ტყის საიდუმლოება (თავი მეორე)
შრიალის ხმაზე თავს წევს, მაგრამ დიდი ხანი არ ამახვილებს ყურადღებას და ფეხზე დგება, კაბას იფერთხავს და სახლისკენ მიმავალ გზას მიუყვება. ქვით ნაშენები სახლის წინ დგას და სიამოვნებით უყურებს ამ შესანიშნავ ნაგებობას. შიგნით შევიდა და ღრმად შეისუნთქა ჰაერი, ფილტვები გაიჯერა სიძველის სურნელით. გარემო მოათვალიერა, რისთვისაც აქამდე არ მიუქცევია ყურადღება. კედლები მოხატული ხალიჩებით იყო სავსე. ზოგ ხალიჩაზე ეკლესია იყო ამოქარგული, ზოგზე კი კოშკები. ბუხარში ცეცხლი იყო აგიზგიზებული, არემარეს ალისფრად ანათებდა. ივნისის თბილი დღეები იყო, მაგრამ იქ მაინც გრილოდა. მიუახლოვდა და დივანზე მოკალათდა. ფიქრობდა ბებო-პაპაზე, უკვე ძალიან ენატრებოდა ორივე. დიასახლისი მოხუცებული ქალბატონი გახლდათ, ყველას თავზე დატრიალებდა რამე ხომ არ უნდოდათ. სარასთანაც მივიდა და თბილად ჰკითხა რამე ხომ არ სურდა. მანაც ზრდილობიანად და თბილი ღიმილით, უარი უთხრა და მადლობა გადაუხადა ყურადღებისთვის. საოცრად თბილი მოხუცი იყო, სურვილი უჩნდებოდა მისულიყო, გულში ჩაეკრა და ნაოჭები დაეკოცნა სათითაოდ. საღამოთი ყველა ბუხარს შემოუჯდა. საყვარელი ადამიანები გარშემო, ზაფხული, საღამოს სუსხი, სახლის სითბო, შეშის ტკაცუნი, სარასთვის ახდენილი ოცნება გახლდათ. სანამ ბავშვები ერთმანეთში საუბრობდნენ, იხსენებდნენ განვლილ წლებს თან ერთმანეთს დასცინოდნენ, მომხდარ კურიოზებზე. ბებო ჭიჭიტას ამზადებდა მათთვის, ტაბლაზე დგამს და მათთან მიაქვს. პატარა მაგიდაზე ალაგებს ყველაფერს და ჭამისკენ მოუწოდებს. ყველა მადლობას უხდის და დამშეულები შეექცევიან. კარების გაღების ხმამ მიიქცია ყურადღება და ყველამ იმ მხარეს გაიხედა. მისაღებისკენ მოიწევს სტუმარი და მკაცრი, დინჯი ხმით ესალმება ყველას. - გამარჯობათ! - ისეთი ცივი ხმა აქვს, სარას ათრთობს. - გამარჯობა - ყველა ერთხმად ესალმება. - ეს ჩემი აქაური მეგობარია იოაკიმე, მისი ხელში ვარ გაზრდილი. მართალია ჩემზე 7 წლით დიდია, მაგრამ მაინც ჩემი ძმაკაცია - სიცილით ამთავრებს მონოლოგს. - ესენი კი ჩემი კლასელები არიან. - აცნობს ყველას მეგობარს გიორგი. ყველას სათითაოდ ართმევს ხელს, გოგოებს ზრდილობის ნიშნად ხელზე ეამბორება. სარას ჯერიც დგება და ხელს უწვდის. - იოაკიმე - ცივი მზერით უყურებს. - სარა, იოაკიმე შენი ზედმეტსახელია? - სიცილს ვერ იკავებს და ეღიმება. - არა, იოაკიმე ჩემი ნამდვილი სახელია! - ისეთი ხმით ეუბნება, სიცილის კი არა სუნთქვის სურვილიც გაუქრო გოგონას. სავარძელში მოთავსდა მის წინ, თან მზერას არ აცილებდა. ამას გრძნობდა გოგონა და ადგილზე ცმუკავდა. ბოლოს გაღიზიანებულმა, კოპებ შეკრულმა შეხედა. ახლაღა დააკვირდა სახეზე, მისმა ცივმა მაგრამ საოცრად ლამაზ ზღვისფერმა თვალებმა მონუსხა. ტასო გვერდიდან იდაყვს არტყავს და დედამიწაზე აბრუნებს. - რა გჭირს? - ყურში ეჩურჩულება. - დავიღალე დღეს გზაში და მეძინება.. - ცდილობს თავი დაიძვრინოს, მგონი გამოსდის კიდეც. თვალს მამაკაცისკენ აპარებს და შეშდება, როდესაც მის მზერას აწყდება. ტანში სიცივე უვლის, ჯერ აქამდე განუცდელი გრძნობები აწუხებს. სიცივის შეგრძნება აღვიძებს, საკუთარ თავზე ეცინება შუა ზაფხულში შესცივდა. ადიელაში უფრო ეხვევა და ფიქრებით ღამის ინციდენტს უბრუნდება. წყლის წყურვილმა გამოაღვიძა, თვალების გახელა და ვიღაცის მნათობ თვალებთან წაწყდომა ერთი იყო. ერთი კი წამოიკივლა, შიშისგან თვალები დახუჭა და საბანი გადაიფარა. რამდენიმე წუთის შემდეგ შეშინებულმა ფრთხილად წამოყო თავი. ტუმბოზე ტელეფონს წაწვდა და ფანარი ჩართო. ოთახში არავინ იყო საერთოდ მის გარდა, ცოტა გულზე მოეშვა. გაიფიქრა ალბათ მომეჩვენაო და ძილი განაგრძო. საბანს იხდის და ფეხებს იატაკზე ალაგებს, სიცივისკან აკანკალებს და ტანზე ბუსუსები აყრის. შემცივნებული, უკმაყოფილოდ დგება, ფუმფულა ჟაკეტს იცვამს და გარეთ გადის. მისაღებში ბუხარი გიზგიზებს, მაგრამ ოთახში არავინაა. სამზარეულოდან ბებოს ფუსფუსი ისმის და ისიც იქით მიდის. - დილამშვიდობისა ციური ბაბო, ყავას ხომ დალევთ? - უღიმის და ლოყაზე კოცნის. - კი, შვილო თუ არ შეწუხდები.. - თბილად გაუღიმა და ლოყაზე მოეფერა. - არა, რასამბობთ.. როგორს დალევთ ? - ნალექიანი შილო, ცოტა ტკბილი.. მომიყევი შენზე, რას საქმიანობ? - წელს სკოლას ვამთავრებ, იურიდიულზე მინდა ჩავაბარო და ოცნება ავისრულო. - წარმატებას გისურვებ ბებო გენაცვალოს, ალბათ შენი მშობლები როგორ ამაყობენ შენით - მშობლების ხსენებაზე თვალები ცრემლებით ევსება, მაგრამ თავს იკავებს. - ბებო რამე ცუდათ ვთქვი ? - შეღონდა მოხუცი. - არა, არა, უბრალოდ პატარა ვიყავი როდესაც ავტოკატასტროფაში დამეღუპნენ მშობლები. - შეძლებისდაგვარად გაუღიმა. - უი, უი, მაპატიე შვილო.. დარწმუნებული ვარ, ამაყობენ შენთვის და იქიდან გლოცავენ. - იმედი მაქვს ამაყობენ, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. - სევდიანად ამოილაპარაკა. ყავა მიირთვეს, ცოტახანი კიდევ ისაუბრეს. ამ ხნის განმავლობაში გრძნობდა, რომ ვიღაც უყურებდა, მაგრამ მათ გარდა არავინ იმყოფებოდა ოთახში. ბავშვები ოთახებიდან გამოიშალნენ. ისაუზმეს და გადაწყვიტეს სამარხების სანახავად წასულიყვნენ. სახლიდან გასულებს იოაკიმე გარეთ დახვდათ. მოსალმების ნიშნათ ყველას თავი დაუქნია, მათაც იმავე ჟესტით უპასუხეს. გიორგიმ შესთავაზა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ უარი განაცხადა. ბებოს დალოცვის და ბევრი დარიგების შემდეგ გზას გაუდგნენ. საათ ნახევარი გავიდა რაც გზაში იმყოფებოდნენ და უკვე სიარულით დაღლილმა გოგონებმა წუწუნი დაუწყეს ბიჭებს. - დავიღალეთ რაა, ცოტახანი შევისვენოთ - ჯუჯღუნით დაეშვა მიწაზე ტასო. - ჰო, რამდენი ხანია რაც მოვდივართ, რით ვერ მივედით.. - სხვებიც აჰყვნენ. - რამდენიმე წუთი დიდი ხანი ვერ გავჩერდებით. შუადღისით, სიცხეში უფრო გაგიჭირდებათ სიარული. თან ხომ გეუბნებით ხოლმე, ყველაფერს პირში ნუ იყრით თქო, ჩაპუტკუნებულ ბურვაკებს, რომ დაემსგავსეთ და ვეღარ დადიხართ, თან მალე იღლებით. - სიცილით უთხრა გიორგიმ და სხვებიც აიყოლია. - ყველა შენნაირი ტანწერწეტა ვერ იქნება. - ტასო შეუბღვირა და ენა გამოუყო. - კარგით გეყოთ ადექით, მალე მივალთ უკვე.. - ყველა წამოშალა გიორგიმ. სარა, უკან მიდიოდა და სუნთქვა შეკრული ათვალიერებდა, მწვანეში ჩაფლულ გარემოს. ტრიალ მინდორზე გავიდნენ, სადაც შემორჩენილი იყო სამარხების ნარჩენები. შიგნით შევიდნენ, თან გიორგის უსმენდნენ, რომელიც ისტორიას უყვებოდა. ამ ხნის განმავლობაში გრძნობდა ვიღაც მოჰყვებოდა. დაჟინებული მზერა სხეულს უწვავდა. მაგრამ, მისდა გასაკვირად არავინ ჩანდა მათ გარდა. საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა, რაღაცეები რომ ელანდებოდა. ყველაფრის მონახულების და სურათების გადაღების შემდგომ , სახლის გზას დაადგნენ. სარა, ყველასგან გამოყოფილი წინ მიდიოდა, ფიქრებში იყო გართული. ჩიხიდან ჭიხვინით და ქარის სისწრაფით შავი ბედაური გამოჩნდა. გოგონას მიმართულებით მიქროდა, ის კი თითქოს ვერ ამჩნევდა. ბავშვების ყვირილმა გონს მოიყვანა და შეშინებულმა უკან სვლა დაიწყო. თან თვალს არ აშორებდა, მის წინ მყოფ სილამაზეს. სხვა დროს დატკბებოდა მისი ყურებით. უკან სვლაში ფეხი ამაღლებულ ქვას წამოსდო, გადაუტრიალდა და სიმწრისგან ჩაიკეცა. მოახლოებული სასიშროებისგან თვალებზე ხელი აიფარა, ეგონა ეს ყველაფერი კოშმარი იყო და გამოეღვიძებოდა. არსაიდან მხსნელად იოაკიმე გამოჩნდა, ცხენს წინ გადაუდგა და გაურვეველი ჟესტით გაჩერება უბრძანა. მანაც თითქოს გაიგონა მისი ნათქვამი, წამსვე შედგა ორ ფეხზე, ღმერთივით გადმოჰყურებდა ზევიდან, თან ხმამაღლა ჭიხვინებდა. მისი ხმას ექოსავით უბრუნდებოდათ მთა. - სარა, სარა, ხომ კარგად ხარ ? - შეშინებული ჩნდება მასთან გიორგი. - ძალიან მტკივა, ძალიან.. - ცრემლევს ვერ იკავებს. - სად გტკივა? - ტასოც იმუხლება მასთან და ტირილს იწყებს. - აი - კოჭზე ანიშნებს - არა - შეშინებული აჩერებს გიორგის - ხელი არ შემახო - ამოისლუკუნა. - მაჩვენე აბა - მასთან იო იმუხლება და ნაზად თითებს დაატარებს ნატკენ ადგილზე, სარაც იყუჩება. - აქ გტკივა? - კვლავ ადებს თითებს, გოგონას კი მთელ ტანჟი ჯერ არ განცდილი ჟრუანტელი უვლის. ხმის ამოღებასაც ვერ ახერხებს, მხოლოდ თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. იმედია მოგწონთ და ვინმე მაინც კითხულობთ :დ მიყვარხართ ყველა ^__^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.