შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვარსებობ რომ შეგიყვარო - თავი 2


27-07-2017, 02:02
ავტორი _INSANITY_
ნანახია 1 617

თავი 2
დილით ადრიანად ვიღვიძებ,ნუ რომ დავფიქრდეთ არც მძინებია ,მთელი ღამე ვფიქრობდი დღევანდელ დღეზე ,ხო ხო კარგით დამიანეზე . მარიამი გამოშტერდა ასე ადრე ამდგარი რომ დამინახა ,ფუი ფუიო და ხის მაგიდაზე სამჯერ დააკაკუნა. აბაზანაში შევედი და რამოდენიმე წუთში მოვწესრიგდი. დიდი არაფერი ,მაკიაჟიც არ გამიკეთებია (ან როდის ვიკეთებ ?)მაღალწელიანი შორტი, მოკლე მასური და კეტები ჩავიცვი, ჩანთში კონსპეკტები ჩავაგდე და უნივერსიტეტში გავქანდი მარიკუსასთან ერთად. დერეფანში ვისხედით როცა გვითხრეს რომ ბოლო ლექცია გვიცდებოდა. ჯანდააბა და არ გადარჩენა, ეხლა ამის დრო იყო ? აუუუუ რა გავაკეთო, ღმერთებო და წმინდანებო ადრე მოვიდეს რაა დამიანე. არც ნომერი ვიცი, არც მისამართი და საერთოდ ვინაა არც ის ვიცი. იქნებ მეღადავა? არა არა მაგრად მეღადავა და ეხლა ალბათ თავის საძმაკაცოშია და დამცინის, წავალ სახლში წამოვწვები და მალე დამავიწყდება. ეზოში გავდივარ და გაჩერებაზე ვდგები. მოულოდნელად ჩემს ფეხებთან შავი მანქანა ჩერდება, ფანჯარას სწრაფად წევს და მეუბნება
-გამარჯობა ქალბატონო. ტაქსი ხომ არ გჭირდებათ ? ვაიმე დამიანე, მადლობა ყველა წმინდანს!
-დიახ თუ შეიძლება - ვეუბები ღიმილით და გვერდზე ვუჯდები. მანქანას ძრავს, მე ცოტახანი ჩუმად ვარ, ისიც უხმოდ მართავს მანქანას.
-უნივერსიტეტში მყავხარ ნანახი რამდენჯერმე, ჩემი დაც შენს ჯგუფშია, იქიდან ვიცი რომ გაგიცდა ლექცია - მოიცა ეს ჩემს აზრებს კითხულობს?! აუ საყვარელი ეს!
-შენ კი იცი რაღაცეები ჩემზე მაგრამ იქნებ მეც განმანათლო ?
-დამიანე დადიანი, 24 წლის, შენს უნივერსიტეტში ვსწავლობ ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად, მიყვარს პიცა და წიგნები - საყვარლად მირაკრაკებს და იცინის - ახლა შენი ჯერია დაბნეულო გოგონავ -მომმართავს, ჯანდაბა ვაიმე ეს რა საოცარი არსებაა!!
-23 წლის ვარ, მეც მეგობართან ერთად ვსწავლობ, მეგობარს კი არა უფრო დას ვუწოდებდი, მეც მიყვარს პიცა და წიგნები - ვუბრუნებ პასუხს და მეც ვუღიმი. თავს მიქნევს და გზას გასცქერის. ახლაღა ვაკვირდები რომ მანქანაში საოცარი სიმღერა აქვს ჩართული, გემოვნებაში ვერ შევედავები ისევე როგორც გარეგნობვაში. მანქანას აჩერებს, გადავდივართ და სამკაულების მაღაზიაში შევდივართ. აშკარად ვამჩნევ რომ ძვირიანი მაღაზიაა, საკმაოდ დიდიც. ერთ-ერთ დახლთან ვჩეერდები, ღმერთებო ეს რა სილამაზეა, არ ვიცი რისგანაა დამზადებული ეს ბეჭედი მაგრამ ისეთი ნაზი და ლამაზია რომ რამის მოვიტაცო და დავახვიო აქედან. ასე იმიტომ ვამბობ რომ ფასს შევხედე და თქვენც მიხვდებოდით რომ დაბალი არ ქონდა. დამიანე მიახლოვდება და ისიც ბეჭედს უყურებს.
- ლამაზია არაა? - ვეუბნები ნაზი, სათნო ხმით.
- ხო, შენსავით - თითქმის ყურთან მეჩურჩულება, ვგრძნობ ეკალი როგორ მაყრის მთელ კანზე და მუცელში როგორ დაფრინავენ პეპლები. ვიგრძენი თითქოს მისი სუნთქვა კანზე შემეთამაშა და თქვენც მიხვდით რომ მომაჯადოვა. მალევე მცილდება და გამყიდველს საყურის შეფუთვას სთხოვს, მადლობას ვუხდით და გარეთ გავდივართ უკვე საკმაოდ საღამოა, უხმოდ მივყავარ სახლამდე. კორპუსთან მიჩერებს, არ მინდა გადასვლა, მინდა მასთან ერთად, თუმცა ვერ გეტყვით რატომ.
- ელენე - თითქმის ჩურჩულით მეუბნება.
- ხო დამიანე.
- ძილინებისა.
- შენც დამიანე - ფრთხილად გადმოვდივარ მანქანიდან და სადარბაზოში შევდივარ, მანქანის ხმა არ მესმის, უკანაც ვერ ვიხედები. სწრაფად ავრბივარ კიბეზე და აივანზე გავდივარ. ისევ იქ დგას და ზევით იყურება, მამჩნევს და მაშინვე ძრავს მანქანას. დიდხანს ვუყურე იმ ადგილს სადაც მანქანა იდგა და როცა სიცივემ შემაწუხა მარიამს მივუწექი გვერდით. ჩასძინებოდა ჩემს გოგოს. უკვე თენდება, ვერ ვიძინებ, ყურის ძირი მეწვის, მისი სუნთქვა მახსენდება. და მაინც! რამდენად საოცარი უნდა იყოს ადამიანი, რომ ორ დღეში სხვანაირად მოგიტრიალოს ტვინი .

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
დილით მზის სხივები მაღვიძებს, ოხ ელენე!! ფარდა დაუტოვია გასაწევი. სწრაფად ვდგები საწოლიდან და აბაზანისკენ მივემართები. მოიცა ეს ელენე არაა? ვაკვირდები დივანზე მჯდარს. იდაყვი ხელში მოუქცევია და იღიმის.
- ელენე, ჩამოფრინდი ჩიტო -არც კი იძრევა. ეს ვერაა მემგონი. ოხ ელენე!
- ელენეეეეეეეე!! - ვუყვირი და ისიც დაფეთებული დგება.
- რა იყო მარიამ რა გეტაკა?
- კიდე მე მეტაკა რამე? დამჯდარხარ აქ დილა უთენია და დაფრინავ ღრუბლებში, რა გჭირს გოგო?
- სიკვიდლი და არ გადარჩენა მჭირს მარუს, ნუ უფრო მოკლედ რომ გითხრა დამიანე.
- ოპ, უყურე შენ. მიდი მიდი მომიყევი რა ელე, დამეძინა გუშინ დაღლილი ვიყავი -სამზარეულოში გადის, მაგისდასთან ჯდება და მოყოლას იწყებს. მოყოლასაც ვერ ვუწოდებ ყოველი სიტყვის მერე აყოლებს დამიანეს სახელს და ახასიათებს.ვაიმე! მგონი ამას მოეწონა ის ბიჭი და ეგააა!
- ოხ ელენიკო! დაგაბნია ხედავ?!
- დაბნევას ვინ ჩივის მარუს, დამატყვევა მგონი. ყავას ვერც კი ვამთავრებთ ისე გვეჩქარება, ამის ქაქანში გაილია ორი საათი. ავტობუში ძლივს ავდივართ, რა კეთილია ეს მძღოლი, ყველა ამოყავს. დაგვასვი ბარემ თავზე! თითქმის სირბილით შევდივარ უნივერსიტეტის კარებში, მოულოდნელად ლექტორი მხვდება და მაჩერებს.
- გამარჯობათ პატივცემულო.
- გაგიმარჯოს მარიამ, ესეიგი ყველა წარჩინებული მოსწავლე ჩავწერე ახალგაზრდულ ჯგუფში, მოხალისეები იქნებით და სხვადასხვა აქციებში მიიღებთ მონაწილეობას, იმედია ლექციების მერე გცალია რომ დარჩე - აუუუ როგორ გამახარე, მადლობა რომ ძილს აღარ მაცლით!
- დიახ, აუცილებლად დავრჩები. ახლა კი უნდა დაგტოვოთ მაგვიანდება. ლექციები იმდენად იწელება, რომ ასე მგონია საუკუნეა უნივერსიტეტში ვსწავლობ. ელენეს ვაფრთხილებ რომ გვიან მივალ და შეკრებილი სტუდენტებისკენ მივდივარ. სულ უკან ვჯდები და მიხარია, რომ გვერდზე არავინ მიზის. კი წავუძინებ ცოტახანი! მოიცა ეს ვინაა? ჯანდაბა ჩემს თავს და ყველაფერსაც. შანსი არაა! მოახლოვდება და გვერდზე მიჯდება.
- თვით მარიამ რობაქიძის გვერდით შემხვდა ადგილი? რა პატივია!
- მოიცა, შენ შემოგაპარეს აქ? ჩუმად მითხარი არავის ვეტყვი - ვეჩურჩულები, იღიმის და თავს აქნევს.
- თქვენ ჯერ კიდევ არ იცით ჩემი შესაძლებლობები ქალბატონო! - მეუბნება და ფხუკუნებს. ეს ვერაა სრულ ჭკუაზე მემგონი. უნივერსიტეტიც დაგვემთხვა?! რა საშინელებაა! არა რაღაცა უნდა მოვიფიქრო.
- მოკლედ ბავშვებო, რაჭაში ტარდება ლაშქრობა, სადაც ჩაგიტარდებათ ტრენინგი. პარასკევს საღამოს გავალთ და კვირას საღამოს დავბრუნდებით. ახლა კი ავირჩიოთ ლიდერები, დაიმახსოვრეთ, შეიქმნება ორი ჯგუფი რომელიც ერთმანეთს შეერკინება, გამარჯვებული ჯგუფი დასაჩუქრდება. აბა ვინაა მსურველი იყოს ჯგუფის ლიდერი?
- პატივცემულ, ჩემს გვერდზე მჯდომ ბიჭს სურს, თუმცა ვერ გეუბნებათ, რცხვენია.
- ბატონო სანდრო. ძალიან კარგი, თქვენ იქნებით ერთი ჯგუფის ლიდერი. აი მეორეს კი კენჭისყრით ავირჩევთ. - ვაიმე რა სახე მიიღო, ვხვები რომ შურის ძიება უნდა ამ წამს, თუმცა იკავებს და ლექტორს თავს უქნევს. მოიცა სანდრო ქვია? ახლა გასაგებია, ეს ყოფილა ის სანდრო მთელი უნივერსიტეტი რომ ჭორაობდ. ბიზნესმენის შვილია, ამერიკაში სწავლობდა 4 წელიო. უყურე შენ! თავში ავარდნილი გორილა!
- ხმათა უმრავლესობით მეორე ჯგუფის ლიდერი იქნება მარიამ რობაქიძე - მოიცა, მოიცა , აბა კარგად წაიკითხეთ გეშლებათ მგონი! მე ლიდერი და თან ამ ერთუჯრედიანს უნდა შევერკინო? თუმცა, ეგ უფრო მაგარია. აი თვითონ კი შკარად არაა კმაყოფილი, აბა რა ეგონა, როგორ იყო? არ იცი შენ ჩემი შესაძლებლობებიო? ახლა განახებ ნამდვილ შესაძლებლობებს!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
- ვაჩე, მომისმინე ბიჭო გამირკვიე რაც გთხოვე?
- კი ტო რა დიდი გასარკვევი ეგ იყო. ესეიგი, მარიამ რობაქიძე, 23 წლის, ჰყავს ძმა - ლუკა რობაქიძე კალათბურთელი, დედა მაკა - ექიმი, მამა გიორგი რობაქიძე - ლექტორი, საუკეთესო დაქალი ელენე ახვლედიანი, არ ჰყოლია შეყვარებული. რავი ძმაო, ლამაზი როა ეგ შენც ნახე და რაღა გითხრა.
- მისამართი და ტელეფონის ნომერი მომწერე. გავიქეცი დაგირეკავ მერე. სწრაფად ვუთიშავ ვაჩეს და ქვევით ჩავდივარ.
- დედა, მეძახდი ?
- ხო სანდრო, მოდი დედი ყავა დავლიოთ ერთად რამდენი ხანია არ გვილაპარაკია, მომენატრე შვილო, 4 წელია სხვაგან ცხოვრობ, რამდენი რამე მოხდა რომ იცოდე.
- კარგი რა დედა, ყოველდღე სკაიპით გირეკავდი და გკითხულობდი.
- კარგი მაგას დაანებე თავი, არავინ მოგწონს შვილო? დროა დედა იფიქრო უკვე, შეყვარებულიც კი არ გყავს დავიჯერო?
- კარგი რა ქეთი, რადროს ცოლია ჯერ პატალა ვალ.
- ნუ მასხრობ სანდრო - მიცინის და ლოყაზე გულიანად მკოცნის.
- კაი დე გავიქეცი აბა რაღაც უაზრო ლაშქრობა უნდა დავგეგმო - სწრაფად ვიყუდებ ფინჯან ყავას და გასასვლელისკენ მივდივარ. არა რა! რა ალქაჯია ეს გოგო, ეს რა გამიკეთა! ვნახოთ ვინ დამარცხდება გმირულად!
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
- ახვლედიანი 8, მეტი შეგიძლია - მიცხადებს ქალბატონი „მეტი შეგიძლია’’ და ლექციას ამთავრებს. არა ესეიგი გუშინ რომ დავსხი ტვინი ზედ მაგას კი არ გაიგებს. გამომივიდა მოტივატორი. ამ წუწუნში გავდივარ კარამდე, მოულოდნელად ვიღაცა ჩემს სახელს ყვირის. არა ღმერთო! ვიცი რომ ისაა. ვაიმე არ დაიბნე ელენე!
- ელენე, დამელოდე!
- უი დამიანე? როგორ ხარ?
- კარგად. შენ როგორ ხარ ელენე? - ჩემს სახელს ასე რატომ იძახის? ვაიმე ახლა შევჭამ ამას!
- უნივერსიტეტში მაგას ნუ მეკითხები, რათქმუნდა ცუდად, გამოცდა მაქვს ხვალ ინგლისურში და არ ვიცი რა ვქნა, ვეუნებოდი ჩემს მშობლებს რუსულს ჩავწერ-მეთქი, მაგრამ ვინ მოგისმინა!
- აი მე კი ინგლისური მირჩევნია, ისე გინდა გამეცადინოს ბოლო კურსის ყველაზე წარმატებულმა სტუდენტმა? – (ვაიმე დამიანე, ასე ნუ მიღიმი დავდნი ამხელა გოგო!)
- ეგრე ვერ შეგაწუხებ, შენც სამეცადინო გექნება - (ოხ ელენე რობაქიძე! გამოგდიოდეს მაინც ეს ტყუილი, არა და როგორ გინდა რომ გამეცადინოს.)
- არანაირად არ მომაცდენ, პირიქით გამიხარდება თუ დაგეხმარები. საღამოს მოგაკითხავ და სადმე დავსხდეთ.
- კარგი. ჩემი ნომერიიი...
- ვიცი - ამბობს დამიანე და ისე ქრება ვერც კი ვიგებ. მოიცა, ესეიგი ჩემი ნომერიც იცის? არა საიდან გაიგო? მეც უნდა ვიმოქმედო, რამე ზედმეტად გავიგო ამ პოლუსიდან ჩამოფრენილზე. ისეთი დაღლილი ვარ, რომ ლამის ლიფტში ჩამეძინა. სწარაფად ვაღებ კარს და მარიამს დავეძებ თვალებით.
- აქ ვარ ელენე, ნუ დაბოდიალობ.
- აუ ყავა გამიკეთე რაა, მალე უნდა გავიდე. ჩემი კონსპექტები ხომ არ გინახავს?
- მაგიდაზეა. მოიცა და სად მიდიხარ?
- დამინე დამპირდა ინგლისურში გამეცადინებო, ხო და კაფეში უნდა შევხვდეთ.
- ოხ ახვლედიანო! აღარ ხუმრობ შენ, ტაქსი მაინც გამოიძახე გოგო აღარ იქნება ავტობუსები.
- დამიანე გამომივლის - ვეუბნები და მოწკრიალე ტელეფონისკენ გავრბივარ.
- ხო დამიანე, გამოვდივარ - ისე ჩავრბივარ სართულებს არც კი მახსენდება, რომ ამ კორპუსს ლიფტიც აქვს. სადარბაზოსთან გაუჩერებია მანქანა, მიყუდებულია და მიყურებს, ისეთი სიმპატიურია ვერ აგიღწერთ! შავი თვალები აქვს, ასეთივე ფერის თმა და დიდი ტუჩები. ვუახლოვდები და ვხვდები როგორ მიჩქარდება გულისცემა.
- ხომ არ დავიგვიანე? – (კი ელენე დაიგვიანე რას ეკითხები.)
- არა ქალბატონო, თქვენი მძღოლი და მასწავლებელი სულ ადგილზეა და გელით.
- წავიდეთ?
- წავედით.
ეს საღამო იყო ისეთი როგორიც უნდა ყოფილიყო, ორი საათი ვისხედით კაფეში. ვხვდებოდი წერის დროს როგორ მიყურებდა, და ალბათ, ისიც ხვდებოდა როგორ ვუყურებდი როცა მიხსნიდა. იმდენი მელაპარაკა და მაწერინა, რომ ტვინი ამომიბრუნა!
- აუ დამიანე კარგი რა, გვეყოფა დანარჩენს სახლში ვისწავლი.
- არა ქალბატონო ამასაც ჩამაბარებთ და მერე მე თვითონ გაგიყვანთ სახლში - როგორც იყო ჩავაბარე არაწესიერი ზმნები. არა რას აღარ მოიგონებენ ხოლმე რა! რაღაც საოცარ მელოდიას ვუსმენთ. ინსტიქტურად ვტრიალდები მისკენ, ისეთი დახვეწილია, მანქანას ფრთხილად მართავს, შიგადაშიგ მუსიკასაც ყვება, ხანდახან შემომხედავს და მეც ქურდივით ვაბრუნებ თავს. კორპუსთან მიჩერებს.
- მადლობა დამიანე. ძალიან დამეხმარე.
- არაფრის - უკვე გადასვლას ვაპირებ ხელს რომ მკიდებს.
- რა ხდება დამიანე?
- არ წახვიდე რა, დარჩი - ვიგრძენი როგორ ამიჩქარდა გული, მისი თითოეული სიტყვა ათიათას პეპელას აფრენს ჩემში. სულ სხვანაირია. არ ვიცი რაღაც განსაკუთრებული. უკვე ერთი საათია მანქანაში ვსხედვართ გაუნძრევლად, არც ერთი არ ვლაპარაკობთ, ყველაზე ხმაურიანი სიჩუმეა. იდილიას ED SHEERAN –FALL ემატება და ვხვდები რომ სამოთხეში ვარ. მარცხენა ხელზე ფრთხილად მეხება, თითქოს არ უნდა მატკინოს. მუსიკას უწევს.
- წადი, უკვე გვიანია, რომ ახვალ აივნიდან გადმოიხდე - სწრაფად ავდივარ კიბეზე, ასე მგონია არ დამელოდება. აივანზე გავდივარ. ისევ იქ დგას. ვხედავ, როგორ უწევს მუსიკას და მანქანას ძრავს. უკვე თენდება, მარიამს ძინავს. არ მინდა გავაღვიძო, ამიტომ ვცდილობ ჩუმად გავიკვლიო გზა ჩემს ოთახამდე. ვერ დავიძინე, ამიტომ მუსიკა ჩავრთე და კონსპექტებს ჩავუჯექი. შიგადაშიგ მეღიმებოდა, დამინეს სახეს რომ წარმოვიდგენდი როგორ მიხსნიდა ამ ყველაფეერს. გამოცდა კარგად დავწერე, თუმცა პასუხები ჯერ არ ვიცი. დაფაზე გამოკრულ სიას ვკითხულობ და ვცდილობ ჩემი გვარი ვიპოვო - ახვლედიანი 10 - და მომენტი როცა ზუსტად მივხვდი რომ მხოლოდ დამიანე კი არა, მისი თითოეული სიტყვა და ფრაზა ჩემს გულშია.

მეგობრებო , პირველი მოთხრობაა ამიტომ გთხოვთ ცოტა დამინდოთ ,ვეცდები არ გალოდინოთ და მაალე დავდო.მიყვარხართ ყველა



№1 სტუმარი Ana

აუ ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ ❤️ სახელებზე ვდნები

მაგარია ძალიან ❤️

 


№2  offline წევრი _INSANITY_

Ana
აუ ძალიან მომწონს და იმედია მალე დადებ ❤️ სახელებზე ვდნები

მაგარია ძალიან ❤️

მადლობა დიდი ♥

 


№3 სტუმარი

ძაან მაგარი გოგო ხარ

 


№4  offline წევრი _INSANITY_

ძაან მაგარი გოგო ხარ

უღრმესი მადლობა .. ♥♥♥

 


№5 სტუმარი Papaute

ძაან მაგარი გოგო ხარ

ძაან მაგარი გოგო ხარ

 


№6  offline წევრი _INSANITY_

Papaute
ძაან მაგარი გოგო ხარ

ძაან მაგარი გოგო ხარ

მადლობა ♥

 


№7 სტუმარი teo

ძაან მაგარი გოგო ხარ heart_eyes heart_eyes ვგიჟდები უკვე შენზე <3 საოცარი მოთხრობაა საოცარი პერსონაჟებით heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი _INSANITY_

teo
ძაან მაგარი გოგო ხარ heart_eyes heart_eyes ვგიჟდები უკვე შენზე <3 საოცარი მოთხრობაა საოცარი პერსონაჟებით heart_eyes heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ,მიხარია რომ მოგწონთ ♥

 


№9 სტუმარი Guest ბელა

უმაგრესი მოთხრობაა! ძალიან მომწონს

 


№10 სტუმარი Guest ნინი

ძალიაააან მაგარია!მალე დადე რა innocent

 


№11 სტუმარი Guest Irina

Dzaan momecona ❣️❣️male dadeb shemdeg tavs?

 


№12  offline წევრი Mia_smith

ველი ველი მოველიიი heart_eyes heart_eyes
კარგია ასე განაგრძე

 


№13  offline წევრი _INSANITY_

Mia_smith
ველი ველი მოველიიი heart_eyes heart_eyes
კარგია ასე განაგრძე

მადლობა ♥

Guest Irina
Dzaan momecona ❣️❣️male dadeb shemdeg tavs?

უკვე პროცესშია ♥ მიხარია რომ მოგწონთ ♥

Guest ნინი
ძალიაააან მაგარია!მალე დადე რა innocent

გპირდებით ,დიდხანს არ გალოდინებთ ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent