შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულწრფელობის საღამო (7 თავი)


24-07-2017, 18:43
ავტორი gvanc(a) 15
ნანახია 1 549

სახლში დავბრუნდი,გადავივლე, თმა გავისწორე,ტუჩსაცხი წავისვი, ცოტა ტონალური და ტუში. თვალის ფანქარი უჯრაში ჩავაბრუნე, ზედმეტი მეჩვენა.
როცა შენში რაღაცები იცვლება, მაკიაჟი თავის გამართლებაა,რომ ისევ ისეთი ლამაზი და კარგი ხარ.
ჩემი სითეთრის დასაფარავად მუქი ტონი დამდევდა სახეზე, ტუჩების დაშრობას ტუჩსაცხი მიფარავდა, მოკლედ მაგარ ფორმაში ვიყავი.
ტანსაცმელიც სხვანაირი შევარჩიე, უფრო მეტად გამომწვევი. ნაცრისფერი ტანზე გამოყვანილი ქვედაბოლო ჩემი უკანალის წარმოსაჩენად და შავი ჩემით გადაკეთებული მაისური, საიდანაც ჩემი ,,ბითლზის“ გაფორმების ლიფი ლანდავდა.
ადრე უფრო ლამაზი ვიყავი, უნდა ვაღიარო. მაკიაჟი არ მჭირდებოდა ხოლმე.
ასე რამდენიმე წლის წინ.
ოცდაორის ვიყავი, მე კიდევ მეგონა უკვე სამყარო დამიტრიალდა. რამდენიმე ჭაღარაც აღმოვაჩინე და ჩავფიქრდი, სიბრძნე მომემატა თუ ასაკი ნეტავ?!

ჩემი თაყვანისმცემლის რამდენიმე ზარი, თითის უცაბედი მოძრაობით ამოვშალე და ჩანთაში ყველა არასაჭირო ნივთი ჩავტენე.
სიგარეტი-რომელსაც ვეღარ ვეწეოდი, სარკე,რომელშიც აღარ ვიხედებოდი და პრეზერვატივი,რომელიც კაცმა არ იცის რაში მჭირდებოდა.

,,იმედია ჩანთას არ გამიჩხრეკენ“- თავში ეს აზრი დამიტრიალდა და სახლიდან გავედი.
სანამ ჩემ მეგობრებთან მივიდოდი, ერთი ბიჭი უნდა მენახა.
რადგანაც საკმაოდ უინტერესო ტიპი იყო, მისი აღწერა არ ვისურვე.

უკვე ცხრას ურტყამდა საათი, ვქოშინებდი და მივდიოდი. მალე ვიღლებოდი ხოლმე, ბევრი სიარული არ შემეძლო.
უცხო სახეებს ვლანდავდი, გვერდით ჩამივლიდნენ და ბუნებრივია მეც იგივეთი ვპასუხობდი.
ადრე ვფიქრობდი ხოლმე, ასეთი თეორია რომ არსებობდეს. ,,განწყობის თეორია“ მაგალითად, რაც ყველას ვირუსივით მოედება. ამ თეორიის თანახმად კი, ყველას შეეძლოს იმის თქმა,რაც იმ მომენტში უტრიალებს. აი მაგალითად მათხოვარმა ყველა იმ გამვლელს შეუკურთხოს,რომელმაც უემოციოდ ჩაუარა. ბიჭებმა მოკლე კაბიან გოგოებს, მათი უსაზღვრო ფანტაზიები ჩაურაკრაკონ და ჩემმა ექიმმაც ერთხელ და საბოლოოდ მითხრას რომ არაფერი მეშველება.
სექსის მერე, ყველა პოზა განიხილებოდეს, გრძნობების დაფარვა უკვე აღარ იყოს აუცილებელი და უშუალობაც უცხო ხილში არ მოიაზრებოდეს.
კოცნის, სიტყვებისა და განწყობის -არავის აღარ შეეშინდებოდა.
მე ვფიქრობ რომ უკეთესად შემობრუნდებოდა ყველაფერი, ცუდსაც მივიღებდით და კარგსაც, უფრო მრავალფეროვანი არჩევანი იქნებოდა, უინტერესო აღარ მომეჩვენებოდა ყოველდღიურობის ხავსი.
გულწრფელობა...

რა არის გულწრფელობა?
<<

ვესაუბრე, ვუთხარი აზრი არ აქვს-მეთქი ჩემზე დროის კარგვას. ნუღარ მირეკავთქო, სხვა გზა აირჩიე მეთქი- სხვა გზა, სხვა ადამიანზე გამავალი.
ვუთხარი ისედაც ცოტა დროათქო დარჩენილი.
ნუ დგახარ აქ, ნუ მიყურებთქო.
ნუ მესაუბრები და ნუ გიციმციმებს თვალები,ასე უიმედოდ.
ჩემგან ხომ ხედავ-ჩავშავებულ უპეებს მეთქი, მეტი არც არაფერიათქო.

შემდეგ ჩანთიდან პრეზერვატივი ამოვაძვრინე და ხელში ჩავუგდე სიცილით.
გამოგადგება-მეთქი ისედაც თვეებია უაზროდ დავათრევ.
გაეცინა იმასაც, აშკარად ხელი შევუწყე ფინანსურად.
ჩემთან უნდოდა ვიცი მისი გამოყენება, მაგრამ რას ვიზამთ, არ ასრულდა მისი გულის წადილი.
გადავულოცე სხვა იმიერ სამყაროსა და სინაზეს.

დავიშალეთ, მოწიწებით, სიცილით და ჩახუტებით.
ეს სულ შემეძლო- ცუდი რამის,კარგით გადაკეთება, იუმორითა და უშუალობით.

ვიცი აღარ დამირეკავდა, ვუყურებდი და ვიცოდი, ტკიოდა რაღაც. უარი ტკიოდა. მეც მტკივა ხოლმე უარი, ოღონდ ესე არ მტკივა, ფიზიკურ ტკივილს შევეჩვიე-ვეღარ მოქმედებს.
დავემშვიდობე და დელისს ფეხით ავუყევი.
ხალხი ბოგინობდა და ყაყანებდა, ყველაფერი ისევ ძველებურად იყო. სუნიც კი, არ შეიცვალა.
მარტო ვიყავი ვიცი,მინდოდა კიდეც, ოცნებას მერჩივნა. უაზრობასა და იმედგაცრუებას მერჩივნა. გაუმართლებელ დამოკიდებულებას.
დავიკიდე და გავაბოლე სიგარეტი, საბედნიეროდ აღარ უმოქმედია ისე.
ეს დეტალები მაფიქრებდნენ,იქნებ გამოჯამრთლება შესაძლებელია და იქნებ სულაც არ იყოსთქო საჭირო ყველაფრის მოყოლა.
ასე უბრალოდ ეს სისულელე გამიქრეს და ისევ მე დავრჩე.
მხოლოდ მე.

<<

კარი შევაღე მომენტალურად და ვიღაც ისე ძლიერად ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა.
- იგრძნო შენი მოსვლა და კარებთან გელოდებოდა-მითხრა ნიცამ და ფეხზე წამოდგა, უკნიდან შემომეხვია და მხარზე თავი დამადო.
- მოგვენატრე ყველას- ლელა უკვე წინიდან მეხვეოდა.
- ის პატარა ვიღაც სად არის?- ვკითხე ბარბარეზე.
- დედაჩემს დავუტოვე, ეძინა, აღარ გამიღვიძებია.
- მეგონა ვნახავდი. ერთი წლის ბედოვლათია უკვე მე კიდევ მხოლოდ თვეების ვნახე, თავს რომ აქანქარებდა და იდორბლებოდა.
- ახლაც მასე შვება- თქვა ლელამ და გადაიხარხარა- ს აწევა დაამუღამა უკვე, ჯდება თავისით, კლეოპატრასავით ზის დივანზე.
- სიყვარული- ვუთხარი დატკბილულმა.

ლელამ დივანზე მიმითითა და თავადაც გვერდით ჩამომიჯდა.

- რომ ვუყურებ, ზოჯერ მგონია ჩემი არ არის. განა იმიტომ რომ არ მევასება და არ მინდა, უბრალოდ ასეთი ლამაზი რანაირად გაჩნდა ვერ ვიგებ.

პატარა გოგონას ფოტო მაჩვენა და იქ მყოფებმა წამიერად შვილი ვისურვეთ.

- შენ გგავს- ვუთხარი
- რა მე მგავს გოგო, მამამისის უფროა ვაღიაროთ. რომ ვუყურებ ხოლმე, რაღაც მინდა ვესროლო, მერე მახსენდება რომ ჩემი შვილია და ვჩერდები.
- *ირი- მოგვესმა უკნიდან გიორგის ხმა,რომელიც ისევ ბარბარეს ფოტოს უყურებდა.
- განსაკუთრებული უნარი მაქვს- გვითხრა ლელამ- სულ ვიცი, გიორგი რა მომენტში,რას იტყვის.
- განათხოვარო- გიორგი სკამზე მოიბუზა და წარბები მაღლა აწია- შენ რომ მიგატოვებს ადამიანი და ასეთ არსებას მითუმეტეს, სხვა რა უნდა უწოდო, მითხარი.
- იმას არ მივუტოვებივარ, პირიქით არ იყო?!- ლელამ შემომხედა.
- ასე პროსტა, მივდივარო, აღარ მინდიხარო, ჩანთა ჩაალაგა და ჩემთან ერთად წამოვიდა-დავუდასტურე.
- ქათმები- თქვა უკმაყოფილოდ-შენ ის ქენი,რასაც ადრე თუ გვიან ეგ იზამდა.
- გიორგი რატომ გინდა ხასიათში *ამიჯვა სულ?- ლელამ ვეღარ შეიკავა ბრაზი და მზერა მოარიდა.

ყველანი უცაბედად გავჩუმდით.

- მე რაღაც მოვიტანე- ვთქვი და ჩანთიდან ჟელიბონების რამდენიმე შეკვრა გადმოვყარე. ნიცა ისე ეცა, მეგონა ცხოვრებაში არ უნახავს.
- მიყვარხარ ნეს- პირში რამდენიმე ჩაიდო ერთად და მუცელზე გადაწვა.
- ჩვენც გვინდა- გიორგიმ კალთაში ჩაიყარა და შემომხედა.

არ ვიცი ეს შემოხედვა რატომ აღმოჩნდა ასეთი უცნაური მაგრამ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ასე ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს.
- ტანსაცმელივით ვერ დაკეცავ შენ ცხოვრებას და თაროზე ვერ შემოალაგებ-თქვა ლელამ ტუჩების წკაპუნით- რაც მოხდა მოხდა, ყველაფერი კარუსელივით ტრიალებს, ბედნიერი ვარ ბარბარეს გამო და ისიც ბედნიერი იქნება ჩემ გამო. იმის გამო რომ ასეთი მაგარი დედა ჰყავს. ჩემი არჩევანის გამო,რომ არ ავარიდე თავი მის სიყვარულს და ექიმთან არ წავედი მის ამოსაჭრელად.
- ბარბარე რომ არ იყოს?-იკითხა გიორგიმ და ლელამ გააგრძელა
- გავუფასურდებოდი. ასე,მარტივად.
ლელას ჩავეხუტე და არჩევანი შევუქე.
ის ჰარმონია რაც გვქონდა ხოლმე, ახლა შემეხო.

- შენ ქალბატონო?-ნიცა გადმოიწია ჩემკენ-სიახლეები არ გაქვს?
- კი როგორ არა. დღეს პრეზერვატივი ვაჩუქე ბიჭს,რომელსაც დავშორდი.

ყველას გაეცინა, მეც გადმომედო ღიმილი.
- აი ასეთი სიურპრიზებით სავსე რომ ხარ, მაგიტომაც მევასები.
- და შენ?-შევუბრუნე
- იმ ლექტორს ვეჩალიჩები ისევ. ძალიან იფასებს თავს.
- მანიაკი ხარ...
- პატარა ბიჭები არ მომწონს ხომ იცი. ასე მგონია ჭყიპინებენ. აი რომ საუბრობენ, მინდა ლეიკო ავაკრა. კოცნის სურვილიც არ მიჩნდება, არათუ აღგზნების.
- ოდესმე სამყარო შენ შესაფერის რობოტს გამოიგონებს, მუდმივი ერექციითა და მიუტოვებლობის უნარით-გიორგიმ ნიცას თვალი ჩაუკრა, მეც იგივე გავაკეთე.
- რობოტამდე უნდა დაკმაყოფილდე-
- მაგისთვის ბევრი რამ არსებობს. ხახუნისა და ინერციის ძალები, ხელსაწყოები, ამოზნექილი კუთხეები, თითები და ა.შ
- ლუზერო, მოკეტავ?

,,კი კი, როგორ არა“-გავიფიქრე და გიორგი ავათვალიერე ,, ასეთი სახითა და ტანით, ლუზერი ვერასოდეს იქნები“
მაგრამ რადგან ჩვენ წრეში, ის ამ ზედმეტსახელით სარგებლობდა-მეც დავადასტურე.

გიორგიმ მაცივრიდან ლუდები და რაღაც სანოვაგეები ამოალაგა, შემდეგ მობილური აიღო და რამდენიმე პიცა შეუკვეთა.
ასევე ხმაამოუღებლად, საუბრის დასრულებისთანავე, მთლიანად გათიშა და მაგიდაზე სენსორის მიმართულებით დადო.
ზუსტად ამ დროს გაისმა,მესიჯის ხმა,ჩემი მობილურიდან.

ყველამ მე შემომხედა, საკუთარ თავსაც მე შევხედე. თან ვფიქრობ-რა დავაშავე, მესიჯს ვკითხულობ და ვშლი, თან მათ ვუყურებ. ისინი კი, ისე მაკვირდებიან, მგონია მალე არაფრისთვის ამკიდებენ სასჯელს. დავითრგუნე, ყველა ჩუმად იყო, მიყურებდნენ და მეც შევხედე სარკეში საკუთარ თავს, რამე ხომ არ შემეცვალა-მეთქი.
ყველაფერი თავის ადგილზე მქონდა, ჩემი საამაყო ტუჩებიც და მკერდიც.

- სერიოზულად?- ვიკითხე დუმილში და ჩემი ქშენის ხმაც გავიგონე შიგნით.

რამდენიმე წამი ისევ დუმდნენ, მათი მზერა კანს მიწვავდა, სადაცაა გავსკდებოდი და გინებას დავიწყებდი.
მერე კი განათდა და ისევ ფერებში აღვიქვი სამყარო. ამაყად გადავილაგე ფეხები ერთმანეთზე, მობილური ავიღე, გავთიშე და ეკრანის მხარეს დავდე მაგიდაზე.
ყველა კმაყოფილი იყო, ჩემი მისია აღსრულდა.

- სანამ მობილურები არ გავთიშეთ,კარებთან იდგა, არ შემოდიოდა-მითხრა ლელამ-
- მშვენიერი წესია- გიორგის გავუღიმე-უბრალოდ აღარ მახსოვდა.
- აკლია ამ საცოდავს- ნიცა თავს ძლივს იკავებდა რომ რამე ცუდი არ ეთქვა,მაგრამ გამოვიდა რომ მაინც ცუდი თქვა.- რა ვუწოდო, აღარ ვიცი, არაფერი არ შეეფერება.
- შენ ისევ სვამ?- ყველამ რატომღაც დავაიგნორეთ ნიცას წამოსროლილი სიტყვები და მზერა გიორგისკენ გადავიტანეთ- კიდევ ერთი ძმა გინდა აღმოაჩინო?შეეშვი...

ბოთლი გამოვართვი.
უხეშად წამართვა და ისევ მოსვა.

- ალექსანდრე მენატრება-ვთქვი მოწყენილმა, ძმის ხსენებაზე.
ყველანი რაღაცნაირად ერთმანეთს დავშორდით, ახლა მივხდი რას ნიშნავს თითოეული ნატეხი, გატეხილი ფაიფურის ჭურჭლიდან. ერთი ციდა ნატეხი,რომელიც მთლიანობას ადგენს.

პიცა რომ მოიტანეს,სიცოცხლის უნარი დაგვიბრუნდა, ახლიდან დავიწყეთ სუნთქვა.
ოთახში ისეთი არომატი ტრიალებდა, ცუდი განწყობისთვის დრო აღარ გვეყო.
ერთი ცალი დავანაწევრეთ, გადავხედეთ-რამდენი დაგვრჩა და აღმოჩნდა რომ საკმარისზე მეტიც კი იყო.
დავმშვიდდით, ვილუკმებოდით, ერთმანეთს ვუყურებდით.
ერთად ყოველთვის ყველაფერი გემრიელი იყო, ასევე მეგემრიელა ჩვენი შეხვედრაც და დადასტურებით ვუთხარი ჩემ თავს,მეგობრები საუკეთესო რამეა-მადისთვის.

ასე რამდენიმე წუთი ისევ არაფერი გვითქვამს, ოღონდ ჩვენი დუმილი, მაინც სიტყვებად აღიქმებოდა. არ ვიცი ეს როგორ უნდა აღვწერო, ალბათ ვინმე გამიგებს.ამის იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში.

კარებზე ისეთი კაკუნი ატყდა, ლუკმა გადამცდა და ლუდი მოვიყუდე რომ არ გავგუდულიყავი.
ხველება ამიტყდა.

- ვინ ჯანდაბაა?- ვიკითხე გამწარებულმა და კარებს მივვარდი.

მის გამო ლამის დავიხრჩე, ცხოვრება დავასრულე, ვინც არ უნდა იყოს მაგრად გაითათხება.
ხმის ტემბრი დაყენებული მქონდა, თუმცა კარების გაღების შემდეგ ყველაფერი ზედ შემახმა.

ალექსანდრე გაბრაზებული შემოვარდა სახლში, მოსაცმელი სკამზე მიაგდო, გაოფლილი და ანერვიულებული იყო, არცერთს არაფრად არ გვაგდებდა. საპირფარეშოში შევარდა, კარები ჩაკეტა.
წყლის ჩასხმის ხმა რომ გავიგეთ,მაშინ მოვედით ცოტა აზრზე.

ისევ ოთახში შემოვიდა, უკვე დამშვიდებული მაგრამ მაინც უკმაყოფილო.

- ეს დედა ნატირები, მთელი დღეა გზაში ვარ, უჭმელი,უპატრონო, არავის მე არ ვაინტერესებ,არავის მე არ ვუყვარვარ, ჩამოვდივარ, გეგონება გაუხარდეს ვინმეს,იმედიანად მოვდიოდი, სასმელი ვიყიდე... კაროჩე მოვდივარ რა, ბედნიერი ვარ, მეთქი ვნახავ ამათ, იქნებადა ვუყვარვარ ვინმეს ისევ. ნოსტალგიებში ვარ მოკლედ, რეი ჩარლზს ვუსმენ, ვღიღინებ მხიარულად.
მერე კიდევ მეფიქრება, კარგი მივდივარ-მივდივარ, მაგრამ სად მივდივარ? მისამართი აღარ მახსოვს, ქუჩა ვიცი, ნომერი აღარ. კარგი-დაუშვათ ამ ქუჩაზეა, რამე დეტალი მაინც არ დამამახსოვრდებოდა რომ კორპუსი ვიპოვო?
ვერაფერს ვიხსენებ, არადა მინდა, კარგ პონტში გაგჩითოთ და პირღიები დარჩეთ, ისე დაახლოებით როგორც ახლა ხართ.მოკლედ მოვატასავებ რა, ,,say no more”-ზე გადადის ფლეილისტი, რაღაც ხოდზე ვარ, მეთქი დედას მოვუტ*ნავ, ვიპოვი.
ცუდად ვარ, ტუალეტში მინდა, უკვე ხასიათი მიფუჭდება.
ავიღე მობილური მეთქი ამათი დედაც, იყოს რაც არისთქო მაგრამ ... თქვე *ირებო სად ჯანდაბაში გაქვთ მობილური?! ყველას გამორთული, ჰკიდიათ სოციუმი და ცივილიზაცია.
ძლივს საცოდავად კადრები აღვადგინე, იმდენ კარებზე დავაკაკუნე, მცნობს უკვე ხალხი.
მერე რაღაცები გამახსენდა და მეთქი სერი კარის ფერი არ იყო, ლელას სახლი, ამ თეთრ კარებზე რას ვაზარინებთქო და კაკრას გვერდით იყო ეგ ფერი.
ესე ერთიანად მობილურები რა პონტში გათიშეთ?

აგონიიდან პირველად მე გამოვედი, მისკენ გავიქეცი და მოვეხვიე.
მანაც შემომხვია ხელები და თმაზე მაკოცა.

- ეს უფრო გალამაზებულა-აღნიშნა- ყოველთვის თქვენზე უკეთესი იყო.

აშკარად წყინს, არავინ ეხუტება ჩემ გარდა.
შემდეგ გიორგიმ ლუდის ბოთლი აიღო და მიაწოდა.

- გეგონა აქ სენტიმენტები და ამბები დაგხვდებოდა ხო?- ალექსი იწეოდა საჩხუბად, მე ვაკავებდი-

ბოლოს მოთმინება დაიკარგა და უკვე სამივე დაუფარავად ვეფერებოდით,ხან თმაზე და ხან დატატუირებულ მკლავებზე.

- გიორგის თემაა ეგ მობილურების გათიშვა-ვუთხარი
- ანუ ჯერ არ გამოჯამრთელებულა- გიორგის გახედა- არადა ძმაო, მართლა მეგონა რომ გეშველებოდა რამე.

ნიცას ჩაეცინა, ტუჩები მოიკვნიტა.
თან ათვალიერებდა მის ოდნავ შეცვლილ და აშკარად გასიმპათიურებულ სხეულს.

- შანსი არ გაქვს- როცა მზერა იგრძნო, ალექსიც წამოენთო- შანსი არ გაქვს პატარა.
ყველას გაგვეცინა, დივანზე ერთად გავიშხლართეთ.
იმ წამს ვიფიქრე რომ ლელამ ზუსტად გათვალა ჩვენი ზომა,წონა, მასშტაბები და დივანი ისე შეარჩია რომ ყველა დავტეულიყავით.

სუნი რომ ვიგრძენი, მაშინ გაღვივდა ის განცდა რომ გიორგის თავი ჩემ მუხლებზე ედო. ამ წამს შევამჩნიე ეს.
თითები თმაში შევუცურე და შუბლზე ვაკოცე.

- სიტკბო-თქვა კრუსუნით
- ყველას ნესი გიყვართ-ნიცა განაწყენდა- მეც კი მიყვარს მემგონი. ეს რა წესია ვერ გავიგე, აი რამდენიმე წელია მაგის ახსნას ვცდილობ,რატომ გვიყვარს ნესი ასე ძალიან. გიორგი ხომ გამაღიზიანებელია,სულ იმიერ სამყაროზე გველაპარაკება, გეგონება დედამიწისთვის არ არის გაჩენილი. ლელაც ისე იტყვის ხოლმე რამეს, ისე გაცვთება საუბრის დროს, საკუთარ პიროვნებას შეგაზიზღებს. აქვე გყავს მოღალატე და მანიპულატორი რომელიც ისე მიდის ჩვენგან ერთი წლით, ისე უემოციოდ გვეუბნება ამ ყველაფერს, თითქოს არაფერი რჩებოდეს აქ. აი ყველა ხომ რაღაცნაირად ცუდი ტიპები ვართ, მაგრამ ნესიზე ვერაფერს ვიძახი. მიყვარს და ყველას რომ გვიყვარს არ მიკვირს. ხანდახან ისე მინდება მძულდეს,რამდენადაც მიყვარს.

- უცოდველი არავინ არ ვართ-გიორგი ჩაერთო- ნესი უბრალოდ ნაკლებად ცოდვილია.უფრო მეტად ვუფრთხილდებით და ვეფერებით. იმიტომ რომ ვაფასებთ,არ შეგვიძლია მისი მიტოვება.

- რას ნიშნავს ,,საუბრის დროს ცვთება?“- მე განსახილველი თემა აღარ ვიყავი, ლელას ძალიან ეწყინა ნიცას ეს რეპლიკა, აუცილებლად აპირებდა ამის განხილვას.

- იმას ნიშნავს რომ ისე საუბრობ ზოგჯერ, ისაოდა მე იმდენი გამომიცდია, რა გაქვთ ჩემთან სათქმელი, ისე დაგვიკიდე როცა გათხოვდი,ვიფიქრე, გიცვლიდით იმ შენ ლენჩ ყოფილს,აქამდე.

- ამას რა უნდა უთხრა ახლა?- ლელა უარესად გაღიზიანდა- რას ნიშნავს გოგო ,,საუბრის დროს ცვთება“ -ო რომ თქვი, ამიხსენი რა გთხოვ.

- გაჩერდით- ვცდილობდი ღიმილის შეკავებას,მაგრამ არ გამომივიდა.

- არა,ხომ ამბობს რომ ვცვთები, ამიხსნას, რით არის ჩემზე უკეთესი მეგობარი თქვენთვის, რა აქვს უბრალოდ პრობლემა ჩემთან მიმართებაში... მიმიცია იმის მიზეზი ეგ ეფიქრა?

- უმიზეზოდ არავინ გესაუბრება შენ- ნიცაც წამოენთო- მიზეზი მაქვს,ესეიგი სასაუბროც არის.

- ოჰ, მართლა? და რა მიზეზი გაქვს?-

მე და ბიჭები ვცდილობდით სიტუაციის განეიტრალებას და უშუალოდ ორივეს პოზიციას ვიჭერთ.
- უემოციოდ არავინ წასულა- ვხვდებოდი ალექსანდრე რასაც უმიზნებდა, უნდოდა საუბრის თემა მასზე გადასულიყო,რომელიც აუცილებლად მშვიდობით ჩაივლიდა და ეს დაძაბულობაც მოგვშორდებოდა რამენაირად.
- აბა როგორ წახვედი?!- ვხვდები, ამართლებს ეს მეთოდი, მაგრამ ისევ იგრძნობოდა სიმძიმის სუნი ირგვლივ.
- მშვენივრად იცი რატომაც წავედი.
- არა არ ვიცი ალექს, მე ხომ არაფერი არ ვიცი. აგერ გიორგი დაგეთანხმება, ჩემზე სულელი აქ არავინ არ არის. არა გიო?
- რა თქმა უნდა-დაუდასტურა-ეჭვგარეშე.
- ჰოდა ვერ მივხვდი, შეგეძლო აქაც ყოფნა მაგრამ გადაწყვიტე წასვლა. მიზეზი იციო მეუბნები,რა მიზეზზე მელაპარაკები? თუ მე ვიცი, იქნებ სხვესაც უნდათ რომ გაიგონ.
- არ გვინდა რა გთხოვ- მშია საშინლად, უნდა ვჭამო და დავისვენო, არ მაქვს კამათის ნერვები.
- ჰო, ნუ მესმის რატომაც არ გაქვს. რაზე უნდა მეკამათო, არ ვიცი. რას იტყვი,ან რით გამართლდები.
- ჩვენ აღარ ვიყავით ერთად,როცა წავედი- ალექსი მშვიდად აგრძელებდა- მე გასამართლებელი არაფერი მაქვს, ისეც ხდება რომ გვიწევს ესეთი ნაბიჯების გადადგმა, ამის გამო არ ღირს ვინმესთან ასე აგდებით საუბარი. მითუმეტეს შენგან ცოტა უსამართლოა.
- ეს წარსულის ,,რეჩები“ არ გვინდა გთხოვ, ყველამ იცის აქ, რა რატომ მოხდა...
- ჰო... დარწმუნებული ხარ?

ამდენი კითხვის ნიშანი, ამდენი ძახილის ნიშნით დაბოლოება, ამდენი უთქმელი წყენა, ჯერ არ ყოფილა ჩვენ ირგვლივ.
არ ვიცი,საიდან დაიწყო ეს ყველაფერი.
ცუდმა წინათგრძნობამ ბეჭები მატკინა, დივანს მივეყრდენი და გიორგის ვთხოვე ცოტა ხნით აეწია თავი ჩემი მუხლებიდან რადგან უკვე მიბუჟდებოდა.

ის ფეხზე წამოდგა, ყველას სიმშვიდისკენ მოგვიწოდა და ლეპტოპს დაუბრუნდა.
პროექტორი გაასწორა და მხრებში გაიმართა.

- მოკლედ ორი ვარიანტი გვაქვს... ან ,,იდეალურ უცნობებს“ ვუყუროთ ან ,,მაიმუნების პლანეტას“.
- ის პირველი რაზეა?- დავინტერესდი.
- ოო... წესით უნდა მოგვეწონოს...

შუქი ჩააქრო, პროექტორი კედლისკენ მიმართა, ლეპტოპი გაასწორა და სრულ სიბნელეში, დიდ ამრეკლავ ეკრანზე, სუბტიტრები გაჩნდა.

<<


(თხოვნა იქნება, სანამ კითხვას განაგრძობთ, უყუროთ ,,იდეალურ უცნობებს“. იდეალურის არარსებობის შესაგრძნობად).



№1 სტუმარი Ani

Nanaxi makvs, mikvars, male dade gexvecebi torem movkvdebi

 


№2 სტუმარი Ani

Agar agrdzeleb? egre nu momekcevi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent