შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცნობობი ცოლი (4)


23-07-2017, 01:52
ავტორი მეი ლუ
ნანახია 3 003

***
უცნაური სიზმარი ესიზმრა დათას . თითქოს ის და სანდრა ერთ საწოლში იწვნენ, პატარა ბავშვი კი თავზე ახტებოდა , თან ერთს დედას ეძახდა , მეორეს- მამას , სამივენი ბედნიერები ჩანდნენ, ბავშვი მუდარით სთხოვდა ,მათ ,დღეს მაინც წასულიყვნენ ზოოპარკში ,მაიმუნების და დათვების სანახავად.
დათა შეკრთა , თვალები ჭყიტა, ამოიოხრა , აზრზე რომ მოვიდა , სიზმარზე ნერვები მოეშალა და წამოდგა. მერე ბებიას ნათქვამი გაახსენდა, რაიმე კარგ სიზმარს, რომ ნახავდა .პატარა დათა და ბებიას უმაბობდა სიხარულით ხომ ამიხდებაო , ის კი კალთაში ჩაიჯენდა და უბნებოდა:,, ჩემო საყვარელო დათუნია ,ცხორება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ შეიძლება ყველა სიზმარი ახდეს“ ... ბიჭს გაუკვირდა, რაღა მაინც და მაინც ახლა გაახსენდა ბებერი ქალის სიტყვები . სწრაფათ გაფანტა ფიქრები და საწოლს გახედა , სანდა ლოგინში არ იყო , მერე საათს დააკვირდა , ისრები დილის შვიდ საათს აჩვენებდა. ,,ამ დილა უთენია რამ გააღვიძა“ გაიფიქრა და თავის ოთახში გავიდა. აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და სანდრას ძებნა დაუწყო. მისაღები , სამზარეულო და მოსასვენებელი ოთახი ტყუილად მოათვალიერა. სასადილო ოთახში სუფრა გაწყობილი დახვდა,შოკოლადიანი ბლინები და ყავა ეწყო, მაგრამ გოგო არც იქ იყო. გაუკვირდა, ნათიას დამალულ შოკოლადს ,ამხელა კაცი ბავშვივით ეძებდა, მაგრამ ვერა და ვერ ეპოვნა . სანდრამ კი ასე უცებ მიაგნო. ბოლოს ვერანდაზე გავიდა .სანდრა იქ დახვდა , სივრცეს გაჰყურებდა , თითებ შორის სიგარეტის ერთი ღერი მოექცია და ღრმა ნაფაზს ეწეოდა, დათა გოგოს გვერდით დადგა ,მოაჯირზე ხელებით დაეყრდნო და დაიწყო.
-მავნე ჩვევას მიგაჩვიე-სანდრას გაეღიმა
-არა , რატომ . თამბაქოს მწეველები კვდებიან ადრე , მეც ეს მაწყობს.-ისევ ღრმა ნაფაზი დაარტყა სანდრამ და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. ბიჭი აკვირდებოდა გოგონას ისევ არაფრისმთქმელ სახეს და ოდნავ ნერვებიც ეშლებოდა ვერაფერს, რომ ვერ კითხულობდა მის სახეზე.
-სხვათა შორის , სკამზე ძლით ხერხემალს გაიმრუდებ .-დათას გაეღიმა
-გავითვალისწინებ - სანდრამ ბოლო ნაფაზი ღრმად შეისუნტქა ,,სობრანო“ ჩააქრო და ოთახში შევიდა
-გუშინ დილის აქეთ არაფერი გვიჭამია. წამოდი- ბიჭი უთქმელად აედევნა კუდში .უხმოდ საუზმობდნენ და ერთმანეთს მონაცვლეობით შესცქეროდნენ, თან თავს ისე აჩვენებდნენ ერთმანეთს , თითქოს თავიანთი თავის გარდა არაფერი ადარდებთ და არაფერი ეფიქრებათო. დათა შოკოლადიან ბლინს ჭამდა , როცა სანდრას მზერას გადააწყდა და თვალებში ჩახედა. კარგად ახსოვდა თვალები ღია ცისფერი რომ ქონდა , პირელად რომ ნახა და ტირილი აუარდა გოგონას , ჯერ კიდევ მაშინ დააკვირდა რა ლამაზი თვალები ქონდა სანდრას , ისიც აღიარა, რომ პირველად ხედავდა ასეთ თვალებს , თვალებს რომლებშიც არც სიხარული და ბედიერება არც სევდა და უბედურება ჩანდა . ფერის იქეთ არაფერი იყო. ეს ფერი კი, კარგად ახსოვდა, რომ ღია ცისფერი იყო , მაშინ თუ ღია ცისფერი იყო ახლა რამ გახადა მუქი მწვანე? ფერის ასეთი ცვალებადობა არსად არ უნახავს . ფიქრებიდან სანდრას ღიმილმა ,,გამოაქცუნა“
-რა? რატომ იღიმი?
-პირველი: იმიტომ, რომ პატარა ბავშვივთ ჭამ შოკოლადს, მეორე: იმიტომ ,რომ ჩემს თვალებს სულელივით მიჩერებიხარ და წყალი არ გაუა, რომ ჩემზე ფიქრობ , მესამე:იმიტომ, რომ ძლივს მიხვდი საუბრის დაწყებას.- ხანგრძლივი სიჩუმის მერე ,ისევ დათამ დაიწყო
-სანდრა...
-გისმენ
-გუშინ
-ჰო, გუშინ....უი რა გუშინ?
-მამაშნი, რომ იყო მოსული...
-ვინ ზაზა? ჰო ზაზა მგონი მამაჩემია...-აშკარად ბიჭის ნერვებზე თამაშობდა სანდრა
-რა მოხდა?
-ხელი გამარტყა.... მწარე იყო- თავის ქნევით ყვებოდა მოსაყოლს სანდრა , თითქოს გაგებულ ამბავს სხვას მოუთხრობსო, თან ყავას სვამდა, დათა წყობიდან გამოვიდა .
-სანდრა!-ხმამაღლა წამოიყვირა დათამ- როგორ შეგიძლია ასეთი იყო?
-მე შემიძლია ვიყო , მხიარული, სევდიანი, გაბრაზებული, უიმედო, მოწყენილი, ქარაფშუტა , იდუმალი, -ყველა სიტყვასთან ერთად, სახის გამომეტყველებას იცვლიდა სანდრა.
-აბა ,ახლა როგორი ვარ?
-საქმეც ეგაა, რომ არ ვიცი როგორი ხარ! არ მესმის შენი.-წყობიდან გამოვიდა ბიჭი
-იმედგაცრუებული ვარ დათა, იმედგაცრუებული, რატომ არ იცი როგორი ვარ? -მოჩვენებითი მოწყენილობა აიკრა სახეზე სანდრამ.
-არადა ჭკვიანი ბიჭი ჩანხარ, აი მე ვიცი როგორი ხარ , თბილი, მაგრამ შეიძლება ერთი ნანოწამრის შემდეგ ,ისეთი გახდე , რომ ადამიანს თავი შეაძულო.კიდევ ვიცი ,რომ ადვილად გამოდიხარ წყობიდან...
-მა...
-მოიცა, მოიცა-ტუჩზე თითი ააფარა სანდრამ
-კიდევ ,ის ვიცი, რომ შოკოლადი გიყვარს.
-მართლა?
-ჰოო-ნიშნის მოგებით უპასუხა გოგომ და ყავა მოსვა.
-მაგას ხომ, ჩვეულებრივი მოკვდავიც ადვილად შეამჩნევს. სალიმის დედოფლად ნუ მოგაქვს თავი - ცალი წარბი აწია დათამ
-ჩვეულებრივმა მოკვდავმა, ისიც იცის გუშინ სიზმარში, რომ მნახე? ან გგონია სიზმარში იმიტომ მნახე, რომ ,,გონებაში ჩაგრჩი“?-ტუჩები დააწკმატუნა და ,,ნწ“ რაღაც ამის მაგვარი ხმა აღმოხდა გოგოს
-გუშინ მე, შენს სიზმრებში ვიყავი- წარბები აზიდა გოგომ და თითები ჯადოქარივით აათამაშა . დათა პირდაღებული მიშტერებოდა გოგოს , ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რა იცოდა გოგომ გუშინ, რომ დათას ესიზმრა? ნერწყვი გადაყლაპა , ბიჭს გაახსენდა ბებიას მონაყოლი ამბები ჯადოქრებზე , გრძნეულებზე , კუდიანებზე . გოგონა კისკისებდა თან ხმამაღლა ლაპარაკობდა
-მართლა დაიჯერააა, რა სახე აქვს -კისკისს არ წყვეტდა გოგო
-საიდან იცი, რომ მესიზმრე?
-აააააააა, არ ვიცი- უცებ სიცილი შეწყდა , სანდრამ ჩეული სერიოზული სახე მიიღო
-შენ რა, გუშინ გესიზმრე?
-კი...-ნიშნის მოგებით უპასუხა ბიჭმა
-რას ვაკეთებდი?
-არ გეტყვი
-კარგი რაა, მითხარიიი -მუდარით დაიწყო გოგომ, დათას სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაკრა
-რა? რატომ იღიმები?
- არა, არაფერი
-აუუუ დათაა- წკმუტუნებდა გოგო
-ტყუილად მთხოვ.
-მითხარი და გეტყვი თინა სად ინახავს შოკოლადს.
-მაცდური წინადადებაა , მეგრამ არ მაწყობს. ჩაიცვი და ქალაქში გავიდეთ. საქმეები მაქვს, კონტრაქტს მოვამზადებ , მერე ჩასაცმელი ვიყიდოთ . ბინაც უნდა ვეძებოთ, და ღმერთო რამდენი ადამიანის გაცნობა გიწევს ერთდროულად , უკვე მეცოდები
****
სანდრამ, მონოლოგის დარულების შემდეგ სახლი მიალაგა. აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო ,გამოიცვალა და მისაღებში დათას დაელოდა. ფიქრით თავს იმტვრევდა ,რას აკეთებდა გუშინ, დათას სიზმრებში. ბოლოს ნერვები მოეშალა და ეს ფიქრი განდენა, მაგრამ ახლა მეორე საფიქრალმა იჩინა თავი. ზაზას ზიზღმა და გუშინდელმა ქცევამ იმდენად ატკინა გული, ზაზას გამწარების და დამმცირები სურვილმა სძლია, უნდოდა დაენგრია მამის აღმართული კედელი, რომელიც ასე მკაცრად უშლიდა რეალომბის დანახვაში ხელს.ამის ერთადერთი გამოსავალი კი ,დათას წინადადებაზე დათანხმება იყო. ასეც მოიქცა.ცოლად გაყვა კაცს, რომელსაც საერთოდ არ იცნობდა, მხოლოდ ერთი -ორჯერ ქონდა თვალი მოკრული ტელევიზიასა და ჟურნალ-გაზეთებში. ფიქრებიდან დათას შეძახილმა გამოაფხიზლა
-წავედით, სანდრა, სანდრა გესმის? წავედით!
-ა? რა? ჰოო...მოვდივარ, შეგიძლია დამარეკინო?-დათამ ხელში ესროლა სანდრას ტელეფონი
-ჩაჯექი და კარს ჩავკეტავ
-მანქანა გააღე.-რამოდენიმე წუთში მანქანა დაიძრა
-შეიძლება ჩემი მეგობარი ჩამოვიდეს?-სანდრამ გაუბედავად დაიწყო,დათამ საათს დახედა
-რვა საათზე ჩენთან მინი წვეულებაა, დასვენებას ვერ მოასწრებს, მაგრამ შეუძია ჩვენთან მოვიდეს.
-რა წვეულებაა?-ინტერესით იკითხა გოგომ
-ჩვენ ნიშნობის წვეულებაა,-დამცინავად დაიწყო დათამ-ხალხს ჩემი ცოლის გაცნობა უნდა-სანდრას მისი ტიტული ეხამუშა. ,, ჩემი ცოლი“ დათამაც ისე გამოსცრა, ვითომ რაღაც ძალიან შეურაწმყოფელი სიტყვა იყოს.
-კარგი- ნინამ როგორც იქნა მეხუთე ზარის შემდეგ ყურმილი აიღო.
-იცოდე გიორგი, შენ თუ ხარ ,თავს გაგიტეხავ-სანდრამ გადაიხარხარა, ნინას არ გამოპარვია დაქალის კისკისი და მაშინე იცნო.
-ვაიმე სააააან-იკივლა გოგომ-როგორც იქნა , ცოცხალი ხარ? აქამდე არ უნდა დაგერეკა შე ტუტუცო? გამოკრა ფულიან ქმარს ხელი და რაღად უნდა დაქალი, უსირცხვილო, დაგავიწყდა ხომ ყველაფერი? სირცვილნამუსი გიშოვოს გადაეცი შენს ქმარს, არ ღირს ბევრი.-სანდრა ჩუმად ფხუკუნებდა
-ჰო კარგი , ვიცი, რომ დამნაშავე ვარ.
-კარგი ხო, როდის მნახავ?მომენატრეე-წაიბურტყუნა გოგომ
-ზუსტად მაგიტომ გირეკავ . დღეს წვეულებაა . ჩემთან ჩამოხვალ?
-აუ მინდა, მაგრამ დედა არ გამომიშვებს.
-მიდი დამალაპარაკე
-დედააააა- აწივლდა გოგო
-დედა სანდრას უნდა ლაპარაკი.
-ალიო... სანდრა შვილო , როგორ ხარ? გილოცავ
-მადლობა ელეონორა, რაღაც თხოვნა მაქვს.
-რა მოხდა შვილო? გისმენ აბა
-ელე , ნინას გამოუსებ ჩემთან?
-მანდ შვილო? ამხელაზე?
-კი რაა , ძალიან გთხოვ ,ჩემთან იქნება -ელეონორას გაეცინა
-კარგი ჰო, ოღონდ ჭკვიანად.
-იესს- პატარა ბავშვივით იკივლა სადრამ, დათას გულიანად გაიცინა.
-ჩანთა ჩაალაგე , თბილიში მე დაგხვდები.
-გკოცნი, წავედი.-ტელეფონი დათას გადააწოდა სანდრამ
-უცებ შევირბენ სამსახურში, მერე საყიდლებზე გაგიყან , თუ გირჩევნია შენ გახვიდე მარტო?
-მეხუმრები? თბილიში პირველად ვარ , დავიკარგები-ბავშვივით მოიღუშა გოგო
-ღმერთო, რამე დამოუკიდებლად შეგიძლია? -სანდრამ რაღაც მეგრულად ჩაიბურტუნა
-ნუ იწყევლები , მეც ვიცი მეგრული.
-აშკარად გცოდნია-დამცინავად უპასუხა
-რა მოხდა?
-არ დამიწყევლიხარ
-კი აბა რა- სანდრამ ბიჭს დაეჭყანა
-მორჩი ჯუჯღუნს.
******
თურქეთის ამ პატარა, წყნარი ბინიდან, ჩხუბი არასდროს ისმოდა . ეს დღე სხვა მშვიდ დღეებს არაფრით წააგავდა. ჩინურ ლარნაკებს ლაწანი გაუდიოდა, ქალი უმოწყალოდ კიოდა ბიჭი კი შეუდრეკელად იდგა. აშკარად ეტყობოდა ბევრსი თმენდა, ცოტაც და ისიც იფეთქებდა. გოგო ისევ ლეწავდა იმ ნივთებს რაც ხელში მოყვებოდა, კიოდა და გამეტებით ურტყამდა მკერდზე მუშტებს ბიჭს.
-არანორმალურო, იდიოტო! მძულხარ შე არაკაცო, იცოდი არა? იცოდი ხომ ? და მომატყუე
-ნუ წიკვინებ რა!
-მძულხარ ,ლუკა მძულახარ!შენი დანახვა არ მინდა
- ნეტავ მანაღვლებდეს ჩემზე რას ფიქრობ, არც მე მეხატები გულზე
-მატყუარა , მომატყუე რომ ცოლად წამოგყოლოდი,ახლაც მატყუებ რომ ამბობ ვერ გიტანიო, იმ დღეს სიყვარულს მეფიცებოდი.ცარიელი ბოღმა ხარ, დათასნაირი ვერასდროს გახდები
-სალომეა! ვერც მე გიტან, იმ დღიდან რაც გააკეთე, დათასი მშურდა , შენ რომ ყავდი, წმინდა, უბიწო , სიცოცხლით სავსე , კეთილი და ბავშვივით გულუბრყვილო მეგონე. თურმე ამ სხეულის უკან ,ნამდვილი დემონი იმალებოდა. დათა რაღაც დოზით მადლიერიც უნდა იყოს შენი თავი ,რომ მოვაცილე , ჩემთან თუ არა სხვასთან მაინც უღალატებდი-სივრცეს მიშტერებოდა და ირონიით ლაპარაკობდა ლუკა-მაგრამ შენზე მეტად თავი მეზიზღება. მე კაცი აღარ მქვია, ასე ძაღლიც არ მოიქცეოდა, მე ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ, მთელ მსოფლიოში, საუკეთესო ძმაკაცს ვუღალატე და მას საყვარელი ქალი წავართვი, და მე ამან გამანადგურა ,რომ არა ჩემი შვილი უკვე მკვდარიც ვიქნებოდი, რა ჯანდაბა ჩავიდინე ,რომ მანდამაინც ასეთი რამ მე დამემართა. მაგრამ ეს იმის ბრალია ტვინით, რომ არ ვფიქრობ და ჰორმონებს ავყევი, ჰო ვიცი ყველაზე დიდი ვარ. და ჩემთან ძმაკაცობა არ ღირს, მაგრამ ვნანობ გესმის ?ვნანობ ,ნეტავ შეეძლოს დათას ჩემი პატიება და ბოდიშს მოვუხდიდი , მაგრამ ბოდიში არაფერს შველის ,არც ამ და არც სხვა სიტუაციში. ადამიანმა იმ ცოდებზე უნდა აგოს პასუხი ,რაც ჩაიდინა და მე ეს პასუხი ძვირად მიჯდება. -ლუკამ თავი ხელებში ჩარგო და აქვითინდა.სალომეამ მიხვდა მისი ლაპარაკით ,ამ თავს დატყდომილ ქარიშხალს უფრო ააბობოქრებდა და იქედან გაცლა და ტრაპზონის ლამას ქუჩებში სეირნობა ამჯობიმნა. უხმოდ აიღო ლოგინზე მიგდებული მოსაცმელი და ოთახიდან გავიდა. კარის გაღებისთანავე ,კარზე ყურმოდებული ციცინო დახვდა.
-ჩემი შვილი შენ გამიბრაზე არა? შე ჯადოქარო, ფუი ეშმაკს, ჩემი ლუკა , ჩემი სიცოცხლე . ჯერ არ მოთრეულხარ და უკვე პრეტენზიობ , ალქაჯო. გადამირიე ბავშვი
-იცით რა?-კბილებში გამოსცრა სალომეამ- დიახ, მე ალქაჯი ვარ, ზუსტადაც ლუკა მოჯადოვებულია და მაგიტომ მომიყვანა ცოლად, თქვენს და თქვენს ოჯახს ის ხომ სულ გიჯერებდათ? ახლა რატომ წავიდოდა თქვენს საპირისპიროდ? რა თქმა უნდა მოჯადოვებულია, ახლა წადი აქედან, თორემ ისეთს დაგწყევლი ,იატაკის საწმენდად გაქცევ-ქალმა შიშისგან თვალები გააფართოვა და ლოცვით გაეცალა.გოგო ეზოში გავიდა ,ქუჩას აუყვა , ხედავდა ბავშვებს და გაახსენდა მისი ბავშვობა. მეგობრები, დათაც მაშინ გაიცნო , როცა პატარა იტყო. გაახსენდა დათამ პირველად მესამე კლასში, რომ აუხსნა სიყვარული, ლუკამააც რამოდენიმე დღეში გამოუტყდა ყველაფერში, მაგრამ ყველაფერი, რომ გაიგო დათას ჩრდილქვეშ ყოფნა ამჯობინა, ნეტავ მაშინ, რომ არ დაეთმო დათასთვის სალომეას თავი ვინ იცის, იქნებ ახლა ის ყვარებოდა .მერე გაახსენდა ბავშვი, რომელიც შემთხვევითობა იყო. ახლაღა გაახსენდა, რომ პატარა გოგოსთვის (სულ უნდოდა, პირელი გოგო ყოფილიყო და ახაც მკაცრად სჯეროდა, რომ ეს ბავშვი გოგო იქნება) სიმშვიდე უნდა შეენარჩუნებინა. ცოტახანი კიდევ ისეირნა , დაასკვნა, რომ დათამ გამოიყენა , იმ დღეს მოსატაცებლად კიარა დასაშორებლად უნდა ენახა, მკაცრად ქონდა გადაწყვეტილი ,რომ დღეს იმ წვეულებაზე რომელზეც ლუკას დედამისმა მოუყა ,აუცილებლად წავიდოდნენ. ვერ აიტანა ის ფაქტი ,რომ ტელევიზიაში მის კი არა იმ ,,გრძელფეხებას ანაკონდას“ ფოტოებს აჩვენებენ. უკვე მკაცრად გადაწყვიტა, რომ დათას დაიბრუნებდა . მაგრამ ამას გააკეთებდა როგორც ,,ლუკას ცოლი“ და არა უბრალოდ სალომეა. ქუჩა ჩქარი ნაბიჯებით ჩაიარა სახლში შევიდა. ლუკა იმ ადგილას მჯდარი დაუხვდა.
-კარგი
-რა კარგი?
-გადავწყვიტე , დავივიწყებ დათას , მაგრამ ბავშვის გაჩენის შემდეგ წავალ.-სალომეამ ისევ იცრუა, ლუკამ თავი უთქმელად დაუქნია. ან რამე ქონდა კი სათქმელი? მასაც ეს უნდოდა , ცოდნოდა ბავშვი როგორ იქნებოდა, სანამ ჯერ არ დაბადებულა . შემდეგ კი თვითონაც მოუვლიდა. სალომეამ საქმე გაუადვილა
-ერთი თხოვნა მაქვს
-რა
-მანამ სანამ ერთად ვიქნებით , მინდა ტრადიციული ცოლქამრივით მოვიქცეთ, ისე როგორც ჩვეულებრივი მოკვდავები.
-დათას ეჯიბრბი?-ირონიულად ჩაიცინა ლუკამ
-მე ვთქვი ,დათა არ მაინტერესებს მეთქი-ხმას აუწია სალომეამ
-ტონს დაუწიე
-დღესვე მინდა სქართველოში წასვლა
-რა გინდა იქ?-გულწრფელად გაიკვირვა ბიჭმა
-დათას წინა საქორწინო წვეულებაა, იქ მინდა წასვლა.
-რა ვერ გაიგე გოგო?-ანერვიულდა ლუკა
-ყველაფერი კარგად გავიგე, შენთან ერთად მინდა წასვლა
-აჰ ახლა მეც მიყენებ?... არა
-ბავშვს წავიყვან და ვეღარასდროს ნახავ , აი რა შემიძლია თუ არ წამოხვალ-ლუკამ თვალები გადაატრიალა
-იცოდე, თუ დათას აეტორღიალები , თავს შეაცოდებ და უცოდველ კრავად იქცევი ყველაფერს ვრტყვი
-ვაიმე ლუკა, მაგ ტვინში საღი უჯრედი არ მოგეპოვება? დათას ის გოგო შემთხვევით, რომ მოეტაცა უკან დააბრუნებდა, ჩემთან დასაშორებლად მოდიოდა და არა ხელის სათხოვნებლად. რომ ვყვარებოდი აქამდე ჩემს დაბრუნებას ეცდებოდა - სლუკუნი დაიწო სალომეამ. ლუკამ დაფიქრდა , სალომეას თეორემა შეიძლება მართებული ყოფილიყო .
-მოდიხარ თუ არა?-ლუკამ თავი დააქნია
-მაშინ, ჩანთების ჩალაგებაში მომეხმარე.
***
-მომეწონა- კარებში შეეფეთა მდივანი
-ვინ?- გაუკვირდა ბიჭს
-ცოლი იდოტო
-ა ჰო, მეჩქარება მიაჩკა , თემურის უთხარი დამირეკოს, და ყველა შეხვედრა გადადე , დღეს არ მეცლება,სასტუმროს პატრონს დაურეკე და ორი ბინა დაჯავშნე , ადვოკატს დაურეკე და უთხარი ბინა მოძებნეს , წყნარადგილას დიდი მისაღებით . და ლამაზი ხედით , სანდრას მოეწონება-მიამ ჩაიღიმა
-ნუ იღიმი, არ დამიმთავრებია, დამირეკოს გიორგიმ , და გამიგე ლუკა სადაა. გამეორება გინდა?
-არა გავიგე, გოგო სადაა?
-ქვევითა-თავი გადააქნია დათამ
-მივდივარ
-სად?-თვალები გაუფართოვდა ბიჭს
- რათქმაუნდა გასაცნობად.-გოგო ბაჯბაჯით გაექანა ლიფტისაკენ-შეჩერება არც ეცადო.
-ლიფტი გააჩერე, საბუთებს ავიღებ და წავიდეთ-მია ლიფტში ცქმუტავდა
-გეყოფა გოგო-დათას ჩეღიმა, ,,ნეტავ სანდრას მაგივრად სალომეა იყოს- გაიფიქრა დათმ -ჩემი ანგელოზი, როგორ მომენატრა მისი სახე, ჩემი ულამაზესი, ჩემი?-მწარედ ჩაეღიმა ბიჭს- რა გამიკეთა , მომსპო და გამანადგურა, გამთელა და არარაობად მაქცია, ღმერთო როგორ მენატრება მისი ხმა.“
-რა გაშტერება გჭირს ?-დათა შეცბა , გამოერკვა და მიას გაეკრიჭა.
-პირი ყურებამდე გაგეხა , წამოდი მზეთუნახავი მანახე-ხელი კრა გოგომ , შენობიდან გავიდნენ თუ არა დათამ ხელით მიანიშნა იქ არისო, მია მანქანის გაექანა, კარს დაეჯაჯგურა , და შიგნით შეხტა
-ეი გოგონი-შეკივლა სიცილით- რა ლამაზიხარ, რა ფიგურით , აბა დატრიალდი... კაი, კაი , ხო .მერე დატრიალდი, გილოცავ , ბედნიერებას გისურებ, იცოდე პატარა ,,ბაჭანჭყალას“ მე ვნათლავ . ვაიმე , როგორ გამახარეთ-აღტაცებით კიოდა მია, სანდრა გაშეშებული , გაკვირვებული უყურებდა დათამ ამ სანახაბაზე თავი უკან გადაწია და ქუცაში ბოლო ხმაზე ხარხარ მოყვა.
-მორჩი მია ქოთქოთს, დღეს ნათელას და მარიამის ქოთქოთი უნდა გადაიტანოს, ძალა დაუტოვე, აცადე მოათქმევინე სული.
-კაი ჰო-ჩაიბუზღუნა მიამ
-დღეს გელოდებით,იცოდე არ გადაგვაგდო
-აბა, აბა ეს ისეთი გოგოა ,როგორ არ მოვალ სანახავად, იქნებ მე დამითმო შენი გოგო- წარბები მაღლა აზიდა მიამ
-ყველა მე როგორ მართმევთ საცოლეს -დათამ უცებ გაიაზრა რაც თქვა და ტუჩზე იკბინა
-რა ? რა თქვი?
-არაფერი- გამოასწორა სანდრამ, -მე მითხრა რაღაც-უხერხულად გაიღიმა გოგო
-აჰაა, კაგრგი. აბა შეხვედრამდე -მია შენობაში შებრუნდა
***
-წითელი ჭინჭია-სახე დაბრიცა დათამ
-ღმერთო მერამდენე კაბაა, აღარ შემიძლია
-მოდი, ეს ვცადოთ
-დავიღალეე-ბიზღუნით შებრუნდა გასახდეში გოგო, რამოდენიმე წამში უკან გაბრუნდა
-ეს კარგია , მაგრამ დღეითვის არა, ეს ცადე.
-შენ გიჟი ხარ? აღარ შემიძლია, მომშივდა ორი საათია თოჯინასავით გამხდი და მაცმევ .
-მიდი ,მიდი ნუ წუწუნებ,დღეს თუ დაგიწუნეს ,მერე კარგა ხანი მოგიწევს მაგათი კუდაბზიკობის ატანა. შენს დაქალსაც დავხვდეთ და სადმე ვისადილოთ-გოგო ისევ დაყვა დათას ნებას,მაგრამ ამ ჯერად დროზე მეტი ხანი გაატარა გასახდელში.
-გამოდი აწი ამ გასახდელიდან , რა უბედურებაა
-გეფიცებით ქალბატონო გიხდებათ, დამიჯერეთ თქვენი საქმრო გაოგნდება .
-ღმერთო, ეს ზუსტად ის კაბაა პირველ კლასში ,რომ შევდიოდი , მაშინ მუხლებამდე მწვდებიდა, მის მერე საგრძნობლად გავზრდილარ -ცინიკურად გამოაცხადა სანდრამ, კაბის ქაჩვით გამოვიდა ოთახიდან , გაშლილი თმები ხელს უშლიდა და ნერვიულად იწევდა მხრებზე, დათა ერთ ადგილას გაშტერდა , მუხლებს საგრძნობლად აცილებული ვერცხლისფერი კაბა საოცრად უხდებოდა
-არ მინდა ეს კაბა-ამოიბუზღუნდა გოგომ
-არა ,გინდა- შეეწინააღმდეგა დათა. გამოიცვალე და გავიდეთ.
*****
გამლანძღეთ , მომკალით რაც გინდათ ის გამიკეთეთ . ვიციიიიიიიიიიიი , ვიციიიიიიიიიიი რა ცუდად მოვიქეცი, გპირდებით თუ ვინმე კიხულობთ , აღარ დავაგვიანებ ეს ერთი მაპატიეთ. <3 <3 :დდდ



№1 სტუმარი ნია

იქნებ ცოტა დაათბო ეს წყვილი და სხვა ყველაფერი მომწონს

 


№2 სტუმარი Guest taki

მალე იქნება ახალი თავი?

 


№3  offline წევრი მეი ლუ

Guest taki
მალე იქნება ახალი თავი?

დღესვა :დდ გამეღვიძა და იმწამსვე წერა დავიწყე :დდ ♡

ნია
იქნებ ცოტა დაათბო ეს წყვილი და სხვა ყველაფერი მომწონს

მაგის დროც მოვა :დდ♡

 


№4 სტუმარი Nini

Male dadeee rogor velodebodi

 


№5  offline წევრი მეი ლუ

Nini
Male dadeee rogor velodebodi

დღესვე იქნებაა ♡♡♡

 


№6 სტუმარი Guest Eka

იმდენად გაბრაზებული ვარ რომ კა

იმდენად გაბრაზებული ვარ რომ კარგი კომენტარივ არ მემეტება...არა წესი ასე დაკარგვა....

 


№7 სტუმარი Tako

Gaagrdzele raa ♡♡

 


№8  offline წევრი მეი ლუ

Guest Eka
იმდენად გაბრაზებული ვარ რომ კა

იმდენად გაბრაზებული ვარ რომ კარგი კომენტარივ არ მემეტება...არა წესი ასე დაკარგვა....

ვიცი, ვიცი უბრალოდ ხანდახან ყველაფერის ,,მუღამს" ვკარგავ და არც წერა მინდება , არც კითხვა , ცხოვრების ხალისი მეკარგება , სიკვდილი , სიცოცხლე ასეთ რაღაცეებზე ვფიქრობ და სულ მძინავს ხოლმე ...ეს ის მომენტია , უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, ახლა რომ ,,დამატყდა" თავს ეს ,,უბედურება" . კიდევ კარგა ხანს აღარ გამახსენებს თავს და შემიძლია წერა ჩვეულებრივად გავაგრძელო და საინტერესო მომენტებში არ გავწყიტო♡♡♡აუცილებლად მალე დავდებ

Tako
Gaagrdzele raa ♡♡

აააააუცილებლად :დდ მადლობა რომ კითხულობ ♡♡

 


№9 სტუმარი Guest ლელა

კარგია. მომწონს. ველოდები შემდეგს. სალომეას არ აარევინო ყველაფერი.

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

თუ ვინმე ვკითხულობთ? ვკითხულობთ კი არა ერთი სული მქონდა როდის დადებდი ახალ თავს.არ დააგვიანო

ოღონდაც სალომეას ნუ აარევინებ რა ამათ ურთიერთობას და ლუკა მეცოდება მაინც
--------------------
ლანა

 


№11 სტუმარი maichka

zaan kargia <333 momdevnos rodis dadeb???

 


№12  offline წევრი მეი ლუ

maichka
zaan kargia <333 momdevnos rodis dadeb???

ვეცდები შუა ღამეს არ გადავაცილო ♡♡♡მადლობაა ♡♡♡

La-Na
თუ ვინმე ვკითხულობთ? ვკითხულობთ კი არა ერთი სული მქონდა როდის დადებდი ახალ თავს.არ დააგვიანო

ოღონდაც სალომეას ნუ აარევინებ რა ამათ ურთიერთობას და ლუკა მეცოდება მაინც

ვნახოთ, ვნახოთ :დდდ მადლობა ,რომ კითხულიბ და არა არ დავაგვიანებ ♡♡

Guest ლელა
კარგია. მომწონს. ველოდები შემდეგს. სალომეას არ აარევინო ყველაფერი.

♡♡♡♡ მადლობაა

 


№13  offline წევრი dzadzamia25

ველოდებოდი,ძალიან მომწონს.

ველოდებოდი,მომწონს
მეზიზღება ზაზასნაირი კაცები.

 


№14  offline აქტიური მკითხველი ონლაინ გოგონა

ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავს:**

 


№15 სტუმარი Cicaka

memgoni tkvi ro dgesve iknebao da sad aris? gavckdi lodinshi-_____-
p.s dzaliankargia

 


ვაიმე კომენტარების წაკითხვა მეზარება შენს მაგივრად grin ვიცი ყველაფერს გეტყოდნენ რისი თქმაც მინდა ამიტომ მხოლოდ ისღა დამრჩენია გითხრა რო უძალიანმაგრესი ხარ heart_eyes პ.ს მეტი არმინდა კიდე დააგვიანო

 


№17 სტუმარი ნია

კითხვის სურილი მეკარგება, ჯობია მოლოდინი გვქონდეს ვიდრე ცრუ დაპირება, ესაა შუაღამეს არ გადავაცდენო??

 


№18 სტუმარი სახელი

rodis dadeb???

 


№19 სტუმარი სტუმარი ანა

გოგო სიგარეტს არ ეწეოდა და გათხოვების შემდეგ ქმარმა მიაჩვია? რა უაზრობაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent