შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დესპოტი" ქმარი


24-07-2017, 15:42
ავტორი elebabi
ნანახია 5 645

დესპოტი ქმარი
წარსული
ძალიან უბრალო და ჩვეულებრივ ოჯახში გავიზარდე, მამა მასწავლებელი იყო, დედა დიასახლისი და მე და ჩემი და-ძმების აღზრდა განათლებაზე ზრუნავდა, ბავშვობიდან მესმოდა რომ ძალიან ლამაზი ბავშვი ვიყავი, მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე ჩამი თავის დაფასება და როგორც დღეს მაშინაც მიმაჩნდა რომ არაფრით გამორჩეული ვიყავი, ცემი წუთური თმა, სქელი ტუჩები და ნუშისებრი მწვანე თვალები ისე ატყვევებდა ხალხს წლები შემომნატროდდენ არც თუ ისე ურიგო მამაკაცები. ბავშვობა ძალიან ჩვეულებრივი და არფრით გამორჩეული მქონდა სკოლა, სახლი იყო ჩემი ყოველდღიურობა, ვინაიდან და რადგანაც ჩემს ოჯახში მხოლოდ მამა მუშაობდა არ გვქონდა იმის შესაძლებლობა რომ ცეკვაზე და მუსიკაზე გვევლო მე და ჩემის და-ძმებს. სულ ოთხნი ვიყავი 3 და და 1 ძმა.
ძალიან მიყვარდა კითხვა და და 11 წელი ფრიადზე ვისწავლე. 17 წლის გამოცდების სამზადიში გადასული მამა თავის კოლეგასთან მიმიყვანა დამატებითი მეცადინეობისთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მამზადებდა ქალბატონი თამარი. ჩემი ქართულის პედაგოგი იქვე ქალაქის ცენტრში 5 სართულიან კორპუსში ბოლო სართულზე ცხოვრობდა და ჩემს ყოველდღიურ სკოლა-სახლს დაემატა პედაგოგი სახელად თამარი. და სწორედ იქ გავიცანი მისი მეზობელი გიორგი, ის ჩემზე 10 წლით უფროსი იყო და მე როგორც უფროს ადამიანს მოწიწებით ვექცეოდი, ჩვენი შეხვედრები მხოლოდ სალმით შემოიფარგლებოდა ის 27 წლის იყო და ერთ ერთ სამტავრობო უწყებაში არც თუ ისე პატარა თანამდებობაზე მუშობდა, დღის ბოლოს როცა ის სავარაუდოთ სამსახურიდან ბრუნდებოდა მე მაშინ ვტოვებდი მასწავლებელს და სადღაც სადარბაზოში გვიწევდა შეხვედრა, გიორგი საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი იყო მაღალი შავი თმითა და შავი თვალებით მარცხენა მხარეს თვალთან ცოტა დაბლა 3 სანტიმეტრიანი შრამით. ალბათ სამსახურიდან გამომდინარე სულ ყოველთვის პერანგით და შარვალ კოსტუმით გამოწყობილი დადიოდა. მოკლედ ყველაფერი ქონდა რომ თითქმის ყველა ქალი მისი ყურმჭრილი მონა გამხდარიყო თუ ის მოინდომებდა.
ერთ დღეს ნოემბერი იყო ძლიერი წვიმის გამო მომიწია სადარბაზოში ლოდინი თუ როდის გადაიღებდა წვიმა, გიორგიც როგორც ყოველთვის ამ დროს დაბრუნდა სამსახურიდან, მომესალმა, მომიკითხა და შემომთავაზა რომ წვიმის გადაღებას მასთან დავლოდებოდი. მე იმ ბავშვებივით აღზრდილს რომ უფროსს მოწეწებით უნდა მოვექცე და წინააღმდეგიბა არ გავუწიო აზრად არ მომსვლია რომ რაიმე საფრთხის მომტანი უნდა ყოფილიყო ჩემთვის 27 წლის მამაკაცთან სახლში მარტო ყოფნა და შევყევი. მას ქონდა რაღაც ისეთი აი ჰიპნოზს რომ გიკეთებს, გველივით შემომეხვია და ისე ჩამსისინებდა ყურში, აზრზე ვერ მოვედი როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში. რომ გითხრათ რაიმე მაიძულა ან მეუხეშათქო მოგატყუებთ. ისე მეხებოდა, ისეთი ნაზი და თბილი იყო ბურანში წასულს აზრადაც არ მომსვლია შემეჩერებინა, არ მახსოვს რაიმე სიამოვნება მივიღე თუ არა მაგრამ რომ არაფერი მტკენი და ძალიან ფაქიზი იყო ჩემს მიმართებაში ეგ მახსოვს. და აი ასე არმოვჩნდი კაცის ცოლი რომელსაც არ ვიცნობდო. რამოდენიმე დღეში მან ხელი თხოვა ჩემს მშობლებს და აღუთქვა რომ მე აუცილებლად ვისწავლიდი რაც ასრულა კიდეც და რომ ცივ ნიავს არ მომაკარებდა, მე გაბრუებული ისე დავდიოდი აზრზე არ ვიყავი რა ხდებოდა ჩემს თავს, მამა წინააღმდეგობა ვერ გაუწია რადგან ის ორგანოს მუშაკი იყო და მამა ცოტა მშიშარა კაცი იყო და შეეშინდა მისი.. ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც წესი და რიგი იყო, გონზე მაშინ მოვედი როცა საკურთხეველთან მის მზერას მოვკარი თვალი. მზერა მტაცებლის რომელსაც ხელში ყავდა ჩაგდებული სასურველი ნადავლი, მაგრამ უკვე ვერაფერს შევცვლიდი. დედა და მამა უზომოდ ბედნიერები რადგან მათი შვილი კარგ ბედში ჩავარდა როგორც იტყოდენ ხოლმე. და აი ასე აღმოვჩნდი კაცის გვერდში რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი, არაფერი არ ვიცოდი მასზე. ქორწილიდან უკვე მის ახალ ბინაში წავედით. უფრო დიდში და კეთილმოწყობილში, მქონდა ყველაფერი. მანქანა , კარგი სახლი, და ასე შემდეგ. მაგრამ რაღაც მაკლდა და მე კი ვერ ვხვდებოდი რატომ მიჭერდა მარწუხები გულზე და რატომ მიჭირდა სუნთქვა როცა ის სახლში ბრუნდებოდა. განა რამეს მიშავებდა ან რამეს მაიძულებდა. სექსიც კი კარგი ქვქონდა რადგან მისი შეხების დროს განცდილ იმპულსებს ჩემდა უნებურად უშვებდა ტვინი და სიამოვნების ბურანში გადავყავდი.
მთელი დღეები არაფრის კეთება არ მიწევდა. ჩვენი ტანსაცმელი მიქონდათ და მოწესრიგებული მოქონდათ, სახლს დამსმარე ქალი ალაგებდა, მხოლოდ ვახშმის გაკეთება მევალებოდა რაც დიდი პროტესტის შემდეგ მივაღწიე რომ უსაქმურობით და მარტოობით არ შევშლილიყავი, ჩემი ქმრის უემოციო სახეზე ვერ ვატყობდი სიამოვნედა თუ არა ჩემი მომზადებული კერძები, მაგრამ კი მიირთმევდა.. და შემდეგ თავის სამუშაო კაბინეტში უჩინარდებოდა გვიან ღამემდე.
მაშინ ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო უნივერსიტეტებში უგამოცდოთ ჩაბარება თუ „ პატრონი „ გყავდა და ასე მეც ჩავირიცხე სამედიცინო უნივერსიტეტში. დილით მომაკითხავდა მძღოლი მიმიყვანდა და ლექციების ჩემდეგ მოვყავდი სახლში ისე გავიდა 5 წელი თითქმის არც ვიცნობდი არც ერთ კურსელს და საერთოდაც არ მყავდა მეგობრები. ჩემს გარშემო მხოლოდ ჩემი ქმარი ტრიალებდა და იშვიათად ჩვენი მშობლები. შვილი არ გყავდა არ დავრჩენილვარ ფეხძიმედ არც განვიცდიდი სიმართლე გითხრათ და ისიც არ მატარებდა ექიმებში, არ ვიცი ალბათ ჩემი გაყოფა ვინმესთან თუნდაც საკუთარ შვილთან არ უნდოდა, მისი უნდა ვყოფილიყავი და მისით უნდა ვყოფილიყავი მოცული.
უნივერსიტეტის მე-5 კურს ვხურავდი პრაქტიკებზე რომ ამიყვანის რექპუბლიკურში სადაც ყოველ მესამე დღეს მორიგეობაც მიწევდა რასაც ჩემი ქმარი აღფრთოვანებით სულაც არ შეხვდა და ამდენი წლის მერე პირველად ამოვიღე ხმა და რაღაც გავაპროტესტე, ძალიან კი გაუკვირდა ჩემის წინააღმდეგობას არ ელოდა მაგრამ პირველად დასთმო რაღაც მანაც.. მართლა ძლიან გამიკვირდა მაგრამ იმით გახარებულმა რომ ჩემს საოცნებო პროფესიამდე სულ ცოტაღა დამრჩა ყურადღება აღარ მივაქციე.
2008 წლის აგვისტო იდგა მე ისევ პრაქტიკებზე დავდიოდი მიუხედავად იმისა რომ სწავლა შეწყვეტილი იყო უნივერსიტეტში, ზღვზე მე ვერ წავიდოდი და მთაში დასასვენებლად და ასე მაინც გავირთობდი თავს. და აი ერთ საღამოს დაიწყო ის ავად სახსენებელი ომი. როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩემი ქმარი ორგანოს თანამშრომელი იყოდა 2008-ში უკვე შშს-ში დიდი თანამდებობა ეკავა. მახსოვსა სახლში რომ შემოვიდა პირველად ვნახე ჩემს ქმარს პიჯაკი არ ეცვა, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, რაღაც ცხვანაირი თვალებით მიყურებდა ახლოს დადგა ჩემთან და 15 წუთი თვალმოუშორებლად მიყურა, მერე ერთი მაკოცა შუბლზე და წავიდა ომში... წავიდა და არ ვიცი ვიგრძენი კი რამე? გაუცნობიერებლად ვიჯექი ტელევიზორთან 5 დღე 24 საათი და არ ვიცი რას ველოდი, მიუხედავად იმისა რომ თითქმის მთელი ქალაქი დაიცალა, ვისაც საშვალება ქონდა ქვეყანაც კი დატოვა, აზრად არ მომსვლია მისი თანამშრომლის შემოათავაზებაზე რომ ბანკიდათ მთელი თანხა გამეტანა და წავსულიყავი ამერიკაში.. არ გავაკეთე.. ვიჯექი ველოდი, ველოდი და ასე ველი უკვე 9 წელია და 9 წლის მანძილზე ზუსტად ვიცი რომ დაბრუნდება არ მომკვდარა და აუცილებლად მოვა და ჩემდაგასაკვირად აღმოვაჩინე რომ ჩემი ქმარი შემიყვარდა და ის გულზე მოჭერაც და უჰაერობის შეგრძნებაც მისი სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემში გაჩენილი მოზღავავებული ემოციის ბრალი იყო და ჩემი „ დესპოტი“ ქმარი თავდავიწყებთ მიყვარს და ამდენი წლის მერეც ვერ შევძელი მისი დავიწყება.
2017 წელი 7 მარტი
ჩემი ყოველდღიური რუტინა სამსახური და სახლია. როგორც მაშინ ბავშვობაში „სახლი და სკოლა“ ამ ხნის განმავლობაში შევიძინე ერთი საუკეთესო მეგობარი თათო მერკვილაძე ის ჩვენ კლინიკაში ერთ-ერთი საუკეთესო პედიატრია. ბავშვების ექიმი თვითონაც ბავშვობაში დარჩენილი უკვე დიდი გოგოა და საოცარი ადამიანია. და ეს გოგო თავისი სისპეტაკით მიხალისებს ჩემს ყოველდღიურობას.
დილით ისევ მარტო გავიღვიძე, თვალის გახელისთანავე ვხედავ სპილოსძვლისფერ ჭერს და არა მის თვალებს. ავდექი და აბაზენაში მოვწესრიგდი ყავა დავლიე და დავტოვე ჩემი სამყოფელი მანქანასთან არ ვიყავი მისული ჩემი ტელეფონი რომ ამღერდა:
• გისმენთ
• ქალბატონო სასწრაფოდ გადაუდებელი ოპერაცია, მამაკაცი შემოიყვანეს 40 წლამდე სასწრაფოდ ესაჭიროება ქირურგიული გადაუდებელი ოპერაცია.
• გამოვდივარ 15 წუთში მანდ ვიქნები, მანამდე საოპერაციო მომაზედათ და პაციანტი გაამზადეთ ოპერაციისთვის, ანამნეზი მაგიდაზე დამხვდეს
• დიახ ქალბატონო

რესპუბლიკურში 9 წუთში მივედი საბედნიეროდ გზაზე საცობი არ იყო, გამიკვირდა ცოტა არ იყოს სავადმყოფოს მიმღებში მობლიზებული იყო შშს-ს დაცვის სამსახური და გაძლიერებულად იცავდნენ შენობას. კაბინეტში შესული სწრაფად გავემზადე ანამნეზი წავიკითხე, მამაკაცი 40 წლის და საკმაოდ მძიმე სიცოცხლისათვის საშიში დაზიანებები ქონდა არ ეწერა მამაკაცის სახელი და გვარი რამაც ცოტა დამაბნია მაგრამ მაინც შევუდექი ჩემს საქმეს და საოპერაციოსკენ დავიძერი. საოპეარციოში შესულს კი მაგიდაზე დამხვდა კაცი რომელსაც ამდენი წელია ველი და ის მე უნდა გადამერჩინა.

მე თაია ვარ ჯაფარიძე ქირურგი 31 წლის.

პირველად ვწერ, ნუ იქნებით "დაუნდობლებ' გამიზიარეთ თქვენი აზრი რას დაამატებდით ან წაშლიდით



№1 სტუმარი Guest მარიმი

კარგი იყო და იმედია თანდათან თავებსაც გაზრდი მასე უფრო კარგი გამოვა kissing_heart

 


№2  offline წევრი elebabi

მადლობაა!!! ეს საცდელი იყო.. ახლა უფრო თამამად და დავწერ

 


№3 სტუმარი მოცინარი

To kargi iyo, gaagrdzele

 


№4 სტუმარი Guest სოფო

მომეწონა ძალიან. გასაგებია რომ ეს თავი შინაარსით გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ შემდეგში სიტუაციიები უფრო განავრცე, ჩართე დიალოგები, ემოციების და განცდების აღწერა და საბოლოო ჯამში შესანიშნავი გამოვა.

 


№5  offline წევრი elebabi

Guest სოფო
მომეწონა ძალიან. გასაგებია რომ ეს თავი შინაარსით გაცნობითი ხასიათის იყო, მაგრამ შემდეგში სიტუაციიები უფრო განავრცე, ჩართე დიალოგები, ემოციების და განცდების აღწერა და საბოლოო ჯამში შესანიშნავი გამოვა.

აუცილებლად გავითვალისწინებ.. მადლობა

 


№6 სტუმარი Guest Lia

Gaagrzele arahveulebrivia
Kargad wer❤

 


№7 სტუმარი Guest trocodeo

Dzalian kargad wer,velodebi shemdegs

 


№8  offline წევრი ennenn

პირველ აბზაცში მარტოორი წერტილია. აზრი რომ მთავრდება,მანდ წერტილიუნდა დასვა და არა მძიმე.წარმატებები

 


№9  offline წევრი lamazmani

Kargia momewona imedia ufro saintereso gaxdeba da ar daagvianeb xolme

 


№10 სტუმარი Ana

როდესაც სათაური ვნახე რაღაც თურქული სერიალის ( ახლა გადის ერთ-ერთ ქართულ არხზე, სათაური იგივე აქვს) გადმოქართულებული ვერსია მეგონა, ძალიან მიხარია რო შევცდი გააგრძელე ძალიან მომწონს <3 :დ

 


№11 სტუმარი Nini

Dzalian kargia da imedia gaagrdzeleb da dadeb shemdeg tavs .

 


№12  offline აქტიური მკითხველი grafo

კარგია ჩქარ-ჩქარა რომ ანვიტარებ მოვლენებს. გემრიელად იკითხება ისტორია. ოღონდ, გეხვეწები, გემუდატები და კიდევ თხოვნის სხვა უამრავი ფორმიტ მოგმართავ "საშვალება" ამოიგდე საერთოდ გონებიდან და ჩაანაცვლე "საშუალება"-თი. ხშირად დადე ახალი თავი, ბედნიერად დაასრულე და მკითხველის გული შენი:))).

 


№13 სტუმარი tamo

Kargiaa.momewona.velodebi gagrdzelebas

 


№14 სტუმარი Tako

kargi da dzalian saintereso chans.ogond cota nachkarevad da ugulod dacerils gavs.Ise Dzalian Kargi dasackisia Warmatebebi

 


№15  offline წევრი aNuGi

ძალიან მომეწონა,
საინტერესოა,
ცოტა ნეტა განავითარე მოვლენები, ასე ძალიანაც ნუ მიაყრი ერთმანეთს, ან უკეთესი იქნება თუ ემოციებს ჩართავ ხშირად და უფრო კარგად გვანახებ! <3
წარმატებები!
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 


№16 სტუმარი Dragons.

გაბავრცე.
ერთ თავში იმდენი რამ მოხდა, რომ ავირ-დავირიე.
პირველ თავშივე გაგვაცანი თაია, პირველ თავშივე გაათხოვე, ქმარი გადაუხვეწე, მუშაობა დააწყებინე, 9 წელი გაიყვანე და საბოლოოდ შეახვედრე.
ნელ-ნელა მიყევი და დიალოგებით.
ჩართე ბევრი ვნება, ბევრი გრძნობა, ემოციები, სიყვარული რამე იღონე და ძალიან კარგი იქნება.
ხო კიდე ბანალური სახელია თაია ყველა მაგ სახელს წერს უკვე და არ გირჩევ ეგეთ დებილ სახელებს, როგორიცაა
(თაია, ანისია, დანიელი, მაქსიმე)

 


№17  offline წევრი elebabi

Dragons.
გაბავრცე.
ერთ თავში იმდენი რამ მოხდა, რომ ავირ-დავირიე.
პირველ თავშივე გაგვაცანი თაია, პირველ თავშივე გაათხოვე, ქმარი გადაუხვეწე, მუშაობა დააწყებინე, 9 წელი გაიყვანე და საბოლოოდ შეახვედრე.
ნელ-ნელა მიყევი და დიალოგებით.
ჩართე ბევრი ვნება, ბევრი გრძნობა, ემოციები, სიყვარული რამე იღონე და ძალიან კარგი იქნება.
ხო კიდე ბანალური სახელია თაია ყველა მაგ სახელს წერს უკვე და არ გირჩევ ეგეთ დებილ სახელებს, როგორიცაა
(თაია, ანისია, დანიელი, მაქსიმე)

გეთანხმები, მაგრამ თაია ჩემს გოგოს ქვია და გამიჭირდება ბანლური ვუწოდო.. უბრალოდ ვეცადე მთავარ გმირს ჩემი საყვარელი სახელი რქმეოდა.. მადლობა რომ კითხულობ. პირველი თავი უბრალოდ წარსულის გახსენება იყო მომავალ თავში ახლანდელ დროში ვითარდება მოვლენები და მეტი ემოცია და ინტრიგა იქნება

 


№18 სტუმარი Eto

Auu dzaan magaria male dade dzalian momewona daubrunda tavisi siyvaruli... saintereso tavebi gveliss... saqme imashia isev uyvars mis meugkesss?

 


№19  offline წევრი Smiling girl

Kargiaa გააგრძელე

 


№20  offline აქტიური მკითხველი terooo

მე კი პირველად ვკითხულობ შენს ნაჭერს,
წარმატებები...
მინდა გითხრა და მოწონება გამოვთქვა შენს ნაწერთან მიმართებაში....
კარგად დამუშავებული და გამართულია

 


№21 სტუმარი Fiqria burChuladze

კარგია წარმატებები ეკუუ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent