რატომ გადავეყარეთ ასეთ იდიოტებს 11
ნენსი და ლუკა მალევე შევიდნენ სახლში ახალი გეგმით და მეწყვილეებს გვერდით მიუსხდნენ. - ნენსის რა უნდოდა?- გადაუჩურჩულა ესმამა. - არაფერი უკეთ გავიცანით ერთმანეთი და იცი რა მითხრა?- გაოცებული ხმით იკითხა ლუკამ. - ასეთი რა თქვა?- იკითხა დაინტრიგებულმა. - მე და ლექსო მალე დავქორწინდებითო- ჩაეცინა ლუკას. -რაოო- ხმა ვეღარ გააკონტროლა ესმამ და ფეხზე წამოხტა და ბავშვების გაოცებაც გამოიწვია. მალევე მიხვდა თავის ქმედებას, ნერვიულად ჩაიცინა და საწყის პოზიციას დაუბრუნდა. - ხო რაიყო ასე რამტომ შეიცხადე?-ვითომ ვერ მიხვდა ლუკა. - აა არაფერი უბრალოდ, უბრალოდ მოულოდნელი იყო- ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. -შენ და ლუკა რაზე საუბრობდით?- გადაუჩურჩულა ლექსომ ნენსის. -ისეთი არაფერი უბრალოდ ერთმანეთი გავიცანით თან ვსაუბრობდით როგორ გაიცვნეს მან და ესმამ ერთმანეთი და იცი რაა? მგონი მართალი ხარ, ესმას მართლაც უყვარს ლუკა- ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბილა ნენსის სახეზე. - აზრი რამ შეგაცვლევინა?- ეწყინა ლუკას. -ქორწილმა. - რა ქორწილმა?- დაინტერესდა ლექსო. -ლუკამ მითხრა რომ ის და ესმა მალე იქორწინებენ,-თქვა და ლუკას, სხვებისგან შეუმჩნევლად, თვალი ჩაუკრა. -შეუძლებელია-წამოიყვირა ლექსომ და სახლიდან გავარდა. დიდხანს ვერც ესმა გაჩერდა და ოთახში შევიდა. ფანჯრის რაფაზე შემოჯდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყო თვალიერება თითქოს იქ ეძებდა პასუხს. არ ესმოდა ესმას რა გრძნობა აკავშირებდა ლუციფერთან, მაგრამ ეჭვი არ ეპარებოდა მის სიძლიერეში. სიყვარულს ვერ დაარქმევდა რადგან არ იციოდა რა იყო, არც არასდროს გამოუცდია და ამ წუთამდე დარწმუნებული იყო რომ არც არასდროს გამოცდიდა, მაგრამ ახლა? ახლა ზის ჩაბნელებულ ოთახში, მარტო, ფანჯრის რაფაზე და ფიქრობს იმ ადამიანზე, რომელიც,მისი აზრით, მას ვერ იტანს და მალე სხვა ადამიანის მეორე ნახევარი გახდება. ლუკას სიტყვებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა ესმას. თუმცა, როგორც წესი, სწორედ იმას ვერ ვამჩნევთ, რაც ყველაზე აშკარაა. ყველამ იცოდა რა ერქვა იმ კავშირს რაც ესმას და ლექსოს აკავშირებდათ მაგრამ არ იცოდნენ ამ კავშირის საწყისმა და საბოლოო წერტილებმა. მიუხედავად ამისა მუდმივი არაფერია, არც ეს გაურკვევლობა. ლექსოც არანაკლებ რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გაბრაზებული სახლიდან გამოვარდა და უმისამართოდ დაიწყო სიარული. იმაზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა თუ სად მიჰყავდა მისივე ფეხებს. ფიქრებში მოფარფატე გონება რეალობას მაშინ დაუბრუნდა, როცა სახლის სიახლოვეს მდებარე ძველ კოშკთან აღმოჩნდა. რამდენჯერ ამოსულა პატარაობისას ლექსო ამ კოშკში და საათობით მჯდარა გაფანტული გონებით როცა რამე აწუხებდა. მისი წუხილი კი პატარაობაში მხოლოდ სათამაშოს დაკარგვა ან მასწავლებელთან კამათი იყო. ამ უკანასკნელის გამო კი ბებია სჯიდა და საათობით მეცადინეობას აიძულებდა. დაღლილი კი ამ კოშკში ამოდიოდა და ბუნების მშვენიერებით ტკბრბოდა. ახლა? ახლა ძველ პრობლემებთან შედარებით, უფრო რთულ მდგომარეობაში იყო. ლექსო, ადამიანი, რომელიც არასდროს აღიარებდა სიყვარულის ჭეშმარიტებას ზის და ფიქრობს ერთ პატარა გოგოზე, რომელიც პირველი შეხვედრიდან მისი ფიქრების ობიექტია. ყოველთვის, რაზეც არ უნდა გადაიტანოს ყურადღება, რომ ესმაზე არ იფიქროს გონებას სწორედ მისკენ მიჰყავს. ვერაფერს უხერხებს იმ შეგრძნებას რაც მასთან ყოფნის დროს ეუფლება და საკუთარ თავზე კონტროლს აკარგვინებს. ნენსის სიტყვებმა თითქოს ფარდა გადასწიეს და სცენაზე მისი გრძნობები გამოფინეს. იცოდა, თავიდანვე იცოდა ლექსომ, რომ არ იყო ესმა სხვა გოგონებივით ერთ კვირიანი სათამაშო, მაგრამ არ უნდოდა საკუთარ თავთან გამოტყდომა და ახლა სწორედ ამის გამო შეეჯახა მწარე რეალობას. ბავშვებმა შეამჩნიეს ლექსოს და ესმას გაუჩინარება თუმცა ცდილობდნენ ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანათ,რაც არც თუ ისე კარგად გამოსდიოდათ. ყველას გონება ერთად და ცალცალკეც ესმას და ლექსოს დასტრიალებდათ და უფალს მათ გონზე მოსვლას სთხოვდნენ, თუმცა არც მათი გონება იყო მთლად დალაგებული. გვიანობამდე იყვნენ მისაღებ ოთახში და ზოგჯერ საუბრობდნენ ზოგჯერ კი ფიქრებში წასულები ოთახში სიჩუმეს გაამეფებდნენ. უკვე ორი საათი სრულდებოდა ბაბის ჩაძინებოდა კესოს მის გზას გაჰყოლოდა. ნენსიმ წასვლა დააპირა თუმცა ლექსო იქ არ იყო, ამიტომ კავალერობა ლუკამ თავის თავზე აიღო და სახლამდე მიაცილა. მთელი გზა საუბრობდნენ ერთმანეთი უკეთ გაიცნეს, იხსენებდნენ ბავშვობის ამბებს და მხიარულად მივიდნენ ნენსის სახლამდე. ლუკამ დაშორების თანავე თითქოს სიცარიელე იგრძნო. რა უცნაურია არა? ზოგს იმის გასაგებად, რომ შეყვარებულია წლები სჭირდებ, ზოგი კი პირველი დანახვისთანავე ხვდება მისი გრძნობის ჭეშმარიტებას. ლუკამ იცოდა რომ ნენსი უკვე გულთან ახლოს ჰყავდა და მალევე შეაღებდა მის კარსაც. ბიჭებმა გოგონები ხელში აიტაცეს და ოთახებში ჩამოარიგეს. ღმერთმა იცის როგორ არ უნდოდათ მათი გაშვება მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდათ, იცოდნენ რა ისტერიკებსაც მოუწყობდნენ დილით და წინასწარვე დაუგუბდათ ყურები მათი ხმამაღალი ყვირილის წარმოდგრნისას. ლუკამ ოთახის კარი რომ შეაღო შეშფოთდა ესმა ისევ ფანჯრის რაფაზე იჯდა და ისე იყო ფიქრებში გართული მისი შემოსვლაც ვერ გაიგო,მხოლოდ მაშინ გამოერკვა ფიქრებიდან ლუკას შეხება რომ იგრძნო. -არ გინდა ვისაუბროთ?- დაიჩურჩულა ლუკამ, თითქოს არ უნდოდა იმ სიჩუმის შეწუხება, რომელიც ოთახში დათარეშობდა. - არა-მოკლედ უპასუხა ესმამ და საწოლისკენ გაემართა. - ლექსო შეგიყვარდა?- მოუთმენლად კითხა ლუკამ. -ჩემს გემოვნებაში ეჭვი როდის მერე გეპარება?- ტუჩი აიბზუა მეტი დაამაჯერებლობისთვის ესმამ. -რომარ მეპარება ეგაა ზუსტად საქმე- ჩაეცინა ლუკას. -ლუკა რა გინდაა?- ამოიოხრა ესმამ. -მინდა სიმართლე მითხრა. -სიმართლეს გეუბნები იმ არსებას მე კიარა რომელი ჭკვიანი შეიყვარებს? - ვაიმე ესმა ჯერ ერთი შენ ჭკვიანი არ ხარ, მეორეც ძალიან ბევრი ზუსტად მისნაირს ეძებს, და მესამეც საერთოდ შენი ნათქვამიდან ორი სიტყვის მაინც თუ გჯერაა?- გადაიხარხარა ლუკამ. -ჩემს ნერვებზე საშინლად მოქნედებ იცოდიი? -მმ კიი.-გაიკრიჭა ესმას ხელი დაავლო და საწოლისკენ გააქანა. გოგომაც მოულოდნელობისგან ჯერ წამოიკივლა მერე კი სიცილი დაიწყო. ამ დროს შემივიდა ლექსოც სახლში და ესმას კივილი რომ შემოესმა დაფეთებული გამოვარდა მისი ოთახისკენ და ოდნავ ღიად დატოვებული კარის ჭრილში შეიჭყიტა და გაცოფებისგან ძარღვები დაებერა მოკისკისე წყვილი რომ დაინახა. კარს მაშინვე მოსცილდა და ოთახში შევარდა და კარი მიიჯახუნა. -რა რა რა ამბავია?- ფეხზე წამოხტა ძილში წასული ლაშა და ოთახში სირბილი დაიწყო. - დაეგდე ბიჭო დაიძინე რას დახტუნაობ-შეუბღვირა ლექსომ. -მე მიყვირი და თვითონ კარები შემომინგრიე. -მგონი დაგავიწყდა, ეს სახლი ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ- გაცოფდა ლექსო. -აუ დაიყენე რა, რას მიძაბავ . რა გითხრა ნენსიმ ასეთი გარეთ რომ გავარდი?- გადავიდა მთავარ თემაზე უკვრ გამოფხიზლებული ლაშა. -შემეშვი თუძმახარ ისედაც ცუდად ვარ სხვა დროს მოგიყვები.- უთხრა და აბაზანაში შევიდა. - რა ენაღვლება მე კი გამაღვიძა აქ- დაიდუდღუნა ლაშამ და საწოლს მიაშურა. დილით ყველა კარგ ხასიათზე იყო ესმას გარდა თუმცა ცდილობდ ეს არავის შეემჩნია. ლექსოც კი ხასიათზე მივიდა ახარებდა თავისი აღმოჩენა გრძნობებთან დაგაკვშირებით, თუმცა ლუკა და ესმას ურთიერთობა მაინც პრობლემას ქმნიდა. - აბა დღეს რას ვაკეთებთ? მივდივართ ლაშქრობაში ხო?- ხელები შემოკრა კესომ. - სად მივდივართ გარეთ მაინც არ გაგიხედავს?- გადახედა იკამ. - რა ხდება?- ჩაერია ბაბი. - წუხელ საშინლად უწვიმია ყველაფერი ატალახებულია თანაც ისევ მოღრუბლულია მგონი წვიმას აპირებს- გაარკვია სიტუაციაში ყველა ალექსმა. - კარგით მაშინ სახლში მოვძებნოთ რამე გასართობი- გაიკრიჭა ლუკა. - კარგი აზრია-ხელი შემოხვია ესმამ. - კარგით თქვენ რამე მოიფიქრეთ მე ნენსის დავურეკავ გამოვიდეს და ჩვენც შემოგიერთდებით.- თვალი მოავლო ბავშვებს. -აბა რა ვითამაშოთ?- იკითხა ლუკამ. -სიმართლე თუ მოქმდედებაზე რა აზრის ხართ?-ტაში შემოკრა ბაბიმ. -ცუდად მაქვს დაცდილი-ერთ ხმად წამოიძახეს კესომ და იკამ და ერთმანეთს გადახედეს. ამაზე ბავშვებიც ერთ ხმად ახარხარდნენ. -კარგით ვითამაშოთ.- თქვა ლიზიმაც. ლამრო ბებოს ცარიელი ბოთლი გამოართვეს და მის გარშემო ყველანი იატაკზე დასხდნენ. ნენსიც მალევე მოვიდა ყველას მიესალმა და ლექსოს გვერდით მოკალათდა. -სიმართლე თუ მოქმრდება- ჰკითხა იკამ ალექსს. - მოქმედება. - ერთი კვირის განმავლობაში ოთახს შენ დაალაგებ.- გაეკრიჭა იკა. -უსამართლობაა ეგ როგორ-გააპროტესტა ალექსმა. - ახლა დაასტოპე და ნუ დაიწყებ წიკვინს თუ ძმა ხარ. - კაი ხო ჯანდაბას- ამოიბუზღუნა ალექსმა და ბოთლი დაატრიალა. - აბა სიხარულო სიმართლე თუ მოქმედება? - ეშმაკური ღიმილით კითხა ალექსმა ბარბარეს. - სიმართლე.- ამოილუღლუღა ბაბიმ. - აჰჰ შენ როგორი უშიშარი ყოფილხარ დავიჯერო დასამალი არაფერი გაქვსს? სარკაზმით აივსო ალექსი. - შევამოწმოთ.- ცალყბად გაუღიმა ბაბიმ და ბიჭს თვალებში ჩააშტერდა. დაბნეულმა ალემ აზრების გასაფანტად თავი გააქნია. -ვინმე გიყვარს?- იკითხა რაც პირველი მოაფიქრდა. - ოჰ რა ბანალურობაა- ხელი ჩაიქნია ბაბიმ. - მიპასუხე.-კი- უტეხად არ აცილებდა თვალს. -ვინ? - გაცოფდა ალექსი. ბაბი ალესკენ გადაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და მშვიდი ხმით უთხრა. - აი ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის სიხარულო.- და უკან აუღელვებლად დაიხია. ალექსი კი კიდევ დიდხანს იქნებოდა გაშეშებული და დაბნეული ლაშას რომ არ ეჯიკა. -აბა ლუკ სიმართლე თუ მოქმედება?- იკითხა გამხიაეულებულმა ბაბიმ. - მოქმედება- ამოიგმინა ლუკამ - იციი მგონი კიკინები დაამშვენებდა შენს ვარცხნილობას- გადაიხარხარა ბაბიმ.- ხო და კიდევ მაკიაჟსა და ქალის ტანსაცმელსაც ნუ დავიშურებთ სიხარულოო- თვალი ჩაუკრა ბაბიმ -რაა შანსი არაა- ფეხზე წამოიჭრა ლუკა. -ზუსტადაც რომ არის ლუკიტო მიდი სწრაფად. ესმა წადი დაეხმარე-გადაიხარხარა ისევ ბაბიმ და სხვებიც აიყოლია. -დაგეტყო შენ ესმასთან დაქალობა.- გაეცინა ლაშასაც. -გეთანხმები ძმაო- ბეჭზე დაარტყა ხელი იკამაც და ისიც სიცილში აჰყვა. ლუკა და ესმა ოთახში სიცილით ავიდნენ, უფროსწორად ესმა იცინოდა ლუკა კი დაბღვერილი სახით მიჰყვებოდა, ესმამ რეზინები მოიმარაგა და ლუკას საკმაოდ მოზრდილ ქერა თმაზე ალაგ-ალაგ კიკინები გაუკეთა. ლიზის კოსმეტიკის ჩანთიდანაც ითხოვა რამდენიმე ნივთი. თვალები შავაშეუღება, ტუში, ლაინერი და ტონალურიც არ დავიწყებია. ლოყები წითლად შეუცფერა და წითელივე პომადაც არ დააკლო. მოკლე ჯონსის კაბა ფეხზე ბაბის მაღლები ტანზე კი ესმას ტოპი და მზად იყო. ლუკა სარკეში ჩუხედავად გავარდა გარეთ შეეშინდა იქვე არ შეწუხებულიყო. კიბეებზე მაღალქუსლიანების კაკუნით ჩავიდა, რამაც ბიჭების მხრიდან ოვახიები და გამამხნევებელი შეძახილები მოჰყვა. გოგონებს გგონიათ დაეზარათ? არა. აუცილებლად გაამხნევებდნენ ახლა სიცილით რომ არ იგუდებოდნენ და ერთმანეთს არ ეხმარებოდნენ მოსულიერებაში. -არა სულ შეარცხვინა კაცთა მოდგმა ამან.-ამოიხრიალა ალემ. -ასეთ ნაშას აქამდე, როგორ არ გიცნობდი- ძლივს მოსულიერდა ლაშა და ისევ სიცილი დაიწყო. -დაახვიეთ-შეუბღვირა ლუკამ და ბაბის დაუბღვირა.- გადაგიხდი. -ველოდები კუსკუს- გადაიკისკისა და ემას დაეყრდნო რომ არ წაქცეულიყო. -ლექსო ბებო კიდე ახალი სტუმარი გვყავს ეს უცნაური გოგო ვინაა?-ოთახში გაფარათოებული თვალებით შემოვიდა ლამრო ბებო. -გამარჯობა ქალბატონო მე ლუსი ვარ ბაბის შეყვარებული- გაიპრანჭა ლუკა და ბაბის ხელი ჩაკიდა. ამის გაგონებაზე ბავშვები უკვე მიწაზე ხოხოავდნენ. - რაა?-თვალები ორმაგად გაუფართოვდა ლამროს- არა ბებია არ გეგონოს რამის წინააღმდეგი ვიყო მარა არაფერი გეტყობოდა მასეთი და გამიკვირდა უბრალოდ,მეტი არაფერი კაი წყვილი ხართ შვილო-განმარტა გაოცების მიზეზი უცებ. ბაბიმ კი არ იცოდა სად დამალულიყო. ლუკამ ბაბის გადახედა და მიხვდა უკვე სამაგიერო გადახდილი ჰქონდა ამიტომ გადაწყვიტა ლამრო ბებო სიტუაციაში გაერკვია სანამ ცუდად გახდებოდა. -ვაიმე ლამრო ბებო გეხუმრეთ ლუკა ვარ მე უბრალოდ თამაშში წავაგე და მაგიტო მაცვია ასე- გაეცინა ლუკასაც. - ვაიმე დედა თქვენ რა გითხარით კი გამიხეთქეთ გული და აწი რაც გინდათ ის გიქნიათ-ხელი გულზე მიიდო, ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა. ბავშვები კი ისევ ვერ წყვეტდნენ სიცილს. -ქალს კინაღამ გულის შეტევა დაემართა სულ გააფრინე- ამოიბუზღუნა ბაბიმ. -მე რა შუაში ვარ შენ მაიძულე ასე ჩაცმა.-გადაიხარხარა ლუკამ. -კარგით გავაგრძელოთ.- გაეცინა ლექსოსაც. -მოიცა მე გამოვიცვლი. - არაფერსაც არ გამოიცვლი დღეს ასე უნდა იყო.- ეშმაკურად ჩაიცინა ისევ ბაბიმ. ლუკამ ვერაფერი უთხრა და საპასუხოდ მხოლოდ დაუბღვირა. -მე აღარ მინდა თამაში- აბუზღუნდა ესმა-წავალ მე დავიძინებ. - მოიცა რა, რადროს ძილია- გადახედა ნენსიმ. - არა დაღლილი ვარ უბრალოდ,წუხელაც ვერ დავიძინე და ჯობს წამოვწვე.- თავი გაიმართლა ესმამ და ოთახისკენ წავიდა. მას ლუკაც უკან მიყვა. - ესმა მოიცადე რა. - რა ხდება ლუკა? - ლექსოს გამო ხარ ასე არა?-კითხა და ოთახის კარი ხელის ნელი ბიძგით მიხურა. - ხო. მიზეზსაც ვერ ვხვდები რაში მაინტერესებს ვის მოიყვანს ეგ ტირანი, რაც უნდა ის უქნია. - შენც კარგად იცი, რომ ძალიანაც გაინტერესებს-გაეცინა ლუკას- იცი გუშინ ნენსიმ რომ თქვა ვქორწინდებითი მეც ვუთხარი რომ ჩვენც ვქორწინდებით- შეაპარა ლუკამ. -რა ქენიი- წამოიყვირა ესმამ.-თუმცა ისე რატომაც არა?ძალიანაც კარგი აზრია. ისე შენ რატომ უთხარი ეგ არ მითხრა, რომ დაკავებული გოგო მოგეწონა.-გაეცინა ესმას. ამ დროს ლექსომ კართან ჩაიარა და გადაწყვიტა ყური მიეგდო მათი საუბრისთვის. -არა რა მომეწონა,ნუ კარგი გოგო კი არის მაგრამ. -კარგი რა რას გამომაპარებ შენ. მოგეწონა სახეზე გაწერია- სახეზე დააკვირდა ესმა. -ეგრე შენც მოგწონს ლექსო არაა?- დაეჭვებით გადახედა ლუკამ. - არაფერიც არ მომწონს, ეგ ტირანი ვის უნდა მოეწონოს.-წამოიყვირა ესმამ.-ხო როგორ არა ზუსტად მაგიტო არ ჩამომიყვანე სვანეთში შენი შეყვარებულის როლის სათამაშოდ, რომ ეგ ტირანი,როგორც შენ ეძახი, არ მოგწონს. --დიახადაც არ მომწონს. ვერ ვიტან და სწორედაც მის გასამწარებლად ჩამოგიყვანე აქ, რადგან ჩემი ბედნიერება გაამწარებდა.- გაკაპასდა ესმა. ლექსო კი დაჰიპნოზებული მოსცილდა ოთახს და თავის საძინებელში შევიდა. თავიდან გაოცებულს შემდეგ კი გახარებულს სახეზე ფერები გადადიოდა. თუთქოს დიდი ლოდი მოეხსნა მხრებიდანო. გაუხარდა, რომ ესმას აღარავინ წაართმევდა. ახლა კი მის მოთვინიერებაზე უნდა ეზრუნა. ესმამ და ლუკამ კამათის შემდეგ მალევე მიიძინეს ბავშვებმაც მეორე დღისთვის საჭირო ნივთები მოიმარაგეს და ისინიც დასასვენებლად გაემართნენ. მეორე დილით ყველანი დიდი შემართებით გამოვიდნენ ოთახებიდან და სვანეთის დასალაშქრად გაემართნენ. პირველი დღისთვის ბევრი არაფერი ჰქონდათ დაგეგმილი. გადაწყვიტეს ერთ უზარმაზარ მთაზე ასულიყვნენ და იქ დაბანაკებულიყვნენ. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა შებინდებისას ააღწიეს მთის წვერს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა და შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა. ბავშვებმა კარვები გაშალეს და ფიჩხის მოსაზიდათ ტყეში გაიფანტნენ. ლექსომ განაცხადა სოკოს დავკრეფო და, როგორც სვანეთში გაზრდილს ეს საქმიანობა კარგად უნდა სცოდნოდა,ტყეში გაუჩინარდა. ბევრი სიარულის შემდეგ სოკოც ბევრი შეაგროვა და გამობრუნებას აპირებდა როცა ხის ძირში უცნაური სოკო შეამჩნია და გონებაში ამოუტივტივდა, როგორ აერია ერთხელ სოკოები ერთმანეთში და არასწორი სოკოები დაკრიფა როს გამოც რამდენიმე საათი ჰალუცინაციები აწუხებდა. მაშონვე ესმა ამოუტივტივდა თავში და იფიქრა იმ ტყუილოს გამო სამაგიეროს გადაუხდიდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა და უკან გამობრუნდა. თუმცა დიდი ჭოჭმანის შემდეგ ესმაზე გაბრაზებამ მაინც დაჯაბნა და სოკოების კრეფა დაიწყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.