შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბავშვობის სიყვარული -5-


24-07-2017, 16:02
ავტორი eleneegelovani
ნანახია 1 813

ჩემი და ნიკუშას შორის იგივენაირი ურთიერთობა იყო, მეგობრული, მაგრამ რათქმაუნდა ბოლომდე არა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ გადამკვდარი ”ლьოვეები” არ ვყოფილვართ და კუსუნა-ბუსუნა ლაპარაკები ჩვენ შორის არასდროს ყოფილა.
6 მარტი
ჩემი ჯგუფელის და ბექას ძმაკაცის საბას დაბადების დღე იყო ამ დღეს და ყველანი დაპატიჟებულები ვიყავით. დილით ბექამ მომწერა 7ზე მზად იყავით და გამოგივლითო და რათქმაუნდა დავთანხმდი.
18:27
თორნიკემ დამირეკა
-რასშვები გოგო
-რავი თოკო შენ?
-თოკო კი არა ჩამოდი გოგო მალე შენს სახლთან ვართ - როგორც ჩანს მობილური გამოგლიჯა სანდრომ თორნიკეს ხელიდან და ყურმილში ჩამკიოდა
-რა გაღრიალებს ვერ ჩამოვალ - პომადის წასმასთან ერთად ტელეფონზე ლაპარაკი სასაცილოდ გამომდიოდა, რაზეც მაკამ დამცინა მეორე ოთახიდან
-რას ქვია ვერ ჩამოხვალ - ხმა დაასერიოზულა სანდრომ
-დაბადების დღეზე მივდივართ გოგოები
-ვისი?
-ჩემი ჯგუფელის
-სახელი გვარი
-საბა გამრეკელი
-ფუ მაგის და მაგის *ლე საძმაკაცოს.. - წამშივე მიპასუხა სანდრომ
-იცნობ?
-დაჩეხილი არ გვყავს რო?
-უიმე არარი ცუდი ბიჭი სანდრიკ
-ჭკვიანად იყავი კურსელები არ მაცემინო
-ჭკვიანად ვიქნები სან
-მობილურთან ყურადღებით იყავი.
სანდროს გავუთიშე თუ არა ეგრევე ბექამ დამირეკა
-რასშვებიი
-ვემზადები შენ?
-ძაან კაი 20 წუთში მანდ ვიქნები ჯერ ლიზას და ელენეს გავუვლი მერე შენ და მერე ნიტას
-კაი 20 წუთში მზად ვარ
-კაი მიდი
როგორც იქნა დამაცადა ამ ხალხმა მომზადება და მომდევნო 10 წუთი აღარ დაურეკავს არავინ. მერე მეთვითონვე დავხედე მობილურს შესამოწმებლად. ნიკუშას მესიჯი დამხვდა
-არ დალიო არ მოწიო და ჭკვიანად იყავი
-ჭკვიანად ვიქნები
როგორც იქნა მოვემზადე,ბექამაც დამირეკა, ჩემი სილამაზე მაკამ შეუმჩნეველი არ დატოვა და სახლიდან გამაცილა. საცობების გამო რესტორანში რომ მივედით უკვე 8 საათი ხდებოდა. ასე დაახლოებით ორი საათი ძალიან კარგად ვერთობოდი, სანამ ნიტა ჩემთან წაშლილი სახით არ მოვიდა.
-უნდა წავიდეთ
-რატო?
-ბართან ვიყავი და საბა და ბექაც იქ იდგნენ ოღონდ ისე რო ვერ მხედავდნენ ხოდა საბა ელაპარაკებოდა ამათი სასტავი ეხლა უეჭველი ვიცი ერთად არიან და *ლეებივით ზიან სკდებიან გულზეო ხოდა რო აეხევათ ოთხივე წაიჭამონ მერე რაც უნდათო, ზუსტად ესე ამბობდნენ მარი მეშინია ესენი უეჭველი რაღაცას აპირებენ და ხო იცი მერე ჩვენები რეებს იზამენ
-ეხლავე მივწერ ნიკუშას.
მეც შემეშინდა, თანაც აქ წამოსვლამდე როგორც გავიგე არ ჰქონიათ ჩვენებს კარგი ურთიერთობა საბას ძმაკაცებთან. მაშინვე ნიკუშას მივწერე
-ნიკა გამომიარე რა მოვიწყინე
-რესტორნის წინ ვარ გამოდით.
გამეღიმა. თან გამიკვირდა, აქამდე როგორ ვერ მივხვდი რომ ჩვენები გარეთ იდგებოდნენ მთელი საღამო. რაც არ უნდა ყოფილიყო, საბასთვის უნდა გვეთქვა, რომ მივდიოდით. ოთხივე ერთად რომ მივდიოდით სახლებში ამაზე ალბათ რამე იეჭვა
-გოგოებო დარჩით რაა, მაგრა გამიტყდება(საბა)
-ვერა საბუ უნდა წავიდეთ(ლიზა)
-ეე კაი მაშინ ბექა გაგაცილებთ მოიცა
-რა ხდება რატო მიდიხართ? - გალეწილი მთვრალი იყო ბექა
-წავალთ გვიანია უკვე(მე)
-კაი წამოდით მიგიყვანთ სახლებში - თქვა და მაშინვე ჯიბეში დაუწყო ძებნა გასაღებს
-არა ბექა არ გინდა მოგვაკითხეს ბიჭებმა თან ნასვამი ხარ უკვე
-მაშინ მე დაველაპარაკები ბიჭებს-თქვა და გარეთ გავარდა. პირველად ნიკუშას მანქანასთან მივიდა და ნიკაც გადმოვიდა, სანდრო კი თავის მანქანაში იჯდა და ელოდებოდა როდის დადგებოდა მისი გადმოსვლის საჭიროებაც.
-მამიკოო დაგვიტოვე შენი გოგოები ცოტა ხნიით - ირონიული ხმით დაიწყო ლაპარაკი ბექამ
-ნემსაძე ცოტა ტრაკს ხო არ ათამაშებ ზედმეტად? - ზიზღი იგრძნობოდა ნიკას ლაპარაკში
-ჰაჰაჰა, ს თამაში შენ გოგოს გამოსდის მაგრად, ისე იმ ღამეს იცი რეები მანახა..
-ფანტაზია 0 გაქვს ბექუნა, თორე გოგოებზე არარსებულების მოგონება ჩვენ გასამწარებლად ცოტა *ლეური საქციელი ხო არ არი?
-მოგონება არ ვიცი, ისე ოთხივე კი მაგრად ვიხმარეთ და.. - ეს უკვე ბოლო წვეთი იყო ნიკუშასთვის და მუშტი მთელი ძალით მოუქნია სახეში, რასაც ბექას მიწაზე დაცემა და ძლიერი სისხლდენა მოჰყვა. ამაზე გამოვარდნენ საბა და რამდენიმე ბიჭი, საპასუხოდ კი სანდრო და ჩვენი დანარჩენი ბიჭები
-ჩემ ძმაკაცს ეგ როგორ გაუბედე შე ა*ვარო - ბოლო ხმაზე იღრიალა საბამ და ჯიბიდან ამოღებული დანით ნიკას რთული ჭრილობები მიაყენა. მერე.. მერე მახსოვს გოგოების განწირული ხმები, ტირილი..საბას ძმაკაცების სხეულის მინიმუმ ერთი ნაწილის მოტეხილობა და მძიმე ჩალურჯებები. სანამ ექვსივე გაურკვეველ პოზებში ეყარა მიწაზე, სანდრომ დაუფიქრებლად აიყვანა ხელში ნიკა და საკუთარი ხელის სავარაუდო მოტეხვის მიუხედავად გამწარებულმა დაიწყო საჭის უსწრაფესად მართვა. გოგოები ლუკას მანქანაში ჩავსხედით და ჩვენც და დანარჩენებმაც მაშინვე ავიღეთ გეზი ღუდუშაურის საავადმყოფოსკენ.
როგორც იქნა ნიკუშასთვის ჭრილობების დამუშავების და ნაკერების დადების მერე ექიმებმა დაგვრთეს პალატაში შესვლის ნება. პირველი მე შევედი და ჩემი დანახვისთანავე ნიკუშამ გაღიმება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. დიდი ხანი ხმის ამოუღებლად ვიჯექი ნიკუშას საწოლთან და ბევრი ყოყმანის მერე ვთქვი
-არ უნდა წავსულიყავით
-რო არ წასულიყავით ვერ დაგაჯერებდით რო გამრეკელი და მაგის საძმაკაცო სულ ეგეთი ნაბიჭვრები არიან - ყოველ სიტყვაში ეტყობოდა ნიკუშას, რომ გაუსაძლის ტკივილს გრძნობდა
-ნუ ლაპარაკობ - ვუთხარი და სახეზე მოვეფერე.
-აქ რო ხარ აღარ მტკივა - თქვა და მის სახეზე დადებულ ხელზე მაკოცა. ამ დროს ბიჭები შემოცვივდნენ ოთახში
-ბიჭო ზეგ გაგწერენ(ლუკა)
-რაამბავია ეე - ყვირილზე ნაკერები დაეჭიმა ნიკას
-კაი რა გაღრიალებს(სანდრო)
-შენ რატო გაქ ხელი მოტეხილი - ახლა უკვე მშვიდად კითხა ნიკამ თაბაშირიან სანდროს
-შენ რატოც ხარ ეხლა დაჭრილი მაგიტო მაქ მე ხელი მოტეხილი - სიცილით თქვა სანდრომ
-არწივი ვნახე დაჭრილი.. - გააგრძელა თორნიკემ რაზეც ყველას გაგვეცინა
-ისინი? - იკითხა ნიკამ
-ისინი დაშლილებში ჩააბარეს - დამაჯერებლად უპასუხა ლუკამ
-აუ ცვეტში. ტრავმატოლოგიურში გდია ყველა სათითაოდ და აწყობენ - დაუდასტურა სანდრომ, რაზეც ნიკამ გამარჯვებულის სახით შეხედა. ექთანმა პალატა დაგვატოვებინა და გოგოები სახლებში მიგვიყვანეს.
სახლში მისულმა მაკას ყველაფერი მოვუყევი, სხვანაირად არ შემეძლო, დეიდაჩემს დაქალად აღვიქვამ. დაღლილი ვიყავი და დაძინებას ვაპირებდი, როცა მობილურზე მესიჯი მომივიდა
-იცი რა მაგარი გრძნობაა ღამე კედელზე ერთ წერტილს რომ მიშტერებიხარ და მარტო იმაზე ფიქრობ როდის გათენდება რომ ნახო
-ვიცი
-მე ჩემს ქერა ექთანზე ვთქვი.
სიმწირსგან გავიცინე და აღარ მიპასუხია, ნერვებმოშლილმა დავიძინე.
12 მარტი
ჩემი მშობლები უკვე ორი დღის ჩამოსულები იყვნენ, ნიკუშა კი 4 დღის გამოწერილი საავადმყოფოდან.
ის მესიჯი გახსოვთ? მე ქერა ექთანზე ვთქვიო..
მაგის მერე არც მის ზარებზე მიპასუხია, არც მესიჯებზე და არც მინახავს. უბრალოდ ბავშვებს ვეკითხებოდი როგორ იყო და ისინიც ყველაფერს მეუბნებოდნენ.
რატომ?
იმიტომ რომ მეწყინა, თან ძალიან მეწყინა. ვიცი, რომ იხუმრა მაგრამ მე მაინც მეწყინა, თან მინდოდა მოვნატრებოდი.
ყველაზე მეტად იმაზე ვბრაზდებოდი, რომ მარტო მირეკავდა და მწერდა, სხვა არაფერს ცდილობდა.
ეს 4 დღე ბიძაშვილებთან ვრჩებოდი.
მეხუთე დღეს სახლში ვბრუნდებოდი, როცა ვიღაცამ მაჯაში ხელი დამავლო და თავისკენ მიმიზიდა. მისკენ მიბრუნების გარეშეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიკუშა იყო.
-რატო იქცევი ესე? - თბილი ტონით მკითხა, მე კი ისეთი გაბრუებული ვიყავი მონატრებული სხეულის ჩახუტებითა და საყვარელი სუნამოს სუნით, რომ ვერაფერი ვუპასუხე. მომენატრეო, მითხრა და ვითომ არ გამეგო სხვა თემაზე დავიწყე ლაპარაკი
-ბავშვები სად არიან?
-კარგია შენც რო მოგენატრე - ღიმილით მითხრა - წამო ლუკასთან არიან.
მანქანაში ჩავსხედით და ლუკას სახლისკენ ავიღეთ გეზი.
-ესე აღარ მოიქცე არასდროს
-რა იყო შენი ქერა ექთანი ვერ ნახე და ნერვებმოშლილი ხარ?
-აუუუუუ ხოოოო იმ დღეს აღარ შემოვიდა დასვენების დღე ჰქონია - თქვა და თან ჩემ რეაქციას აკვირდებოდა. მე გაბრაზებულმა შევხედე მაგრამ არაფერი არ მითქვამს და ჩაეცინა. ლუკასთან მივედით თუ არა, ყველა ერთდროულად მეცა, ამდენი ხანი სად იყავიო და მეც ყველას ვპასუხობდი რომ სულ ბიძაშვილებთან ვრჩებოდი. პრინციპში ეგეც ხო იყო მიზეზი , ტყუილი არ მითქვამს.
➖➖➖➖➖➖
ლუკას სახლის აივანზე ვისხედით მე და ნიკუშა, ნიკა ეწეოდა და ორივე უაზროდ ვაკვირდებოდით ცას.
-ნიკუშ
-ჰო - ვიგრძენი რომ აშკარად ფიქრებში იყო და ჩემმა დაძახებამ გამოაფზიზლა
-გერმანიაში მივდივარ - ხმადაბლა ვუთხარი და მოსალოდნელ რეაქციას დაველოდე
-რამდენი ხნით? - შემომხედა და ღრმა ნაფაზი დაარტყა
-1 კვირით
-რატო?
-ბიძაჩემთან, იქ ცხოვრობს
-თვითონ ჩამოვიდეს - ისე სერიოზულად თქვა სიცილი ავტეხე -რა გაცინებს? ან რა ამბავია ერთი კვირა? ორი დღე არ გეყოფა? - ერთბაშად მომაყარა და მის სიმკაცრეზე მეც დავსერიოზულდი
-კარგი რა, მალე ჩამოვალ - ვუთხარი და ბავშვივით მივეხუტე
-ვერ გავძლებ
-ღამე კედელს მიაშტერდი ხოლმე და დღეები ითვალე - ღიმილით ვუთხარი და საპასუხოდ შუბლზე მაკოცა.
-როდის მიდიხარ?
-ზეგ
დიდი ხანი ხმა აღარ ამოგვიღია.
-მიყვარხარ - ჩემ მხარზე ედო თავი და ყურში ჩუმად ჩამჩურჩულა. მოულოდნელი იყო ჩემთვის და არ მიპასუხია, ხომ გესმით, არ არის სიყვარული ასეთი ადვილი. არ ხდება ისე, რომ შეგიყვარდეს და იმასაც იგივე გრძნობით უყვარდე. ორ ადამიანს შორის სიყვარული თანაბარი არასდროს არ არის, ან ერთს უფრო უყვარს, ან პირიქით. მე კი ყოველთვის ეს განსხვავება მაშინებდა და მეშინოდა იმის, რომ ერთმანეთი გვეყვარებოდა, მაგრამ არა ისე, როგორც მე ვოცნებობდი ბავშვობაში. - ძალიან მიყვარხარ - კვლავ განაგრძობდა, მე კი ისევ ხმას არ ვიღებდი და სანამ შიგნით არ შევედით და ბავშვებს არ გავერიეთ არც არაფერი მითქვამს.
➖➖➖➖➖➖➖
მეორე დღეს უკვე ღამე იყო ჩემ სახლთან რომ მოვიდა და დამირეკა ჩამოდიო. არ უთქვამს ლუკასთან ავიდეთო, თანაც ბევრი დრო არც მე მქონია რომ სადმე წავსულიყავით და მანქანაში ვისხედით, ისიც ალბათ ნახევარი საათით ან უფრო მეტით.
-რომელ საათზე მიდიხარ?
-გამთენიისას 5ზე.
-თუ გინდათ მე მიგიყვანთ აეროპორტამდე, ან ბარგს წაგაღებინებთ ან რავი თუ რამე გჭირდებათ დაგეხმარებით.
-არა ნიკუშ მამაჩემი აგვარებს ყველაფერს - მისი მზრუნველობით კმაყოფილმა ლოყაზე ვაკოცე.
-მაგარი კაცია ზურა - ამაზე ძალიან გამეცინა - რას იცინი, რამდენ რამეში დახმარებია მამაჩემს, ისე კიდე აქვთ ურთიერთობა?
-კი კაცო ამასწინათ ერთადაც დალიეს - ამაზე უკვე ნიკასაც გაეცინა. კიდევ ვილაპარაკეთ, ბევრი რამე დამარიგა და გამაფრთხილა რომ ყოველ 2 წუთში მისთვის დამერეკა ან მიმეწერა. მეც პატარა ბავშვივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი. ბოლოს რომ ვემშვიდობებოდი ასე ვერ გაგიშვებო დაჯერ ტუჩთან ახლოს, მერე კი ტუჩებში მაკოცა ისევ ისე, როგორც პირველად.
➖➖➖➖
გერმანიის დროით შუადღის 2 საათზე დაეშვა ჩვენი თვითმფრინავი ბერლინის საერთაშორისო აეროპორტში. მაშინვე ბიძაჩემის სახლისკენ წავედით და ისიც სახლში ისე დაგვიხვდა, როგორც 3 წლის უნახავ ძმას, ძმიშვილებს და რძალს შეეფერებოდა. მას ძალიან დიდი კერძო სახლი აქვს ბერლინის გარეუბანში და რათქმაუნდა იქ ვრჩებოდით ეს ერთი კვირა. ამ დღეების განმავლობაში ბერლინში ბევრი რამ დავათვალიერეთ, ბევრი ოჯახური დღე მოვაწყეთ და უუუუუამრავი ფოტოები გადავიღეთ. საერთოდ, საუკუნის წინათ ფოტოაპარატი რომ არ გამოეგონებინათ და მერე ეს ფუნქცია მობილურებში რომ არ დამატებულიყო, დედაჩემი ალბათ არასდროს არსად წავიდოდა, ან ვერ დაინახავდა სადმე წასვლის აზრს. ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს ფოტოების გადაღება და ხანდახან ისიც მეჩვენება რომ ამ საკითხში ჩემზე უკეთესია. რაც შეეხება მამაჩემს, მისი ვაიბერი ის ერთი კვირა არ გაჩერებულა. განუწყვეტლივ ურეკავდნენ სამსახურიდან და არ ელეოდათ კითხვები და საქმეები. ნინუცა(ჩემი 4 წლის და) და ტყუპები ძააალიან ბედნიერები იყვნენ. ნინუცასთვის ეს პირველი მოგზაურობა იყო საზღვარგარეთ, მე და ტყუპები კი თითქმის ყოველ წელს დავდიოდით მოკლეხნიან მოგზაურობებში. ვატო და ვაკო საოცრად გარეკილი ტყუპები არიან. ყოველთვის, აი ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს ცანცარის ხასიათზე არიან მიუხედავად იმისა რომ უკვე 16 წელი შეუსრულდათ. ყოველთვის იციან ჩემი აყოლიება, ყოველთვის გრძნობენ როგორც ერთმანეთისას, ისე სხვა ოჯახის წევრების ხასიათს და ყოველთვის ცდილობენ გაგაღიმონ, რაც არ უნდა რთული სიტუაცია იყოს.
მიყვარს ჩემი ოჯახი.
~
ბერლინში ყოფნის მე6 დღე იყო, მეორე დღეს უკვე თბილისში ვბრუნდებოდით. დილიდან მოყოლებული მთელი დღე გადაუღებლად წვიმდა, ამიტომ გარეთ გასვლას სახლში დარჩენა ვამჯობინეთ. ყველა თავ-თავის ოთახებში იყო, მათ შორის მეც. მოწყენილი უაზროდ ვიქექებოდი მობილურში და ხან ჩემი და ნიკუშას მესიჯებს ვათვალიერებდი, ხან რაღაც უაზრო ვიდეოებს ვუყურებდი ინტერნეტში, ხან რა და ხან რა..ის დღეები ნიკუშა ყოველდღე მწერდა, დღეში მინიმუმ სამჯერ. გაგვიმართლა იმაში, რომ გერმანიასა და საქართველოს დროებს შორის სხვაობა მხოლოდ2 საათია. იმ დღეს კი, როცა მთელი დღე სახლში ვიყავი და ნიკუშა ყველაზე მეტად მენატრებოდა არც მწერდა და არც მირეკავდა. არადა უკვე საღამოს 7 საათი იყო, თბილისში 9. ბევრი აღარ მიფიქრია ამაზე, ჩავთვალე, რომ რამე სერიოზული მიზეზი ჰქონდა, თუმცა მაინც მიჭირდა ისეთი სერიოზული მიზეზის წარმოდგენა რომელიც ნიკუშას შეაფერხებდა ერთი მოკითხვისთვის მაინც. ვეღარ ვითმენდი, არადა არც ის მინდოდა, რომ თვითონ მიმეწერა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, ოთახში დედაჩემი რომ შემოვიდა.
-მარი დე, რეისი გადმოწიეს და ღამე 4ზე დაიწყება რეგისტრაცია და ხო ყველაფერი ჩალაგებული გაქვს?
-კი მარა რატო გადმოწიეს?
-აბა რავიცი, მე ხო არ მეტყოდნენ. რა მნიშვნელობა აქვს 2 საათი არც იქით არც აქეთ
-ხო ისე
-კაი მიდი დაიძინე,მაინც,დაღლილი რო არ იყო.
დედაჩემი გავიდა თუ არა მაგიდაზე დადებულმა მობილურმა მესენჯერის ზარის ხმა გამოსცა და მეც გიჟივით წამოვხტი. მობილური რომ ავიღე და ნიკოლოზ კირვალიძე ეწერა ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მაშინვე ვუპასუხე.
-მარიამი ბრძანდებით? - თავიდან დავიბენი, მაგრამ წამშივე მივხვდი რომ ნიკუშას ხმა იყო.
-გახლავართ - არანაკლები სერიოზულობით ვუპასუხე.
-იცით პაციენტ კირვალიძეს თქვენი ნაკლებობა აქვს, მე მისი ქერა ექთანი ვარ და მთხოვა გადმომეცა რომ ენატრებით - სასაცილოდ დაიწვრილა ხმა ნიკუშამ რასაც ჩემი სიცილი მოჰყვა
-თვითონ დამელაპარაკოს - ძლივს შევწყვიტე სიცილი და ხმა დავასერიოზულე
-რა გჭირს? - თვითონაც შეწყვიტა ექთნის ხმით ლაპარაკი
-სად იყავი?
-მამაჩემს გავყევი რაჭაში და ბებიაჩემი ჩამოვიყვანეთ.
-მერე რატო არ მითხარი
-იცი რამდენი მოგწერეე მარა wifi იქ არ იყო და არც ინტერნეტი არ იჭერდა, ნომერზე კიდე რა აზრი ჰქონდა დარეკვას.
-ჰო კარგი კარგი
-რომელზე ჩამოდიხარ ხვალ?
-ხვალ არ ჩამოვდივარ - დაუფიქრებლად მოვატყუე ნიკუშა, სრულიად უმიზეზოდ.
-რაააააა? - ლამის იღრიალა კირვალიძემ.
-ჰო - უფრო მშვიდად დავუდასტურე
-რო გავგიჟდე ეგ გინდა თუ გამაგებინე რა გინდა?
-კიდევ 1 კვირაც და ჩამოვალ
-რატო გამაგებინე რატო? ვის მოენატრები მაგრა გკიდია ხო?
-მომწონს აქ ყოფნა.
-საცხოვრებლადაც ხო არ გადახვიდოდი? - უკვე წამოენთო ნიკუშა და სიცივე შეერია ხმაში
-კარგი რა ნიკუშ 1 კვირაშ...
-წავედი არ მცალია - ჯერ ხო ლაპარაკი გამაწყვეტინა,მერე პირველმა თვითონ გამითიშა. მივხვდი რომ საშინლად გავაცოფე და რამდენჯერმე ისიც ვიფიქრე, მივწერ და ვეტყვი რომ ვეხუმრეთქო, მაგრამ მერე მალევე გადავიფიქრე. რომ მეთქვა რა გჭირს მოგატყუეთქო, უარესად გაბრაზდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ხვალამდე მომეთმინა და რომ ჩავიდოდი მოულოდნელად გავაგებინებდი ამ ამბავს.

ო, მაშინ რა ადვილი მეგონა..

- - - - - - - - - - - - - - -
ესეც მე-5.
ვერ ვხვდები,ვისაც არ მოგწონთ რატომ კითხულობთ..
ასეთი ძნელია უარყოფითი კომენტარის გარეშე ჩემი სიახლის დატოვება?
მართლა ვერ გამიგია, რა გინდათ.. :)))))) იმის გამო რომ ჩემი მოთხრობა არ მოსწონს ერთმა საერთოდ ჩემი პიროვნების ლანძღვა დაიწყო და კომენტარებში ცოდვილობს რა საცოდავი ხარო..
ჩემი და ჩემი ნამუშევრის ლანძღვაზე უფრო ღირებული რამე აკეთეთ <3



№1 სტუმარი Guest მარიმი

მაგარი იყო მოუთმენლად ველი შემდეგ თავს და არდააგვიანო რა kissing_heart kissing_heart

 


№2 სტუმარი Sopo

აი არ იცი როგორ ველოდები მომდევნო თავს

 


№3  offline წევრი Serena.Si

დღეს წავიკითხე ყველა თავი. ძალიან მომეწონა, ველოდები გაგრძელებას ერთი სული მაქვს როდის დადებ. ძალიან დიდი ხანია არაფერი წამიკითხავს აქ და შენმა ისტორიამ მომაბრუნა უკან!
--------------------
SeReNa.Si

 


ბოლო სიტყვები რაღაც არმომეწონაა fearful ველოდებბიიიი შემდეგს heart_eyes kissing_heart

 


№5 სტუმარი niia

Male dade ra shemdegi tavii dzaan magariaaa♥️

 


№6 სტუმარი ,მარი

ძალიან მომწონს,მაგრამ მგონი იძაბება სიტუაციაა

 


№7  offline წევრი joxadze

ძალიან მომწონს <
--------------------
ნ.ჯოხაძე

 


№8 სტუმარი Guest Lia

Kar gi istoriaa. Saintereso.
Salanzgavi ra ghirs.tviton daweron sedevrebi.moutmenlad
Velodebi axal tavs.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent