შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული..ის სიტყვაზე მეტია!(თავი 1 ) Corrected


22-07-2017, 02:20
ავტორი shavisikvaruli001
ნანახია 1 545

ჩემი სახელია ლიკა ჯაჭვლიანი. ვარ 15 წლის. დავიბადე და ვცხოვრობ ქალაქ თბილისში.მაქვს შავი მოკლე თმა(მხრებს ქვემოთ) და ყავისფერი თვალები. ჩემს გარეგნობას ახლა არ აქვს მნიშვნელობა,რადგან დღეს ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება მიწევს. სხვა სკოლაში გადავედი და პირველად მივდივარ. ამ გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები აქვს.არ მაქვს ამაზე საუბრის სურვილი. სიმართლე, რომ ვთქვა ვნერვიულობ.არვიცი როგორ მიმიღებენ ახალი კლასელები, საერთოდ როგორი გარემო დამხვდება.ვიტყვი, რომ არ ვარ სწერვა და რაიმე მსგავსი. საათს შევხედე. დრო გამპარვია.სასწრაფოდ უნდა დავიწყო მზადება, თორემ პირველივე დღეს დავიგვიანებ.საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ დავიწყე ფიქრი თუ რა ჩამეცვა.ბოლოს არჩევანი შავ შარვალსა და თეთრ საროჩკაზე შევაჩერე. თეთრი convers-ი ჩავიცვი და კოსა გავიკეთე.ტელეფონი ჩანთაში ჩავდე და ქვემოთ ჩავედი.
-დედა, მე წავედი
-კარგი დე,ჭკვიანად
-კაი
სახლიდან გამოსული სკოლის გზას მივყევი. სკოლას, რომ მივუახლოვდი შევჩერდი.გარედან მართლა მშვენიერი იყო,მაგრამ შიგნით რა დამხვდებოდა საკითხავი ეს იყო.სკოლაში შევედი და კარებთან მდგომ მანდატურ ქალს ვკითხე:
-უკაცრავად-გამომხედა,შემდეგ გავაგრძელე-გამარჯობა, სად შეიძლება ვნახო სკოლის დირექტორი?
-წამომყევი
-კარგი
-ახალი ხარ?-ისე საყვარლად გამიღიმა გულში სითბო ჩამეღვარა
-დიახ,პირველად მოვედი დღეს-ღიმილითვე ვუპასუხე
-კარგი გოგონა ჩანხარ. მე სალომე მქვია,რამე თუ დაგჭირდება არ მოგერიდოს,მე შენი მეგობარი ვარ,ისევე როგორც დანარჩენი აქ მყოფი ბავშვების
-მადლობა სალომე -კარგი ადამიანი ჩანდა. დირექტორის კაბინეტამდე მიმიყვანა, შემდეგ კი დამემშვიდობა და წავიდა.კარებზე დავაკაკუნე და თანხმობის შემდეგ შევედი.
-გამარჯობა
-გამარჯობა,შენ ალბათ ლიკა ჯაჭვლიანი ხარ არა?ახალი მოსწავლე-როგორც დირექტორს შეეფერება წვეტიანი სათვალე ეკეთა"მეცინება"
-დიახ,მე ვარ
-კეთილი იყოს შენი მობრძანება,წამოდი შენს კლასს გაჩვენებ
-კარგი
კლასთან მისვლისას ზარი დაირეკა.კლასში,რომ შევედით მან ყველას ყურადღება ითხოვა.
-ერთი წუთით ბავშვებო
-ქალბატონო ნათია,ეს თქვენი ახალი მოსწავლე, ლიკა ჯაჭვლიანია.ბავშვებო იმედი მაქვს ყველა კარგად მიიღებთ და მალე დამეგობრდებით.ახლა კი დაგტოვებთ გაკვეტილი დაიწყო
-გამარჯობა-ყველას გადავავლე თვალი და როგორც მივხვდი მაინცდამაინც ბევრთან ვერ მექნებოდა კარგი ურთიერთობა. მთელი ამხნის განმავლობაში ყველა რაღაცას ჩურჩულებდა
-გამარჯობა შვილო,აი იქ დაჯექი
-კარგი,მადლობა- წავედი მითითებული ადგილისკენ და დავჯექი.ჩემს გვერდით ძალიან საყვარელი გოგონა იჯდა და როგორც კი დავჯექი მაშინვე გადმომიჩურჩულა:
-გამარჯობა
-გაგიმარჯოს
-მე ანამარია მქვია
-ძალიან ლამაზი სახელია,მე ლიკა
-მადლობა,იმედი მაქვს დავმეგობრდებით
-იმედია
-ანამარია!ნუ ლაპარაკობ-სახაზავი დააკაკუნა მაგიდაზე მასწავლებელმა
-ბოდიში მას
გაკვეთილის დასრულების შემდეგ ანამარიამ შემომთავაზა სკოლის დათვალიერება.მეც დავთანხმდი.წიგნი და რვეული ჩანთაში ჩავდე და გავყევი.
-ამ სკოლაში რატომ გადმოხვედი-არვიცი ღიმილი ასე თუ ვინმეს უხდება კიდევ. ძალიან საყვარელია. ლოყებზე პატარა ღრმულები უჩნდება
-რავი ბევრი მიზეზის გამო,ერთ-ერთი მიზეზი ისარის რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მომიწია და ჩემს სახლთან ახლოს ეს სკოლა აღმოჩნდა
-გასაგებია
დასვენებებზე სკოლის ყველა კუთხე-კუნჭული მაჩვენა. სასწავლო დღის დასრულების შემდეგ კი ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლში წავედი.
-მოხვედი დეე?
-ხო, აუ მშია ძაან-შიმშილისგან კუჭი უცნაურ ხმებს გამოსცემდა
-მოდი ჭამე, აბა რა მოხდა დღეს- შეიძლება გეგონოთ რომ ძაან პატარა ბავშვივით მექცევა,მაგრამ არა. დედაჩემია პირველი დაქალი. ჩემი სულის მეგობარი.
-რავი ისეთი არაფერი. ერთი გოგო გავიცანი, იცი რა საყვარელია? დავახლოვდით. ძალიან თბილი და კეთილი ბავშვია
-მართლა?კარგია და რა ქვია
-ანამარია
-ვა, რა კარგია, ჩემი სეხნია ყოფილა
-ხო,მამა ჯერ არ მოსულა?
-არა, დღეს გვიან მოვა. ბევრი საქმე აქვს სამსახურში
-კარგი დე. წავედი მე ვიმეცადინო
-კარგი,წადი.
ჩემს ოთახში ავედი და გამოვიცვალე. გაკვეთილები მოვამზადე და მუსიკების მოსმენა დავიწყე ყურსასმენებით. Jon legend-ის all of me. თან მეც ვმღეროდი. გადავწყვიტე ახალი უბანი დამეთვალიერებინა, ამიტომ სპორტულები ჩავიცვი და დედას დავუბარე:
-დე მე წავედი, გავისეირნებ
-კარგი ლიკა,მალე დაბრუნდი.
ყურსასმენები ისევ გავიკეთე და სახლიდან გავედი. სახლთან ახლოს ბირჟა იყო გახსნილი. გოგოები და ბიჭები ერთობოდნენ. ეზოდან გამოვედი თუარა მხარზე შეხება ვიგრძენი. შევბრუნდი და ჩემდაგასაკვირად ანამარია დამხვდა .
-ანამარია?!
-ლიკა, ესეიგი შენ ხარ ჩემი ახალი მეზობელი. დედა მიყვებოდა, რომ ჩვენს პირდაპირ ახალი მეზობელი გადმოვიდა და გოგო შენხელაა გაიცანიო. რას ვიფიქრებდი შენ თუ იქნებოდი-აღტაცებით ყვებოდა
-მართლა?რა მაგარია-ჩავეხუტე. გამიხარდა, რადგან მარტო არ ვიქნებოდი
-წამოდი ჩემს მეგობრებს გაგაცნობ-ხელი ისე უცებ მსტაცა და ბავშვებისკენ წამიყვანა,რომ ვერაფრის თქმა მოვასწარი
-ბავშვებო გაიცანით, ეს ლიკა ჯაჭვლიანია. ჩემი ახალი კლასელი და ახლახანს აღმოვაჩინე რომ თურმე უბნელიც ძალიან მაგარი გოგოა მართლა-ღმერთო რა საყვარელია ეს გოგო
-კარგი ანამარია აჭარბებ.. გამარჯობა ბავშვებო
-სალამი
-ლიკა გაიცანი ეს ჩემი ძმა ალექსანდრე დადიანია- ო ღმერთო..ისეთი ბიჭი მაჩვენააა... ზღვისფერი თვალები აქვს, მერომ ჭკუა მეკეტება ისეთი, ვარცხნილობაც რა კარგი აქვს
-სასიამოვნოა-ამოვიბურტყუნე დაბნეულმა
-ჩემთვისაც-ტუჩის კუთხე ჩატეხა
-ეს ლუკა ჩემი ძმის ძმაკაცი-მწვანეთვალებაზე მიმითითა. რაარი ყველა ერთნაირმა როგორ მოიყარა თავი -ეს კი მის გვერდით თავისი და და ჩემი დაქალი ელენა ბურდული
-ესენი ნიკა, საბა, ანდრეა, სალომე და ბარბარე არიან. ნიკა და სალომე შეყვარებულები არიან, ასევე ანდრეა და ბარბარეც, ბარბარე საბას დაა, სალომე ჩვენი კლასელია, ჩემი დაქალი. უბრალოდ დღეს არიყო და ვერ გაიცანი. ხო მოკლედ, ნიკა, საბა, ანდრეა, ლუკა და სანდრო არიან ძაან მაგარი ძმაკაცები-ისე მიაყარა ბოლოს, რომ ღიმილი ვერ შევიკავე
-სასიამოვნოა
-ჩვენთვისაც
-აბა როგორ მოგეწონა ჩვენი უბანი?-ლუკამ ამომხედა გამომცდელი სახით
-ჯერ-ჯერობით არვიცი, ჯერ გარეთ არ გამოვსულვარ. მხოლოდ სკოლაში ვიყავი და ახლა ვაპირებდი გასეირნებას
-არაუშავს, დამიჯერე აქ ვერ მოიწყენ, ჩვენ არ მოგცემთ მაგის უფლებას-გამიღიმა ნიკამ და სხვებს თვალი მოავლო-ასე არაა?
-კი კი აბა რა
-მადლობა
-რისთვის
-ასე კარგად რომ მიმიღეთ, აბა ჩემი ძველი უბანი ...
-რა?-საბამ ინტერესით მკითხა
-არა, არაფერი-უხერხულად გამეღიმა
ამდენიხნის განმავლობაში დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი და რომ გავიხედე იმ მიმართულებისკენ ალექსანდრე შემრჩა.
-კარგი ანამარია წავედი და ხვალ გნახავ, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა ბავშვებო
-ჩვენთვისაც ლიკა, კარგად
-კარგად-დავემშვიდობე და წამოვედი. ჩემს ოთახში ავედი და დავიწყე ფიქრი იმაზე თუ რა კარგი დღე იყო. ალექსანდრე და მისი თვალებიც გამახსენდა. კი მაგრამ ასე რატო მიყურებდა.. ალბათ მომეჩვენა. თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად და მალევე ჩამეძინა.



№1  offline წევრი Kalina

უფრო კითხვადი (თუ შეიძლება ასე ითქვას) იყო.
მაგრამ დიალოგებში, წინადადების ბოლოს წერტილის მიწერა მუდმივად გავიწყდება.
არ დაგავიწყდეს!
დანარჩენი მერე.
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი shavisikvaruli001

მარიკუნაა♥️
უფრო კითხვადი (თუ შეიძლება ასე ითქვას) იყო.
მაგრამ დიალოგებში, წინადადების ბოლოს წერტილის მიწერა მუდმივად გავიწყდება.
არ დაგავიწყდეს!
დანარჩენი მერე.

აუცილებლად გავითვალისწინებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent