდგარ ტრილიაჟთან ჩამოჯდა და წითელ ტუჩსაცხს ისვამდა, როცა ტელეფონი აწკრიალდა.
ანდრე იყო.
არ უპასუხა.
მასთან ლაპარაკის სურვილი არ ქონდა.
თმა შუაზე გაიყო და უკან კუდად შეიკრა, კეფაზე. თეძოების მკრტალი რხევით ჩავიდა ფოიეში, სადაც ლენკა და სანდრო ელოდნენ დანარჩენ ორგანზატორებთან და მონაწილეებთან ერთად.

ტოსკანას ულამაზეს პატარა სოფელში იყო მუსიკალური სკოლა. პატარა შენობა, გარედან თეთრი და ლურჯი დარაბებით, შიგნიდან ყველაფერი ძველებური იყო, აფიშები გამოეკიდათ კედლებზე, ნახატები და სხვადდასხვა საკრავების სურათები. ათვალიერებდა ლიზა სკოლას და თან სანდრო უხსნიდა ყველაფერს. ეს სკოლა, რომ დიდ ისტორიას ინახავდა და მრავალი მუსიკოსის პირველ მუსიკალურ ნაბიჯებს უკავშირდებოდა. როგორ აღარ ფუნქციონირებდა რამდენიმე ხანი და როგორ აღადგინა სანდროს უფროსის დიდი ძალისხმევით. ლუიჯიც, სანდროს უფროსი ამ სოფლიდან ყოფილა და მისი უშვალო ინტერესს წარმოადგენდა ეს. საქართველოში ყოფნისას კი შემთხვევით დასწრებიან ლიზას კონცერტს და სწორედ მაშინ გადაწყვიტა გახსნაზე აუცილებლად ლიზა დაუკრავდა.
ლუიჯიც გაიცნო. სასიამოვნო კაცი იყო, ნამდვილი იტალიელი, დაახლოებით 50-55 წლის, იქვე ღვინოზე დაპატიჟა ქართველი სტუმრები და მისი უსაზღვრო სიყვარულიც გაუმხილა მათ ქართველების მიმართ და ასევე მათი სამშობლოსი.
სანდრო სულ მის სიახლოვეს იყო, თუმცა დიდად არ აწუხებდა. რეპეტიციის დროს, როცა ლიზამ განმარტოება მოინდომა დარბაზში როიალის პირისპირ მაშინ არაფრით დატოვა მარტო სანდრო.
ლიზას თითქოს გაუხარდა მისი სიჯიუტე. მოთხოვნა მოესმინა მხოლოდ მას და დართოო ნება.
სულ ბოლო რიგში იჯდა სანდრო.
ტკბებოდა ლიზას ყურებით. ყურები თითქოს დაგუბებოდა და ერთი ბგერაც კი არ ესმოდა.
უყურებდა მის გრაციოზულ მოძრაობებს, როგორ ეხებოდა მისი გრძელი, თხელი თითები კლავიშებს. ხვდებოდა რომ ეეს უბრალო გატაცება აღარ იყო და მთელი მისი არსება დაეკავებინა ლიზას.
გულთამპყრობელ ალექსანდრე კიკნაძე, დედით იტალიელი და მამით ქართველი, ორივე ეროვნების ტემპერამენტს და გენს მხოლოდ დადებით რომ გაემეტებინა მისთვის. არასდროს იბნეოდა ქალებთან მიმართებაში.
ლიზა სხვა იყო.
ლიზა სხვა ქალებს არ გავდა.
მისი მორიდება, დაბნევა, სიმორცხვე, ჩაკეტილობა მეტ ინტერეს აღუძრავდა კაცს და ხვდებოდა, რომ როიალთან მჯდომი ქალი და მის გარეშე ორი სხვადასხვა პიროვნება იყო. ინსტრუმენტან მყოფი თამამი, ძლიერი, კეკლუცი და სექსუალური ლიზა სრულიად განსხვავდება ლიზასგან, რომელსაც კომპლიმეტნების დროს ლოყები უღაჟღაჟდება და არ იცის სად წავიდეს.



****
სააბაზანოში შესულმა ცივი წყალი მოუშვა და ნიჟარას ჩამოაყრდნო ხელები. ისტერიულად ისხავდა ცივ წყალს სახეზე.
იტანჯებოდა.
საშინლად იტანჯებოდა. წლებია სინდისი არ ასვენებდა.
არც გული.
ფიტულად იყო ქცეული. მისთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა მისთვის. ჯალათად იქცა არამარტო ლიზასთვის, ამით თავსაც ინადგურებდა.
გუშინდელმა მისმა საქქციელმა მასშიც საბოლოო წერტილი დასვა. მეტი არარ შეეძლო. სუნთქვა აღარ შეეძლო. თამაში და ეს ნირაბი უკვე გულ ურევდა.
გული აერია.
ყველაფერზე.
თავის ცხოვრებაზე, საქციელზე.
სარკეში იხედებოდა და მხოლოდ ცხოველს ხედავდა.
ცხოველს, რომელმაც ყველაფერი გაანადგურა. თავისი ცხოვრება თავზე ჩამოექცა.
წარმატებული იყო. საქმის პროფესიონალი, ყველა პატივს სცემდა, დიდი ქონების პატრონიც იყო. გარეგნულად ბედნიერი, ოჯახიც არაჩვეულებრივი.
ამით ყველას ატყუებდა, საკუთარი თავის გარდა. ყველაფერი ეზიზრებოდა. უკვე ლიზაც. და ყველა ის გრძნობა რასაც მის მიმართ გრძნობდა.
წამით მარიამიც შეზიზღდა. ლიზასი იყო და იმიტომ. თვალწინ დაუდგა მისი სახე, ღიმილი და მოციმციმე თვალები. მისი დაძახებული პირველი მამა ახლაც ნათლად ჩაესმოდა ყურში. მიხვდა, ყველას შეიძულებდა. ყველაფერს რაც ლიზას აკავშირებდა, მაგრამ ვერა მარიამს.
ის მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო, ისევ ლიზასი, მაგრამ მისიც, მისთვის, მისი სულისთვის.
ლიზა რასაც ეხებოდა ყველაფერს ზიზღის ელფერი ეძლეოდა ანდრესთვის. მაგრამ ვერა მარიამზე. ეს ძალა მასზე ვერ ვრცელდებოდა.
მისი ანგელოზი.
მოწესრიგდა, წყალი გადაივლო და ოთახში შებრუნდა.
ლიზა საწოლზე ჩამომჯდარიყო და ზლუქუნებდა. ქმარს გამოხედა და ისევ ატირდა.
„უღირსი“ „ზნედაცემული“
მისი დანახვისას მხოლოდ ეს სიტყვები უტრიალებდა კაცს თავში.
ისევ გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა.
-საუზმე გაამზადე, სწრაფად!- პერანგს დაავლო ხელი და ჩაცმა დაიწყო.-მარიამს მე გავამზადებ და ბაღშიც მე წავიყვან!
-რა?!-აცრემლებული თვალებით ახედა ქალმა, დიდი გაკვირვება ეკითხებოდა მზერაში, არასდროს წაუყვანია ანდროს შვილი ბაღში, მითუმეტეს თვითონ მოემზადებინა რამე. გაყავდა სასეირნოდ, გამოყავდა ბაღიდან, მაგრამ ამ უკანასკნელსაც დაძალებით აკეთებდა.
სულ თვილიდა ლიზას ვალდებულება იყო ბავშვის მოვა და სახლის საქმეები. გასეირნებით კვირაობით სულ ასეირნებდა, უყვარდა ბავშვთან დროის გატარება, მაგრამ სხვა დანარჩენს ლიზას ვალდებულებად მიიჩნევდა.
ამიტომაც გაუკვირდა ქალს მისი ეს საქციელი, შიშმაც გაკრა გულში. მაგრამ თვალები სრაფად მოიწმინდა და წამოდგა. სამზარეულოში გალასლასდა.
კარგად ახსოვს უძილო ღამეები, პატარა მარიამი მთელი ღამე, რომ ჭირვეულობდა. სიცხიანიც და ყველაზე მეტად ლიზას მაშინ რომ ჭირდებოდა თანადგომა და დახმარება ბავშვის გაზრდაში. ამ დროს კი ანდროს მშვიდად ეძინა. არ აინტერესებდა და სულ უმეორებდა რაც არ უნდა მიყვარდეს შვილი მისი გაზრდა შენი ვალდებულებააო.
ლიზა ვერაფერს აკეთებდა.
ბევრჯერ უფიქრია ყველაფრის მიტოვებაზეც. გაქცევაზე, ქვეყნიდან გადახვეწაზე. იქ სადაც არავინ იცნობს.
მარიამს ანდრეასთან დატოვებდა. დარწმუნებულიც კი იყო შვილს არაფერს მოაკლებდა. მასზე კარგადაც კი მოუვლიდა. ყოველთვის იცოდა როგორ ოცნებობდა შვილებზე. ბევრი შვილი უნდოდა ანდრეას და ლიზამაც ზუსტად იცოდა ყველაზე ჩართული მამა, რომ იქნებოდა ბავშვის აღზრდასა და გაზრდაში.
ეს კი ყელაფერი ისევ ლიზას სასჯელი იყო.
ვერ ბედავდა.
არ შეეძლო მარტო ყველაფრის თავიდან დაწყება, ფულის გარეშე არ შეეძლო. ფუფუნებას მიჩვეულს არ წარმოედგინა გაჭირვბაში და სიმარტოვეში რა უნდა ეკეთებინა. არაფერი იცოდა.
ხსნას კი ისევ მის ჯალათში ხედავდა.
მისთვის მთავარი იყო გაჭირვება არ ენახა. იტანჯებოდა. სახლის საქმეებიც ტანჯავდა. ანდრეა სულ უარს რომ ეუბნებოდა დამხმარეს აყვანაზე. ძიძაზე.
მაგრამ ყოველთვის ქონდა შესაძლებლობა ეარა ძვირადღირებულ სალონებში და სპა ცენტრებში. ყოფილიყო მუდამ ფორმაში და ხალხს ვერ შეეტყო მისი სულის სიმახინჯე. მისი სულიერი სიღარიბე და უბედურება. ანდრეას გვერდით ხშირად ჩნდებოდა საზოგადოებაშიც და ვერც კი წარმოიდგენდნენ თუ ასეთი მახინჯი ურთიერთობა ქონდა ცოლქმარს.
ამას ვერ მიატოვებდა.
მაღალ საზოგადოებაში ადგილი და სახელი არ ეთმობოდა.



№1 სტუმარი Guest Nita

Samive tavi ertad cavikitxe da dzaan momecona. Kargia dzaan. Gaagrzele plsss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent