მკვლელი (2)
5 წლის წინ. მძულს დილით ადრე ადგომა. შემიძლია მთელი დღე ვიწვე და ჩემს ფუმფულა ბალიშს ვეხუტებოდე. მაგრამ უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი. საწოლიდან ვდგები და ვასწორებ, მერე აბაზანაში ვინაცვლებ, სარკეში ვიხედები, ჯანდაბა, აღარასოდეს, დავიძინებ გვიან. ტანზე ვიხდი, და საშხაპეში ცხელ წყალს ვუშვებ, სწრაფად ვბანაობ და წყალს ვკეტავ. ოთახში თავის მშრალებით გავდივარ, სწრაფად ვიმშრალებ ტანს, ვიცმევ, თმებს კი კოსად ვიკრავ, ჩანთას ვიღებ და გარეთ გავდივარ. უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, ჩემმა მშობლებმა პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი 1 ოთახიანი ბინა მიყიდეს, ჩემმა ძმამ კი მანქანა. სწრაფად ვჯდები საჭესთან, და მანქანას ვქოქავ, და ადგილიდან გავდივარ, ვგიჟდები სწრაფად ტარებაზე, ექსტრემალურ შემთხვევებზე. ამიტომაცაა, რომ ჩუმად ვიღებ, შეჯიბრებებში მონაწილეობას, ეს რომ ჩემებმა გაიგონ.. ჩათვალეთ მკვდარი ვარ. უნივერსიტეტთან ვაჩერებ და მანქანიდან გადავდივარ, იურიდიულზე ვსწავლობ, უკვე მეორე კურსის სტუდენტი, ლაილა ახმეტელი გახლავართ! ლექციები სწრაფად მიმთავრდება, მეც სახლში გავრბივარ, დღეს შეჯიბრება იმართება, ფორმაში უნდა ვიყო. სახლში მისული, ვჭამ, შემდეგ კი ვიძინებ. ღმერთო, რამდენი ხანი მძინებია, რომელი საათია. ტელეფონს ვანათებ და საათს ვუყურებ. საათი 10ის ნახევარს მიჩვენებს, დრო კიდე მაქ შეჯიბრება 11 საათზე იმართება. წყალს ვივლებ, ყავას ვსვაბ და საათი უკვე 10ია. ტანზე მომდგარ, ტყავის ელასტიკს ვიცმევ, ტოპს, და ტყავის კურტკას, ჩემს წითურს თმას ვიწნი, ორ ნაწნავს ვიკეთებ, ფეხზე კედებს ვიცმევ და მზად ვარ, გარეთ გავდივარ ჩემს მანქანაში ვჯდები და დანიშნულების ადგილისაკენ მივდივარ, მისულს საათი უკვე 11:50 ია. ხაზთან ვდგები, და აი სასტვენის ხმაც, ადგილს მთელი სისწრაფით ვწყდები, გვერდით მხოლოდ ერთი მანქანა მომყვება, დანარჩენები უკან მოგვყვებიან როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე მე ვიმარჯვებ, არც ახლა ვაპირებ დამარცხებას, სულ ცოტაც და ფინიშის ხაზთან ვარ, გავიმარჯვე. მანქანიდან გადმოვდივარ და ტაშის გამაყრუენელი ხმაც თან მზდევს, გვერდით კი უცებ ძალიან სიმპატიური ბიჭი მიდგას და მიღიმის. -გაოცებული ვარ, როგორ ჩანს მართალი ყოფილან, თქვენ ნამდვილად დედოფალი ხართ. -მადლობა. -დემეტრე ნაკაშიძე. -ლაილა ახმეტელი. ხელს ვართმევთ ერთამენთს, და თითქოს დენი მირტყავს, სასწრაფოდ ვაშვებინებ ხელს და ხმის ამოუღებლად ვჯდები მანქანაში და სახლში მივდივარ. რა კარგია ხვალ შაბათია შემიძლია მთელი დღე მეძინოს. თავი მისკდება, თან ეს კარების ხმაც არ ჩერდება. ხალათის ჩაუცმელად ვდგები ალბად დედაჩემია. კარებს ვაღებ და.. ჯანდაბა ეს დემეტრეა.. აქ რას აკეთებს. -ყოველ მოსვლაზე, ასეთ ფორმაში თუ დამხვდები, შენთან გადმოვალ საცხოვრებლად. მეუბნება და ტუჩებზე მაცხრება, ღმერთო რა გემრიელია ეს ბიჭი, ხელში მიყვანს და კარებს ფეხით ხურავს, მართლა არვიცი ეს რაიყო. მაგრამ ამის მერე დაიწყო, ბევრი სიურპრიზი, უთქმელი სიტყვები და ქმედებები რომლითაც ყველაფერს ვამბობდით, ასეთმა ურთიერთობამ 1 წელს გასტანა დედაჩემმი ვეღარ მცნობდა. -რა გჭირს შვილო, ამ ბოლო დროს შენს თავს აღარ გავხარ. -მიყვარს, დე. და აღიარებული გრძნობა. -შემხვდი ლაი, სასწრაფო საქმე მაქ. -სად მოვიდე? -მთაწმინდაზე, ჩვენს ადგილას ამოდი. სწრაფადვე ავედი, დემე იქვე მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ეწეოდა.დამინახა თუარა გაიღიმა, და სიგარეტი გადააგდო. მეხუტება ხელებს მაგრად მხვევს და ამბობს სიტყვებს რომელიც ცხოვრებას ცვლის. -ცოლად გამომყვები? და პასუხი რომელიც, ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის. -კი. მერე, იყო მშობლების გაცნობა, როგორც ჩემი ასევე მისი, დიდი თეთრი კაბა, ქორწილი და ბევრი, ბევრი ბედნიერი დღე, და 3 თვის მერე სიტყვები რომელიც ცხოვრებას აზრს სძენს. -დემ. -ჰო, ლაი მას ჩემს კალთაში უდევს თავი და ლამაზი თვალებით პირდაპირ თვალებში მიყურებს რაც უფრო მაბნევს და ძვლივს ვუყრი სიტყვებს თავს. -ორსულად ვარ. ახლანდელი დრო. გონს საავადმყოფოში მოვდივარ, თვალებს ძვლივს ვახელ, პირი მიშრება. სხეულს ვერ ვამოძრავებ. პალატაში ექიმი შემოდის და კეთილი სახით მიყურებს. -ეს რა გიქნეს შვილო, ასე როგორ გაგიმეტეს. -რა.. რა მჭირს. პირი ისე გამშრობია ძვლივს ვლაპარაკობ. -საშინლად ხარ ნაცემი. ხელი და ორივე ფეხი მოტეხილი გაქ. მთელი სხეული დალურჯებული.. და შვილო იცი.. მუცელი მოგეშალა. რა თქვა?? მუცელი მოგეშალაო.. ორსულად ვიყავი? ისტორია ქალზე რომელსაც ყველაფერი წაართვეს. ეს ჩემი პირველი ისტორიაა გთხოვთ შემიფასეთ. ისტორიას ტელეფონით ვწერ და ბოდიში პატარა თავებისთვის ბავშვებო. შეფასება თქვენზეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.