ბავშვობის სიყვარული 2
დაბნეულმა სწრაფად გავიხედე, კარი გამოვაღე და შიგნით შევედი. ➖➖➖➖ ნიკოლოზ კირვალიძე ბავშვობის სიყვარული:) ნიკა მე7 კლასიდან მიყვარდა. გაიოცებთ ალბათ, მე-7 კლასელმა ბავშვმა რა სიყვარული იცისო. რათქმაუნდა თავიდანვე სიყვარული არ ყოფილა, თავიდან უბრალოდ მომეწონა, მერე მოწონების გარდა სხვა გრძნობებიც გამიჩნდა. შემდეგ ბევრი დრო რომ გავიდა მივხვდი, რომ მიყვარდა, გაგიჟებით მიყვარდა. თვითონ? თვითონ რათქმაუნდა სხვა უყვარდა. ბევრისთვის ნაცნობი ლავსთორია, არა?:) მაგრამ მივხვდი, რომ შეუძლებელი იყო ნიკას მიმართ გრძნობებისგან თავის დაღწევა და სიმართლე გითხრათ, არც მიცდია. კირვალიძე ჩემი პირველი სიყვარული იყო და დღემდე ვფიქრობ, რომ თუ ვიცი სიყვარული რა არის, ნიკას წყალობით ვიცი. ისე რა უბედური ვარ, პირველი სიყვარული და ისიც ცალმხრივი. ➖➖➖➖➖ ნინი ლისენკო ნიკოლოზს ნინი 6 წელი უყვარდა, ყველაფერს აკეთებდა ნინის ოდნავი ყურადღებისთვისაც კი. ნინი ერთი ძალიან ბანალური გოგო იყო. იმას ყველა აღიარებს, რომ ულამაზესი იყო, მაგრამ ყველაფერი ფიზიკურობა ხომ არ არის.. შინაგანად საშინელი ადამიანი იყო, რასაც ნიკოლოზის ბრმა სიყვარული ვერასდროს ამჩნევდა. როცა ნიკოლოზი მე-11 კლასში იყო(მე მაგ დროს მე-9ში) ნინიმ იგივე ”გრძნობით” უპასუხა და მოსკოვში საცხოვრებლად და სასწავლებლად გადავიდნენ. ამას რათქმაუნდა ნიკოლოზის ოჯახიდან ბევრი წინააღმდეგობა მოყვა: ნიკა ვეღარ დაამთავრებდა სკოლას საქართველოში, ვეღარ ნახავდა მეგობრებს და მშობლებს და რაც მთავარია, ვეღარ გააგრძელებდა ცეკვას. დედამისს საქართველოში ყველაზე ცნობილი ანსამბლი ჰქონდა და დღემდე ასწავლის ცეკვას. ნიკა არავის ყურს არ უგდებდა და მისი ნინისთან ერთად თანაცხოვრების სურვილი ყველა დაბრკოლებაზე დიდი იყო.ყველაზე დიდი როლი მის დაფინანსებასა და გაშვებაში ნიკას მამას მიუძღვის, რადგან მას, ისევე როგორც სხვებს მართლა ეგონა რომ ნინის და ნიკას ერთმანეთი უყვარდათ. ნინის ხომ მეტი არაფერი უნდოდა - ნახავდა მონატრებულ მოსკოვს, მიიღებდა ნიკოლოზის ოჯახიდან უამრავ ფულს, რაც მისთვის უდარდელი ცხოვრების ტოლფასი იყო და ყველაზე მთავარი - აეჭვიანებდა მის ახლადდაშორებულ შეყვარებულს, რომელიც მთავარი მიზეზი იყო ნიკასთან თანაცხოვრების. შერიგებას აღარ აპირებდა, თუმცა შურისძიების სურვილმა ამ გადაწყვეტილებამდეც მიიყვანა. ნიკოლოზი კი ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ ხვდებოდა და ფრაზა, რომ სიყვარული ბრმაა ყველაზე მეტად მის მდგომარეობას შეესაბამებოდა. ნიკას და ნინის წასვლიდან 3 წელიწადში ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა - დაიწყო აბიტურიენტობის პერიოდი და მთლიანად ამ ყველაფერზე ვიყავი გადართული, ასე რომ ყველანაირად ვეცადე ნიკა დამევიწყებინა - წავშალე ყველა სოციალური ქსელიდან მისი პროფილიც და მიმოწერებიც, დავივიწყე მისი ყველა საქციელი კარგი თუ ცუდი და უბრალოდ თავი დავანებე მასთან დაკავშირებული მოგონებებით ცხოვრებას. ერთადერთი, რასაც ვერ შევცვლიდი და არც შეცვლის სურვილი მქონია ჩემი და ნიკას საერთო მეგობრები არიან, რომლებთანაც ბავშვობიდან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმ მომენტშიც ხომ ნიკას ძველი კლასელის დაბადების დღეზე ვიყავი. ახლა კი.. ახლა სიტყვებით ვერ გადმოგცემთ მისი 5 წლის შემდეგ პირველად დანახვისას რა დამემართა. თითქოს გული უნდა ამომვარდნოდა ისე სწრაფად დაიწყო ცემა. კიდევ უფრო გამაღლებული და ბევრად გასიმპატიურებული, ისევ იმ თაფლისფერი თვალებით, რომელშიც უკვე სევდა იგრძნობოდა და ისევ ის მოწევის თავისებური მანერა. ➖➖➖➖➖➖ შიგნით რომ შევედი ალბათ უკვე ყველაფერი სახეზე მეწერა, აფორიაქებული ეგრევე სხვა ოთახში შევვარდი სადაც არავინ იყო და კარი ჩავკეტე. რამდენიმე წუთში კარზე ვიღაც აკაკუნებდა -მარიამ გააღე ელენე ვარ -შემოდი - უკვე დამშვიდებული ხმით ვუთხარი ელენეს და კარი გავაღე. -დაინახე? -კი -იცი რა სახე გქონდა აქ რომ შემოდიოდი? -ჰო რაღაცნაირად დავიბენი, მარა ეხლა ჩვეულებრივად ვარ -დარწმუნებული ხარ? -კი, წამიერი იყო რა - მართლა არ ვცრუობდი, ნიკას 5 წლის მერე დანახვა წამიერი აღფრთოვანება იყო, მეტი არაფერი. -რატო ჩამოვიდა იცი? -რატო? -რატო და მიხვდა რო ის თავის ”ანგელოზი” სინამდვილეში კრუელა ყოფილა- ელენეს ამ სიტყვებზე ორივემ სიცილი ავტეხეთ -რაც არ უნდა იყოს უკვე აღარ მაინტერესებს, არც თვითონ. ორივეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვაქვს. -აღარ აქვს თვითონ ცხოვრება, ვერ ხვდები რა გაუბედურებულია? იმ გოგომ ყველაფერი წაართვა. ოჯახი, მეგობრები, თავისი საყვარელი ცეკვა, ბოლობოლო გრძნობები. საწყალი ბიჭი, ძაან მეცოდება. -ჰო ეგ კი.. -არა თან ყველა რო ამჩნევდა რო ის გოგო დეგენერატი იყო და მეტი არაფერი. გახსოვს ერთხელ გიგამ და ბიჭებმა რო უთხრეს მემგონი არ არის სანდოო, რა ამბავი ატეხა, წელიწადი აღარ ლაპარაკობდნენ, მერე ისევ ბიჭებმა შემოირიგეს ბოდიშის მოხდით. ვიღაც ნინის გამო ხო არ დაკარგავდნენ ერთმანეთს -მართლა თუ დაინახა მაგ გოგოს ნამდვილი სახე კაია რავი -საერთოდ აღარანაირი გრძნობა აღარ გაქვს? -არა ელე, მაქსიმუმ მეგობრები თუ ვიქნებით ისიც თქვენ გამო. თუ სულ აქ რჩება ესეიგი ჩვენთან ერთად იქნება ხოლმე -ძაან კაი. წამო გავიდეთ ➖➖➖➖➖➖➖➖ 1:53 ამდენი ძიგძიგისგან(რა სასაცილო სიტყვაა) და დალევისგან უკვე ყველა დაღლილი იყო და უბრალოდ ისხდნენ და ლაპარაკობდნენ. მე და ელენეც შევუერთდით ერთად მჯდომ სანდროს, ნიტას, გიგას და ლიზას. დაახლოებით სამის ნახევარი იყო, როცა დედაჩემმა დამირეკა სახლში მივსულიყავი. -როდის მიხვდებიან ჩემი მშობლები რომ უკვე 18ის ვარ - დავიწუწუნე -რა იყო მარიშ(გიგა) -მამაჩემი ნერვიულობს თურმე, ვერ ვიძინებ მარი მოვიდესო -კაი რა მოხდა მერე,უყვარხარ ზურა ბიძიას და ნერვიულობს. აუ შვილი რო გვეყოლება რა საყვარელი მშობლები ვიქნებით ხო ლიზუ - თქვა სანდრომ და ლიზას ჩაეხუტა, უკვე 1 წელი იყო გასული რაც ერთად იყვნენ და არასდროს უჩხუბიათ. ხანდახან მგონია რომ უცხოპლანეტელები არიან. თან შეყვარებულებად მარტო ჩვენ მოვიხსენიებთ, თორემ ისე ძალიან უცნაური ურთიერთობა აქვთ, თავისებური. -ეგ კი არა ბიჭო ყველა ნასვამები ვართ ვინ გააცილებს მარიამს - მთვრალი ადამიანისთვის მოულოდნელი სერიოზულობით კითხა გიგამ სანდროს. -ნიკოლოზს რო ვუთხრათ? -ა ხო ეგ კი ვერ მოვიფიქრე(გიგა) რა ნიკოლოზს სანდრო, რა ნიკოლოზს!! არა ისეთი არაფერი, უბრალოდ წყნეთიდან ჩემს სახლამდე მთელი გზა 5 წლის უნახავ ნიკასთან ერთად მაინც უცნაურია, მეტი თუ არაფერი. -ნიკუუშ - დაუძახა გიგამ ძმაკაცს. ნიკაც წამში იქვე გაჩნდა -რა იყო -ბიჭო ყველამ დავლიეთ ხო გვატყობ საჭესთან ვერ დავჯდებით ვერცერთი და ძმობას გაფიცებ მარიამი მიიყვანე სახლში რა - მარიამი უხსენა თუ არა გიგამ ნიკოლოზმა მაშინვე მე გამომხედა -კაი ბიჭო რას მიხსნი, ისე ვერ გავაცილებდი? - სიცილით უთხრა ნიკამ -მიდი ძმა ხარ, მოხვალ ხო მერე? -ბიჭო რავი ეხლა თქვენ მაინც ყველამ უნდა დაიძინოთ და რა აზრი აქვს სახლში წავალ რა დავისვენებ და ხვალ ამოვალ -კაი მიდი წადით ელოდებიან მარიამს სახლში. ყველას დავემშვიდობე და წამოვედი. კართან რომ მივდიოდი ელენეს შევხედე და თვალი ჩამიკრა. ნიკამ ჯენტლმენურად წინ გამასწრო რომ კარი გაეღო. სანამ ორ თუ სამსაფეხურიანი კიბე ჩავიარეთ უკვე ყველაფერი განვსაზღვრე: თუ ნიკა ამას მეტყოდა ამას ვუპასუხებდი, თუ ამას მაშინ ამას და ა.შ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.