შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყის საიდუმლოება (თავი პირველი)


26-07-2017, 15:30
ავტორი მეამბოხე ^^
ნანახია 1 802

მოგესალმებით, დავბრუნდი :დ მომენატრეთ და იმედია არ დაგავიწყდით და ასევე დიდი იმედია მაქვს, წაიკითხავთ და მოგეწონებათ.
პატარა თავია, მაგრამ ვერ მოვითმინე. შემდეგი უფრო დიდი იქნება, ვერ დაგპირდებით მალ-მალე დავდებ მეთქი. ოღონდ არც დავაგვიანებ.

ძვალ-რბილში ატანდა მცხუნვარე მზე, ისე ძლიერად, რომ ძარღვებში სისხლი დუღდა.
ეზოში, დიდი მუხის ჩრდილის ქვეშ ისხდნენ მოხუცი ცოლ-ქმარნი. და თვალებ აცრემლებულნი შეჰყურებდნენ საყვარელ შვილიშვილს. რომელიც მინდორზე მოკალათებულიყო და თოჯინებით თამაშობდა.
დღეს ხომ ის ავბედითი დღე იყო, როდესაც გოგონა დაობლდა. ყველა ახლობლისგან მიტოვებულს, დარჩა მხოლოდ ბებია და ბაბუა. რომლებიც სიყვარულს და მზრუნველობას არ აკლებდნენ ერთადერთ თვალის ჩინს.
პატარამ მათთან მიირბინა
- ალექსანდრე, პაპიკო, დღეს ხომ ჩემი დაბადებისდღეა? - თვალებ ანთებული ეკითხება.
- კი პაპი, შენი დაბადებისდღეა.
- ხუთი წლის გავხდი და უკვე დიდი გოგო ვარ. - ხელი წინ გამოსწია და პატარა თითებით აჩვენა.
- ჰო, ბებო გენაცვალოს უკვე დიდი გოგო ხარ. ჩემი ბროწეულისფერ თმიანი გოგო ხარ. - გულზე მიიხუტა, მანაც ხელები შემოხვია მოხუცს და დამჭკნარი ლოყები დაუკოცნა.
- ბებო, პაპა, რატომ არ მოდიან ჩემთან დედა და მამა?! არ ვუყვარვარ?! - უკან დაიხია, ხელები გადააჯვარედინა, გაბრაზებულმა შეხედა. თვალები წყლით აევსო, მაგრამ ტირილს არ აპირებდა.
- შვილო მოდი ჩემთან - თბილად მიმართა ალექსანდრემ. - მე ხომ გითხარი, ზევით - ცისკენ გაიშირა მოხუცმა ხელი - არიან შენი დედიკო და მამიკო, და იქიდან გიყურებენ. მათ ძალიან უყვარხარ და მუდამ შენს გვერდში იქნებიან, აი აქ. - პატარა გულზე მიადო თითი.
- დედიკო და მამიკო მიყვარხართ ძალიან, პაპამ როგორც თქვა მუდამ ჩემს გულში იქნებით. - ზევით იყურებოდა და თან ხელებს უქნევდათ.
წლები მალე გადიოდა გოგონაც იზრდებოდა და მშვენდებოდა. სკოლაში წარჩინებული მოსწავლე იყო. უნდოდა მოხუცებს ეამაყათ მისით, ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. მუდამ წიგნებს ეჯდა. უყვარდა კითხვა, მეზობლების ბიბლიოთეკა ათვისებული ჰქონდა.
ჰყავდა ერთადერთი მეგობარი სახელად ტასო, ვერავინ უგებდა მის გარდა.
ტასოს ხშირად ეკითხებოდნენ თუ როგორ მეგობრობდა მასთან. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს ავსებდნენ. უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის ტკივილი.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდების წინ კლასმა გადაწყვიტა ექვსკურსიაზე წასვლა. მაგრამ, სარას არ უნდოდა წასვლა, უარზე იყო. ტასოს დაჟინებით ბოლოს დასთანხმდა. ხევსურეთში აპირებდნენ წასვლას, თავის მშობლიურ მხარეში. სადაც მშობლებმა გაიცნეს ერთმანეთი, საიდანაც მამამისი იყო. ურთულდებოდა იქ წასვლა, მაგრამ მეგობარს ვერ აწყენინებდა.
გრძელი და დამღლელი გზის შემდეგ, ჩავიდნენ ხევსურეთში, სოფელ ბარისახოში. დიასახლის გაეცნენ, ბარგი ამოალაგეს და ოთახებს მიაშურეს.
სარამ სარაფანა გადაიცვა, სახლი დატოვა და სახლთან ახლოს მდებარე ტყისკენ წავიდა, მარტო ყოფნა სურდა. დაეხეტებოდა და თან გარემოს ათვალიერებდა. ბუნება მისთვის სიმშვიდესთან ასოცირდებოდა. შუაგულს მიაღწია, სადაც გაშლილი მდელო მოსჩანდა, სხვადასხვაფერი ყვავილებით სავსე. დაბლა ჩამოჯდა, გაწვა და ცისფრად მოკაშკაშე ცას დაუწყო ყურება, ყურებში საამოდ ჩაესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი.
*******
ტყეში ქარის სისწრაფით გარბოდა და თან ფოთლების შრიალიც ერთოდა. გრძნობდა რომ ყველაზე საამურ და მაცდურ სუნს უახლოვდებოდა. ტანში სიამოვნების ჟრუანტელი უვლიდა, როდესაც წარმოიდგენდა პირში მოტკბო, მომლაშო გემოს.
შეჩერებას ვერ ახერხებდა, რაც უფრო უახლოვდებოდა უფრო და უფრო ივსებოდა სურვილით. როდესაც მიუახლოვდა შეჩერდა, რომ კარგად შეეთვარიელებინა ნადავლი. წამიერად ნადირობის სურვილი, რაღაც სხვამ, უფრო ამაღელვებელმა შეცვალა. კაპილარებში გაორმაგებულად დაიწყო მოძრაობა სისხლმა. ვერ ხვდებოდა იოაკიმე რა ემართებოდა, რატომ იკავებდა თავს და სურვილს რატომ არ ისრულებდა.
ნაზი, თოვლივით თეთრი არსება იწვა თეთრ ყვავილებში, მისი კანს მზის სხივები ეცემოდნენ და ბზინვარებას აძლევდნენ. შველივით გრძელი კისერი მიმზიდველად მოსჩანდა. მდელოზე გაშლილ გრძელ, ხვეულ თმებს, მზის სხივები ცეცხლის ფრად ანათებდნენ. სიომ დაუბერა, გოგონას სურნელმა მოუღიტინა ცხვირზე. მძაფრი, დაუოკებელი სურვილი ცეცხლივით კვლავ მოედო გულ-მუცელს. ერთი ნაბიჯი გადადგა მისკენ, სურვილი ძლიერი იყო, მაგრამ ნებისყოფა მოიკრიფა და მთელი სისწრაფით გაეცალა იქაურობას. ჩიტები აფრთხიალდნენ, ფოთლები კი აშრიალდნენ.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ოჰო ეს მომწონს.ჩემი საყვარელი ჟანრი.აი სულმოუთქმელად ველი ახალ თავს თამაკო
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი მეამბოხე ^^

La-Na
ოჰო ეს მომწონს.ჩემი საყვარელი ჟანრი.აი სულმოუთქმელად ველი ახალ თავს თამაკო

ვაიიჰ, გამახარე შენი კომენტარიით :დ heart_eyes kissing_heart

 


№3 სტუმარი Guest მარიამი

 


№4 სტუმარი Nino

zalian momewona. ukve momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent