უცხო ქალის ცრემლი 2 თავი 2ნაწილი
მე შენ მჭირდები. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა,მჭირდები იმისათვის რომ ვიცხოვრო და ვიარსებო. მჭირდები,რათა ყოველი დღე შენზე ფიქრით დაიწყოს და დამთავრდეს.დღე ცხადში გნახო,ღამით სიზმარად.მაშინ როდესაც აღარაფერს ექნება მნიშვნელობა,შენ დამჭირდები. დამჭირდები,რომ მომცე ძალა ახალი ბრძოლისათვის.არ დავნებდე,რათა კვლავ და კვლავ ვიხილო შენი თვალები,მზერა,გავიგონო შენი ნაზი ხმა,რომელიც ასე ძვირფასია ჩემთვის.როცა შენ გისმენ,ვერ ვგებულიბ რას ამბობ,რადგან შენს თვალებში ვიძირები,მაგრამ არ მოიძებნება იმ წუთებში ქვეყნად ჩემზე ბედნიერი ადამიანი.მე არასოდეს ვრჩები მარტო,შენზე ფიქრები მუდამ ჩემთან არიან და ეს სიტყვები,სიტყვები რომლებსაც ვწერ ამ ფურცლებზე,მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით,რაც მინდა გითხრა და რასაც ოდესმე აუცილებლად გეტყვი.მჭირდები ჩემო საყვარელო, მე შენ მჭირდები. იქნებ იმაზე მეტადაც მჭირდები, ვიდრე გამოვხატავ. იმდენად მცირე დროით ვსტუმრობთ წუთისოფელს,რომ გვერდით მხოლოდ ის ადამიანი უნდა გვყავდეს ,ვინც გვაბედნიერებს და ცხოვრებას გვილამაზებს. ჰოდა შენ მე მაბედნიერებ ჩემო ექიმო. მხოლოდ შენ შეძელი შეგეცვალა ჩემი გულის ძგერის სიჩქარე.გპირდები მალე,სულ მალე გნახავ და გულზე მოგადებ თავს,რათა მშვიდად მოვუსმინო შენგან წამოსული გულის ძლიერ ფეთქვას. იცი რას ვხედავ ხშირად ჩემს ფიქრებში?ჩვენს ჭაღარა თმებს და დანაოჭებულ სახეს ყოველგვარი შიშის გარეშე.ვფიქრობ ამჯერად საკმარისზე ძლიერი არის ჩემი სიყვარული,რომ გულით გატაროს და ბედნიერი ვიყო შენთან ერთად. 2013.12.28 ცხოვრებაში ყველას მონატრებია,ყველას ჩახუტება.მაგრამ სიყვარული ეს სულ სხვა გრძნობაა,ის შენშია და მისი არსებობის ყოველი წამი სიამოვნებას გგვრის.სიყვარულმა შეიძლება ისე დაგაბრმავოს,უფრსკულშიდაც კი გადაგჩეხოს,მხოლოდ სიამოვნების უფრსკულში. სიტყვები,სიტყვები მთელი გრძნობით ნათქვამი გაქრება,ამ ფურცლებზე კი ის გულის ნადები სიტყვები დარჩება,რომელიც მთელი გრძნობითაა დაწერილი და მას მარადისობა შეინახავს.თუნდაც ძილში,მხოლოდ ერთი წამით მოდი.ყოველი დღე ასეთი თბილი ჩანაწერებით ივსებოდა ელისოს დღიურის ფურცლები. ელისო დაუბრუნდა ჩვეული ცხოვრების რიტმს და მთელ დღეებს მიშოსთან ერთად კომპანიაში ატარებდა.დრო და დრო კომპიუტერით საუბრობდნენ და დაღლილებს რამდენჯერ ჩასძინებით,ხან ერთს და ხან მეორეს,მაგრამ ერთმანეთს არ აღვიძებდნენ და ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ.მალე გავიდა დრო და სულ რაღაც დღეებში დასრულდება ცივი,ქარიანი ზამთარი და კარს შემოაღებს სიცოცხლით და იმედებით,სითბოთი და მზის სხივებით,შხაპუნა წვიმებით,თოვლიანი,მაგრამ მაინც ვისთვის რომანტიკული,ვისთვის ლამაზი,ვისთვის მხიარული,ვისთვის სევდიანი ზამთარი და კარს შემოაღებს სიცოცხლით და იმედებით,სითბოთი და მზის სხივებით და აყვავებული ხეზე დასკდომამდე დაბერილი კვირტებით ლამაზი გაზაფხული.ყველაზე მშვენიერი დრო დროთაგან.ყველას უყვარს ეს სეზონი,ამ დროს ხომ ყველაფერი ასმაგად ლამაზია,ბუნებასთან ერთად ადამიანებიც იღვიძებენ,არე მარე ნათელი ფერებით ივსება,მზე სასიამოვნოდ აცხუნებს,ირგვლივ კი გაზაფხულის სასიამოვნო სუნი ტრიალებს.გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ადამიანებიც ლამაზდებიან,თვალები უჩვეულოდ უციმციმებთ და ბაგეებზე ნაზი ღიმილი დასთამაშებთ.გულში იმედი ჩნდება და გულიც სხვაგვარად ძგერს.უფრო აჩქარებით,სისხლი გამალებით მოძრაობს ხმაურიანად და აღარ უნდა ადამიანს სახლში ჯდომა,როცა გარეთ ბუნების ზეიმია.შენც მასთან ერთად გინდა იზეიმო,ველად გაიჭრა რათა გინდა იგრძნო,რომ შენც ბუნების ნაწილი ხარ,მისი განუყოფელი ნაწილი,ამიტომ ვერ დაშორდები მას,ვერ განუდგები.მხოლოდ გაზაფხულის დღეებს შეუძლია გაგხადოს ბედნიერი და გაჩუქოს სიყვარულით სავსე დღეები.არ მოგცემს დადარდიანების და მოწყენის ნებას.სიხარულით და სიყვარულით უნდა აივსოთ გული და რასაც გული გკარნახობთ ის უნდა გააკეთოთ.ადამიანი,გაზაფხული და სიყვარული ერთად დაიბადნენ,რადგან ისინი ავსებენ ერთმანეთს.სიკეთე ბოროტებას ხელს ჰკრავს და თვითონ დანავარდობს აქეთ-იქით.სამყარო კი ახალი სურნელებით იჟღინთება,სურნელით რომელიც ყველა სურნელს ჯობია. გაზაფხულზე უსიყვარულო გული არ არსებობს,სწორედ გაზაფხულზე მარტის თვეში გადაწყვიტა ჩვენმა ექიმმა მოენახულებინა საქართველო და მისი მონატრებული პაციენტი.დილით ღიმილიანი და კმაყოფილი სახით გაიღვიძა და უეცრად მასში მონატრება შეკრთა.გაახსენდა,რომ ელისოს მითვის რაღაც მნიშვნელოვანი ჰქონდა სათქმელი.გაახსენდა,რომ მასში ზიზღმა გაიღვიძა,რითინ არის გამოწვეული ეს ზიზღი ან ვის მიმართ,ან რატომ.ეჭვი უღრღნიდა გულს ისე უნდოდა გაგება, იცოდა და გრძნობდა რომ თვალი უნდა გაესწორებინა იმ სიმართლისათვის,რაცარუნდა მკაცრი უნდა ყოფილიყო ის მისთვის და დარდს სევდაც შემოაწვა.გულში კი სულ სხვაგვარად ფიქრობდა. -მინდა გიერთგულო ჩემო მზეო და შენს ღიმილში ვპოვო სხივი ბედნიერების და გულზე დარდის დაძლევაში მოგეხმარო.არ მინდა ქუჩის ბოლოში მარტო იყო,იქ სადაც სევდის კალთას დაბერტყავ და აქედან შემობრუნებული შენს თვალებში იმედის სხივი აბრჭყვიალდება.დროა,ორივემ ერთად ვინაპიროთ ლამაზ ოცნებებიდან რეალურ ცხოვრებაში.ორი რამ მოსდის ადამიანს სიცოცხლეში,სიკვდილი და სიყვარული და ორივე გრძნობასთან უძლურები ვართ ჩვენ ადამიანები. სუსხიანი თებერვლის დღეები წვიმით დასრულდა,მარტი დადგა მაგრამ ცამ არადა არ შეკრა პირი,ისევ წვიმს.თებერვლის ცივი დღეები მარტმა გააგრძელა,ქარი დაძრწის,უნდა შეაშინოს წვიმა,მაგრამ არ უშინდება ქარს იმდენად უტეხია და ყოველ დღე უფრო და უფრო უმატებს.ყველგან უნდა შევიდეს და თავისებურად აურიოს.არადა რა ცუდია,თბილ ოთახში უცბად ცივი ჰაერი რომ შემოიჭრება.ზის მისთვის ამ თბილ ოთახში ხრისტო და კომპიუტერში რაღაც საინტერესოს კითხულობს. ---რა უდროო დროს იციან დარეკვა.მყუდროება ტელეფონის ზარმა დაარღვია და არც კი დახედა უხალისოდ უპასუხა ტელეფონს. ---გისმენთ. ---როგორ ხარ ბიძაშვილო.მოესმა ხრისტოს ბიძაშვილის მხიარული ხმა. ---კონსტანტინე?როგორ ხარ,როგორ გამახარე,უკვე მოგვენატრე. ---მეც მომენატრეთ უკვე,მაგრამ ჯერ ვერ მოვდივარ. ---შემატყობინე, რომ დააპირო წამოსვლა და დაგხვდები. ---აბა რას ვიზამ,კიდევ შეგეხმიანები,ახლა კი დროებით. ---კოსტანტინე ერთად გატარებული დრო მომენატრა.დამაკლდა ძალიან ის ყველაფერი,რასაც ერთად ვგიჟობდით.ახლა მივხვდი თუ რა ძნელი არის მონატრებით ცხოვრება. ---დავბრუნდები აუცილებლად ხრისტაკო.მოესმა კონსტანტინეს სევდანარევი ხმა და ზარიც გაითიშა.დადარდიანდა თავადაც და წარსულის მოგონებებში გადაეშვა,რომ ამ სასიამოვნო მოგონებებიდან ისევ ტელეფონის ზარის ხმამ გამოიყვანა,აიღო და უხალისოდ უპასუხა. ---გისმენთ. ---რატომ ხარ მოწყენილი? ---ააა შენ ხარ ფრისკო?არაფერი ისეთი კონსტანტინეს ველაპარაკე და მივხვდი,რომ ძალიან მომნატრებია.შენ სად ხარ,ეს რა ხმაურია. ---გარეთ ვართ ყველა ერთად,გამოხვალ?ჩვენს ადგილზე ვართ. ---მეზარება,მაგრამ გამოვალ. ---მოდი,მოდი რაღაც გეგმას ვადგენთ და უშენოდ არ კეთდება არაფერი. ---შენი ბრძნული აზრების და იდეების გარეშე,ვიკარგებით ლაბირინთებში ხრისტაკო.შემოესმა ირინის სიცილი. ---მოვდივარ.დაპირდა მეგობრებს და ღიმილით გაიხურა სახლის კარები.ახლოს იყო მის ბინასთან მათი საყვარელი ადგილი და ისიც მალე მივიდა.სპორტულები ეცვა და სახეზე სევდის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა.შორიდან შეამჩნია ირინი და ფრისკო რაღაც თემაზე გაცხარებით კამათობდნენ.მივიდა და ისინიც გაჩუმდნენ, თან ერთმანეთს უბღვერდნენ. ---რა მოგივიდათ,როგორ უბღვერთ ერთმანეთს.გასაკვირია,რა ვერ გაგიყვიათ. ---შენთვის მტკივნეულ თემაზე ვსაუბრობთ.უთხრა ფრისკომ. ---რა თემა არის ჩემთვის მტკივნეული?გაიკვირვა ხრისტომ. ---სიყვარული.ჩუმად თქვა ანამ.ყველა გაჩუმდა და სიჩუმე ხრისტომ დაარღვია. ---ბევრი რამ მქონდა მოსმენილი სიყვარულზე და ახლა დავრწმუნდი,რომ სიყვარულის გამო ადამიანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.ჩემი აზრით სიყვარული ეს გრძნობაა,რომელსაც სიტყვებით ვერ გამოხატავ და ამ თემაზე საათობით შეიძლება საუბარი.სიყვარული ძალიან უეცრად მოდის,მოდის ერთხელ და სამუდამოდ შემოდის შენში და ისე მყარად იკალათებს ადგილს შენს გულში,რომც გინდოდეს,რომც ეცადო თუ თვით მას არ უნდა,გარეთ ვერ გამოდევნი და ის სიცოცხლის ბოლომდე,ბოლო ამოსუნთქვამდე შენთან რჩება.ნუ დაობთ,განსაკუთრებით თქვენ ორნი ვერ გაიგებთ ამ გრძნობის ძალას მანამ,სანამ თავად არ შეგიყვარდებათ,სანამ გულს არ გატკენთ საყვარელი ადამიანის სიშორე.ჯერ გამოსცადეთ ეს გრძნობა და შემდეგ იდავეთ.არ მითხრათ,რომ რაღაც სისულეეებს ვამბობ,მაგრამ თუ იმ გრძნობით დაავადდებით,გახსოვდეთ ეს სასიამოვნო გრძნობა სასწაული იქნება თუ თქვენში შემოვიდა და დარჩა. ---კარგი რა ბოლოს გაგვატანე წყალს,ასეც უვარგისებიც არ ვართ ჩვენ ხო ფრის?ფრისკომ ღიმილით შეხედა ირინის და ხელი გადახვია. ---მზად არ ვართ ჯერ ირიშკა ალბად, ამ ღვთაებრივი გძნობისთვის. ---ამბობენ,ყველასგან განსხვავებულია შეყვარებული კაციო და აი ამ განსხვავებას,მე შენში ვხედავ მეგობარო.უთხრა სერიოზული ხმით საკიმ. ---როდესაც გიყვარს სულ მასზე ფიქრობ,ის მზეა რომელიც ფიქრებითაც გათბობს,წყაროა რომელიც წყურვილს გიკლავს,ჰაერი რომლითაც სუნთქავ.სიცოცხლე,რომლითაც არსებობ და თუ ოდესმე მართლა შეგიყვარდა ირინი გახსოვდეს,რომ საყვარელი ადამიანის გამო,შეიძლება მწარე ტკივილიც კი აიტანო.გაოცებული უსმენდნენ მეგობრები ხრისტოს და ისევ საკიმ უთხრა. ---შენ, ძალიან დამონებული ყავხარ ამ გრძნობას. ---შეიძლება ბევრმა გითხრათ ,,მიყვარხარ'', ,,შენს გარეშე ჩემს ცხოვრებას აზრი არააქვს'', ,,უშენოდ მიჭირს სუნთქვა''.მაგრამ ეს თითოეული სიტყვა,საყვარელი ადამიანის ბაგეებიდან წარმოთქმული სულ სხვაა,რადგან მხოლოდ ის გეტყვის ამ სიტყვებს მთელი გრძნობით და მთელი დამაჯერებლობით.მოდი შევეშვათ ახლა ამ თემაზე საუბარს,რადგან აზრი არააქვს ამ თემაზე რამის თქმას თქვენთან,რადგან შორს ხართ ამ გრძნობასთან და ამიტომ უმჯობესია მითხრათ,რისთვის მომიყვანეთ აქ. ---ხვალ მუშაობ?პირდაპირ შეეკითხა ფრისკომ. ---ხვალ?რა დღეა ხვალ პარასკევი ხო?დილით მივდივარ და იქ რა მოხდება არ ვიცი,როგორც ვიცი რამე ოპერაცია არ არის დაგეგმილი,რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა.. ---მაშინ ხვალ რომ განთავისუფლდები რომელიმეს დაურეკე და ერთად მოვიყაროთ თავი აქ და აქედან წავიდეთ იანინაში. ---იანინაში?იქ რატომ მიდიხართ.გაუკვირდა ხრისტოს. ---გავერიდოთ ცოტა ქალაქის ხმაურს და ჩემთან წავიდეთ.მწვადი შევწვათ და ვიხალისოთ,დავისვენოთ ცოტა და ორშაბათისთვის დავბრუნდეთ.გავატაროთ ერთი შაბათ-კვირა ერთად და მხიარულად. ---წავიდეთ,რომ გავთავისუფლდებით.დედაჩემს გავაფრთხილებ და ვისი მანქანით მივდივართ? ---რა თქმა უნდა შენი,შენს მოსვლამდე ჩვენ მოვემზადებით და აღარ დავიცდით უცებ წავალთ.საუბარს შეყვა მეგობრები,ხალისობდნენ და უეცრად მათი ახლო მდგომი მაგიდიდან რაღაც ჩოჩქოლი ატყდა და ცოტა ხანში,უცხო ქალისა და შვიდიოდე წლის გოგონას განწირული კივილი შემოესმათ.შეშინებულმა მიიხედა ხრისტომ უკან და საშინელი სურათი დაინახა.ახალგაზრდა მამაკაცი 47-48 წლის თუ იქნებოდა ძირს ეგდო და სახეზე სიშავე გადაჰკრავდა.წამოხტა ფეხზე და ხელით მიწი-მოწია ხალხი მის გარშემო და მამაკაცთან ჩაიმუხლა. --- თუ მოახერხო,მხოლოდ ის მიმითითე სად გრძნობ ტკივილს ან ხელით მანიშნე.თხოვა მამაკაცს რომელიც ცრემლებ თამდგარი თვალებით უცქერდა,თითქოს მისთვის მხსნელად მოვლენილ ადამიანს.ძალა მოიკრიბა და შეძლო ხელი გულზე დაიდო,იცოდა,მიხვდა რომ მალე გული გაუჩერდებოდა მამაკაცს და ამიტომ დაუფიქრებლად ჩაუტარა იქვე გულის არაპირდაპირი მასაჯი და ხელოვნური სუნთქვა.რამდენიმე წუთში სუნთქვა სტაბილური გაუხდა და თვალიც გაახილა,მაგრამ ფეხზე ადგომის საშუალება არ მისცა და სასწრაფო თავად გამოიძახა.შთამბეჭდავი და დასაფასებელი არის ამ ადამიანის გულისხმიერება,პაციენტისადმი თბილი დამოკიდებულება და მისი საყვარელი საქმისადმი თავდადება.გარდა იმისა,რომ ის ექიმია,ამ სპეციალობის მიღმა ის არის მოქალაქე,ღირსეული ადამიანი და გამორჩეული პიროვნება.ფეხზე წამოდგა და მის გვერდით მდგომ ირინის შეხედა,შემდეგ კი ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და სკამზე დაჯდომისთანავე ღრმად ამოისუნთქა. ---ხრისტო რა სჭირდა,გულის ამბავია? ---კარდეოლოგი არ ვარ,მაგრამ ვფიქრობ უეცარი კარდიული სიკვდილი გარდაუვალი იყო.ეს ხდება,როცა გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებათა ლეტარული გამოსავალია,რომელიც დგება განვითარებიდან ერთ საათის განმავლობაში.ის შეიძლება განვითარდეს,როცა ადამიანი ისვენებს და არა მარტო ფიზიკურად გადატვირთვის შემთხვევაში.ეს დაავადება ელვისებურად ჩნდება ადამიანის ორგანიზმში ყოველგვარი წინასწარი გამოვლენების გარეშე.ქოშინი,გულის არეში ტკივილითაც შეიძლება დაიწყოს და ბოლოს გულiც კი შეუწუხდეს,გრძნობაც დაკარგოს.ფრისკომ ხელი მიიდო გულზე და ხრისტოს უთხრა. ---მე მაქვს ქოშინი ხშირად და უნდა მეშინოდეს?ხრისტომ თავში წამოარტყა ხელი და გულიანად გაიცინა ყველამ. ---წავედით,გვიანია უკვე და ხვალ აქ შევხვდებით ერთმანეთს,ტელეფონით დავეკონტაქტოთ და რომ მოვიყრით თავს წავიდეთ,უხ რა კარგია თავისუფლებაააააა.იყცირა ფრისკომ და თავისი მოტოციკლეტით წუთში მოეფარა თვალს.ხრისტომ ღიმილით გამოაღო მანქანის კარი და ასევე ღიმილით მივიდა სახლამდე.გულში კი ისევ მის სამეგობროზე ფიქრობდა.-ურთიერთობები ხან ირევა, ხან ლაგდება, ხან ვჩხუბობთ, მერე ისევ ვრიგდებით, მაგრამ ნამდვლი მეგობრები ყოველთვის ერთად ბრუნდებიან.ყოველი კამათის შემდეგ ჩვენ ვხვდებით, რომ უერთმანეთოდ უბრალოდ არ შეგვიძლია, რომ ერთმანეთის გარეშე თავს მარტოებად ვგრძნობთ ამ 7 მილიარდიან დედამიწაზე და ერთმანეთი ჰაერივით გვჭირდება,ასევე გავთვალეთ ისიც,რომ იგივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ და აღარასოდეს აღარ დავკარგავთ ერთმანეთს,ჩვენი სამეგობრო მჭიდროდ გვაქვს შეკრული,ისე რომ არავის შეუძლია დაშალოს ის.უბედნიერესი ვარ ეს გიჟთა სამყარო მე რომ მეკუთნის და მეც მათი სამყაროს ნაწილი ვარ. ხანდახან ვფიქრობ, რა სულელები ვართ ადამიანები, აიცრუო გული ყველა მეგობარზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხანდახან სისულელეებზე ვკამათობთ.შეწყვიტო ოცნება, რადგან ერთი ოცნება არ აგიხდა. აღარ ილოცო, იმიტომ, რომ გგონია, რომ ღმერთმა შენი ლოცვა არ შეისმინა.შეიძულო ვარდების მოდგმა, მხოლოდ იმიტომ რომ ერთმა ეკალმა ხელი გაგიკაწრა და დაკარგო სიყვარულის რწმენა,რადგან ერთხელ არ გაგიმართლა.გახსოვდეს, გახსოვდეს და გჯეროდეს,რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული გაუღებ თუ არა ცხოვრებას, ახალ ოცნებებს, შესაძლებლობებს, მეგობრებსა და სიყვარულს კარს.გაუღეთ კარი ამ თითოეულ ჯადოსნურ გრძნობას და მიხვდებით ცხოვრება რა მშვენიერია.რადგან ცხოვრება ოცნების გარეშე წარმოუდგენელია,ისევე როგორც ჩვენი თითოეული დღე მეგობრის გარეშე და სიყვარული?სიყვარული ეს ჯადოსნური გრძნობაა რეალურ ზღაპრად მოვლენილი ჩვენს გულებში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.