შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაუმორჩილებელი (თავი 23 )


26-07-2017, 20:15
ავტორი რუსანა
ნანახია 13 167

-ჰო , მესაკუთრე ვარ , რიცა ვამბობ რომ მხოლოდ ჩემი ხარ იმას ნიშნავს რომ არაფერი აღარ გეკუთვნის შენ ყველაფერი ჩემია , თავლებიც , ცხვირიც . სათითაოდ უთვლიდა სახელის ყველა ნაწილს და კოცნიდა ბოლოს ყელთან მოუწია გაჩერება ,ჩავლილი მანქანის ხმამ რომ გამოარკვია და მიხვდა ქუჩაში იდგა. -ხედავ რა დღეში მაგდებ ? იმასაც ვეღარ ვიგებ სად ვარ .
-ნუ ღელავ ყველგან ბატონი ლევანი ხარ. დაცინვა გაურია ხმაში, იმაზე გაბრაზებულმა რომ თბილად ერთი სიტყვის თქმაც კი ვერ შეძლო რომ არ დამუქრებოდა .
-ეს როგორ გავიგოთ? არ გამიპარვია დამცინავი ტონი
-დამუქრებას დააბრალე ეგ.
-არ მიყვარს ოცნების კოშკები , თავიდანვე უნდა იცოდე რა გელის თუ..
-მოდი ვალში არ დაგრჩები და გეტყვი მე მოგკლავ თუ შენ მიღალატებ .
-როგორ ? ხუმრობად აღიქვა ლიზას სიტყვები .თანახმა ხარ დამნაშავე გერქვას ?
-ქალის სახელს რომელსაც ქმარი ღალატობს ჯობია დამნაშავე მერქვას .
-შენ არასდროს ხარ დამნაშავე ,სულ მართალი ხარ მაშინაც კი როცა რამეს აფუჭებ და ბოლოს ისე იღიმიხარ გამოდის რომ მართალი ხარ.
-ესეგი ჩემი ღიმილია დამნაშვე და არა მე . დაასკვნა და გაიღიმა .
- მაშინ ღიმილით მომკალი , თანახმა ვარ.
- ვეცდები . თავისთვის ჩაილაპარაკა უფრო. ღალატისდა სიკვდილის რომ ეშინოდეს მარტო ყველაზე მსუბუქი ტვირთი იქნებოდა , იმის უფრო ეშინია რომ ერთ დღეს არჩევანის წინაშე დადგება და შეძლებს კი განზე გადგომას ? არც ლევანი აპატიებს და ვერც საკუთარ ოჯაზე იტყვის უარს. ივანე , თანდათან რომ იხრჩობა თავისივე სიბოროტეში ,როგორ ჭირდება დახმარება და არავინ უწვდის ხელს ,მამამისი რომელიც გაორებულია და არჩევანსაც ვერ აკეთებს რეალობასა და მამობრივ გრძნობებს შორის. მასზე არავინ ფიქრობს ,მაგრამ თვითონ რომ ყველაზე ეფიქრება ამ წამს ..
-რაზე ფიქრობ ?
-კარგია როცა ერთი ხარ ?
-ვერ გავიგე ?
- ერთი შვილი რომ ხარ . არაავინაა შენს გარდა და მგონია რომ ყველაფერი მარტივი იყო შენთვის .
-არც ისე , ქებ კარგიც ყოფილიყო რომ მყოლოდა და-ძმა . შენ რა შენს ძმაზე დარდობ?
-არა, იმაზე რომ რაც თავი მახსოვს სულ ერთი ოჯახი ვიყავით ეხლა ? ეხლა დანაწევრებულ სახელმწიფოს დავემსგავსეთ.
-არა , შეუძლებელია ვერასდროს დაახწევ თავს მაგ შენს ოჯახს . გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა ლევანმა . -დანაწევრებულები რომ ხართ იმიტომაც ხართ ასეთ დღეში? იმაზე ოცნებობ რომ ძალამოკრებილი ნახო ივანე და ფეხე დამდგარი მამაშენი?
-შენ არ გენდომებოდა შენი ოჯახის კარგად ყოფნა ? ვერ გაიგო რამ გააღიზიანა .
-მართალი ხარ , მენდომებოდა . უნდა გაიგოს , მილიონჯერ მაინც გაუმეორა საკუთარ თავს რომ უნდა მიეჩვიოს ამ გოგოს სიყვარულს თავისების მიმართ.
-მაგრამ შენ არ გაწყობს ერთად შეკრული ჩემი ოჯახი არა?
-ერთად იყავით როცა მარტივად დაგშალეთ არა? ამაყად გამოუვიდა ნათქვამი და რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა რომ როგორმე არ შეემჩნია დაძაბული სახე. -იცი რა მითხარი ? შენ სად იქნები სასწაული რომ მოხდეს და ისევ იქცეთ იდიალურ ოჯახად. როდესმე შეიგნებ რომ შენი გაქვს ?
-აი ხომ ვამბობდი ? რაც არ უნდა მიმტკიცო რომ არ გადარდებს ვინ ვარ გულში გამუდმებით ეჭვი გექნება რომ გიღალატებ და სხვა მხარეს წავალ .
-ჩემი ეჭვები ჩემთანაა ლიზა , მთავარია მართალი არ აღმოჩნდეს და თუ მარალი აღმოჩნდა.
-და თუ მართალი აღმოჩნდა ხო ვიცი რასაც იზამ .
-ძალიან კარგი ,ნუ გამიფუჭებ საღამოს მამშენზე საუბრით და მოდი შევინარჩუნებ პოზიტიურ ფიქრებს იმ იმედით რომ ჭკვიანი გოგო ხარ. თითქოს თავს იმშვიდებდა და ბოლოსდაბოლოს თავის თავში ეჭვი არასდროს შეპარვია , არასდროს უნანია მოგებული ბრძოლა ,არც საკუთარ თავთან და არც სხვასთან სულ არ აშინებ ამირანი და ივანე ისე გათელავს ხელის განძრევაც არ დაჭირდება , აც ამ გოგოს დაინდობს მიუხედავად იმისა რომ უყვარს , თუ უღალატებს არ ყოფილა მისი სიყვარულის ღირსი და .. უყვარს? ისე მარტივად აღიარა საკუთარ თავთან თავადვე დაიბნა და გაკვირვებული მიაჩერდა , როგორ არ უნდა უყვარდეს ? გაურკვეველი სახით რომ შეჰყურებს და ..
-რა ? ყბამოქცეულმა იკითხა , უცნაურ მზერას რომ წააწყდა ლიზა.
-არაფერი , დავბრუნდეთ აღარ მინდა სეირნობა . უცნაურად აიქნია ხელი, როგორ შეიძლება სიყვარულზე გაბრაზდეს ? იმაზე ბრაზობს რიმ შეყვარებულია , ერთადერთი გრძნობაა რაც არ გამოუცდია ,გამოუცდია მაგრამ არაა ასეთი , სხვანაირი და თანაც ვინ უყვარს ? მანქანაში გვერდულად უყურებდა და ვერაფრით მიხვდა რატომ უნდა ყოფილიყო უძლური ამ გოგოს წინ ? არავისი შეშინებია , ახლა უცნაურად რომ აიტანა შიშმა , შეიძლება მის ნაირ კაცს ერთი გრძნობის ეშინოდეს , არ შეიძლება ,მაგრამ ეშინია , რომ დაბრმავდება ,რომ ვერ აინახავს ვერაფერს მის გარდა და ისე გაეპარება ყველაზე მნიშვნელოვანი თვალწინ ვერაფერს ვერ გაიგებს , ავადმყოფობასავით მოედება მალე მთელს სხეულს ეს გრძნობა და არა რადგან ჯერ ამდენის ფიქრი შეუძლია არაა მთლად ცუდად მისი საქმე. თავს იმშვიდებს და რომ ვერ მშვიდდება . იქნებ მართალია ივანე ? იქნებ მართლა გეგმას მიჰყვება მისი ჭირვეული ქალბატონი ? რატომ იღებს ასეთ დამთბარ ლევანს ასე ბუნებრივად და მშვიდად, როგორ გაუტკბა ასე მალე , როგორ სასიამოვნოდ უღიმის და კოცნის სულ რამდენიმე კვირის უკან ამაყად რომ უცხადებდა გულს მირევს შენი შეხებაო. რა ეჭვიანია , აქამდეც იცოდა მაგრამ ქალზე ეჭვიანობა უცხო ხილია მისთვის ,თან ეჭვიანობაც არის და ეჭვიანობაც ახლა ყველაფერზე ერთად უნდა იეჭვიანოს,იდარდოს და თავი დაინტაჯოს თან ისე რომ არც უნდა გამოხატოს , რაზე იდარდოს იმაზე რომ ერთ დღეს ვერ აიტანს მის ხასიათს , იმაზე რომ სხვა შეუყვარდება 20 წლის გოგოა ,ამ ასაკში მილიონო უყვართ თუ იმაზე რომ მათ თანაცხოვრებას სწორ ხაზათ გასდევს მტრობა ? აი რომ გადაიხლართება ერთ დღეს ეს ხაზი ,მერე სად წავა . დაბნეულმა მოისვა სახეზე ხელები და ხმამაღლა ამოიოხრა . ვერა , ბოლოს მაინც იქამდე მიდის საქმე რომ ვერ აიტაანს გამუდმებულ ეჭვს რომ მამიკოს გოგოდ დარჩება სულ.
-რა გჭირს ? ვეღარ მოითმინა უეცრად სახე ცვლილი ლევანი.
-არაფერი . წამიერად მაგრამ მაინც გაიღიმა . გადასული არ იყო რომ სიგარეტს მოუკიდა.-შედი და მოვალ. სსიამოვნო ხმით სცადა როგორმე მოეშორებინა ,დღეისთვის ეყო ემოციები ,5 წუთი რომ გაატაროს მარტო არაფერი დაშავდება ,იქნებ მხოლოდ ვნება ამოძრავებს ,მაგრამ სიყვარულზე დიდი ვნება არააფერია , ვნება კარგად იცის მაგრამ რამოდენიმე საათი მიჰყვება ხოლმე , ამასთან ? ლიზასთან ჩხუბიც კი ვნებაა მისთვის . როგორი სასაცილოა ალბათ. ვინმემ რომ ჩაიხედოს მის თავში კარგად დასცინებენ ,როგორი სულმდაბალია რომ არ შეუძლია ცხოვრებაში ერთხელ მაინც გულწრფელი იყოს იმ გრძნობასთან ამდენი ხანი ,რომ ელოდა .
-იდიოტი. გამწარებულმა მოისროლა ფეხსაცმელები და ხელგადაჯვარედინებული ჩაეხეთქა სავარძელში . -ხასიათის მონა . დამპალი . ილანძღებოდა თავისთვის .
-მე მლანძღავ? მომღიმარი ჩამოუჯდა წინ.
- ხო რა იყო არ იმსახურებ თუ?
-რატომ სიგარეტში რომ გაგცვალე ?
-არა შენს ხასიათში .
-ჩემს ხასიათს რას ერჩი .
-არაფერს ,იდიალური გაქვს ,მაგრამ მარტო შენთვის.
-მერე ეგ ცუდია ?
-მაღიზიანებ .
- მომწინს რომ ბრაზდები ,უფრო ლამაზი ხარ ხოლმე . მუხლზე დაირტყა ხელი -მოდი აქ
-არა .
-მაშინ მე მოვალ. მხრები აიჩეჩა და წამოდგა .-აბა რას ბოდავდი როგორი ვარ? გვერდით მიუჯდა და ნაზად მოუჭირა თმაზე ხელი . -ნუ მაიძულებ გატკინო თითქმის ძალით ჩაისვა კალთაში.კომფორტულად რიმ მოთავსდა თვითონვე შეუსწორა თმა და გაუღიმა .-აბა გისმენ .
-რას მისმენ ?
-რავიცი , მეგონა რამის თქმა გინდოდა , ჰმ როგორი ლამაზი კაბაა , ეხლა შევამჩნიე თან რა მარტივი გასახდელია . წვრილი ბრეტელით თამაში დაიწყო.
-შენ მარტო გახდაზე იფიქრე .
-შემიძლია ჩაგაცვა კიდეც . სახეზეა გმომწვევი ღიმილი აუთამაშდა .-ოღონდ გახდის შემდეგ .ფილრტი რაღაცამ შეაწყვეტინა ფეხზე რომ ექაჩებოდა გამწარებული . მხიარულად გადახედა ლეკვს და ერთი ხელის მოძრაობით ამოწია ზემოთ კარგად მოაკალათა ორივეს შუაში და მოეფერა. -ესღა მაკლდა ხელის შემშლელად .
-ნახე რა საყვარელია და ფუმფულა.
-ხო მაგრამ ,ამის ლოკვას მირჩევნია შენ .. ღმერთო მომაშორე . სახე ძლივს გააცალა ძაღლის ენას .-მოაშორე რა .
-როგორ შეიძლება ეს არ გიყვარდეს ?
-აბა , საყვარელიაა თან როგორი გრძელი ენა აქვს .ნაზად მოკიდა ხელი ერთიორჯერ გადაუსვა და თვალის დახამხამებაში მოისროლა იატაკზე .
-რა გჭირს ? რანაირად იქცევი . წამში გადახტა ლევანის კალთიდან და ლეკვს გაეკიდა . -მოდი ჩემთან , აღარ მიეკარო მაგას ,შეიძლება რამე გატკინოს . დამრიგებლური ტონით უხსნიდა ლეკვს ,თითქოს რამეს აგებინებდა .-რა დაგიშავა , რა უხეში ხარ? გამწარებული მოუბრუნდა ლევანს .
-არაფერი მოუვა , გინდა ბოდიშს მოვუხდი ? ლეკვთან ჩაიმუხლა თავადაც . -მაპატიე რომ მოგისროლე, კმაყოფილი ხარ ? კარგია .. არც დაელოდა პასუხს ისე მოკიდა ხელი ლიზას და მხარზე მოიკიდა .-კარგია მაღლა ? გული ხომ არ გერევა ? გზადაგზა ეკითხებოდა და დერეფანში დაბნეული შედგა. სად იძინებენ ? ერთი ოთახი რომ არ აქვთ ?
-ჩემთან. ბრძანებასავით გასცა ლიზამ .
-როგორც ინებებთ ქალბატონო . იცი რა უნდა შევთანხმდეთ , ყოველ ჯერზე ვერ ვიმკითხავებ სად უნდა დავიძინო . დუდღუნით შეაბრძანა ოთახში .-უნდა დავლაგდეთ და დავემსგავსოთ ნორმალურ ოჯახს . რა კარგი სიტყვააა ოჯახი . რა იყო ?
-რავიცი , ამდენი წინადადება ერთდროულად არასდროს გითქვამს .
-მართალია. საქმე უკეთესად გამომდის . ხელი მსუბუქად მიკრა , ისე შენი საწოლიც მომწონს რბილია .
-მოიცა , უნდა ვილაპარაკოთ . ბობღვით წამოდგა ისევ .
-ხვალ რა . წინ გადმოყრილი ლიზას თმისგან ხელით გაინთავისუფლა ყელისკენ გზა .
-ხვალ გვიან იქნება . ვერანაირი გვიან ვერ შეაშინებდა ისე ხარბად დაასრიალებდა ტუჩებს მხრიდან ყელამდე .
-არაუშავს . თითქმის წარმატებით იყი მისული ელვა შესაკრავის ბოლომდე , ხელებით რომ უბიძგა და გაჭირვებით მაგრამ მაინც დააძრა მისმა ერთიბეწო ცოლმა მისი სხეული. გაილევა და თან როგორ ლევანის თვალება. -იცოდე ეხლა თუ ისევ თავიდან იწყებ თავის დაფასებას საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ .ღიმილით თუმცა მაინც მკაცრად გამოუვიდა .
-მართლა მნიშვნელივანია , უნდა გადავწყვიტოთ . მშრალი ხმით დაიწყო ლიზამ და მიხვდა როგორ წამოახურა სახეზე . როგორი სათქმელია შენ შვილები არგინდა და უნდა ვიზუნოთ რომ არ გყვავდესო ? მაგრამ მოუწევს ბოლოს და ბოლოს თავიდან უნდა აირიდოს შარი. ჯანდაბაში მოისროლა სირცხვილი , სიბრაზე .-უნდა გადავწყვიტოთ რომელი დავიცავთ თავს რომ მერე არც შენ გქონდეს პრეტენზია და მე კიდე პრობლემები . ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკარაკა და ხელები წელზე შემოიწყო .
-ჰმ , ასე ძალიან შეგაშინა ივანეს სიტყვებმა ? ახლა გაგახსენდა ეგ ? რისი გეშინია რომ წამოგაძახებ სპეციალურად დაორსულდითქო, ამ სიტყუაციაში მე თვითონაც ვხვდები რომ თანამონაწილე ვარ და ასეთი სულმდაბალიც არ ვარ .
-არ მითქვამს რომ სულმდაბალი ხარ .როგორ სწრაფად მიუხვდა და თან რა მოურიდებლად ახლის ყველაფერს.
-თქვი ლიზა ,თქვიი. ორი ვარიანტია ან გეგმავდი და ახლა მიმტკიცებ რომ არაფერს გეგმავდი ,ან უბრალოდ გულწრფელი ხარ და ჩემს სურვილს სცემ პატივს ,რომელი დავიჯერო ?
-რომელიც გინდა .ნაწყენმა აიბზუა ტუჩი და საბაზანოს მიაშურა .ცივი წყალი რომ არ მიესხა სახეზე ცოტაც და კანი დაეწვებოდა ისე უხურდა .
-მეორე მირჩევნია . კეთილი სახით შეჰყურებდა გოგონას გამოსახულებას სარკეში .
-როგორც გინდა . სახე შეიმშრალა და თითქმის ინატრა პირსახოცს რომ მოიშორებდა სახიდან იქ აღარ მდგარიყო ,მაგრამ როდის იყო ნატვრა უხდებოდა ?
-იცი რამდენჯერ მომიწია შენი შერიგება დღეს ? არ დამითვლია მაგრამ ძალიან ბევრჯერ ..
-შეწუხდი ?
-არა, სულაც არა, ძალიან ბევრ დროს ვკარგავ სულელურ ბოდიშებში , როცა შემიძლია მარტივად და სხვანაირად შეგირიგო . სწრაფად გადაერთო ცოტახნისწინანდელი მკაცრი ხმიდან ისევ ფლირტში.
-არ დაიღალე ? თითქოს კითხვა გაადარჩენდა და დაძაბულმა შეხედა რომ იგრძნო როგორ ძლიერად უჭერდა წელზე ხელს .
-ცოტა , მაგრამ ისე არა რომ შენ ვერ გაგიძლო . როგორ უნდა ამ წამს რომ ამ თავდაჯერებულ კაცს ახლა მან აჩვენოს რომცუდ ხასიათზეა მისირეპლიკების გამო ,მაგრამ არც აციებს და არც აცხელებს ისეთ პასუხს გასცემს მერე ისე მას დააბრალებს ველაფერი შენ აურიეო და… გვიანი იყო ასეთიფიქრებისთვის უკვე გონს რომ მოვიდა სათითაოდ სწავლობდა ყოველ მისი სხეულის უჯრედეს ლევანის ხელები .კიდევ ერთი ღამე მიითვალა მათმა ურთიერთობამ და კაცმა არ იცის რამდენი ეწერათ,მაგრამ რომ ვერ იძინებს ხოლმე ეგაა უბედურება თითქოს ღამის სასჯელად მოუვლინეს უძილობა ,თუმცა ზედმეტად ტკბილია მისთვის თავის მძინარე ცოლის ყურება . ყველაზე ეტად ის ემწარება ფიქრები რომ არ ასვენებს და ასი სხვადასხვა აზრი რომ მოსდის თავში. დასვენება ,ნამდვილად უნდა ლიზას დასვენება ,როგორმე უნდა გაარიდოს ამ თავის ოჯახს და პრბლემებს რომ ბოლოსდაბოლოს შეიგნოს ამ სულელმა გოგომ რომ მარტოც შეუძლია მშვენივრად იყოს ,ყველას და ყველაფრის გარეშე ლევანის გვერდდით. არა რა საოცარია აქამდე თავსაც არ ყოფთა გარეთ არცერთ ქალთან ერთად ,ახლა თვითონ გარბის უკმაყოფილომ აატრიალა თვალები. რა კარგად დასცინებდა დემნა ახლა რომ უსმენდეს. როგორ არ ეხმიანება თან ? ისე გადააღალა რომ შვებულების დროს ერთხელაც არ უნდა მოიკითხოს ? თნაც როგორი გასაგებინებელი იქნება დემნასთვის მარტო მივდივარ დასასვენებლად და დაცვის გარეშეო? წარმოდგენაც არ უნდა . სწრაფად გადაწყვიტა ყველაფერი,ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს ,ამიტომ მოიქცევა ჯელტმენივით და მის ქალბატონს ანდობს არჩევას .ნეტა თანახმა ? ახლახანს გაუჩნდა კითხვა რომელიც ბოლოში დასვა თავში დასმის სანაცვლოდ . აა თავად კი გადაწყვიტა ყელაფერი ,მაგრამ არც კი იცის უნდა თუ არა წასვლა. დიდი მნიშვნელბა არც მაგას აქვს მისთვის დაიყოლიებს აბა რას იზამს , ამ ბოლო დროს ყველაფერზე მარტივად იყოლიებს ,ისევე როგორც ადრე მამამისი იყოლიებდა ,როგორი ველური ჩანდა და სინამდვილეში რბილი მართულივით შეუძლია სასურველი ფორმა მისცეს . ბოროტმა თუ კმაყოფილმა მზერამ ერთდროულად გადაურბინა სახეზე . კმაყოფილია ,საერთო ჯამში არაფერი აქვს საწუწუნო , ყველაფერი იდიალურადა ,ის მიიღო რაც უნდოდა, როგორც უნდოდა არც არავინ ეღობება წინ , მისი ძალაუფლება ისევ ისეთია , არც პიროვნებაში შეცვლია დიდად რამე გარდა იმისა რომ მის გრძნობებს თუ გააჩნდა საერთოდ რამე ბედნიერებაც დაემატა . რა აკლია იდიალურ ცხოვრებამდე ? შვილები ! აკრძალული თემაა ,ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ აკრძალა ამაზე ფიქრი, ახლაც ასე იზამს დატკბება თავისი მშვენიერი ცოლით , სადაც ამდენ რამეზე ამბობს უარს შეუძლია შვილებზეც თქვას , არა ,მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს. თბილი მზერა ესროლა ლიზას უდარდელად რომ უწყვია ხელები ბალიშის ქვეშ . სწინააღმდეგო არ აქვს ,მაგრამ ეს ის შემთხვევა როცა ნამდვილად ვერ განარჩევს საკუთარ პრინციპებსა და შვილს, წამით საკუთარ ფიქრებზე დაფიქრდა და რომ ვერაფით დაირწმუნათავი რომ არ იყო მართალი, ელვის სისწრაფით განაგრძო არგუმენტების მოყვანა , რომ რამე რიმ ყოფილიყო როგორმე ჩაიკლავს გულში სიყვარულს ,როგორმე შეძლებს და დააასამარებს თავის გრძნობებს მითუმეტეს რომ არ იქნება მაშინ არც ლიზა დარდის ღირსი ,მაგრამ შვილს რას უზამ ? არა მხოლოდ იმიტომ რომ გვარის გამგრძელებელი ყავდეს არ წავა ამხელა რისკზე . მისი ცოლიც ხომ ბავშვია ? ნამდვილად დიდი ბავშვი ყავს და როდესმე თუ ძალიან მოუნდება შვილები იპოვის სხვა ვინმეს . იპოვა გამოსავალი ,არ შეიძლება ასეთი მესაკუთრე და გაუმაძღარი იყოს, საკუთარ სურვილებს არავინ სცემს პატივს ისე როგორც თვითონ , ესმის კარგად ესმის რიმ საკუთარ თავზეშეყვარებული კაცია რომელსაც ახლა სხვაც უყვარს მაგრამ რა გააკეთოს რომ ისე ვერაა ჯერ დარწმუნებული თავის გრძნობაში რომ უკანა პლანზე გაწიოს თავისი ამბიციები .
-მემგონი , უძილობა მაწუხებს . შესჩივლა დილით გაღვიძებულ გოგონას თვალების ფშვნეტით და გაურკვეველი სახით რომ მიაჩერდა მის ჩაწითლებულ და შესიებულ თვალებს .
-საერთოდ არ გეძინა ?თანაგრძნობით გაუღიმა ლიზამ.
-წამითაც კი . ნიშნის მოგებით თქვა .-შენ არ მაძინებ, ხმა გაუთბა უცბად .-ცერთობი ,ვერთობი ვერთობი შენს ყურებაში და მერე მათენდება .
-ესეგი ჯობია აქ აღარ დაიძინო. უპოვა გამოსავალი ლიზამ .
-ძუნწი ხარ,ნახევარი საწოლიც კი გენანება ჩემთვის . თავი მოისაწყლა ლევანმა.-არადა თავს დავდებ რომ სიამოვნებით გამინაწილებ ყველაფერს უბრალოდ არ გინდა აღიარო.
-როგორი დარწმუნებული ბრძანდებით , რა მაქვს რა ნდა გაგინაწილო? ნაზად გაშალა ხელები განზე და საკუთარი ზურგის ტკაცუნი რომ გაიგო კმაყოფილი მოიხარა მხრებში .-არ მიდიხარ? წინასწარ იყო მზად მის წასასვლელად ,გუშინაც ასე მიატოვა დილით ,თავი მოამზადა რომ დღესაც ასე იქნებოდა ან ყოველ დილას ,მაგრამ ამჯერად ტყუილი აღმოჩნდა მისი მზადება , საწოლში წამომჯდარი რომ დაითრია და სწრაფად მოიქცია მკლავებ ქვეშ ,მიხვდა პასუხი უარყოფითი იყო, არსად გეგმავდა მისი ვნებამორეული ქმარი წასვლას , ამჯერად არ აპირებდა საქმეში გაეცვალა და თანაც როგორი მოწყურებული იყო,თითქოს დიდი ხანია არ უნახავს .
თან რა ული რომ იჯერაა მისი ფერებით ,მერე გადაწყვიტა რიმ უნდა დაეძინა და თანაც მასთან ერთად.
-მისმინე ,მე მეძინა .
-მერე რა ,ამჯერად შენ მიდარაჯებ .
-შენ ლამაზი არ ხარ როცა გძინავს ,თანაც უნდა წავიდე ,ხომ გითხარი ანას ვხვდები.
-არ გითქვამს .მოკლედ მოუჭრა.
-ესეგი დამავიწყდა ,ეხლა ხომ გითხარი ? უნდა მოვემზადო ,თმა დავივარცხნო , იცი რამდენი საქმე მაქვს უშედეგოდ ცდილობდა დაერწმუნებინა და როგორმე გამოსცლოდა ხელებიდან.
-ჰმმ, ჩემთან ყოფნას მაღზიები გირჩევნია ? დააკვესა თვალები
-კარგია ? გუშინ ეგრე მაკრუსუნე მეც. გადაიკისკისა ლიზამ .
-სამაგიეროს მიხდი ? წადი აი დავრჩები აქ და ამ ბალიშთან გიღალატებ . ენერგიულად გაუშვა ხელი და ბალიში მიიხუტა .
-ვაი რა გეშველება , ლევანი კი არ ვარ ბალიშებზე ვიეჭვიანო. სწრაფად წამოხტა და კარადას ეცა, რა უნდა ჩაიცვას? რამე კოფორტული აბა რა ,ჯერ ვერ ჩამოყალიბდა მაგრამ არაუშავს აი წყლის გადავლების დროს მარტო ჩასაცმელზე იფიქრებს და არაა თავის ცხოვრებაზე წარუმატებელი აღმიჩნდა ტანსაცმელზე ფიქრი ,მაინც მილიონ რამეზე იფიქრა და ვერაფერი მოიფიქრა . უკმაყოფილო ჩამოუდგა პირსახოცშემოხვეული კარადას და ხელები გადაიჯვარედინა .
-ჰო , ტანსაცმლის არჩევა ნამდვილად ღირს ამდენი დროის კარგვად. დამცინავი ხმა გაისმა ზურგს უკან .კომფორტულად მიყრდნობოდა მისი ქმარი ბალიშებს და კარგად ათვალიერებდა.
-დაიძინე რა.
-გადავიფიქრე , რა დამაძინებს ? ეშხიანად გაუღიმა და მრავლისმეტყველი მზერა ესროლა.
-ავადმყოფი ხარ. თავი გააქნია ლიზამ.
-სავარელო სანამ ახალგაზრდა ხარ უნდა დატკბე ,თორემ სიბერეში არაფერი გექნება გასახსენებელი.
-ბებრები მასეთ ისტორიებს იხსენებენ?
-არ ვიცი ,მაგრამ მე ნამდვლად გავიხსენებ .
-ჰოო, ალცეიმერის დაავადება თუ არ დაგემართა.
-რა მწარე ხარ.
-ტკბილი აღარ? ეშმაკურად გამოხედა ლიზამ
-არა მწარე ხარ .
-დარწმუნებული ხარ ? ხმა უფრო კეკლუცი გაუხდა და ერთი ხელი პირსახოცისკენ წაიღო .
-იცოდე ვერ წახვალ. სასიამოვნო ხმით დაიმუქრა .იცოდა არ ღირდა ბევრი ხუმრობა ,ზუსტად იცოდაა ისევ მკვახე კომპლიმენტს მიიღებდა ჩაცმულობაზე ,მაგრამ გარისკა.-არა,ვერ წახვალ . თითით ანიშნა დატრიალდიო.
-რა გინდა ? ამოიკვნესა და ინტერესით გადახედა კაბას .-ხო კაბაა?
-კაბა თუ მაისური?
-კაბა . თვალები აატრიალა თავს მაბეზრებოო.
-აბა რატომ დგას მაისურის სიგრძეზე ?
-ბებერი , ჩამორჩენილი , დუდღუნით ეცა კარადას .
-ხო ეგ უკეთესია . სინამდვილეში ერთი და იგივე სიგრძე იყო ორივე კაბა , მაგრამ ნაკლებად გადატვირთული და ყვითელისგან განსხვავებით შავი . “რა დებილი ხარ” კმაყოფილს ჩაეღიმა ლიზას .
-ესეგი აბა დავიმახსოვროთ, სხვა კაცები ქიხიაა, დაცვას არ ვლანძღავთ , არ ვემალებით და მამაშენთან არ მივდივართ. მზეზე დიდხანს არ ვჩერდებით და აი მსგავს სი**ბებს არ ვყიდულობთ რაც გაცვია .
-დაამთავრე ლექციები?
-აჰამ , დავამთავრე მაგრამ რა გაიგე ?
- ვერაფერი . წავედი ვისაუზმებ და მერე წავალ . კმაყოფილი ეცა კარებს და ორივე ხელით დააეჯაჯგურა . -იცი რა არ ვიცი ეს რაა არი მაგრამ კარების გარდა ყველაფერია . ხმაურით გაძვრა ნახევრად გაღებულ კარში . მშვენიერია ,აშკარად შეყვარებულია მისი ცოლიც ,როგორ აკოცა წასვლისას და როგორ სასიამოვნოდ გაუღიმა . გაბრაზდა არა , იეგოისტა თვითონ ხომ არ ავიწყდება წასვლისას ? წასვლისას კი არაა საერთოდ არ ავიწყდება დღის განმავლობაში , ის კიდე ისე გავარდა კარებს უფრო მოესიყვარულა ვიდრე მას . გაიბუტა ,პატარა ბავშვივით იბუტებოდა და ვერც კი ხვდებოდა რომ ზუსტად იმას ემსგავსებოდა რასაც დასცინოდა ,შეყვარებულ კაცს . თითქმის ძილბურანში იყო კარის ბრაგუნმა რომ გააღვიძა , არა ეს კარები ბოლოს მოუღებს თან ველურივით რომ ეტაება ყოველ ჯერზე და მაინცდამაინც მაშინ როცა სძინავს . ცალი ტვალი გაახილა ,დაუკითხავად რომ ვერ შემოვიდოდა სხვა იცის ,მაგრამ რა უნდა ? ქარიშხალივით რომ შემოუქროლა და დოინჯშემორტყმული დგას , ეცინება მის გაბრაზებულ სახეზე ,ჭიანჭველასაც ვერ შეაშინებს გულით რომ უნდოდეს . სწრაფად შემოხტა საწოლზე მუხლებით და ისეთივე სისწრაფით დაეტაკა ლოყაზე .გაახსენდა როგორც იქნა არცისეთი გულმავიწყია . კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კითხე ,ღიმილსაც არ გავდა მაგრამ არაუშავს დაიმსახურა ,მანადე რომ ვერ მიხვდა და გაექცა . -წავედი. ამჯერად მტკიცედ თქვა და ხტუნვით გავიდა .კარები ისევ ეს წყეული კარები ,ისეთი ხმაურით იკეტებადათვსაც კი გააღვიძებს ზამთრის ძილში. რამდენი იწვალა რომ როგორმე დაეძინა , არა რამე უნდა მოიფიქროს თორემ ამდენი უძილობა ბოლოს მოუღებს. იწრიალა და ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა . როგორი მძიმე თავით ადგა , თითქმის საღამოს , სადა ლიზა? აქამდე არ მოვიდა და უ მოვიდა დაიჯეროს არაფერი მოუფიქრა რომ გაეღვიძებინა ? იქნებ ქვემოთ ელოდება და თან როგორ შია .როგორ მოენატრა თავის სასტუმრო ერთი ზარი კმაროდა რომ საწოლში მიერთმიათ საჭმელი , აქ უნდა ადეს ჩაიცვას ქვემოთ ჩავიდეს , რომელი მოიფიქრებს რომ მასზე იზრუნოს სოფო კარგად ექცევა ,დავალებულია მისგან ,მილიონჯერ უხდის მადლობას ფულის გამო,მაგრამ საკუთარ სახლში თხოვნა უწევს რომ რამე გაუკეთონ, რა დღეშია ? მხოლოდ იმიტიმ რომ ამ გოგოს გვერდით იყოს უარი უნდა თქვას თავის წეს ჩვეულებებზე , საათებიც კი ზეპირად იცოდნენ როდის უნდა მიერთმიათ ყავა სასტუმროში . ზანტად ჩაიცვა და აი აისიც კაში შეეჩეხა ,უამრავ პარკში რომ ძლივს ჩანდა მისი შავთმიანი ლამაზმანი. -მეტი არაფერი არ იყო საყიდელი ? ხმა უცნაურად ქონდა დაბოხებული და ჩაახველა როგორმე საკუთარი ხმა რომ დაებრუნებინა . გაუღიმა და თან როგორი ბედნიერი სახით ? სულ დაავიწყდა შიმშილიც ,დაკარგული ხმაც .
-ეხლა დგები ? ცოტაც და პირს გააღებდა რომ გაეპროტესტებინა ქმრის სიზამაცე ,მაგრამ არ დასცალდა , წელში წვდა და ახლა მხოლოდ კოცნით იყვნენ დაკავებული ,ვის ეცალა პროტესტისთვის . კმაყოფილი მოშორდა ,კიდევ ერთხელ გააქნია თავი უამრავი შეფუთვის დანახვაზე და უხმოდ გაეცალა. ქანდაკებასავიტ იდგა გაშეშებული ლიზა . რას გაუგებს ? არა არც მანადე უყვარდა ბევრი ლაპარაკი ლევანს მაგრამ რაც ერთად არიან მხოლოდ ჟესტებით რომ გამოხატააავს ყველაფერს ეგაა უბედურება . ხელები გაინთავისუფლა და ბალიშს მოჩვენებითი შურით გახედა .-შენთან მღალატობდა ამდენი საათი ? პრინციპში შენ მირჩევნიხარ სხვა ვიღააციებს . უკვე ბალიშებს ველაპარაკები . მაგარია ! ცერა თითი ჰაერში აწია და ჩაიღიმა . რა უნდა გააკეთონ დარჩენილი დრო ? არა ლევანს რომ კითხოს იცის რაასაც მოსთხოვს მაგრამ გადაწყვიტა სანამ არ წავა და ექიმისგან ჩასახვისაწინაღმდეგო აბაბებს არ მიიღებს , არავითარი სექსი ! გასცა ბრძანება , საინტერესოა რა რეაქცია ექნება ლევანს ? ტუჩი მოღრიცა . რაც არ უნდა იყოს რამით უნდა გაართოს და დაღალოს რომ ფიქრის დროც არ დაუტოვოს , ხვალამდე რიგორმე უნდა გააძლეებინოს . საკუთარ თავთან მტკიცეა და საქმე საქმეზე რომ მიდგეს თავად რას იზამს? იზამს რამეს აბა ყველა თითის დაქნევაზე ხომ არ ჩამოეკიდება კისერზე ? სათქმელად ადვილია შესასრულებლადაა რთული,თავბრუ რომ ეხვევა და ძალა ეცლება მისი სიახლოვისას . უცნაურად დაბნეული ტრიალებდა სამზარეულოში ლევანი , არა ბედი უნდა , იმდენი იძახა ველაფერი მისრულდებაო კი აღმოჩნდა მარტო სამზარეულოში.
-სადა სოფო ? წარბიც კი აწია კითხვისას , ხასიათში გადასდის შიმშილი.
-არაა , ყოველ პარასკევს ისვენებს .
-მერე ,რას ვჭამთ ყოველ პარასკევს ? დოინჯი შემოირტყა.
-არაფერს . მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე შემოჯდა .
-რას ნიშნავს არაფერს? მე მშია .
-მერე რა , სხვაგან ჭამე , რამე გამოიწერე , ან გაგზავნე ვინმე და მოგიტანენ . უდარდელად უთვლიდა ვარიანტებს .
-უხ როგორი მზრუნველი მყავხარ ,როგორ არ უნდა მიყვარდე . ირონიული სახით მიუახლოვდა მაგიდაზე შემოსკუპებულ გოგოს ,შუბლზე დემონსტრაციულად აკოცა და ხელი ჰაერში დაატკაცუნა. -აბა მანახე , რომ სამზარეულოშიც ნამდვილი სასწაული ხარ .
-რა ? გინდა რამე გაგიკეთო ? სახე მოეღრიცა ლიზას .
-ზუსტად .
-მე არააფრის გაკეთება არ ვიცი . თავი მოისაწყლა ლიზამ .
-როგორ არ იცი ? ყველა ქალმა იცის რაღაც .
-მე არაა .
-იცოდე ხასიათში გადამდის და სანამ შენს შეჭმაზე გადავსულვარ რამე მოიფიქრე . მაგიდას მიუჯდა და თითები ხმაურით აათამაშა.
-გეფიცები ,მართლა არაფერი ვიცი .
-ვიწყებ. ხელში წვდა და მსუბუქად მაგრამ მაინც უკბინა. -როგორ არ იცი , კვერცხის შეწვაც არ იცი ? იმედგაცრუებული დაეყრდნო მაგიდას.-ეხლა არაა რიმ თქვა თავს მოვიკლავ .
-ეგ ვიცი . ტაში შემოკრა ლიზამ და სხარტად ეცა მაცივარს . რა დრო დადგა ? ქმარს საჭმელს უკეთებს და თან ვის არცმეტი არც ნაკლები ლევანს . ეიფორიაშია , ეგონა ყველაზე დიდ და განსაკუთრებულ კერძს ამზადებდა . სერიოზული სახით მოიმარგა წინ საჭირო ინგრედიენტები , ცოტა მოუხერხებელია მაგრამ ხომ არ ანახებს ? ხელმარჯვედ ცდილობდა გაეკეთებინა და თან როგორ ჩქარობდა ? არაუშავს მარილი თუ ცოტააა მეტი მოუვიდაა დიდი ამბავი ,ვერც შეამჩნევს , აი იატაკზე რომ გაგორდა რამოდენიმე კვერცხი იქ კი გამოიხედა ქურდულად მაგრამ ქმრის უდარდელ სახეს რომ წაწყდა და ხელით ანიშნა არაფერი დამინახავსო გაეცინა . ცოტახანში კმაყოფილმა დაუდგა წინ თეფში და დოინჯშემორტყმული აესვეტა წინ განაჩენის მოლოდინში . განაჩენსაც კი ვერ გამოიტანდა ისეთი არეული დაჰყურებდა რაღაცას რომელიც ნამდვილად თეფშზე იდო და რომ არ სცოდნოდა კცერცხი იყო , ვერც ვერასდროს გამოიცნობდა გასინჯვაზე ლაპარაკი არც ღირდა . ერთი ახედა სასოწარკვეთილმა გაფართოებული თვალებით რომ დაჰყურებდა ზემოდან და ვერ გაბედა ეკითხა ხომ ნამდვილად კვერცხი შეწვიო? უხალისოდ წაატაკა ჩანგალი და სანამ პირს დაადებდა ამოიოხრა . კარგახანს ატრიალა ყბაში და ვერ მოითმინა, არა რაც არ უნდა უყვარდეს თავს ვერ მოიწამლავს .-აბა ? მხიარულად ჩაეკითხა და მოემზადა შექებისთვის თითქმის ყურებამდე გაღიმებული.
-ლიზ , როცა თქვი ვიციო ,ნამდვილად ეს იგულისხმე ?
-ჰო რა იყ ? სახე მოეღუშა.
-არა , არაფერი უბრალოდ … კარგად დააკვირდა კიდევ ერთხელ თეფშს , უღირდა თუ არაა ამ გოგოს გაღიმება გულის არევად და ნაჭუჭიც შენიშნა .-იცი მემგონი გამიარა შიმშილმა . უხმაუროდ დადო ჩანგალი . -ან მოდი სადმე წავიდეთ ,აბა სახლში ხომ არ ვიქნებით ?
-ცუდია არა? მოწყენილმა ამოილაპარაკა .
-არა ,კარგია მართლა უბრალოდ რამე უფრო ნოყიერი კარგი იქნებოდა ,გეფიცები არაა ცუდი , აი ვჭამ თუ გინდაა . ისევ ხელი წამოავლო ჩანგალს და უხალისოდ გადაყლაპა ერთი ლუკმა ,კიდევ ერთიც და ცუდად გახდებოდა და ცხოვრებაში პირველად შესწირა მადლობა რომ იქამდე დაეთანხმა სადმე წასვლაზე ვიდრე მეორე ლუკმის გადაყლაპვა მოუწევდა . მშვენიერი საღამო გამოუვიდათ , კმაყოფილი იყო მხოლოდ იმაზე ნერვიულობა რომ რამდენჯერაც მასთან ერთად უწევდა ვახშმობა არაფერს არ ჭამდა ლიზა.
-ლიზ დიეტაზე ხარ ?
-არა .
-აბა პროტესტს უცხადებ რესტორნებს ?
-არ მშია , როცა ცხელა ვერ ვჭამ .
-და ძალა ?
-ძალა მაქვს .
-ჰო ვიცი შენი ძალა და კარები ცხოვრებას მიმწარებს .
-სოფო მეუბნება ბავშვობაშიც არ ჭამდიო , ტკბილეული მიყვარს ალბათ მყოფნის . შენ აწვალებდი მაკას ?
-კი , ხანდახან უწევდათ დაემალათ რაღააცები .
-განსხვავებულები ვართ . ნიშნის მიგებით თქვა ლიზამ .
-შეიძლება ,მე პრობლემას არ მიქმნის ეგ . საუბარი ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა ,უკმაყოფილომ უპასუხა და აშკარად აფერისტული ხმით ცდილობდა მოემიზეზებინა რამე რომ მეასედ ეპატიჟებოდა ქორწილში თავისი კარგი ნაცნობი რომელუც მას რატომღაც მეგობრად თვლიდა . თითქმის თქვა კიდეც ვერა ვერ ჩამივალო რომ ბავშვივით აჭყლოპინებულ ლიზას ვერ აარიდა მზერა ხელებს რომ იქნევდა და ყელგამოწეული ეხვეწებოდა უხმოდ . დათანხმდა აბა რა უნდა ექნა , სად შეუძლია უყუროს ასეთ ლიზას ,ხშირად ხომ არ უწევს ყელს თხოვნის ნიშნად ,ბოლოსდაბოლოს არასდროს არაფერს სთხოვს ,ბოლოს რა სთხოვა საკუთარი თავისთვის არც კი ახსოვს , არა არასდროს არაფერი მოუთხოვია , არც საჩუქრებს ითხოვს , ერთხელ გაბედა ეთხოვა სადმე წავიდეთო და ისიც თავად მოუწია ბოლოს ინიციატივის გამოჩენა , არდა ყველაზე მეტად რომ უყვარს საჩუქრები მასზე კარგად არავინ იცის , საჩუქრით დაიწყო მათი ამბავიც ,ნუ მთლად საჩუქრით არა ,მაგრამ არასდროს დაავიწყდება ბედნიერი სახე და გაბრწყინებული თვალებით რომ შეჰყურებდა დაბნეული . მერე რა უქნა იმ სახეს ? იარაღი მიუშვირა და იქ დამთავრდა მისი საჩუქრით მოტანილი ბედნიერებაც . არასდროს ყოფილა ქალებთან ძუნწი ,მითუმეტეს ვინც მართლა მოსწინდა თითქმის ყველა განებივრებული იყო ,,მიუხედავად იმისა რომ ერთ კვირაზე მეტი არ დაუყვია არავისთან . შერცხვა კიდეც საყვარლებს რომ შეადარა , არ შეუდარებია უბრალოდ განსაკუთრებულია , ის არც საყვარელია და არც უბრალოდ ცოლი . სინამდვილეში ორივეა , ყველაფერია ყველა ადგილს ავსებს , ყველგანა შეუძლია ყველა სტატუსი მოირგოს მის გულში და გვერდით . ის ერთია და სწდვამიტომ ვერ მიაჩეჩებს მხოლოდ ფულს რაც გინდა იყიდეო ,მასე დღესაც იყიდა რაც უნდოდა, არდა რიგორ ვერ იტანსნ? თავი იდიოტი გონია ვინმეს რამეს რომ ჩუქნის . ხან დემნას აბრალებს და ხან სხვას ,მაგრამ ვერავინ აიძულებს რომ სხვას დაუთმოს სიამოვნება მისი ბედნიერი სახის ყურებისას რომ განიცდის ,არა თავად რომ დაჭირდეს მთელი დღე ტვინის ჭ....ტვა და ენაგადმოგდებული სიარული მაინც ააურჩევს თავისნაირ განსაკუთრებულ რამეს . ერთს და ლამაზს. ახლახა გაახსენდა ამირანის ნაჩუქარი ყელსაბამი ,სწრაფად შეავლო მზერა ,რათქმაუნდა არც უფიქრია რიმ მოიხსნიდა . მამასია აბა სხვანაირად როგორ , რას არ მისცემდა რომ საერთოდ გაექრო ამ გოგოს მეხსიერება და მხოლოდ ის ადგილები დაეტოვებინა რაც თავად სურდა . <<ყელსაბამი გამოირიცხა>> აჯობეს , ამირანმა ნამდვილად აჯობა ამ საკითხში ,ისეთი რამე აჩუქა სულ რიმ თან დააქვს . ახლა რა ამირანს უნდა მიებაძოს ? მგრამ თავადაც რომ უნდა სულ თან ატაროს რაღაც რაც მის თავსაც გაახსეენებს? რა საშინელებაა ყელზე ამირანი და თავადაც აარჩევს სხეულის რომელ ნაწილზე უნდა რომ იყოს . არა რათქმაუნდა ყელი , მაგრამ ვერა ,მაშინ საჩუქარი ეღარ გამოუვა აშკარად ჯიბრში ჩაუთვლის ლიზა . ცოტაც რიმ გაეგრძელებინა ფიქრი და საკუთარ თავთან საუბარი ხასიათი გაუფუჭდებოდა მითუმეტეს რომ აღარც ლიზა ჩანდა კარგ განწყობაზე ,უაზოდ აცეცებდა თვალებს აქეთ იქით და ხელებს მოუთმენლად ათამაშებდა მაგიდაზე .



№1  offline მოდერი ენემი

kissing_heart kissing_heart კაია მომეწონა kissing_heart

 


№2  offline წევრი რუსანა

ენემი
kissing_heart kissing_heart კაია მომეწონა kissing_heart

Mixaria mixariaaaaaa ❤️❤️❤️

 


№3  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

კარგი იყო <3 ძალიან მომეწონა <3 მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით უფრო ახვანაირად მეგონა :/ იმედია მოაგვარებენ და ეყოლებათ <3 მომწონს შეყვარებული ლევამი მაგრამ ასეთ ამპულაში ლიზას დანახვაც მინდა უფრო მეტად<3 წარმატებებიდა ძალიან არ ფააგვიანო რუსკიტ <3 ახალ თავს ველი მოუთმენლად <3

 


№4 სტუმარი Guest თამუნა

ძალიან კარგია,მაგრამ ამდენ ხანს ნუ გვალოდინებ რა

 


№5 სტუმარი დარინა

მიყვარს მე ეს ორი ერთად ვგიჟდები ისეთი საყვარლები არიან მომწონს ასეთი ლევანი მოთმენას რომ სწავლობს და უკვე საკუთარ თავთან რმ აღიარებს ლიზას სიყვარულს ეს უკვე დიდი პროგრესია, ამათი ბავშვი მინდააააა, იმედია ეს ძლივს დალაგებული ურთიერთობები საზიზღარი ივანეს გამო არ აერევათ.

 


№6 სტუმარი Ani

Ai imden xans agvianeb xolme mugams ukargav istorias, martla, arada dzan momcons

 


№7  offline წევრი რუსანა

error
Vecdebi imedebi ar gagicruvoo❤️❤️❤️❤️

 


№8  offline წევრი Niin))

ოჰ, ეს ლევანი ნერვებს მიშლის!!
ლიზასი არ მესმის,
სიყვარულის გამო პრინციპები არ უნდა დაივიწყო.
ლევანს ხომ არ ავიწყდება? ლაზამ რატომ უნდა დათმოს?
ძალიან საყვარელი გოგოა, უფრო სწორად, ბავშვი და ყველაფერში ეტყობა,
გაბრაზებებზეც, გაბუტვებსა და ხასიათის მერყეობაზეც.
ლევანი რატომ ებრძვის თავს ვერ ვხვდები:)))
უყვარდეს ეს ქალი ეგოისტობის გარეშე არ შეიძლება?
ან ოჯახის დავიწყებისკენ რატომ უბიძგებს?!
ეგოისტი მესაკუთრეა!!
ამ კაცში ორი 'მე' საოცრად იბრძვის და შენი გადასაწყვეტია ვინ მოიგებს:))
ძალიან რთული იქნება ისტორიის დასასრული დასაწერად, ალბათ,
მე ჩემეული ვერსია მაქვს და ვნახოთ რა იქნება.:))
შენ კი ძალიან კარგი გოგო ხარ
და წარმატებები!!
მიყვარს ეს ისტორია ,
კარგი საკითხავია !
ლევანი მაბრაზებს ხოლმე, მაგრამ
მოვგვარდებით, ალბათ :დდ

პ.ს არ გვალოდინო ხოლმე :დ <33

 


№9  offline წევრი Kalina

აიღეთქო ლევანის ციხესიმაგრეთქო,
გეუბნები და არ გჯერა.
აბა, ეს რა იყო?
ოღონდ, რატომღაც ემოციების ნაკლებობას განვიცდი ამ ისტორიიდან.
რუსკიტ...
გამოწვევა გაქვს.
უნდა დამიმტკიცო, რომ ამ ორს ერთმანეთი მართლა უყვართ.
წარმატებები^_^
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№10 სტუმარი Guest მწვანეთვალება

ვითომ ლიზა მართლა ჭამს თუნდაც ტკიბილეულს და არ იტყუება? რა პატარა რაღაცას მივაქციე ყურადღება მაგრამ ანორექსია ხომ არ სჭირს?? :დდ

 


№11  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რუსოოოოოოოოო ამათი ბავშვი გვინდა დიდი ბედნიერების გამოხატულებიით... რაღაც უცნაური წინადადება კი გამომივიდა მაგრამ იმედია მოხვდი რაც ვიგულისხმე... მალე დადე მალეეეეეე

 


№12 სტუმარი ^_^

vgijdebi am istoriaze ❤️ unichieresi xar ❤️

 


№13 სტუმარი nanu1

davigale, ra uazrod welav ukve,
seqsis scemebs vapshe ar axwer kocnian da dilit igvidzeben eset motxrobas roca wer cota vnebac xo unda chado ara?
nu ai dzaan gaiwela ukve, ras apireb ?
rom shvili eyolot, mere liza mshoblebtan dabeundes, mere gashordnen, wlebis mere shexvdnen da sherigdnen? :///
momabezrebelia

 


№14 სტუმარი Guest bubu

bavshvtan dakavshirebit ar momwons mati shexeduleba

 


№15  offline აქტიური მკითხველი terooo

რა თბილი და მრავლის მთქმელი იყო ეს თავი

 


№16  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რავი ამ ტავში სულ ამათი ფიქრები იყო ხან ესაო ხან ისაო... რავიცი რავიცი.. მალე დადე რა

 


№17 სტუმარი Guest lika

daadget sashveli da iyvnen ertad bwdnierebi ra iqneba, agar hqondes levanis echvebi lizas mimart dzalian didi problemaa lizas mama da dzmaa rogorme tu ar mocildnen isini mat liza da levani ertad ver iqnebian bednierebi yoveltvis eqneba levanis echvebi da tan tu uyvart ertmaneti martla bavshvis sakitxze ase ar ifiqreb, siyvaruli ndobas efudzneba da es ndoba arc ertma mxarem ar unda gatexos rac ar unda moxdes, levani imas fiqrobs mere sxva qalisgan meyoleba bavshvio tu liza migalatebso da es imas nishnavs rom lizas ar endoba, lizasac unda hqondes garkveuli urtiertoba sakutar ojaxtan rom yvelaferi mogvardes, albat kargi iqneba tu cota movlenebs daachqareb

 


№18  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Kargii iyoo zalian magrammm magram agbianebb da patara tavebss debb gelodebii axalimsuteetavitt

 


№19  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

Guest lika
daadget sashveli da iyvnen ertad bwdnierebi ra iqneba, agar hqondes levanis echvebi lizas mimart dzalian didi problemaa lizas mama da dzmaa rogorme tu ar mocildnen isini mat liza da levani ertad ver iqnebian bednierebi yoveltvis eqneba levanis echvebi da tan tu uyvart ertmaneti martla bavshvis sakitxze ase ar ifiqreb, siyvaruli ndobas efudzneba da es ndoba arc ertma mxarem ar unda gatexos rac ar unda moxdes, levani imas fiqrobs mere sxva qalisgan meyoleba bavshvio tu liza migalatebso da es imas nishnavs rom lizas ar endoba, lizasac unda hqondes garkveuli urtiertoba sakutar ojaxtan rom yvelaferi mogvardes, albat kargi iqneba tu cota movlenebs daachqareb

მოვლენების დაჩქარების რამოგახსენო მაგრამ დანარჩენი რაც თქვი მეც გეთანხმები.

 


№20  offline წევრი jina

chemo gogo mgonia rom levanis sachuqari bavshvi iqneba :D anu liza ukve daorsulebuli iqneba eqimtan rom miva chasaxvis sawinaagmdego abebze da neta martali viyo :D :D <3 geli chemo kargo :* :* :*

 


№21  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის დადეებ აბაააა?!

 


№22 სტუმარი ნია

ქალისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და სიმდიდრე მის ყელზე შვილის შემოხვეული ხელებია. ლევანი თუ ეცდება დაივიწყოს ლიზას ოჯახის უარყოფითი მხარეები და მთლიანად ლიზაზე და მათ ბედნიერებაზე იფიქროს უკეთესი იქნება. არ ვამბობ ლიზას ოჯახს შეურიგდესო, უბრალოდ უნდა დაივიწოს სხვა ყველა და დატკბეს ლიზასთან ყოფნით. იმედია ჩვეულ ბანალურ ისტორიას არ დაამსგავსებ და სერიალივით არ გაწელავ ამათი დაშორებებით ბავშვის მალულად გაჩენით და მსგავსი სისულელით რომელსაც დღეს რატომღაც ბევრი მიმართავს

 


№23  offline წევრი მარი,,

პირველად წავიკითხე შენი ისტორია და მიხარია რომ აღმოგაჩინეეე.კარგად წერ და აუციღებლად წავიკითხავ დანარჩენებსაც.არ დააგვიანო ეს რა და დასასრულიც მქლე მოუფიქრე...კარგია ძალიააააან.

 


№24  offline წევრი რუსანა

Yvelas tvelas diidi madloba ,titqmis dawerili maqvs da xval davaaamateb :)

 


№25 სტუმარი Gvanca)

Dzalian banaluri istoriaa.Arminda cudat gamomivides magram sul ert tembrshi migkavs,dadzalian welav,dzalian patara tavebs deb da ase mgonia mets ver qachav,arvidzaxi rom cudi istoria,ubralot ai chemtvis armkopnis,cota shecvale gaadide,meti emocia meti grdznoba chamoakalibe levani da aseve lizac,armesmis rogorc wer,pativs vcem shens namushevars magram kargi ikneba tu shecvli rames,armikvars gawelili istoriebi da bavshvurad dawerili,gaitvaliscine rac gitxri da kargi ikneba;)

 


№26  offline წევრი qari

ruskita
Yvelas tvelas diidi madloba ,titqmis dawerili maqvs da xval davaaamateb :)

რაღაც არ ჩანს და ხოარ გადაიფიქრეე??იმედია ეს ხვალ ერთ კვირად არ გაიწელება

 


№27 სტუმარი Vvv

Sadaxaaar ❌

 


№28  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდიიიიიიიის??

 


№29  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როდის იქნება 24ე თავი?!

 


№30 სტუმარი RachelPed

На днях просматривала интернет и наткнулась на один интересный сайт http://вмплати.рф

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent