შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემიდან შენამდე (ნაწილი 4)


19-07-2017, 02:31
ავტორი aNuGi
ნანახია 5 233

მივაბიჯებდი, მაგრამ არ ვიცოდი სად.
შავთვალებას მოცემული ფულიდან ვცდილობდი ბევრი არ დამეხარჯა, აქედანვე უნდა გამეთვალისწინებინა რომ მაქსიმალურად უნდა გამეკეთებინა ეკონომია.
იქვე პატარა ბაღი შევნიშნე და სკამზე ჩამოვჯექი.
ვაკვირდებოდი ყველაფერს ირგვლივ, უნდა დამემახსოვრებინა ყველაფერი, უკან დაბრუნება რომ მომწეოდა, უფრო რომ არ ამბნეოდა გზა.
იქვე მოთამაშე ბავშვები ღიმილს მგვრიდა, იმდენად ლაღები და თავისუფლები იყვნენ.
მე ასე არასდროს მითამაშია, ჩემი ბავშვობიდან მხოლოდ დედას განწირული კვნესა და ცრემლები მახსოვს. მამაჩემის ამაზრზენი სახე და მისი მწარე ხელი.
სათამაშო არ მქონია, ხისგან მიკეთებდა დედა რაღაცებს და იმას მაძლევდა, იმით ვერთობოდი ხოლმე, სანამ მამა გამომიჭერდა და დამიმტვრევდა.
რომ გამოვფხიზლდი უკვე საკმაოდ იყო ჩამობნელებული, მიმოვიხედე და იქვე ერთი მაღაზია შევნიშნე, ძლივს წავაპორწიალე მოზრდილი ჩემოდანი და მაღაზიაში შევაღწიე, სასიამოვნო სიგრილე იყო, გამყიდველი ღიმილით შემომციცინებდა, მეც გავუღიმე საპასუხოდ და რამდენიმე ფუნთუშა ავარჩიე, ცუდად ვიყავი ისე მშიოდა, ფული მივაწოდე და უკან გამოვბრუნდი, ისევ იმ სკამთან მივედი და ჩამოვჯექი.
წასასვლელი არსად მქონდა, მომიწევდა ამ სკამზე გამეთენებინა.
ფუნთუშას გემრიელად შევექეცი, ოდნავ მაინც დავიკმაყოფილე შიმშილის გრძნობა, ორი ცალი კი დილისთვის შემოვინახე.
სკამის საზურგეს მივეყრდენი და ისევ ფიქრებში ჩავიძირე.
რა იქნებოდა ხვალ? რა უნდა გამეკეთებინა? როგორმე დასარჩენი ადგილი უნდა მეპოვა, როგორმე უნდა გამოვსულიყავი ამ სიტუაციიდან.
ყველაფერი ერთად ირეოდა ჩემთავში, განსაკუთრებით კი იმედგაცრუება მისერავდა სხეულს, შიგნიდან მჭამდა და მაგიჟებდა.
არ ველოდი, მიუხედავად იმისა რომ ზედმეტად უცხო ვიყავი მისთვის, მაინც არ ველოდი.
როგორ ვფიქრობდი რომ ასე არ მომექცეოდა, როგორ მეგონა რომ არ გამწირავდა?!
სიმწრით ჩამეცინა.
ახლა გარეთ ვიჯექი, ღია ცისქვეშ ის კი დარწმუნებული ვარ ელოს ეფერებოდა, ისიც გახარებული ელაქუცებოდა დ აუფრო და უფრო ტენიდა საკუთარი ტყუილებით.
მე კი მიგდებული, წამითაც კი არ გავახსენდებოდი, არ გავიელვებდი მის წინ და არ შეეკუმშებოდა გული ჩემზე ფიქრით.
თავი გადავაქნიე, სისულელე იყო ის, რაზეც ასე გამეტებით ვფიქრობდი.
შავთვალება არ იყო ჩემთვის, მე ვიყავი მისთვის მაგრამ ეს გრძნობაც დავიწყებას მიეცემოდა, ახალ ცხოვრებას დავიწყებდი და მივცემდი საკუთარ თავს ბედნიერების უფლებას.
ფიქრებში გართულმა ვერც კი გავიაზრე როდის ჩამეძინა.
დილით ადრე მზის სხივებმა გამომაფხიზლა, თვალები მოვიფშვნიტე და ცუდი ჯდომისგან ატკიებული ზურგი შეძლებისდაგვარად დავიზილე.
ჯერჯერობით არავინ იყო ბაღში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მიიჩქაროდა გაურკვეველი მიმართულებით, ალბათ სამსახურში.
ღრმად ამოვიოხრე, რა მოხდებოდა იმ დამპალ სოფელში არ დავბადებულიყავი?! ნორმალური ბავშვობა მქონოდა, ჩემს მშობლებს ვყვარებოდი?!
დედას გახსენებაზე მტკივნეულად გამკრა გულში რაღაცამ.
ის ალბათ უკვე ადგა, ოთახებში მიმოდის და ამოწმებს ხო ყველაფერი დალაგებულია, თუ არის თითოეული ნივთი ზუსტად დალაგებული, მამა რომ არ გაგიჟდეს და ამის გამოც არ ცემოს.
მერე საჭმელს გააკეთებს, ყავას მოუდუღებს, გაუწყობს სუფრას და ისევ მის გასიებულ სხეულს შეხედავს, რომელშიც არაფერია ღირებული, შინაგანად ცარიელი ადამიანია და არანაირი გრძნობა გააჩნია ცხოვრებაში.
შეიძლება ერთ ორ დარტყმასაც აიტანს.
მერე დაჯდება და ჩუმად იტირებს, გამიხსენებს, მოვენატრები, ჩემს ნივთებს მიეფერება და ისევ დაიძინებს.
არარაობებად აქციეს ქალები და მათ სიბინძურეში თვითონვე იხრჩობიან საბოლოოდ.
ზიზღით დამემანჭა ტუჩები და სახეზე რამდენჯერმე ჩამოვისვი ხელი.
ეს იყო სულ ჩემი ხანმოკლე ბედნიერი ცხოვრება.
ფუნთუშა ჩანთიდან ამოვიღე და ისევ გემრიელად შევექეცი, ოდნავ გამაგრებული იყო, მაგრამ ამაზე წუწუნის უფლებაც არ მქონდა.
მშვიდად მოვავლე თვალი იქაურობას, ნელნელა ხალხით ივსებოდა, ბავშვები რაღაცას თამაშობდნენ და ერთობოდნენ.
ისევ ფიქრებში გადავვარდი, ისევ ჩემებს დავუბრუნდი და კიდევ ერთხელ გამწიწკნა გულმა.
- გამალჯობა - ფიქრებიდან პატარა გოგოს ტიტინა ხმამ გამომიყვანა, გაოცებულმა დავხედე ნამცეცას და მის ზღვასავით ცისფერ თვალებს ღიმილით მივაშტერდი.
- გამარჯობა ნამცეცა - თბილად გავუღიმე და გამოწვდილ პატარა თითებზე ჩემი თითებით მოვეჭიდე.
- აქ ლაშ აკეთებ? ბალგით - ხელით ბარგზე მიმითითა და ინტერესიანი მზერა მომანათა.
- სახლში მივდივარ, შენ აქ რას აკეთებ? შენი დედიკო სად არის? - პატარას უკან ბაღი მოვათვალიერე და ისევ მის თვალებს გავუსწორე მზერა.
- სახჩი, სახჩი რა გინდა? ჩეთან წამოდი - გულწრფელად გამიღიმა - მე და დედიტო მალტო ვჩხოვლობთ
- არა პატარავ, ასე როგორ შეიძლება შენთან წამოვიდე? - მის წინ ჩავიმუხლე და ლოყებზე მივეფერე - შენი დედიკო სად არის?
- აი მოვა მალე - ხელები სასაცილოდ აწია მაღლა და უკან მიიხედა, ჰორიზონტზე მართლაც გამოჩნდა ძალიან ლამაზი გოგო, ისეთი ამაყი ნაბიჯებით მოდიოდა ჩვენკენ ნებისმიერს გაუჩერებდა გულს, თავაწეული მოაბიჯებდა და მხოლოდ ჩემს წინ მდგარ ნამცეცას უყურებდა.
- გამარჯობა, უკაცრავად, ბოდიშს გიხდით თუ შეგაწუხათ! - როგორც კი მოგვიახლოვდა, ნამცეცას მსგავსად მანაც ცისფერი თვალები მომანათა და მორიდებით გამიღიმა - იმედი მაქვს ძალიან ბევრი არ ილაპარაკა - თბილი ღიმილით დახედა პატარას და თავზე ხელი გადაუსვა - წავიდეთ ხო, დე?
- მინდა ლომ ცემთან ელთან ცამოვიდეს - ისეთი თვალებით ახედა, მე რომ ვყოფილიყავი ამ გოგოს ადგილზე, უარს ვერცერთ ვარიანტში ვერ ვეტყოდი. გოგომ ჯერ მე გადმომხედა, მერე ისევ ნამცეცას დახედა და ღრმად ამოიოხრა.
- წამოხვალ? - ღიმილით მომიტრიალდა და მომლოდინე თვალები მომანათეს დედა-შვილმა, უხერხულად შევიშმუშნე.
- იცით..
- ცამოდი - მისი პატარა თითები ჩემს თითებს შემოეჭდო და ოდნავ დამქაჩა - გთხოვ!
- მე..
- წამო რა, არ შეგეშვება ზუსტად ვიცი, ჩვენ კიდევ ძალიან გვჭირდება ახალი ოჯახის წევრი - გულწრფელად ჩამოარაკრაკა და ჩემს პასუხს დაელოდა.
ვყოყმანობდი, ასე უცებ ვიღაცის სახლში წასვლა, პირველ რიგში მეუხერხულებოდა, მეორეც ძალიან მეშინოდა.
- ცამოდი! - კიდევ ერთხელ დამქაჩა პატარა თითებმა და მეც უნებურად წამოვდექი ფეხზე - მოდიქალ ქოო? - თვალები აუკიაფდა და ხტუნვა ხტუნვით წავიდა წინ.
ჩემოდანს თავდახრილი მივაგორებდი, იმაზე ვფიქრობდი თუ რას ვაკეთებდი, როგორ ვიქცეოდი, როგორ შემეძლო ასე წავყოლოდი უცნობს?!
მაგრამ დამიტოვეს კი, სხვა გზა?
შერჩენილი მქონდა რაიმეს არჩევის უფლება?
იყო კი რაიმე ჩემთვის შემორჩენილი ისეთი, რაც არ მაიძულებდა მოვქცეულიყავი ისე, როგორც მე მინდოდა და არა გარემოებას?!
ამ სიტუაციის მონა ვიყავი და ვერაფერს ვაკეთებდი, შემეძლო ახლა უკანმოუხედავად გავქცეულიყავი, ამის მაგივრად კი თავდახრილი მივყვებოდი ჩემთვის უცნობ ორ ქალბატონს და გულში საშინლად მწიწკნიდა რაღაც.

***

როგორც აღმოჩნდა ბაღის მოპირდაპირე ბინაში ცხოვრობდნენ, მყუდრო ბინა იყო, სამი საძინებლით, ერთი მთლიანად პატარა ქალბატონს ეკავა, მეორე რა თქმა უნდა მის დედიკოს, მესამეში კი მე შემიშვეს.
მომცეს ყველაფერი რაც მჭირდებოდა და კარი ღიმილით გაიხურეს.
ვათვალიერებდი ოთახს და უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, იმდენად ახლო და ნაცნობი იყო თითოეული ადგილი, ეს სურნელი, ეს გარემო, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი რას მახსენებდა.
რატო ვგრძნობდი სახლში თავს?!
რატომ მეგონა, რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც დაცულად ვიქნებოდი?!
დაბნეულმა ამოვალაგე ბარგი და მისაღებში გავედი ფეხაკრეფით, დედა-შვილი მაგიდასთან იჯდა და გემრიელად მიირთმევდნენ საჭმელს, თან ნამცეცა რაღაცას აღტაცებით უყვებოდა და ორივე იცინოდა.
- საღამომშვიდობის - როგორც კი დამინახა ეგრევე წამოდგა ფეხზე და თეფში გამომიტანა - დაისვენე?
- კი მადლობა… - დაბნეულმა ავხედე, რადგან მისი სახელი არ ვიცოდი.
- ნენე, ეს კი ჩემი პატარაა სესო - ბავშვს სიყვარულით სავსე მზერით გადახედა და მანიშნა დავმჯდარიყავი.
- სასიამოვნოა! - მორიდებით გავიღიმე და საჭმელი გადავიღე.
მთელი დღის მშიერმა მადიანად შევექეცი, როგორც კი დავასრულე ჭურჭელი ნიჟარაში ჩავდე, გარეცხვას ვაპირებდი მაგრამ არ დამანება, თვითონ დარეცხა ყველაფერი და ბოლოს მაგიდასთან აღმოვჩნდით ორი ფინჯანი ყავით ხელში.
სესი თვითონ წავიდა საძინებელში და დაიძინა, გაოცებული ვუყურებდი ნამცეცას, რომელიც ყველანაირად დამოუკიდებელი იყო და მის ასაკთან შედარებით დიდივით იქცეოდა.
- მომიყევი შენს შესახებ რაიმე, რას საქმიანობ? - უხერხული დუმილი თვითონ დაარღვია და ყავა მოსვა.
- მე, მე არაფერს, სოფლიდან ვარ - დარცხვენილმა დავხარე თავი.
- დავიჯერო სოფელში ასეთ ტანსაცმელს ყიდულობდი? - თვალები გაკვირვებისგან გაუფართოვდა, მის კითხვაზე ჩამეცინა.
- არა, მე ისეთი სოფლიდან ვარ სადაც კაცები ბატონობენ, ისინი ქალებს ჩაგრავდნენ და აკნინებდნენ ყველანაირად, მე.. მე შავთვალებამ მიპოვა და წამომიყვანა იქედან!
- შავთვალება? სად არის ახლა შავთვალება?
- სახლშია ალბათ, მე გამომაგდო - დღევანდელი დღის გახსენებაზე ტუჩი მოვიკვნიტე სიმწრისგან და თვალები ამიცრემლიანდა.
- რატომ გამოგაგდო? - გაბრაზებულმა შეკრა შუბლი და ხმაურით დადო ჭიქა მაგიდაზე.
- იმიტომ რომ სიმართლე ვუთხარი, ვუთხარი რომ მისი ელო, საცოლე, ატყუებდა და მას შეეძლო შვილი ჰყოლოდა! - გაღიზიანებულმა ამოვილაპარაკე და თითები ძლიერად მოვუჭირე ჭიქას.
- ატყუებდა?
- ჰო, ატყუებდა, არ ვიცი როგორ მაგრამ ექიმს ათქმევინა რომ უშვილოა, მერე კი მე გავიგონე ეს გოგო როგორ ლაპარაკობდა მის დაქალთან მოვატყუეო!
- ასეთი სულელი როგორაა ის გოგო? შენ ხომ იყავი სახლში?
- დილით უნდა გავსულიყავი, შავთვალებას უნდა წავეყვანე მაღაზიებში, მაგრამ ვერ წავედი, წინა ღამეს არ მიძინია წიგნების კითხვაში გავათენე და ვერ ავდექი დილით, მერე ბიბლიოთეკაში ვიყავი და როდესაც ქვემოთ წყლისთვის ჩამოვედი ეს ყველაფერი მოვისმინე..
- და უთხარი?
- ვუთხარი, ელო დამემუქრა არ უთხრაო თორემ სოფელში დაგაბრუნებო, მაგრამ მე მაინც ვუთხარი!
- არ ნანობ?
- არა, რა თქმა უნდა! - შევიცხადე - როგორ უნდა ვინანო ის რომ ადამიანს ცხოვრება არ დავუნგრიე? მას არ სჯერა! მაგრამ ხომ გაიგებდა? იმასაც გაიგებდა რომ ვიცოდი და არაფერი ვუთხარი, არ მაპატიებდა, იმას უფრო არ მაპატიებდა რომ დავუმალე, ვიდრე იმას რომ სიმართლე ვუთხარი, მწარეა ამბობენ და მასაც მწარედ მოხვდა გულზე, მესმის, მისთვის წარმოუდგენელია უღალატოს იმ ადამიანმა ვინც ამდენი წელია უყვარს, ვისგანაც ყველანაირად გრძნობს მხარდაჭერას, მაგრამ ელოს ძალიან ეშინოდა, ეშინოდა რომ მისთავს წავართმევდი, ამით კი ალბათ მასში დანაშაულის გრძნობა გააღვიძა, ანუ სამუდამოდ მიაჯაჭვა მასზე..
- რატომ ეშინოდა? ეს რაიმეს გამოხატავდა შენს მიმართ?
- ცხოვრებაში არაფერი მინახია, მართლა, არაფერი საერთოდ! ერთადერთი ის ვიცოდი რომ როდესაც გავთხოვდებოდი ჩემი ქმრის მონა უნდა ვყოფილიყავი, უნდა ამეტანა მისგან ყველაფერი, იმ სამყაროდან, ამ სამყაროში გადმოსვლა საკმაოდ გამიჭირდა, შავთვალება კი ყველანაირად ცდილობდა რომ მხარში დამდგომოდა, სამხატვრო აკადემიაში ჩამაბარებინა და ყველაფერი მომცა რაც კი შეეძლო, ამაზე კი ელო ეჭვიანობდა, მიაჩნდა რომ მე უფრო მეტ ყურადღებას მითმობდა შავთვალება, ვიდრე მას და..
- დამპალი! ასე როგორ მოექცა საყვარელ მამაკაცს? - ბრაზისგან ერთიანად აწითლებული იყო ნენე - არ მესმის ეს როგორ გაუკეთა? ეჭვიანობის გამო?! - ღრმად ამოისუნთქა და სცადა დამშვიდებულიყო.
რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით, ის დამშვიდებას ცდილობდა, მე მის თვალებს დავტრიალებდი გონებაში, ისე მენატრებოდა, მისი ერთი გამოხედვაც კი ისეთი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის.
- შენზე მომიყევი - როდესაც შევამჩნიე რომ დუმილი ძალიან გაიწელა გავუღიმე და ყავა მოვსვი - რას საქმიანობ?
- მენეჯერი ვარ კომპანიის, გენერალურ დირექტორობამდე ცოტა მიკლია - ამაყად გაიჯგიმა, გამეცინა მის გულუბრტყვილობაზე - შენ როდის იწყებ სამხატვროში სიარულს?
- უკვე 6 დღეში - სევდიანად გავუღიმე - მაგრამ არ ვიცი მივალ თუ არა..
- რას ნიშნავს არ მიხვალ? ჩემი ხელით მიგიყვან და დაგტოვებ იქ! ხმა არ გავიგო იცოდე - როგორც კი დაინახა რომ რაღაცის თქმას ვაპირებდი, ეგრევე გამაჩერა - ხმა!
- როგორ მივიდე..
- რას ნიშნავს როგორ მიხვიდე? ხომ იცი აკადემია სადაც არის?
- კი, ფურცელზე მქონდა ჩანიშნული.. პირველ დღეს შეიძლება ვერ მივეყვანე და ამიტომ დამიწერა ყოველი შემთხვევისთვის…
- ხოდა ძალიან კარგი, დღეიდან ვიწყებთ მზადებას შენი აკადემიისთვის და ნაბიჯი უნდა გადავდგათ ახალი ცხოვრებისკენ…
- მე იცი, მე ფული არ მაქვს იმდენი რომ… - დაბნეულმა ვუთხარი - არაფერი მინდა, მხოლოდ საცხოვრებელი მჭირდებოდა.
- ვაიმე! არ გამაგიჟო, საერთოდ როგორ ლაპარაკობ ფულზე? უბრალოდ ახლა გამიცანი და მაგიტომ გაპატიებ, თორემ გეფიცები ასეთი ლაპარაკის გამო ისე გაგიბრაზდებოდი, რამდენიმე დღე არ დაგელაპარაკებოდი!
- ბოდიში - უნებურად მოვუხადე ბოდიში და მასაც გაეღიმა.
- ხვალ სალონში მივდივართ! მიდი დაიძინე ახლა, ძილინებისა! - ღიმილით შემაცილა ოთახში და თვითონ მისი ოთახისკენ წავიდა.
- ნენე
- გისმენ?
- დიდი მადლობა! - საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და თავის ოთახში შევიდა.

***

ყველა გრძნობა გათიშული მქონდა, ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, მაგრამ მისი თვალები მუდმივად მიტრიალებდა გონებაში.
გაბრაზებული იყო, ბედნიერი იყო, იმედგაცრუებული იყო.. ნებისმიერი მისი გამოხედვა მახსოვდა, როგორ იყო აკიაფებული ან ჩამქრალი მისი თვალები და როგორ არ კარგავდა არცერთ შემთხვევაში საკუთარ მომნუსხველობას.
მასზე ფიქრებში ჩამეძინა, დილით კი ძალიან ადრე გამაღვიძა ნენემ.
- დროა ადგე ქალბატონო, დღეს სალონში მივდივართ, მერე საყიდლებზე!
- ნენე… - ამოვიზმუვლე და გადავბრუნდი - კარგი რა!
- როგორ გამითამამდა ამ ქალბატონს დამიხედეთ ერთი! - ისეთი ხმით დასჭექა სწრაფად წამოვხტი საწოლიდან და სააბაზანოში შევვარდი.
მაქსიმალურად მოკლე დროში მოვემზადე და მისაღებში გავედი.
ჩემს დანახვაზე ნენეს და სესის ხმამაღლა გაეცინათ.
გაბრაზებულმა გადავაჯვარედინე ხელები და ფეხები დავაბაკუნე.
- კარგით რა, დამცინით?
- ალა, ლაშ ამბობ! იშე სჭრაფათ მოემზადე გაგვიკვილდა უბლალოდ - ხელები მაღლა აწია პატარა ქალბატონმა დანებების ნიშნად და კიდევ ერთხელ ჩაიცინა.
- კარგი ჰო, წავედით! - ძლივს შეკავებული სიცილით წამოდგა სესი და გასასვლელისკენ დაიძრა.
ჩვენც უკან მივყვებოდით, ნამცეცა დიდი ქალივით მიაბიჯებდა და თან ყველაფერს ათვალიერებდა.
ჯერ სესი დავტოვეთ ბაღში, შემდეგ კი სალონისკენ დავიძარით.
ისეთი გაფაციცებული ვუყურებდი ქუჩებს, სესი ძლივს იკავებდა სიცილს.
- რაიყო, ხო არ გეშინია ჩემი? - ისეთი ხმით მკითხა, მეც კი გამეცინა.
- არა უბრალოდ ვცდილობ რომ ქუჩები დავიმახსოვრო!
- ნელნელა ყველაფერს გასწავლი - გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.
მეც უკან მივყევი და სალონში ერთად შევაბიჯეთ.
მისი სტილისტი ისე მათვალიერებდა, გეგონებათ ახლა წინ გოგო კი არა, ტყიდან გამოვარდნილი ველური უზისო.
თან ყოველ ჩავლა ჩამოვლაზე უკმაყოფილოდ აქნევდა თავს და რაღაცას დუდღუნებდა.
გაბრაზებულმა წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნენემ ისე დამიბრიალა თვალები მორჩილი ბავშვივით დავჯექი უკან.
- თმებს შევჭრით, წარბებს გავუკეთებთ და დავამსგავსებთ ქალს!
- აბა რას ვგავარ?
- მაუგლს - მშვიდად მომიგო და ვიღაცას დაუძახა.
მთელი 1 საათი მაწვალებდნენ, ხან რა გამიკეთეს ხან რა, მოთმინება უკვე პიკს აღწევდა, როდესაც წამოიძახა.
- დავასრულე! - ისეთი აღტაცებით შემოკრა ტაში, რაღაც საოცრებას უნდა დავლოდებოდი სარკეში - აი ახლა გავხარ ქალს! ისე წარბები გაგიკეთებია ოდესმე? - უკმაყოფილოდ მოპრუწა ტუჩები - გაგიმართლა გადაბმული რომ არ გქონდა, თორემ ალბათ გულს გაუხეთქავდი ყველას! - დამგესლა და სწრაფი ნაბიჯებით გამეცალა.
- ძალიან ლამაზი ხარ - ნენე სარკით ხელში მომიახლოვდა და თან ჩემს რეაქციებს აკვირდებოდა.
- ეს, ეს - გამეღიმა - რა სხვანაირი ვარ!
- ძალიან ძალიან ლამაზი!
- დიდი მადლობა - დავიმორცხვე, ჩემს საქციელზე ისევ გაეცინა და თანხა გადაიხადა.
- მოკლედ! - როგორც კი სალონიდან გამოვედით ეგრევე წამოიძახა და მომიბრუნდა - ჯერ მივდივართ საყიდლებზე, შემდეგ მარტო სამხატვროში რომ არ იარო, სამზარეულოში ტრიალი არ გიყვარს?
- მიყვარს..
- ხოდა სადმე კულინარიის კურსებზე ივლი, კიდევ ვარჯიშზე აუცილებლად!
- რა? ამდენი.. სად მე - დავიბენი და უკან დავიხიე - არა, რათ მინდა ამდენი
- რამდენს ლაპარაკობ? - თვალები აატრიალა და მკლავში ჩამავლო ხელი და გაურკვეველი მიმართულებით გამაქანა.

***

იმ წამს მაღაზიებში მხოლოდ ამ ფრაზებს გაიგონებდით ჩვენი საუბრიდან.
“ნენე ამას ვერ ჩავიცვამ”
“ძალიან მოკლეა”
“არ შემიძლია”
“წავიდეთ რა”
“ეს რა არის, ძაფები რათ მინდა?”
“ასეთს დედაჩემი მაგიდის გადასაწმენდად იყენებდა”
ნენე კი გამუდმებით ატრიალებდა თვალებს და ცდილობდა ეს “ძაფები” ჩემთვის ეყიდა, საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ საკმაო რაოდენობის მოკლე ქვედაბოლო და უამრავი ზედა გამომივიდა.
ისე მერიდებოდა მისი, მაგრამ არაფრით არ გაგრძნობინებდა რომ უცხო იყავი, ისეთი მექცეოდა თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვიყავით და იმაში გასაკვირი არაფერი იყო რომ მეხმარებოდა.
მაღაზიებიდან პირდაპირ კულინარიის კურსებზე მიმიყვანა თავის ნაცნობთან, სიტუაციას უხსნიდა და თან მე მიყურებდა, მამოწმებდა სადმე რომ არ გავქცეულიყავი.
მაგრამ მწარედ მეღიმებოდა ამაზეც,
გასაქცევი სად მქონდა?! საცოდავი, უსახლკარო ვიყავი, უსახსრო, არაფერი გამაჩნდა ისეთი რომ საკუთარი ცხოვრება მომეწყო.
ნენე რომ არა, ახლა ისევ ქუჩაში ვიქნებოდი, ნენე რომ არა..


***

სამხატვროში პირველი დღე საკმაოდ გამიჭირდა, ხალხი უცნაურად მიყურებდა, მაკვირდებოდნენ, კითხვებს მისვამდნენ, მე მხოლოდ უხერხულად ვიშმუშნებოდი, არც კი ვიცოდი ხალხთან ასე ღია კონტაქტი თუ იყო შესაძლებელი, პირიქით, ჩვენ ხომ მაქსიმალურად შორს ვიჭერდით ერთმანეთისგან თავს ქალები?!
ესენი კი პირდაპირ კაცებს ეკიდებოდნენ კისერზე, ზოგი ტუჩებში კოცნიდა, ზოგი ეხუტებოდა, მე კი კედელთან აწურული ვიდექი და ვცდილობდი რომ ვინმეს ზედმეტად არ გავჩხეროდი თვალში.
შემდეგი დღეები ოდნავ გამიმარტივდა, რთულად, მაგრამ მაინც ვცდილობდი შევგუებოდი ახალ გარემოს, თანაც ადამიანებზე დაკვირვებით ოდნავ მაინც ვივიწყებდი შავთვალებას, მასზე აღარ ვფიქრობდი და არ ვნერვიულობდი.
- ახალი ხარ? - ვიღაც ბიჭი ამომიდგა გვერდით, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ოდნავ მხრებში მოხრილი და ღიმილით დამაჩერდა.
- ხო - მოკლედ გავეცი პასუხი და ოდნავ გადავიხარე საპირისპირო მიმართულებით, ერთმანეთს რომ არ შეხებოდა ჩვენი მხრებიც კი.
- მერე ასეთი მორცხვი რატომ ხარ? - მხარზე დამეყრდნო და ვიგრძენი როგორ შევხტი ადგილზე, მანაც უცნაურად გადმომხედა ჩემი რეაქციით გაკვირვებულმა და ხელი ჩამოიღო - რა დაგემართა?
- ძალიან გთხოვ არ შემეხო - მტკიცედ ვუთხარი და ოდნავ მოვშორდი - ისე დავილაპარაკოთ, თუ რამე გინდა!
- რა უნდა მინდოდეს? უბრალოდ ასე რომ დაგინახე მოშორებით, ვიფიქრე დავეხმარები მეთქი
- მერე?
- მოვედი და ვცადე, მაგრამ შენ ისე იქცევი გეგონება შეგჭამ! - გაიცინა და თვალი ჩამიკრა - გინდა გაგაცნო სასტავი?
- ვინ? ვინ უნდა გამაცნო? - დაბნეული მივაშტერდი - სასტავი ვინაა? - ჩემს კითხვაზე ჩაეცინა და ტუჩი მოიკვნიტა.
- არ იცი სასტავი?
- არა!
- კარგი, წამოდი გაგაცნობ - ღრმად ამოისუნთქა და ხელის მოკიდება სცადა, მაგრამ როგორც ჩანს ცოტახნის წინ მომხდარი გაახსენდა და ისევ ჯიბისკენ წაიღო, თავით მანიშნა გამომყევიო და მეც უკან გავყევი.
დაბნეული მივყვებოდი უკან და თითქმის ყველა ჩვენ გვიყურებდა, შენობიდან რომ გავედით, უფრო დავიბენი, მაგრამ ფეხს ვუწყობდი და ვცდილობდი გამომეცნო რა შეიძლება ყოფილიყო “სასტავი”. უცნაურია, მაგრამ ასეთი სიტყვა ჯერ წიგნებში არ შემხვედრია და სოფელში კიდევ არც არავინ გამოიყენებდა.
როდესაც კედელთან აღმოვჩნდი გაბრაზებულმა ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს და შევუღრინე.
- აბა სასტავი?
- აუ კაი ტო, შენ გჯერა რომ სასტავისთვის წამოგიყვანდი? - ჩაიცინა და ჩემკენ წამოვიდა, დამფრთხალი ავეკარი კედელს და შიშისგან თვალები ამიწყლიანდა.
- შენ რა.. გაიწიე! ნუ მიახლოვდები
- აი ამ უკარებას როლს რომ თამაშობთ მაგრად არ მევასებით ტოო - თავზე ხელი გადაისვა და გაბრაზებულმა ხელები ლოყებზე მომიჭირა - აღიარე რომ ძალიან მოგწონვარ და უცებ დავასრულებ რა, რატომ იშტერებ თავს ტყუილად
- რა უნდა დაასრულო უცებ? - მისი ნათქვამიდან ვერაფერს ვიგებდი, დაბნეული ვაცეცებდი თვალებს და ვცდილობდი გამერკვია რა ხდებოდა.
- პირდაპირ საქმეზე გადადიხარ? უკვე მომწონხარ - სახე ძალიან ახლოს მომიტანა და როგორც კი მისი სუნთქვა მომეფრქვია ტუჩებზე, ზიზღისგან დავიმანჭე, ის ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ვიღაცამ მხარშიც ჩაავლო ხელი და უხეშად მიატრიალა მისკენ.
თვალებიდან ცრემლები წამსკდა, შიშმა ერთიანად მოიცვა სხეული და იქვე ჩავიკეცე, არ მინდოდა რომ ნერვებს ავყოლოდი, მაგრამ ვხვდებოდი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი.
ტკივილისგან დავიკლაკნე, საკუთარმა უსუსურობამ კიდევ ერთხელ მომედო სხეულზე და სიმწრით დამისერა სხეული.
სულელი ვიყავი, რაც არ უნდა ბევრი წიგნი წამეკითხა, რაც არ უნდა გამეკეთებინა, სულელი ვიყავი და ამას არაფერი ცვლიდა.
როგორ შემეძლო ასე უცნობს გავყოლოდი ყველგან?!
ვუყურებდი ბიჭს, რომელიც მთელი ძალით ურტყამდა სახეში და შიგადაშიგ ყვირილით ანჯღრევდა.
ვხედავდი როგორ მიყურებდნენ ირგვლივ მყოფნი და უარესად მიტევდა სირცხვილის გრძნობა.
ავდექი და გავიქეცი, არ ვიცი ძალა საიდან ვიპოვე მაგრამ გავიქეცი.
თვალებდახუჭული მივრბოდი მთელი ძალით, ვცდილობდი როგრომე გავქცეოდი ამ სირცხვილს, მინდოდა აღარსდროს მენახა მათი თვალები.
უეცრად მუხლებში ტკივილი ვიგრძენი, ცრემლებისგან დაბინდული თვალები ხელისგულებით ვცადე რომ შემეშრო, მაგრამ არაფერი გამომივიდა, ბინდი ჯიუტად იყო თვალებზე გადაკრული და რამის დანახვის საშუალებას არ მაძლევდა.
ოდნავ რომ დავწყნარდი, მიწას ხელებით დავეყრდენი და მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რომ შიშველი მუხლებით მთელი ძალით დავასკდი ბეტონს და სწორედ ეს ჭრილობა მტკიოდა ახლა ასე სასტიკად.
არვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ასე, მაგრამ მხარზე შეხებამ გამომაფხიზლა, დაბნეულმა ავხედე თავზე წამომდგარ სხეულს და გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა.
ზუსტად ის ბიჭი იყო, ვინც იმისგან მიხსნა, თავზე მედგა და გაღიმებული მიყურებდა.
- მეგონა სახლში გაიქეცი, შენ კიდევ აქ ზიხარ და ტირი? - მკლავში ჩამავლო ხელი და წამომაყენა, მაგრამ ტკივილისგან დავიკლაკნე, ისევ ცრემლები გადმომცვივდა და მუხლებზე მივიჭირე თითები.
ვცდილობდი ოდნავ მაინც ჩამეხშო ეს აუტანელი წვა, მაგრამ არაფერი გამომდიოდა.
ფრთხილად მიმიყვანა იქვე შემაღლებულ ადგილამდე და მაიძულა რომ დავმჯდარიყავი.
წარბაწეული აკვირდებოდა ყოველ ჩემს მოქმედებას, მე კი მის ასეთ გამომტყველებაზე საშინლად ვღიზიანდებოდი.
- ასე რატომ მიყურებ? - ვეღარ მოვითმინე და გაბრაზებულმა ავხედე.
- მაინტერესებ როდის მომცემ საშუალებას რომ ჭრილობა მოგბანო!
- რატომ უნდა მომბანო? - უკან გადავიწიე დამფრთხალმა და შეშფოთებული სახით ავხედე.
- რომ არ შეგეჭრას ინფექცია და არ დაგიჩიქრდეს! - თავი გადააქნია, ხელები გამაწევინა და ჭრილობაზე წყალი დამასხა, შევკრთი, მაგრამ არ შევიმჩნიე, გაბრაზებული ვუყურებდი როგორ გულმოდგინედ ცდილობდა ჭრილობის გასუფთავებას და მეღიმებოდა.
მომწონდა ჩემზე რომ ზრუნავდა ვიღაც, მომწონდა რომ ადარდებდა ჩემი მდგომარეობა.
წყლით რომ მომბანა, ზედისკენ წაიღო ხელი, ისევ შეშინებული შევხტი ადგილზე და იგივე გამომეტყველებით მივაშტერდი.
- რა მშიშარა ხარ, არადა რა ნაბიჯებით მიყვებოდი უკან?! თვალებმა გაგყიდეს, თორემ ვიფიქრებდი მართლა თავს ისაწ....ბს და გიჟდება მასზე თქო
- ვინ არის?
- ერთად ვართ ჯგუფში, უფროსები ვართ შენზე!
- რა უნდოდა
- რას ნიშნავს რა უნდოდა? - არანაკლებ დაბნეული სახით ამომხედა.
- ჩემგან რა უნდოდა მეთქი ეს გკითხე
- რა უნდა ნდომებოდა? სე*სი
- რა? - წამოვიყვირე და წამოხტომის მცდელობა მქონდა, მაგრამ ტკივილმა მაიძულა რომ უკან დავბრუნებულიყავი.
- რაიყო პირველად გაიგე ეს სიტყვა?
- არა, ჰო.. არა კიი, ჰო - ვლუღლუღებდი და თან ვსლუკუნებდი, ემოციებს ვერაფრით ვიმორჩილებდი.
- კარგი, დაიცადე, ნუ ტირიხარ! - სცადა რომ დავემშვიდებინე, მაიკას ოდნავ მოახია ნაჭერი და ორივე მუხლი გადამიხვია - ახლა მე შენ სახლში მიგიყვან და მეორეჯერ რომ დავინახო ვინმეს ასე მიყვები ცხვარივით, არაფრით დაგეხმარები იცოდე! გაფრთხილებ, ყველას ნუ ენდობი!
- კარგი - მორჩილი ბავშვივით დავუქნიე თავი და უკან გავყევი.

***

- აი ახლაც რომ მენდე? - ბინასთან როგორც კი გააჩერა მანქანა ეგრევე გადმომხედა - ასეთ დროს უნდა დასვა კითხვები, “სად მიგყავარ” “რატომ” “ვინ ხარ”
- ვინ ხარ?
- ჩათვალე კეთილის მსურველი, დათა - მოჭუტული თვალებით გადმომხედა - პირველად ხარ ქალაქში არა?
- საიდან იცი?
- ქალაქში გაზრდილ გოგოს არ გავხარ, დამფრთხალი იყურები აქეთ იქეთ, არავინ შეგჭამს, თუ ამის უფლებას არ მისცემ, გესმის?
- მესმის
- არასდროს გაყვე ასე ვიღაცას უკან! მითუმეტეს თუ არ იცნობ და მითუმეტეს თუ ქალაქურ ცხოვრებას მიჩვეული არ ხარ, აქ ასეთ სულელებს ღეჭავენ, მერე ყლაპავენ და აგდებენ, გესმის? ნუ იქნები მეამიტი!
- მე.. არ ვიცი
- იცი ძალიან კარგად იცი, მაგრამ ამ სუსტი ადამიანის როლიდან რომ გამოხვიდე, ამისთვის დრო გინდა, საკუთარ თავთან იმუშავე და მიხვდები რომ ყველაფერი შეგიძლია! ძალიან გთხოვ, ნუ მაიძულებ ყველა ვცემო ვინც მოგიახლოვდება, ისწავლე საკუთარი თავის დაცვა, თორემ ერთხელაც არ ვიქნები და..
- მე ვისწავლი! გპირდები, შენ არც კი იცი ახლა როგორ დამეხმარე და როგორ დამიდექი მხარში.. მართლა, ეს ჩემთვის უდიდესი სტიმულია
- ხოდა ჭკვიანად იყავი, თაი
- ნახვამდის - კარების გაღებას ვაპირებდი, უეცრად თავში რომ დამარტყა და ელდანაკრავივით მივტრიალდი უკან, ღიმილით მიყურებდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წინასწარ იცოდა რა უნდა მეკითხა - მე შენთვის სახელი რომ არ მითქვამს? საიდან იცი?
- ეს უკვე მომწონს - ჩაიცინა და საჭეზე თითები აათამაშა - შენზე ლაპარაკობდა ბევრი და იქედან
- არავისზე არ მითქვამს!
- ოჰო, ნახე - ტუჩები სასაცილოდ მოკუმა და უცნაური მზერით გადმომხედა - როგორც ვხედავ ჩემი დაცვა არ სჭირდება ქალ ვეფხვს!
- ვერ გავიგე?
- ოჰ! გაიგებ ჩემს ხუმრობებს დროთა განმავლობაში, მოდი დღეისთვის საკმარისია, შენი სახელი სიიდან იციან, რომელსაც აუდიტორიაში კითხულობენ ლექციის დაწყებამდე!
- უი, ხო - გავუღიმე და მანქანიდან გადავედი - ნახვამდის დათა!
- ნახვამდის, თაი!
გამიღიმა, მანქანა დაქოქა და წამში მოწყვიტა ადგილიდან.

***

ნენესთან ცხოვრება საკმაოდ ხალისიანი და მზიანი იყო, ყოველდღე თითქმის სიცილით იწყებოდა და სიცილითვე მამთავრებინებდა, მიყვებოდა თავის ამბებს, მასწავლიდა ყველაფერს, მაიძულებდა რომ მევლო ყველგან, დილით სამხატვროში ვიყავი, შუადღეს კულინარიის კურსებზე დავდიოდი, საღამოს კი ძალით მივყავდი დარბაზში.
ჩემი დანაზოგით მხოლოდ წიგნების ყიდვა მიწევდა.
დათა აღარ გამოჩენილა, შორიდან ვნახავდი, ისიც გამარჯობის ნიშნად თავს მიკრავდა და თუ რაიმეს ვეძებდი აუცილებლად მეხმარებოდა.
ისე არასდროს მოსულა და არ დავლაპარაკებივართ ერთმანეთს, დათას აღვიქვამდი როგორც კედელად, ძლიერ კედლად, რომელსაც ყოველთვის დავეყრდნობოდი, რაც არ უნდა ყოფილიყო, მისი იმედი სულ მქონდა, მაშინაც კი თუ ვერ ვხედავდი, თუ ახლოს არ იყო ან საერთოდ გასული იყო ქალაქიდან.
მუდმივად მეხმარებოდა და ბედნიერი ვიყავი რომ მყავდა.
იმდენად ვყავდი გადატვირთული შავთვალებაზე მხოლოდ ძილის წინ ვფიქრობდი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი დაღლილი ვიყავი, სანამ ბალიშზე დავდებდი თავს, იქამდე მეძინა.
დილით ტრადიციულად ნენეს სიცილმა გამაღვიძა, რაღაცას გამალებით ასწავლიდა სესილის, ის კი ჯიუტად არ იმეორებდა, ღიმილით გავედი სამზარეულოში და დებს ნახევრად დახუჭული თვალი შევავლე, ჯერ კიდევ არ მიშვებდა ძილი თავისი კლანჭებიდან.
- გაიღვიძა მძინარე მზეთუნახავმა! - ჩემს დანახვაზე ტაში შემოკრა ნენემ და მადუღარა ჩართო - აბა, დღეს რა გეგმები გაქვს?
- დღეს კულინარიის კურსებისგან ვისვენებ, ამიტომ სავარაუდოდ სახლში შემოვირბენ სანამ ვარჯიშზე წავალთ!
- დღეს ვარჯიშზე რომ არ წავიდეთ და კლუბში წამომყვე, არ გინდა? - ძლივს შემაპარა და თან ჭიქაში ყავა ჩამისხა.
- ხომ იცი..
- აუ კარგი რა თაი, უკვე 4 თვე გავიდა რაც აქ ხარ, შენ კიდევ სულ სწავლობ, კითხულობ, ვარჯიშობ, წამო იქნებ ვინმე გაიცნო, სულ მაგ შავთვალებაზე უნდა იყო დამოკიდებული? - გაბრაზებული წამოხტა და თვალები დამიბრიალა.
- არ ვარ დამოკიდებული ნენე! - წარბები შევკარი მეც - არ ვარ!
- ხარ, როგორ არ ხარ?
- რა გავაკეთო თუ მიყვარს ადამიანო? ჩემი ბრალია? არ შემიძლია, რა აზრი აქვს ვის გავიცნობ? რა შეიცვლება? მისი თვალები დამავიწყდება, თუ მის დანახვაზე აღარ გადავირევი ისე? არ ავიშლები და არ გავგიჟდები? კარგი წამოვალ, აჰა, წამოვალ! - ბოლოს ხმა დავიმშვიდე და ისე მოვსვი ყავა, გაოცებული მიყურებდა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რომ დავთანხმდი.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ შენ! - უეცრად კისერზე მომხვია ხელები და მაგრად ჩამეხუტა, გამეღიმა, მეც მთელი ძალით შემოვხვიე ხელები და ჩავეხუტე.

***

სამხატვროდან რომ გამოვედი, გაჩერებისკენ წავედი, ფეხით წასვლა ძალიან მეზარებოდა, ამიტომ მშვიდად ველოდებოდი ავტობუსს, უეცრად ნაცნობ მანქანას რომ მოვკარი თვალი.
ქუჩის მეორე მხარეს იდგა, როგორც ყოველთვის შუშები დაბურული ჰქონდა და თანაც აწეული.
ვგრძნობდი რომ იქედან ვიღაც მიყურებდა, ან იქნებ მე მინდოდა რომ ასე ყოფილიყო?!
მეც მივაშტერდი მანქანას, მშვიდად და აუღელვებლად ვაკვირდებოდი, მაგრამ სხეულში ლავა დამიდიოდა, ახლა ყველაზე მეტად მინდოდა რომ ავტობუსს დაეგვიანებინა, ან საერთოდ არ მოსულიყო.
ოღონდ გამერკვია ვინ იჯდა იმ მანქანის შიგნით, ასე ძალიან რომ ჰგავდა შავთვალებას მანქანას.
იმის გაფიქრებაზეც კი, რომ შეიძლება აქ ყოფილიყო და ჩემზე წამით მაინც შემოეხედა, სისხლი მიდუღდებოდა, ისე მაკანკალებდა, ვერაფრით ვერ ვწყნარდებოდი.
გარეგნულად ალბათ არაფერი მეტყობოდა, მაგრამ შიგნით უცნაურ გრძნობას ვყავდი შეჭმული.
ავტობუსი მაინც და მაინც ახლა მოვიდა სწრაფად, მეც დაუფიქრებლად ავედი და იქამდე ვუყურებდი შავ მანქანას, სანამ თვალს არ მიეფარა, ბინამდე ერთი გაჩერებით ადრე ჩამოვედი, ჩვენთან გაჩერებაზე იშვიათად ან საერთოდ არ აჩერებდა ხოლმე.
ფეხით მივაბიჯებდი, ცა საკმაოდ მოღრუბლული იყო, საშინელ განწყობაზე მაყენებდა წვიმიანი ამინდები, ახლა კი აშკარა იყო რომ ძალიან მალე იწვიმებდა, არც შევმცდარვარ, სანამ ბინაში მივიდოდი, იქამდე დაიწყო წვიმა, მაღაზიაში შევედი, რაღაცები ავიღე და როცა გამოვბრუნდი უკვე საკმაოდ დიდი ბურთები მოდიოდა ციდან, მაგრამ იქედან გამომდინარე რომ წვიმა არ მიყვარდა იძულებული გავხდი იქვე გადახურულისთვის შემეფარებინა თავი, ჩემგარდა რამდენიმე ადამიანი იდგა, შეყვარებული წყვილი და მოხუცი ქალი, რომელიც შიგადაშიგ წყვილს ცხვირაბზუებული გადმოხედავდა და რაღაცას დუდღუნებდა თავისთვის.
თვალის დახამხამებაში ქუჩაში ზუსტად იმ მარკის ავტომობილი გაჩერდა, რომელიც სამხატვროსთან იდგა, იქედან პატარა ბიჭი გადმოვიდა სირბილით, ხელებში რაღაც ჰქონდა ჩაბღუჯული და სწრაფი ნაბიჯებით მოდიოდა ჩემკენ.
ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე ალბათ რაიმე საქმე აქვს მეთქი, მართალიც იყო, ჩამიარა და ჩემს უკან მაღაზიაში შევიდა, ამოვისუნთქე, უკვე შიშის გრძნობა მეუფლებოდა, არვიცოდი როგორ უნდა წავსულიყავი სახლში, თან გამუდმებით ვამოწმებდი მაღაზიაში მყოფ ბიჭს. რამდენიმე წუთი ელაპარაკებოდა გამყიდველს, როგორც ჩანდა ტკბილეულობა იყიდა და ჭკუაზე არ იყო. გამოსვლის დროს კი სანამ ჩიფსის შეკვრას იღებდა, ვერ მოზომა და ხელიდან გაუვარდა რაღაცა.
ჩემს წინ ქოლგა დავარდა, დაბნეულმა მივაშტერდი, შემდეგ ბიჭს გავხედე, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა მანქანისკენ.
- ეი! ბიჭი - დავუძახე და ისიც სწრაფად შემობრუნდა, თითქოს ჩემს რეაქციას ელოდებოდაო.
- გისმენთ? - დაბნეულმა მომაშტერდა, ისე ეჭირა თავი, თითქოს არ სველდებოდა.
- ქოლგა, ქოლგა დაგივარდა - ხელში ავიღე და მისკენ გავიშვირე.
- თქვენი იყოს, გამოგადგებათ - ჯერ მე მიყურა, მერე ცას ახედა და ბოლოს სწრაფად ჩაჯდა მანქანაში.
გაოცებულმა გავაყოლე მზერა, ვერაფრით ვერ მივხვდი ეს რას ნიშნავდა, მაგრამ არ დავბნეულვარ, ხელის მარტივი მოძრაობით გავშალე ქოლგა და წვიმისგან კარგად დასველებულ ქუჩას გავუყევი.
გამუდმებით ამ ბიჭზე მეფიქრებოდა, მაგრამ ვერაფრით ვხსნიდი მის საქციელს.


***


ნელნელა საერთოდ გადამავიწყდა, საღამოს კი ნენესთვისაც არ მომიყოლია ეს ამბავი ,რატომღაც ჩავთვალე რომ უბრალოდ დამთხვევა იყო, თანაც ბავშვი იმდენად იყო გაგიჟებული ტკბილეულობის სურვილით, რომ არც ის გახსენებია როგორ გაეშალა ქოლგა სანამ შევიდოდა მაღაზია და საბოლოოდ ტკბილეულობით აღფრთოვანებულს არც გახსენებია ეს მომაბეზრებელი ნივთი.
ბავშვობაში არც მე მიყვარდა ქოლგა, მეზიზღებოდა, მაშინ, როცა დედა ძალით მიტენიდა ჩანთაში, ყველა ხერხს ვიყენებდი რომ როგორმე გადამეგდო.
ამ ბავშვმაც გაჭირვებულს დაეხმარა და ქოლგა მე გადმომიგდო.
იმ მომენტში კი ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
საღამოს ჩვეულებრივად გამოვეწყვეთ, ტანზე გამოყვანილი შარვალი მეცვა, გრძელი ბალოტისფერი საროჩკა და დაბლები.
მსუბუქი მაკიაჟი და თმები მაღლა ავიწიე.
არ მინდოდა ზედმეტად თვალშისაცემი ვყოფილიყავი.
როგორც კი შევედით, ეგრევე მეცა საშინელი ალკოჰოლის და სიგარეტის სუნი, ცხვირი შევჭმუხნე და გაბრუებულმა გავყევი უკან ღიმილით მიმავალ ნენეს.
ისეთი ბედნიერი იყო ჩემი წამოსვლით, რომ შეუძლებელი იყო უარი მეთქვა.
მაგიდასთან 2 ბიჭი დაგვხვდა.
ღიმილით მომესალმა ორივე.
- მე დათა, ეს ლუკა
- თაია - ორივეს გავუღიმე და ნენეს გვერდით ჩამოვჯექი.
რაღაცები გამომკითხეს, მეც თბილად ვპასუხობდი ორივეს, ისეთი მხიარულები იყვნენ შეუძლებელი იყო აგრესიით გეპასუხა. მშვიდად სვამდნენ ერთ ჭიქა ვისკს და შიგადაშიგ გოგოებსაც აყოლებდნენ თვალს.
მთელი საღამო მხიარულად გავატარეთ.
გარეთ რომ გამოვედით, ისევ იგივე მანქანის დანახვისას სხეულში უსიამოვნოდ გამცრა, არცერთს გამოპარვია ჩემი შეშინებული თვალები და დაფეთებულები მომიბრუდნენ.
- რა მოხდა თაი?
- ეს მანქანა, ვისია? - თითი გავიშვირე და დაბნეულმა ავხედე სამივეს, ისინიც აშკარად არ ელოდნენ ამ კითხვას და ბლუყუნი დაიწყეს.
- მე..
- მეე.. ჩვენ არ ვიცით! - საბოლოოდ დათამ ამოიღო ხმა და გამიღიმა - რატომ? მოხდა რამე?
- დილიდან ყველგან ამ მანქანას ვხედავ!
- მართლა? რატომ არ მითხარი თაი? იქნებ სხვადასხვა მანქანაა? ის რატომ გგონია? - კითხვები მომაყარა ნენემ.
- აი, გვერდზე აქვს ნაკაწრი, სამივე მანქანა ერთი მარკის შემხვდეს და სამივეს ამ ადგილე ჰქოდნეს ნაკაწრი? - დაბნეულმა ამოვილუღლუღე - დავიჯერო ვცდები?
- ლუკა შეგიძლია გაგვირკვიო? - ნენემ შეშინებულმა მომხვია ხელი და მიმიხუტა.
- რა თქმა უნდა, დრო დამჭირდება, მაგრამ აუცილებლად გავარკვევ! - მტკიცედ ჩაილაპარაკა და მანქანისკენ წავიდა.
ჩვენც უკან მივყევით, შიგადაშიგ უკან ვიყურებოდი მაინც, იქნებ პატრონი გამოჩენილიყო, მაგრამ ამაოდ.

არვიცი რა გამომივიდა..
იმედი მაქვს მოგწონთ!
ველოდები თქვენს შეფასებას, ვეცდები საინტერესო გავხადო უფრო და გამომივიდეს ის რაც ჩაფიქრებული მაქვს!
ძალიან მიყვარხართ და დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ!
პ.ს შემდეგი თავი არ ვიცი როდის იქნება, ქალაქიდან მიწევს გასვლა და თუ ტელეფონით შევძლებ დაწერას, აუცილებლად დავწერ, ცოტას მაგრამ მაინც დავდებ ალბათ <3
ძალიან დიდი ბოდიში შეცდომებისთვის.. ვცდილობ ძალიან არ გავწელო რაღაც მომენტები, იმედია ძალიან არ ვჩქარობ მოვლენების განვითარებას! <3



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძააააააააალიაააააან მაგარი იყოოოო ძაააიან მალე დადე რა მაგარია

 


№2 სტუმარი Teo

Dzalian magaria,moutmenlad veli shemdegs.

 


№3 სტუმარი Guest bubu

ara ar chqarob kargad midis yvelaferi dzalian momwons

 


№4  offline წევრი Ella29

აუუძალიაან მაგარი ისტორიაა, შემიყვარდა უკვეე.. მალე დადეე რაა

 


№5  offline წევრი An_Gel

ოჰოო, ასე მოვლენების განვითარებას მეც აე ველოდი, საინტერესოა. ნენეს პერსონაჟი ძალიან მომწონს. რაღაც ეჭვები გამიჩნდა და მაგას პირადში გაგიზიარებ.
ჩემო უიჭიერესო, ყოველი თავით უფრო მაგარი გამომგდის ეს ისტორია, ვგიჟდები შენს ინტრიგებზე

 


№6  offline წევრი Mariammmo

ეეე რა მაგარი თავი იყოო ^_^
ამ გოგომ უნდა თქვას ბედი მაქვსო :D
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!! <3
მალე დადე რა ისე დამაინტერესა და უცებ აღარ იყო :/

 


№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალიან მაგარი და საინტერესო ისტორიაა.
ამ თავშI მართლა 100% იან იღბალთან გვქონდა საქმე. მე პირადად ცოტა არაბუნებრივად მომეჩვენა ასე უბრალოდ ოჯახისწევრად გახადო ვინმე და ნუ რავი მაგრამ დარწმუნებული ვარ ახსნა აქვსდა დროტაგანმავლობაშI ნელნელა ესეც ნათელი გახდება.
უძალიანმაგრესად მაინტერესებს "შავთვალებას" სიტუაცია და იმედიც მაქვს რომ მალე გამოჩნდება!!!!!
ნუ რაღამეთქმის გელოდები მოუთბენლად!!!!.......

 


№8  offline წევრი mimimimo

მ ა ო ც ე ბ !
ყოველ თავში ახალი და ახალი რაღაცებით,
ამ გოგოს ემოციებით
და
შავთვალება მენატრება
მალე დამიბრუნე, რა.

 


№9  offline წევრი mia15

საინტერესოა ძალიან და ველოდები შემდეგ თავს.მალე დადე

 


№10  offline წევრი aNuGi

ანი ანი
ძააააააააალიაააააან მაგარი იყოოოო ძაააიან მალე დადე რა მაგარია

უდიდესიი მადლობა! <3 ვეცდები რომ მალე დავდო! <3

Teo
Dzalian magaria,moutmenlad veli shemdegs.

ძალაინ დიდი მადლობა! <3

Guest bubu
ara ar chqarob kargad midis yvelaferi dzalian momwons

დიდი მადლობა <3 <3

An_Gel
ოჰოო, ასე მოვლენების განვითარებას მეც აე ველოდი, საინტერესოა. ნენეს პერსონაჟი ძალიან მომწონს. რაღაც ეჭვები გამიჩნდა და მაგას პირადში გაგიზიარებ.
ჩემო უიჭიერესო, ყოველი თავით უფრო მაგარი გამომგდის ეს ისტორია, ვგიჟდები შენს ინტრიგებზე

ჰმ, შენ უკვე შემიცანი ციკო (აქაც გეტყვი :დ) <3 ძალიან მიყვარხარ! <3

Mariammmo
ეეე რა მაგარი თავი იყოო ^_^
ამ გოგომ უნდა თქვას ბედი მაქვსო :D
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ!! <3
მალე დადე რა ისე დამაინტერესა და უცებ აღარ იყო :/

ამაზე დიდ თავს ალბათ ვერც დავდებ, მართლა, ვეცდები რომ მალე დავწერო და დავდო <3 <3
ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო <3 <3 <3

nawkas12345
ძალიან მაგარი და საინტერესო ისტორიაა.
ამ თავშI მართლა 100% იან იღბალთან გვქონდა საქმე. მე პირადად ცოტა არაბუნებრივად მომეჩვენა ასე უბრალოდ ოჯახისწევრად გახადო ვინმე და ნუ რავი მაგრამ დარწმუნებული ვარ ახსნა აქვსდა დროტაგანმავლობაშI ნელნელა ესეც ნათელი გახდება.
უძალიანმაგრესად მაინტერესებს "შავთვალებას" სიტუაცია და იმედიც მაქვს რომ მალე გამოჩნდება!!!!!
ნუ რაღამეთქმის გელოდები მოუთბენლად!!!!.......

რა თქმა უნდა ყველაფერს ექნება ახსნა <3
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ, ვეცდები მალე დავდო <3

mimimimo
მ ა ო ც ე ბ !
ყოველ თავში ახალი და ახალი რაღაცებით,
ამ გოგოს ემოციებით
და
შავთვალება მენატრება
მალე დამიბრუნე, რა.

ძალიან დიდი მადლობა <3
მეც მომენატრა შავთვალებაზე დაწერა და იმედი მაქვს მალე გამოჩნდება <3 <3 <3
ვეცდები მალე დავდო <3

mia15
საინტერესოა ძალიან და ველოდები შემდეგ თავს.მალე დადე

ძალიან დიდი მადლობა! <3

Ella29
აუუძალიაან მაგარი ისტორიაა, შემიყვარდა უკვეე.. მალე დადეე რაა

უდიდესი მადლობა ჩემო კარგო, ვეცდები რომ მალე დავდო <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№11  offline წევრი anuka1994

რატომღაც
მგონია რო ნენე ჩვენი შავთვალებას დაა რავიცი აბაა. ვფუქრობ როდ
ათა ძალიან კარგიი პერსონაჟია და იმედია აე დაივიწყებს და იმეგობრებენ მაინც

 


№12  offline წევრი aNuGi

anuka1994
რატომღაც
მგონია რო ნენე ჩვენი შავთვალებას დაა რავიცი აბაა. ვფუქრობ როდ
ათა ძალიან კარგიი პერსონაჟია და იმედია აე დაივიწყებს და იმეგობრებენ მაინც

ვნახოთ რა იქნება, ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ, ძალიან მიხარია <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№13  offline მოდერი bibo

ჯერ იქიდან დავიწყოთ ეს ისტორია ისა მე რო მანახე heart_eyes kissing_heart ერთ კამფეტს რო ეძღვნება bowtie შენ რო სასწული ხარ საოცრება და მაგიჟებ იცი ხო თუ თავიდან გითხრა heart_eyes ჩემო შხვართულა ბედნიერების წყარო ხარ სიგგიჟის ზღვარზე ვარ მაგიჟებს შენი ისტორიები შენი დახვეწილი სტილი მსუბუქი ჰაეროვანი სუსხიანი და ელეგანტური ისტორიები heart_eyes ყველაზე მეტად მომწონს შენი მოსვლის დღიდან ისეთი პროგრესი რომელი9ც ბევრს არ დაესიზმრება მიყვარს შენი ისტორიები მიყვარხარ მე შენო ჩემო გოგოვ heart_eyes ვგიჟDები შენზე ჩემო ნიბლია ეს ახალია რაღაც სხვა ფერის და სხვა სტილის სხვანაირია სხვა განცდა ახალია შენ მიერ შექმნილი ახალი საოცრება მაგიჟებ დღითიდღე ჩემო ნიბლლია გოგოვ heart_eyes kissing_heart

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიმე ჩემო ტკბილო ძალიან კარგი თავი იყო და სულაც არ აჩქარებ ან წელავ ისტორიას.დათა რამე კავშირში არის ვითომ შავთვალებასთან ჰა.საინტერესოა
--------------------
ლანა

 


№15  offline წევრი aNuGi

bibo
ჯერ იქიდან დავიწყოთ ეს ისტორია ისა მე რო მანახე heart_eyes kissing_heart ერთ კამფეტს რო ეძღვნება bowtie შენ რო სასწული ხარ საოცრება და მაგიჟებ იცი ხო თუ თავიდან გითხრა heart_eyes ჩემო შხვართულა ბედნიერების წყარო ხარ სიგგიჟის ზღვარზე ვარ მაგიჟებს შენი ისტორიები შენი დახვეწილი სტილი მსუბუქი ჰაეროვანი სუსხიანი და ელეგანტური ისტორიები heart_eyes ყველაზე მეტად მომწონს შენი მოსვლის დღიდან ისეთი პროგრესი რომელი9ც ბევრს არ დაესიზმრება მიყვარს შენი ისტორიები მიყვარხარ მე შენო ჩემო გოგოვ heart_eyes ვგიჟDები შენზე ჩემო ნიბლია ეს ახალია რაღაც სხვა ფერის და სხვა სტილის სხვანაირია სხვა განცდა ახალია შენ მიერ შექმნილი ახალი საოცრება მაგიჟებ დღითიდღე ჩემო ნიბლლია გოგოვ heart_eyes kissing_heart

შენ ხარ ჩემი პოზიტივი და ჩემი უთბილესი ადამიანი, როგორ მიყვარხარ ჩემოო ბიბუნა ვერც კი წარმოიდგენ! <3 ძალაინ დიდი მადლობა!

La-Na
ვაიმე ჩემო ტკბილო ძალიან კარგი თავი იყო და სულაც არ აჩქარებ ან წელავ ისტორიას.დათა რამე კავშირში არის ვითომ შავთვალებასთან ჰა.საინტერესოა

ჩემო ლამაზო ძალიან დიდი მადლობა <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16  offline წევრი Indigo

ღმერთო, რა სულელი ვარ...
ვწამობდი, რამიდენიმე თავუც დაიდოს და მერე დავიწყებ კითხვასთქი, მაგრამ რო მცოდნოდა ეს დამხვდებოდა, ერთი წამიც არ მოვიცლიდი.
საერთოდ არ ველოდი მსგავს მოტხრობას შენგან და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.
მოკლედ, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს...

პ.ს. "ღამის პარტნიორი"-ს გადაკითხვა მინდოდა და ვერ ვნახე, წაშალე?? :(((
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№17  offline წევრი aNuGi

Indigo
ღმერთო, რა სულელი ვარ...
ვწამობდი, რამიდენიმე თავუც დაიდოს და მერე დავიწყებ კითხვასთქი, მაგრამ რო მცოდნოდა ეს დამხვდებოდა, ერთი წამიც არ მოვიცლიდი.
საერთოდ არ ველოდი მსგავს მოტხრობას შენგან და სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.
მოკლედ, მოუთმენლად ველი შემდეგ თავს...

პ.ს. "ღამის პარტნიორი"-ს გადაკითხვა მინდოდა და ვერ ვნახე, წაშალე?? :(((

რატომღაც ამ ეტაპზე ჩემმა მუზამ ასეთი რაღაც შემომთავაზა, თუმცა შემდეგი ისტორია ისევ ჩემი სტილის იქნება <3
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემო კარგო! <3
სამწუხაროდ წავშალე, მაგრამ facebook თუ გყავარ მომწერე და აუცილებლად გამოგიგზავნი! <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№18 სტუმარი Tamo

Italian magari istoriaa....shemdeg tavs rodis dadeb mteli dgea moutmenlad velii

Tamo
dzalian magari istoriaa....shemdeg tavs rodis dadeb mteli dgea moutmenlad velii

 


№19 სტუმარი ანნნასტასია

ვაიმე სადაა შემდეგი, გაწვრილდა გული...

 


№20  offline წევრი Nessa

მალე დადებ? ❤️

 


№21  offline მოდერი bla.ell

აუუ მალე დადე რაა ყოველდტე ამას ველოდები❤❤

 


№22 სტუმარი Tako

Rato agar avrdzeleeb ?? dagvaunterese dzalian da daikarge

 


№23  offline წევრი aNuGi

ძალიან დიდი ბოდიში ყველას, მაგრამ სავარაუდოდ თვის ბოლომდე ვერ დავდებ, სტუმრები მყავს და ვერ ვახერხებ კომპიუტერთან მოხვედრას, თვის ბოლოს აუცილებლად იქნება ახალი თავი გპირდებით!
კიდევ ერთხელ ძალიან დიდი ბოდიში!


Lollipop :))
ცოტა უცნაურად ვითარდება მოვლენები.
გამიკვირდა ასე იოლად რომ ააწყო ცხოვრება.
ცოტა არარეალურია.
მაგრამ ეს დიდს არაფერს ნიშნავს.
ძაან მომწონს ეს ისტორია.
თაიც, ნენეც და დათაც, სამხატვროდან.
თაის და დათას "ვშიფავ" . relaxed ♡♡♡♡
რა მინდა იცი?!
დათა და თაი რო ერთად იყვნენ,
ან შავთვალებას ეგონოს ეგრე და ბოლოს რო გაიგებს სიმართლეს თაისთან მოუნდეს. თაისთან რო მივა და დათა დახვდება განადგურდება და დაიტანჯება. ბევრი რო იწვალოს smiling_imp ... ბათ ბოლოს მაინც ერთად იყვნენ.
მოკლედ მომივიდა მუზა joy
ძაან მომწონს.
წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო, მიხარია თუ ასე მოგეწონა! <3
ვეცდები მალე დავდო, სავარაუდოდ რამდენიმე დღე დამჭირდება სამწუხაროდ! <3
ვნახოთ რა იქნება, მეც კი არ ვიცი ასე ზუსტად ჯერ :დ <3 თუმცა დათას ნამდვილად აქვს საკუთარი ადგილი :დ <3 <3 <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№24  offline აქტიური მკითხველი terooo

კი მომწონს თან ძალიან...
ერთი რაღაც გამიკვირდა ნენემ რომ ასე უცებ წაიყვანა სახლში...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent