არეული გრძნობები (1)
ალბათ ყველა გოგოს გამოუცდია ის გრძნობა, როდესაც იმ ერთს თავიდან ვერ იგდებ. უბრალოდ ნერვებს გიშლის მასზე ფიქრი, თან მის გარეშეც არ შეგიძლია და თან სწორედ ეს ფიქრებია შენს სახეზე შტერი ღიმილის მიზეზი. მთელი დღე საქმისგან გადატვირთული წყლის გასალევად გამოყოფილ დროს პარალელურად მასზე ფიქრს რომ უთმობ. ან ცდილობ ყველაფერს მალე მორჩე, რომ ადრე დაწვე საწოლში არა იმიტომ რომ დაიძინო, არამედ იმიტომ, რომ შენთვის მასზე საფიქრელად ის დამატებითი ნახევარი საათიც ძალიან ძვირფასია. ეს ყველაფერი თითქოს გიჟის მოხსენებას გავს. აბა თუ გიჟი არ ხარ 24 საათი ერთი და იგივე ადამიანზე როგორ უნდა ფიქრობდე. ბოლო ორი წინადადება 5 წლის წინ ჩემი პასუხი იქნებოდა ზემოთხსენებულზე, თუმცა ახლა უკვე აღარ მიკვირს. პირიქით - გულში სითბო მეღვრება და მკრთალი ღიმილით თავს ვაქნევ. ჩემი გიჟური და წარმოუდგენელი ისტორია სწორედაც რომ 5 წლის წინ დაიწყო და ახლაც გრძელდება.... ............................................................ იმ დღეს ჩემი საუკეთესო დაქალის დაბადების დღე იყო - 27 დეკემბერი. დილაადრიან წამოვხტი ფეხზე, ენერგიულად გადავწიე ფარდები ქათქათა ხედის ხილვის მოლოდინში და შენც არ მომიკვდე!.. თბილისი და საახალწლო თოვლი ვის გაუგია... მობეზრებით ამოვიფრუტუნე, რაც ხელში მომხვდა ის გადავიცვი და სამზარეულოში გავედი. სახლში ჩემს ძმასთან - დემეტრესთან ერთად ვცხოვრობდი. მშობლებს მობეზრდათ ქალაქის გაუთავებელი გუგუნი და არჩიეს წყნეთში ეყიდათ სახლი, ჩვენთვის კი მეტი თავისუფლება მოეცათ რადგან უკვე „დიდები“ ვიყავით. მე რომ მკითხოთ რამდენად დიდი გგონია შენი თავიო გეტყვით რავი აბა ასე თუ ისე მგონიათქო და მხრებს ავიჩეჩავ. 19 წლის გოგოს ამას რომ მკითხავ სხვა რა უნდა გიპასუხო, გამოკვეხებული ვარ თინეიჯერობას, ახალგაზრდობას და ზრდასრულობას შორის. აი სახის კრემები რომ უნდა ისვა ნაოჭების პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ თან რომ გეზარება რადგან „ისედაც არ გაქვს და შემდეგ წელს დაიწყებ“, წელს კი უბრალოდ როცა ხასიათზე ხარ მაშინ წაითხაპნი უფრო რელაქსაციის და გართობის მიზნით, ვიდრე თავისი ფუნქციის გამო. თანაც ხომ იცი ადამიანი იმას აფასებ რაც არ გაქვს, მე კიდევ მთელი ცხოვრება კანზე პრობლემა არ მქონია და ალბათ მაგისი „ბრალიცაა“ რომ სათანადოდ არ ვუფრთხილდები, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე - ეს მაიმუნობის ბოლო წელია. ლაპარაკი იმდენად გამიგრძელდა, რომ დამავიწყდა კიდეც სად გავჩერდი. უი ხო... ყავა დავადგი და ჩემი ძმის ოთახის კარი ხმაურიანად გავაღე. -ადეე, სამსახურში დაგაგვიანდებაა! - ომახიანად შემოვძახე და როცა მისი მოჭუტულად გახელილი თვალები დავინახე კმაყოფილი დავბრუნდი სამზარეულოში. ჩემი და ჩემი ძმის ურთიერთობა რთული და ჩახლართულია ისევე როგორც მთელი ჩემი ცხოვრება. ხან უსაზღვროდ ვესიყვარულებით ერთმანეთს, ხან კიდევ ხელში დანა რომ მომცეთ ალბათ ჩემი ხელით მოვკლავ. ის 25 წლისაა და რომელიღაც კომპანიაში საკმაოდ წარმატებული ეკონომისტია. კონკრეტულად სად მუშაობს ნუ მკითხავთ გთხოვთ, იმხელა სახელს მეუბნება ხოლმე რომ ყოველ ჯერზე ვნებდები მის დამახსოვრებას. -დღეს მიას დაბადების დღეა ხო? - ჰაერში გაჭიმული ხელებით, მთქნარებით და ზმორებით შემოვიდა ორმეტრიანი გიგანტი და მაგიდასთან მოწყვეტით დაეშვა. -კი და სახლში არ მოვალ. ჯერ კლუბში მივდივართ, შემდეგ კი მასთან დავრჩები. -ოხ, ოხ სულ წახვედი ხელიდან შენ, დაგეტყო რომ ვეღარ ვიცლი შენთვის - ვითომ დანანებით ჩაილაპარაკა და ყავა მოსვა. -მე არ ვიცი რა დამეტყო, მაგრამ შენ რაც გეტყობა აშკარაა - ენა გამოვუყავი და ყავა მოვწრუპე. -არ შეიძლება თითქმის ყოველ დღე ანა არ გამახსენო? - იმწამსვე მოიბუზა და დაბღვერილმა გამომხედა. -არ შეიძლება, სანამ საშველს არ დაადგავ. გეუბნები მალე უთხარი შენს გრძნობებზე, თორემ დავიტანჯე! ცოდო არ ვარ?! - ხელი ავიქნიე და გაოგნებულმა ჩავისუნთქე. -ნეტა გამაგებინა შენ რა გტანჯავს - თმაზე მსუბუქად მომქაჩა და ჩაიცინა. -შენი დადაგული სახის ყურება მწვავს ძმაო - დრამატულად ავუფახულე წამწამები და მისი გაცინებაც შევძელი. -მოგარჯულებს შენ ვინმე ბიჭი და მერე ვნახავ როგორც იღადავებ სიყვარულზე. გეუბნები ჯერ ადრეა სიყვარულის ახსნათქო და ჩუ, შენი ზედმეტი ხმა არ გავიგო - მოჩვენებითი სერიოზულობით განაცხადა და ცალი წარბი აზიდა. -ოჰ, 19 წელია ვერავინ მომარჯულა და ახლა ვიღას ვნახავ, დავბერდი ქალი - უდარდელად გადავიხარხარე და ჩემი ყავაც ბოლომდე დავლიე. სახლი მსუბუქად მივალაგე, ცოტაც გამოვიპრანჭე და ნიას საჩუქარზე სანადიროდ გავეშურე. ზოგადად, ასეთი ვარ - მიყვარს როდესაც ლამაზად გამოვიყურები და ამიტომ ყოველთვის ვიპრანჭები. მართალია ამის გამო ხშირად ვიკიდებ ბევრ გზადაკარგულ იდიოტს, მაგრამ რა ვქნა, მაგათ გამო ცუდად ხომ არ ჩავიცვამ. თუმცა ალბათ, იმის აღნიშვნაც კარგი იქნებოდა, რომ ჯერ ბიჭისთვის შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით არ გავპრანჭულვარ. მართალია, ბევრჯერ მომწონებია ვინმე, თუმცა გარეგნობას მხოლოდ იმიტომ ვაქცევდი ყურადღებას რომ მე მომწონდა და არა იმიტომ, რომ მათ მოვწონებოდი. უმეტეს შემთხვევებში ისედაც მოვწონდი ბიჭებს ზოგიერთი გამონაკლისის გარდა და ეს ბუნებრივიცაა, ყველას ვერ მოეწონები. თანაც, საბედნიეროდ, ასეთი ჩვევა მაქვს - როდესაც ვხვდები რომ ვინმე ჩემით დაინტერესებული არაა მეც იმწამსვე მეკარგება ყოველგვარი ინტერესი. -ნუთუ დაქალი მიბერდება???? - მობილურით დავურეკე მიას და პირდაპირ ასაკზე ღადაობაზე გადავედი. ის ჩემზე თითქმის 1 წლით დიდია და მუდამ „ვტრაბახობ“ რომ უფრო ახალგაზრდა ვარ. -გიბერდება კიარა დაგიბერდა და ეგაა. დღეს მუწუკიც კი შევამჩნიე ჩემს სახეზე და კინაღამ გული გადამიქანდა - შემომჩივლა მანაც საწყლად. -არაუშავს, მთავარია ჯანზე იყო და მუწუკი ხან მოვა ხან წავა - ისევ უდარდელად ავკისკისდი და თან ჩემს საყვარელ ქუჩაზე ჩავიარე, სადაც ბევრი უცნაური და უცხო სამკაული იყიდება ხოლმე. მია გიჟდება ორიგინალურ ქვებზე, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებენ და თან დეკორაციის ფუნქციასაც ირგებენ. მეც სწორედ რაიმე ასეთი უნდა მეპოვნა, რადგან ამდენი წლის განმავლობაში საჩუქრის ყველა შესაძლო ვარიანტი გამოვლიე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი მეხსიერება მიადან იწყება. -წავა და მოვა კიარა, მგონი სანათესაოთი მომაკითხა - აბუზღუნდა ისევ. -დღეს ტონალური გადაისვი და მერე ბებიაშენს კითხე კარაბადინიდან რამე რეცეპტი გასწავლოს - სხვათაშორის ნიას ბებია მართლაც განსწავლული იყო ასეთ თემებში. -მეც მაგას ვაპირებ. შენ სად ხარ, რას შვები? ხომ იცი რომ კლუბის მენეჯერთან დასალაპარაკებლად შენც უნდა მოხვიდე?! გეუბნები ის ბიჭი ცუდად მიჟუჟუნებს თვალებს და მეშინია -სად ვარ და აუზზე - მოვაბოდიალე უცბად ყველაზე უნიჭო ტყუილი რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიგონოს. ალბათ უკვე მიხვდით, რომ ტყუილები არანაირად არ გამომდის. -ხო აი 27 დეკემბერს აუზზე. გასარუჯად? - ცინიკურად ჩაიცინა და დარწმუნებული ვარ იმწამს თვალები გადაატრიალა. -კიი, როგორ მიხვდი? - დავეთანხმე აღტაცებული -ერთი რაზნიცა არ გქონდეს რომ მოხვალ, მერე გაჩვენებ სეირს! - მოჩვენებითი სერიოზულობით დამემუქრა და აღარ ჩამძიებია სად ვიყავი. რა თქმა უნდა მიხვდა... -კარგი წავალ ახლა და როგორც კი მოვიცლი ეგრევე შენთან გამოვალ, გკოცნიი - ტკბილად დავემშვიდობე და ჩემი მისიის უფრო დიდი გულისყურით შესრულება განვაგრძე. საბედნიეროდ „ჩემმა ქუჩამ“ იმედები არ გამიცრუა და ერთი მოხუცი ქალის პატარა მაღაზიაში ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ერთ-ერთი ძალიან ძველი წიგნი იყო ზოდიაქოს ნიშნებზე. დავინახე თუ არა, გამახსენდა, რომ რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში მაჩვენა მიამ, ჩემს კოლექციას უნდა შევმატოო (მია ძალიანაა დაინტერესებული ზოდიაქოებით). როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს წიგნი ძალიან იშვიათი იყო და ვერსად ვერ იშოვა, არადა ძალიან ბევრი იწვალა. -ეს წიგნი მგონი სამი ჩემხელაა ასაკით - თბილად პატარა ღიმილით ჩაილაპარაკა მოხუცმა. -ჩემს დაქალს უნდოდა და ვერსად ვერ იპოვა - მომლბალი ტონით ვუპასუხე მეც. ვგიჟდები მოხუც თბილ ბებიებზე და რა გავაკეთო! -ნამდვილად უიშვიათესი წიგნია. აუცილებლად გაუხარდება. საჩუქრად გინდა? -კი, დღეს აქვს - დავეთანხმე მეც. -მოდი მაშინ ლამაზად შეგიფუთავ და ისე გაგატან - ფრთხილად მიიტანა თავის მაგიდასთან, ლამაზ ოქროსფერ ქაღალდში შეფუთა და გამომიწოდა. კმაყოფილი გამოვედი იმ პატარა მაღაზიიდან და საჩუქრითაც კმაყოფილი ვიყავი, თუმცა რა თქმა უნდა საუკეთესო დაქალმა კარგი საჩუქრის გარდა ნერვების ამთხრელი საჩუქარიც უნდა გაჩუქოს! ყოველ წელს ასე ვშვები - რაიმე ძალიან მაგარს ვჩუქნი რამე უზრობასთან ერთად, რაზეც ან ნერვები აეშლება ან გაეცინება. ამჯერად გადავწყვიტე რაიმე გამონაყარის კრემი მეყიდა, რადგან ამის შანსი არასდროს მომცემია და ახლა გავუშვებდი ხელიდან?! რა თქმა უნდა, არა! კრემიანად და წიგნიანად სახლში დავბრუნდი, კრემის ყუთს თაბახის ფურცელი გადავაკარი. დიდი მუწუკის სურათი ამოვაპრინტერე, „იხმარეთ გელას საწინააღმდეგოდ“-თქო დავაწერე წითელი მარკერით და ჩემი საჩუქარიც მზად იყო!.. -გიილოოოცააავვვვ!!!! - მხიარული კივილით შევვარდი ნიას სახლში და მთელი ძალით გადავეხვიე. -ჩემი შერეკილი! გამიკვირდა რომ არ დააგვიანე - გამიცინა თვითონაც ჩამეხუტა. -მე და დაგვიანება?! - შევიცხადე უეცრად. -ოჰ, ოჰ! გეყოფა ახლა გულის წასვლები და წამო კაბა მაქვს გასაუთოებელი, დამეხმარე - ხელი ჩამავლო და თავის ოთახში გამაქანა. -ჩემი კაბა რა მდგომარეობაშია? - ვკითხე ინტერესით. სპეციალურად დავტოვე ჩემი კლუბის კავა ნიასთან, რომ ერთად მოვმზადებულიყავით კლუბისთვის. -შენს კაბას რა ენაღვლება, ჩემია დაჭმუჭნული და მეშინია არ დავწვა - სიცილით შემომჩივლა და ლეკვის თვალები მომანათა. -მომეცი მე მივხედავ. არ ხარ ოჯახში შემოსაშვები რა - უკანალის რხევით მივპაკუნდი უთომდე და მრავალმნიშვნელოვნად დავიკავე ჩემი ადგილი. -გოგოებო რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? - თავი შემოყო მიას დედამ. -არა იყოს, ჩვენ მივხედავთ ყველაფერს - ვუპასუხე იმწამსვე. ეს ქალი ჩემი დედასავითაა ისე როგორც დედაჩემია მიას მეორე დედა. -კარგი, თუ რამეა სამზარეულოში ვარ - დაგვიბარა და ისევ გავიდა. -ვაკომ მომწერა ნახევარ საათში მოვალო. ეს ბიჭი ვერაა! - შეიცხადა მიამ. ვაკო მისი ბიძაშვილია, რომელიც გამოირჩევა მიას ნერვების მოშლის ნიჭით და ეგ დამპალი მეც კი მჯობნის. -არაუშავს. მოვიდეს და გველოდოს - უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -ეგეც მართალია - დამეთანხმა ჩაფიქრებული. -იცი, ვაკოს ერთ ძმაკაცს მოვწონვარ მგონი - მითხრა აღელვებულმა. -ოჰ! დავიჯერო ვაკოს ძმაკაცები ვაკოსნაირები არ არიან? - ცალი წარბი ეჭვით ავწიე და თან კაბა გადმოვაბრუნე. -აუ იცი მართლა როგორი საყვარელია - ტუჩები დაბუშტა და თვალები ამიფახულა. -ოხ, კარგი კარგი, მაგრამ ხომ იცი თუ გაწყენინებს თოფით გავეკიდები. მამაჩემს გამოვართმევ წყნეთში რომ წაიყო - გავხედე გამაფრთხილებელი მზერით. -ვაკო არ მყოფნიდა დამცველად ახლა შენც დაიწყე ეგეთები? - აკისკისდა მხიარულად. -ვაკო დებილია, მაგას შენს თავს როგორ ვანდობ - შევიცხადე და თან გაუთოებული კაბა გადავუგდე. სანამ ჩვენ ვიცვლიდით და ვიპრანჭებოდით, ამასობაში ვაკოც მოვიდა. -ვაა გოგოებო ამ საღამოს რას აკეთებთ? - გაკრეჭილმა აგვითამაშა წარბები. -გამატარე, შენი მაიმუნობის თავი მაქვს? - შეუღრინა გაბრაზებულმა ნიამ იმიტომ, რომ ლაინერის წასმამ გააწამა. -რას იღრინება რაიყო - მე გამომხედა გაკვირვებულმა. -მაკიაჟის წასმას ნერვები უნდა - თვალი ჩავუკარი და ჩემი კაბა წინ დავიდე. ჩვენ სამნი და-ძმასავით ვართ. ვაკოს წინ ისე შემიძლია ტანზე გამოვიცვალო, როგორც ჩვეულებრივი დაქალის წინ. და სწორედ ამიტომაც ერთ წამში გადავიცვი ჩემი საღამოს კაბა და ქუსლიან ფეხსაცმელებზეც „შევხტი“. -ჰმმ... ანუ დღეს ვიღაცეების ცემაც მომიწევს? - ჩაფიქრებულმა მოისვა ხელი ნიკაპზე. ვაკოს ჩემი და მიას გამო მართლაც უამრავი ბიჭი უცემია. მგონი იმდენი ცემა რომ უკვე აღარ დარჩა არავინ და თუ შინაბერები დავრჩით მე და მია მაგას დავაბრალებთ. -უიმეე, ნუ დაალურჯე შენც კიდე მთელი თბილისის კაცთა მოდგმა! - შევიცხადე მობეზრებულმა. -აბა მოკლე მოტკეცილი კაბით და შხვართი ფეხებით კლუბში რომ წახვალ გგონია ყველა ბიჭი უცბად გაპიდარასტდება? -კაი ხო, ცემე ვინც გინდა - მხრები ავიჩეჩე ისევ უდარდელად და ტუში გადავისვი. -ძლივს! თანაბარიააა!!! – 15 წუთიანი წვალების შემდეგ წაისვა მიამ ლაინერი და სიხარულისგან ჭკუაზე არ იყო. -ამ ქაჯს რა ახარებს ნეტავ გამაგებინა. ბიჭებს გარეგნობის გამო მოსწონხარ, თორემ რომ გაგიცნობენ დამიჯერე ისე გაიქცევიან რომ ჩემი ძაღლიც ვერ დაეწევა - ისევ სცადა ბიძაშვილის კბენა. -მე შენ განახებ სირბილს ახლა თუ არ გაჩუმდები - დაუბრიალა თვალები და ვაკომაც ხელები ჰაერში აწია დანებების ნიშნად. ამ ორის კინკლაობა მგონი ყველაზე სახალისო რამაა რასაც კი შეიძლება უყუროთ. დიდხანს რომ აღარ გავაგრძელო, დაბადების დღის აღსანიშნავად გამოწყობილები კარისკენ მივდიოდით როცა გამახსენდა, რომ ჩემი ნაყიდი საჩუქარი საწოლზე მივაგდე და არც მიხსენებია. -ვაიმე მია! - ვთქვი გულგახეთქილმა. -რაიყო გოგო გული ნუ გამიხეთქე! -საჩუქარი არ მომიცია - გავიკრიჭე და მისი ოთახისკენ გავვარდი, სადაც დიდი გულმოდგინებით მქონდა შეფუთული წიგნი და კრემი. -რა გეშველება - ჩაიცინა და ენთუზიაზმით გამომართვა - ამჯერად რითი უნდა ამიშალო ნერვები? - გამომხედა ეჭვისთვალით. -არაფრით, რითი უნდა გაგაბრაზო. აღარ ვართ პატარები რაღა დროს ეგენია - დაივიწყე ბოდიალი და მალე რამე იდიოტიზმს მოვროშავდი თუ არ გავჩუმდებოდი, რადგან უკვე იცით მე და ტყუილები ერთმანეთთან როგორც ვართ. -ჰმმ... კარგი, ვნახოთ აბა - ცოტა გაკვირვებულმა მიპასუხა და გახსნა. პირველად წიგნი გახსნა და თვალებგაბრწყინებული გადამეხვია, ისევ როგორ გახსოვდა ეს წიგნიო. მეორე საჩუქრის გახსნა აშკარად არ უნდოდა და მეც ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა ტუჩის კუთხეები ღიმილის შეკავებისგან. -ვაიმეეეეე! მოქალაქევ გამასწარით ახლა აქედან! - მარჯვენა ხელში დაჭერილი კრემი ჰაერში აღმართა და მეც იმწამსვე მოვკურცხლე ვაკოს მანქანისკენ. -ორი უტვინო - ჩაიცინა ვაკომ. - ნელა გოგო, რომ მორბიხარ ან ფეხი არ მოიტეხო, ან მანქანას არ შეასკდე, ან შენი ახალი გუჩის ჩანთას არ დააჯდე! - გასძახა მიას და იმან როგორც კი ყური მოკრა გუჩის ჩანთას მაშინვე გაშეშდა. -რაა? მოიცა, შენ რა... გუჩის ჩანთა მიყიდე?! - გაოცებულმა გამოაღო მანქანის კარი და როდესაც სკამზე თავისი ოცნების ჩანთა დაინახა 2 წლის ბავშვივით დაიწყო ხტუნაობა. - ვაკოოო!!!! როგორ მიყვარხარ შე საზიზღარო! - კისერზე ჩამოეკიდა უზარმაზარ ბიჭს ისე, რომ ჩანთისთვის ხელი არ გაუშვია. -ვალდებულების გამო გიყიდე ქაჯო. დაჯექი ახლა მანქანაში - ენა გამოუყო და მიას ხელიც მოქნილად აიცილა. -ტკბილი სიტყვის თქმას ანანებინებ ადამიანს - გაიბუსხა და უკმაყოფილო კაკუნით ჩაჯდა მანქანაში. მე უკან დავჯექი. არ მიყვარს ღვედის გაკეთება და ამიტომ როცა შემიძლია ყოველთვის მანქანის უკანა ადგილებზე ვჯდები. კლუბში მალევე მივედით, მენეჯერს მე და ვაკო დაველაპარაკეთ, მია კი გვერდზე იცდიდა. როდესაც ყველაფერი მოვაგვარეთ ბავშვებმაც ნელ-ნელა დაიწყეს შეგროვება. ჩვენ სამს საერთო სამეგობრო წრე გვქონდა და დამიჯერეთ ამაზე მაგარი არაფერია. მოვიდა ლიზა, მარი, თიკა, გიო, ნიკა და საბა. შემდეგ ჩემი ძმაც შემოგვიერთდა და ოდნავ დაგვიანებით მისი სატრფო - ანაც გამოჩნდა. ანა ვაკოს უმცროსი და იყო. მთელი საღამო ძალიან კარგად ვერთობოდით. ხომ მართლა... მარი და გიო შეყვარებულები არიან. უკვე 5 წელია ერთად არიან და მათი ჩხუბი ჯერ არ გამიგია. ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს. ცოტა ვჭამეთ, დავლიეთ, და როდესაც სასმლის მოკიდება ვიგრძენით საცეკვაოდაც გავედით. ვგიჟდები კლუბებზე, ენერგიულ მუსიკაზე ცეკვა ჩემი სტიქიაა. შემიძლია ცეკვაში გავათენო და დაღლილობა ვერ ვიგრძნო, თუმცა რომ დავჯდები აი მერე ჩემი აყენება უკვე რთულია... შუა გართობისას შაკოს ძმაკაცებიც მოვიდნენ - რაღაც საქმე ჰქონდათ და უნდა წასულიყვნენ, თუმცა მერე სადღაც გადარეკეს და დარჩენა გადაწყვიტეს. შაკოს ძმაკაცებიდან ყველაზე მეტად ტატო მიყვარდა. მასზე საყვარელ ბიჭს ვერსად ვერ ნახავთ, დამიჯერეთ. უდარდელი და მხიარულია, რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, მას მუდამ შეუძლია გამამხიარულოს. იმ დღეს მხოლოდ ტატო და ალექსანდრე იყვნენ მოსულები. ალექსანდრე ამ სამეულს შორის ყველაზე მეტად სერიოზულია, თუმცა მისი ცანცარიც ძალიან ბევრჯერ მინახავს. -ჩემი ცოლი ჩემთან! - დასჭექა ოდნავ მთვრალმა ალექსანდრემ და მე გამომხედა. რამდენიმე წელია ალექსანდრეს ვიცნობ და გაცნობის პირველივე დღიდან საცოლეს მეძახდა. ახლა უკვე „შემდეგ ეტაპზე გადავედით“ და ცოლი გავხდი. სიმართლე გითხრათ, მისი ასეთი მომართვა თავიდან ძალიან მეუცნაურებოდა, თუმცა ახლა უკვე მივეჩვიე და დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევ. -მოვდივარ ძვირფასო! - ვუპასუხე კისკისით და გვერდზე მივუჯექი. -ჩემი გემრიელი გოგო - თვალებით მიღიმოდა და თბილად მეხუტებოდა. -ნუ გაგისკდა სიყვარულის ბუშტი, მართლა შენი ცოლი კი არ ვარ! - გამეცინა და ცოტა ავხვანცალდი, თუმცა მაინც ჩავეხუტე. ალექსანდრე ყოველთვის ასეთი მოსიყვარულე იყო ჩემთან მიმართებაში და მთვრალი ალექსანდრე მითუმეტეს. -შენ გამიხეთქე ნიტა, მე რას მერჩი - უდანაშაულოდ აიჩეჩა მხრები და ლოყები დამიკოცნა. -წამო ვიცეკვოთ მაინც, ხომ იცი რომ კლუბში ერთ ადგილას ჯდომა ჩემთვის წამებაა - ლეკვის თვალებით ავხედე და ხელზე მოვქაჩე. -გამაგიჟებ რა... - ამოიოხრა და მაინც ფეხზე წამოდგა. - წამო ვიცეკვოთ - ხელი გამომიწოდა და მეც გავყევი. თავიდან ტიპიურ კლუბურ მუსიკაზე ვცეკვავდით, თუმცა შემდეგ უეცრად All of me ჩაირთო. როგორც გაირკვა, ეს სიმღერა ჩვენმა მოჟღურტულე გვრიტებმა - მარიმ და გიომ შეუკვეთეს. მე ხელები ალექსანდრეს კისერზე შემოვაწყვე, მან კი წელზე მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. ერთი მხრივ ჩემი ძმის მზერას ვგრძნობდი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ანასთან ერთან ცეკვავდა მაინც აქეთ იხედებოდა. მეორე მხრივ კი ალექსანდრეს მზერას ვგრძნობდი. არ ვიცი სასმლის ზემოქმედების გამო მეჩვენებოდა თუ არა, მაგრამ მის თვალებში სურვილს ვგრძნობდი. დაჟინებით მიყურებდა თვალებში და ისე მეცეკვებოდა. აქამდე მასთან არასდროს მქონია მომენტი, რომ მისი მზერისთვის თვალი ამერიდებინა, თუმცა იმ საღამოს ასე მოხდა. ვერ გავუძელი და თავი მხარზე დავადე. სანამ სიმღერა დამთავრდებოდა ასე ვიყავით, უბრალოდ ვეღარ შევძელი მისთვის თვალებში შემეხედა, რადგან ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს წუთი-წუთზე გრძნობებში გამომიტყდებოდა. ეს კიდევ მაშინებდა. -ხომ კარგად ხარ? - მკითხა ცოტა შეწუხებული ტონით, როდესაც სიმღერა დამთავრდა. -კი, უბრალოდ ჰაერზე გავალ ცოტახნით - მოკლედ მოვუჭერი და მისი ხელები წელიდან მოვიშორე. -მეც გამოგყვები, სიგარეტს გავაბოლებ - ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ გავედით. არ მინდოდა გარეთაც გამომყოლოდა, მაგრამ ვერაფერი ვუთხარი. მოწევა თუ უნდოდა მე ხომ არ დავუშლიდი. უჩვეულო დუმილი ჩამოწვა. რა მოხდა ვინმეს შეუძლია მითხრას?! ასეთი უხერხული სიჩუმე ალექსანდრესთან არასდროს ჩამოვარდნილა. მისი თვალები სურვილით სავსე არასდროს ყოფილა. ან იქნებ იყო და მე მხოლოდ ახლა შევამჩნიე? ან იქნებ არც არაფერი შეცვლილა, არც ეს სიჩუმე იყო უხერხული და ეს ყველაფერი ჩემი დაბინდული გონების ბრალი იყო? -შეგცივდება და ახალ წელს სიცხიანი შეხვდები - ფიქრებიდან ალექსანდრეს მზრუნველმა ტონმა გამომიყვანა, რომელიც ზურგიდან მომეხუტა და გამათბო. გულში სითბო ჩამეღვარა, თავი უკან გადავწიე და მის მხარს მივადე. ცალი ხელი მუცელზე ჰქონდა მოხვეული, მეორეთი კი სიგარეტს ეწეოდა. -აი ასეთ მომენტებში ვხვდები ყოველთვის რომ ცეკვამ დამღალა - ჩავიცინე და მთლიანად მოვდუნდი. ალექსანდრე ჩემი კომფორტი იყო, ჩემი სითბო და სიყვარული. მასთან ჩემს ძმაზე უფრო თბილი ურთიერთობა მქონდა და ძალიან მსიამოვნებდა, თუმცა აი იმ მომენტში უკვე ვეღარ ვხვდებოდი ეს სითბო და სიყვარული მარტო მეგობრული იყო თუ არა მისი მხრიდან. -როგორ მომენტებში? - მკითხა ბოხი ხმით და კისერში ხმაურიანად მაკოცა. -როცა სიმშვიდეში გამოვდივარ - მოკლედ ვუპასუხე და შევკრთი. შეყვარებული წყვილის პოზაში ვიდექით და იმ მომენტში მისგან კისერში კოცნას არ ველოდი. -დღეს რაღაც გემართება თუ მე მეჩვენება? - ჩაიცინა და მომშორდა, ამჯერად წინ დამიდგა. -რა მემართება?! - მხრები ავიჩეჩე უკიდურეს დონეზე დაბნეულმა. ბავშვს რომ დანაშაულზე წაასწრებენ ისეთი შეგრძნება მქონდა ზუსტად. -არ ვიცი. თითქოს აფორიაქებული ხარ, რაღაცნაირად იქცევი -გეჩვენება - ერთი სიტყვა მივუგდე და ისევ კლუბისკენ გადავდგი ნაბიჯი. ამ სიტუაციისთვის თავი უნდა დამეღწია. -უკაცრავად... ვაკოს ხომ არ იცნობთ? - ამ დროს ვიღაც ბიჭის ხმა მომესმა და ორივე მისკენ მივტრიალდით. -კი, რაიყო? - ვუპასუხე მე, რადგან ალექსანდრე მაინცდამაინც კარგად არ იცნობდა ვაკოს. ნანახი კი ჰყავდა, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ მისი სახელი იცოდა. -მისი ძმაკაცი ვარ, რაღაც უნდა გამომერთმია და კლუბის გარეთ დაგხვდებიო. შიგნითაა? - ჩემკენ გამოემართა და უკუნით სიბნელეში მისი დაკუნთული სილუეტიც გამოიკვეთა. -კი ალბათ - მხრები ავიჩეჩე - ახლა შევდივარ და თუ გინდა წამო, მოგაძებნინებ - ეს ვუთხარი თუ არა, ალექსანდრეს უკმაყოფილო სახე დავინახე. უცნობმაც იგრძნო ალბათ დაძაბულობა, ერთხელ შეავლო თვალი და შემდეგ ისევ მე მომიბრუნდა. -აუ ხო რა, თორემ იმხელა დარბაზში მეზარება მაგისი ძებნა და ალბათ მობილურის ხმასაც ვერ გაიგებს - მიპასუხა და უკან გამომყვა. როგორც დავინახე, ალექსანდრეც შემოგვყვა. ზურგი მეწვოდა მისი მზერისგან და თავს არაკომფორტულად ვგრძნობდი. -ვაკოო!!! - დავუძახე და მისი ყურადღებაც მივიპყარი. ჯერ ინტერესით გამომხედა, შემდეგ კი უცნობი დაინახა თუ არა თითქოს მიხვდა რაშიცაა საქმეო, სერიოზული ნაბიჯებით გამოემართა ჩვენკენ. -გაუმარჯოს! - ძმაკაცს მიესალმა და გადაეხვია. -ზდაროვა, სკლეროზი გაქვს ბიჭო? - გაეცინა და მსუბუქად გაკრა მუშტი. -აუ ისეთი გოგო გავჩითე რომ გიცანი ეგეც მიკვირს . ნიტა გაგიცნია უკვე - მე გადმომხედა და გაიღიმა. -არა, სიმართლე გითხრა შენს მოსაძებნად შემოვყევი -არ გაიცანით ერთმანეთი? - შეიცხადა ვაკომ - ნიტა, გაიცანი ესაა ჩემი ერთ-ერთი უმაგრესი ძმაკაცი - დემე. ეს კიდევ ნიტაა, ჩემი არაბიოლოგიური და - კმაყოფილი გაიკრიჭა და ერთმანეთი გაგვაცნო. -სასიამოვნოა - ორივემ ერთდროულად ვთქვით და ხელი გამომიწოდა. მეც ჩემი შევაგებე. მუცელში პეპლები ამითამაშდნენ. გაფართოებული თვალებით ავხედე სუსტ განათებაზე და მისი სავსე ტუჩები და მკვეთრი ცისფერი თვალები აღვიქვი. ვაუ, როგორი სიმპატიური ყოფილა... გვერდზე გავიხედე და ალექსანდრე არსად ჩანდა. ცოტა გამიკვირდა, თითქოს უკან მოგვყვებოდა... როდესაც დემე გავიცანი და ბიჭები საქმეზე სალაპარაკოდ გვერდზე გავიდნენ, მე ალექსანდრეს მოსაძებნად გავეშურე. თურმე ისევ გარეთ იდგა და ღრმა ნაპასების დარტყმით იყო გართული. -მეგონა შენც შემოხვედი - გვერდზე მივუდექი და მზერა გავუსწორე. -რისთვის შემოვსულიყავი - მხრები აიჩეჩა და ოდნავ ცივად მომმართა. ნორმალურ ადამიანს რომ მოესმინა ეს ყველაფერი სრულიად ჩვეულებრივ დიალოგს ჰგავდა, მაგრამ მე იმ მცირეოდენი სითბოს არარსებობაც ვიგრძენი, რამაც ჩემთვის ნაცნობი ხმა უცნაურად უცხო გახადა. -მე შიგნით ვიქნები - მოკლედ დავუბარე და უკან მივბრუნდი. ალექსანდრესთან უთანხმოება არასდროს არაფერზე არ მომსვლია და ახლა ჩემს უცნაურ შეგრძნებებს არ მივცემდი ამის უფლებას. ტატო მოვძებნე და მალევე გავხალისდი... კლუბიდან ღამის 3 საათზე წამოვედით. ძალიან უცნაური წინათგრძნობა მქონდა. ჯიუტად არ მინდოდა იმ აზრის დაშვება რომ ალექსანდრე სხვანაირად მიყურებდა. მიასთან სახლში გოგოები კიდევ გავერთეთ, ბოლოს კი ფილმის ყურება გადავწყვიტეთ და საწოლში კომფორტულად მოვთავსდით. პირდაპირ საოცრებაა რამდენი გოგოს დატევა შეუძლია ორადგილიან საწოლს სურვილის შემთხვევაში. მია დედოფალივით გვყავდა საწოლის ცენტრში დაბრძანებული, მე ერთი მხრიდან ვიყავი მიწოლილი, მეორე მხრიდან ანა, ფეხებთან კი მარი. ლიზა და თიკა ვერ წამოვიდნენ და ამიტომ ოთხნი დავრჩით. ყველას მიეძინა, მე კიდევ ვერაფრით ვერ ვიძინებდი. ალექსანდრეზე ფიქრები არ მასვენებდნენ. თვალწინ მიტრიალებდა მისი ყველა თბილი გამოხედვა, კოცნა, ჩახუტება, ის ფაქტი, რომ ცოლს მეძახდა და უკვე ეჭვი შემქონდა ჩვენს მეგობრობაში. საბედნიეროდ გამთენიისას ჩამეძინა. თვალები რომ გავახილე ყველა გარეთ იყო გაკრეფილი. კმაყოფილი გავიზმორე რომ არ გამაღვიძეს და თვალები მოვიფშვნიტე. ყველამ იცის, რომ როდესაც წინა ღამეს ვათენებ მეორე დღეს ჩემი გაღვიძება სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია. აბურდული თმებით გავფრატუნდი სამზარეულოში, სადაც მიას დედა ფუსფუსებდა. -გაიღვიძე ძილისგუდა? - მხიარულად მკითხა და ყავის მოდუღება დაიწყო. -აჰამმ.. - დავეთანხმე კმაყოფილი ტონით. - გოგოები სად არიან? - ვიკითხე ინტერესით და მისაღებ ოთახში შევიჭყიტე. -მაღაზიაში ჩავიდნენ, სასუსნავები დაგვაკლდაო -აჰჰ... გასაგებია - ვუპასუხე და ყავა გემრიელად მოვწრუპე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყავაზე არანაირად არ ვარ დამოკიდებული, თუმცა მისი გემო მიყვარს და ამიტომ ხშირად ვსვავ დილაობით. -ტკბილეულის შეკვეთა შესრულებულია! - სამზარეულოში კმაყოფილმა გოგოებმა შემოაბოტეს, თითოს ორი გავსებული პარკი ეჭირა. -აუ გოგოებო, მგონი გიო საახალწლოდ ცოლობას მთხოვს! - თქვა უკიდურესად გახარებულმა მარიმ. -არ გამიკვირდება. საიდან დაასკვენი რომ მაინცდამაინც ამ ახალ წელს? - ჰკითხა ანამ. -გუშინ სანამ კლუბში მოვიდოდით, მანქანაში რომ ველოდებოდი მობილურზე დაურეკა ვიღაცამ. ხოდა რომ ვუპასუხე იუველირი ვარო, შეკვეთა მზადააო. ხოდა რომ ვუთხარი დაიბნა. ძმაკაცს უნდოდაო - ბედნიერად აკისკისდა. -კაია რომ დაადგა საშველი - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა ანამ და თვალი ჩემკენ გამოაპარა. მართალია ჩვენ ოთხეული ძალიან ახლო დაქალები ვართ, მაგრამ არ მინდოდა რომ ჩემს ძმაზე ჭორაობით მისი რაიმე გეგმისთვის ხელი შემეშალა, ამიტომ როგორც იტყვიან გავატარე. -მე ალექსანდრეს ქცევა მეუცნაურა გუშინ - თქვა ჩაფიქრებულმა მიამ. ამის თქმა და ჩემი გულის აჩქარება ერთი იყო. -რატო? - ვიკითხე ვითომ სხვათაშორის. -დემეს მოსვლის შემდეგ უხასიათოდ იყო... - დაუდასტურა მარიმ. -რამეს ხომ არ მალავთ თქვენ ორი?! - ეჭვისთვალით გამომხედა მიამ. -რას უნდა ვმალავდეთ გოგო, ნორმალური ხარ? - თვალები გამიფართოვდა და გაურკვევლად ავბურტყუნდი. -რაღაც ხდება მგონი. თქვენ ორს ვერაფერი გაგიგეთ - ხელი ჩაიქნია ანამ. -ჩვენ ორს? - იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი და ალექსანდრეს ასე მოხსენიება რომ გაცინების მეტი ვერაფერი მოვახერხე. -არასდროს გიფიქრია იმაზე, რომ ალექსანდრეს მოსწონხარ ან უყვარხარ? - მკითხა მიამ. -არ ვიცი... -კარგით გოგოებო რაიყო, ნუ აურიეთ ბავშვს ტვინი! - დატუქსა გოგოები მიას დედამ. - შვილო, თუ შენ გრძნობ რომ მეგობრულად გიყურებს ესე იგი ასეა, და თუ მისგან ზედმეტ ყურადღებას გრძნობ ესე იგი ის შენში მარტო მეგობარს ვერ ხედავს. დაუჯერე იმას რასაც გრძნობ, არასდროს ცდება... - თბილად დამადო ხელი მხარზე და ოთახიდან გავიდა. აი ზუსტად ამ სიტყვების გაგება არ მინდოდა. -საქმეც იმაშია, რომ გუშინ რაღაცნაირად იქცეოდა - საწყლად ამოვიკნავლე და გოგოებს გადავხედე რამე მიშველეთთქო. -რაიყო, ისე გვიყურებ გეგონება სასიკვდილო განაჩენი გამოგიტანეს - გაეცინა მიას - მშვენიერი ბიჭია ალექსანდრე, ვერაფერს ვერ დაუწუნებ. -ხო მაგრამ... - თავი ჯიუტად გავაქნიე. -მარტო ძმასავით უყურებ? - მკითხა ახლა მარიმ. -უკვე მეც აღარ ვიცი როგორ ვუყურებ. გუშინ ტვინი ამირია, მაგისი ბრალია! - გადავაბრალე ჩემი არეული გრძნობები ალექსანდრეს და თითები ერთმანეთში ავხლართე ნერვიულობისგან. -მაშინ კიდევ დააკვირდი. შეიძლება სასმლის გამო იქცეოდა ეგრე. მთვრალი ალექსანდრე არასდროს მინახავს, არადა რამდენი ხანია ვიცნობ - თქვა მიამ. -დემე ვაკოს ახალი ძმაკაცია? - ჩემდაუნებურად წამოვჭერი დემეს საკითხი. -დემე ვინაა - გაიკვირვეს მარიმ და ანამ. -არა, ახალი არაა - გაეცინა მიას. -აქამდე არ მინახავს არასდროს - მხრები ავიჩეჩე და ერთი ლუკმა შოკოლადი მეც ჩავიდე პირში. ზოგადად თუ ბევრს ვჭამ მალევე ვსუქდები ხოლმე და ამიტომ სწორ კვებას და ვარჯიშს დიდ ყურადღებას ვაქცევ რომ მუდმივად კარგ ფორმაში ვიყო. -ძაან სიმპატიურია - სასხვათაშორისოდ თქვა მიამ. -გუშინ ვერ მოგაქციე კლუბში ყურადღება და ვაკოს რომელიღაც ძმაკაცზე რომ მეუბნებოდი საყვარელიაო ეგეც იყო მოსული? -სად გექნებოდა ჩემი დრო, ალექსანდრეს არ მოშორებიხარ - ეშმაკურად ჩაიცინა მიამ - კი, მოვიდა. წითელი ვარდების დიდი თაიგული მაჩუქა და ვერცხლის ძალიან ლამაზი ყელსაბამი. -მაგიტომ გაქრი მთელი საღამო? - აკისკისდა ანა. -გავქრი რა, ვცეკვავდით - სახეზე წამოწითლდა ქალბატონი. -ეს ნახე რა! მგონი შეყვარებულია - ანას სიცილში მარი აყვა. -რა ქვია, ვინაა, არ უნდა გაგვაცნო რომ შეგიფასოთ? - თვალები დავაბრიალე მე. - ლუკა ქვია. ახალ წელს ერთად რომ აღვნიშნავთ მოვა აუცილებლად - თქვა თვალებაციმციმებულმა. -ნუ მოკლედ, რამდენი რამე ხდება ამ ახალ წელს - ხელები გავშალე სასიამოვნოდ კმაყოფილმა. ................. ახალი წელი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ დროს უბრალოდ შანსი არაა სასტავიდან ყველანი არ შევიკრიბოთ. ამ დროს ყველაზე მეტი სასაცილო რამ ხდება და სწორედ ამ დროს ვაანალიზებ, თუ როგორი იღბლიანი ვარ რომ ამდენი ასეთი კარგი მეგობარი მყავს. საახალწლო საყიდლები კი სულ სხვა თემაა. ვგიჟდები საჩუქრების არჩევაზე. ვაკოს სახლი აქვს გუდაურში. უკვე ტრადიციად გვაქვს ქცეული, რომ ახალი წლის წინა დღეებში უნდა ავიდეთ, სახლი მივალაგოთ, მოვაწესრიგოთ, გავასუფთაოთ, ნაძვის ხე ავაწყოთ, საჩუქრებით გავავსოთ მისი მიმდებარე ტერიტორია, უამრავი სასუსნავი ვიყიდოთ და რაიმეს გამოცხობაშიც გავიყვანოთ დრო. ბიჭები შეშას დაათრევენ ხოლმე ბუხრის ასანთებად, ან შუა მუშაობისას ჭიდაობენ და თოვლში ამოსვრილები სახლში სირბილით მოხტიან. ამხელა ბიჭებს მაინც არ აქვთ დიდის ჭკუა, არადა რომ შეხედავ ყველა ორ მეტრს უკაკუნებს. -შაკო! ჩემი თხილამურები ხომ არ გინახავს?! - ბარგის ჩალაგების პროცესში ჩემს სახლში ასეთი შეძახილები უხვადაა. -ნიტა, ჩემი შარვალი დაწვი თუ შეჭამე?! -ნიტა, ჩემს ქუდს ვერ ვპოულობ! -ნიტა, ჩემი მაიკა შენი სუნამოს სუნით რატომ ყარს, ისევ წამართვი?! ბევრი ბოდიალის და ძებნის შემდეგ, მე და შაკომ მოვახერხეთ და ბარგი ჩავალაგეთ. -რაიყო გოგო, სამუდამოდ იქ კი არ რჩები - შეიცხადა ჩემმა ძმამ, როდესაც 2 დიდი ჩემოდანი დაინახა. -ვაიმე შაკო, ყოველ წელს მაგას როგორ მეუბნები. შეეგუე ბედს და ჩაიტანე ორივე ქვემოთ - გავეკრიჭე და ოთახებს ჩამოვუარე რომ შემემოწმებინა როგორ ვტოვებდით. -კაი, ჩავედი მე და დაგელოდები ქვემოთ - გამომძახა და კარი გაიხურა. მიყვარს როდესაც სადმე მივდივარ და დალაგებულ სახლს ბოლოჯერ უნდა შევავლო თვალი. და კიდევ მიყვარს, როდესაც სახლში ვბრუნდები და სხვანაირ კომფორტს ვგრძნობ. კარი გასაღებით დავკეტე და მანქანისკენ გავეშურე. -ტატოს და ალექსანდრეს უნდა გავუაროთ - თქვა მან და ჩვენც ტატოს სახლისკენ გავემართეთ. როგორც წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, ალექსანდრე მასთან გველოდებოდა. -კაია, მიას ველაპარაკე და ვაკო უკვე მოვიდაო. ანას გაუვლიან და წამოვლენ. მარი და გიო გიოს მანქანით წამოვლენ. -ანუ ყველა ვიკრიბებით... კაია - გაიკრიჭა კმაყოფილი შაკო. -მათ შორის ანაააააც - მისი სახელი გავწელე და წარბებაწეულმა გავხედე ძმას. -ხო, ვეტყვი, ნუ შემჭამე - გაეცინა და მანქანა ტატოს სახლთან გააჩერა. -აბა რომელი აპირებს თხილამურებით სრიალში შემეჯიბროს? - პოზიტიურად ჩაგვიხტა მანქანაში ტატო. მე, როგორც უკვე მიხვდებოდით უკან ვიჯექი. ალექსანდრე მე მომიჯდა გვერდზე. -ოჰ, კაია საცოლეს გვერდით რომ დამსვით - კმაყოფილს აღმოხდა და ზანტად გაიჭიმა. -მოიცა, რაო? საცოლეს?! ცოლი არ ვარ? - შევიცხადე ვითომ შეურაცხყოფილმა. ეს ჩვენი ასეთი თამაშია, თუმცა სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი თამაში რამდენად იყო. -ბიჭო, როგორ აგიკაკანდა ცოლი, დააწყნარე ცოტა - ახარხარდა ტატო. -ტატოო, შენც ამისკენ ხარ? - აღმომხდა ვითომ გაოგნებულს. -მივხედავ რომ ჩავალთ - თქვა ორაზროვნად. -წყნარად მანდ, ჩემს დაზეა აქ საუბარი - დასჭექა შაკომ, უცნაურად სერიოზული ტონით. -მაიმუნები ხართ რა - ვთქვი ვითომ უდარდელად და ალექსანდრემ იმწამსვე მომხვია ხელი და მიმიხუტა. თბილისის გასასვლელთან დანარჩენებსაც შევხვდით და უფრო გავმხიარულდით. არ ვიცოდი რომ დემეც წამოვიდოდა, თუმცა ვაკოს მანქანაში დავინახე. მივესალმე და რომ გადავკოცნე ისევ პეპლები ვიგრძენი. თვალები მოვჭუტე რომ დავკვირვებოდი რამეს ხომ არ მაიმუნობსთქო, მაგრამ ამ პეპლებს გამიზნულად აშკარად არ იწვევდა. ალექსანდრე ერთი სიტყვით მიესალმა და ისევ შევატყვე ხასიათის ცვლილება. -მანქანაში დაველოდოთ ბიჭებს - ხელი მომკიდა და შაკოს მანქანისკენ გამაქანა. -დავრჩეთ ჩვენც, მაღაზიაში მინდა რაღაცეების ყიდვა გზაში საჭმელად - ავხედე ლეკვის თვალებით. -კარგი წამო - იმწამსვე დამნებდა და ოდნავ გამიღიმა. როგორღაც სულ ვახერხებ რომ ალექსანდრე ნებისმიერ რამეზე დავითანხმო. ამჯერადაც არ გამკვირვებია რომ უპრობლემოდ დამთანხმდა. ცოტა ტკბილეული ვიყიდე და გამოვედით. მაღაზიაში ყველა დავიფანტეთ, ამიტომ მანქანებთან შევგროვდით და როდესაც ყველა კმაყოფილები ვიყავით შენაძენებით, დავიძარით. -ისე ოთახებში როგორ უნდა გავნაწილდეთ? - სასაუბრო თემა წამოჭრა ტატომ. -წესით უნდა გვეყოს. მარის და გიოს ერთ ოთახში შევყრით. მია, ანა და ნიტა ერთად იქნებიან. ვაკო ალბათ დემესთან ერთად იქნება და ჩვენ სამნიც ალბათ ერთად. -აუუ, მარის და გიოს უმართლებთ, მეც მინდა ეგრე ნიტასთან ერთად - ამოიბუზღუნა ალექსანდრემ. -გვაპატიეთ გვრიტებო - ჩაიცინა ტატომ. -ალექსანდრე! - ამჯერად უფრო სერიოზულად დასჭექა შაკომ და დავინახე როგორ ჩააფრინდა საჭეს დაძაბული თითებით. -რა ხდება? - ვიკითხე დაბნეულმა. -არაფერი, გვეყოფა უაზრო ხუმრობები - ჩაილაპარაკა ალექსანდრემ და შაკოს გახედა, რომელსაც ოდნავ გაეხსნა შეკრული წარბები. ახლაც მეტყვით რაღაცეები გეჩვენებაო? ყველამ ამოვიღეთ ბარგი და ოთახების განაწილებას შევუდექით. მარი და გიო რა თქმა უნდა, ერთ ოთახში შევარდნენ. მე, მია და ანაც ერთად შევბარგდით ერთ დიდ ოთახში. როგორც ჩანდა სახლს მესამე სართული დააშენა ვაკომ. ბიჭებმა გვითხრეს თუ გინდათ გოგოები ცალ-ცალკე მოთავსდითო, თუმცა ჩვენ ერთად ყოფნა ვამჯობინეთ და ამიტომ ბიჭებს დარჩენილი ოთახები ეყოთ. დამატებით ერთი ოთახი კი თავისუფალი დარჩა. - სასტუმრო გააკეთე თუ სახლი, რათ გინდოდა ამდენი საძინებელი - იცინოდა შაკო. -აბა ის იყო კარგი თავზე რომ მეწექი წინა წელს? იმდენ ხანს მეძინა შენს გვერდზე კინაღამ პიდარასტი გავხდი - ახარხარდა ვაკო. გოგოები დავტრიალდით და დამტვერილი სახლი უცბად დავალაგეთ. ბიჭები შეშის მოსატანად გაეშურნენ. მანამდე კი მე გოგოებთან განვიხილე გზაში მომხდარი. -ნაძვის ხის მორთვის დროც დადგაა! - მხიარულად შემოსძახა ვაკომ. -იცოდეთ თავზე ვარსკვლავს მე ვადგამ - გამოაცხადა ტატომ. -აუ წელს მე მინდა რომ ვარსკვლავი დავადგა! - ფეხი ააბაკუნა მარიმ. -ხოდა შენ დაადგი ჩემო პატარა - გაუღიმა გიორგიმ. -ორი ერთზე არ მოსულა - წარბები შეკრა ტატომ. -ლუკამ დამირეკა 5 წუთში მანდ ვიქნებიო - გამოაცხადა ვაკომ. -ანუ ბოლო ოთახიც შევავსეთ. ბიჭო გეუბნები ბიზნესი უნდა დაიწყოთქო - თქვა შაკომ. -ჰო, აი რომ გაგყრით აქედან მერე ვიფიქრებ მაგაზე თორემ გამაკოტრებთ - თითი აგვიქნია ვაკომ. ბიჭებმა უზარმაზარი ნაძვის ხე შემოიტანეს გარაჟიდან. ყველა დავესიეთ და მორთვა დავიწყეთ. თვალს ვაპარებდი ანასკენ და შაკოსკენ და ღიმილს ვერ ვიკავებდი როდესაც ვხედავდი როგორ ენთებოდათ თვალები ერთმანეთის დანახვისას. თან სულ ერთად რომ იდგნენ! საყვარლებიი!.. მე რას ვშვებოდი? შუაზე ვიყავი გახლეჩილი ალექსანდრესა და დემეს შორის. ალექსანდრეს იმიტომ, რომ მისი დამოკიდებულების შეცვლამ ჩემშიც რაღაც შეცვალა. მაგრამ აი დემეს პეპლები საიდან ჩნდებოდნენ ჩემს მუცელში ჯერ კიდევ ვერ გამერკვია. საკმარისი იყო შემოეხედა, რომ მაშინვე ვგრძნობდი. რომც არ დამენახა უბრალოდ ვგრძნობდი და იმასაც ვგრძნობდი, რომ თვითონაც ხვდებოდა ამ ყველაფერს. არადა უცნაურად ჩუმად იყო. ზედმეტი ლაქლაქი აშკარად არ უყვარდა და ასეთი ტემპებით როდის დავუახლოვდებოდი კაცმა არ იცის. -ნიტა, თმები აგეჩეჩა! - მითხრა უცბად ალექსანდრემ და ორ წამში მართლაც დიდი თივის ზვინი გააჩინა ჩემს თავზე. -ვაიმე, გამასწარი ახლა აქედან! - დავუბრიალე თვალები და ის იყო კარისკენ უნდა გაქცეულიყო, რომ კარი გაიღო და უცნობი ბიჭი შემოვიდა. სავარაუდოდ ეს იყო ლუკა და უნდა ვაღიარო, რომ ნამდვილად სიმპატიური იყო. -გაუმარჯოს ყველას! - მხიარულად შესძახა და ძმაკაცებს გადაეხვია. შემდეგ დანარჩენებმაც გავიცანით. აშკარად აჟუჟუნებული თვალებით უყურებდა ჩემს მიას. არა რა, სხვაზე მაშინვე ვამჩნევ ხოლმე და რა მოხდება რომ ჩემს თავზეც შევამჩნიო ვინ როგორ მიყურებს! მე სამზარეულოში გავედი როგორც მთავარი მზარეული, რომ ახალი წლისთვის დიდი ნამცხვარი გამომეცხო. პროდუქტები ლამაზად გადავანაწილე მაგიდაზე და კმაყოფილმა დავიწყე კარადებში ძრომიალი მიქსერის მოსაძებნად. -ფეხი აქვს მორყეული მაგ სკამს და გადმოვარდები - გავიგე უცბად დემეს ხმა და იმდენად შემეშინდა რომ კარადაზე ხელი გამეშვა და პირდაპირ მისკენ გავექანე. საბედნიეროდ ჩემი დაჭერა მოახერხა თავის ძლიერ მკლავებში და გეფიცებით პეპლებმა კიარა ზოოპარკმა ჩამიარა. -ასე მოულოდნელად რომ არ დაგეძახა არ გადმოვვარდებოდი - თავი გავიმართლე და მის კაშკაშა ცისფერ თვალებს დავაკვირდი. -ფეხი რომ მოსტყდებოდა მერე გადმოვარდებოდი და ძირს დაეცემოდი - მიპასუხა ნიშნისმოგებით. ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა. გულაჩქარებულმა ძლივს მოვიფიქრე რომ მეთქვა ძირს დამსვითქო, თუმცა თვითონ აშკარად არ ჩქარობდა ხელის გაშვებას. -მიქსერს ვეძებდი -შენს უკან დევს - მითხრა ცოტა გაკვირვებულმა და ძირს ფრთხილად დამსვა. მოუთმენლად მივტრიალდი უკან და გაოცებისგან პირი დავაღე, აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე. -უი.. აქ ყოფილა - ჩავილაპარაკე დარცხვენილმა. -აწი დააკვირდი ხოლმე - ჩუმად ჩაიცინა, წყალი დალია და გავიდა. სახეზე ავხურდი და ცივი წყლიანი ჭიქა მთლიანად გადავცალე. ასე უაზროდ რატომ ვღელდები? ბრინჯივით დაბნეული ფიქრები ძლივს მოვიკრიბე და ცხობას შევუდექი. გოგოებს ვუთხარი რომ გამოცხობით გამოვაცხობდი და გაფორმებაში დამხმარებოდნენ. -მარტო ფუსფუსებ? - ამჯერად სამზარეულოში ალექსანდრე შემოვიდა და პირდაპირ ჩემკენ დაიძრა ჩასახუტებლად. -ხო, ალექსანდრე გაიწიე ახლა ხელს შემიშლი - მისი მოშორება ვცადე და ოდნავ გვერდზე გავიწიე. -რა მნიშვნელობა აქვს ახლა აურევ თუ 2 წუთში - მიპასუხა უდარდელად და მაინც მომეხუტა. -ძალიან ბევრ ჩახუტებას მთხოვ - ჩავიცინე ბუზღუნით. -ადრე ეს ფაქტი არ გაწუხებდა და ახლა აღარ გსიამოვნებს? - არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს კითხვა უცნაურად ორაზროვნად მომეჩვენა. -რა?! ალექსანდრე, რა გინდა? - ჩემდაუნებურად ცოტა უკმაყოფილო ტონით გამომივიდა. რა ვქნა, ვერ ვიტან როდესაც რამის კეთებაში ხელს მიშლიან. -რა მინდა? რა უნდა მინდოდეს? - კითხვითვე მომიბრუნდა, წელზე მოხვეული ხელებით თითქოს თავისკენ მიმიზიდა და თვალებში ჩამაშტერდა. -რომ ვიცოდე არ გკითხავდი - ვუპასუხე გათამამებულმა და იმ წამსვე ვინანე. მეშინოდა ის არ ეთქვა რასაც მე ველოდი და ალბათ ეს შიში თვალებშიც დამეტყო, რადგან მისი სურვილისგან ანთებული თვალები უმალვე ჩაქრა და დამშვიდდა. -გეუბნები უცნაურად იქცევითქო და არ მიჯერებ - გამიცინა და ლოყაზე თბილად მაკოცა, შემდეგ კი გავიდა და ისევ მარტო დავრჩი. მესამედაც ვინმე რომ შემოსულიყო ალბათ ამ მიქსერს კედელზე მივანარცხებდი და ეგ იქნებოდა, მეც დავისვენებდი და ეს ნამცხვრის ნაწვალები მასაც. კინაღამ ბოდიში მოვუხადე მომავალ ფაფუკ ბისკვიტს იმის გამო, რომ ამდენ ხანს ვალოდინე. -რას შვები მზარეულო? - კუსკუსით შემოვიდა ოთახში მია. -ვაიმე ახლა შენც არ გამაწყვეტინო ამის კეთება - ხელი ავიქნიე ჰაერში. -ოჰო! რა გამოვტოვე? -რა გამოტოვე და ყველაფერი - დეტალურად მოვუყევი ორივე შემთხვევა და მისი ეშმაკურად აციმციმებული თვალების დანახვაზე მომინდა მთელი მაცივარი თავში გამექანებინა. -ჩემს ნიტას გრძნობების კორიანტელი აქვს გულშიოოო!!! - დაიწყო კუნტრუში და მაშინვე მოკურცხლა, როდესაც გაკიდება დავაპირე. ჩემი შტერი დაქალია და სულ ნერვებს მიშლის, რა ვუყო რომ მაინც მიყვარს ეს დამპალი. მას შემდეგ, რაც სამზარეულოში ტრიალი მშვიდობიანად განვაგრძე, მალევე მოვრჩი საქმიანობას და ფორმებში ჩასხმული ბისკვიტის მასა ღუმელში შევდგი. -ბავშვებო, რამე გავაკეთოთ რა, მოვიწყინე - ამოიბუზღუნა ტატომ. -წამო გიჟო, დიდი ხანია სიყვარული არ დაგიმტკიცებია ჩემთვის - თვალები აუჟუჟუნა ვაკომ. ეს ორი ერთად კატასტროფაა დამიჯერეთ! -დააყენეთ ახლა თქვენი აცანცარებული ერთი ადგილები და რამე ვითამაშოთ - განაცხადა ლუკამ. -მე არ მინდა თამაში - კუმ ფეხი გამოყოო ამაზეა ნათქვამი. ქალბატონმა მიამ გადაწყვიტა გამოეწვია ახალგზარდა ყმაწვილი. -აბა რა გინდა? - ჰკითხა ორაზროვნად. არა რა, ან მე გავრეკე და ან ამ ხალხმა ახლა დაამუღამა ორაზროვანი კითხვები. -მმმ... ვიმღეროთ რა. ნიტა, მიდი რამე გვიმღერე - მოიფიქრა უცბად და გახარებულმა შემოკრა ტაში. გამიჩალიჩა ხო? ვაიმე, თუ მართლა გამიჩალიჩა მოვკლავ ამაღამ ამ საწყალს და დავტოვებ ლუკას სატრფოს გარეშე. -აკომპანემენტი მინდა - განვაცხადე იმ იმედით, რომ გიტარა არავის აღმოაჩნდებოდა, თუმცა მე მაგისი ბედი სად მაქვს. -მე დავუკრავ თუ იმღერებ - თქვა უეცრად დემემ. -კი, კი, იმღერებს აბა რას იზამს - დაეთანხმა მია. სიმღერა ძალიან მიყვარს. პატარაობიდან ვმღერი და ბევრ კონცერტზეც მიმღერია, თუმცა სკოლის დამთავრების შემდეგ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ვმღერი. ბევრჯერ მომისმენია კომპლიმენტი ჩემს ხმასთან დაკავშირებით, თუმცა ვინც აქ იყვნენ მათგან ჩემი სიმღერა მხოლოდ გოგოებს, ვაკოს და შაკოს ჰქონდათ მოსმენილი. -ნუთუ იმ ხმას გავიგებთ, რომელზეც ლეგენდები დადის? - თქვა აღტაცებულმა ტატომ. -კი, დღეს დაგდებთ მაგ პატივს - ჩავიცინე და ფანჯრიდან დავინახე როგორ გადმოიღო დემემ მანქანიდან გიტარა. -რას იმღერებ? - ჩემს გვერდზე მოთავსდა, გიტარა მოიმარჯვა და მზერა გამისწორა. რა ჯანდაბა მემართება?! მწვავს ამ ბიჭის გამოხედვა! მსუბუქად რომ ვთქვათ მადებილებს. -რავი... - მხრები დაბნეულმა ავიჩეჩე და საშველად მიას გავხედე. -მდინარე ხიდის ქვეშ იმღერე რა, ძალიან მიყვარს. და მერე რაც გინდათ ის - შემომაშველა ვარიანტი. -კარგი - უპასუხა დემემ და პირველი აკორდებიც აიღო. მხოლოდ მაშინ დავაკვირდი როგორი გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა. ბიჭის ლამაზი თითები ჩემი სისუსტეა. უკრავდა და პირდაპირ თვალებში მიყურებდა, მეც მას ვუყურებდი რომ სიმღერა დამეწყო. აშკარად შევატყვე რომ თავდაპირველი მომლოდინე მზერა შთაბეჭდილებით სავსე მზერით შეეცვალა. ჩემი ხმის გაგებაზე თვალები გაუფართოვდა და მეც უფრო ამაყად განვაგრძე სიმღერა. მხოლოდ მას ვუყურებდი, სხვას ვერ ვამჩნევდი. ნელ-ნელა აღტაცებული მზერა გაუქრა და ახლა უკვე კმაყოფილი მიყურებდა. სიმღერაში იმდენად გავერთე რომ თვალები მიმეხუჭა და სწორედ ამ მომენტში გავიგე ჩემს გვერდით მჯდარის ბოხი, საოცრად სასიამოვნო ხმა. დავიბენი, თვალები გაკვირვებულმა გავახილე რომ შემემოწმებინა ეს მართლა დემე იყო თუ არა. მიხვდა რომ გამიკვირდა და დავინახე როგორ დაეჭიმა ტუჩის კუთხეები. სიმღერა არ შემიწყვეტია. როდესაც დავამთავრეთ ყველას აღფრთოვანებული შეძახილები გავიგეთ. ალექსანდრესაც კი არ ეცალა მგონი საეჭვიანოდ, რადგან ისიც შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი გვიკრავდა ტაშს. -ამაღამ თქვენი კონცერტი გვინდა! ვსიო, გადაწყვეტილია! - გამოაცხადა ვაკომ. -აუ ხო რაა - აყვა ანა - შენც თუ შეგეძლო სიმღერა რატომ არ თქვი! ძალიან უხდება თქვენი ხმები ერთმანეთს -ერთწამს ბისკვიტს შევამოწმებ და მოვალ. თქვენ მანამდე მოიფიქრეთ რას იმღერებთ - გამოგვძახა მარიმ და ფეხზე ენერგიულად წამოხტა. -რა გინდა რომ იმღერო? - მკითხა ინტერესით და ტუჩები გაილოკა. დარწმუნებული ვარ ეს მექანიკური რეფლექსი იყო, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ძლივს მოკრებილი ყურადღება ისევ გამეფანტა. -Sixpence None The Richer - Kiss Me, იცი? - ვკითხე და თითები ერთმანეთში ავხლართე დაძაბულობის გამო. უხმოდ დამიქნია თავი და დაკვრა დაიწყო. აი ამის სიმღერისას მართლა კოსმოსში გავედი, რაღაც პარალელურ სამყაროში. ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და ორ ხმაში ვმღეროდით. ზუსტად ამ მომენტში ვიგრძენი მასთან სიახლოვე იმის მიუხედავად, რომ გაცნობის მომენტიდან ადამიანურად არ დავლაპარაკებივარ და მასზე არაფერი არ ვიცოდი. აი ამ მომენტში ვიცოდი რომ არც არაფრის ცოდნა არ იყო საჭირო. სიმღერამ დაგვაახლოვა. აქამდე არ ვიცნობდი არც ერთ ბიჭს ვისაც ასეთი სასიამოვნო ხმა ჰქონდა. სიმღერა შაკოსაც გამოსდიოდა და ტატოსაც, ვაკოსაც, თუმცა დემეს სხვანაირად გამოსდიოდა. გულში ჩამწვდომი ხავერდოვანი ხმა ჰქონდა. სადაც არ უნდა მომასმენინოთ ამ ხმას ყველგან ამოვიცნობ. ამ სიმღერის შემდეგ სხვებზე გადავედით. ხან ქართულებს ვმღეროდით და ხან ინგლისურებს. ყველა სიამოვნებით გვისმენდა, თუმცა დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იმ მომენტში მე გაცილებით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი. მეორე დღეს ყველა ვაკოს და ტატოს ბღავილმა გაგვაღვიძა, რომლებიც გვამცნობდნენ არიქა 31 დეკემბერიაო. დანარჩენი ბიჭები ბალიშებით გამოვარდნენ დაგვაძინეთ თორემ მუშტზე დაგიკლავთ ორივეს სათოთაოდო. ამ ხმაურზე მე, მია და ანაც გამოვედით პიჟამოებით. მხოლოდ მარი და გიო იყვნენ შეყუჟულები ოთახში და იქ შესვლას არც არავინ გარისკავდა არასასურველი სცენის ხილვის შიშით. ყველანი სამზარეულოში ჩავლაგდით. დემეც თითქოს უფრო მხიარულად იყო ვიდრე აქამდე. ისე სერიოზულად არ იქცეოდა როგორც თავიდან. -მომღერლებო, ყელი ხომ არ გტკივათ? - იკითხა ტატომ და ჩემს გაკეთებულ ნამცხვარს ერთი დიდი ნაჭერი მოაჭრა. სპეციალურად მისთვის გავაკეთე დიდი ნამცხვრის მცირე ვერსია, რომ ახალ წლამდე ეჭამა, თორემ საახალწლო ნამცხვარს გადაჭამდა და თავიდან მექნებოდა გასაკეთებელი. -ყელი კიარა, კიდევ კარგი მეორე ტორტიც გაგიკეთე - ჩავიცინე კმაყოფილმა. -აუ ხოო, და ხარ იმენა რა. - დამეთანხმა ყურებამდე გაკრეჭილი. -მეც გამასინჯეთ ჩემი ცოლის ნახელავი - ახლა ალექსანდრე შემობაჯბაჯდა და ჩემი „სტატუსი“ გარკვევით წარმოთქვა, თან დემესკენ გააპარა თვალი, რომელიც უდარდელად სვამდა ყავას. -ნუ ბოდიალობ შენ! – „შეეკამათა“ მია, რომელიც თავისი ჭკუით დემეს მხარეს იყო, რადგან მიმტკიცებდა მთავარია პეპლები იგრძნოო. -არანაირად არ ვბოდიალობ, ჩემი ცოლია და ვსიო - სერიოზული ტონით განაცხადა ალექსანდრემ და ხელი გადამხვია, მეორეთი კი ნამცხვრის ჭამას შეუდგა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დემეს რეაქციას ვაკვირდებოდი. თუმცა ვის ვატყუებ, აშკარაა რომ მის მიმართ მთლად გულგრილი არ ვიყავი. ვერ წარმოიდგენთ როგორ ამეშალა ნერვები, როდესაც შევამჩნიე, რომ დემემ ყურიც კი არ გააპარტყუნა ამის გაგებაზე. -მე გარეთ ვიქნები - ჩუმად ჩავილაპარაკე, კურტკა მოვიცვი და სახლის ეზოში გავედი. რამდენიმე წუთს ვიბოდიალე წინ და უკან და შემდეგ დემე დავინახე რომელსაც ორივე ხელით შეშა ეჭირა. -შენ კიდევ აქ სეირნობ? გაიყინები - მითხრა და ჩემკენ წამოვიდა. -არ მცივა - თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. -ხო აი ზუსტად მაგიტომ გაქვს ცხვირი პომიდორივით - ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და მზერა გამისწორა. დღის სინათლეზე მისი ცისფერი თვალები კიდევ უფრო თვალისმომჭრელი იყო. -ოო, რა ვქნა სულ ასე მიწითლდება - გამეცინა და გვერდზე გავიხედე. -ძალიან ლამაზი ხმა გაქვს, არ ველოდი ასე კარგად რომ იმღერებდი - ესღა მითხრა და ჩამიარა. სიამოვნების ტალღამ დამიარა მთელს ტანში, გამეღიმა... შემდეგ იმაზე დავფიქრდი თუ რატომ გამეღიმა და როდესაც მივხვდი რომ პასუხს ასე მარტივად ვერ ვიპოვიდი იმასაც მივხვდი რომ უკვე ვიყინებოდი და სახლში დავბრუნდი. ერთბაშად რომ გავთბი მოვდუნდი და დივანზე დავჯექი. -ლაიკო, ჩემო პატალა, დავიღალეთო? - მოჩლიფული ენით მომიჯდა გვერდზე შაკო და თმებზე მსუბუქად მომქაჩა. -გარეთ ციოდა და სითბოში რომ შემოვედი ძილი მომერია - ვუპასუხე ღიმილით. - შაკო, რაღაც რომ გკითხო მიპასუხებ? - დავიწყე შეპარვით და თან მისი მაისურის წვალებას შევუდექი. -ოჰო, რაღაც ძალიან სერიოზული უნდა მკითხო როგორც ჩანს, ბოლოს ჩემს მაისურს მაშინ აწვალებდი როცა მთხოვე სახლში არ მოვალ და მშობლებს არ უთხრაო - გაეცინა და უფრო კომფორტულად მომხვია ხელი. - გიპასუხებ, მიდი აბა გისმენ -ოო, ასე პირდაპირ როგორ გკითხო - გამეცინა და მის მზერას თვალი ავარიდე. -რაიყო, ლესბოსელი ხარ? - მკითხა ვითომ სერიოზულად. -არა, რა შუაშია - დავიბენი და თვალები ავაფახულე. -უიმე, არაფერ შუაში არაა შტერო. მეთქი გავაცინებთქო და შენ მგონი კიდევ უფრო დაიძაბე. მკითხე პირდაპირ, დაიკიდე ყველაფერი და მკითხე. -ჰმმ, კარგი... ამ ბოლო დროს მეჩვენება რომ თითქოს რაღაც ისე ვერაა როგორც ადრე იყო - დავიწყე შორი გზიდან ბოდიალი. ეს ვთქვი თუ არა, ვიგრძენი, რომ შაკო ყველაფერს მიხვდა, თუმცა ჩემი მოსმენა განაგრძო - რამე შეიცვალა? ან ვინმე... - ვკითხე და ბოლო ორი სიტყვა ძლივს გასაგონად წავიჩურჩულე. -არაფერი არ შეცვლილა, რეებს ბოდიალობ - ოდნავ დაბნეულად ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა - სასრიალოდ მივდივართ, ადე და გაემზადე - დამიბარა ბოლოს თბილი ტონით და გაქრა. -კიდევ მე რეებს ვბოდიალობ? - ბურტყუნით შევაღე ოთახის კარგი, სადაც გოგოები ემზადებოდნენ. -უკვე მაშინებ შენი ხასიათის ასეთი სწრაფი ცვლილებებით - მითხრა მიამ. -შაკოს ვკითხე რა ხდებათქო და რა უნდა ხდებოდეს არაფერი არ შეცვლილაო.. -ვაიმეეეეე, რა უტვინო ხარ გოგო! - წამოიძახა მარიმ - ალექსანდრეს ისედაც აშკარად ეტყობა თავისი სათქმელი და ძალიან გინდა შენმა ძმამ გითხრას მის მაგივრად?! -ხო რავი, ისე მართალი ხარ... - ავიჩეჩე მხრები და ტანსაცმელი გამოვიცვალე. -ისე აქამდე როგორ ვერ მოტვინე რო უყვარხარ - გაეცინა ანას. -მე რავიცი, სულ ისე იქცეოდა როგორც ახლა, უბრალოდ მიას დაბადების დღის მერე ძალიან აშკარად გამოხატავს ამ ყველაფერს და მაგან დამაფიქრა -შეიძლება დემეს გამოჩენამ აანერვიულა ბიჭი - აკისკისდა მარი -ეგ რა შუაშია? - ვკითხე ცოტა დაბნეულმა. -ოჰ კაი რა, ხომ იცი რომ არასდროს გამოგდიოდა დაბნეულობის დამალვა. კლუბში რომ დაელაპარაკე რა მოხდა არ ვიცი, მაგრამ გუშინ მუნჯივით ვერ ატრიალებდი ენას სიმღერის ასარჩევად. კიდევ კარგი მიამ გადაგარჩინა - თქვა ანამ და მას გახედა. -ისე ეგ სიმღერა სპეციალურად გამიჩალიჩე? - თვალები დავუბრიალე მიას. -ქვემოთ დაგელოდებიიიით! - ხელი დასტაცა თხილამურებს და ოთახიდან გავარდა. ........................... გამარჯობათ ბავშვებოო! ძალიან დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ისევ დავბრუნდი. ყველანი ძალიან მომენატრეთ და იმედი მაქვს გახსოვართ :დდ მიყვარხართ და ველი თქვენს შეფასებას ჩემო ტკბილებო! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.