შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პარალელური სამყაროები-ხილვა (ნაწილი პირველი)


29-07-2017, 04:09
ავტორი chex
ნანახია 1 207

შესავალი
დროის გასვლასთან ერთად ვკარგავ ფერებსაც, ისე როგორც გზა არეული მხატვარი. მე უდაბნოში დაკარგულს საცოდავ ჯარისკაცს ვბაძავ, წყლის სურვილი რომ უფანტავს გონებას. მე ბედნიერების სურვილმა დამიკარგა მშვიდობიანი ცხოვრების წყურვილის შეგრძნება. სულიერად დაცემული და განადგურებული პერსონა ვარ. არაფრის გამკეთებელი თიხისგან გამოძერწილი უკვდავი სათამაშო. და... ფერებს ვკარგავ ისე როგორც ფიროსმანი, რომელიც სიყვარულის მორევში უგზო უკვლოდ დაკარგული წავიდა... მე მწერალიც აღარ მქვია, რადგან ჩემმა უაზრო გონებამ დადუმების პერიოდამდე მიმაღწევინა.
ეკლესიის კართან ვიდექი. ბუნდოვნად ჩანდა ფრესკები, რომელსაც გამალებით ვუმზერდი. ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა. მარჯვენა მხრიდან კი ბოხი, მეამბოხე ხმა.
-ჩემი შვილია. ეკლესიაში არ შემომაყვანინეს.
თითქოს რაღაცამ გაიფრინა ჩემს თვალწინ. ჩამუქებულად ვხედავდი ხედს, რომელიც ჩემს წინ იშლებოდა. ფეხები მიდიოდნენ გარეთ ეკლესიის შემოსასვლელთან, გონებას უჭირდა გაეცნობიერებინა ეს სიარულის უნარი. ლანდები ისევ დაკრთოდა არემარეზე... უეცრად ხელი გავიქნიე და კალიასკიდან ბავშვს ზეწარი გადაეხადა. უკვე დამშვიდებულა თითქოს არც უწვიმია ჯერ გარეთ და არც პატარას ეტირა. ეკლესიაში შევიყვანე და ლანდებიც ნელნელა გაქრა. სასთუმალთან ვუჯექი ბავშვს და მამიკო გვიყურებდა. უბრალოდ გვიყურებდა... ყველაფერი რეალურად ხდებოდა უკვე... რაღაც მეცემოდა და აი ისიც...
გამეღვიძა...



ნაწილი 1
ბოლო გზა სიკვდილისკენ კი არა მაინც ეკლესიისკენ მიდის. დღედაღამ დალევაში გატარებული რამდენიმე წელი.უაზროდ ამღვრეული ათასი ფიქრი, მშობლები რომლებიც ჩემს მეგობრებს უშლიდნენ ჩემნაირ არანორმალურთან სიახლოვეს. და მაინც ჩემი ცხოვრება მაინც გასაოცარი იყო. მე არ ვგავდი ვინმეს, მე არ ვიცვამდი სხვებივით, მე არ მქონია სხვებივით შეგრძნებები რომლებიც არარეალურ სამყაროსთან დამაკავშირებდნენ. მე მქონდა საკუთარი სამყარო რომელშიც წლების მანძილზე მომიწია ცხოვრებამ, თუმცა დრო არის რომ მივაღწიო მწვერვალს, რომელიც ჩემი სულის განთავისუფლებას ითხოვს. მე კარგად ვარ ყოველდღე ეს ფრაზე მშველის. ლოცვებს ვკითხულობ დილა საღამოს. უცნაური შეგრძნებები მაქვს. არ მინდა ვინმეს გიჟი ვეგონო, ამიტომაც ვესაუბრე ჩემს არანორმალურ ფსიქოლოგიაზე ჩემს მასწავლებელს. მას სულაც არ გაკვირვებია ჩემი სიგიჟეები. მე ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მტოვებენ. არ ვხედავ სიზმრებს ეს უფრო სხვა არის. მე შემიძლია განვსაზღვრო ჩემი მომავალი, თუ რა მოხდება ხვალ ან ზეგ. მე არ ვარ გიჟი გთხოვთ გაიგეთ, სული მტკივა უბრალოდ სხვა ყველაფერი რიგზეა. მე არ გავუგიჟებივარ სამყაროს რომელმაც გული ამომაცალა და ამით, საბოლოო არარაობად მაქცია.
სოფლის ნიავი მომწონს ყველაზე მეტად. ნიავი, ჰაერი რომელიც მხოლოდ აქ შეიძლება იყოს. ვგრძნობდე რომ ცოცხალი ვარ. ყოველ საღამოს კიბეზე ჩამოჯდომა და საკუთარ თავზე ფიქრი მომწონს. ვხედავ რომ კარგად ვარ, ვმშვიდდები და ბაბუას ხელის სინაზეს შევიგრძნობ. ის დღეც კარგად მახსენდება როცა მან მე დამტოვა. ჭკვიანი არა, თუმცა არც თუ ისე დებილი ვიყავი იმის გასარკვევად რომ ის მტოვებდა. ნათელმხილველი არ ვარ მაგრამ ვნახე მე მისი წასვლის პროცესი.
იმ დღეს განსაკუთრებულად გვიან დავიძინეთ. მე ვიცოდი რომ საღამოს ჩვენს სახლთაან პოლიცია მოვიდოდა და შეგვეკითხებოდა, რამე ხომ არ ესაჭიროებოდა ოჯახს. სწორედ ასეც მოხდა. ყოველთვის ადრე გვიყვარდა დაძინება. ეს სოფლის კანონია დაიძინე ადრე რომ დილას გაღიმებული შეხვდე. ყველა დაწვა. მე ბაბუას ოთახის გვერდით შევედი იქ უნდა დამეძინა. მის გვერდით ვიყავი წოლას მიჩვეული მაგრამ უფლება აღარ მომცეს. ჩემი სული ფორიაქობდა, ვერადა ვერ მივაღწიე იმ წერტილს რომ მომესვენა და შემძლებოდა გონების გათიშვა თუნდაც რამდენიმე საათით. და მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი, ამ მოვლენების სათავე ბაბუას წასვლა იყო. ხილვა მქონდა. ვხედავდი პატარა ბავშვს რომელიც წინ მიუძღვებოდა ბრბოს. მე უკან ვიყავი მივრბოდი მაგრამ თან ვერ ვეწეოდი ხალხს რომ დამენახა ვისი სურათი ეკავა ხელში. წითელი ყვავილები ეჭირათ მგლოვიარეებს. წითელი ვარდები ამიტომაც არ მიყვარს და ყოველთვის შავი ან ლურჯი მირჩევნია. აქეთ-იქით დავრბოდი რომ მენახა რა ხდებოდა და ამ დროს თითქოს სული შეიკუმშა და ღრმად ამოვიხვნეშე. გავიხედე მეორე ოთახისკენ და კივილის ხმაც გაისმა. ის წავიდა. ბოლო ამოხედვაც მხოლოდ მე შევამჩნიე.
ჩემს თავს ვადანაშაულებდი ამ ყოველივეში. რატომ ვერ შევძელი გამეღვიძა ხილვის დროს. ამეტეხა განგაში სახლში... სახლში ყველას ვტXოვე ბაბუა ჩემს ოთახში დაესვენებინათ და ასეც მოხდა. ყოველ ღამე მიყვარდა გაპარვა და მის სხეულთან შეხება. ვიცოდი სული აქ იყო, თუმცა მაღლიდან მიყურებდა. მაგრამ რაც მთავარია სულიც და სხეულიც ერთად ერთ სივრცეში ერთიანდებოდნენ. ხვალ ისევ იქ მომიწევს წასვლა. რამდენი ისტორიის მომსწრეა ბაბუას და ჩემი ოთახი. რამდენი წელი გავატარე იქ სადაც უბრალოდ არავის გაუხარია. ჩემი პარანორმალური მდგომარეობა კი დღითიდღე გიჟისას ემსგავსება.
მე ბევრს ვეწევი. ხანდახან ვსვამ. ხანდახან არა პერიოდულად თითქმის ყოველ დღე. მე ჩვეულებრივი გიჟი ვარ. ვხედავ არანორმალურ სამყაროს არანორმალური ადამიანებით. და მაინც ბოლოს ყველა გზა ეკლესიამდე მიდის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent