შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულწრფელობის საღამო (5,6 თავები)


23-07-2017, 20:02
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 312

- არა, მე არ ვარ ფოტოზე.-
სამივე გულიანად ვიცინოდით.
- ნამდვილად?- გიორგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და თან პარლამენტს გვაბოლებდა.
- შვილო მაგ ფოტოზე მამაშენია, ბავშვობაში...- დედამისმა თმაზე ხელი გადაუსვა და თბილად გაეღიმა.
- რათ გინდა იმ არაკაცის ბავშვობის ფოტო?-
- მოწევაც დაიწყო- თქვა ნიცამ და ამოიოხრა- რაღაც სარგებელი მაინც დაგვრჩა.
გიორგიმ უცებ გაიაზრა რომ აღარ ეწეოდა და ნახევარად ჩამწვარი ბიჩოკი ნიცას გადაულოცა.
მის სახეზე, უცებადი სიხარული პატარა ნაწილაკებივით გაიფანტნენ და ერთ დიდ საუფლოში ჩაეშვნენ.
მეწყინა რომ მისი სიზმარი არ ახდა მაგრამ ყველა იმის პრაქტიკული ასრულება რასაც ჩვენ ძილის დროს ვხედავთ, წარმოიდგინეთ,რამხელა ქაოსს გამოწვევდა?
ალექსანდრე ვერ დავინათესავეთ, სამწუხაროდ მხოლოდ ფიზიკური მსგავსება საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცაღა იმ ჭვარტლში მეც კი გავარჩიე რომ უფრო მეტიც კი გვიპოვია ვიდრე გიორგის ძმა იყო. ოდნავი ტუჩის ჩატეხვით,რომელიც ფიქტიურად ღიმილს ქმნიდა ალექსის მზერას ვაკვირდებოდი,რომელიც ნიცას არ წყდებოდა.

- ეგ არაფერი- ვთქვი და ვაკვირდებოდი სიტუაციის განვითარებას- დარწმუნებული ვარ შენი ფიქტიური ძმა ჩვენთან მეგობრობაზე უარს არ იტყვის.
- ჩვენ კლანში იღებ?- მკითხა გიორგიმ
- ხომ გახსოვს, ეგ მე მეხება. შესავალი და გასავალი. მივცეთ შანსი, იქნებადა მოგება ვნახოთ...
- ფული არ მაქვს-აგვყვა ალექსი- მხოლოდ ჩემი გულის შემოთავაზება შემიძლია.
- კიდევ რას შემოგვთავაზებ?- ნიცამ ტუჩზე იკბინა და გახედა, გადავიხარხარე, გიორგიც ამყვა.
- რასაც ქალბატონი ისურვებს.
ახლა უკვე ორივე ეშმაკურად ხალრთავდნენ მზერებს.
სხეულის ენით, მათ უკვე საწოლში ვხედავდი.

ასე მოხდა და ასე, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე,რამეს რომ დათეს და მის გაფურჩქვნას ელი. ასე გაიფურჩქნა ალექსანდრე ჩვენში, ასე მოეხვია წელზე ნიცას და ასე შევიდა ჩვენი დაუსრულებელი უცნაურობის სამფლობელოში.
სიყვარულიც იყო და სიყვარულიც, ნიცასგან დიდხნიან ურთიერთობას არ ველოდი, როცა ამ ორის ცალკეული ფლირტი დასრულდა,ალექსანდრე მთლიანად მეგობრობის წამზომში ჩაერთო და ჩვენი უსაყვარლესი ნაწილი გახდა.
ყველაფერი კარგად მიდიოდა, ხშირად ვიკრიბებოდით, ფილმებს ვარჩევდით, ლუდს ვწრუპავდით,სადღეგრძელოებს ვამბობდით. ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვუყვიროდით,ხანდახან ვჭორაობდით კიდეც. განვითარება ბუნებრივ კატაკლიზმად იქცა, შევეჩვიეთ, ყველა ინდივიდუალური თვისება გავუყავით, ჩვენი საკუთარი თავი ბოლომდე გავაცანით, აღარ ვიმალებოდით, გვიყვარდა და ამის დაფარვა არც იყო საჭირო.
დავდიოდით ატრაქციონებზე, ყველაზე საშიშ და გულისამრევ რაღაცებზე, ვაკვირდებოდი ალექსანდრეს ცვლილებებს და მეგონა რომ ნიცასთან გარდაუვალი კონტაქტი, ჰარმონიით ჩანაცვლდა. ასე ვფიქრობდით მასზე, სითბოთი და სიცილით, ისე ვიხვევდით როგორც თბილ პლედს, ვუნაწილებდით შოკოლადიან კრუასანს და ზოგჯერ ჩვენთან ერთადაც ეძინა, საშუალოზე პატარა დივანზე.

ბედნიერები ვიყავით მისი გამოჩენით.

ერთხელაც კი,როცა უსწორმასწოროდ, მამაკაცური მოხერხებით, ლაქს მისვამდა ფრჩხილებზე, გამოგვიცხადა რომ მიდიოდა.
მიდიოდა შორს და დიდი ხნით...


დღის მეორე ნახევარი რჩებოდა. ასე სამი საათი.. ზუსტად ცხრაზე იყო ჩვენი შეკრება დაგეგმილი. ერთი თვე მაინც იყო გასული რაც ერთმანეთი არ გვენახა. მე სამუშაოს ვიყავი გადაყოლილი, არაადამიანურ რეჟიმში მიწევდა ცხოვრება, ძალა სახლში მისვლისთვის, ფილმის ყურებისთვის, პოპკორნის კნატუნისთვის და ძილისთვის მრჩებოდა. ყველაფერს რომ შევეშვათ,რაღაც განელდა. თითქოს ერთმანეთის ინტერესი შევაჩერეთ. გადავწყვიტეთ,ისე როგორც ზოგჯერ წყვილები იქცევიან როცა რაღაცები ბეზრდებათ ხოლმე. აღდგენადი,ჩემი აზრით, მხოლოდ საკუთარი თავია. ყოველდღე ჩემ თავიდან რესტავრაციას ვცდილობდი, სისუსტის შეჩერებასა და წამლების ზუსტი დოზირებით სმას ისე რომ ზიზღი ჩამეხშო. ექიმთან ვიზიტები, პალატების სუნი და აუხსნელი სიმარტოვე, მხოლოდ წამიერი გვერდში დგომა დედაჩემისგან, ისიც მობილური ზარით... და რატომღაც ის შეჩერდა რაც კაცობრიობას ამოძრავებს.
მეგობრობა.

აი რამდენიმე საათში კი, ჩვენ ისევ რაღაც ახალს გამოვძერწავდით, საკუთარ თავს ხელში დავიჭერდით და გავახსენებდით რა იყო ერთ დროს ფასეული და მნიშვნელოვანი. რამდენად გვჭირდებოდა ერთმანეთი არამხოლოდ კრიტიკული დღეების დროს.

ძალიან მენატრებოდნენ მაგრამ ასე მოხდა. ერთი თვე-სრული იზოლაცია. მეც და სხვებიც...
ლელას ჰქონდა ამის ფასეული მიზეზი, გადაწყვიტა გამრავლებულიყო.
როცა მის ქორწინებასა და განქორწინებაზე გვესმოდა, ჩვენთვის გვწყინდა ხოლმე რომ ყველაზე დალაგებული და ჭკვიანი გოგო იმ მინიმალურ შეცდომებს უშვებდა რაც ხშირად მაქსიმალურ ზიანს გაყენებს. ვორჭოფობდი იმაზეც რომ ყველა ჩვენგანში, მინუსთა გროვაა დალექილი რომელიც ერთხელაც ყველაფერს ამოისვრის და ტვინს გაგვიხვრეტს.
მეგონა ლელა ცოტა შეიშალა,როცა გამოგვიცხადა რომ თხოვდებოდა.

არასოდეს მომწონდა მისი ქმარი. დათო ერთი ექსცენტრიული, კომპლექებით გატენილი ტიპი იყო, რომელსაც მხოლოდ გარეგნობა ჰქონდა კარგი. მახსოვს პირველი ეფექტი და მიკვირს, ისე შევუქეთ არჩევანი. პირველი შთაბეჭდილება განსაკუთრებულად ცუდი რამეა, მერე ნანობ ხოლმე. მეც ასე ვიყავი, ნეტავ თავიდანვე არ მეთქვა როგორ გაუმართლა ასეთი ბიჭი რომ ჰყავდა გვერდით. იქნებადა ბევრი რამ არ დატრიალებულიყო მის შავგვრემან თავში და ზოგჯერ იმ დინებისთვის,რასაც ჩვენ პიროვნულ დეგრადირებას ვეძახით,ფართო გზა არ მიეცა.
სწავლას მოუკლო,სიგარეტის მოწევა დაიწყო და მელანქოლიკ ტიპად იქცა, ყოველდღიური ქაოსით.

ყოველთვის ჩხუბობდნენ. დათო სხვებსაც ეფილტრავებოდა, როცა ლელასადმი ინტერესი გაუნელდა. ამ დროს ის უკვე მისი ცოლი იყო, თავისი კულინარიით, მზრუნველობითა და სიყვარულით,რომელიც მამაკაცებს ზოგჯერ მოსაწყენად ეჩვენებათ. ახალი სისხლი მოუნდა, უფრო მეტად უცხო საშო და გადაწყვიტა რომ მისი ცოლი არ იყო საკმარისი.

ერთხელ ლელასთან სტუმრად ვიყავი, ეს იშვიათად ხდებოდა ხოლმე მას შემდეგ რაც,თავისუფლება უარყო და ჟანა დარკივით გადაწყვიტა ომის ველზე შეჭრა. თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი, ცუდ ფორმაში იყო, კონტექსტიდან ამოვარდნილს გავდა. ცოტა დავდარდიანდი როცა შევხედე მაგრამ არაფერი შემიმჩნევია. მაშინ ოცდაერთი წელი შეუსრულდა თუმცაღა მეგონა რომ ოცდაათ წელს მიკაკუნებულ ქალს ვუყურებდი, ჩვეული ჩაშავებული უპეებითა და შუბლის ხაზებით გადმოცემულ სევდიანობით.
გული ჩამწყდა.
თბილად მომესალმა, ჩვეულად ხელი მომარტყა უკანალზე და რამდენიმე წამს დამაკვირდა.

- როგორ გალამაზდი- მითხრა დედობრივი ტონით.
- შენ როგორ ხარ?-
- რავიცი, გათხოვილი ქალების მსგავსად, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო-ამოიოხრა- გავიჭედე ყველაფერში, სამსახურიდან წამოვედი.
- მაგ სამსახურის გამო იმტვრიე თავი სემინარებზე, წიგნებზე, უმაღლეს ქულებზე და ასე უბრალოდ წამოხვედი?
- ორსულად ვარ.
- მერე რა მოხდა?!-ვთქვი გაცეცხლებულმა, ვერც კი გავიაზრე რომ მისი ორსულობის ამბავი, ჯერ ისევ არ ვიცოდი.
- როგორც წესი, უნდა მომილოცო, ეტიკეტის ამბავია.
- გილოცავ- თავი დავიმშვიდე- მაგრამ სამსახურთან რა შუაშია?
- სუსტად ვარ, სახლის საქმეები, გულისრევა, არაფრის აღარ მაქვს.
- შენ ქმარს არ შეუძლია დაგეხმაროს?- ვეღარ მოვითმინე.
- ჩემ ქმარს ჰკიდია.
- და შენც რომ დაიკიდო შენი ქმარი?-
უკვე აშკარად ვაღიზიანებდი.

- მეგონა მოგწონდათ.
- არ მომწონს- ვთქვი და ჩაი მოვსვი- იმიტომ არ მომწონს რომ უკვე აღარც შენ აღარ მოგწონს. შენ რომ მოგწონდეს, მეც რაღაცნაირად მომეწონებოდა.
- მიყვარდა.
- ვიცი...- ცუდი რამეა სიყვარული, ხანდახან არაფერში გადგება.

ამ დროს დათო შემოვიდა სახლში, ჩემ დანახვაზე უკმაყოფილო სახე გაუქრა და მეგობრულად მომესალმა.

- ეს უფრო გალამაზებულა-აღნიშნა.
- მეც ზუსტად ეგ ვუთხარი.
- სამსახურში არ უნდა იყო?- დათომ ხილი და ბოსტნეული მაგიდაზე ამოალაგა და ისევ შემოგვხედა.
- წამოვედი.
- საიდან?- სამზარეულის მაგიდას მიეყრდნო დაბნეული.
- სამსახურიდან რა თქმა უნდა.
- და შენი აზრით იმის ხოდი გვაქვს რომ მხოლოდ ჩემი ხელფასით გავქაჩოთ?

უხერხულობა ჩამოვარდა, თავი ზედმეტად ვიგრძენი. მინდოდა ამ ოჯახურ *ირობასთან მარტო დამეტოვებინა და თან არც მემეტებოდა.

- როდესმე ჭკვიანურ ნაბიჯს გადადგამ?- არ ლბებოდა.
- ლელა ძირითადად ჭკვიანი ნაბიჯებით გამოირჩეოდა ხოლმე,სანამ ოჯახობანა არ მოუნდებოდა შენთან- ენაზე ვიკბინე.
- ეგ შენი საქმე არ არის.-
- ნამდვილად- ლელას შევხედე, თვალები იატაკისთვის მიეჩერებინა და თითით ბეჭედს აწვალებდა.

ფეხზე წამოვდექი რომ წავსულიყავი.

- სად მიდიხარ?- დათომ შემაჩერა.
- იქ სადაც დუმან პირამიდები-ვუთხარი სიცილით
- მეგონა შენ მეგობართან გინდოდა ყოფნა, ასე უბრალოდ მიატოვებ?

ლელასგან ისევ დუმილი იყო, მხოლოდ დუმილი.
- ასე უბრალოდ მიმატოვა, როცა შენ გაგიცნო. ამიტომ ხო, მივდივარ.
- რას ნიშნავს მიგატოვე?!- უკნიდან ხმა გავიგე.

მთელი ძალით შევვარდი ოთახში და ყველა მოთმენილი ფიქრი ამოვალაგე.
- ჩვენ შორის ყველაზე გამორჩეული იყავი. ყველა შენგან ვიწერდით თვისებებს, ჩვენი რუქა იყავი არასტაბილურ სიტუაციებში. შენ მიჭერდი თავს როცა ვაღებინებდი, მარიგებდი ჭკუას როცა ვინმეს ვშორდებოდი. ყოველ დღე თუ არა, ხშირად გნახულობდი და რამდენიმე საათი შეგვეძლო ვერანდაზე გაციებული ყავა გვეხვრიპა და რაღაც აბსტრაქტულ თემებზე გველაპარაკა. და როდის შეიცვალა ეს?! მოდი გეტყვი... მას მერე რაც ის გაიცანი. შენი გული გაცივდა ჩვენ მიმართ, შენი ინტერესი დაიკარგა ჩვენ მიმართ,შენი სიყვარული...
- ნესი !- ლელა ფეხზე წამოდგა
- შენი სიყვარული...-ვთქვი და ცრემლები მოვიწმინდე-
- ნუ ცდილობ ყველაფერი მე გადმომაბრალო.
- როცა ვცდილობდი დაგხმარებოდი, გწერდი, გირეკავდი, მპასუხობდი რომ არ გეცალა. გეკითხებოდი რას აკეთებდი და შენ სულ დათოს უმზადებდი სადილს, დათოს მეგობრებთან იყავი,დათოს ოჯახის წევრები გაიცანი, დათომ ხელი გთხოვა დათომ გეჩხუბა და არ გეცალა, დათო იყო ჰორიზონტალური და ვერტიკალური საწყისი. გიღირდა რომ ამ ყველაფრად?
- ჩვენ ვშორდებით- ლელამ სიგარეტი ამოაძვრინა და შემომხედა. წავუკიდე და მერე ხელები ამიკანკალდა როცა გამახსენდა რომ სხეულში მარტო აღარ იყო.
- ნამდვილად-
- რაღაცას გვეგონა გავქაჩავდით მაგრამ არ გამოვიდა.
- ნა მდვი ლად- უკნიდან ისევ ექოსავით დაგვჩხაოდა დათოს ხმა.
- ამ *ირს საყვარელი ჰყავს- აგრძელებდა ლელა.
- ნამდვილად. არაერთი.
- ვსო,წავედით.
ლელამ ხელი წამავლო და თავის ოთახში წამათრია. კოსმეტიკა, ტანსაცმელი,ფეხსაცმელი უკვე ერთიანად დაეყარა საწოლზე და მაშინ გადამიარა გაკვირვებამ. მე ვიყავი ნათელი სხივი მის ცხოვრებაში,რომელიც იმ დროს შემოიჭრა როცა ჩარაზული რაფიდან მხოლოდ დამცინავი ნიავი არღვევდა გისოსებს. მე ვიყავი მისი მაპროვოცირებელი, ეფექტური ხელსაწყო და მინდა სიმართლე ვთქვა, თავი ასე კარგად დიდი ხანია არ მიგრძვნია.
ასე მეგონა კაცობრიობა გადავარჩინე.
ზურგჩანთა მოიკიდა და წინ გამიძღვა. ოთახის კარი უხეშად გავაღეთ და სამზარეულოში შევედით სადაც უკვე ა.წ მისი ყოფილი ქმარი კარტოფილს თლიდა.
- ბავშვს რას ვუშვებით?-იკითხა მშვიდად.
- რა უნდა ვუქნა. გავაჩენ, ტანსაცმელს გამოვუცვლი,დავბან ხოლმე. ვეცდები ფინანსურად მოვძლიერდე და ყოველთვიურად მაინც წავიყვანო რამის საყიდლად. წავიყვანო ატრაქციონებზე, კინოში, თეატრში, ინტელექტუალურ შეხვედრებზე. ზოგჯერ როცა მამამისზე რამეს მკითხავს, არ ვეტყვი რომ ცუდი ტიპი ხარ უბრალოდ ყველაფერი ისე ვერ აეწყო როგორც გვინდოდა. რომ ერთ დროს, ჩვენ მართლა ვიყავით შეყვარებულები. არ შევუზღუდავ შენთან შეხვედრას, დასვენების დღეებში ალბათ გაასეირნებ ხოლმე, თუ თვითონ მოგესურვება. ალბათ დაბადების დღეებსაც მიულოცავ.გავზრდი და მეყვარება. სხვა რა უნდა ვქნა?
- არ მოიშორებ?-

ლელას ფეხებში ძალა გამოეცალა და ფიფქივით გაუთეთრდა სახე.

- ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა.

ჩანთა უფრო მეტად გადაიკიდა ზურგზე და ორივე გადავცდით იმ მინიმალურ ზღვარს,რასაც ხშირად თვითგანადგურებისკენ მოგვიწოდებს. მოთმინებისა და ტოლერანტობისკენ.
გადავცდით სიმშვიდის ზღვარს.

<<

საღამოს სინაზეში იყო გახვეული წვიმის უფერო ნაკადულები,რომლებიც ქვაფენილებს ძველი მეეზოვებივით ჩამორეცხდნენ. სასიამოვნო სუნი იდგა ირგვლივ, სისველისა და მოგონებების სუნი.
ამინდი იყო ისეთი,როცა მიდიხარ ქუჩაში, ქვებს ფეხებით ამტვრევ და შენ წარსულ შეცოდებებზე ფიქრობ, სიყვარულსა და მეგობრობაზე. გეღვრება სითბოს განუსაზღვრელობა, აუხსნელად, თითქოს წამიერად და შენ კანში პატარა დეტექტორებს აჩენს.
ისუნთქავ და ამოისუნთქავ, ისუნთქავ და ამოისუნთქავ.
სიგრილე გამოსჭვივის თითოეული კუნთის ნერვისგან.
გეღიმება.

ჩვენც ვიღიმოდით, ჩანთამოკდებულ და ანთებულ ლელას რომ ვუყურებდი, მეფიქრებოდა, ნუთუ ოდესმე მეც მივხვდები რას ნიშნავს უბრალოდ ადგომა და წასვლა. იქნებ სიკვდილი არ ყოფილიყო ეს გამომცდელი, იქნებ მანამდე მეც დამეტოვებინა ვინმე ცარიელ ოთახში,რომელიც მაგიდასთან იჯდებოდა და კარტოფილს გათლიდა. იქნებ ოდესმე მეც შემეგრძნო,უფრო მეტი სისხლი სხეულში ვიდრე თავად მაქვს.
და გავმხდარიყავი მშობელი ერთი სხეულისა,რომელიც აზრსაც და სიკეთესაც აერთიანებს. რომელიც ეგოისტობას არ გაცდის და თავისკენ მიგათრევს,რომლის სიყვარულის აუხსნელობა გაშინებს და გონებას გიკრთობს.
იქნებ მეც ვყოფილიყავი დედა, დამერეკა დამქანცველი დღეების შემდეგ, მეკითხა ჭამა თუ არა ნოყიერად, გავიდა თუ არა მისი დღე პროდუქტიულად.

ამაზე ვფიქრობდი როცა ლელას სახეს ვუყურებდი და უპასუხო კითხვებს ვსვამდი,რომელიც ბაგეებიდან არ ჟღერდა.
როგორი შეგრძნებაა როცა შენი ცხოვრების რაღაც ნაწილს ანგრევ ? თავიდან იმარაგებ საშენ მასალას? როგორ ეგუები და ვითარდები?... იქნებ ერთ ადგილას გაიყინო და აღარ ისურვო გამთელება, იქნებ მოგწონდეს შენი გაბზარულობა და მასთან ერთად ძილი...

- რას გრძნობ?- უფროსწორად როგორ გრძნობ-ვიკითხე სიჩუმეში,როცა სიარულისგან დავიღალეთ და პარკში მოგვინდა ჩამოჯდომა.
ლელამ ისევ წაიღო ხელი სიგარეტის კოლოფისკენ, მე გავაჩერე.
- არ გინდა.-ვუთხარი მშვიდად.
- მას არ აინტერესებდა რომ ვეწეოდი-თავი გვერდით გადმოხარა- მემგონი ეს ყველაფერზე პასუხებს გვაძლევს.
- აქამდე რატომ არ გააკეთე ეს?
- მეშინოდა. შევეჩვიე იმას,რაც ავირჩიე. გამოცდას ჰგავდა.იცი რას ვგრძნობ?- შავი თმა ტალღებად დაიხვია თითზე და შემომხედა.
- ვგრძნობ რომ ამ კატასტროფაში ზოგჯერ ყველა ჩვენგანი სიცოცხლეს ეძებს. იჭრის თმას, სხვანაირად იმოსება, თითქოს ცვლილებებს -ცვლილებებს ამატებს და ამით უძლებს. თითქოს ეს სტანდარტულია ყველას ცხოვრებაში, ისე როგორც სასწავლებლის დამთავრება და იმაზე ფიქრი შენი პროფესიით გააკეთო რამე. მე ამას ვგრძნობდი. მაშინ როცა ეს ნაბიჯი გადავდგი, მე ცვლილებები მომინდა. მომინდა რომ თუ დაუშვათ ეს ჩემი ბედისწერა ყოფილიყო, სინანული არ მომეკარებინა ახლოს. გიყურებდით თავისუფლებს, შეუზღუდავებს, უდარდელებს და ნელნელა უკან მივდიოდი რადგან ეს მტკენდა. მეც მინდოდა. თავისუფლება მინდოდა...
- შენ ახლა თავისუფალი ხარ.
- არ ვიცი. აღარ ვიცი თავისუფლება რა არის- ხელი მუცელზე დაიდო და დადარდიანდა.
- ასე ყველასთან ხდება. მარტო შენ არ ხარ... რაღაცებს აკეთებ,ნანობ, აღარ აკეთებ. მარტივია...
- სულელურად ჟღერს-არ უნდა მიხვიდე იქამდე რომ ისეთი რაღაც გააკეთო,რაც თავიდან-ფეხებადე შეგცვლის. ეს ჩემი ყველაზე სუსტი ნაბიჯი იყო და არ ვმალავ. სიყვარულს არ უნდა ჰქონდეს ამდენის უფლება, უნამუსო რამეა.
- გეთანხმები.
- მეთანხმება-გამომაჯავრა და მხარი გამკრა-წარმოდგენა მაინც გაქვს რაზე ვსაუბრობ?

რაღაცამ დენივით დამიარა და ავფორიაქდი, ამაზე ლაპარაკი აღარ მინდოდა.
- შენ რომ გქონდა წარმოდგენა,მაგიტომ ზიხარ ახლა იდიოტივით,ზურგზე ჩანთა გაქვს მოკიდებული და წუწუნებ.

გაეცინა. თავი მუხლებზე ჩამომდო და ცას შეხედა.
- როცა სხვა გზა აღარ გაქვს, ყველაფერი ლამაზად გეჩვენება და შენი სიცოცხლის გამართლებას ამით იწყებ...

შუბლზე ვაკოცე და იმ წერტილს მივაშტერდი რომელსაც მისი თვალის გუგები მოუშორებლად ეფერებოდნენ.


,,გულწრფელობის საღამო“-ს იდეა მდგომარეობდა შემდეგში- არ გვქონდა საიდუმლოებების გზამკვლევი, არ იყო საჭირო ყველაფრის თქმა.
ჩვენ გვქონდა რამდენიმე არჩევანი, ან საკუთარი თავის გაცემა, ან სხვის.
ჩუმადაც შეიძლებოდა ყოფნა.
ეს უკანასკნელი, არცერთმა არ ავირჩიეთ.



№1 სტუმარი მოცინარი

Ra kargi iyooo

 


№2 სტუმარი Ani

Mikvaaaaaarsssss

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent