შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ხარ მასწავლებელო 2


18-07-2017, 23:39
ნანახია 2 460

დოსიე ბოლომდე წავიკითხე, შემდეგ ფეხზე ავდექი მაცივრიდან პატარა ლუდი გამოვიღე და მოვსვი. ახალი დავალების თანახმად უნდა მიმეხედა იოანე და ბექა დოლაბერიძეებისათვის. როგორც მივხვდი თავხედ ბიჭს იოანე ქვია ფუი ამის ბაბო ვატირე რააა ბექა რა საყვარელია და ეგ ვინაა უფ. ავდექი და ლადოს დავურეკე.
-წაიკითხე?
-ხო და რატომ მე?
-იმიტომ რომ ყველაზე ხშირი შეხება გაქვს მაგათთან და თანაც შენი პროფესია რაღაცაში ხომ უნდა გამომადგეს. ლადო და ეს ირაკლი სადა??
-ტელეფონით ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ თუ გინდა ჩვენთან მოდი ლაშაც აქაა და ყველაფერს უკეთ აგიხსნი.
-კარგი მალე მოვალ.
შავი ელასტიკი და წითელი საროჭკა ჩავიცვი ტყავიც მოვიცვი და ბაიკის ჩაფხუტი ავიღე მამას ბაიკზე დიდი ხანია არ ვმჯდარვარ, ამიტომ ბაიკით გასეირნება გადავწყვიტე. დაბლა ჩავედი და რას ვხედავ თავხედი ბიჭი მოდის ჩემსკენ და თან მიღიმის ვაიმეე ისე რა კაი ღიმილი აქვს. ემი რეებს როშავ ჩაიგდე ენა. თავი გავიქნიე, რომ გამეფანტა დებილური აზრები.
-პატარა გოგოს ბაიკიც ყოლია.
-როდის მიხვდები რომ პატარა გოგო არ ვარ.
-პატარა ხარ ვერ ხედავ როგორი დაბალი ხარ?
-მე დაბალი არ ვარ ეგ შენ ხარ ძაან მაღალი.
-ნუ ეხა...საით პატაა გოგოვ?
-შენი საქმე არაა. ნახვამდის.
ჩაფხუტი დავიფარე ბაუკს მოვახტი და ლადოსთან წავედი. მათთან სახლში მალე მივედი. სახლში შევედი და ეგრევე ლაშა მოვიკითხე.
-სად ბრძანდება?
-ბანაობს.
ბანაობსო??? ეშმაკურად გავიღიმე და აბანოსკენ წავედი. ლადო მიხვდა რომ რაღაც ჩავიფიქრე. რამით ხომ უნდა გავერთო არააა. საბაზანოსთან გავჩერდიდ ავფიქრდი და მერე ტუალეტშიშევედი წყალი ჩავრეცხე. ორ წუთში ლაშა აწიპკდა წყალი ძალიან გაუცხელდა. მე სიცილი ამიტყდა. რა ვქნა მიყვარს მაიმუნობა და რა ჩემი ბრალია. ლადოსთან ჩავირბინე და მივუსკუპდი, მაგრამ რათ გინდა მიხვდა ლაშა ვინც იყო ჩემს გატდა ვინ იზამდა მაგას. გამოყო თავი და შემომძახა ვერ გადამირჩებიო.
-ლადო აბა ერთი კარგად ამიხსენი რა ხდება მაგ ოჯახში.
ლაშას მუქარას ყურადღება არ მივაქციე და საქმეზე საუბარი დავიწყე.
-მოკლედ ოჯახს ბგონია ირაკლი მკვდარი. სინამდვილეში კი ცოცხალია და იმალება. ირაკლი ჩემი ნახევარ ძმაა დედით ერთნი ვართ, მამით კი სხვადასხვა. თუმცა კარგი ურთიერთობა გვაქვს. მოკლედ რა ირაკლის ოჯახს სჭირდება ყურადღება ორივე ბიჭს უთვალთვალებენ სერიოზული კრიმინალები. ერთი ბანდაა თეთრი დრაკონი ქვია. მათ ირაკლისათვის სამაგიეროსგადახდა სურთ, რადგან ეეთი წლის უკან დავალების შესრულებისას მათი უხუცესი მოკლეს.
-მოკლეს?
-ხო მამაშენმა და ირაკლიმ. პარტნიორები იყვნენ და კარგი ძმაკაცებიც იყვნენ თუმცა შენ არ გიცნობდა ირაკლი. ნანი კი გიცნობს სურათიდან. ახლოდან ნანახი არ ყავხარ.მოკლედ.რა ბანდის უხუცესის სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა დაიფიცა რომ ორივეს მოკლავდა. მამაშენი მისი მოკლულია და მას შემდეგ ირაკლიზე ნადირობს. ასე რომ მისი ოჯახი უნდა დაიცვა. იციდე არავისთან წამოგცდეს რომ ირაკლი ცოცხალია არავინ არ უნდა გაიგოს. განსაკუთრებით კი იოანემ არ უნდა გაიგოს რომ მამამისი ცოცხალია მისი სიკვდილი ძლივს გადაიტანა.
-კარგი გასაგებია. ანუ ჩუმად უნდა ვიმოქმედო.
-ხო და ფრთხილად იყავი შენი ვინაობა არ გაამჟღავნო რადგან ბანდა მათ უკვე უთვალთვალებს და თანაც შენი ვინაობა რომ გაიგონ ანუ რომ გაიგონ ვისი შვილიც ხარ შენც არ დაგტოვებენ ცოცხალს.
-აუფ დამაწყნარე. არ ინერვიულო ვეცდები ყველაფერი ათიანზე შევასრულო და ირაკლის გადაეცი რომ მის ოჯახზე საუკეთესოდ ვიზრუნებ.
-კარგი. ჩემი ტკბილი გოგო ხარ.
-ებეეე რა დალიე.
-ლუდი დავლიე ციტა.
-ასე მოგეკიდა მერე?
-ნუ მაიმუნობ რაა რომ მოგეფერო არ შეილება? ბოლო ბოლო შვილი ხარ.
-მთლად შვილიც არ ვარ მაგრამ კაი ჯანდაბას მამიკონა.
-მაიმუნო ეგეთი ბებერი არ ვარ მამიკო რო მიწოდო.
-კარგი ბოდიში. შევრიგდეთ. წავედი ახლა სახლში. აბა ჰე და ლაშას უთხარი ის გოგო გამაცნოს.
-გადავცემ.აბა ჰე.
სახლში მივედი კარგებს ვაღებდი და რას ცხედავ ჩემს გვერდით იოანე დგას.
-ვააა პატარა გოგო აქ ცზოვრობ?
-ხო.
-ვააა ჩემი მეზობელი ხარ?
-რააა? აქ ცხოვრობ?
-ხო აი ეს ჩემი ბინააა.
-ფუი ამის....ჩავიბურტყუნწ ჩემთვის....აუ ლადოს ვცემმმ...
-რა თქვი?
-არა შენ არაფერი. მოკლედ ნახვამდის.
-დაიცა დაიცა წამო ჩვენთან დედაჩემს გაგაცნობ ბოლო ბოლო მეზობლები ვართ და თანაც ჩემი ძმის დამრიგებელი ყოფილხარ.
-კარგი მაგრამ შევთანხმდეთ რომ პატარა გოგოს აღარ დამიძახო.
-დავფიქრდები. წამოდი.
კარები ისევ დავკეტე და მათთან სახლში შევედი.დედამისი დივანზე იჯდა და სერიალს უყურებდა. საყვარელი ქალია ასე 40 წლამდე.
-ნანი ნახე ვინ უნდა გაგაცნო.
-ახლა არ მითხრა შეყვარებულიაო თორმე გავგიჟდები.
-არა ეს ბექას დამრიგებელი ჩემი ინგლისურის მასწი და ჩვენი მეზობელია.
-გამარჯობათ.
-დედა გამისკდა გული ასეთი საყვარელი გოგო ხომ არ მოიტაცა და მოიყვანათქო. ჭკვა დაგიშლიდა თუ რა. გამარჯობათ სახელიუ.
-მე ემილი მქვია და თქვენ როგორც მივხვდი ნანი ხომ.
-დიახ. დაბრძანდით.
-მადლობა, მაგრამ ძალაინ გთხოვთ თქვენობით ნუ მესაუბრებით პატარა ვარ თქვენთან შედარებით და ცოტა არ იყოს უხერხულად ვგრძნობ თავს.
-რამდენი წლის ხარ? მაშინ ასე დაგელაპარაკები....თან ნაზად გამიღიმა და სურვილი გამიჩნდა დამეჩქმიტა მისი ლოყები.
-დიახ ასე მირჩევნია. 21 წლის ვარ.
-ასეთი ახალგაზრდა და სკოლაში??
-დიახ ოცნებად მქონდა და ამიტომ სკოლაში ვარ. თანაც სერთიფიცირებული ვარ და ამიტომ უფრო გავბედე სკოლაში მუშაობა.
-კარგია...ცოტა მომიყევი შენზე.
-ემილი ახვლედიანი. ასაკი უკვე იცით მეტი მოსაყოლი არაფერი მაქვს არავინ მყავს დედა ხუთი წლის ასაკში დავკარგე, მამა კი თხუთმეტი წლისამ დავაკრგე და მისმა ძმაკაცმა შემიფარა და გამზარდა. ეს რა სერიალია?
-არც კი ვიცი რა.გითხრა ბოდიში რომ გკითხე. თურქული სერიალია "ძმა".
-არაუშავს. ააა უი უცბად ვერ მივხვდი რა იყო. ვგიჟდები ამ სერიალზე. შეიძლება თქვენთან ერთად ვუყურო?
-რატომაც არა. ყავას ან ჩაის ხომ არ დალევ?
-არა იყოს.
-იოანე შვილო მე.ხო ვიცი მორცხვობს წადი ყავა გააკეთე. მეც მინდა თან.
-კარგი უნალექოს დალევ ემილი?
-მოიცა მოგეხმარები.
-კარგი წამოდი.
-აბა ახლა დასხედით ორივე მე გავაკეთებ. სტუმარს რეებს ეუბნები ბიჭო.
-აუ ქალბატონო ნანი ძალიან გთხოვთ მივეხმარები რააა არ მინდა რომ შეგაწუხოთ.
-კარგი რა ემილი შვილო.
-ძალიან გთხოვთ.
-კარგი ჯანდაბას.
ფწხზე წამოვდექი და იოანეს სამზარეულოში შევყევი.
-მიდი გადმოალაგე რაც საჭიროა დანარჩენს მე მივხედავ.
-კარგი და ისე მე მეჩხუბები პატარას ნუ მეძახიო და თვითონ აღიარე პატარა ვარო.
-შენთან შედარებით დიდი ვარ და ნანი დეიდასთან პატარა ვარ.
-ჩემზე ერთი წლით ხარ დიდი რომ იცოდე.
-ოკ. ჭიქები სადა?
-ზედა თაროზე.
თითის წვერებზე ავიწიე ჭიქა ძლივს ჩამოვიღე უკან მოვბრუნდი და დავეტაკე იოანეს რამის ჭიქა გამივარდა. ძალიან ახლოს ვიდექი მის სუნთქვას ჩემს თავზე ვგრძნობდი. ტანში ჟრუანტელმა დამიარა და უკან გავიწიე, მაგრამ რათ გინდა სკამს წამოვედე და ახლა რამის ძირს გავიშალა მარა მომისწრო იოანემ და დამიჭირა.
-რა იყო პატარა გოგო დაიბენი?
-არა გამიშვი წყალი ადუღდა.
-კარგი.
-შაქარი რამდენი ჩავუყარო ნანი დეიდას?
-ერთი. ნალექიანი გაუკეთე ოღონდ.
-კარგი.
ყავები გავაკეთე და გავედი მისაღებში. ყავა დავლიეთ და სერიალსაც ვუყურეთ.
-ახლა წავალ მე. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ნაი დეიდა.
-ჩემთვისაც ჩემი კარგო იცოდე რამე რომ დაგჭირდეს შემეხმიანე.
-თქვენც ასევე ნანი დეიდა რამე რომ დაგჭირდეთ მეეჭვება მე რამეში დაგჭირდეთ, მაგრამ მაინც აუცილებლად მითხარით და დაგეხმარებით.
-კარგი ჩემო კარგო. ღამე მშვიდობისა.
-ტკბილი ძილი.
-ასევე.
კარებამდე გამომაცილა იოანემ და გამოსვლისას ხელი დამიჭირა.
-ე ბიჯო გამიშვი ხელი სახლში მინდა.
-არ უნდა დამემშვიდობო?
-ხო დაგემშვიდობე.
-ეგრე არა.
-აბა როგორ.
თავისკენ მიმიზიდა ლოყაზე მაკოცა და თან ყურში მიჩურჩულა.
-აი ასე. ტკბილი ძილი პატარა გოგო.
-შენ რანაირად იქცევი? დაიმახსოვრე რომ მე ვარ შენი მასწავლებელი და ცოტა ზრდილობიანად რომ მომექცე კარგი იქნება. ნახვამდის. კარები გავაღე და სახლში შევვარდი. "არა რა ეს რა მიქნა თავხედი, უტიფარი და რა სიმპათიური და საყვარელია..ოოო ემილი გააჩუმე ენა რააა...არ შეიძლება რომც მივწონდეს არ შეიძლება შენი მოსწავლეა სად გაგონილა მასქავლებლის და მოსწავლის სასიყვარულო ურთიერთობა. არა ეხა მე რომც მომწონდეს ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რო იმასაც მოვწონვარ მივინდომე რაა." მოვემზადე დასაძინებლად და კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარები გავაღე და იოანე დამხვდა....


აიი ახალი თავი..როგორია?? გამიზიარეთ შთაბეჭდილება რაა...მიყვარხართ..



№1  offline აქტიური მკითხველი Yagami

კარგია❤ ცოტა დიდი თავები კარგი იქნებოდა

 


№2 სტუმარი Guest mariamii

ძაან მაგარი და ინტრიგულიაა <3 არ დააგვიან ხოლმე და გაზარდე თავებიი გთხოვვ <3 მომწონს მეე

 


იოანე უკვე მომწონს relaxed

 


№4 სტუმარი ოფი

flushed სადაა დანარჩენი ? ასეთ დროს შეიძლებოდა მოთხრობის შეწყვეტაააა??? flushed flushed

 


№5  offline წევრი შავგვრემანი

ახალ თავს ამაღამ დავდებ...მიხარია რომ მოგწონთ

 


№6 სტუმარი კაწია

კარგია მარა პაწუკაა ძაან . დღეს უფრო დიდი დადე რა

 


№7 სტუმარი Nia

Umagresia gaagrdzele ra veli shemdeg tavs

 


№8 სტუმარი მოცინარი

კარგი იყო <3 იოანე რა საყვარელია <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent