შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბროწეულის ყვავილებს


20-06-2017, 13:36
ავტორი სანდრო 23
ნანახია 3 245

ბროწეულის ყვავილი როცა სიოს შეხარის
ძოწისფერი თვალები მისი ვის სულს მიაგავს?
შევშლილვარ თუ შენ ხარ ეს, მცენარებად ქცეული,
რომლის წითელ მზერასაც ცა შერთვია ციაგად.

(ეხლაც შენ თავს მახსენებს ეს სურათი წასული,
ორჯერ არ მეორდება ქვეყნად მსგავსი სიამე.)
იქნებ დაბრუნდებოდეს წამით მაინც წარსული,
უსასრულო რიცხვებმა მთლად რომ გაანიავეს.

(მიყვარს ღამე მაისის ამოდ შემოგარსული,
როგორც ატმის სურნელი ზაფხულობით ნიავებს,
მაგრამ ყინვა იანვრის მოზღვავება თარსული,
აქაც შემომეხიზნა ცოდვილს ზამთრის სიავედ.)

ბროწეულის ყვავილი როცა სიოს შეხარის
ძოწისფერი თვალები მისი ვის სულს მიაგავს?!
შენ მასში აყვავილდი გაზაფხულის მაგიით?
თუ სიცხადის წამები სიგიჟისას მიადგა?

შევშლილვარ თუ შენ ხარ ეს, მცენარებად ქცეული,
რომლის წითელ მზერასაც ცა შერთვია ციაგად,
მერქვას გადარეული ოღონდაც შეარხევდეს,
ბროწეულის ყვავილებს შენი სუნთქვა ნიადაგ.



№1 სტუმარი l,m not sick

ლამაზად წერ

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი ლექსი აა

 


№3  offline წევრი სანდრო 23

terooo
რა კარგი ლექსი აა

მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent