შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბლუანის სათამაშო (თავი 2)


26-07-2017, 00:24
ავტორი ადელაინი
ნანახია 4 663

გაოცებას ვერ მალავდა ნუცა,ვერც კი წაემოიდგენდა რომ დირექტორის გადაწყვეტილებით,ბაბლუანს და მის კლას გამოსაშვები საღამოს ორგანიზებაში უნდა დახმარებოდა
-რატომ მაინცდამაინც მე ბატონო მალხაზ?-სასოწარკვეთილი მიაჩერდა მის წინ სავარძელში არხეინად მოკალათებულ,ჭაღარა შეპარულ კაცს
-შენ ეს შეგიძლია ნუცა,თანაც შენზე პასუხისმგებლიანი მოსწავლე ამ სკოლაში მე არ მეგულება,თანაც ეს კლასი,ღმერთო ჩემო ნამდვილი გიჟების ბანდა
-მე არ შემიძლია დრო არ მაქვს-ხავს მოეჭიდა როგორც წყალწაღებული
-გამონახავ,თუ გინდა წელსაც მაღალ ქულებზე დაასრულო სწავლა . ეს მუქარა იყო,მალხაზი აშანტაჟებდა,იცოდა ნუცას დამოკიდებულება სწავლისადმი და ამით მანიპულირებდა.ისეთი პრესტიჟული სკოლისთვის სადაც ნუცა სწავლობდა,გამოსაშვები საღამო და მისი წინამორბოდი ღონისძიებები ნამდვილი მონდომებით იქმნებოდა,ყველაფერი გათვლილი უნდა ყოფილიყო,თითოეული სიტყვა,ცეკვა,სპექტაკლი...

8 8 8

-პირველი ნაბიჯი გადადგმულია,გოგონა თავად ჩაუარდება ლომს ხახაში-გადაიხარხარა ნიკამ და სიამაყით გადახედა კლასში შეგროვილ მეგობრებს
-ანუ?-ინტერესით მიაჩერდა ლიკა
-ანუ დღეს კლასში შემოვა და ორგანიზატორობას გაგვიწევს-გადაიხარხარა ნიკამ-მთავარი წესი!ბაბლუანი და აბაშიძე,არანაირი სიყვარულობანა მისი თანდასწრებით,იმედია მოითმენთ როგორმე,აბაშიძე,გობრონიძე და ახვლედიანი,ყველანი შემართებით ვცდილობთ მის გაღიზიანებას!
-და რა გგონია,რატომ აიტანს დამცირებას-საუბარში რატი ჩაება
-იმიტომ რომ იდიოტია,მალხაზის გულის მოსაგებად ყველაფერზეა წამსვლელი-საზიზღრად გადაიხარხარა ლიკამ

888
-როგორ აპირებ ჩვენს დახმარებას?-შეცბა ჯაყელი,ბოხი ხავერდოვანი ხმით იცნო ბაბლუანი,ვერ იჯერებდა,მოწყვეტით დაეშვა ბიჭი გოგონას გვერდით სკოლის ეზოში მდგარ სკამზე
-ვერ გადამაფიქრებინებ-აღელვება წამში დაახშო გოგონამ და ირონიულად გადახედა მოსაუბრეს,იცოდა ხვდებოდა,უმიზეზოდ ბაბლუანი მისნაირ,უინტერესო გოგოს არ გამოელაპარაკებოდა

-რას?
-ვერ გადამაფიქრებინებკონკურსში მონაწილეობის მიღებას,ეხლა უკვე პრინციპის საქმეა-ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა ბიჭს და ჩანთას დაავლო ხელი
-სიმართლე გითხრა სულ არ მაინტერესებს ეგ კონკურსი
-ვითომ?-ირონიას არ იშურებდა გოგონა
-ჩემთან უნდა ითანამშრომლო-ცალყბად ჩაიღიმა ბიჭმა და უსიამოვნოდ შეიშმუშნა
-რატომ?
-როგორ თუ რატომ?შენ არავინ დაგიჯერებს კლასში,არავინ მოგისმენს,შენც იცი ეს,შენ მე გჭირდები,მე შემიძლია შენი დახმარება
-და რატომ გააკეთებ ამას?
-მე უბრალიდ ჩემი კლასის ინტერესებს ვიცავ-თვალი ჩაუკრა ბაბლუანმა გახევებულ ჯაყელს,წამოდგა და ისე რომ ერთხელაც არ მოუხედავს უკან ,ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას.
888
ღელავდა ნუცა,არ უნდოდა სამშობლოში დაბრუნება,მაგრამ იმდენად დიდი იყომონატრება,ნოსტალგია,სურვილი კვლავ ეხილა ცა,რომლის ქვეშაც გაიზარდა რომ მოითმენა აღარ შეეძლო და დაბრუნდა,მთელი ექვსი წელი,მთელი ტკივილიანი,მაგრამ წარმატებული ექვსი წელი გაატარა საკუთარი ქვეყნისგან შორს,მაგრამ არ უნანია,წამითაც კი,ამ ხნის განმავლობაშიბევრი რამ ისწავლა,გადააფასოვა და შეიცვალა,დამოუკიდებლობამ,წინააღმდეგობამ და სკოლის გამოცდილებამ თავისი გაიტანა და დიდი გარდატეხა მოახდინა,როგორც გარეგნულად ისე სულიერად,ერთადერთი რაც მუდამ უცვლელი რჩებოდა ჯაყელის დაზიანებული გული.
შორს იყო,მაგრამ წამითაც არ დავიწყებია გადატანილი დამცირება,გატეხილი გული და შელახული თავმოყვარეობა,ეს აძლიერებდა,ამაზე ფიქრი აძლიერებდა,აუცილებლად უნდა ეძია შური,სამიზნე ბევრი იყო,მაგრამ ამ სიიის ლიდერი ბაბლუანი გახლდათ,რატი ბაბლუანი,ყველაფრის თავი და თავი და ექვსი წლის მერე როცა ნუცა აღარ იყო ის მეამიტი,დაკომპლექსებული გოგონა,რომელიც გადათელეს,რომლის გრძნობებზე ბოროტად ითამაშეს დაბრუნდა,შურისძიება მთავარ მიზნად ნამდვილად არ გაუხდია,მაგრამ თვლიდა თუ პასუხს აგებინებდა მათ,მოეშვებოდა და უბრალოდ შეძლებდა მომხდარის დავიწყებას,იმას შეძლებდა რაც ექვსი წელი აწუხებდა,აჩრდილად დაყვებოდა,თითქოს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოეცვა და თუ საწადელს აისრულებდა ამ გრძნობას თავს დააღწევდა...


88888
-ნუცა?-მოესმა ნაცნობი ხავორდოვანი ხმა,რომელშიც მარტივად ამოიკითხა გოგონამ გაკვირვება,აღელვება,კმაყოფილებამ მოიცვა,მშვიდად მოსვა შამპანური,ნელი მოძრაობით დადო ნახევრად სავსე ჭიქა მაგიდაზე და შებრუნდა,აუღელვებლად,უემოციოთ,ეს მხოლოდ გარეგნულად,შიგნიდან კი ცეცხლი ეკიდა ნუცას,თითქოს იწვოდა,ცოტაც და ჩაიფერფლებოდა
-ბაბლუანი,რა სიუპრიზია-თითქოს აქ არაფერიო ისე უდარდელად გაუღიმა მამაკაცს,ისეთი შეცლილი იყო რატი,გაზრდილი,მეტად სიმპატიური და ქარიზმატული,ვიდრე მაშინ....წლების წინ

-შენ,შენ რას აკეთებ აქ?როდის დაბრუნდი?-ხედავდა ჯაყელი როგორ აუფრთოლდა კაცს ტუჩები,როგორ მოკუმა ნერვიულად და შავი კუპრივით თვალები როგორ დაენისლა
-იცი რა ? დიდი ხანი ვიყავი ამერიკაში,დროა დავბრუნდე,რაიყო ხომ არ გაშინებს ჩემი ცვლილება?-თვალი ჩაუკრა ბაბლუანს და მომაჯადოვებლად გაუღიმა
-არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს?-მომლოდინედ მიაჩერდა,გრძელ შავ,სხეულზე მოტმასნილ კაბაში გამოწყობილ გოგონას,ეხამუშა ბიჭს გოგონას სწორი შავი თმები,ასეთი არასდროს ენახა,ხუჭუჭა ახსოვდა,მის ფიქრებში მუდამ ხუჭუჭას ხედავდა.
-ჩვენ სალაპარაკო არაფერი გვაქვს,აქ მხოლოდ საქმიან შეხვედრაზე ვარ,არც კი ვიცოდი თუ შენც ბიზნეს ინდუსტრიაში იპოვე საკუთარი თავი-სარკასტულად შენიშნა და ისევ დასწვდა შამპანურის ჭიქას
-მეც გამიკვირდა შენი აქ ყოფნა ნუცა- გოგონას სახელი ისეთი უცნაური ინტონაციით თქვა,ნუცამ ვერ გაარჩია იგი სითბოთი იყო ნათქვამი თუ უსაზღვრო ირონიით
-რატომ?შენც ხომ იცი ყოველთვის მიყვარდა მათემატიკა,სხვა თუ არაფერი ბიზნესში გამომადგა-ამრეზით მიაჩერდა გოგონა,მიხვდა ბაბლუანი როგორ გადაეშვა მოგონებებში და სიამოვნება იგღძნო



8 8 8
შორიდან ადევნებდა თვალს ცნობილ ბიზნესმენებში გარეულ ბაბლუანს,რაღაცაზე გაცხარებით რომ საუბრობდა და კმაყოფილება თანდათან იპყრობდა,მოუთმენლად ელიდა როგორ გაიგებდა ამ არაჩვეულებრივ საღამოს რატი ბაბლუანი თავისი ბიზნესის დაღმასვლას და როგორ ამაღლდებოდა ნუცა,როგორ სიამაყეს იგრძნობდა როცა განადგურებულ მამაკაცს დაინახავდა ისევე განადგურებულს როგორც ჯაყელი ეგდო სკოლის ეზოში წლების წინ,როგორ იშვერდა ყვალა მისკენ თითს და როგორ ეძახდნენ ბაბლუანის სათამაშოს. ყველაფერი ისე მოხდა როგორც გეგმავდა....ისე როგორც უნდა მომხდარიყო... ბაბლუანი დამარცხდა... ტენდერი წააგო... მისი სამშენებლო კომპანია კი გაკოტრების პირას იყო. აივანზე გასულიყო,ერთ დროს დაუმარცხებელი ბაბლუანი და ღმად სუნთქავდა
-რას იზამ ცხოვრება ასეთია ჩემო ძვირფასო,ხან მოიგებ ხან წააგებ,მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ მოგებამ გამოიწვიოს წაგება,ან პირიქით-გვერდით დაუდგა მამაკაცს და მთელი ზიზღით გაჟღენთილი ღიმილი მიაფრქვია
-შენი ნამოქმედარია-კბილებში გამსცრა და მაჯაში წაავლო ხელი გოგონას-შენი ნამოქმედარია არა?
-იქნებ,და რომ იყოს მერე რა?-უდარდელად აიჩეჩა მხრები
-გაგანადგურებ-ავად უელავდა თვალები
-ვერ გამანადგურებ,ახლა ჩემი ჯერია,ხელი გამიშვი!ისევ ის იდიოტი ბავშვი არ გეგონო მთელს სკოლას მასხრად რომ ააგდებინე-უხეშად გამოგლიჯა ხელი ბაბლუანს
-შურისძიება გადაწყვიტე?-სარკასტულად გადაიხარხარა
-არა,ამას უკვე ვაკეთებ
-რა გინდა?
-შეგვიძლიალია ფირმები გავაერთიანოთ,და გადავარჩინოთ შენი ბიზნესი სიკვდილს,საწყალი სულს ღაფავს უკვე-მოჩვენებითად შეწუხდა ჯაყელი

-მეეჭვება ამას უანგაროდ მთავაზობდე ნუციკო
-როგორი გამჭრიახი გაგხადა წლებმა
-შენ კი ირონიული-სინანულით გაააქნია თავი
-მოკლედ ცოლად მომიყვანე და პრობლემაც გადაიჭრება -თითქოს მომესმაო ისეთი გამომეტყველება მიიღო რატიმ,შემდეგ კი გადაიხარხარა
-თუ ასე გძულვარ რათ გინდა ჩემნაირი ქმარი?
-არანაირად,უბრალოდ როცა შენი საყვარელი აბაშიძე გაიგებს როგორ გიყვარვარ და ცოლად მოგყავარ...ალბათ ძალიან სასაცილო სანახავი იქნება,თანაც დაკარგულ თავმოყვარეობას აღვიდგენ,მთალი სკოლის და მასწავლებლების თვალში
-ღმერთო რა სისასტიკეა-წამში დაუსერიოზულდა სახე ბაბლუანს-ნინოს ვერ ვატკენ,არშემიძლია
-და მე მატკინე,ყველაზე უბრალო და უდანაშაულოს-წარბი გაკვირვების ნიშნად აწია ჯაყელმა
-ეს ბავშვური საქციელი იყო,მაგრამ ახლა ხომ დიდები ვართ შეწყვიტე ეს ფარსი-დაიგრგვინა
-თამაში შენ დაიწყე,მაგრამ მე დავამთავრებ ბაბლუანი-ნიშნისმოგებით გაუღიმა და აივანი ამაყი მზერით დატოვა


8888
-შენ რა ხატავ?-გაოცებას ვერ მალავდა ბიჭი
-უბრალოდ ჰობია-მორცხვად აიმრიზა ნუცა და რატის გადახედა
-უცნაური ვიღაც ხარ,აიზბერგს მაგონებ-ხედავდა გოგონას სახეზე გაკვირვებას და სწრაფად დაამატა-იმაზე ღრმა ხარ ვიდრე ჩანხარ
-სკოლის დამთავრების შემდეგ რას აპირებ რატი?
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ ვფიქრობ მამაჩემის გზას გავყვები,დიდად არ მხიბლავს ბიზნესი,მაგრამ მას სურს...
-შენ რა გინდა?
-არ ვიცი,მე მინდა დრო უკან დავაბრუნო,სულ რაღაც ორი თვით
-რატომ ორი თვით?-გაიოცა ჯაყელმა
-მაშინ ვიტყოდი რომ არ შემიძლია...-ბიჭის სიტყვებმა გააოცა ნუცა,უნდოდა ეკითხა,რა არ შეეძლო,რას გულისხმობდა რატი,მაგრამ დუმილი არჩია...



№1  offline წევრი tatiko.1995

Dzaliann kargiaa

 


№2 სტუმარი Nini

Ai es mesmis male dade da tavebi gazarde kaia dzaan warmatebebi sixarulo

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ისტორია საინტერესო ჩანს და გაზარდე თავები უკეთესი იქნება.
--------------------
ლანა

 


სხვა გაგრძელებას ველოდი მაგრამ ესიმაზე მაგარია ვიდრე წარმომედგინა scream heart_eyes heart_eyes

 


№5  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

საინტერესოა ძალიან.
გელოდები
არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი...
ყოჩაღ!!!

 


№6 სტუმარი Guest Lika

Mmm dzalian gemrielobaa didi siamovnebit vkitxulob I media

 


№7  offline წევრი ადელაინი

nawkas12345
საინტერესოა ძალიან.
გელოდები
არ აღმოჩნდა ისეთი როგორსაც ველოდი...
ყოჩაღ!!!

გამიხარდა ძალიან თუ იმედები სასიამოვნოდ გაგიცრუვდა

უბრალო ადამიანი
სხვა გაგრძელებას ველოდი მაგრამ ესიმაზე მაგარია ვიდრე წარმომედგინა scream heart_eyes heart_eyes

ძალიან მახარებ თბილო და გემრიელო

 


№8 სტუმარი სახელი

zalian kargi taviaa...momdevno tavs rodis dadeb??

 


№9  offline წევრი თუთა პირველი

სიუჟეტი კარგია, მაგრამ ცოტას ჩქარობ. ცოტა მოქმედებები გაზარდე რა მეტად დაუკვირდი, რომ დაწერ მერე წაიკითხე და ბევრ რამეს დაინახავ.
კარგი გოგო ხარბდა ველოდები ახალ თავს )))

 


№10 სტუმარი Guest wasp

http://geosociali.ru/index.php

 


№11  offline მოდერი ენემი

კაია მომეწონა გააგრძელე მოუთმენლად გელი <3

 


№12 სტუმარი Ana

შენ აღარც კი ხუმრობ. სუპერ

 


№13  offline აქტიური მკითხველი neneusi

ასეთს ვერცკი წარმოვიდგენდიიიი ველოდები შემდეგს <3

 


№14  offline წევრი mariam m.k

უბრალოდ საოცრება ხარრ heart_eyes kissing_heart ცუდად ვარ ვალიდოლი მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent