დაკარგული დრო
როგორც ყოველთვის ახლაც მარტო ვარ,ახლაც მარტოდმარტო მიწევს ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება.რა ვქნა,რა მოვიმოქმედო არ ვიცი.ისევ მომატყუეს,არ დამინდეს,ცხოვრება გამინადგურეს.საავადმყოფოდან გამოვდივარ და გზას ისრვ სახლისკენ მივუყვები.მარტო ყოფნასაც ჰქონია თავისი დადებითი მხარე ახლა აღმოვაჩინე,კიდევ კარგი თორე არც კი ვიცი რა მოხდებოდა ასე პირდაპირ ვერავის ვეტყოდი მე ორსულად ვარ! * * * ყველაფერი იქედან დაიწყო,რომ ისიც ისევე როგორც დანარჩენები სასრთოდ ვერ მამჩნევდა ერთი არაფრით გამორჩეული გოგო ვარ ჩემი ზედმეტი წონით და კარჩაკეტილობით,არც დაქალი მყავს,არც ვინმე ნათესავი.ობოლთა თა შესაფარში არ გავზრდილვარ მაგრამ მერჩივნა.ბიძამ და ბიცოლამ გამზარდეს,ისიც იმიტომ რომ სახელმწიფო ჩემს მიხედვაში ფულს აძლევდა,მე სულ ფეხებზე ვეკიდე.შემდეგ გავიგე რომ მათი ნათესავი არ ვიყავი,საერთოდაც ჩემი დაბადების მოწმობაც კი არ მაქვს ნანახი,არც დამჭირვებია,არც მომითხოვია არ მაინტერებდა და იმიტომ.სკოლაში კარგად ვსწავლობდი,მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარება ვერ მოვახერხე.ბავშვობა საერთოდ არ მქონია სულ ვმუშაობდი რომ მშიერს არ ამონხდენოდა სული.ჩემი საყვარელი ბიძა და ბიცოლა კი ჩემს ნაშოვნ ფულს საყვარელ შვილებს ახარჯავდნენ,არც ამაზე გამომითქვამს პრეტენზია მადლობელი ვიყავი იმის რომ სრულიად უცხოს მათ სახლში მაცხოვრებდნენ.დებილი არ გეგონოთ უბრალოდ ამით ვცდილობდი მადლობა გადამეხადა,ნელ-ნელა შედარებით მაღალანაზღაურებადი სამსახური ვიშოვე და ბინის ძებნაც დავიწყე,არ მინდოდა მათ სახლში მთელი ცხოვრება მოსამსახურე ვყოფილიყავი მათ ისედაც საკმაოდ მიიღეს ჩემგან.ამის შესახებ რომ გაიგეს საშინელი რეაქცია ჰქონდათ,არც ამდენს ვაძლევდი და მათ ასეთ რეაქციას ნამდვილად არ ველოდი,მართალია 18 წლის გოგოსთვის კონსულტანტის და დამლაგებლის ხელფასი ბევრი არაა მაგრამ მათთან დარჩენას ნამდვილად აღარ ვაპირებდი,გამოვიპარე. ისე გავიდა ორი წელი რომ ვერაფერი გავიგე,ამდენ მუშაბასა და გადარბენებში.24 ნოემბერს,ჩემს დაბადებიდღეზე,როცა 20 წლის გავხდი,ფოსტიადან ადვოკატის წერილი მომივიდა,იგი მასთან მისვლას მთხოვდა.დავიბენი მასთან არაფერი მესაქმებოდა მაგრამ შესახვედრად წავედი.ადგილზე მისულს წინ უზარმაზარი შენობა დამიხვდა,მიმღებბში ბატონი ლევან ჩხეიძე ვიკითხე. -ბატონი ლევანი გასულია,მასთან მიღებაზე ჩაწერილი ხართ? -წესით კი,იცით მე მან დამიბარა -თქვენი სახელი და გვარი.მითხარით,ვიზიტორთა სიაში ვნახავ,ვვეჭვობ წინასწარი ჩაწერის გარეშე მასთან შეხვედრა შეძლოთ,მიდამ დატვირთული გრაფიკი აქვს -მარიამ შარაშიძე -დიახ ხართ სიაში,თან საჩქაროთა-მდივანმა ტელეფონი აიღო და სადღაც გადარეკა მხოლოდ რამდენიმე სიტყვას მოვკარი ყური-დიახ მოსულია და გელოდებათ,კარგით-შემდეგ ყურმილი დაკიდა და მე მომიბრუნდა-კაბინეტში წაკობრძანდით და იქ დაელოდეთ,ბატონი მალე მოვა. მეც გავყევი.კაბინეტი მუქ ფერებში იყო,თუმცა არა შავში,პირველივე შეხედვისას იგრძნობა რომ ამ კაბინეტის მეპატრონე გემოვნებიანი ადამიანია. -აქ დაელოთ,მანამ ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებთ-ფიქრებიდან.მდივნის ხმამ გამომიყვანა -არა,მადლობა ნუ შეწუხდებით... -ნია,ნია მქვია-თბილად გამიღიმა და ზელი გამომიწოდა,ახლა დავფიქრდი და ეს ნია საკმაოდ ლამაზი გოგოა,მართალია ქერაა და მე ქერების მიმართ არც ისე კარგად ვარ განწყობილი თუმცა ეს გოგო ძალიან მომეწონა -მადლობა ნია შემოთავაზებისთვის ნია მალევე გავიდა კაბინეტიდან,მე კი ისევ ფიქრი დავიწყე,ნეტავ რა საქმე აქვთ ჩემთან?დაახლოებით ათ წუთში კარი გაიღო და ოთახში მაღალი,საშუალო ასაკის კაცი შემოვიდა -გამარჯობა ჩემო კარგო,შენ ალბათ მარიამი ხარ ხო? -დიახ,მე ვარ-ხელი ჩამომართვა და ჩემს წინ სავარძელზე დაჯდა -დედასავით ლამაზი ხარ მარიამ -თქვენ დედაჩემს იცნობით? -არამარტო ვიცნობდი ვმეგობრობდით კიდეც -აქ რატომ დამიბარეთ? -კარგით,რაღამც შენ გსურს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ-მაგიდის ერთ-ერთი უჯრიდან საქაღალდეს იღებს და მე მიწვდის-ეს დედაშენის ანდერძია,მას თან ახლავს წერილიც,ისინი 20წელია ჩემთან ინახება,მთხოვა შენთვის ამ დღეს მომეცა საქაღალდე გამოვართვი,თუმცა იქ მათ გახსნას და წაკითხვას ნამდვილად არ ვაპირებდი,ამისთვის განმარტოება და დაფიქრება მჭირდებოდა -კარგით,მადლობა და ნახვამდის ბატონო ლევან-ნორმალურადა რც კი დავმშვიდობებივარ ისე წამოვედი იქედან.დაფიქრება ერთადერთი რამ იყო რაც იმ წამს ჰაერივით მესაჭიროებოდა.ადვილი ნამდვილად არ არის ერთ დღეს შენს ნამდვილ დედას რომ გიხსენებენ თან მისი ასავალ-დასავალიც რომ არ იცი.სახლში დაბრუნებულმა გადავწყვიტე დრო ტყუილად არ დამეკარგა ფუჭ ფიქრებში,ამიტომ საქაღალდე გავხსენი,იქედან ყვითელი და თეთრი კონვერტი ამოვიღე,გადავწყვიტე ჯერ თეთრი წამეკითხა,რადგან მივხვდი წერილი ის იქნებოდა ,,ჩემო საყვარელო მარიამ!შენ არც კი იცი როგორ მინდა ახლა შენს გვერდით ვიყო და ჩემი შენდამი სიყვარულის გადმოცემა ამ წერილით არ მიწევდეს.ყველაზე დიდი ნატვრა იყავი ჩემთვის,რომლის ასრულების იმედიც არ მქონდა.სიყვარულში გამოცდილმა უიღბლობამ მიბიძგა იმისკენ რამაც საბოლოოდ ერთმანეთს დაგვაშორა.გათხოვება არ მინდოდა,თუმცა ეს ნაკლებად მკითხეს,დედ-მამა ჯერ კიდევ ბავშვობისას დამეღუპა და ბებია მზრდიდა,28 რომ გავხდი და გათხოვებას კიდევ არ ვგეგმავდი ბებიამ ძალით დამნიშნა ერთ კაცზე,მდიდარი,კარგი შეხედულების კაცი იყო მაგრამ არა ისეთი ემ რომ მინდოდა,ჩემს ნდომებაზე რომ ყოფილიყო საერთოდ არ გავთხოვდრბოდი.სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მამაშენი,საოცარი ადამიანი იყო,ვიტყოდი საუკეთესოთქო მაგრამ როგორც ყველას მასაც ჰქონდა თავისი ნაკლი.ბებია როცა მის შეაახებ ვუთხარი მასთან შეხვედრები ამიკრძალა შენ უკვე დანიშნული ხარო,ამის შესახებ სწორედ მაშინ გავიგე,ვეწინააღმდეგებოდი.მაგრამ ვერაფერს გავხდი არ უნდოდა ლალიკოს დაბალი ფენის წარმომადგენელი სიძედ,მითუმეტეს ის ჩემზე 3 წლით პატარა იყო.ცხოვრებაში პირველად დავუპირისპირდი ბებიას და 2 თვე მამაშენთან ერთად ვიცხოვრე,თითქოს ყველაფერი დალაგდა სანამ ისევ არ გამოჩნდა ლალიკო თავისი ,,სიძით".ძალით წამიყვანეს რომელიღაც მიყრუებულ სოფელში,რომ მამაშენს არ გაეგო სად ვიყავი.მთელს დღეებს ტირილში ვატარებდი,იმ კაცსაც მობეზრდა მგლოვიარე ქალი არაფერში მჭირდებაო მიახალა ბებიას და წავიდა.ამაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა ლალიკოს სილა გამაწნა,მე კიდე ისე ვიყავი დასუსტებული თავი ვერ შევიკავე და ძირს დავეცი,დაცემისას თავი ცუდად დავარტყი და გონება დავკარგე.წესით ეს დღეს ერთ-ერთი ცუდი მოგონებების მატარებელი უნდა ყოფილიყო,მაგრამ პირიქით მოხდა,ეს დღე ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გახდა,ამ დღეს გავიგე შენი არსებობის შესახებ.ნეტა იცოდე რამხელა ძალა შემმატე.ლალიკომ დაიჯინა ბავშვს მოიშორებ და ვინმე მდიდარს გაყვები,შვილები მერეც გეყოლებაო,მაგრამ შენი მსგავსი ვინმე იქნებოდა?შენ ჩემი და მამაშენის დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ,როგორ შემეძლო შენთვის სიცოცხლის მოსწრაფება?ა ამ წერილს რომ წაიკითხავ დიდი გოგო იქნები,ახლა ჯერ კიდევ ჩემს მუცელში ხარ და ვცდილობ წარმოგიდგინო როგორი იქნები.ვიცი რომ შენს გაზრდას ვერ მოვესწრები,შეიძლება ვერც კი გნახო,მაგრამ იცოდე რომ შენ დედიკოს სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ" წერილი ბოლომდე ვერ წავიკითხე,აქ ისეთი რამ ეწერა რაც ჩემთვის წარმოუდგენელი იყო,ჩემს ნამდვილ მშობლებზე არასდროს არაფერი მიკითხავს და არც მიფიქრია მათზე,ყოველთვის ვფიქრობდი რომ მათ მე არ ვჭირდებოდი ამიტომაც გამაშვილეს,ახლა კი მთელი 20 წლის ფიქრი ერთმანეთში მერევა და ტვინში სრული დომხალი მაქ. ეს თავი არის საცდელი,კიდევ მაქვს დაწერილი და თუკი მოგეწონებათ ისყტორიას რეგულარულად დავდებ და წერას განვაგრძობ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.