შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პულსაცია "1


24-07-2017, 17:46
ავტორი ელი
ნანახია 1 545

ცხოვრებაში არის რაღაც მომენტი,გარდამავალი რეალობასა და ოცნებას შორის.ოცნებას,რაც გინდა რომ აგიხდეს,რადგან მორგებულია შენზე და ოცნება,რომელიც მძაფრია, გწადია, მაგრამ იცი რომ არ აგიხდება, არა იმიტომ რომ სათანადოდ არ იბრძვი,არამედ იმიტომ რომ ის არაა შენზე მორგებული.
სწორედ ასეთი "მოურგებელი ოცნება" მქონდა.
სახელად - დათა !
მეოცნებე კი ვიყვავი მე, ერთი არაფრით გამორჩეული გოგონა,გრძელი წაბლისფერი თმით. მეტი არც არაფერი.
ვცხოვრობდი პატარა,ძალიან პატარა დასახლებაში, სადაც ყველაფერს ერთი ფერი დაჰკრავს-გაცრეცილობის.
ადგილი,სადაც დავიბადე,გავიზარდე,მივაღწიე სრულწლოვნებას.მოკლედ რომ ვთქვა,ეს ადგილი მე, ზედმეტად მეოცნებეს, პედანტსა და მრავალფეროვნების მოყვარულს თავის მარწუხებში მახრჩობდა.
მთელი ცხოვრებაა ვეჭიდები ერთ ძაფს, რომელსაც განათლება ჰქვია,სინამდვილეში კი, ეს დიდი კარია,რომელსაც საოცნებო ცხოვრებაში შეყავხარ.
მაგრამ ამ კარამდე მე ჯერ კიდევ დიდი და მტანჯველი გზა მაქვს გასავლელი. მანამდე კი,უნდა განახოთ ის ყოფა,თუ საიდან მოვდივარ.
ვიზრდებოდი ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, არც ფუფუნებით განაბივრებული და არც გაღატაკებული. ჩვენ ყოველთვის გარდამავლობაში ვიყავით.ყოველთვის ვნატრობდით რაღაცას.
ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონება დედის მუცელზე შემოწყობილი ჩემი ხელებია, როდესაც პირველად ვიგრძენი ჩემი ჯერ კიდევ დაუბადებელი დის დარტყმა.მახსოვს, მაშინ უბედნიერესი ვიყავი.
ჩემ ცხოვრებაში ახალი მანათობელი ვარსკვლავი ჩნდებოდა და გაჩნდა კიდეც, სახელად-თათო, ჩემი თათო.
მე აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას მის გაზრდასა თუ აღზრდაში.
ჩემი საქმიანობა ამით არ შემოიფარგლებოდა, ასევე აქტიურად ვეხმარებოდი დედას სახლის საქმეებში,რადგან მას, როგორც დასახლებაში მცოხვრებს ხშირად უწევდა ბაღში ბოსტნეულის მოყვანა, მაშასადამე ხშირ შემთხვევაში, თათოც და სახლიც ჩემ განკარგულებაში იყო ხოლმე.
არაფერი შეედრებოდა მშობლების დაღლილ სახეზე სიამოვნებისა და სიამაყის ელფერს.
სწორედ ეს იყო ყოველთვის ჩემი მთავარი მიზანი.
მყავდა ორი საუკეთესო მეგობარი-ნანო და გაბო.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა,რომ ისინი იყვნენ ჩემთან სულიერად დაკავშირებულნი და მე, ყოველთვის შემეძლო თვალდახუჭული მივნდობოდი თითოეულს.
ახლა კი გადავიდეთ პულსაციაზე.
პირველი დარტყმა მახსოვს მე-10 კლასში ყოფნისას მივიღე.
უკვე წამოზრდილს მომწონდა საღამოობით გარეთ სეირნობა, რა თქმა უნდა ნანოსა და გაბოს კომპანიონობით.მზესუმზირის კნატუნი და ახალი ინფორმაციების გაცვლა.
სწორედ ერთ-ერთი ასეთი საღამო იყო.არდადეგები უკვე დაწყებული გვქონდა. მე და ნანო კი ვაწყობიდით გეგმებს თუ სად წავიდოდით იმ ზაფხულს.
მიმავალთ იქვე, კიბეებზე ჩამომსხდარი ბიჭების ამალა შემოგვხვდა. არც კი ვიცი რატომ,
მაგრამ ჩავლისას თვალი შევავლე და სწორედ მაშინ,დავინახე ის.
დაბალზე გადაპარსული ქერა თმით, თავი დაბლა დაეხარა და თითებში მოქცეულ კრიალოსანს აწვალებდა. დამიჯერებთ?! სუნთქვა შემეკრა იმის მოლოდინში,რომ ამოეხედა, დაჟინებით ვუყურებდი, მისი დახრილი თავით მოხიბლული მე.
-გაბო !- დაჟინებული ფიქრებიდან ნანოს ხმას გამოვყავარ. წამიერად მისკენ ვიყურები,ის დგას და გაკრეჭილი მთელი მონდომებით იქნევს ხელს ბიჭების მიმართულებით. მზერა კვლა კიბეებისკენ გადამაქვს,სადაც უკვე ამოუცნობიფერის თვალებს ვეჯახები.
გავიყინე !
აღარაფერი დამინახავს მათ გარდა.
თვალებს ვახამხამებ და სხეულზე ძლიერ ხელებს შევიგრძნობ.
ვახელ და ნაცნობს სურნეს ვგრძნობ-გაბოა.
-ჩემი გოგონები საით მიდიანო?- ხელებს მიშვებს და ლოყაზე ხმაურით მკოცნის.
-ვსეირნობთ- გაკრეჭილი ნანო მზესუმზირის კნატუნს აახლებს.
ისევ მისკენ მინდა გახედვა,მაგრამ არ შემიძლია.
-პელ,რატომ არ დამირეკე?-ჩემი სახელის გაგონებისას გონზე მოვდივარ და გაბოს ვუყურებ.
-მე... მე...-ენა მების და ამაზე გაბრაზებული,ჩვეულებისამებრ ფეხებს ვაბაკუნებ და "დალაგებული" შევყურებ გაბოს- შენთან ვიყავი ამოსული და ნანაჩკამ გასულია და არ ვიცი სადო.
-ჰო,ბიჭები ამოვიდნენ და - მეკრიჭება გამო.
მე კი კვლავ ვერ მოვდივარ აზრზე.
ყველაფერი სწორედ აქედან იწყება...
იწყება და დიდხანს აღარც მთავრდება.
გამოვიცნო თქვენი პირველი შთაბეჭდილება?!-ბავშური ატუტუცება, ან უფრო კონკრეტულად ბავშური ვითომ გრძნობა, მაგრამ მოიცადეთ, ჯერ ყველაფერი წინაა.
მოკლედ,რამდენიმე ხანში გავარკვიე ჩემი "ტრფობის ობიექტის" ვინაობა.
დათა...
ჩემზე სამი წლით უფროსი იყო.თბილისელი, "გაჩითული" ტიპი, ოღონდ არა თავისი მონდომებით, მისი გარეგნობის წყალობით. კაცობაში კაი კაცი,როგორც ბიჭები იტყვიან ხოლმე. ყავდა ერთი უმცროსი და,რომლისთვისაც საუკეთესო ძმა და მეგობარი იყო.
მას ასევე ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჩემს გაბოსთან,რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ჩემთვის.
პირველი კითხვა რაც თავში "ამენთო" -რატომ აქამდე არ ვიცოდი მის შესახებ?
როგორც გაირკვა ჩემს "ჭაობში" აგარაკი ჰქონია და იმ წელს სწორედ აქ გადაწყვიტა დასვენება ძმაკაცებთან ერთად.
ჰო, აი ასე...
ზაფხულის პერიოდში ჩვენ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და თითოეული შეხვედრისას მეკვეთებოდა მუხლები. ამ სიტყვების რეალურობაც სწორედ ამ წელს აღმოვაჩინე.
ყველგან ამეკვიატა... გონებაში, თვალებში, ყველგან...
სადაც არ უნდა ვყოფილიყავი მისი სახელი მესმოდა, ყველგან მას ვხვდებოდი.
მალე აღმოცენდა ჩემში ახალი გრძნობა სახელად დათა.
მაგრამ მე ვინ შემამჩნევდა"?! ერთ პაწაწინა და სრულიად უბრალო გოგონას,გრძელი, წაბლისფერი თმით.
ზაფხული მიიწურა, მაგრამ არა დათა. წავიდა... ჩვეულებრივად, განა სხვანაირად როგორ უნდა წასულიყო? რა შეაკავებდა მას? ჰომ, ერთი პაწაწინა გოგონას გრძნობები ხომ არა?! არა ! როგორ გეკადრებათ.
მეორე დარტყმა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო, როცა ზამთრის პერიოდში შევეჩეხე ჩემს დათოვლილ ჭაობში.
მაშინ მოვხვდი,რომ დათას ზამთარიც უხდება.
თანაც,როგორ ძალიან !
ის არა და არ ამოდიოდა ჩემი ფიქრებიდან. ვცდილობდი, მე მართლა ვცდილობდი,მაგრამ ვერ შევძელი.
ერთ გაზაფხულის საღამოს მე და გაბო მივუყვებოდით ჩემი სახლისაკენ გზას.
-რაღაც უნდა გითხრა-როგორც იქნა მოვრჩი თითების წვალებას და გავხედე.
-მიდი დაიწყე ერთი-გამიცინა მან და მივხვდი,რომ უკვე ყველაფერი იცოდა.
-დაამუღამე ხო?-თვალები ავატრიალე მე.
-კაი რაა... მაგას გამომაპარებდი?- ცხვირზე დამკრა თითი და გულზე მიმიხუტა.-ისე, გემოვნება ყოველთვის გქონდა.
-ჰო, აშკარად, მაგრამ ყოველთვის მავიწყდება ჩემი გარეგნული შესაძლებლობები და შესაბამისად ჩემ მიერ ამორჩეულ ბიჭებთან ჩემი შანსები.
-ნუ ფილოსოფოსობ შენი ჭირიმე რაა- თავი გააქნია, მორჩა, გამოვიწერე უფასო ლექცია თავად დიადი გაბრიელისაგან.
-თავადაც ხომ იცი,რომ ვერც კი მამჩნევს.
-პელო, თვითშეფასება ამოქაჩეე რა
-გაბრელ,მშვენიერ ლეველზე მაქვს თვითშეფასება და ნუ მომთხოვ, რომ აღმატებითში გადავიყვანო.
-მაშინ დაუშვი შენ ტვინამდე, რომ მშვენიერი გოგო ხარ, ჩემი ბურთი ცხვირით, ლამაზი თვალებით, საოცარი ღიმილით და დიდი, ძალიან დიდი გულით- უფრო მაგრად მომიჭირა ხელები.
-გაბო, დათასთან არ მაქვს შანსები, მაგრამ... აუ... გაბო ძალიან ძალიან მომწონს და რქა ვქნა?!
-რა გეშველება ჩემო ჭუკო-ამოიხრა მთელი სიმძიმით.
ახლაღა შევნიშნე,რომ ჩემი კორპუსის ეზოში ვიყავით.
-არ შემოხვალ
-არა პელ, დაღლილი ვარ. წავალ ცოტას წავუძინებ.-ხმაურით მაკოცა ლოყაზე.
-კარგი, აბა შენ იცი-მეც ვაკოცე და სადარბაზოსკენ წამოვედი.
-პელ-დამიძახა უკნიდან გაბომ და მეც მაშინვე მივტრიალდი.
-მიყვარხარ- გამეკრიჭა ისე, მე რომ მიყვარს. გიჟია გეფიცებით...
-მეც გაბოო-ხელი დავუქნიე და სახლის კარიც შევაღე.
მაშ ასე, გაბომ ჩემი გრძნობების შესახებ გაიგო.
აქედან იწყება ბევრი დარტყმები.
გაბო მაგიჟებდა, სადაც ნახავდა დათას ჩუმად ფოტოებს უღებდა და მესენჯერს მიფეთქებდა. მეც დადებილებული,გაბადრული და აფორიაქებული ვიძინებდი და ვიღვიძებდი.
ისევ არ გადამიარა დათამ.
ამასობაში მომავალი ზაფხული მოვიდა.
ისევ ამოვიდა, მაგრამ ახლა შედარებით მცირე ხნით.
მაინც ვახერხებდი მისთვის თვალის შევლებას. არ ვიცი მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ სულ უფრო და უფრო სიმპატიური ხდებოდა, იზრდებოდა და მისი ის ნაკვთები,რომლებიც ასე მიყვარდა მასში, უფრო და უფრო იხვეწებოდა.
არ ვიცი რა გრძნობა იყო დარგული ჩემში,მაგრამ ვგრძნობდი,რომ იზრდებოდა.
იმ ზაფუხულს მეტჯერ აღარ მინახავს, აღარც სასწავლო პერიოდში გამოჩენილა.
როგორც კი დროს ვიხეთებდი ვიჯექი გაბოს გვერდით და ვალაპარაკებდი დაუღალავად დათაზე.
სწორედ აქედან ამოგიხსნით მთავარ ამოცანას.
როგორ შეიძლება ასე ძალიან მომწონდეს ბიჭი,რომელსაც არც კი ვიცნობ, მაგრამ დამიჯერეთ მას უკვე საკმაოდ ვიცნობდი. ის გავდა გაბოს. მას ვისი კარგი თვისებებითაც აღფრთოვანებაული ვიყავი.
მე მჯეროდა გაბოსი.ის კი ამბობდა,რომ დათა ისეთი იყო,როგორიც სწორედ მე მინდოდა, სასაცილოა არა?!
ჰო, ასეცაა.
მოკლედ რომ ვთქვა, ზუსტად ვიცოდი,რომ ვაი და გამეცნო, არ დამაფრთხობდა მისი პიროვნულობა.
ხშირად ვბრაზდებოდი ჩემ თავზე.
არ მომწონდა და მეტიც, შეიძლება ითქვას, მეზიზღებოდა კიდეც ჩემი მდგომარეობა, მაგრამ ვერაფერს ვცვლიდი.
მომდევნო წელს სკოლა დავამთავრე.
ბოლო ზარზე უმაგრესი შოუ დავდგით. სწორედ ამ დღეს გავიგე სავარაუდო სიურპრიზის შესახებ.
-პელ, დათა თუ მოახერხებს ამოვა ჩვენს ბოლო ზარზე-ყურში მიჩურჩულა ნანომ.
ისე დავიბენი და ისე გამეხარდა ყველა და ყველააფერი გადაამავიწყდა და ამდენ ხალხში ტაშის კვრა და ხტუნვა დავიწყე.
მთელი "'დაწერების" და ღონისძიების პერიოდი თვალებით ვეძებდი,მაგრამ ვერ ვიპოვე.
გადაღებებზე მიმავალთ მანქანაში გაბომ შემომიყო თავი. მოწყენილი სახე ჰქონდა. ერთი გამიქნია თავი და წავიდა.
მე და დათა ისევ ავცდით.
როგორც შემდეგ გავიგე სასწრაფო საქმე გამოუჩდა უნიში და ვერანაირად ვერ მოოახერხა ამოსვლა.
ჰო, აი ასე მწარედ მეხუმრება ჩემი ბედისწერა.
თუმცა, უკვე აღარ მქონდა დათაზე ფიქრის დრო. ბანკეტიც ჩავამთავრეთ და ეროვნულების დრო მოვიდა.
უდიდესი სტრესი ჩემს ცხოვრებაში.
ესეც გადავაგორე, მაგრამ დათა ვერა...
ჩვენ უკვე დავეწიეთ უახლოეს წარსულს.
ერთი კვირის წინ დათა გამოჩნდა და მესამე ზარფხული დადგა,რაც ჩემს გონებაშია.
კეთილი იყოს კიდევ ერთხელ შენი ფეხი ჩემო დათა !
უკვე შევეჩეხე მის თვალებს.
იცით?! წამიერად შემომხედა...
ესეც კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა.
კიდევ უფრო გაზრდილი და დაკაცებული მეჩვენა.
ჩემი დათა.
და ჩვენ უკვე ჩემს დღევანდელობაში ვართ.
როგორც ყოველთვის ჩემი პატარა ფისუნიას ქლასუნი მაღვიძებს.
-მღვიძავს გარი,მღვიძავს- აწეწილ თმას ხელით "ვილამაზებ" და საწოლიდან გადმოვდივარ.
ფანჯარას ფართოდ ვაღებ და ჩემს ყვავილებს მზის სინათლეზე ვალაგებ. წყალს ვუსხამ და მცხუნვარე ამინდის შემყურე მაინც ბედნიერად ვიღიმი-ზაფხული.
უცებ ვირგებ თხელ სარაფანს და ოთახიდან გარისთან ერთად გავდივარ.
-დილამშვიდობისა დედუცი-ხმაურით ვკოცნი მოფუსფუსე დედას და ბლინების ცომში ნეკა თითს ვუსვამ. მალევე მეწევა დედიკოს გაშლილი ხელი ჩემს ხელზე, მაგრამ მე უკვე მოვასწარი დაგემოვნება.
-ჩემი თათო სადაა?-ვყვირი და ვცდილობ დივნის უკან დამალული ბუთქუნა ტაკუნები არ შევიმჩნიო-ნეტა სადაა თათო? ოუ... ბუამ ხომ არ შეკაპა? რა მეშველება ახლა-იქვე დივანზე ვჯდები და "მოთქმას ვიწყებ"
-ბუუ- ნეკნებზე მის ფუმფულა ხელებს ვგრძნობ და მეც შიშისგან გული მიმდის.
-დედუ, პელოო- წამოიტირა დაბნეულმა და მეც ხელში მოვიგდე მისი ბუთქუნა ბარკლები და ხმაურით დავუკოცნე.
-ეშმაკუნა-წამოიყვირა კისკისით და ცხივრზე მაკოცა
აი რა არის ცხოვრების მიზანი- შევუნარჩუნო ეს სიხალისე და სიმსუბუქე მთელი ცხოვრება.
საღამო ხანს ფილმის ყურებისას ჩაძინებული უცნაურმა ჩხავილმა გამომაფხიზლა.
-პელაგიაა ყვირილით შემოვარდა ჩემს საძინებელში ნანო.
მეც მამისკვლელი მზერა მომეფინა და საწოლიდან წამოვბობღდი.
-ნანული, თათოს გეფიცები ერთხელაც იქნება და გულს გამიხეთქავ !- გამაფრთხილებლად ვუქნევ თითს და ჩემ სანუკვარ სიზმარს მივტირი.
-კარგი რა ფისუნია, როგორ შეიძება მე-მკერდზე მიიჭირა თითი-შენ-ახლა მე მომითათუნა-გული გაგიხეთქო-გრძელი წამწამები დამიხამხამა წამში სამოცჯერ.
-აი თუ არა ნახავ უფფფ- საბოლოოდ წამოვდექი საწოლიდან და ჩუსტების ძებნა დავიწყე.
ნაყინების მოსატანად სამზარეულოში გავედი და უკან დაბრუნებულს უეცრად რაღაც დამეჯახა და საწოლზე აღმოვჩნდი.
სწორი ვიყავი, რაღაც და ეს რაღაც თავად ნანო იყო, რა თქმა უნდა !
მგონი უკვე ნესტოებიდან ბოლს ვუშვებდი.
-აბა პელაგია, სწრაფად დატრიალდი, ჩაიცვი, გაიპრანჭე და ჰერი ჰერი კრუგებზე. შენი დათუჩაც აქ არის, ჩემი გაბრიელიც აქ არის და + სნიკერსებიც მოვაა-ტაში შემოკრა და ჩემს საწოლზე შეხტა.
ახლა რომ ვფიქრობ,არც მე ვარ მუდო, მაგრამ ეს ძალიან ჰიპერაქტიურია, ძალიან !
-გაბ,სად ხარ?-ყურლმის გაენაზა ნანო და მეც ფხუკუნი ვერ შევიკავე-კარგი 2 წამში მანდ ვართ.-ხელკავი გამომდო და როგორც შემდეგ აღმოვაჩინე, ერთ არც ისე ხალხმრავალ ადგილას წავედით.
მალევე შევნიშნე გაბო, რამდენიმე აქაური ბიჭი და ჩემი ძველი კლასელი და ბავშვობის მეგობარი ნიკა.
-გამარჯობა ბიჭებო-მივესალმე ყველას და გაბო და ნიკა გადავკოცნე და მის გვერდითვე ჩამოვჯექი.
ნიკასთასნ სამომავლო გეგმების განხილვით გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ მოგვიახლოვდა მანქანა და ჩვენს სიახლოვესაც გაჩერდა.
ბიჭების შეძახილებზე გავაბრუნე თავი და ჰოპ...
გაგაცანით ხოჯმ უკვე ჩემი დამპალი ბედი?
ხო და ახლა მინდა გითხრათ,რომ მგონი დღეს კარგ ხასიათზეა.
მანქანიდან დათა გადმოვიდა.
ჩემი დათა.
ნანოს მოჭერილი თითები ვიგრძენი და გაბოს ეშმაკური ღიმილი დავინახე.
-გამარჯობა-პირველად ხმა და კიდევ ერთხელ აჩქარებული პულსაცია.
ბიჭების ჩამოვლა და ჩემ წინ მდგარი დათა პირველი.
აი სად დამერხა...
-დათა გაიცანი, ჩემი გოგონები: ნანო და პელო.
-სასიამოვნოა- ჯერ ნანოს შემდეგ კი მე შემომხედა და გამიღიმა.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ დავიბენი, გავიღიმე და ჩემთვისაც-თქო ვუპასუხე.
ღმერთო ჩემო, არც კი მჯერა. გავიცანი...
ამდენი ხნის შემდეგ გავიცანი.

-პელ,ლუდს დალევ?- ფიქრებიდან გაბომ გამომიყვანა. მეც ღიმილით მივტრიალდი მისკენ.
-ცოტას- თითებით ვანიშნე და გავიკრიჭე.
დავინახე დათას როგორ ჩაეცინადა ცოტა, ნუ სულ ცოტა ავუტუცდი.
საღამომდე ვისხედით, ლუდს ვსვავდით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით.
ჩემდა გასაკვირად არ ვიყავი ძალიან შებოჭილი.
ალბათ ეს იმის ბრალია, რომ მინდოდა დათას თვალში ისეთი გამოვჩენილიყავი როგორიც ვიყავი და არა ერთი მორცხვი დაბნეული გოგო და ამით გამომეაშკარავებინა ჩემი მისდამი გრძნობები.
ერთ საკითხზე ჩემი და დათას აზრები ერთმანეთს დაემთხვა და საკმაოდ საინტერესო საუბარი წარიმართა. გვერდიდან ვამჩნევდი გაბოს ჩუმ ღიმილს და ვგრძნობდი ჩემი დაბალული ხელების კანკალს.
ლუდი რომ შემოგველია დათამ ინიციატივა წამოაყენა.
-მოდით, ჩემთან წავიდეთ და საღამო იქ გავატაროთ, რას იტყვით?- გადმოგვხედა ბავშვებს.
ბიჭები ერთხმად დაეთანხმნენ, მხოლოდ ჩვენი სამეული იყო მდუმარედ.
არც ვიცოდი ეს მიპატიჟება მე და ნანოსაც თუ გვეკუთნოდა.
-თქვენ რას იტყვით გოგონებო"?- პასუხი გაეცა ჩემს კითხვასაც.
-გაბრიელი თუ წამოვა მე დავრეკავ და გამომიშვებენ-გაიღიმა ნანომ და ახლა ყვეელას ინტერესიანი მზერა ჩემკენ მოიმართა.
-მე არ ვიცი, დავრეკავ ჩემებთან და გავარკვევ.-გავიღიმე და ჯიბიდან მობილური ამოვაცურე. გვერდზე დაგავედი და დედუცის ნომრის ძებნა დავიწყე. ძალიან რომ ვნერვიულობდი მაშინ შევამჩნიე კონტაქტების ძებნას ნახევარი საათი რომ მოვანდომე.
-ალო დე-როგორც კი მიპასუხა "ვეცი"
-ჰო,დე
-დედუ, სახლში ხართ?- ნერვიულად დავიწყე ხელების ტანზე სმა
-კი პელო,რა ხდება?
-დე, ბავშვები ვართ გარეთ და გაბოს მეგობარმა აქვე დაგვპატიჟა სახლში, გაბოც იქნება და ნანოც და წავალ რაა-პასუხის მოლოდინში გავიტრუნე.
დედამ მამას გადასცა ჩემი სიტყვები და თავადვე გავიგე მამას სიტყვები-გაუშვი გაერთოს, გაბრიელი თუა არაფერია სანერვიულო.
-დე წადი და ძალიან არ დაიგვიანო კაი?
-კაი დე, ძალიან არ დავიგვიანებ, მიყვარხართ- გახარებულმა ჩავძახე და ბედნიერი გავეშურე ბავშვებისაკენ.
-აბა?- ჩამეკითხა დათა.
-აჰამ, მიშვებენ-გავიღიმე მეც და წამშივე შემომეხვია წელზე გაბოს ხელი.
სამული დათას მანქანაში ჩავსხედით. გაბრიერლი რა თქმა უნდა წინ დავასკუპეთ და ჩვენ უკან დავსხედით.
ჯერ კიდევ მომხდარით გაუგნებულს ნანოს ხელები,რომ შემომეხვია მაშინ გამოვფხიზლდი.
-პელ, მე კი არა, აი ეს გაგიხეთქავს გულს- ჩამცინა ჩუმად და ყელში მაკოცა.
არ ვიცი რა გითხრათ, როგორ გადმოგცეთ ჩემი განცდები, რას შევადარო, რა სიტყვები ვთქვა.
საოცრება იყო.
როცა ხდება ის, რაზეც განუწყვეტლივ ოცნებობ,გაცნობიერებული გაქვს რომ არ მოხდება და წკაპ მოხდა.
თანაც მთელი სიცხადით.
ისეთი სიცხადით,რომ ახლა წინ მიზის, მანქანას ღიმილით მართავს და მომენტებში თითებს, საოცარ თითებს, საჭეზე ათამაშებს.
თუ ეს სიზმარია მინდა,რომ ან არ დამთავრდეს და ან ჯერ კიდევ დიდხანს ვიძინო.

**********************
ჰომ, გამარჯობა ერთი მტანჯველი წლის შემდეგ.
დავრუნდი მთელი წლის ნაგროვები და ტყვეობაში მყოფი მუზებით.
იმედი მაქვს ჩემს მკითხველებს ისევ გავახსენებ თავს.
მუდამ თქვენი ელი <3

პულსაცია "1




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent