შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძამიკო, უშენობა მტკივა! (სრულად)

30-07-2017, 11:57
ავტორი Mtirala
ნანახია 4 196

"მარტო ვართ მე და ქრისტინა. თან მარტო, თან ყველასთან ერთად. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ სავსე დარბაზში სიცარიელეა. აქ, ახლა ჩვენთან ერთად უნდა იყოს, უნდა გვიღიმოდეს. მაგრამ... მაგრამ არ არის, არ მოდის, არ გვიბრუნდება. 3 წელი გავიდა, მაგრამ ვერ ვივიწყებ, საუკეთესო ადამიანს ვერ ვივიწყებ."

"მახსოვს ყოველ დღე, დილაუთენია იღვიძებდა. ოჯახში ყველას გაგვაღვიძებდა და დღესაც ხალისიანად იწყებდა. ძალიან ართობდა ჩვენი გაბრაზებული სახეების ყურება. ხან წყალს მასხამდა, ხან ქვაბებს ერთმანეთზე არახუნებდა და ყველას ერთიანად წამოგვაგდებდა ფეხზე. ჩვენც გაბუსხულები, 7 საათზე უკვე ჩაის და ყავას მივირთმევდით."

"მისი ღიმილი მენატრება, ყველაზე ლაღი და გულწრფელი, ამდენ სევდას, რომ იტევდა. მუდამ იღიმოდა, იცინოდა და როგორც ქრისტინა ამბობს ხოლმე, ღლაბუცობდა. მეცინება, სიმწრის სიცილით მეცინება, რა მწარე ყოფილა მონატრება."

"ძალიან ვუყვარდით მე და ქრისტინა, ერთმანეთისგან არ გვანსხვავებდა. მე თუ "შოპინგზე" მივყავდი, ქრისტინაც მიჰყავდა, მე თუ შოკოლადებს მყიდულობდა, მასაც ჰყიდულობდა. ხანდახან ძალიან ვეჭვიანობდი, მაგრამ მივხვდი, ის უბრალოდ კეთილი და ყველას მიმართ ასეთი იყო. მას უბრალოდ ყველა უყვარდა."

"ქრისტინას'აც ძალიან ენატრება, ყოველ დილით თვალებჩასიებული იღვიძებს. ყოველ ღამე ტირის. მეც ვტირი. ძალიან გვენატრება. რა დავუშავეთ ღმერთს ასე, რომ გაგვწირა? ნუთუ მართალია მოსაზრება, რომ ღმერთს ისინი მიჰყავს თავისთან, ვინც ყველაზე კარგია? მართალია. გიორგი ყველაზე კეთილი ადამიანი იყო, ზოგიერთებისგან განსხვავებით, ადამიანი იყო. მტკივა... უმისობა მტკივა. ცრემლებით ვასველებ ფურცლებს და მჯერა, ის მიყურებს და იღიმის, თურმე როგორ ვყვარებივარო ჩემს ქაჯანას."

"ჩვენს დაბადების დღეზე, მუდამ მჩუქნიდა ძვირფას საჩუქრებს, 18 დეკემბერს, ისევ არ დაარღვია ტრადიცია და "ოქროს" დაბადების დღეზე მანქანა მაჩუქა. მე ოთახში, მისთვის ყველაზე ძვრიფასი, ფეხბურთის ბურთი, მაისური და ბუცები დავუტოვე. არაფრით გამორჩეული მაგრამ, ორიგინალები და თან "ბარსელონასი", უკვე მისი გულის გახარებას უდრიდა. უბედნიერესი ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, რომ ზუსტად ერთი კვირის თავზე ყველაფერი ჩამმწარდებოდა. მანქანა მათხოვეო, ჩემი გაფუჭდაო. ვათხოვე. გზაბი მოყინული იყო, გავაფრთხილე ნელა იარე მანქანა არ დამიმტვრიო მეთქი, გავეხუმრე. გამიცინა, მე დავიმტვრევი და მანქანას არ დავამტვრევო."

"სული მეხუთება, გული მინდა ამოვიგლიჯო, ძალიან მტკივა. ცრემლებით ყოველ ღამე ვასველებ ბალიშს. გიორგი,რომ მხედავდეს შეიძლება მომკლას კიდეც, მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვრჩერდები, ტირილი ძალიან მშველის. უიმსობა ისეთივე მტკივნეულია, როგორიც უჰაერობა, უწყლობა. ძალიან, რომ გინდა ისუნთქო, დალიო, მაგრამ არ შეგიძლია. გინდა მოკვდე, რომ დაისვენო, მაგრამ ღმერთი არ გაძლევს უფლებას. უნდა იტანჯო, გაუძლო უჰაერობას, უწყლობას. და ალბათ იმედი არსებობს, სიცოცხლის მიზეზისა, ალბათ არსებობს ადამიანი რომელიც სიცოცხლის სურვილს დაგვიბრუნებს, წყალს დაგვალევინებს, მაგრამ ჩემთვის გიორგი ერთადერთი იყო, უმისობა მომკლავს, ვიცი მომკლავს. მტკივა... მისი გაყინული სხეული მტკივა. მინდა ჩახუტებით გავათბო, მაგრამ... მაგრამ ერთხელ გაყინული აღარ ლღვება..."

"შუა ღამე იყო, პირველი იწყებოდა. ტელეფონის ზარის ხმა გაისმა, შემდეგ კივილი მოჰყვა დედაჩემის და მამაჩემი ღრიალი. მათ ოთახში გავარდი. იატაკზე ტკივილისგან მოკლაკნულიყვნენ და დუმდნენ. გული იქვე მომიკვდა და დამისამარდა. ისტერიკული ტირილი ამივარდა, ყველაფერს მივხვდი. იმ დღეს ვწყევლიდი, როცა მანქანა მაჩუქა, ჩემი გაჩენის დღეს ვწყევლიდი, ჩემს სიტყვებს ვწყევლიდი მანქანა არ დამიმტვრიო მეთქი. გული მისკდებოდა, უბრალოდ ვკვდებოდი. და ალბათ... იმ დღესვე მოვკვდი."

"დასაფლავების დღე... ყველაზე მძიმე და ყველაზე უგრძნობი. მასთან ერთად მინდოდა ვწოლილიყავი და მასთან ერთად მინდოდა გამცივებოდა სხეული. როგორ არ ჩავყევი, მიკვირს... ვტიროდი, სუნთქვა მეკვრობდა და ყველაზე უბედური ვიყავი. ყველაზე ნათელი წერტილი, ჩემი ბიოლოგიური ძმა, ჩემი ტყუპისცალი, ჩემი გიორგი დავკარგე. ამბობენ, ტყუპის დაკარგვას ყველაზე მეტად განიცდიანო, მართალია, ყველაზე მეტად მტკიოდა და ყველაზე მეტად მინდოდა სიკვდილი. მინდოდა? მე მოვკვდი, იმ დღესვე მოვკვდი... მე აღარ ვცოცხლობ, უბრალობ ვცხოვრობ..."

"დავრჩით მე და ქრისტინა, დედა და მამა. მტკიოდა ყველაზე მეტად, ასე მეგონა მაშინ, მაგრამ შევცდი, ყველას ერთნაირად გვტკიოდა. როგორია დაკარგო ძმა, საუკეთესო მეგობარი, ძმაკაცი და ხშირად დაქალი. ჩემთვის დაქალიც იყო... ვუყვებოდი ხოლმე, რომელი ბიჭი მომწონდა და რომელი მაბრაზებდა. ისიც გულისყურით მისმენდა და ხანდახან წარბებშეყრილი მებუზღუნებოდა ეგ რამ მოგაწონაო, მეც ვიბუტებოდი და ვპირდებოდი აღარაფერს მოგიყვები მეთქი. მაგრამ მეორე წუთს უკვე აღარაფერი მახსოვდა და იგივე სიხარულით ვუყვებოდი სკოლის და ბიჭების ამბებს."

"ყველაფერი შეიცვალა, სახლი დადუმდა, მოკვდა. აღარავინ გვაღვიძებდა დილაუთენია და აღარაც არავინ გვყრიდა ფეხზე დილის შვიდ საათზე. ყოველ ღამე გულამოსკვნილი ვტიროდი და გიორგის მაისურთან ერთად ვიძინებდი. ისევ ასდიდოა გიორგის და მისი სუნამოს სურნელი. თვალის უპეები ჩამიშავდა, გარეთ აღარ გავდიოდი, საჭმელსაც აღარ ვჭამდი, მხოლოდ გიორგიზე და მასთან წასვლაზე ვფიქრობდი. გიორგისთვის დედამიწა ზედმეტად ცოდვილი იყო, მას სამოთხე სჭირდება და არის კიდევაც, მჯერა ხელსაც მიქნევს და მიღიმის. მგონი გავგიჟდი..."

"სამი წელი გავიდა, მე კი ისევ მენატრება, ისევ მაკლია, მხოლოდ იმიტომ ვჭამ, რომ ვიცხოვრო. მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რომ დედას და მამას უკანასკნელი იმედიც არ მოვუკლა და მათ მაინც მივცე ნორმალურად ცხოვრების საშუალება. და ალბათ... იმედი მაქვს, რომ ვიპოვი მიზეზს სიცოცხლისა და ისევ ვიქნები ის ვინც ვიყავი. მენატრება... სიკვდილამდე მენატრება. მინდა ჩავეხუტო... მოვუყვე უნივერსიტეტში მყოფ ბიჭებზე და მათ სულელურ გამოხედვებზე... მინდა მოვუყვე ავტობუსში ნანახ ორსულ ქალზე... პატარა ბიჭზე, მოპირდაპირე კორპუსში, რომ ცხოვრობს... და... მინდა მოვუყვე კატასა და ძაღლზე, რომლებიც ეზოში ერთამენსთ დასდევენ და, ჩემი ჭკუით, ერთამენთი ისე უყვართ, როგორც ტომი და ჯერ ერთამენთი."

"ძამიკო, უშენობა მტკივა... მენატრები... სიკვდილამდე მენატრები."

"ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია, სამი წელი გავიდა, ისევ მენატრება მაგრამ უკვე დროა ცხოვრება გავაგრძელო და მთელი ცხოვრება არ შემოვალიო. მენატრება... მიყვარს და მუდამ მეყვარება..."

ბოლო ჩანაწერი დაწერილია კომამდე რამდენიმე საათით ადრე...

დღეს, დილის 5 საათზე გამეღვიძა... ავიღე კალამი, ფურცელი და წერა დავიწყე. ისეთი არაფერია, მაგრამ მაინც არის რაღაც... მიყვარხართ... ძალიან მომემატრეთ heart_eyes

№1  offline მოდერი ენემი

ანუ კომაში ჩავარდა? :( ცუდია ძაან.
მაგრად მომეწონა ის რომ ამდეი ემოცია გადმოეცი, ყელში ბურთი გამეჩხირა.
კარგი მწერალი ხარ მარა ეს ჩანახატს უფრო გავდა ვიდრე ისტორიას :D

№2  offline მოდერი zia-maria

cry cry sob sob ეს ძალიან,ძალიამ მტკივნეულია.

№3  offline წევრი Mtirala

ენემი
ანუ კომაში ჩავარდა? :( ცუდია ძაან.
მაგრად მომეწონა ის რომ ამდეი ემოცია გადმოეცი, ყელში ბურთი გამეჩხირა.
კარგი მწერალი ხარ მარა ეს ჩანახატს უფრო გავდა ვიდრე ისტორიას :D

კომაში რატომ ჩავარდა გაურკვეველი დავტოვე, რადგან გაგრძელება აქვს :დდ❤ ჩანახატს ნამდვილად ჰგავს, მაგრამ იმის გამო რომ გაგრძელება აქვს გადავწყვიტე ისტორიის სახით დამედო ❤მადლობა ძალიან დიდი ❤

zia-maria
cry cry sob sob ეს ძალიან,ძალიამ მტკივნეულია.

ზიაკო, (ეს რამ მომაფიქრა) მადლობა რომ წაიკითხე ❤❤ ჰო... მტკივნეული ნამდვილად არის ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№4  offline მოდერი ენემი

Mtirala
ენემი
ანუ კომაში ჩავარდა? :( ცუდია ძაან.
მაგრად მომეწონა ის რომ ამდეი ემოცია გადმოეცი, ყელში ბურთი გამეჩხირა.
კარგი მწერალი ხარ მარა ეს ჩანახატს უფრო გავდა ვიდრე ისტორიას :D

კომაში რატომ ჩავარდა გაურკვეველი დავტოვე, რადგან გაგრძელება აქვს :დდ❤ ჩანახატს ნამდვილად ჰგავს, მაგრამ იმის გამო რომ გაგრძელება აქვს გადავწყვიტე ისტორიის სახით დამედო ❤მადლობა ძალიან დიდი ❤

აა სრულად ეწერა და სათაურზე და მეგონა აქ შეწყვეტდი :D კაია გააგრძელე იმედია ვინმეს იპოვის (ბიჭს ვგულისხმობ) და ამ ტკივილს უფრო შეიმსუბუქებს :D სხვა დროს თავები დააწერე ხოლმე რო ვიმეს ჩემსავით ჩანახატი არ ეგონოს :D

№5  offline წევრი Mtirala

არა, მგონი ისევ არასწორად ავხსენი :დდ ამას აქვს მეორე ნაწილიც, მაგრამ სხვა სათაურით, კიდევ უფრო მეტი ახალი გმირით და ახალი მთავარი პერსონაჟით ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№6  offline მოდერი ენემი

მართლაც რომ არასწორად აგიხსნია :D ახალი სათაური თუ აქვს მაშინ ის ამის გაგრძელება არ გამოდის (ყოველხემთხვევაში ჩემთვის) და თან თუ ახალი პერსოაჟი იქნება ეგ სხვა ოთხრობა გამოვა და არა იგივე :D

№7  offline წევრი Mtirala

იგივე მოთხრობა, რა თქმა უნდა, არ იქნება:დ უბრალოდ ეს გოგო იქნება ერთ-ერთი მთავარი გმირი და ზუსტად მის კომაზეა აგებული ისტპრია :დდ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№8 სტუმარი Guest g.t

sashinlad nacnobi da axlobelia...sashinelebaa rodesac shens nawils kargav.dzalian kargad wer ❤

№9  offline წევრი nini :)

რაღაც მომენტში წარმოვიდგინე რომ ჩემ ძმას შეიძლებოდა ასეთი რამ მოუვიდეს როდისმე.... რა ვქნა ყოველთვის საკუთარ თავზე აღვიქვამ..... ყოველთვის როცა რამეს ვკითხულობ მეც მთავარი პერსონაჟი ვარ და მეც მათსავით მტკივაააა..... რა ვქნა ნამდვილი მკითხველი ვარ და დოჩანაშვილის ნათქვამს ვამართლებ.... ძალიან კარგი იყოო... ყოჩაღ....

№10  offline მოდერი ენემი

ახლა გასაგებია უნრალოდ რომ თქვი სხვა მთავარი გმირი იქნებაო მაგიტომ ვთქვი :D კაი დაველოდები ახალს :D (ლიო)

№11 სტუმარი ))))

Yvekaferi gamocdili maq yvekafei gadatanili yvela tkivili da tanjva RAC dzmis sikvdiltan asocirdeba mtkivaaugwerlad gamoutqmelad ver warmoidgent Ra's nishnavs miwashi chado is adamiani romekoc cxovrebas gixalisebda romelzec imedebs amyarebdi romelic shentvis sicocxlis dasawyisi iyo....

№12 სტუმარი Guest g.t

))))

გეთანხმებიტ ამაე დიდი ტკივილი არ არსებობს

№13  offline წევრი Mtirala

Guest g.t
sashinlad nacnobi da axlobelia...sashinelebaa rodesac shens nawils kargav.dzalian kargad wer ❤

მადლობა ❤ მესმის თუ რა რთულია გაუმკლავდე ასეთ ტკივილს

nini :)
რაღაც მომენტში წარმოვიდგინე რომ ჩემ ძმას შეიძლებოდა ასეთი რამ მოუვიდეს როდისმე.... რა ვქნა ყოველთვის საკუთარ თავზე აღვიქვამ..... ყოველთვის როცა რამეს ვკითხულობ მეც მთავარი პერსონაჟი ვარ და მეც მათსავით მტკივაააა..... რა ვქნა ნამდვილი მკითხველი ვარ და დოჩანაშვილის ნათქვამს ვამართლებ.... ძალიან კარგი იყოო... ყოჩაღ....

ღმერთმა დაიფაროს შენი ძმა და ნებისმიერი ადამიანი. მეც ხშირად შევდივარ როლებში კითხვისას და ეს ნამდვილად რთულია ❤მადლობა ძალიან დიდი, ნინი❤❤

))))
Yvekaferi gamocdili maq yvekafei gadatanili yvela tkivili da tanjva RAC dzmis sikvdiltan asocirdeba mtkivaaugwerlad gamoutqmelad ver warmoidgent Ra's nishnavs miwashi chado is adamiani romekoc cxovrebas gixalisebda romelzec imedebs amyarebdi romelic shentvis sicocxlis dasawyisi iyo....

ძალიან ვწუხვარ, ბოდიში რომ ჭრილობები ისევ გაგინახლე და მადლობა, რომ წაიკითხე ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№14  offline წევრი qeti.ii

ძალიან მტკივნეულია,მეტს ვერაფერს გეტყვი,ძალიან მაინტერესებს გაგრძელება,და არ მალოდინო,გთხოვ

№15  offline წევრი Mtirala

qeti.ii
ძალიან მტკივნეულია,მეტს ვერაფერს გეტყვი,ძალიან მაინტერესებს გაგრძელება,და არ მალოდინო,გთხოვ

მადლობა, რომ წაიკითხე ❤ ვერ დაგპირდები, რომ არ გალოდინებ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№16  offline წევრი qeti.ii

Mtirala
qeti.ii
ძალიან მტკივნეულია,მეტს ვერაფერს გეტყვი,ძალიან მაინტერესებს გაგრძელება,და არ მალოდინო,გთხოვ

მადლობა, რომ წაიკითხე ❤ ვერ დაგპირდები, რომ არ გალოდინებ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ❤

დავიცდი

№17  offline აქტიური მკითხველი La-Na

მე კი მომკალი და გამიხეთქე​ გული. იმდენად ვიგრძენი და მეტკინა. საერთოდ დედმამიშვილის სიკვდილი საშინელებაა,წარმოდგენაც არ მინდა ამ ტკივილის და ასეთი ისტორიები მანადგურებს მართლა.ამ დროს ჩემი თავი წარმომიდგენია ხოლმე და გული მინდა ამოვიღო,იმდენად ცუდად ვარ.კარგად წერ.იმედია გაგრძელებას თუ აპირებ,ცოტა დაგვინდო,ნუ მე ყოველშემთხვევაში
--------------------
ლანა

№18  offline წევრი Mtirala

La-Na

ორი ძმა მყავს და ღმერთმა დაიფაროს ყვალა ამ საშინელებისგან ❤ მადლობა ლანაჩკა ❤❤დიდი ხანი არ გალოდინებ ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№19  offline აქტიური მკითხველი La-Na

მეც მყავს ძმა,თან გიორგი ჰქვია და იცი როგორ იმოქმედა.მართლაც ღმერთმა დაიფაროს.
--------------------
ლანა

№20 სტუმარი Guest keke

Emociuri da mtkivneuli.. :( wamit gaviazre ,realobashi chem ertadert dzmas aseti ram rom daemartos tavs ver vicocxleb:(:(

№21  offline წევრი Mtirala

Guest keke
Emociuri da mtkivneuli.. :( wamit gaviazre ,realobashi chem ertadert dzmas aseti ram rom daemartos tavs ver vicocxleb:(:(

მადლობა, რომ წაიკითხე ❤ ნამდვილად მტკივნეულია
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№22  offline წევრი Mtirala

ლიდია
sweat sweat sweat sweat რას მატირე ამხელა, ფილარმონია ქალი?! (მოზარდი ვარ ბათ..) ძალიან ემოციური და გულისამაჩუყებელი იყო <3

ძალიან დიდი მადლობა რომ წაიკითხე და გამახარე ❤ ცრემლებისთვის ბოდიში❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№23  offline წევრი მოცინარი

სიხარულო :( ანტონიმო :( რა ქენი ეს ჰა? :( წაკითხული კი მქონდა, მაგრამ გადავიკითხე და ისევ ამიცრემლიანდა თვალები :( ემოციებით სავსეა... :( კაი რა :((͡͡:'(

№24  offline წევრი Mtirala

გოგონა შავი თვალებით
სიხარულო :( ანტონიმო :( რა ქენი ეს ჰა? :( წაკითხული კი მქონდა, მაგრამ გადავიკითხე და ისევ ამიცრემლიანდა თვალები :( ემოციებით სავსეა... :( კაი რა :((͡͡:'(

ვუიმე გოგო ❤ რა საყვარელი ხარ ❤ ძალიან დიდი მადლობა რომ ასე მოგწონს ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent