შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო


24-07-2017, 02:15
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 914

თავი 1
ბოლოჯერ დავბოდიალობ ბერლინის ქუჩებში,მოგონებები მიტივტივდება .ვიხსენებ პირველ ნაბიჯებს ამ ქალაქში.არც ისე დიდი ხანია აქ ვარ .დაახლოებით ორი თვეა ,თუმცა იმდენად მივეჩვიე აქაურ გარემოს რომ ასემგონია წლებია აქ ვცხოვრობ .თვითმფრინავი მალე აფრინდა .აფრენამდე დედას ვესაუბრე დასამწუხაროდ სამზადისის გამო ვერავინ დამხვდება .არ მწყენია .ჩემი ერთადერთი ძმის ნიშნობაა .
....და როგორ შეიძლება ეს დღე ყოფილიყო გამონაკლისიი .ყოჩაღ მარიამ რობაქიძე ,შენი ერთადერთი ძმის ნიშნობაზე იგვიანებ .გაუსკდა იმ პილოტს თავი. ღმერთოო რა ბედი მაქვს მაინც და მაინც მე შემხვდა ლოკოკინა თვითმფრინავი .ვცდილობ სწრაფად დავაღწიო თავი აეროპორტს და ჩავუშვა ფილტვებში მონატრებული ჰაერი .თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ გასასვლელისკენნ , ჯაააანდაბაა ეს ეიფელის კოშკი ვინაა და რატომ ამესვეტა წინ .სამი წამი და უკვე იატაკს ვეხუტები .
-ეი, წინ არ იხედები ?-თითქმის მიყვირის. მოიცა, მომეჩვენა თუ მისაყვედურა ? ეს იდიოტი ნახე რა რამხელა გულზეა
-ერთუჯრედიანო იქნებ მოტვინო და ამაყენო ჯერ ..-ხელს მიწვდის და ფეხზე მაყენებს ,ვგრძნობ რომ მიწაზე მყარად ვდგავარ და მაშინვე ვიწყებ ცოფების ყრას
-ვაი ბედკრულო საქართველოვ ,ეს რა საოცარი ვაჟკაცი გაგიზრდია-ხმას არ იღებს ,ტუჩის კუტხეს ტეხს და მაშტერდება ,მოიცა მოიცა მარიამ ეხლა ამან დაგცინა ?!
-სამაგიეროდ გოგოები გვყავს საამაყო,ისე გაგაძრობენ მხარს ვითომც არაფერი .-იცინის ,ახლაღა დავაკვირდი სახეზე, ზევსის შვილი აქ საიდან ?გთხოვთ ვიღაცამ შემაჯანჯღარეთ.აშკარად ნაბიჯების გადადგმას იწყებს და როცა ვფხიზლდები მაშინ მიყვირის გასასვლელიდან
-ნახვამდის ლამაზო .-და როგორც გაჩნდა ისევე ქრება
ტაქსი მალევე უახლოვდება სახლს,სწრაფად გადმოვდივარ და ფეხით ავრბივარ მესამე სართულზე .კარს ვაღებ და უკვე ვიცი რომ დედაჩემი უმოწყალოდ ამკუწავს
-მარიამ დედი ,როგორც ყოველთვის არ დაგიგვიანია .-მიღიმის და ისე მჩქმეტს რომ რამის კანს მაძრობს .

-ყოჩაღ დედა ,ვაფასებ შენს იუმორს -მალევე ვცილდები მაკას მკლავებს და ლუკას ვეფსკვნები .
-გილოოცაავ ლუკიტოოო, უი ლიზა შენც აქ ხარ ?სულ დამავიწყდა შენ რო მოყავდი ცოლად -ოცდათორმეტივე კბილს ვაჩენ და წყვილს ვეღრიჭები
-ოხ მარუს ,როდის უნდა დაჭკვიანდე -თავზე ხელს მისვამს ჩემი აყლაყი ძმა და სუფრას უბრუნდება
როგორც ყოველთვის იყო ქართული მამა- პაპური სუფრა თავისი თამადით და სადღეგრძელოებით.არა თამადა კარგია მაგრამ სამი ჭიქის მერე მე რომ ვეგონე საპატარძლო და მლოცავდა არაფერი ხო?! ამშკარად ბევრი მომივიდა დალეევა ,სულ ამ ჩემი მეზობლის ბრალია ,ამაზე არ გაჩერდე არ შეიძლებაო და კი ამიყვანა შვიდ ჭიქამდე .ბოლოს ისე დავიღალე რომ ეგრევე მორფეოსის სამყაროში გადავეშვი .დილით თავისტკივილით გამეღვიძა,ჯანდაბა ესე მგონია ლოდი მადევს თავის მაგივრად .სადაა ჩემი ძმა და მაგობარი?
-დედააააა,დედუუნაააა, დაეხმარე გაჭირვებულს - მაკა მალევე შემორბის ნაბეღლავით
-მარიამ სამსახურში მეჩქარება დედი ,ლუკა და ლიზა უკვე წავიდნენ ბათუმში დილით და აბა შენ იცი კაციც შენ ხარ და ქალიც დღეს .
-და ბატონი გიორგი ? ვკითხულობ მამაჩემზე
-როგორც ყოველთვის ლექციებზეა დედი.-თავზე მკოცნის და სწრაფად გადის სახლიდან ,ძლივს ვდგები საწოლიდან და ოთხით შევდივარ აბაზანაში .
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
წლებია საქართველოში არ ვყოფილვარ ,ალბათ ძალიან შეიცვლებოდა თბილისი .ამ ფიქრებში ვარ ვიღაცა რომ მთელი ძალით მეჯახება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თვითონვე ენარცხება დაბლა.ასე ძალიან სიამოვნებს ცივი იატაკი თუ რატომ არ დგება ?მაშინვე ჩხუბს იწყებს და მეც სხვა გზა არ მაქვს ,ფეხზე ვაყენებ.მოიცა ეს ქაჯია თუ გოგო ?როგორ მეცოდებიან ამისი ოჯახის წევრები ამის ხელში.საოცარი სარკაზმის მოსმენის მერე კარებში გავდივარ ,არა ალექსანდრე ონიანო ასე არ უნდა შეარჩინო ეს დამცინავი ტონი.ვბრუნდები და მომაჯადოვებლი ხმით ვუყვირი
-ნახვამდის ლამაზო ,-დაიბნა ,ნამდვბილად არ მოელოდა .მეც ხომ ეს მინდოდა არა ?ათიანი ქაჯების გამწარებაში.
გასვლისთანავე მეგებებიან ბიჭები.
-ალექსა ჩამოხვედი ბიჭოოო-ზედ მეფსკვნება ვაჩე და ისე მკოცნის გეგონება გოგო ვიყო და მკდერავდეს .
-კი ჩამოვედი ვაჩე და თუ არ გამიშვებ კი წავალ უკან ,ოღონდ მიქელასთან
მალევე მცილდება და ახლა მეორე სეზონი იწყება ,ამჯერად დამიანე მეკვრება თუმცა უფრო ნაზად .
-როგორ დავაშკაცებულხარ ონიანო ,ცოლი გინდა და ეგააა
-ღმერთო ეს ჩემზე იძახის ცოლიო ? შენს თავს მაინც შეხედე დაბერდი უკვე
ერთმანეთის დაცინვაში გაგვყავს დრო სახლამდე .ჩემებთან წავედი ეგრევე ,მაგრამ ისე მეძინებოდა რომ მანქანაში სამჯერ ჩამთვლიმა .როგორც ყოველთვის მხოლოდ დედა დამხვდა სახლში ,წლები გადის მაგრამ ეს ქალი მაინც ისეთივე ლამაზია როგორიც იყო.მალევე ვტოვებ პირველ სართულს და დასაძინებლად ავდივვარ . საღამოს მეღვიძება .მაშინვე ბიჭებს ვურეკავ და კლუბში წასვლას ვთხოვ .
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
მალევე ვწესრიგდები და ერთი სული მაქვს ელენეს როდის ვნახავ .ჩემი გიჟუნაა როგორ მომენატრა ამ რამდენიმე თვეში .ზუსტად ოცი წუთი ველოდები ავტობუს და როგორც იქნა მობობღდა, ოღონდ ისეთი გატენილი რომ ძლივს ავდივარ .მიყვარხართ ელენეს მშობლებო ასე ახლოს რომ ცხოვრობთ ჩემთან.მალევე ჩავდივარ და მიხარია რომ ორივე ფეხსაცმელი მაცვია .კიბეზე ქოშინით ავდივარ .ელენე მიღებს კარს,ჯერ კივის მერე კი ისე მეხუტება რომ რამის გამჭყლიტოს.არაა ნორმალური ეს გოგო ხო ვამბობ
-კარგი ელენე გამიშვი შე ქალო ,ნუ მომკლავ ამ მზიან დღეს-ვუცინი და ისიც მალევე მშორდება ,ჩემი კუნკულა გოგო როგორ მომნატრებია
-აუუუ მარუს რატო არ მითხარი რო ჩამოდიოდი დაგხვდებოდი აეროპორტში -იწელება და გაბრაზებულ მზერას მტყორცნის
-კარგი რა ელენე რა დროს ეგ არის დაჯექი და მომიყევი ახალი ამბები
-უჰ გამომივიდა ესეც ჭორიკანა ქალი ,არაფერი არ ხდება დავბოდიალობ უნივერსიტეტში და ვარ ესე .სხვათაშორის შენმა ლექტორმა დამაბარა უნდა ავღნიშნოთ მარიამის წარმატება და აბა თქვენ იცითო .
-უიმეეე ,რა იყოთ ხალხო ერთი პროექტი მოვიგე და ამიყარეს ყველა ,მიდი ეხლა და გადამაგდეთ ვალებში -ვწუწუნებ როგორც ყოვეთვის . სამზარეულოში გავდივარ ,მაცივარში ვძვრები, შოკოლადების დანახვაზე რამის ვიკივლო .ელენე მალევე ხვდება ჩემს ჩანაფიქრს და ყავის მომზადებას იწყებს .ისე გადის დრო ჩემს გოგოსთან ლაპარაკში რომ უკვე ნამუსი მაწვება და მივდივარ .იმდენად კარგი ამინდია რომ ვამჯობინებ ფეხით გავიარო .რაღაც ახალ კაფეს ვამჩნევ და მაშინვე შევდივარ .ძალიან მყუდრო გარემოა და მსიამოვნებს, ტერასაც აქვს და შემიძლია ამინდით დავტკბე .ფორთოხლის წვენს და შოკოლადის ნამცხვარს ვუკვეთავ მიმტანს და კუთხეში ვიკავებ ადგილს .გარემოს თვალს ვავლებ ,ჯანდაბაააა ეს ის ბიჭი არააა მხარი რომ გავაძრე აეროპორტში და მერე კარგადაც რომ გავლანძღე? ვაიმე არ მითხრათ რომ მშვიდი კაფეები მოსწონს .იქნებ გეია ? ნაღდად ეგაა აბა მე როგორც ვიცი ყველა ასეთი ტიპი კლუბებში ათევს ხოლმე ღამეებს .რა დროს ესაა მარიამ თუ დაგინახა გაზღვევბინებს შენი სარკაზმისთვის .მენიუს ვიღებ და აგენტივით ვიკრავ სახეზე რომ არ დამინახოს .ამ დროს ოფიციანტიც მიახლოვდება და შეკვეთილ ნამცხვარს და წვენს მიდებს მაგიდაზე .მადლობის გადახდას ვაპირებ ვიღაცა რომ ეუბნება ჩემს მაგივრად ,ვიხედები და შენც არ მომიკვდე პირდაპირ ჩემს წინ დგას ქართველი ვაჟკაცი და მიღიმის .
-რა პატარაა ეს თბილისი ,გაოგნებული ვარ პირდაპირ-ღმერთო როდის შემამჩნია ამან? ვაიმე რა ნაკვთები აქვს .ჰეი მარიამ რა დროს ეგაა,მიდი მოშხამე როგორც გჩვევია
-უი აღმაშენებლის შემარცხვენელო ეს შენ ხარ ? რა საოცრებაა-არაფერს ამბობბს უბრალოდ ჩემს წინ ჯდება ,ჩემს წვენს სვავს და ისევ ირონიულად იღიმის .არა ირონიულად კი არაისე იღიმის რომ რამის დავდნე ყინულივით,რა დროს ესააა ქალო მიდი აიზბერგი უნდა იყო,გადადი შეეტევაზე
-კარგი წვენია ? ხომ არ გადაგცდა ? -ვეუბნები და საზურგეს ვეხუტები ,რა ქაჯობას ჩავდივარ ამხელა გოგო .ნწნწნწ მაგრამ ამას წესივრად რო ველაპარაკო გადამივლის თავზე
-არა საყვარელო დამშვიდდი მაგ ბედნიერებას ვერ მოგანიჭებ ,თუმცა უნდა ავღნიშნო რომ მართლა კარგი წვენია .-რა სითავხედეა ღმერთო ჩემო ,თავში ავარდნილი გორილა .
-არაადა დიდი ხანია გასვენებაში არ ვყოფილვარ .-ვუცხადებ მშვიდად და ვდგები .ნამდვილად არ მსურს რამის მოსმენა ამ ერთუჯრედიანისგან ,ამშლის ნერვზე .არაფერს ამბობს და არც აპროტესტებს ჩემს ადგომას .სწრაფად გავდივარ კაფიდან .სახლში ავდივარ ,საწოლზე ვეშვები და მალევე მეკვიატება მასზე ფიქრები .და მაინც როგორი მამაკაცურია ,როგორი ღიმილი აქვს და როგორი ნაკვთები .ამ ფიქრებში ვარ ლექტორი რომ მირეკავს .მომავალ წელზე მესაუბრება და იმდენი შემოთავაზება აქვს რომ რამის ვიკივლო ისე მიხარია .აბაზანაში შევდივარ ,ცივი ჭავლის ქვეშ ვდგავარ და რაღაც საოცარ მელოდიას ვყროყინებ .ნამდვილად ამომივარდება ჩემი მეზობელი ნათელა თუ არ დავუწევ ხმას .
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
კლუბიდან გამთენიისას გამოვედით ,იმდენად დაღლილი ვიყავი რომ ვინანე კიდევაც იქ წასვლა.ისე ადრე მივედი სახლში, ამიტომ ყოველთვის დაკავებული მამაჩემიც ვნახე .დავწექი და შუადღემდე თავი არ ამიწევია ბალიშიდან .მალევე მოვწესრიგდი და მივხვდი რო რაიმე მშვიდი მჭირდებოდა.რაღაც ახალ კაფეს წავაწყდი და შიგნით შევაბიჯე .ორ წამში კარში მის სარკაზმი შემოდის და აშკარად ვერ მხედავს .მეც მეტი რამინდა ვაგრძელებ მის გაწვალებას .ბოლოს დგება და მიდის რასაც არ ვაპროტესტებ და მეც მალე ვეცლები ადგილს .ტელეფონზე ვაჩეს ვურეკავ
-სად ხარ ბიჭო ამდენ ხანს აგიფეთქე ტელეფონი-მეშვიდედ გასულ ზარზე მპასუხობს ბიჭი და აშკარად ეტყობა რომ ეძინა
-აუ რა ვიცი რა დამალევინეთ გუშინ თავს ვერვწევ ,-ბუზღუნებს ამხელა კაცი
-აეგდე მიდი და დამისთან ავიდეთ წყნეთში პახმელიაზე გამოვიდეთ
-ხო მოვდივარ ლამაზოოო -იწელება ტელეფონში და მითიშავს
მალევე ავდივართ დამიანესთან ,ისიც ხვდება ასვლის მიზეზს და მაშინვე აწყობს მაცივრიდან ლუდს.ვაჩე თავის ახალ გოგოზე იწყებს ლაპარაკს, გაბურღა უკვე ტვინი
-აუ რა ფეხები აქვს რო ნახო სანდრო პროსტა გააფრენ
-უიმე ვაჩე როდის აქეთ იყო რომელიმე გოგო მაკვირვებდა -ვუცხადებ
-უკაცრავად პატივცემულო თქვენ როგორ შეგედრებით ,ნამდვილი ქალების რისხვა ბრზანდებით-დგება და მეჯლისზე მისული ქალივით იკეცება მუხლებში , თავს მიხრის ,არანორმალური არსება ეს
-დამიანე მხარზე ხელს მარტყამს დაიკიდეო და მეც ღრიალს ვიწყებ
-რა იყო შეჩემემისა მოჩვენება დაინახე ?-გაკვირვებულია ვაჩე
-აუ ეს მხარი ეხლა გამახსენდა ტო ,ვიღაც ქაჯი დამეჯახა აეროპორტში,თან ისეთი ენა აქვს რომ მეეჭვებაა მაგას ბიჭი ეკარებოდეს .ეგეც არ იკმარა და მერე კაფეშიც შემხვდა -ვიწყებ ლაპარაკს და აღარ ვჩერდები,ყველაფერს ვუყვები ბიჭებს და ისიც კვდებიან სიცილით
-აუ სან შენ ძმობას ვფიცავარ მაგრად მიგაჩმორა -არ ჩერდება ვაჩე და უკვე ძირს წევს სიცილით
-მე კიდე მგონია რომ ზედმეტად გაამახვილა მაგ გოგოზე ყურადღება -ამბობს დამიანე მალევე ვუჭყეტავ თვალებს
-ხო აბა რა ეგეთი გოგო ჩემ მტერს -მოჩვენებით პირჯვარს ვიწერ და ვიღიმი.
-კაი მაგას თავი დაანებე და ლამაზია ?.ვცდილობ გგავიხსენო სახე ,მაგრამ ნამდვილად არ ვარ დაკვირვებული ,ამიტომ ვერ ვიხსენებ
-რავიცი ვაჩე არ დავკვირვებივარ ,მაგ დროს მარტო იმაზე ვფიქრობდი რამეთქვა რო გამებრაზებინა
-კაი ეხლა დაანებე თავი მაგას და თქვით სად დავეშვათ რა ,ამოვიწვი თბილიში -აცხადებს ვაჩე და საწყალ სახეს იღებს
-წამო ბიჭო ბათუმში დავაწვეთ ,ზღვა და ამბები რა
-ხო ალექსა მართალია ეე, გავერთობით რა .მეორე საღამოს უკვე ბათუმში ვართ და როგორც გვჩვევია არც ერთ კლუბს არ ვტოვებთ .ესააა ზაფხულის ცხოვრება კაცებში .
..................................
ზაფხული ისე გადის რომ წესივრად დასვენებასაც ვერ ვასწრებ .საოცრებაა პირდაპირ .ჩემი ერთადერთი მამოძრავებელი ელენე მირეკავს და აუზზებზე წასვლას მთხოვს .იქიდან დამწვარი ბრუნდება , ყველაზე იყრის ჯავს და მაწონს იტმასნის ბეჭებზე
-აუაუუა მეწვისსსსს ,შემიბერე მარო რააა -გაჰკივის და მეც სხვა რა გზა მაქვს მთელი ძალით ვუბერავ ბეჭებზე .
-გოგო სადაცაა უნი დაიწყება გჯერა ?რა მალე გავიდა ეს არდადეგები ჩვენ კიდე ვერსად გავაღწიეთ ,რა უსამართლობაა
-ვაიმე ელენე მე კიდე ისე ველოდები ამ უნივერსიტეტის დაწყებას ვერ აგიღწერ ,მომენატრნენ ბავშვები
-აუ მარო მოდი რაჭაში წავიდეთ ბებიაშენთან რაააა ,მომენატრა ძალიან
-ხო ელე ისეკარგი აზრია თან გრილა იქ კარგად ,მიდი შენები გააფრთხილე და ხვალვე დავაწწვეთ დაო
-კაი დედუნა როგორც იტყვი -მკოცნის ელენე და ამჯერად კონდიციონერთან დგება .მეორე დღეს მართლაც მივდივართ რაჭაში.ჭიშკარში შესვლისთანავე გვეგებება ბებო და ცრემლად იღვრება
-კარგი რა ბეე რაგატირებს -ვეხვევი და და ტკბილ ლოყებზე ვკოცნი ,ჩემი ტკბილი ბებიკო როგორ მომენაატრა ,კარგად მახსოვს არდადეგებზე არსად არ მივიდოდი ბებოსთან მინდოდა სულ ,ბაბუ ისე გარდაიცვალა რომ ვერც კი მოესწრო ჩემს დაბადებას აი ლუკას კი კარგად ახსოვს .ეზოში ვსხდებით მე და ელე, ბებო მალევე გვიწყობს სუფრას და თავის საფირმო ხაჭაპურს გვაწვდის უკვე მეათეთ .ჩვენც არ ვეწინააღმდეგებით რადგან მე და ელენემ რაც არ უნდა ვჭამოთ მაინც არ ვსუქდებით ,რითიც ბავშვობიდან მოყოლებული ვამაყობთ.ცოტა დასვენების შემდეგ მდინარეზე გავდივართ ,როგორც ყოველთვის ხალხმრავლობაა .ვცდილობთ ადგილი ვიპოვოთ და მელევე გავგრილდეთ .რაჭის არდადეგები ერთი კვირა გრძელდება რასაც თან ახლავს ბებოს ცრემლები გაცილებისას და ელენეს დაუსრულებელი წუწუნი რომ კიდევ უნდა დარჩენა ,ის კი არ ადარდებს რომ ორ დღეში უნი ეწყება .დამღლელი მგზავრობის შემდეგ ვეხეთქები საწოლზე ,მოულოდნელად დედა და მამა შემოდიან და მეც ძალაუნებურად ვდგები .საწოლზე მიჯდებიან და აშკარად რაღაცის თქმა სურთ
-მარ დედი ,ხომ იცი როგორ ვამაყობთ შენი ულევი მიღწევებით მე და მამაშენი -ამბობს მაკა და გიორგის აწვდის სიტყვას
-დედა მართალია მარია ,ნამდვილად საამაყო შვილი გვყავხარ რის გამოც გადავწყვიტეთ რომ ბინა გიყიდოთ და მოგცეთ ცალკე ცხოვრების საშუალება -ჩერდება გიორგი და გასაღებს მაწვდის
-ვაიმე დედუ ,მამიკოოო მადლობაააა უზომოდ მიყვარხართ ,მაგრამ მერე თქვენ მარტო რომიქნებით ? ლუკაც გადავიდა უკვე ლიზასთან ერთად ,როგორ დაგტოვოთ?
-მაგაზე ნუ ღელავ მა ,ხშირად მოდი ხოლმე და ვერც ვიგრზნობთ შენს არ ყოფნას
ორივე მეხვეევა და გადის ოთახიდან .ღმერთო უდიდესი მადლობა ასეთი მშობლებისთვის .ვიცი რომ არ ქონდათ იმდენი ფული რომ სახლი ეყიდათ მაგრამ არასდროს ნებდებიან და ერთიანი ძალისხმევით უძღვებიან ოჯახს .ლუკა ტელეფონზე მირეკავს და ის და ლიზა ერთად მილოცავენ ახალ ბინას .საღამოს ელესთან ერთად ავდივარ ბინის სანახავად .ძალიან მყუდრო ადგილია ,ავეჯი ადგილზევე დამხვდა ,რაც ლუკას დამსახურებაა .ოთახში საწოლზე დამხვდა წერილი „ეს ჩემს უსაყვარლეს და გიჯუნა დაიკოს თავისი უსიმპატიურესი ძმისგან ,ყველაფერი ლიზამ შეარჩია და იმედია მოგეწონება -გკოცნით“ ბედნიერი ვკეცავ ფურცელს და ელენეს ვეხუტები . სახლში მისვლისთანავე ვურეკავ ელენეს დედას და ჩემს ახალ გეგმას ვანდობ ,ისიც უსიტყვოდ მეთანხმება .ელენე გაჰკივის სიხარულისგან ,რა ცანცარა გოგოა ჩუმად უსმენდა თურმე დედამის .და მოკლეთ ასე გადავცხოვრდით მე და ელენე ‘’ჩემს „ სახლში ახალი წლის მოლოდინით.
ერთადერთი გამონაკლისია უნივრესიტეტი სადაც არ ვიგვიანებ .ზედმეტად დიდ ყურადღებას ვაქცევ სწავლას და ალბათ ამიტომ .ადრიანად ვდგები საწოლიდან და ვცდილობ ელენე გავაღვიძო .რასაც როგორც ყოველთვვის დიდი ენერგია მიაქვს
-ელენე ,ჩიტუნია გაიღვიძე -ცალი თვალით მიყურებს და აშკარად ჩემი მოკვლა უნდა
-მმმმმ........
-მალე აეგდე თორემ დედაშენს ვურეკავ უკვე -ვეუბნები და ტელეფონს ვუფრიალებ წინ .ზოზინით დგება საწოლიდან ,აბაზანაში შედის და ვიცი რომ ჯერ კიდევ ძინავს .ყავა მალევე მოვამთავრეთ და სწრაფად წავედით უნივერსიტეტში .ეზო გადატენილი დაგვხდა .ტრადიციაა უნივერსიტეტში მგონი ,რომ რაღაცა უაზრო სიმღერებით და არაფორმალური კონცერტტით უნდა გაიხსნას წელი.ყველაზე სასაცილო ისაა რომ ყოველ წელს ერთიდაიგივე პროგრამა აქვთ.ვცდილობ ცოტა წინ წავიწიო,ელენეს ხელს ვკიდებ რომ არ დავკარგო .ლექტორი სიტყვით გამოდის
-მოგესალმებით ,მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება ,გისურვოთ წარმატებები .ასევე გთხოვთ რომ მაქსიმალურად მობილიზდეთ და მთელი ძალისხმევით დახუროთ კიდევ ერთი წელი .ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი უნიერსიტეტის საამაყო სტუდენტი მარიამ რობაქიძე -მოიცა მომეჩვენა თუ ჩემი სახელი და გვარი თქვა .არა ეს ქალი გადამრევს რა ახლა გავხდი საამაყო სტუდენტი თურმე ,არადა პირველ წელს ისე გამიშრო სისხლი რომ რამის სახლში დავადექი ცულით,ელენე მეკვრება ზედ და სცენისკენ მიბვიძგებს .არა სცენასაც ვერვუწოდებთ თუმცა ჯანდაბას .
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
-აუ ბიჭო ეს რამე ახალია ?კონცერტები გაქვთ ხოლმე უნიში ? საღოლ ძმაოოო
-მოიცა სანდრო რადროს ხუმრობაა მოვუსმინოთ ორი წუთი-მსაყვედურობს უჭკვიანესი დამიანე და მთელი მოწიწებით უსმენს ლექტორს .მალე სცენაზე ვიღაც მარიამი ადის ,და მეც თვალები მიშტერდება .მოიცაა ეს ხომ ის გოგოა ? აი ეს უკვე მეტისმეტია,უნივერსიტეტიც დაემთხვა .აშკარად მეტის გაგება მჭირდება ამ არსებაზე
-ეს მარიამი თქვენი უნის სახეა ? -ვამბობ სიცილით
-იცინე ონიანო და იცი რა განათლებული გოგოა?!რაღაც პროექტი მოუგია და ბერლინში გაუშვიათ პრაქტიკებზე .-მირაკრაკებს ვაჩე
-თან ძალიან თავმდაბალი გოგოა როგორც ვიცი და თავშიარ აქვს ავარდნილი -აყოლებს დამიანე .მადლობის თქმას იწყებს ,გარშემო აღარაფერი მესმის .ვცდილობ შევისწავლო .მხრებამდე ჩამოშლილი წაბლისფერი თმა ,საშუალო ზომის ტუჩემი ,პატარა ცხვირი და ჭაობისფერი თვალები აქვს.ნაზად და მშვიდად საუბრობს .ასე მგონია საერთოდ სხვა ადამიანს ვუყურებ და არა იმ მარიამს აეროპორტში რომ გავიცანი .ტაშის ხმა მაფხიზლებს და მეც ძალაუნებურად ვწყვეტ დაკვირვებას .ის სცენიდან ჩამოდის და ხალხში ერევა .
....................

-ოხ,მარიამ რას აიკვიატებ ხოლმე ხილი მინდა ხილი მინდაო ,ამოვწყდი ქალი -ვწუწუნებ ხმამაღლა და პროდუქტითებით გატენილ ხელებს დავცქერი ,ვგრძნობ რომ კუნთები აღარ მემორჩილება და სადაცაა ყველაფერი ძირს გაგორდება
-ჯანდაბა ,მივარდება მივარდება ვაიმე ვაიმე,შეიკავე ელენე ,ჯანდაბაააა -ესესაა უნდა დამივარდეს რომ მოულოდნელად ვიღაც მაშველებს ხელს
-დაგეხმარებით გოგონა -თავს მაღლა ვწევ და თავი ბერძნულ პოლისზე მგონია ,ეს ანგელოზია ? ჯანდაბა ელენე შენს თავს, ნუ მიაშტერდი
-დიდი მადლობა ,ნამდვილად დამეხმარეთ -ხო ელენე მიდი არ დაიბნე.გასასვლელამდე მოაქვს პროდუქტები ,შემდეგ ჩემსკენ ბრუნდება
-არ მითხრარომჯერ ტაქსიცარ გამოგიძახებია -ამბობს და იღიმის ,ვაიმე მიდი კიდე გაიცინე ბიჭო გეხვეწებიი,ეს რა ღიმილია რა არის ,ჯანდაბა
-პასუხი აშკარაა -ამბობს ისევ თვითონ რადგან მე კიდევ ვერ გამოვსულვარ ფიქრებიდან -მე გაგიყვან მანქანით ვარ მაინც
-არა რას ამბობთ მადლობა რომ დამეხმარეთ ,ესეც საკმარისია -მოიცა რას აკეთებს?მანქანისკენ მიდის ,ჩემსპროდუქტს აწყობს და საჭესთან ჯდება ,აშკარად ის დროა რომ გვერძე დავუჯდე.წყნარად ატარებს და რაღაც სასიამოვნო სიმღერა აქვს ჩართული დაბალ ხმაზე .რატომ არ შემეშინდა უცნობს რომ გავყევი ვერ გეტყვით .თითქოს მაშინვე ვენდე.ნაკარნახებ მისამართზე მიდის ,მანქანას აჩერებს და ხელს მიწვდის
-დამიანე დადიანი ,ერთი ჩვეულებრივი თბილისელი სტუდენტი
-ელენე ახვლედიანი -ვეუბნები და ხელს ვართმევ
-იმედია ხვდები რომ მადლობა გაქვს სათქმელი ,ხო დაა ამიტომ რაღაც უნდა გთხოვო დაიმედია დამთანხმდები-წყნარად მეუნება ,არ ვიცი რატომ მაგრამ ვიცოდი რომცუდს არაფერს მეტყოდა ,არ ჩანდა ასეთი ბიჭი
-მოკლეთ ,რამოდენიმე დღეში არის დედაჩემის დაბადებისდღე ,არ ვიცი ეს ქალური გემოვნება რააა ,ამიტომ უნდა წამომყვე და შემარჩევინო საჩუქარი -მეუბნება და ჩემს პასუხს ელოდება ,ვყოყმანობ ,იქნებ მანიაკია და უნდა გამიტყუოს ? ვფიქრობ და მერე მეღიმება ჩემს ფიქრებზე ,ვერ ხარ ელენე მგონი ,შეხედე რა პონჩიკია.
-კარგი დამიანე ,თანახმა ვარ-ვეუბნები ღიმილით ,ისიც იღიმის ,ეტობა რომ უარს არც ელოდა
-კარგი მაშინ ხვალ უნივერსიტეტთან -სწრაფად ამბობს და ადგილს წყდება ,მოიცა ამან საიდან იცის მე სად ვსწავლობ ? ამ ფიქრებით შევდივარ ლიფტში გადატენილი პარკებით.შესვლისთანავე დივანზე წამოგორებულ მარიამს ვუკივი
-ვაიმე მარო მეორედ მოსვლაა გოგო მგონი ,ეს რა საოცარი არსება იყო ჰა? ანგელოზოოოოოო -გავკივივარ სანამ მარიამი უმოწყალოდ არ მჩქმეტს , დამშვიდდი და მომიყევი რა მოხდაო .მეც დეტალებში ვუყვები ყველაფერს ,გაბადრული მისმენს და ბოლოს კომენტარს მიკეთებს
-დაგევასააა გოგოოო ? იწელება და იცინის -მთელი დღეა გაღიმებული დავდივარ და ეერთი სული მაქვს როდის გათენდება .



№1 სტუმარი Guest lale

აუ რა კარგია იმედია მალე დადებ ❤️

 


№2  offline წევრი _INSANITY_

Guest lale
აუ რა კარგია იმედია მალე დადებ ❤️

მადლობა , ვეცდები მალე დავდო

 


№3 სტუმარი

ძაან მაგარია❤️❤️❤️

უმაგრესია მალე დადე რა

უმაგრესია მალე დადე რა❤️❤️❤️

უმაგრესია მალე დადე რა❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი _INSANITY_

ძაან მაგარია❤️❤️❤️

უმაგრესია მალე დადე რა

უმაგრესია მალე დადე რა❤️❤️❤️

უმაგრესია მალე დადე რა❤️❤️❤️

მადლობა დიდი ,ვეცდები არ გალოდინოთ

 


სადაა შემდეგი თავი angry მომეწონააა რა საყვარელია დამიანე heart_eyes flushed

 


№6  offline წევრი _INSANITY_

უბრალო ადამიანი
სადაა შემდეგი თავი angry მომეწონააა რა საყვარელია დამიანე heart_eyes flushed

ვეცდები არ გალოდინოთ ,მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent