ცარიელი ბუშტი #1
გქონიათ შეგრძნება, ბუშტივით რომ იბერები? სუნთქავ, მაგრამ სხვა რაღაცას გრძნობ. თითქოს ჰაერს მხოლოდ ჩაისუნთქავ და გარეთ აღარ უშვებ… თითქოს ყველაფერს, რასაც ბუნებიდან იღებ, გარეთ ვეღარ უშვებ და შენ იტვირთები. ყველაფერი ეს, შენს გულ-მკერდში იყრის თავს და შენც იბერები და იბერები… ყველაფრისგან გადაღლილი შუა ქუჩაზე ვდგავარ და მომავალ მანქანას ველი. არა, თავს არ ვიკლავ… მეგობრის დაბადების დღეზე ვარ… ერთ-ერთ წვრილ ქუჩაზე მყოფ ლაუნჯში. საკმაოდ მთვრალი ვდგავარ შუა ქუჩაში და მომავალ მანქანას ველი, რათა გვერდით გადავხტე. შიგნით შესვლა აღარ მინდა. მღლის ეს ყველაფერი. მაღალი მუსიკა, ბევრი მოცეკვავე, სიგარეტის ბოლი და არყის სუნი… არა, ცეკვაც მიყვარს, სიმღერაც, ასეთ დროს სმაც და იშვიათად ვეწევი, მაგრამ უბრალოდ მაღიზიანებს ეს სიტუაცია. ახლა ამის დრო არ არის ჩემს ცხოვრებაში. ახლა მხოლოდ იმის დროა, სადმე შორს, ტყეში გადავიკარგო და დავისვენო. არც წიგნები მინდა, არც კინოები… მხოლოდ მე და ტყე. მე და ბუნება. ახლა მხოლოდ სუნთქვა მინდა, თავისუფლად სუნთქვა. შემთვრალი, ნელი ნაბიჯებით დავაბოტებ და სახეს წვიმის წვეთებს ვახვედრებ, თან მაქსიმალურად ვცდილობ ვისუთქო. ღრმად ჩავისუნთქავ, მერე ისევ ამოვისუნთქავ… ჩავისუნთქავ… ამოვისუნთქავ… ჩავი… და ა.შ. უცებ მხარზე ხელის მოხვევას ვგრძნობ და ფიქრებში ჩაკარგული, შეშინებული ვბრუნდები. - რა გჭირს? - რა უნდა მჭირდეს? - მთელი საღამოა დაგრუზული დააბოტებ. ნუ… რაც დალიე. - უბრალოდ დავიღალე. - ისე მე შენ რა გითხარი. - აუ… ყველაფერმა დამღალა რა… ლაპარაკი რო არ მინდა ხო ხვ… - უცებ ხელში მიტაცებს და შუა ქუჩაში მატრიალებს. - ანდრო დამსვი! ანდრო! - სახეზე ხელებს ვიფარებ და ისიც არ ჩერდება. - გაიცინე! - მეც ხელოვნურად ვეკრიჭები და საშინლად შეშინებულ გულს ვუბრძანებ, მოკეტოს. - ეგრე ეჯღანე ზემოთ როა იმას! - სიჩქარეს უმატებს! - თაია არ იცინის! თაია არ იცინის! … - ამ ბავშვურ ბურდღუნზე მეცინება და როგორც იქნა მსვავს. ჩემს ჭკუას საოცარი იდეა ებადება… - ამდენი დავლიე და ახლა მოგ…- უცებ პირზე ხელს ვიფარებ და მისკენ ისე ვიხრები, თითქოს სადაცაა გულია მოერევა. - ფუ შენი…! - უკან ხტება, ფეხი უცურდება და სველ ასფალტზე იშხლართება, მეც ტელეფონს ვიღებ და წამში ვუღებ 100მდე სურათს სხვადასხვა ხედიდან. - ანდრო არ იციიინის! ანდრო არ იციიინის! - ახლა მე დავხტივარ და ხელებს იქნევს. მერე გამწარებული დგება, საშინლად დიდი და საშიში ნაბიჯებით მობაჯბაჯებს ჩემსკენ, მე კი სასწრაფოდ გავრბივარ და კიბეებს მეორე სართულისაკენ მივყვები. კარს ვაღებ და ჩემი ყურები ხმამაღალი, უგემოვნო მუსიკით იჭედება, თვალებს კი სიგარეტის სუნი მიწვავს. თვალების ტრიალით მივდივარ დი-ჯეის ცარიელ ადგილას და ლეპტოპში მუსიკის სახელს ვწერ. თუ ელექტრონული მუსიკა უნდათ, მოუსმინონ ამას… ოთახში ახლა უკვე გემოვნებიანი მუსიკის გამაყრუებელი ხმები ისმის… სიმღერას ვყვები და ცეკვით შევდივარ ოთახში. ისევ ვგრძნობ დაჟინებულ მზერას, რომელიც მთელი დღეა არ მცილდება… უკან ვბრუნდები და ისევ აკოს ვხედავ. ჩემს “ყოფილს”. თუ შეიძლება მას ასე ვუწოდოთ. მე უბრალოდ მისი იუმორის გრძნობა მომწონდა. ხშირად ვსეირნობდით და ვიღაცეებზე და რაღაცეებზე ძალიან ბევრს მაცინებდა. ერთი-ორჯერ მაკოცა… მითხრა, რომ ვუყვარდი. მე არაფერი მითქვამს. უბრალოდ ერთად ვიყავით და სულ ვლაპარაკობდით. ნამდვილი ლაპარაკით არა, მხოლოდ ზედაპირულით. ხუმრობებით მოცულით. ბოლოს დავშორდი. ორი წელი გავიდა. შეყვარებული კი, როგორც ასეთი, არ მყოლია. არც როგორც ისეთი. როცა ვხვდები ვინაა მზერის ავტორი თვალებს ვატრიალებ და რომელიღაცა მაგიდისკენ მივდივარ, უცებ ვიღაც ხელში მიტაცებს და დივანზე მაგდებს, სიცილით კვდება. ანდრო! - ანდრო! - წუწუნით ვუყვირი და ვჯდები. პატარა ბავშვივით გულწრფელად მიღიმის. ალკოჰოლისგან გაბრუებული ვეხვევი. - ჩემი ბურდღუნა! - ლოყაზე მაგრად ვკოცნი და ისევ ვუჯდები. - მთვრალი რა კარგი ხარ. - გავლოთდე? - მიღიმის და ხელში, ქიმიურ სინჯარაში ჩასხმულ არაყს მაწვდის. ერთი… ორი… ერთდროულად ვსვამთ და ვდგებით. ხალხში ვერევით და მერე ვკარგავ… თვალებდახუჭული ვაყოლებ ტანს რომელიღაც ნაცნობ მელოდიას და თავისუფლებას ვგრძნობ… წამით თითქოს სუნთქვას ვიწყებ. მერე ნელ-ნელა ხელებს ჰაერში ვწევ და სულ ყველაფერი მავიწყდება. მუსიკა წყდება და მეც ღრუბლებიდან ძალიან მწარედ ვეხეთქები ძირს, თვალებს ვახელ და ვხედავ, რომ ოთახში ყველა ზის, მხოლოდ მე ვდგავარ. ყველა ერთმანეთში ლაპარაკობს, მთვრალი გდია, ჭამს ან ტელეფონშია. ჰაერს ღრმად ვისუნთქავ და ვხვდები, რომ ისევ არ მყოფნის. დაჟინებულ მზერას ისევ ვგრძნობ, მაგრამ აკო აშკარად ტორტს უყურებს. მაგიდას ნელა ვუახლოვდები, ჩემი მეგობრის კოლოფიდან ერთ ღერს ვაცოცებ, სანთებელასაც ვიღებ და ვუკიდებ. სიგარეტით ხელში მივაბიჯებ ისევ დი-ჯეის ადგილისკენ და Plaza-ს Waiting you-ს ვრთავ. მშვიდი მუსიკა აშკარად ყველას სიამოვნებს. ახლა ნახევარი სიგარეტით ხელში მივაბიჯებ და უზარმაზარ აივანზე გავდივარ. ახლა ყველაზე სასიამოვნო მომენტია ალბათ, მთელი დღის განმავლობაში. წყნარი მუსიკა, ალკოჰოლი ორგანიზმში, სხეულში სასიამოვნოდ მოძრავი კვამლი, გრილი სიო და ნაწვიმარი მიწის სუნი. ვფიქრობ, ასეთი ხასიათი მე არ შემეფერება. ისევ ყველაფერი უნდა დავი’კიდო… მაგრამ მე ხომ სინამდვილეში არასდროს არავინ მკ’იდია? მიუხედავად ამისა, მაინც დიდი ხნით ვივიწყებ ბევრ რამეს და მშვიდად ვარ ხოლმე. ხოდა ახლა ზუსტად ამისი დროა, გამოცდებიც მოდის და არ არის ახლა ნერვიულობის დრო. სიგარეტის ბოლო ნაფასს ვარტყავ, მოაჯირზე ვჭ....ტ და იქვე მდგარ პატარა ურნაში ვისვრი. ისევ მოაჯირს ვეყრდნობი. აშკარად მუსიკა შეცვალეს. ეს უაზროდ ხმაურიანი, ურითმო მუსიკა მაღიზიანებს, მშვიდად გავდივარ და ისევ კიბეებს მივუყვები ქვემოთ. როგორც იქნა, არავინაა გარეთ. საათს დავყურებ, ჯერ მხოლოდ ცხრა საათია. ლაუნჯის გვერდით ხის სკამზე ვჯდები და რაც შემიძლია ღრმად ვსუნთქავ. თუ ამას სუნთქვა ჰქვია. აშკარად ვხვდები, რომ ჯდომა არ მინდა და ვდგები. ბნელ წვრილ ქუჩებს მივუყვები ისევ და ისევ. მეც აქვე ვცხოვრობ და ამიტომაც დავაბოტებ ასე უშიშრად. გარეთ არავინაა. იშვიათად თუ ჩამოივლის მანქანა ან კატა. ხოდა მე და კატები დავლასლასებთ ამ უმშვიდეს გარემოში. ნაწვიმარი ასალტი რომ ულამაზესად ირეკლავს ყველა სინათლეს. მეც პატარა ბავშვივით ხამურად მივშტერებივარ ამ ანარეკლებს და წინ სულ არ ვიყურები. ამაში ის მარწმუნებს რომ ვიღაცას მხრით ვეჯახები მთელი ძალით. “ვიღაც” აშკარად დიდია და ნავარჯიშები რადგან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გამანგრია. - უკაცრავად, წინ არ ვიყუ… - არაუშ… არაუშავს. - ჩა....წილი ხმით, დამძიმებული სუნთქვით დაღლილი ძლივს ლუღლუღებს და ამ მკრთალ სინათლეზე აშკარად ვარკვევ ორი შავი თვალის ელვარებას. ცდილობს გვერდი ამიაროს და ახლაღა ვხედავ მუცელზე აფარებულ ხელს, რომელიც წითლად არის შეღებილი. ჩემდა უნებურად, უფრო ინსტიქტურად ხელს ვავლებ მის მარცხენას და არ ვინძრევი. - კარგად ხართ? - კი… მე… კი. - თავს დამნაშავე ბავშვივით ხრის. - მე… - ვიბნევი. იქნებ ვინმესთან მიდის, ვინც აქვე ცხოვრობს და იცის რომ დაეხმარება. - უბრალოდ… აქ ვინმესთან მიდიხარ? - არა. - აბა სად მიდიხარ? - მე… ალბათ სახლში. - ახლოს ცხოვრობ? - არც ისე. - სიჩუმე. თითქოს გაკვირვებული დამყურებს და მის სახეზე კმაყოფილების სხივს რომ ვიჭერ მიკვირს. თუმცა ამას სხივს ვერ დავარქმევთ. ალბათ იმიტომ რომ მთელი სახე საშინლად დაბნელებული აქვს ტკივილისგან. - გამომყევი. - ჩურჩულით ვეუბნები და შესახვევში ვუხვევ. ორ ნაბიჯში ჩემი იტალიური ეზოა და მალე ჩემს სახლში შევდივართ. - მარტო ცხოვრობ? - არა, ბაბუსთან ერთად. ახლა სოფელშია. - იცი… ცოტა არ იყოს მეუხერხულება… - რა? - თან ვეკითხები და თან დივანზე დასმულს ვუყურებ. არ ვიცი როგორ ვახერხებ თან ვუყურო და თან აფთიაქი ვეძებო. - რომ გაწუხებ. ხომ იცი, ვალდებული არ ხარ და არ ტეხავს თუ… - ხვდები ხო, რა სისულელეებს ამბობ? არა? - თავს აქეთ-იქით აქნევს და სახეზე პატარა ბავშვის უსაყვარლესი ღიმილი ეკვრება. მის ღიმილზე მეც მეღიმება. - ალბათ სისხლდენის ბრალია. მის წინ ვიმუხლები, ის კი ჩემს ნიშანზე დივანზე წვება. მაისურს ნელა ვუწევ და შებისგან ვსუნთქავ. მხოლოდ კუნთია გადახსნილი. ნახევრადაც არა. ჭრილობის აქეთ-იქით თითებს ვაჭერ რომ სიღრმე შევამოწმო და საქმეს ვუდგები. მერე ჭრილობას ისევ ვაკვირდები და ახლაღა ვხვდები რა ცუდადაა საქმე. საკმაოდ ღრმაა და თითქმის ღვიძლზეა მისული. სულ სულ ცოტა აკლდა. ისტერიკული შიში მიპყრობს. - ნუ გეშინია. გთხოვ. - ის მიყურებს. ალბათ უფრო ინერვიულებს. მეც ისე ვიწყებ ქცევას ვითომ არაფერია და ახლა დამუშავებას ვიწყებ. - ცოტა აგეწვება. - ცოტა? - გაუძლებ!- თითქოს თხოვნით მივმართავ და საშინლად ვნერვიულობ. მალე ჭრილობას “ვუხუფავ” და ბოლო ლეიკოთი ვამაგრებ ბინტს.- სად ცხოვრობ? - ბარნოვზე. - მარტო? - ძმასთან ერთად, მაგრამ ახლა ის ძმაკაცთანაა. - მის გვერდით ვჯდები და ფიქრს ვიწყებ. - რაზე ფიქრობ? - რა გიყო? - არა! - უცებ ამბობს და დგება. - ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მართლა. მეტს ვეღარ შეგაწუხებ. წავალ. - კარის გაღებას აპირებს. - და სახლში მარტო იქნები? - არაუშავს. - და რამე რომ დაგჭირდეს? - მე… მეზობლები მყავს. - და შენ გაწყობს სასწრაფოს გამოძახება? - ცალი წარბის აწევით გამომწვევად ვეკითხები. - რას მთავაზობ? აქ დავრჩე? - არ ვიცი. ხო. ასე ვერსად წახვალ. - არა. მადლობა. - კარს ისევ აღებს, მე კი ვხურავ. ნერვებს მიშლის მისი ასეთი დამოკიდებულება. თითქოს არაფერი მომხდარა. - შენი ძმა პატარაა? - არა. - ხოდა დაურეკე. მოვიდეს და წაგიყვანოს. - მეღადავები? ბავშვი ხო არ ვარ?! - და მაინც რამხელა ხარ? - ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? - მიბღვერის და თან გაბუსხული რეკავს სადღაც. - დიო, სადღაც ვარ და მოდი რა… ხო შე’ჩემა ზუსტად… არა ბიჭო ორსულობის გარეშე წამიყვანა… მოაჯ’ვამ თუ? სად ვარ და? - გრიბოედოვის 22. - ხო გაიგე? აქ ხარ? აქ რა გინდა? ოხხ არ ვიკლებთ ფართის და დუცუტუცუებს? ხოდა.. ფუ გამითიშა. - ნეტა რატო… - სწერვა. - ცანცარა. - ორივემ ღიმილით ჩავილაპარაკეთ. - შეგიძლია სახელით მომმართო… საბა. - ხელი გამომიწოდა. - თაია. - ლამაზი სახელია. - ვიცი… მაინც რამდენი წლის ხარ? - ისაა. იმდენის და… - ცოტა მეტის? - ხო კაი. 19ის. - რა გინდა… მარტო 3 წლით ხარ ჩემზე პატარა. - ზატო ჩემი ძმაა ჩემზე 8 წლით დიდი.- რაღაცის თქმას აპირდებდა ჩემმა ზარმა რომ გააწყვეტინა. - ხო ანდრიუხ. მე ვარ ხო აბა. - თაიიი! მოდი რა რას მიმაგდე ასეთ ფორმაში? - საბა აფხუკუნდა და თან პირზე ხელა იფარებდა. ისეთი წითელი იყო მე მეგონა გასკდებოდა. -არა ბიჭო! ხო აიკაცები ამოვათრიე სახლში და ირაკლის ლოგინში ვგუგუნებდით…ანუ ერთი ბიჭი და კიდე ერთი გოგოა… როგორ და.. მოიცა ეხა ნუ დაფიქრდები მეც მანდ ვარ კრეტინო! ხო ხო. უჟე იდუ. - საით? - აქვე, ლაუნჯში. - მანქანის სიგნალის ხმა იყო და ორივე ერთად ჩავედით. სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა შემობრუნდა. - ძალიან დიდი მადლობა. მართლა არ იყავი ვალდებული და… აუ კაი ტიპშა ხარ რაა. - მხარზე მომიტყაპუნა და კარი გააღო. - გოგოა, ბიჭო! რანაირად იქცევი? - უცებ დასჭექა ბოხმა ხმამ მანქანის მეორე მხრიდან და ახლაღა შევამჩნიე მისი გოლიათი ძმა. ზუსტად საბას სიმაღლის თუმცა უფრო დიდი ჩანდა. ალბათ იმიტომ რომ დიდია… და კიდევ უფრო განიერი და ნავარჯიშები მხრებიც აქვს. და არც ბავშვს გავს სახეზე. ვაშტერდები? აშკარად. არც ის იკავებს თავს. - გამარჯობა. - გაგიმარჯოს. საბა, რო რამე მომწერე, კაი? - ექიმია ეს, პროსტა… - ამისნაირების ექიმი ვარ ზუსტად… - საჭეს მიუჯდა და წამიერად მეცნო კიდეც. … ლაუნჯში მისვლა დამეზარა და პირდაპირ ვერის სასაფლაოზე ავაჭერი. ხო, ფეხით. … ღამის რა… უკვე გამთენიისას, ხუთისკენ წამოვედი. ბარნოვზე ვიყავი გვერდით ვიღაცის შავმა მანქანამ რო ჩამიფრინა და კინაღამ თან გამიყოლა. გამცდა თუ არა გააჩერა. ყურადღება არ მივაქციე და გზა გავნაგრძე. -გაგიყვან. - ბოხი ხმა. - იყოს… ფეხით მირჩევნია. - გავუღიმე და ისევ გავაგრძელე გზა. ისევ ჩამიფრინა და ისევ წინ გამიჩერა. ამჯერად პარკინგის ზოლზე. გადმოვიდა და გვერდით დამიდგა. მანქანიდან მშვიდად ამოვიდა და გვერდით დამიდგა. ჩუმად მივდიოდით. მინდოდა მეკითხა რა უნდოდა, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ არ შევიმჩნიო. მას კი, როგორც ჩანს სულ არ აწუხებს ეს სიჩუმე. - საით? - შენ საით? - ჯერ მე გკითხე. - მერე მე. - ჩემ გზაზე მივდივარ. - ნერვებზე მოქმედებს მისი მშვიდ ღიმილაკრული მოკლე პასუხები. - მეც ასევე, ჩემსაზე. - ღმერთო ჩემო. - გისმენ… - უფრო ნათელი და ბავშვური ღიმილით გამომხედა. ამის შემხედვრემ თავი ვერ შევიკავე და მეც გავიღიმე. ისვ მშვიდი ნაბიჯები და უკვე გრიბოედვზე ვარ. - რატომ მომყვები? - ქუჩაში არავინაა და ცოტა საშიშია. - უადამიანობაა საშიში, შენი აზრით? - ცინიკურად ჩამეცინა და ისევ ასფალტს დავხედე. აშკარად ვხვდებოდი, როგორ თავხედურად დააცოცებდა თვალებს ჩემს სახეზე და თითქოს ამ მზერას ვცნობდი. - ვინმე მთვრალი რომ გამოგიხტეს, სად მიდიხარ? - რაც შეიძლება შორს, რაც შეიძლება სწრაფად. - პატარა ბავშვივით გავიჯგიმე დ ამაზე გაეცინა. უკვე მომწონდა, რომ ჩემი მიზეზით იცინოდა. - რა პატარა ხარ. - შენ დიდი.- ისევ გაეღიმა.ჩემს ეზომდე ბევრია დარჩენილი და ჩვენც გამაბრუებელ უსასრულო დიალოგებს ვიწყებთ. წინ ვუხტები და ვაწყვეტინებ... - დაა… მოვედით. - ტაში შემოვცხე. - მადლობა გამოცილებისთვის, რაც არ მინდოდა და ყურადღებისთვის, რომელიც ასევე არ მჭირდებოდა. - არაფრის, პატარავ. - ზურგიდან მომაძახა, როდესაც უკვე ეზოში შევდიოდი და მეც ზურგით მოვაძახე. - რა დამიძახე? - პატარა… ნახვამდის, პატარავ! - ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა. - მშვიდობით, გოლიათო! - უაზრო ღიმილით მივაძახე და სახლში შევარდი. შავი კაბა იქვე გადავიძრე და მივაგდე. ფეხსაცმელებიც და მხოლოდ ტრუსის ამარამ გავიზმორე. მერე ინსტიქტურად გამოვიხედე ფანჯარაში და გოლიათის ცინიკურ ღიმილს გადავაწყდი. საშინლად შემრცხვა და ოთახში შევვარდი. დილით ჰუჩის ენამ გამაღვიძა ჩემს სახეზე. მაღვიძარას არასდროს ვაყენებ, რადგან მან ყოველთვის იცის როდის უნდა გამაღვიძოს… თავიდან მომწონდა და მსიამოვნებდა, ახლა კი მისი დანახვაც მაგიჟებს დილით. თუმცა ისე მიყვარს. ხელები გავშალე და ჩემი დიდი ლაბრადორი გულში ჩავუკარი. თვალები უცნაურად ჩავარდნოდა და აშკარად არც გახარებული იყო ჩემი ნახვით. ეს მეუცნაურა. უკვე ხუთი წელიწადია ჩემი პატარა ბიჭია და ასეთი ჯერ არ მინახავს. წამოვდექი. ისიც ვასაუზმე და მეც ვისაუზმე. საყელო გავუკეთე რათა გარეთ გამეყვანა, თუმცა ძალიან უხასითოდ იყო და არ გამომყვა. - რა გჭირს, ჰუჩ? - ყურებქვეშ ვეფერებოდი და თან ვეხუტებოდი. ძირს ვიჯექი ზუსტად მის წინ, შემოსასვლელში და თავი უცნაურად მოწყენილმა ჩამომადო მხარზე. ჩემდაუნებურად ამიცრემლიანდა თვალები. და ამდროს მოვიდა ჩემი მხსნელი, ბაბუ. - ირაკლი! - უცებ წამოვხტი და მოვეხვიე. ჰუჩიმ მხოლოდ ახედა და ერთი წრე დაარტყა. - ამას რა სჭირს? - ხელები მომხვია ჩემმა უზომოდ სიმპათიურმა ბაბუმ და ასევე ყველაზე ჭკვიანმა ადამიანმა დედამიწის ზურგზე. - არ ვიცი. -ისევ დავნაღვლიანდი. - შენ? თვალები გაქ ჩაყრილი. - დღეს დილით დავიძინე ხუთზე. - მანამდე სად იყავი? - ცალი წარბის აწევით, ღიმილშეპარულმა ჩამომხედა. - კაცებში. - დარცხვენილმა დავიხედე ძირს. გაეცინა. - ისე ირა, ხო არის რომ სიბერეში ყველა დაბლდება. შენ ისევ ამხელა რატომ ხარ? და არც ჩვარს გავხარ. გამხდარი ხარ. - მე ერთი ვარ, ბაბუ, და განუმეორებელი. - ეგრე ნუ მეძახი! - დავუბღვირე და ჩანთა გამოვართვი. მის ოთახში შევარდი და დავალაგე. - ის ბიჭი ვინაა ხო არ იცი? - ვინ? - რა ვიცი, ვიღაცა ზის ჩვენ ეზოში და დებილივით აშტერდება ხეებს. - მოიცა. - ფანჯრიდან გადავიხედე. - აშკარად იცი. - არა. - სახე რატომ გაგინათდა? - საყვარელი ბიჭია. მარა ბანძი იქნება ხასიათით, ხო ვიცი. - შენი ჭირიმე ვინმე ბანძუკელა არ მოათრიო აქ. არც მსმელი და ღიპიანი. - ვეცდები მარა შენნაირს რო ვერ ვიპოვი ხო იცი? - თან საათს დავხედე. - ვაი ცხრის ნახევარია უკვე! - ოთახში შევვარდი და რაც შემეძლო თხლად ჩავიცვი. - რა არის გოგო ეგ? ყელიანი ჩაგეცვა ბარემ! დაიხრჩობი! - ჩემს შარვალ კომბინიზონს დავხედე და უკან შევბრუნდი. ახლა მოკლე წითელი სარაფანი ჩავიცვი, გულამოღებული და ისე დავენახე. - ასე ჯობია. - აქეთ უნდა მიშლიდე ყველაფრის გამოჩენას! უკუღმართო! - უკუღმართი კი არა, თანამედროვე და დამაფასე. და ეგ ყველაფერი იმიტომ არ გაქვს, რომ კოჭამდე კაბები და შარვლები გეცვას ამ სიცხეში. დაკლაკნილი ფეხები რო გქონდეს არც ჩაგაცმევინებდი. - ოოო! ნუ ქოთქოთებ ირაკლი რა! წავედი მე და ამას იქნებ უშველო რამე. - ხის კიბეებზე ჩავირბინე და ეზოდან რომ გავედი მერეღა გამახსენდა რომ ეზოში გოლიათი არ დამხვედრია. სამხატვრო აკადემიის უზარმაზარ შენობაში შევაბიჯე დიდი ჩანთით ხელში. - ჩოქური, ახალი ნახატით მეწვიე? - ვეცადე. - რექტორს გავუღიმე და მივაწოდე, მე კი ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ერეკლეს გვერდით. - სად მოტყდი გოგო გუშინ? - ჰა? - დაბადების დღიდან გახვედი და აღარც მოხვედი უკან. - ხო… წასვლას არც ვაპირებდი. გარეთვე გადავწყვიტე. - მარიამია მაგარ გატეხილში. - ოო მოიცა, რა… … მოიცა რა… მოიცა რა… ორი კვირა გავიდა და სამხატვრო აკადემიის ეზოში ვიდექი. შუადღის ორი საათისკენ და ისევ ერეკლეს ველოდი მარიამი რომ ამომიდგა გვერდში ანდრესთან ერთად. - აქ რა გინდათ? - გახერებულმა შემოვხვიე ხელები ორივეს. ორივეს იდეაში. ისე მხოლოდ ანდრეს, მარომ მხოლოდ გადამკოცნა. - მარიამ, ხომ ხვდები, რომ ორი კვირა გავიდა? - ხო არა? - ხო! - დამმშვიდებოდი მაინც. - აუუ… თავიდან უნდა დაიწყო? არ იცი რა ბოდიალა ვარ? - თვალები გადავტრიალე და ანდროს მოვუბრუნდი. - აბა რა გინდათ-თქო აქ? - ნაყინებზე ვაპირებთ ჟენკასთან წასვლას და მეთქი… - აუ არა… ჰუჩი უნდა წავიყვანო, არ მცალია. - მე მანქანაში დაგელოდებით.- შეწუხებული წავიდა ქალბატონი და მანქანაში ჩახტა. - ამან ხო იცის, რო მე საერთოდ არ მჭირდება და მარტო ნიკუს გამო არ ვტოვებ? - დაბნეული მიყურებდა და ხმას არ იღებდა. - თაი… - ხო ანდრი… აი ასე… არ შემიძლია. ასე მგონია ამისი თავი ნიკუმ მე და შენ ჩაგვაბარა და რა გავაკეთო? თორემ დაქალი რომ მჭირდებოდეს ერთი გიჟი ლენკაც მყოფნის მე. შენ, ერეკლე და ბიჭობა ქალებს აღარ უტოვებთ ადგილს. არ მჭირდება ეს მარიამი და რა ვუყო? თვითონ ვერ გაძლებს უჩემოდ ისევ! ტყუილს ვამბობ? რამდენი ხანია ხმა არ ამომიღია და შენ გეუბნები მარტო რა! რას კარგავდა იმ დაქალოჩკობას?! ნიკუს სულს კი ვეღარ გაუღრღნის ტვინს! მე მადგება ისევ!- ვიბუზღუნე და მერე სახე ისევ გამინათდა და გავიღიმე. - ნუ ჰე თქვი კაი რამე. არ დავიგრუზოთ. - ხომ… კაი ამდენი ხანია ხმას არ ვიღებ მარა… სადაა ის ბიჭი?ვინაა ან რამე არ უნდა თქვა? მე მაინც არ უნდა მითხრა? - აბა ბიჭი? - ლაუნჯიდან. - აბა ბიჭი ლაუნჯიდან. - კაი ავხსნი. ჯერ მარტო რო ცეკვავდი, მაშინ გიყურებდა დახამებული, მერე შენთან ვაპირებდი მოსვლას, ეზოში რომ შემოვედი მანქანაში ჯდებოდა.- მართლა დავიბენი. - მე მოვკვდე, ლაუნჯში თუ ვინმე გამეცნოს. და… მანქანა… ვერ ვიხსენებ. - ხო? - აა! გამახსენდა! - გამიხარდა! - მართლა! ისა… მერე მოგიყვები. - არა ახლა… - მერე… - ახლა… - არ მცალია ბიჭო. იმ დარეჯანს მიხედე თორე თვალებიდან იმდენ ნაპერწკალს ყრის მარტო რო დატოვე რო სალონს გადაბუგავს მალე!- უცებ ვაკოცე და ეზო გადავკვეთე. იქაურობა ხალხით, სტუდენტებით, სავსე იყო და მყოფების უმეტესობაც რა თქმა უნდა მე მიყურებდა. აბა ვინ არ იცოდა თაია ჩოქური თავისი გრძელი გიშრისფერი დალალებითა და ლურჯი თვალებით? არც მისნაირი ნიჭიერი ან წარმატებული იყო ვინმე. გაბრუებული მიდიოდა წინ და ის ის იყო წვრილი ქუჩა უნდა გადაეკვეთა მის გვერდით მუხრუჭის გამაყრუებელი ხმა რომ მოისმა და… და მოტოციკლიდან ვიღაც სასწრაფოდ გადმოვიდა. - შეიშალე? ასე ხომ მოგკლავდი?! - ბოხი ხმით უბღვეროდა, თაია კი ისევ გაშეშებული იდგა. ფერწასული მიშტერებოდა ადგილს. - ვაი… - მხოლოდ ეს თქვა და სახეზე ხელებაფარებულს კინაღამ გული წაუვიდა. მძღოლმა სასწრაფოდ შეაშველა ხელი და დაიჭირა. - პატარავ! პატარავ! რას მაშინებ თუ არ კვდები გოგო! - დაუბღვირა, როცა ლურჯი თვალები შეანათა. - გოლიათო?! აქ რა გინდა? - ჩემს გზაზე მიმავალს გადამიხტი და მე მეკითხები რა მინდა?.. იცი როგორ შემაშინე? - შენ უფრო. - ამოიხვნეშა და კინაღამ ტირილი დაიწყო… - და ნუ მიბღვერ! ისედაც შეშინებული ვარ! - ამოისლუკუნა. ბიჭმა ხელები მოჰხვია და თავის მხრებში პატარა ბავშვივით ჩამალა. - ტირი? მართლა რა პატარა ხარ. - იმას კი არ მეტყვის არ იტიროო! - იტირე მერე… ეგრეც საყვარელი ხარ. - შენ კიდე მანიაკი ხარ! - მადლობა! - არაფრის! და გამიშვი. ვეღარ ვსუნთქავ.- გაუშვა და ზემოდან დახედა. - საით? - მესამე პირში ვეღა მოვყვები რა შოკი მჭირდა. ღმერთო! გული ამოვარდნაზე მქონდა. ისე მეშინოდა, ფეხზე დგომის ძალა სად ვიპოვე არც ვიცი, ეს კი საითო მეკითხება. - გრიბოედოვზე. - წამო. - მაგით? - ხო. - აუ… არ დავიწყებ რაღაცეებს. მეზარებოდა ისედაც.- გაეცინა და წინ დაჯდა. მეც უკან მივუჯექი და ხელები შემოვხვიე. ახლაღა მივხვდი რომ ჩემი მოკლე შორტი-კომბინიზონი სულ არაფერს მალავდა და გამეღიმა. გზაში დავიღალე და თავი მხარზე დავადე. მომწონდა როგორ ვგრძნობდი, ყოველ შუქნიშანზე მის თავის “შეუმჩნეველ” მობრუნებას და ღრმა შესუნთქვას. ეზოს წინ გამიჩერა. - მადლობა… - არაფრის, ნახვამდის. - კარგად. - ხელი დავუქნიე და ისევ ისე გავიქეცი სახლში. უკვე მაგვიანდებოდა. - ირა მოვედი! - გავიგე. - რა? - მოტოციკლის ხმა. - მერე რა იცი რო მე ვიყავი. - ის ტიპი დავინახე ადრე მოტოციკლით და… - ირაკლი! ვანგა მყავხარ! - გარე ბიძაშვილი იყო ჩემი! მე ვასწავლე ის ტრუხა ბაზრებიც ყველა რო დააბოლა! - აბა აბა! გამოვიცვლი და уже иду! - Где любимая? - ჰუჩი უნდა წავიყვანო ვეტ-კლინიკაში. - იქ მიიყვანე მე რო გითხარ, პროსტა ზაზა ავადაა და მაგისი შეგირდი იქნება. - ოქეი პაპს. - თეთრი სარაფნით გავფარფატდი ოთახში. - ირაჩკა, მანქანა მათხოვე. - აჰა… - გასაღები მესროლა.- გიყიდი-თქო! - არა! სანამ ჩემით არ შევძლებ არ მინდა შენი ნაყიდი! - თორე ახლა… - არ თქვა! - ჰუჩის საყელო მოვაბი და გავედით. ოც წუთში ახალ ვეტ-კლინიკაში შევდიოდი. - გამარჯობათ, ზაზას შემცვლელთან ვარ ჩაწერილი. - სახელი, ოჯახი… - ჰუჩი, ჩოქურების. - ირაკლის გოგო შენ ხარ, კარგო? - დიახ. - ასეთი ახალგაზრდა შვილი ჰყავს? - არა, შვილიშვილი ვარ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. უბრალოდ სხვამ შემქნა თორემ, მისი გოგო უფრო ვარ. - გაეღიმა. - საით წავიდა? - პირდაპირ პირველივე ოთახი.- ძაღლს თოკი მოვხსენი. - ჰუჩი წამო.- სულ მიჯერებდა. ოთახისკენ ნელი ნაბიჯებით მივედი და მივაკაკუნე. - შეიძლება, ექიმო? - შევიჭყიტე, მაგრამ ვერავინ დავინახე. - მოდი… - ჰუჩი, მიდი. - ჯერ ძაღლი შევუშვი და მეც მივყევი. სანამ წინ გოლიათი არ ამესვეტა თეთრი ხალათით, მანამდე არ ამოვიხედე. პირი დავაღე და მხოლოდ მისმა ცინიკურმა ღიმილმა გამომაფხიზლა. - აქ რაღა გინდა? - ჩემს სამსახურში მოდიხარ და მე რა მინდა?- ისევ მშვიდად თქვა და ჰუჩი ლოგინზე დასვა. - აბა რა გვაწუხებს? - ეს ორი კვირაა უხასიათოდაა. ერთი პერიოდი გამოკეთდასავით, მაგრამ ორი-სამი დღეა ისევ ისეა. აღარც ბევრს მოძრაობს, სასეირნოდაც არ მომყვება, თვალები თითქოს ჩაცვენილი აქვს და რაღაც მძიმედ სუნთქავს. საერთოდ აღარაფრის თავი არ აქვს. თავიდან საჭმელსაც არ ჭამდა, მაგრამ მერე ჩემი ხათრით ძლივს ვაჭამე… - შენი ხათრით? - ხო. იცი რა ჭკვიანია? რო არ ჭამდა კინაღამ ვიტირე და სულ მე მიყურებდა ისე ჭამდა მერე. - ასეა, ჰუჩი? - ძაღლს მოეფერა და მერე მე გამომხედა.- შენ გადი. - რატომ? - აშკარად ძალიან ემოციური ხარ, თან ზედმეტი იქნები. - ვიქნები რა… არ მინდა მარტო დავტოვო. - მეც აქ ვარ. - შენ არ გიცნობს. - ბუზღუნით გავედი და მოსაცდელში დაველოდე. ერთწერტილს მიშტერებულისთვის მალე გავიდა დრო და ოც წუთში გოლიათმა გამომხედა. - შემოდი. მეც ორ წამში მოვალ. - ფურცლებით ხელში შემოსასვლელში მივიდა და იმ ქალს მისცა მე რომ გზა მიჩვენა. კლინიკა ძალიან პატარა იყო. მისაღბი და მოსაცდელი. მოსაცდელში სამი კარი იყო. ერთი გოლიათის, მეორე დახურული და მესამე საპირფარეშო. ერთი მისაღებშიც იყო, როგორც მივხვდი საწყობი. მე უკვე გოლიათის ოთახში ველოდი ექიმს, თან ჰუჩის ვეფერებოდი, რომელიც ლოგინზე იჯდა და თავი ჩემს მხარზე ედო. ექიმი უკან ორი ჭიქა წყლით შემოვიდა. ერთი მე გამომიწოდა. - მადლობა. - საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და წყალი მოსვა. - სანერვიულო არაფერია, უბრალოდ რაღაცამ მოწამლა, ახლა მე წამალს გავუკეთებ და… - ნემსით მოვიდა. - შეგიძლია მოეფერო? - თავზე ფერება დავუწყე, მან ნემსით რაღაც თეთრი სითხე შეუყვანა ორგანიზმში და მერე ლოგინის გვერდით, კარადაზე მყოფ ფურცლებზე რაღაცის წერა დაიწყო. მე მისთვის სულ სად მეცალა? ჰუჩის ვეფერები და თან შუბლზე ვკოცნი. - ჩემი ბიჭი. ჩემი კარგი ბიჭი. პატარა… - ძალიან უყვარხარ. - მეც ძალიან მიყვარს. - ღიმილით ვთქვი, ისე რომ ექიმისთვის სულ არ შემიხედია. მერე ჰუჩიკოს გვერდით ლოგინზე შემოვსკუპდი, მან კი თავი ჩემს კალთაში ჩადო. ბიჭი ჩემს წინ მაგიდას მიეყუდა და ისე მომაშტერდა, როდესაც მე პატარას ვეფერებოდი. - დიომიდე. - ხელი გამომიწოდა, აშკარად ჩამოსართმევად. - თაია. - გავუღიმე და ხელი ჩამოვართვი. ქვემოთ ყურებისას თმები სულ სახეზე მეფინებოდა, მეც ვეღარ მოვითმინე და იმ სიგრძე თმის დაწვნა დავიწყე. - რას აკეთებ? - ვწნი. - მოდი აქ. - სიცილით მოუარა ლოგინს და ჩემი ნაწნავი დაშალა. თავისი გრძელი თითებით ჩამომივარცხნა თმა. - ამხელას დაწნას შენით აპირებდი? - ისე ნაზად აკეთებდა ოდნავაც არ დამწიწკვნია თმა. - რეზინა. - ხელი გამომიწოდა და ამაზე გამეცინა. თმა შემიკრა და ისევ წინ დამიდგა, ოღონდ ახლა უფრო ახლოს. თვალებში მიყურებდა და განძრევას არც აპირებდა. მეც ვუყურებდი და პირველად ვსწავლობდი მის სახეს. დიდი შავი თვალები, საბაზე ბევრად დიდი, გამოკვეთილი ყბის ძვლები, ოდნავ კეხიანი ცხვირი, რომელიც აშკარად აპრეხილი იყო ერთ დროს, მუდამ დინჯი შავი ლამაზი წარბები, წვერი და… უგრძესი და ულამაზესი შავი წამწამები. კანიც მუქი ფერის ჰქონდა. უცებ გავიფიქრე რა მურთხია-თქო და უნებურად გამეცინა. - რა გაცინებს? - თვითონაც გაეღიმა და ჩემი სახე მის დიდ ხელებს შორის მოაქცია. - რა მუქი ხარ. - უბრალოდ რუჯი მაქვს. - ამ დროს? ჯერ მხოლოდ მაისია. - ვიცი… - გაეცინა. - რა პატარა ხარ. - უკვე რამდენჯერ მითხარი იცი? - კიდევ ძალიან ბევრჯერ ეტყვი. - რატომ? - აი ეს დიდი წითელი ლოყები რომ მიჭირავს და დიდ დაბნეულ თვალებს რომ აცეცებ აეთ-იქით, იმიტომ. - უცებ ცხვირზე მაკოცა და მომშორდა. ღიმილი სადღაც გაუქრა და წინანდელი სერიოზული გამომეტყველებით მომაწოდა ფურცელი. - დიეტაზეა. მხოლოდ ამეებს აჭმევ და რაც შეიძლება დიდი ხანი გეყოლება გარეთ, ხვალიდან. დღეს მთელი დღე სახლში იყოს, უკეთესია თუ იწვება. - გაიგე, ჰუჩი? წოლაში ჩემს გარშემო სირბილი და ჩემს მხრებზე შეხტომა არ იგულისხმება! - თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე და მერე ისევ მოვერფერე. - ვიზიტი დასრულებულია, თუ კიდევ რამის კითხვა არ გინდათ. - ახლა, ასეთ მდგომარეობაში, კლიმატის რადიკალური ცვლილება არაფერს დაუშავებს თუ ირაკლისთან უნდა დავტოვო? - სადმე მიდიხარ? - უცებ გამომხედა. - ვაპირებ. ზღვაზე ან მთაში. - მარტო? - ძაღლზე გეკითხებოდი’თ ექიმო. - ბოლო სიტყვას ხაზი გავუსვი და ცალი წარბი ავწიე. - ხო… არაფერს არ უზამს. - ძალიან კარგი. მშვიდობით. - კარი გამიღო და გამიშვა. მე მეგონა უბრალოდ კარი გამიღო. გამომყვა და შემოსასვლელამდე გამაცილა. ის კარიც გამიღო და მხოლოდ მერე დამემშვიდობა. - ნახვამდის, თაია. - გავუღიმე და მანქანაში ჩავჯექი. ჯერ ჰუჩი შეხტა და მერე მე მივყევი. ფანჯრიდან გამოვიხედე, ის კი კართან მდგომი ისევ მე მიყურებდა. სახლში მივედი და უკვე ექვსი იყო. - ირა! ლენკას დაბადების დღეა და მიშველე! - ჩემი საჩუქარი ნახე? - აბა? სადაა? - კივილით გავარდი და წინ დავუდექი. - ჩემს ოთახში ლოგინზე. - რა მიყიდე? - ვხტუნაობდი და თან მივრბოდი. მის ლოგინზე დიდი მუყაოს პარკი იდო. ტანსაცმლის. იქიდან კი წითელი ფერის მუხლამდე კაბა ამოვაძვრინე, ტანზე მივიფარე და დავტრიალდი. - აუ იკუუშ… ისე, სულ წითელ რაღაცეებს რატო მყიდულობ? უკვე იმდენი კაბა მაქვს... - შენ გარეგნობას უხდება და იმიტომ. ეგ ჩაიცვი, ის შავი ქუსლიანი სანდლები, მე რომ მიყვარს. - ხო ეგ ჯერ არ მცმია. ჩანთა? - შავი. - ოქეი პაპსს. - შევედი და ჩავიცვი. კაბა არც ფუშფუშა იყო და არც ტანში გამოყვანილი. მხრებიდან ეშვებოდა და მყარად იდგა. ბარძაყის შუამდე იყო. ოთახში გავპაკუნდი. - აბა? - დავტრიალდი და ბაბუს შევხედე, რომელსაც თვალები ყოველთვის ასე უნათებს, ამ სიტუაციაში. ფეხზე წამოდგა და ჩამეხუტა. - ჩემი ყველაზე ლამაზი. ჩემი პირველი ქალი!!! არ მჯერა, უკვე ქალი რომ ხარ. - რა ქალი ირა, ბავშვი ვარ ისევ. - ეგ შიგნით თორე აბა სარკეში ჩაიხედე… მშვენიერება. - თმა გავიშალო თუ კიკინად ავიწიო? - აბა ეს მაჩვენე… რა კარგი ნაწნავია. ასე როდის ისწავლე? - ამ… მე არ დამიწნია. - აბა? - ზაზას შემცვლელმა. - ლოყები რატო გაგვიწითლდაო? - დამცინა და ისევ დაჯდა. - ისა… გახსოვს… ისა… მაშინ რო მოგიყევი. საბას ძმაზე. მომაცილა-თქო. - ხო. - მერე… დილით იქ რო იჯდა, ის იყო. - ხო? - და… ზაზას შემცვლელიც ეგ არის. - მოიცა მოიცა… ცოტა ნელა. რა ხდება? - ხმა დაასერიოზულა. - არაფერი. უბრალოდ ყველგან ეგ შემხვდა და. - გამეცინა. - დაიკიდე რა. - დავიკიდო კი არა… ფრთხილად თაი. - ოქეი პაპსი. წავედი. საჩუქარი ჩანთაშია, ტელეფონი, გასაღები… რა მრჩება აბა? - სამაჯური… - უი… დილით რო დავიბანე დამრჩა. - ოთახში სევვარდი და უწვრილესი ოქროს სამაჯური გავიკეთე. მეტი სამკაული არ მეკეთა. - პომადა წავისვა? - როგორღაც გამოვაღწიე სახლიდან და ტაქსი გავაჩერე. - ლისზე. - ტელეფონიც ეგრევე ამღერდა. - სად ხარ, გოგო?! - ლენკამ ჩამკივლა, ისე რომ მძღოლმა გაზის პედალს უფრო იაჭირა. - მოვდივარ, ძედკა. რა იყო? - ყველა აქაა! ისეთებს გაგაცნობ. - აჰა მოვედი! - გამოგხედავ. - გამითიშა და ტაქსიდანაც დავინახე როგორ გამოკუსკუსდა გზაზე, საგანგებოდ გამოწყობილი. - იუბილარზე ლამაზად რატო? - რას ამბობ ჩემო ჟღალო? ყველაზე ლამაზი შენ ხარ! - აბა დატრიალდი… მოიცა, ასე თმა ვინ ჩაგიწნა? ნახე, მეც ზუსტად ეგრე მაქვს! - ვინ და გახოსვს ადრე რო გითხრა, ვიღაც დაჭრილს დავეხმარე-თქო. - ჰო… - მაგისმა ძმამ. - რა? - იმხელა იკივლა ყველა მტრედი აფრინდა გარშემო. - ეგ სად ნახე. - სად არა? - გამეცინა. - დაიკიდე რა. ძაან საყვარელი კია მარა, დღეს შენ ხარ პირველი პირი. - გავუღიმე და ხელკავით შევედით შიგნით. ისევ ყველა ჩემსკენ იყურებოდა, მაგრამ არც ახლა ვიმჩნევდი. - გოგო, აკა აქაა? - არ მოსულა. არც მოდის მგონი. - დაბღვერილმა დაიხედა. - არ ცალია. - არაუშავს პატარა, ხო იცი როგორც უყვარხარ. მგონი უკვე ისე ხართ, ეს სისულელეები უნდა გეკ’იდოს. - ხო… აუ მიდი ერეკლესთან და მოვალ მეც. - მარიამი აქაა? - კი. - ღიმილ აკრულმა ძლივს მივაღწიე ერეკლესთნ და ანდრესთან, იმდენმა ადამიანმა გადამკოცნა. - სად ხარ გოგო ამდენი ხანი? - ანდრომ დამაგდო თავის გვერდით. - რავი. გზაში. - ხო რა იყო… დაბადების დღეებზე ეგრე იცის… - აუ მარიამ! - თვალები ავატრიალე და ავდექი. ბარისკენ წავედი. - გამარჯობათ, ინგლისური ლიმონათი თუ შეიძლება… - ალკოჰოლური? - ძააალიან ცოტა რომით. - ბარმენმა თავი დამიკრა და კოქტეილის კეთება დაიწყო. დიდი ჭიქა ლიმონათით ხელში მივდიოდი, ისევ ანდრეს მივუჯექი, როცა ლენკა მოვიდა ვიღაცასთან ერთად. მე ჩემს ლიმონათს ვეთამაშებოდი საწრუპით. - ამომხედო იქნებ. - დამიჯაჯღანა. მე რა თქმა უნდა რეაქცია არ მქონია და ღიმილით ავიხედე. ღიმილი სახეზევე შემეყინა როცა მის გვერდით გოლიათი დავინახე, საბაც. - ესეიგი… ესენი არიან ის ბიძაშვილები, ადრე რო მოგიყევი… საბა და დიო, ეს … - ვიცნობთ. - ორივემ ერთდროულად თქვა. ამ დროს ისეთი სასაცილოები იყვნენ. რა თქმა უნდა თავი არ შევიკავე და გავიცინე. წამოვდექი და საბას გადავეხვიე, რომელსაც ამ ორ კვირაში საკმაოდ დავუახლოვდი, მერე გოლიათს მოვუბრუნდი. - უნდა მოგესალმო? - გამეცინა. იმასაც. ასეთი დიდი, სერიოზული და ასეთი ბავშვური სიცილით? - შენ კიდევ, ყოველ ჯერზე მშვიდობითო, მეუბნები. - გაეღიმა და ხელი გამომიწოდა. - მეცეკვები? - მოიცა. - ცოტა ლიმონათი მოვსვი და გავყევი. - ყოველ ჯერზე მშვიდობას რომ გისურვებ, ცუდია? უფრო სიმშვიდეს. - მშვიდობა და სიმშვიდე ორი კვირის წინ გაქრა სადღაც, ლაუნჯში. - ლაუნჯში? - კითხვას მოუყრუა და ტანზე ამიკრა, თან ზემოდან დამყურებდა და ახლა მას უნათებდა თვალები ირაკლივით. - რა პატარა ხარ. - ისევ, გოლიათო? - სიცილით ვკითხე და თავი მხარზე დავადე. ფაქტიურად ჩახუტებულები ვირხეოდით მუსიკასთან შერწყმულნი, თორემ ამას ცეკვა არ ერქვა. - მე გარეგნულად არ ვამბობ. - არა? - გინდა გარეგნულის გათვალისწინებით შეგირჩიო სახელი? - კი! - გაეცინა და ხელები ძალიან მაგრად შემომხვია. - გელოდები. - ეგეთი არაფერია, შენ რომ შეგედაროს. - ოჰო… რა ორიგინალური კომპლიმენტია! ათიანი. - გამეცინა. - ცანცარა, ცეტი. - მუდო. - ხელები კისერზე შემოვხვიე. - რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს ძალიან დიდი ხანია გიცნობ? - მე კი პირიქით. - ეგ როგორ? - როგორ და… აი მგონია რომ ძალიან ცოტა ხანია გიცნობ და თან… - ღრმად ამოიხვნეშა. - თან? - არცაა საკმარისი დრო. - რისთვის? - შენთვის. ანუ, ჩემთვის, რომ შენ გაგიცნო. ასე მგონია არასდროს მომეცემა იმდენი დრო შენთან ყოფნისთვის, რამდენიც მე მინდა. - ჰო… ეგ არავინ იცის. - რა? - ვის რამდენი დრო აქვს. - გავუღიმე და ისევ მხარზე დავადე თავი და ახლა სულ ქვემოდან ვუყურებდი. - რა მარტივად ამბობ. - მეც ამოვიხვნეშე და მუსიკაც დამთავრდა. მოვშორდი. - დავჯდეთ რა. - მე და შენ. - ჰო. - ცალკე. - კარგი.- ჩემი ლიმონათი ავიღე და “შეუმჩნევლად” გავყევი ეზოში. - ისე, ლენკას ბიძაშვილი თუ ხარ რატო არ გიცნობ? - დავიჯერო არ მოუყოლია? - ყველაფერს კი არ ვმახსოვრებ რასაც მეუბნებიან. - მე უკვე რვა წელია ბრიტანეთში ვცხოვრობ. ნუ ვცხოვრობდი. წელს საბოლოოდ ჩამოვედი. - საბა? - ოთხი-ხუთი წელია გამოუშვეს. - გვერდით მივუჯექი. - რა პატარა ხარ. - ღმერთო! - ამოვიგმინე. - გისმენ… - ღმერთი ხარ და არ ვიცი? - ყველასი არა. - მხოლოდ პატარების? - მხოლოდ შენი. - მხოლოდ ჩემი? - ხო. - მე მყავს უკვე. - ტყუი. - არა. - ხოდა მაშინ ის ისე არ გაგიღმერთებია, როგორც მე მაღმერთებ. - არა. მამრებს რო დასკვნის გამოტანის უნარი ნული გაქვთ ვიცოდი. ეს უკვე ზედმეტია. - მთაში ვისთან ერთად მიდიხარ? - მარტო. შეიძლება ზღვაზე. - მაინც? - არ ვიცი-თქო. ალბათ ჩემს ღმერთთან ერთად. - ტყუილს არ მოეშვები. ხო? - არაა ტყუილი-მეთქი! - და მაშინ რატომ არ მჯერა? - ეგ ჩემი პრობლემა არაა. - ხო… ანუ ღმერთთან ერთდ მიდიხარ. - ხო. - უცებ წამოგდა და ხელში ამიტაცა. - რას აკეთებ? - ვცდილობდი მკაცრი სახე შემენარჩუნებინა თუმცა სიცილისგან ვიხეოდი მეც. ის მხოლოდ იღიმოდა. მთელი ოთახი ჩვენ გვიყურებდა, გადაკვეთა და თავის მანქანაში შემსვა. - საით? - ხომ თქვი მივდივართო? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.