შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედისწერა II თავი


28-07-2017, 11:49
ავტორი Bu...
ნანახია 2 292

და აი უკვე სექტემბერია. ვნერვიულობ, ეს ხომ ჩემი პირველი დღეა უნივერსიტეტში. ყველაზე ლამაზი კაბა ჩავიცვი და თმები, რომელსაც კულულების ნასახი აღარ შერჩა, ლამაზად დავივარცხნე. ნეტავ ვიცოდე რა მანერვიულებს. ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, თუმცა ერთი ნაკლი მაქვს. ხასიათი, რომლითაც ყოველთვის ვამაყოფდი, სადღაც გაქრა. რაც დარჩა არის მხოლოდ რობოტი, რომელიც სხვის გადაწყვეტილებებს მიჰყვება და საკუთარი აზრი არ გააჩნია. არ ვიცი ეს როდის მოხდა. იქნებ მაშინ, როცა გავიაზრე თუ რაოდენ ძნელია გაგაჩნდეს რაიმე სახის პასუხისმგებლობა, ან მაშინ როცა პირველი შეყვარებული დამშორდა სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან, ან იქნებ ეს მაშინ მოხდა როცა მამა დავკარგე, ნუ გეშინიათ, ის არ მომკვდარა, უბრალოდ მიგვატოვა. არავინ არ იცის რა რთულია, როცა აღარ გყავს ადამიანი რომელსაც სიცოცხლესაც კი ანდობდი. ერთ დღესაც შემოგვხედა დიდ და ბედნიერ ოჯახს და მიხვდა, რომ აღარ ვუნდოდით. დღემდე არ მესმის მისი და ალბათ ვერასდროს ვაპატიებ. კიდევ კარგი მას მარტო გარეგნულად ვგავარ. თემას გადავუხვიე. მოდით ჩემს პირველ დღეს დავუბრუნდეთ. უნივერსიტეტი, თორმეტი ასო და ამხელა მნიშვნელობის მატარებელი. ვნერვიულობ. ხომ შეიძლება პროფესია არასწორად ამერჩია და ამისთვის ერთი წელი დამეკარგა. მე კი აუცილებლად უნდა ვიმუშავო, რომ დედას დავეხმარო. რომელი საათია? მგონი მაგვიანდება. სწრაფად ვიღებ ჩემს ჩანთად და მომავლისკენ გავრბივარ. ფეხები მიკანკალებს, ცვლილებებს მიუჩვეველი ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
უნივერსიტეტში შესვლისას ყვრლა მე მომაჩერდა. ჩემი გარეგნობის აღწერა დამავიწყდა... ვარ მაღალი, გამხდარი, მუქი წაბლისფერი თმითა და მწვანე თვალებით. ყურადღებას მიბყრობას მიჩვეული ვარ, მაგრამ ამ მომენტში მირჩევნია გავქრე ან უჩინარ არსებად ვიქცე. აუდიტორიაში დავჯექი და ლექტორის მოლოდინში გავიტრუნე. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული გოგო მომიჯდა გვერდით, რომელსაც წარბთან პისინგი ჰქონდა და სულ შავები ეცვა. არ მიყვარს ხალხის განსჯა. უცნობს მივესალმე.
-გამარჯობა, მე სოფიო თაბაგარი ვარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც, მარიამ დვალი,- ხელი ჩამომართვა. ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი, რადგან აუდიტორიაში ის შემოვიდა. ლექტორი, რომელიც მოდელს უფრო გავდა. საკმაოდ ახალგაზრდა და ჩემთვის ნაცნობი იყო, თუმცა ვერ ვიხსენებდი საიდან. ცისფერ თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა და ახალ სტუდენტებს ათვარიელებდა. უეცრად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მე მივხვდი რომ მისი მზერა განსაკუთრებული იყო.



№1 სტუმარი Guest bubu

რა პატარა თავი იყო ძალიან კი მომეწონა არ გვალოდინო ხოლმე მალე დადე

 


№2  offline წევრი londoni

Momewona, ogond tavebi gazarde cotaa

 


№3  offline წევრი Bu...

ამ დღეებში დავბრუნდები სახლში და დიდ თავებს დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent