სულს მოგცემ!(10)
გაოცებული უყურებდა უამრავ ადამიანს შორის მოქცეულ წყვილს რომელიც მთელი გრძნობით კოცნიდა ერთმანეთს . კატო როგორი იყო? ისეთი როგორიც საერთოდ არ წარმოედგინა, იმ უამრავი მოსაზრებიდან ერთ-ერთსაც არ აკმაყოფილებდა. იმდენად მომხიბვლელი იყო, იმდენად დახვეწილი და სექსუალური რომ უბრალოდ დგომას და მის მზერასაც კი დასთანხმდებოდი . აი ისეთი ქალი იყო უარყოფით ემოციას რომ ვერ გამოიწვევდა თუ ძალიან არ მოინდომებდა. ალექსანდრეს რომ მოშორდა და მის მკლავებში მოქცეულმა მეგობრებს გაუღიმა თითქოს მზეც კი დაჩრდილა იმ წამს. თვალები დაეხუჭა სიცილის დროს, კამერაში განცხადება გააკეთა რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა მხოლოდ თქვა რომ მისი მოდის კვირეული წარმატებულად დასრულდა , თითოეულ ქვეყანაში სადაც გამოფენები მოაწყო მოწონება დაიმსახურა და ახლა მონატრებულ სამშობლოდან დიდხანს წასვლას არ აპირებდა, რადგან საყვარელი ალექსანდრეს გარეშე ყოფნა აღარ შეეძლო. ჟურნალისტმა თავად განაგრძო საუბარი კამერის წინ და მაყურებელს განუცხადა რომ ცნობილ დიზაინერსა და ყოფილ მოდელ კატერინას მეგობრები და საქმრო დახვდა აეროპორტში...კიდევ ათასი რამ ,მარიამს აღარ ესმოდა რადგან ყურადღება ისევ კატოზე გადაიტანა. მისი ჩანთები ალექსანდრეს დაცვას მიჰქონდა თავად კი სანდროს მკლავზე მოხვეული მიაბიჯებდა ყურებამდე გაღიმებული და ისე ესაუბრებოდა მეგობრებს . -არ გამაცნობ? -როგორც კი შესაძლებლობა მიეცა მაშინვე უთხრა ალექსანდრეს და თავით მარიამისკენ ანიშნა. -ახლა ? -ხო ახლა! -როგორც გითხრეს ისე არაა!- მოკლედ მოუჭრა თვალი ჩაუკრა მანქანას მიეყუდა ჩაჯდომამდე და შეკრებილებს გადახედა- მეგობრებოოო ჩემი კატუსიას ჩამოსვლას სახლში ავღნიშნავთ ყველას გელოდებით ჩემთან ერთ საათში .იი- ხმამაღლა განაცხადა და კიდევ ახმაურდა ხალხი. მარიამი სწრაფად ჩაჯდა მეორე მანქანაში სანამ ალექსანდრე მოიხედავდა და კარი მიხურა. ორ წუთში შეტყობინება მიუვიდა“სად გაიქეცი !“ არაფერი უპასუხა, გაეცინა უბრალოდ , ვერ წარმოედგინა ასეთი გოგო თუ იქნებოდა. იმდენად საოცარ სინთეზს ქმნიდა ეს წყვილი რომ შეგშურდებოდა მათ შემხედვარეს. როგორ შეიძლებოდა ასეთი ქალი არ გყვარებოდა, წარმოუდგენელი იყო. მარიამი მანქანიდან მაშინვე გადავიდა როგორც კი გაჩერდა და სახლისკენ დაიძრა. ალექსანდრეს და კატერინას წამოეწია და გოგოს თავად მიესალმა -იქ ვერ გაგეცანით მე მარიამი ვარ თაბაგარი და მინდა გითხრათ რომ გაოცებული ვარ თქვენი სილამაზით -აიი ხომ გეუბნებოდი შენთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და შეგიძლია მშვიდად იყო ... არ მოვწონვარ საერთოდ ! გითხარი ხო დედაჩემი რომაა ჩემთან -კიი მითხარი და რატომ აწყობ აქ წვეულებას? შევაწუხებთ ხმაურით სხვაგან წავსულიყავით რა საჭირო იყო ეს ალიაქოთი ... ისე ვერ გაერთობოდი? დაღლილი ვარ ხვალიდან ისედაც ათას წვეულებაზე უნდა მივიდე და ყელში ამომივა ამ ფარისეველი ხალხის ლაქუცი მიყურებენ და ნატრობენ მჟავა გადამესხას და დავიწვა ან ხატვის ნიჭ დავკარგო და ვერაფერი შევქმნა ზოგს საერთოდ ჩემი აფეთქების სურვილი კლავს -აშკარად მოგენატრე კატუსიი ძალიან ხარ აღელვებული! -რა ხმააა ? რა ხდება სანდრიკოო?ვაიმეეეე საყვარელოოოოო კატააა როგორ ხარ? როგორ მოგვანატრე თავი სად დადიოდი ამდენ ხანს გოგონი ასე როგორ შეიძლება რომ ტოვებ ამ შენს საქმროს იქნებ მოგტაცოს ვინმემ სანამ შენ მსოფლიოს მოივლი შენი შემოქმედებით- ელიზაბეტი ჩვეული ღიმილით და თან მშვიდი სახით მოძრაობდა.კატოს მოევხია და ალექსანდრეს მკლავებიდან გამოაცალა.ს ახლისკენ გაიტაცა პირდაპირი მნიშვნელობით -რისთვის წამიყვანე...სად იყო იქ სიურპრიზი -ის ხალხი, ბუშტები,ტელევიზია და სიყვარულისგან დაფერფლილი საქმრო რა იყო აბა? -როგორ დაგიხარჯავს ენერგია ...ასეთი საოცრება როგორ მოიფიქრე -რას მეჯუჯღუნები შენ რა გწყინს ერთი! -დარწმუნებული ხარ რომ არ გიყვარს? -მაგაში თითონაც დარწმუნებულია და შენ რატო გეპარება ეჭვი -მგონი მართლა ღირს დაფიქრება ჩემს ორიენტაციაში ან შენს ტვინში ... როგორ შეიძლება ასეთი ქალი გყავდეს და სხვა გინდოდეს -ქალური სოლიდარობის პონტში მებაზრები? შარი იყო შენი აქ მოყვანა აი ამის მეშინოდა ,მალე დამიწყებ ნოტაციების კითხვას ხომ? -სხვა დროს ვისაუბროთ! -სად მიდიხარ ? -რამე გჭირდება ? არა ! შესაბამისად თავისუფალი ვარ ! ხომ მაქვს უფლება არ მინდოდეს შენი „გართობის“ ცქერა -რა თქმა უნდა ... მე ის მიკვირს აქამდე როგორ გაუძელი - ისე გაიცინა როგორც ალექსანდრეს შეეფერებოდა და სახლისკენ მშვიდად დაიძრა. იმ წამს ხედავდა ნამდვილ ალექსანდრეს და რაღაც სხვას გრძნობდა.ბავშვი თავისთან რომ არ დახვდა იძულებული გახდა ალექსანდრეს იმპერიაში გადაენაცვლა, მისაღებში რომ შეაბიჯა წამსვე მიხვდა რომ რთული მდგომაროება იყო. ბავშვი ელიზაბეტს ეჭირა და კატოს ასულიერებდა ალექსანდრე -კატერინააა ... ლიკა ნიშადური მომიტანე ! რას უდგახართ მანდ -გამოეცალე ...ჰაერი სჭირდება .რა მოხდა -ბავშვი რომ დაინახა გონება დაკარგა ..რა ვიცოდი ასე თუ ინერვიულებდა - ლიზას ხმა გაიგო და მერე გოგოს მიხედა. ორ წუთში გამოფხიზლდა და ალექსანდრემ მაშინვე გაიყვანა იქედან-სად წაიყვანა...უიმეე რა სუსტია ეს გოგო ნეტა ამის საყვარლებს რომ უყურებს იმას ვერ უშვებს რომ შეიძლება ერთ დღეს შვილი გაუჩინოს ვინმემ ? რა სულელია ღმერთო ჩემო ,ნეტა ალექსანდრე უნაყოფო ჰგონია თუ რას ფიქრობს მაგის უნაოჭო ტვინი- ჩუმად ლაპარაკობდა მერე მარიამმა ბავშვი რომ გამოართვა წარბები შეკრა-სადმიგყავს? -მშვიდად სადაც იქნება იქ...გირჩევთ თქვენც გახვიდეთ სახლიდან -რა ხდება? ესენი რატომ დაფოთიალებბენ აქეთ-იქით -წვეულებას აწყობენ და გირჩევთ დღეს შეეშვათ ალექსანდრეს გაავებას ..თქვენის ნებართვით არ აინტერესებდა გარეთ რა ხდებოდა,თორნიკეს ესაუბრებოდა მობილურით. ბავშვს უყურებდა და წუწუნებდა იქედან,მერე მარიამს ყველაფერი მოაყოლა და ნფორმაცია გაუცვალა კიდეც. დაძინებას აპირებდა კარზე რომ დაუკაკუნეს , კარის გაღებისას ელიზაბეტი რომ დაინახა გაუკვირდა -შეიძლება? -მობრძანდით ... -ნამცხვარი და წვენი წამოვიღე,არ ვიცი გიყვარს თუ არა ისეთი გამხდარი ხარ ალბათ ამ დროს არ ჭამ - შევიდა და მაგიდაზე დადგა თეფში და წვენით სავსე მინის ბოთლი.მარიამმა ჭიქები მიიტანა და მის გვერდით დივანზე ჩამოჯდა-ბავშვს ძინავს ხო? მშვიდი ბავშვია , თუმცა ამ ასაკში ყველა მშვიდია ...იქ რატომ არ ხარ? -არამგონია რამე ისეთი მოხდეს ალექსანდრეს რომ დავჭირდე ! -ვფიქრობ და ვერ ვხვდები აქ რატომ ხარ! -მეც არ ვიცი ...უბრალოდ ორივეს გვაწყობს ჩემი აქ ყოფნა -რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ დავითი რომ შეგხვდეს და საკმაოდ დიდი თანხა შემოგთავაზოს ალექსანდრეს მართვისა და ინფორმაციის მიწოდებისთვის როგორ მოიქცევი? -იმდენად სულელ კაცს გაჰყევით ცოლად რომ დაიჯერებს ამას? დაიჯერებს რომ ალექსანდრეს მართვას ვინმე შეძლებს? მითუმეტეს ქალი? -შენ არ ხარ ჩვეულებრივი, აი ჩემს ქმარს კი არაჩვეულებრივი ქალების ამოცნობის დედუქციური უნარი აქვს! -სჯობდა შვილთან ურთიერთობის უნარი ჰქონოდა ... -ზღვარს სცდები და უხეშობ! -როცა ჩემი მოსყიდვა და მიუღებელ საქმეში გამოყენება სურთ შეურაცმხყოფენ ეს კი ყოველგვარ დანაშაულს აღემატება ! -გიყურებ და ვრწმუნდები რომ ნამდვილად ის ხარ ვისაც ამდენი ხანია ველი! წავიდა ისე რომ მარიამის პასუხს არც კი დაელოდა. მარიამს რა თქმა უნდა თავი არ შეუწუხებია ამ ყველაფერზე ფიქრით,რადგან თავად დარწმუნებული იყო საკუთარ პოზიციაში. ბავშვის გვერდით დაწვა და დაიძინა. გამთენიისას ბავშვისთვის ფაფის გასაკეთებლად შევიდა სამზარეულოში, გოგონა კალათში იწვა ,რომელიც სამზარუელოს დიდ მაგიდაზე იდგა და პაწაწინა ხელებს ამოძრავებდა. -დილამშვიდობისა...მეც მომიმზადე რა ყავა და კიდევ რამე რომ ვისაუზმო ,ძალიან მშია - ზურგით იდგა კატოს ხმა რომ გაიგო, უკან შებრუნდა და თხელ მოკლე ხალათში გამოწყობილს მზერა მიაპყრო -დილამშვიდობისა...ყავა კარადაში იქნება, პროდუქტი მაცივარშია - ფაფის ბოთლი ცივ წყალს შეუყუდა რომ გაეგრილებინა და გოგონას ისევ ზურგი აქცია. -უკაცრავად? -დიახ რა ხდება?- მშვიდად გახედა აფოფრილ გოგოს -ანუ გინდა რომ მე მოვამზადო? და შენ რას აკეთებ აქ? -არ მიყვარს საუზმის მომზადება თუ თავად არ მივირთმევ...დალი ერთ საათში მოვა და შეგიძლიათ მას სთხოვოთ თუ თავად არ შეგიძლიათ ყავის მომზადება, უაკცრავად-თავისუფალი ხელი კალათს მოჰკიდა და სამზარეულოდან გავიდა. ბავშვს აჭამა, შემდეგ რამდენიმე წუთს ხელში ჰყავდა და ბოლოს სააბაზანოში შეიყვანა რომ ებანავებინა. პირსახოცში შეხვეული გამოიყვანა საძინებელში ის იყო საწოლზე დასვა კარი რომ გაიღო და ალექსანდრე შევიდა -რა მოხდა შეგიძლია მითხრა? -შენს სიზმარში? -მარიამ! -რაზე მეუბნები ხომ უნდა ვიცოდე -რატომ გამაღვიძა კატომ გააფთრებული სახით -საუზმე მომიმზადეო და ვუთხარი რომ დალი ერთ საათში მოვიდოდა ყავა კარადაშია პროდუქტი მაცივარში-თქო , რამე დავაშავე და არ ვიცი? -სულ ეს იყო? სულ გაგიჟდა ეს ხალხი ! ძილს არ მაცლიან... დილამშვიდობისა პატარავ- ბავშვის დანახვისას გაეღიმა ,მერე საწოლზე მოწყვეტით დაეშვა ბალიში ხელებში მოიქცია და თვალები დახუჭა -არ გადმობრუნდე ბავშვს გაჭყლიტავ! -ბრუნვის თავი მაქვს? მეძინება ... ორ წუთში ისე მშვიდად ეძინა თითქოს ამქვეყნად არაფერი ჰქონდა სადარდებელი,პატარა ბავშვი იყო სუფთა სულით . მარიამმა ბავშვიც დააძინა და მის გვერდით დააწვინა. როგორც ყოველტვის იმ დილასაც დაურეკა თორნიკემ,მას ელაპარაკებოდა ალექსანდრემ რომ გაიღვიძა და ბავშვის დანახვისას გაშლილი ხელი წამში მოკეცა,გაიღიმა და მძინარე გოგონას ფრთხილად მოეფერა ლოყაზე -პრინცესა რა პატარა ხარ ის ლაწირაკი ხელშიც ვერ აგიყვანს ტყუილად იჭიმება იქედან -რაო რა მინდაო? არ ისმის მაგის ბურტყუნი ... -რაო ექიმმა როგორ მიგის გაძვალების პროცესი -ჩვეულებრივად... დრო სჭირდება რა. რომ ვერ ვმოძრაობ ვეღარ ვუძლებ. ეს ნეკნები რომ არ იყოს გატეხილი კიდე ჯანდაბას ,მაგრამ ახლა თავის მოძრაოვს ვახერხებ და მეტს ვერაფერს...კიდე კაი ხელიდან მომხსნეს ის რაღაც და ორივე ხელს ვიყენებ -რა სანახაობას ვაკლდები?! -კატიუშა როდის ბრუნდება ? დღეს არ უნდა ჩამოსულიყო? -ჩამოვიდა...არ უთქვამს მარიამს? -მანდაა ისიც? რაოო დაემართა შეტევები მარიამის დანახვისას? დარწმუნებული ვარ მისი დაქალები ალქაჯად აღუწერდნენ მარიამს და გამოიქცეოდა იქედან -დაახლოებით ... დაწყნარდება არაფერია -ელიზაბეტიც შენთანაა და კატოც? სახლი კიდე დგას თუ ჩამოინგრა უკვე -სიცილი შეგიძლია შენ? -აუუ არაა გვერდები მტკივდება და თავიც -მერე მიხვდი და გაჩუმდი -ნუ ეფერები ბავშვს შენი ჭუჭყიანი ხელებით და საერთოდ ძინავს მგონი და რო შეეშვა არა? -ნერვოზიანი მამიკოოო -გეყოს! -ვიცი მე რა მეყოფა როდის ჩამოხვალ გაჩვენებ რა მეყოფა და რა არია აქედან ლაპარაკი არ მინდა ! -ბავშვი ნახა კატიუშამ? -დედაჩემს ჰყავდა ხელში და პირდაპირ მიახა ნახეე პატარავ კატო დეიდა მოვიდაა მისი ხშირად ნახვა მოგიწევსო მერე ერთი დაიკივლა ალექსანდრეო და წაიქცა -დედაშენს რატო ჰყავდა ჩემი ბავშვი! -მაგის გარდა ვერაფერი გაიგე? -კატოს წიკები არ მაინტერესებს ! -ჰყავს ხოლმე რა ვქნა ნუ მიუახლოვდები ბავშვს_თქო ვუთხრა? -არა რა სისულელეა,უბრალოდ გამიკვირდა. ისე რომ უთხრა მოვალ-თქო და გაუშვა არ გინდა? -ვუთხარი და არ მიდის მაინც ! -ხოო? აბა რა უნდა? -ვინ უნდა უკეთესი იქნებოდა...მარიამითაა დაინტერესებული,კონკრეტულად რა უნდა არ ვიცი მაგრამ სანამ არ გაარკვევს მანამ არ წავა! -დათა როგორ ძლებს ამდენ ხანს? -მე რა ვიცი ... -დედაჩემმა რომ დამირეკა გითხარი? კიოდა მოთქვამდა რატომ არ დამირეკე ცუდად თუ იყავიო და რა ვიცი იმდენი რამე თქვა ორ წამში აღარც კი მახსოვს, ძლივს დავარწმუნე რომ არ ჩამოსულიყო მაგის ნერვები მქონდა? გააგრძელე შოპინგითქო ვუთხარი და მორჩა -რა ემოციური ქალია ვგიჟდები-ცინიკურად გაიცინა ალექსანდრემ და თავი ბალიშზე დააბრუნა -ვერაფერს იტყვი სულ ელიზაბეტს ჰგავს ... შოპინგს გააგრძელებდა შენ რო ასე იყო? -სხვათაშორის ყოველ დღე მეკითხება შენზე როგორააო? მართალია უემოციო გამომეტყველებას იღებს ,მაგრამ მაინც აინტერესებს შენი მდგომარეობა- მარიამმა მომენტით ისარგებლა - აღიარებს თორემ ისე უყვარს თავისი დავითი დაჟე მეც ვუყვარვარ ... ალექსანდრე გახსოვს ბავშობაში ხელი რომ მქონდა მოტეხილი როგორ მივლიდა? კი მეჯუჯღუნებოდა ,მაგრამ ერთი რო წამომეკვნესა მაშინვე ფეხზე ფრინდებოდა -მახსოვს -მარიააამ -ჰოო -იცი სანდრიკო ჩემზე რომ ეჭვიანობს? -რა იდიოტია ღმერთო ჩემო -სიცილით თქვა ალექსანდრემ ,პოზა არც შეუცვია ისევ ბავშვს უყურებდა და ეფერებოდა -მე რომ თავისუფალი ვარ და მაგას მილიონ რამეს ავალებენ და მოსვენებას არ აძლევენ, შურს...ტახტი რომ ერგება იმაზე კი არ ფიქრობს -ნეტა ამდენი ტლიკინი თუ არ გღლის ... მგონი მანდ სულ ტყუილად ხარ წამოგორებული ,ცუდად ყოფნის ვერაფერს გატყობ -ერტი უსმინეთ რა.. მე რა დღეში ვარ აქ და ტყუილად ხარ წამოგორებულიო! -გაიბუტა პატარა თოკუნაააა ...შენ და მამაშენი კარგად გაუგებთ ერთმანეთს პრინცესა ..ესეც შენსავით პატარაა და ტვინი არ აქვს თორნიკე რომ გაჩუმდა მარიამს გაეღიმა, ასე მარტივად არ შეეძლო მამის სტატუსის მიღება, ალექსანდრეც ისე თავისუფლად ესაუბრებდოა ბავშვს თითქოს პასუხი უკვე ნაანხი ჰქონდა -წავედი მე...მარიამ დაგირეკავ მერე -მე რატომ არ მირეკავს ვითომ ...- როგორც კი გათიშა მაშინვე პრეტენზია წამოაყენა -შენთან არ არის ბავშვი და იმიტომ -საეჭვო სიწყნარეა ,უნდა გავიდე რა ხდება გავიგო ! კატო წასული იყო ,ელიზაბეტი თავის ოთახში გახლდათ შესაბამისად სახლშიც სიმშვიდე სუფევდა. ორი დღე ისე გავიდა ალექსანდრე რამდნეიმეჯერ გავიდა გარეთ, ორივე ღამე წვეულებაზე გაატარა და ლამის გადაათება. ელიზაბეტი არაფერს აკეთებდა მისი გაგიჟებისთვის და მაგარ დარტყმას ელოდა. როგორც იქნა სახლში საუზმობდა ვარჯიშიც მოახერხა დილით და ძალაგამოცლილი იყო -დილამშიდობისა შვილო- ლიზამ ლოყაზე აკოცა დ ამის გევრდით დაჯდა. მარიამიც მაგიდასთან იჯდა , გვერდით სკამზე ბავშვის კალათი იდო თუმცა მშვიდად იყო და ყურადღებაც არ სჭირდებოდა. ლიზას მობილური რამდენჯერმე ამღერდა, ყოველ ჯერზე გათიშა და მშვიდად განაგრძო ჭამა. -რაა თქვენი ასეთი კარგი განწყობის მიზეზი ქალბატონო ელიზაბეტ? -ჩემი კარგი განწყობა გაღიზიანებს შვილო? -მაშინებს დედა...მაშინეეებს -მასხარა ! მისაღებში ისხდნენ ეზოდან ხმაური რომ შევიდა, ალექსანდრე მაშინვე წამოდგა ,მაგრამ გარეთ გასვლა არ დასჭირდა ისე შევიდა დავითი -ოოჰ დავით რა ქარმა გადმოგაგდოთ ჩემკენ? რამე ბიზნესმოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ? -თუ კაცი ხარ ჩამომეცალე...ოოჰ ქალბატონ ელიზაბეტს ვახლავარ როგორ გიკითხოთ? -არაჩვეულებრივად თავად? -აჰ მიცანით? იმდენი ხანია სახლში არ ყოფილხარ ვიფიქრე სახეზეც დაგავიწყდებოდი ... -დღეშე იმდენჯერ მირეკავ ფოტოს გამოცვლა ვერ მოვახერხე და შესაბამისად მახსოვხარ ... -რა გასაოცარიაა პირდაპირ და სახლში როდის წამოხვალ?!- სავარძელს დაეყრდნო ხელებით და ზემოდან დააცქერდა ცოლს -ჯერ არ მინდა გმადლობთ შემოთავაზებისთვის -ვინ გითხრა რომ შემოგთავაზე ... მაინტერესებს როდის წამოხვალ ბარგს რომ ჩაალაგებენ თუ ბარგი არ გჭრდება და ისე წამოხვალ -შენ ვერ გაიგე რაღაც კარგად...აქ მინდა ყოფნა ,შვილი მომენატრა და თან პატარა ბავშვებთანრამდენი ხანია ურთიერთობა არ მქონია და მინდა აქ ვიყო -გეყოფა! -უკაცრავად? ახლა დამიყვირე თუ მომესმა?- უცებ მოაშორა მისი ხელები სავარძელს და ფეხზე წამოდგა - აბა ახლა წახვალ თავად თუ მე წავიდე? -ელიზაბეტ მოთმინებას ნუ დამაკარგინებ? -მოთმინებაც გაქვს? საოცარია პირდაპირ . აი მე კი ნამდვილად მაქვს მოთმინების უნარი და სანამ არ გააკეთებ იმას რაც მე გითხარი მანამ არ წავალ აქედან -უნდა ჩავერიოო მამიკოო საყავრელოო იქნებ მე მითხრათ რა უნდა დედას და მე გავაკეთო? -შენ ყოჩაღ..ერთი სული გაქვს როდის წავა ხომ? გააჩინე ახლა ასეთი ამის გამო იკლავდი თავს? წყალს არ შეგასხამს რომ შეწუხდე ! -ჩემი შილის ლანძღვა შეწყვიტე და შენს თავს მიხედე ! მე არაფერი მჭირს მოსავლელი და რომ დამჭირდება მივცემ ვინმეს ფულს და მომივლიან ალექსანდრე ჩემი ძიძა რომ ყოფილიყო იმიტომ არ გამიჩენია აი შენ კი ფულს თუ დაკარგავ მერე ნამდვილად არავინ მოგხედავს ... უკვე კი მოხუცდი მაინც და რა ვიცი დავფიქრდებოდი ორი ბიჭი გყავს ..შვილიშვილიც და მეც კი ძალით მიმათრევ სახლში. ის შენი თინაც თუ გაგექცა და აღარ დაბრუნდა პარიზიდან მერე რას შვები ძალიან მაინტერესებს -შენ როდიდან დაინტერესდდი ჩემი და ჩემი უკანონო შილის ურთიერთობით .. ახლა რამე ხდება და მე არ ვიცი? შენ არ იყავი მთელი ცხოვრება იმას რომ მეუბნებოდი ალექსანდრეს გარდა შვილი არ გყავსო?! -იდიოტი რომ ხარ და შინაარსააც რომ ვერ იგებ! მე გეუბნებოდი რომ ჩემ გარდა არავისგან უნდა გყოლოდა შვილი ,მაგრამ ძალიან მოინდომეთ შენ და თინიკომ და ეგ მონდომება 23 წელია არსებობს სხვათაშორის და იქნებ დროა რომ ორივე შვილი გვერდით გყავდეს ასეთ დროს -მე საჭიროებას ვერ ვხედავ ! თუ გავარკვიეთ წამომყევი..ბევრი დრო არ მაქვს სხდომაზე ვარ ერთ საათში -ჩემს გამო ნუ დაიგვიანებ საყვარელო შეგიძლია წახვიდე -ელიზაბეტ ნუ მაიძულებ ძალით წაგიყვანო! -ძალით შენ მე? ნუ მაცინებ ! -არ მოდიხარ ხომ? -არა - თავი მაღლა ასწია და გაიღიმა. ეს იყო და ეს ისე უცებ მოხვია ხელი დავითმა და აიყვანა ხელში გაოცებისგან ხმაც კი ჩაუვარდა -ძალიან კარგი ... ტყუილად გელაპარაკები ყოველთვის! -რა რა ...გამიშვი გადაირიე? როგორი იქცევი დაგივარდები 20 წლის ხომ აღარ ხარ დავით ...დათა ...დათუნა დაგივარდები წელი გაგიშეშდება კაცო 40 კილო აღარ ვარ გაგიჟდი? გინდა ყველამ დაგცინოს? ეზოში იმდენი ვინმეააა -გაჩუმდი ! -ნუ მიყვირიიიიიიი -ჯანდაბა როგორ მომენატრა შენი კივილი ! -ავადმყოფოოოოო დამსვიიიი -ავადმყოოფი ვინცაა ეტყობა -ცუდად რომ გახდები გეფიცები ექიმსაც არ გამოვუძახებ! -შენ ოღონდ სახლში იყავი და არ მინდა ექიმი! მანქანაში ჩასვა და უკან არც მიუხედავს ისე დაიძრა მანქანები და დატოვეს ეზო. ალექსანდრე და მარიამი ისევ ისე იდგნენ როგორც მანამდე -ახლა ესენი ავადმყოფები არ არიან? თავი ისევ პატარა ბიჭი ჰგონია სკოლის ასაკში ასე აჩერებდა და ახლაც ჰგონია რომ თინეიჯერია ! ის კიდე ისე ეკეკლუცება და ებუტება თითქოს პატარა გოგოა ! მასე რომ ეკეკლუცებოდა იმიტომ მოიტაცა თავის დროზე და დაიღუპა თავი ! -საოცრები არიან ... ახლა ვხვდები ასეთი არაამქვეყნიური რატომ ხარ- მიმიკის შეუცვლელად თქვა მარიამმა და ალექსანდრეს ახედა -ბატონო? -და შენ ამათ ეჩხუბები? არ გინდა უბრალოდ გაარკვიო რა ხდება მათ შორის? -ავადმყოფები არიან როგორ შეიძლება ერთი ქალი გიყვარდეს და მეორესთანაც იყო ამავდროულად,დედაჩემს ავადმყოფის არაფერი ეტყობა მიუხედავად იმისა რომ შვილი ვერ გააჩინა ჩემს გარდა მეეჭვება საყვარლის გაჩენის მიზეზი დედა ყოფილიყო ! -ეგ საყვარელი რომ არ ყოფილიყო თორნიკე არ გეყოლებოდა და თუ სიინი ცხოვრობენ ასე შენ რატომ არ გინდა უბრალოდ ამ დიდი ნაკლის გარდა სხვა დადებითი დაინახო მათში...ამბობ მისი ჭუჭყიანი ფული არ მინდაო ,განა ასეთი რა აქვს ჩადენილი მიზანდასახული და ძლიერი კაცი რომ არის ის? განა ვის გაუკეთებია საქმე დანაშაულის გარეშე ...ვინმე მოკლა? ვინმეს უბედურებაზე ააგო ცხოვრება? პოლიტიკოსია, ბიზნესმენიცაა და ზუსტად ისეთია როგორიც უნდა იყოს! არაა ანგელოზი ,მაგრამ შეცდომების გარეშე ადამიანები არ არსებობენ , შენ თუ გგონია რომ უშეცდომო ხარ და დანაშაულს არ ჩადიხარ ძალიან ცდები ალექსანდრე -არავინ მოუკლავს ,მაგრამ ადამიანების მოტყუებაც დანაშაულია. -რომელი პოლიტიკოსი არ ატყუებს...ცხოვრება ომია და თუ იარაღს არ აიღებ ტავის დასაცავად გაგანადგურებენ ! მამაშენმა კი მოახერხა რომ ამდენი წელი მყარად მმდგარიყო ფეხზე , ახლა კი ვიღაც ირაკლის უნდა მიწასთან დაასწოროს და შენ გინდა ამ ყველაფერს მშვიდად უყურო? რისთვის სჯი , რისთვის რომ დაუმტკიცო როგორი მართალი ხარ შენ? სინამდვილეში ყალბი ხარ , ნამდვილად დაკარგული გაქვს საკუთარი თავი . ეს შენი მრავალი სახე გაქრობს და მალე მთლიანად გაუჩინარდება შენში „ალექსანდრე“ რომელთანაც მე მამსგავსებ. ამ ალექსანდრეს ჩემთან არაფერი აქვს საერთო, ერთი გულისამრევი კაცია რომელსაც ცხოვრების მიმართ პროტესტის გამოხატვის გარდა არაფერი ადარდებს, საკუთარი სიამოვნების გამო ყველაფერს აკეთებს და მორჩა!-ბავშვი აიყვანა და სახლიდან გავიდა. ალექსანდრეც უკან გაჰყვა მარიამთან რომ შევიდნენ სავარძელში ჩაეშვა . ბავშვი როგორც კი დასვა მაშინვე მკლავში წვდა და გვერდით მიისვა -რა ! -არ ფიქრობ ისე როგორც ჩემს ადგილას მყოფი ! -მართალია,შენს ადგილას მეც ასე მოვიქცეოდი! არ ვიქნებოდი ინერტული ამით მეტ ყურადღებას მივიქცევდი და იმიტომ. მეც ბევრ რამეს გავაკეთებდი საკუთარი სიამოვნებისთვის ,მაგრამ არა სხვა ადამიანების გამოყენებით. მესმის რატომაც დადიოდი კლუბში , რატომ იბრძოდი იქ , მესმის რატომ დაქრიხარ გიჟივით, რატომ იღებ რბოლაში მონაწილეობას, რატომ თამაშობ უამრავ რამეს. რატომ ღელავ თორნიკეზე და იმ წამს გონების გათიშვისაც მესმის. გასაგებია რატომ გყავს საცოლე ,რეალურად შეიძლება მეც მყოლოდა ვინმე მსგავსი ,მაგრამ არ მეყოლებოდა ქალი რომელსაც ვუყვარვარ, რომელიც მაღმერთდებს თუ მეცოდინებოდა რომ ერთ დღეს ისე მივაგდებდი თითქოს არც არსებულა და იმ ნაშების რიცხვს მივუმატებდი რომელსაც მგონი ყოველ ღამეს იცვლი! შორს დავიჭერდი თავს მამის საქმიანობისგან, მაგრამ მაშინ როცა ყველაზე მეტად დასჭირდებოდა შვილის გვერდით დგომა არ მივატოვებდი! შევეცდებოდი შემეცვალა მისი წესები,მისი თამაშის ფორმა და არ ვუყურებდი როგორ ნადგურდება ყველაფერი რასაც მთელი ცხოვრება შეალია...ვისთვის აკეთებდა შენი აზრით შენთვის არ უნდა? ელიზაბეტს რას ერჩი საერთოდ ... რისთვის ექცევი ასე იმიტომ რომ ქმრის საყვარლის ყოლის უფლებას აძლევ? და შენ რა დაგაკლო მაგით..გასაგებია რომ რთული ხასიათი აქვს ,მაგრამ არც იმდენად რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ მოექცე როგორც დედას ! -კატოს გამო თუ გაგიჟდებოდი ნამდვილად არ მეგონა -გაგიჟებულის რას მატყობ?! ჩემი აზრი ხომ გაინტერესებდა ხოდა გეუბნები ! სენი საქმეა როგორ მოიქცევი! -და ახლა რა კატო შევიყვარო და ყველა ქალი გავაქრო ჩემი ცხოვრებიდან? -კატოთი რატომ იწყებ პრობლემების განხილვას? -შენც კატოთი დაიწყე და თანმიმდევრულად მივყვები მეც ! -კატოსთან დაკავშირებით უბრალოდ ჩემი აზრი გამოვთქვი და საერთოდ არ აქვს მნიშნელობა როგორ მოიქცევი ! უბრალოდ იმ გოგოს რომელსაც დასაწუნი არაფერი აქვს არც ჩვეულებრივი სულელი გოგოშკაა ,საკუთარი საქმეც აქვს რომელსაც შესანიშნავად აკეთებს და საერთოდ სილამაზესთან ერთად შემდგარი ქალიცაა! იქნებ გიყვარს კიდეც და იმიტომ ვერ შორდები და საერთოდაც იმდენად ხარ შესული ამ შენს როლში თავს ვეღარ აღწევ -გჯერა საკუთარი სიტყვების ? გგონია მიყვარს და ასე ვექცევი? რომ ვუყვარვარ იმიტომააქვს მას საცოლის სტატუსი , ფულით რომ მომესყიდა ვინმე მისგან ყველაფერი იქნებოდა მოსალოდნელი . ხო კატო მაღმერთებს და არასდროს წავა ჩემ წინააღმდეგ ! -და მოგწონს როგორც ექცევი? ამ სიტყვების შემდეგ საკუთარ თავზე გული არ გერევა? შენს ადგილას ნამდვილად შემაწუხებდა ტვინი თუ არა სული მაინც... სინდისის ქენჯნა მექნებოდა ! -რაც არ გამაჩნია ვერ შემაწუხებს...მე გითხარი თავიდანვე რომ ყველაფერი დავკარგე და შენთან ახლოს ყოფნა იმისთვის მჭირდებოდა რომ გამეხსენებინა როგორ მოიქცეოდა ალექსანდრე! -მისმენ და არაფრის შეცვლას აპირებ? -კატოსთან დაკავშირებით არა! მამაჩემს რაც შეეხება ვიფიქრებ , ანალიზის პასუხს რომ გავიგებ და ამ ციცქნას თავის ადგილს ვუპოვი , შემდეგ ვნახავ რა შემიძლია მამიკოსთვის! -ახლა არ იცი დავიჯერო? -ვიცი რა თქმა უნდა...უბრალოდ არ მიფიქრია იმაზე თუ მე როგორ მოვაგვარებდი მის პრობლემას, მხოლოდ ის ვიცი დათა რას გააკეთებს ! რაც არ უნდა გააკეთოს პრინციპში ვერც ვერაფერს გააწყობს ირაკლის წინააღმდეგ . იმ ნაბიჭვარს ყველა თავის მხარეს ჰყავს გადაბირებული , ასეთები არიან ადამიანები ჭაში აფურთხებენ საიდანაც წყალს სვამენ! ის ავიწყდებათ მამაჩემის წყალობით რომ არიან მილიონრები და მათ ჩასვრილ საქმეებზე რომ ხუჭავდა თვალს , ახალი შანსი აქვთ და წამსვე გაყიდეს ! -დათამ არაფერი იცის ამის შესახებ? -შეიძლება იცის კიდეც...უბრალოდ ვერაფერს გააკეთებს მისი ყველა თამაში იციან ! აი მამიკოს ბიჭი ალექსანდრე კი არავის მიაჩნია საშიშად ,ისე მოვუღებ ბოლოს ვერც გაიგებენ ჩემს შესახებ!კარადაში ვისკი გექნება მომიტნე -მერე მე ავნერვიულდი თურმე -ისე შემომიტიე ვიფიქრე ამ მშვიდი საუბრის მიუხედავად რამეს ჩამარტყავდი- თავი უკან გადასწია , წინ წამოიწია და თითები ფეხებზე აათამაშა. -შევაშინე პატარა ალექსიკოო? -წეხან გამომლანძღა და ახლა მეხუმრება აქ ! არანორმალური ქალი -აჰა,მიირთვი - მის წინ იდგა ჭიქით ხელში თვალები რომ გაახილა და მის თაფლისფერებს გაუსწორა მზერა. მერე უცებ წამოსწია თავი ფეხები ისე მიუახლოვა ერთმანეთს მარიამი მათ შორის მოიქცია და ჭიქა ისე გამოართვა -გმადლობ ... -არაფერს- ფეხზე ისე მიჰკრა წვივი ისევ გააშლევინ შემდეგ უკან დაიხია და სავარძელში დაბრუნდა.ალექსანდრემ რომ ჩაიცინა დაინახა ,მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია -ამ საღამოს ბექუნას ქორწილისწინა წვეულება აქვს -მარტო ბიჭები იქნებით ალბათ -არაა...ერთად აკეთებენ. გიჟი მოჰყავს ცოლად! -ეშინია ეტყობა ძმაკაცებმა არ შეაცდინოთ და თავადაც იქ იქნება რო რამე=ფეხები სავარძელზე აკეცა და კომფორტულად მოკალათდდა -შენი ყოფილი შეყვარებული ქორწილში გჩითავ ...იმედია სიძეს არ მოიტაცებ -მე პირადად ვარ მიწვეული და შენი გაჩითვა არ მჭირდება ალექსანდრე -კაიი? იმ გოგომ იცის ვინც ხარ და მაინც დაგპატიჟა? არ ყოფილა მთლად გიჟიც ..ისე სულ არ ეჭვიანობ? -რამეს მამჩნევ ეჭვიანობის? -ასეთი უდარდელი როგორ ხარ ჩემი ქალები რომ თხოვდებიან ცოტა გული მწყდება მერე რომ ვეღარ გვექნება სექ*ი და შენ ვაფშე არა ? -ახლა რას ელი რომ გითხრა რაც არ გვქონია იმაზე გული არ დამწყდება თქო? იდიოტურ თემაზე რომ მესაუბრები და საერთოდ სისულელებს ამბობ ხვდები თუ გითხრა -ნერვსაც ვერ მოუშლი მოკლედ რკინისაა რა...მაგის თქმა არ მჭირდება ისედაც აშკარაა ქალიშვილი რომ ხარ,შენი აღიარებითი ჩვენება რა საჭიროა ...თორნიკეს დღეს არ დაურეკავს? -დარეკა ...მერე ისევ დავრეკავო მალე გამითიშა ექიმი იყო შესული -ერთხელ უნდა ჩავიდე რომ გავარკვევ ყველაფერს ! ბავშვსაც ჩავუყვან თუ რამე...ცოტა წამოიზარდოს ერთი თვის რომ გახდება წავიყვანოთ. -გგონია რომ მისი შვილია თუ არა -რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ტყუილად არ დაურეკავდა ნათია,არ იყო ისეთი გოგო სხვისი შვილი რომ მოესვა თორნიკესთვის ,მაგრაამ მაინც მჭირდება პასუხი! - საწოლთან მივიდა ფეხსაცმელი მოიშორა და ბავშვის გვერდით დაწვა -მანდ დაძინებას აპირებ? -ხო! -მე სად წავიდე -გეძინება შენც? -წუხელ არ მიძინია ნორმალურად და თავი მტკივა ცოტა -დაწექი მერე ვინ გიშლის ? -რა საჭიროებაა ამდენი საძინებელი გაქვს -ბავშვს მე დამიტოვებ? -წავიყვან -აქ ხო არ შემოდის ხმა რო რამე ... -არა ... -არ გამაღვიძო ! -როდის გაგაღვიძე ბოლოს -სუუ ... ვიძინებ - ამოიბურტყუნა ბალიშს მკლავები მოხვია და თვალები დახუჭა. საღამოს წვეულებაზე წავიდნენ, მთელი კლუბი ჰქონდათ დაკავებული და ნამდვილი საგიჟეთი იყო. ალექსანდრე მაშინვე შეერია ხალხს, მალე კატოც გამოჩნდა და ძირითადად ერთად იყვნენ. მარიამს რამდენიმე ნაცნობი გამოელაპარაკა,შემდეგ თავი დაიძვრინა ბართან მივიდა და კოქტეილი შეუკვეთა . იქ ყოფნა არ უნდოდა,ისევ სტკიოდა თავი ამიტომ გარეთ გავიდა და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა. -მარიაამ - ნაცნობი ხმა რომ გაიგო გაიღიმა და უკან შებრუნდა -ბექააა , კარგი წვეულებაა გილოცავ წინასწარ -ლოყაზე აკოცა ბიჭს და ისევ გაუღიმა -მადლობა...არ ველოდი შენს აქ ნახვას -ქორწილის მოსაწვევი მივიღე და აქ რომ მხედავ ეგ რატომ გიკვირს? -ვერ გამიგე... არ ველოდი თუ ალექსანდრესთან ერთად მოხვიდოდი! მეგონა ჭორი იყო უბრალოდ -და კიდევ რა გეგონა?- ჩაიცინა და სასმელი მოსვა -ერთად ხართ მარიამ? -ერთად ვართ? მე და ალექსანდრეზე ამბობ? -მასთან ცხოვრობ და ანუ...შეუძლებელია ალექსანდრესთან იყო , მაპატიე რომ ეს ვიფიქრე ! არ მჯერა მართლა უბრალოდ მეც არ ვიცი რატომ გკითხე ,ყურადღებას ნუ მომაქცევ , ძალიან ვარ აღელვებული და ამ ქორწილის წინ მეც არ ვიცი რას ვაკეთებ...არ მიყვარს ხომ იცი ეს პომპეზურობა ,მაგრამ ვერაფერი გავაწყვე -ბექუნაა არ გრცხვენია? წინასაქორწილო წვეულებაზე ყოფილი შეყვარებულის პირად ცხოვრებას არკვევ? ნწ ნწ ნწ რა საქციელია ეს? - ალექსანდრე ისე უცებ გამოჩნდა მარიამსაც კი გაუკვირდა, ბექას მხარზე მოხვია ხელი და ჭიქა მის ჭიქას მიადო-გაგვიმარჯოს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.