შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...16...


25-07-2017, 01:30
ავტორი kethrine
ნანახია 1 918

ალბათ ორ კვირაზე მეტი სახლიდან არ გავსულვარ, ლელაც ვეღარ ახერხებდა ხშირად სახლში ყოფნას. რამდენჯერმე შემომთავაზა, ნუგოს უარს ვეტყვი და შენთან დავრჩებიო, თუმცა მე ვიუარე. არც ის იყო ვალდებული. მიხაროდა მათი კარგად განვითარებული ურთიერთობა.
რა თქმა უნდა მენატრებოდა ალექსიც, მაგრამ ვცდილობდი ჩემს პატარაზე უფრო ბევრი მეფიქრა, მასზე გაფავრთულიყავი და სხვა ყველაფერი დამევიწყებია. ერთხელ თუ ორჯერ დამირეკა, მაგრამ არ ვუპასუხე. შემდეგ კი იყო ჩაშავებული, დადუმებული ტელეფონის ეკრანი და ჩემი უზომო მონატრება. ვიცი პირობა დავდე, მაგრამ ხანდახან მაინც ავდიოდი ოთახში, კარს ვკეტავდი და მთელი გულით ვტიროდი. თითქოს მშველოდა, ცოტა ხნით. ალბათ ასეც ჯობდა...
ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული ორსულობა მქონდა. არც ტოქსიკოზი და არც რაიმე, განსაკუთრებული სურვილი. მე ვიყავი მარტო ჩემ გულთან და დიდ მონატრებასთან ერთად.
უცნაურია, მაგრამ ვფიქრობდი ალექსსაც დავავიწყდი-თქო. განგებ ლელაც აღარ ლაპარაკობდა მასზე, მეც არაფერს ვეკითხებოდი...
დღეს კი კონსულტაცია მიწევდა უკვე 8 კვირას ვითვლიდით მე და ჩემი პატარა...ცოტა ვნერვიულობდი, არინდოდა ცუდი ანალიზები. ეგ კი არა ერთი სული მქონდა როდის დაიბადებოდა. ადრე ავდექი, ლელა მომყვებოდა ექიმთან. შავი შარვალი, კედები და ატმისფერი ზედა შევარჩიე. თმები მაღლა ავიწიე და პატარა ჩანთას ხელი მოვკიდე, როცა ლელას ტელეფონი ამღერდა
-გისმენ დედა- ლაღად ჩასძახა თუმცა რამდენიმე წამში შევამჩნიე, ცოტა დაიძაბა და ტელეფონი ერთი სიტყვით გათიშა
-რა მოხდა ლე?
-იზ სოფელში ბებია გამხდარა ცუდად, წამოგყვები და მერე იქიდანვე წავალ კარგი?-დამწუხრებული სახით ამოილაპარაკა
-მიდი, ახლავე წადი ლელა, მე მარტოც წავალ, პატარა ხომ არ ვარ. მიდი გთხოვ, ახლა რომ გამომყვე ეგ უფრო მეწყინება, თან...- დამთავრებული არ მქონდა, კარზე ზარის ხმა გაისმა, მასთან უკვე ახლოს მისულმა ლელამ კი უცბად გააღო და გაოცებულმა ხმამაღლა ამოთქვა
-ალექსანდრე? აქ?-ძლივს თქვა ორიდე სიტყვა, მე კი ლელაზე უფრო დაბნეული ვუყურებდი და ვერ მიმხვდარიყავი, ამდენი დღეების შემდეგ რა უნდოდა ისევ ჩემთან.
-კარგად ლელა შენ როგორ ხარ? სანდრო დამიძახე რა, არ გვინდა ოფიციალური ალექსანდრე-ოდნავ, უდარდელად უღიმის, ლელას მხარზე ხელს ადებს და ჩემსკენ ინაცვლებს
-იზი მზად ხარ? წავიდეთ-ისე მთავაზობს თითქოს შეთანხმებულები ვიყოთ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იცით რაზე მეფიქრება?! მის სახელზე. ვერ ვხდები ეს სხვადასხვა ჟღერადობის, თუმცა ცოტა ერთნაირი სახელები, მისთვის რა მნიშვნელობას ატარებს. ლელასთვის თავიდან ალექსანდრე, ახლა კი სანდრო, გიგას მსგავსად ჩემთვის ალექსი რატომაა? როცა მივხვდი რომ ფიქრისგან თავბრუ დამეხვა, თვალები ძლიერად დავხუჭე და ისევ ალექს შევხედე. საოცარი მოთმინებით მიცდიდა კართან, ჩარჩოზე ოდნავ, ნახევარი ტანით მიყრდნობილი, წარბები შევკარი და ლელას გავხედე, რომელიც ჩემსავით არეული იყო. წინ გადაუდგა, გულზე ხელებდაკრეფილი და მტკიცედ კითხა ის, რაც ალბათ იმ წუთს ორივეს გონებას დაგვტრიალებდა
-ალექსანდრე! სახელობანას თამაშობ ოღონდ ცოცხლად?!-ინტერესიანი მზერით ელოდებოდა პასუხს, მან კი ოდნავ გაიღიმა, კარებს მოშორდა, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი და ლელასთან ახლოს დადგა
-ლელა "ცოცხლად სახელობანას თამაში" რა არის?
-იცი რა? ... -ოდნავ ჩაფიქრდა და დაამატა -ჩემთვის ამიერიდან იქნები აკო ან აკუნა... და სულ არ მაინტერესებს მოგწონს მისი ჟღერადობა თუ არა. კლინიკაში აღარ ვართ, ჩვენ ბინაში ხარ და ახლა აქ უფროსი ვარ მე!-ნიშნისმოგებით აღნიშნა და ამაყად თავაწეული დაწვდა თავის ჩანთას, მისი გამოსვლით გაკვირვებულ ალექს გვერდი უქცია და კარებში გაუჩინარდა.
აქამდე ოთახის შუაგულში მდგარი, ფეხის განძრევასაც ვერ ვახერხებდი, ერთიანად მოზღვავებული ემოციებისგან ალბათ, გულიც გამიჩერდებოდა. მიხაროდა მისი მუქი, ყველაფრის მთქმელი, მაგრამ ამავე დროს წაუკითხავი თვალები. უზომოდ მინდოდა ყველაფერი დამეიგნორებია, მივსულიყავი და უზომოდ ძლიერ ჩავხუტებოდი, მაგრამ ყველაფერს დავივიწყებდი ჩემში მფეთქავი, პატარა გულის და ალექსის მზერის გარდა. ამ სიტუაციაშიც კი ჩემთან იყო, მიგებდა და დახმარებას ცდილობდა. მე კი ალბათ მის ადგილზე მყოფი ამდენს ვერ გავუძლებდი. ის ხომ ჩემი ისევ დახმარების ცდით, ყველაფერს ივიწყებდა. ვღირდი კი ამისთვის? ვიმსახურებდი? შევძლებდი?


გჯერათ რომ იმ დღეს მარტო წავედი? არც არავინ დაიჯერებს. ყველაფერს ისე აკეთებდა და ამბობდა რომ ეჭვის შეტანასაც ვერ ვასწრებდი. დღეს კი ნათლად ვხედავ და ვხვდები, როგორი დიდი გრძნობა შეუძლია ატაროს ადამიანმა, მისი თვალების წაკითხვაც ვისწავლე, ნაწილობრივ... არცერთი შეხვედრა არ დამვიწყებია.
გვერდით მედგა და ზრუნავდა იმ ბავშვზე, რომელიც მისი არ იყო. რამდენი შეყვარებული ადამიანი შეძლებს მსგავსს? ხო, ალბათ ცოტა. არც ის დამვიწყებია, ოდნავ წამოზრდილ მუცელზე, ინტერესით რომ მაკვირდებოდა, მაგრამ მაშინაც ვერ გავბედე, მისი ხელი ამეღო და ჩავხუტებოდი. ვერ გავბედე და ამით უფრო მტკიოდა.
ისიც მახსოვს, მეორე ვიზიტის შემდეგ სახლში დაბრუნებულს, წამოწოლა და დასვენება მინდოდა, მუცელიც შესამჩნევად მემჩნეოდა. გემოგლობინის დაბალი მაჩვენებლის გამო, თავზე დამტრიალებდა. ფრთხილად დააკაკუნა კარზე, ნახევრად მეძინა მაგრამ თავი არ ამიწევია, დავიცადე თუმცა რას ვუცდიდი, ან რა მინდოდა გაეკეთებინა არ ვიცოდი. უბრალოდ იმ წამს ასე მინდოდა.
ნელა გააღო კარი, ფრთხილად მოუახლოვდა საწოლს. ვეცადე სუნთქვა მეკონტროლებია, თვალებდახუჭული დაძაბული ვიწექი. თმებზე გადამისვა ხელი... ნახევარი სახე, ცხელმა ხელის გულმა დამიფარა და მთელი გამბედაობა მოვიკრიბე რომ არ ავკანკალებულიყავი. ოდნავ შევკრთი, მისი სუნთქვის შეგრძნებისას, შუბლზე დამიტოვა ცხელი ტუჩების კვალი და ჩემს გვერდით საწოლზე ჩამოჯდა. ჯიუტად ვცდილობდი თვალები არ გამეხილა. არვიცი რამდენი ხანი იყო ჩუმად, ერთი ხელი ჩემს წელზე ედო და დროდადრო მეფერბოდა, მე კი არ მინდოდა ოდესმე გაჩერებულიყო, ეგოისტურად მსიამოვნებდა განაბულს ალბათ მალე ჩამეძინებოდა, მისი ხმა რომ არ გამეგო
-იზი... რა გიყო? თავსაც ვერ ვერევი...-შევკრთი, ღრმად ამოიოხრა, თითქოს ცდილობდა დარდი და წუხილიც ამოეხეთქა. გულში სევდა ჩამეღვარა და გული ჩამწყდა
-რატომ არ მითხარი თუ იყო ვიღაც, თუ გიყვარდა? ან როდის უნდა გეთქვა... რა ირონიაა... ყოველთვის იმას ვიძახდი, მომავლის იმედით ვიცოცხლებთქო... ახლა მეშინია იზი, ლაჩრულად მეშინია უშენოდ ყოფნის. არაფერს გეკითხები... ალბათ იმიტომ რომ პასუხი არ მინდა. -სუნთქვა მეკვროდა მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია. მტკიოდა მისი ტკივილი და ვცდილობდი მის ადგილზე წარმომედგინა თავი, მაგრამ ვერ შევძელი...ცრემლები მომადგა თვალზე. წელზე დამრჩა მისი ხელების ნაკვალევი მაგრამ ახლა მუცელზე ვიგრძენი, ნელი... ფრთხილი შეხება, უფრო მომეწურა გული, ვეღარ გავუძელი და თვალები გავახილე. მუცელზე მიყურებდა და ვერ ბედავდა, კარგად დაედო ხელი. აკანკალებული ხელი გავიწვდინე მისკენ, უცბად შემომხედა და ხელი ჩამკიდა. ახლოს მივიზიდე და პლედი ფრთხილად გადავიძრე, ხელი მუცელზე დავადებინე. გულის ცემა და ცრემლები ვერ შევაკავე.
-არ მყვარებია... მაგრამ არც ძალა უხმარია... ეს მხოლოდ ჩემია ალექს, მიუხედავად ყველაფრის, მაინც ჩემია... ოღონდ მარტო... ვეღარ დავკარგავ იმას,რაც შეიძლება ჩემი იყოს-ყრუდ ჩავილაპარაკე და ცრემლები მოვიწმინდე. ხელით მეფერებოდა მუცელზე, ჟრუანტელი მივლიდა და ვგრძნობდი რომ ჩახუტების სურვილი მიძლიერდებოდა. თვალები ძლიერად დავხუჭე და სწრაფადვე გავახილე როცა მისი სუნთქვა სახეზე ვიგრძენი
-გთხოვ...- ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა და ტუჩებით შემეხო... ეს არ იყო უბრალო კოცნა, ეს რაღაც სხვა იყო...თავბრუ დამეხვა, მისი ტუჩების სითბო ორგანიზმში გამეფანტა. ვერც მე მოვერიე თავს, არ მინდოდა მისი ფაფუკი ბაგეები მხოლოდ წამიერი მოგონება ყოფილიყო. თუ წარსული უნდა დარჩენილიყო, მაშინ ისე მაინც უნდა ყოფილიყო რომ არ მენანა. ხელი გაუბედავად დავადე სახეზე, ისევ ხელებს ვაგრძნობინე მისი კანი... ოდნავ მომშორდა მე კი ტუცებზე სამწუხარო სიცივე ვიგრძენი და თავი ოდნავ დავხარე.
ორივე ხელით დამიჭირა სახე და ამჯერად უფრო თამამად მაკოცა. სუნთქვა შემეკრა, გულმა გაორმეგებით დაიწყო ფეთქვა, მე კი მხოლოდ მაშინ... მხოლოდ მისი ტუჩების შეგრძნებით გავიგე რას ერქვა უფრთოთ ფრენა. გაუაზრებლად მასწავლა ღრუბლებთან ღიმილი, სურვილის შეუკავებლობა და ღიმილი. მაშინ ვიგრძენი რომ ასე კოცნა მხოლოდ მას შეეძლო, ასე მხოლოდ ალექს ქონდა უფლება ეკოცნა... და რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, არ მინდოდა რომ ეს ტუჩები ოდესმე, ვინმეს, ამ გრძნობიით შეეგრძნო. მგონი ვგიჟდებოდი მაგრამ მსგავსი ეიფორიისგან თავბრუდახვეული, მივხვდი რომ ეს იყო ჩემი პირველი და არა ის შეცდომა. ალექსი იყო ჩემი პირველი კოცნა. გიკვირთ? მედავებით? არაუშავს... მაგრამ მე მაინც ჯიუტად ვიტყვი, რომ პირველი, ალექსის ტუჩები იყო ჩემი!

___________
არვიცი რამდენი ბოდიში გითხრათ... მიუხედავად იმის რომ დავწერე დავაგვიანებ-თქო, მაინც მცხვენია... ესეც ვიცი პატარაა, მაგრამ ვამჯობინე ეს მაინც დამედო ვიდრე კიდევ დამეცდია. დიდი მადლობა ვინც ჯერ კიდევ ჩემთან ხართ... და მაინც კოდევ დიდი ბოდიში.

მიყვარხართ და მიხარიხართ



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი ქეთი, მართალია პატარა თავი იყო, მაგრამ მისი სათქმელი თქვა.არა რა ალექსი უფრთო ანგელოზია რა.გული დამეწვა მის სიტყვებზე.როდის გადავალთ ლიზიკოს ანუ ახლანდელ დროში ერთი სული მაქვს.გელი ტკბილო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი kethrine

La-Na
როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი ქეთი, მართალია პატარა თავი იყო, მაგრამ მისი სათქმელი თქვა.არა რა ალექსი უფრთო ანგელოზია რა.გული დამეწვა მის სიტყვებზე.როდის გადავალთ ლიზიკოს ანუ ახლანდელ დროში ერთი სული მაქვს.გელი ტკბილო

ჩემი ტკბილი, თბილი და გამგები გოგო ხარ. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. შენ რომ არ მყავდე არვიცი... ❤❤❤❤❤

ვაი ახლა გადავიკითხე და რამდენი შეცდომა მაქვს. რა ამბავია... ბოდიშს გიხდით თითოეულს, ჩქარა ვწერდი რომ მომესწრო. . . უხ რა იყო ეს, მართლა არ მინდოდა..
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

kethrine
La-Na
როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი ქეთი, მართალია პატარა თავი იყო, მაგრამ მისი სათქმელი თქვა.არა რა ალექსი უფრთო ანგელოზია რა.გული დამეწვა მის სიტყვებზე.როდის გადავალთ ლიზიკოს ანუ ახლანდელ დროში ერთი სული მაქვს.გელი ტკბილო

ჩემი ტკბილი, თბილი და გამგები გოგო ხარ. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. შენ რომ არ მყავდე არვიცი... ❤❤❤❤❤

ვაი ახლა გადავიკითხე და რამდენი შეცდომა მაქვს. რა ამბავია... ბოდიშს გიხდით თითოეულს, ჩქარა ვწერდი რომ მომესწრო. . . უხ რა იყო ეს, მართლა არ მინდოდა..

არც კი მიმიქცევია მე პირადად ყურადღება
--------------------
ლანა

 


№5  offline წევრი kethrine

La-Na
kethrine
La-Na
როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი ქეთი, მართალია პატარა თავი იყო, მაგრამ მისი სათქმელი თქვა.არა რა ალექსი უფრთო ანგელოზია რა.გული დამეწვა მის სიტყვებზე.როდის გადავალთ ლიზიკოს ანუ ახლანდელ დროში ერთი სული მაქვს.გელი ტკბილო

ჩემი ტკბილი, თბილი და გამგები გოგო ხარ. უღრმესი მადლობა ჩემო კარგო. შენ რომ არ მყავდე არვიცი... ❤❤❤❤❤

ვაი ახლა გადავიკითხე და რამდენი შეცდომა მაქვს. რა ამბავია... ბოდიშს გიხდით თითოეულს, ჩქარა ვწერდი რომ მომესწრო. . . უხ რა იყო ეს, მართლა არ მინდოდა..

არც კი მიმიქცევია მე პირადად ყურადღება

ოქრო მყავხარ შენ... ოქრო ❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№6 სტუმარი No oon

Vaime saertod AR shemimchnevia shecdomebi is gamexadi....Kargibgoho xar Sheen...Shen arici rogor maxarebbda maxaliseb

 


№7  offline წევრი kethrine

No oon
Vaime saertod AR shemimchnevia shecdomebi is gamexadi....Kargibgoho xar Sheen...Shen arici rogor maxarebbda maxaliseb

ნონა ჩემი პირადი პოზიტივი ხარ... უღრმესი მადლობა ტკბილო ასეთი სითბოსთვის. ❤❤❤❤❤ მე როგორ მახალისებ ის არ იცი შენ
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent