შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერები ?! ...18...

30-07-2017, 18:22
ავტორი kethrine
ნანახია 1 969

ძნელია, როცა შენს მოგონებებში იკარგები, მისით თბები და ფიქრობ, რომ არა ის ადამიანი, ვინც ასეთი მოგონებები დაგიტოვა, ბრძოლას მხოლოდ შენს გამო არ წყვეტდა, ალბათ დაეცემოდი. ადამიანი, რომელიც ყოველთვის შენს გვერდით ახლოს იდგა, მაგრამ არც ისე ახლოს, რომ გონება დაგბინდვოდა. ყოველთვის მიტოვებდა არჩევანის საშუალებას. მე კი ყოველთვის მიჭირდა ყველაფრის დავიწყება. ვერ ვაბიჯებდი იმ შეცდომას, რომელიც მუდამ ჩემთან იქნებოდა.
როგორ დამევიწყებია ალექსის ზრუნვა... ყოველდღე დარეკვები და მოკითხვები... მისი სევდიანი მაგრამ მზრუნველი თვალები. თავშეკავებული ღიმილი და მკაცრი სიტყვების ჟღერადობა...

ყველაფერს ექიმის რჩევების მიხედვით ვაკეთებდი, ჩემი პატარაც დღითიდღე იზრდებოდა და მეც უკვე სიარული აღარ შემეძლო. უფრო დავგორავდი. არასოდეს არაფერი მომდომებია, ერთი საღამოს გარდა...
საღამოს 12 საათი იყო, ლელას ველაპარაკე ტელეფონით და ფილმი ჩავრთე კომპიუტერში. ახლაც არ მახსოვს რა ფილმი იყო, პატარა, სამი ან ოთხი წლის გოგო ისე მიირთმევდა შოკოლადს, ჩემივე ნერწყვი გადამცა. ოთახიდან ოთახში დავდიოდი და მხოლოდ იმ შოკოლადზე ვფიქრობდი. ჩემს ქვემოთ მარკეტში ვინებე ჩასვლა მაგრამ დაკეტილი დამხვდა. წარმოიდგინეთ ისე მინდოდა, კარების გისოსებში ვიჭყიტებოდი, დახლზე უდევთ თუ არათქო. ისევ სახლში დავბრუნდი და დაძინება ვცადე, თუმცა დავიძინებდი? ორი საათი წრიალში გავატარე. ცოტაც და ალბათ დავიხრჩობოდი... საკუთარ თავს შევუძახე და ტელეფონს დავწვდი. არ მახსოვს რამდენჯერ ავკრიფე და წავშალე ნომერი, მაგრამ ბოლოს დარეკვაც ვცადე. რამდენიმე ზარის შემდეგ კი ნამძინარევი ხმით მიპასუხა
-იზი? რა ხდება?
-ალექს... მაპატიე... გეძინა?-ანერვიულებულმა ძლივს გადავაბი სიტყვები
-არაუშავს... ცუდად ხომ არ ხარ? რამე სერიოზულია?- მოუთმენლად მკითხა
-ალექს მე...-ჩემი თავი გამოვლანძღე ფიქრებში. რატომ დავურეკე-თქო
-იზი! -მკაცრი, მაღალი ხმით დამიძახა, როგორც ჩვევია და მეც მაშინვე მივაყარე
-ალექს შოკოლადი მინდა... ძალიან-ბავშვივით ჩუმად ჩავიდუდღუნე და მისი ჩაცინების ხმაც გავიგე.
-მოვდივარ ლიზიკო- ჩუმად თბილმა ხმამ გაიჟღერა ტელეფონში
-მაპატიე არ მინდოდა გამეღვიძებინე. უბრალოდ აქ დაკეტილი იყო უკვე მარკეტი და-სინდისის ხმამ, ახსნა მაიძულა და სანამ წინადადებას დავამთავრებდი, გამაწყვეტინა
-იზი! მოვდივარ!-ისევ მკაცრი ხმით მითხრა და გამაჩუმა.
ტელეფონი მაგიდაზე დავდე და ოთახში აქეთ-იქით დავიწყე სიარული. არვიცი ალბათ ერთი საათი მაინც დავბორიალობდი ოთახში. ზარის ხმის გაგება და ჩემი გავარდნა ერთი იყო. ჩარჩოზე ცალი ხელით მიყრდნობილს ორი პარკი შოკოლადი ეკავა ხელში და მიღიმოდა.
-ბევრი არ მოგივიდეს იცოდე- ვითომ სერიოზულად მითხრა და პარკი გამომიწოდა
-შემოდი-პარკი გამოვართვი, სახლში შევიპატიჟე და დივანზე ჩამოვჯექი. გვერდით მომიჯდა, ჩემი ლეპტოპი აიღო და იგივე კინო ჩართო. თან კინოს ვუყურებდით თან შოკოლადს ვჭამდი. დივნის მაგიდაზე შოკოლადის ქაღალდებისგან ბულული დავაყენე და სრულადაც არ ვფიქრობდი გაჩერებას.
-იზ ბევრი მოგივა. გაწყენს-შეპარვით, მზრუნველად მითხრა
-მერე ამდენი რატომ მომიტანე?-გაბუტული ხმით ვუთხარი, კიდევ ერთი ფილა გავხსენი და სიამოვნებით ჩავკბიჩე
-არაფრის იზი, რის მადლობა- ირონიულად ჩაიღიმა და კომპიუტერს მიუტრიალდა. გული გამითბა მისი სიახლოვით და კიდევ უფრო მოვუახლოვდი. არ მახსოვს როდის ჩამეძინა, ბუნდოვნად მესმოდა კომპიუტერიდან ხმა, მერე ვიგრძენი პლედი მომაფარა და გვერდიდან ჩამეხუტა...
რატომ ვიყავით ერთად, მაგრამ ცალ-ცალკე? არვიცი... ვერ გიპასუხებთ. ყოველთვის როცა მჭირდებოდა გვერდით მედგა. არც კი ფიქრობდა ისე გამორბოდა, მაგრამ ორივე თავს ვიკავებდით ალბათ. იყო რაღაც რასაც ვერცერთი ვლახავდით. ალბათ დროის საკითხი იყო. თუმცა ახლა თუ მკითხავთ, გიპასუხებთ, რომ დრო თავად უნდა მემართა.

ხელი ძლიერად ჩავკიდე, თითქოს ჩემგან წასვლას ლამობდა, მე კი ვაკავებდი. . . ცრემლებსაც კი დახმარებას ვთხოვდი, მაგრამ მაინც საპირისპიროდ იწევდა. გული მტკიოდა, ვერ ვხვდებოდი ვინ ჩაერია, რის გამო ამბობდა უარს ჩემზე. ხელი გაუაზრებლად მოვიკიდე მუცელზე და გავშრი... ჩემი პატარა ჩემთან აღარ იყო...
თვალები დამებინდა, ისევ ალექს ავხედე და ძლიერი ტკივილიც ვიგრძენი მუცელში.
-არა... ლიზი არა....ლიზი არ დამტოვო... ალექს გთხოვ წასვლის ნება არ მისცე-სპაზმები მაწვებოდა ყელში და გულის რევის შეგრძნებას მიტოვებდა.
-იზი აქ ვარ...რა ხდება, გტკივა რამე? გაიღვიძე-ბოლო ხმაზე მიღრიალა და თვალებიც გავახილე. შეშინებულ მზერას წავაწყდი და ისევ ტკივილმა შემახსენა თავი
-ალექს... მე...-შეშინებულმა ამოვიტირე
-არაუშავს სიზმარი იყო. -თავზე ხელი გადამისვა და ჩამეხუტა.
-არა...ალექს მტკი ვაა-ძლივს ამოვთქვი ტკივილისგან შეწუხებულმა და ხელი მუცელზე დავიდე
-იზი ჯერ 8თვის ხარ- მდგომარეობა შემახსენა, გაფართოებული თვალებით და მაშინვე ექიმს დაურეკა. ცალი ხელი ჩემ ხელზე ეკიდა და ცდილობდა მღელვარება არ შეტყობოდა. ვცდილობდი ღრმად მესუნთქა მაგრამ ტკივილს ვერაფერს ვუხერხებდი. არ ვიცი რა უთხრა ექიმს მაგრამ გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამიტაცა ხელში და სახლიდან გამიყვანა. გიჟივით ატარებდა მანქანას, მე კი მხოლოდ ტკივილზე ვფიქრობდი. ჯერ ადრე იყო, ჯერ არ უნდა დაბადებულიყო.
-ალექს... შოკოლადის ბრალია?-ხმის კანკალით ვკითხე და დასველებული სახე ხელებით შეძლებისდაგვარად მოვიშორე
-არ ინერვიულო გთხოვ. შენთან ვარ. ლიზიც შენთან იქნება...-ხომ არაფერი, თითქოს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი სიტყვები იყო, მაგრამ მაშინ, ჩემთვის ყველაზე დიდ მნიშვნელობის მატარებელი გახდა. უდიდესი იმედი მქონდა, ისევ ალექსის. ვამჩნევდი საჭეს როგორ უჭერდა ხელებს, მაგრამ არაფერს ამბობდა. ვეცადე ტკივილი არც მე შემემჩნია, თუმცა ამას მხოლოდ მაშინ ვფიქრობდი როცა აღარ მტკიოდა, საკმარისი იყო თეძოებიდან ნელი ბიძგი მერგძნო, მაშინვე ვიძაბებოდი. ცდილობდი არ მეყვირა, თუმცა ღრმად მესუნთქა, მანქანის სავარძელს ისე ძლიერად ვუჭერდი ხელს რომ ვერ ვხვდებოდი.
-ალექს არც შენ ინერვიულო კარგი?-თავი მაღლა ავწიე და ძლიერად ჩავისუნთქე სალონის ჰაერი
-იზი, მე საკეისროზე ველაპარაკე ექიმს შენ კი ტკივილები გაქვს-ჩუმად თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა
-ოპერაცია რატომ ალექს? -გაკვირვება ვერ დავმალე
-თვალები ვერ გაუძლებს იზი, თვალის წნევა აგიწევს... -ღრმად ამოისუნთქა და ძლიერად დაამუხრუჭა. მანქანიდან გადასვლა მახსოვს, ხელში ამიყვანა.ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, ლიზი იყო. ლიზი, რომელიც ჯერ არ უნდა დაბადებულიყო. ალექსის გავხედე თუმცა ძლიერი ტკივილის ფონზე, დავიკარგე...

ძნელი არაა ადამიანი მიატოვო, ძნელი ისაა უკან მიბრუნდე და თვალებში ჩახედო, ძნელი ის კი არაა როცა დაკარგავ, ძნელი ის არის, როცა მის გარეშე გიწევს ცხოვრება. არც ისაა ძნელი შენ თუ რაიმე მოგივა, ავარია? ჩხუბი? ან იქნებ სიკვდილი? ძნელი ისაა უშენოდ, შენს გარეშე რომ მოუწევთ ცხოვრება მაშინ, როცა ერთი ადამიანი მაინც განიცდის შენგან სიშორეს ისე, როგორც შენ განიცდიდი მის მაგივრად. ძნელი ის კი არაა როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის როცა თქმის შანსი აღარ გაქვს. სინანული კი არაა ძნელი, ძნელი გამოუსწორებელი შეცდომებია... სიკვდილის მასპინძლობა კი არაა ძნელი, მისი ვიზიტის არცოდნაა ძნელი.
გინდა რომ წახვიდე, აი ასე უკანმოუხდავად ადგე და წახვიდე, მაგრამ რაღაც წრიპინის ხმა ტვინის უჯრედებს იმდენად გიწუხებს, რომ იძულებულს გხდის მიიხედო, ხელზე და ცივ სახეზე ხელის შეხება ისე გითბობს სიცივე შეპარულ გულს რომ გინდა შეხედო... თვალების გახელას ლამობ მაგრამ ვერაფერი გამოგდის, თითქოს სხვისი თვალები გაქვს, ნათხოვარი და ინსტრუქციას ვერ კითხულობ... ტუჩებს ოდნავ აშორებ... და თვალებსაც რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ნახევრად ახელ... სიშავეს მასპინძლობ... იმდენად მოულოდნელი და შორეულია რომ თვალებს ისევ ვხუჭავ და ოდნავ ნელ-ნელა ვახელ.
-იზი- შორიდან ჩამესმის საყვარელი ხმა და მინდა რომ ვუპასუხო მაგრამ ხმა არ მაქვს... თვალებზე თითებს ვგრძნობ. ვხვდები თითების სურვილს უნდა დავყვე და დავხუჭო. კიდევ ვიკარგები... უსევ უმისამართოდ, ოღონდ სრულიად უგრძნობ და უნდობელ სამყაროში. მძულს შავი... მძულს ეს სიჩუმეც... და მძულს შოკოლადები...

-იზი...უნდა გაიღვიძო... იზი გთხოვ ცოტა შენც დაგვეხმარე-ყურთან მესმის ჩურჩულის ხმა, დაღლილი ჩურჩულის
-იზი... გთხოვ... ვერ გაგიშვებ რა ... მიდი გამოფხიზლდი და ყველაფერს გეტყვი რასაც ვფიქრობ გთხოვ...
-და რას ფიქრობ ისეთს, რაც ვერ გითქვამს აქამდე?-ჩუმი ხმით ამოვილაპარაკე.მისგან წამოსული ღიმილი ვიგრძენი, გამახსენდა მის კაბინეტში გატარებული დღეები და გამაკანკალა, თვალების გახელას ვერ ვბედავდი.
-იზი, თვალები ნელა და ჩემთან ერთად გაახილე-ფიქრებს მიმიხვდა. ჩემთან საწოლზე დაჯდა და თითები თვალებზე გადამისვა.
-ცოტა,ოდნავ გაახილე... კარგი გოგო ხარ... ახლა დახილიჭე და ისევ გაახილე, ოღონდ ოდნავ მეტად.-ბრძანებებს ვემორჩილებოდი და მის ხმას ვენდობოდი.
-დახუჭე ნელა და ასევე ნელა გაახილე სულ...-მითხრა და ხელებიც მომაშორა. ნათქვამი გავამეორე და თვალები გავახილე
-რას ხედავ?
-შავ თვალებს, შავ წარბებს, ულამაზეს ცხვირს და ...-ტუჩებზე შეხედვისას ნერწყვი უნებლიედ გადავყლაპე,თვალებიც გაუაზრებლად დავხუჭე და მაშინვე ვიგრძენი ტუჩებზე, ჩემი საყვარელი ტუჩები. ლიზი გამახსენდა, მეც კოცნით ვუპასუხე და კითხვის დასმა გადავწყვიტე თუმცა დამასწრო
-ლიზიკოს გილოცავ დედიკო-ტუჩებთან ჩუმად ამოიჩურჩულა და ისევ მაკოცა. ჩემმა ცრემლებმაც არ დააყოვნა მისი ტუჩების დაგემოვნება. მე კი მხოლოდ ბედნიერებას ვგრძნობდი. ბედნიერებას, რომელიც საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნითაა გამოწვეული.
-როგორაა?-ჩამწყდარი ხმით ვიკითხე და ცრემლები მოვიწმინდე
-კარგად. ცოტა ხანს ჟანგბადზე იქნება, მერე ანალიზებსაც აუღებენ. ნუ გეშინია კარგად იქნება.
-აღარ მეშინია-ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვუთხარი და ხელზე ხელი მოვუჭირე. თვალებით გამიცინა და სავარძელზე ჩამოჯდა...

ადგომა და სიარული ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მაინც ვცდილობდი. ჩემ გოგონას აკვირდებოდნენ, ანალიზებს უღებდნენ, დრო და დრო დამატებასაც ვაძლევდი, რადგან სუსტი იყო, სულ რაღაც 2.200 . ჩემი პატარა10 სექტემბერს დაიბადა, 30ში კი უკვე სახლში ვიყავით. როგორ ავღწერო ის სიხარული რომელიც ერთმა ციდა გოგომ განმაცდევიდა. ერთმა პატარა და უსუსრმა, პატარა წერტილმა ამდენი რამ შეცვალა ჩემთან და ჩემში.
ჩემი შესვლა და ალექსის და ლელას მიერ, პატარასთვის ნაყიდი ნივთების შემოტანაც დაიწყეს.
-ერთი წუთით...ერთი წუთით-ცალი ხელით ვეცადე გამეჩერებია, რადგან მეორე ხელში ჩემი სუნთქვა მეჭირა.
-მე ყველაფერი ნაყიდი მაქვს. რატომ არ მკითხეთ თუ რამე გინდოდათ გეყიდათ?-საყვედურით გავხედე ჯერ ერთს, მერე მეორეს
-ჩემი თოჯინა-ბავშვისკენ გამოემართა, აქამდე უკან მდგარი ნუგო და ბავშვი გამომართვა-აჰ ეს როდის გაიზრდება ტო?-მისი კითხვა დავაიგნორე და ისევ ალექსს და ლელას მივუბრუნდი
-ამდენი რამე რად გინდათ? თქვენც ელოდებით ბავშვებს?
-ხელში როგორ აგყავს ე, მე ვერ დავიჭირე, მომეცი აბა-ახლა ალექსიმ ცადა ჩემი დაიგნორება და ბავშვისკენ გაემართა. ცოტა ხანი ვუყურე ბავშვთან მოცინარ სხვანაირ ალექსს და მერე ბავშვიც გამოვართვი
-უნდა დავაწვინო სათამაშო კი არაა ეს-მოჩვენებით გავუბრაზდი და მათ ბუზღუნს ყურადღება არ მივაქციე.
იმ ღამეს ჩემთან დარჩნენ სამივე. უზომოდ ბედნიერი ვიყავი... მაგრამ რაღაც არ მასვენებდა, გულში დავიწყებულმა დარდმა ისევ იჩინა თავი და ჩუმად მწიწკნიდა გულს. ერთ ოთახში გოგონები ვიწექით მეორეში ბიჭები. მუდამ ღრმა ძილის მოყვარული, ახლა ისე ფხიზლად მეძინა, მეთვითონაც მიკვირდა. ამიტომაც არ გამჭირვებია დილით პატარა ხმაურზეც შეფხიზლება. პატარას გადავხედე, მშვიდად ეძინა. ნელა ავდექი, ხალათი მოვიცვი და მისაღებში თვალების სრესით გავედი
-ალექს? მოხდა რამე?-შეწუხებული სახით ჩამოვუჯექი გვერდით, დივანზე დამჯდარს და მხარზე ოდნავ დავადე ხელი
-სამსახურიდან დამირეკეს-სახე ხელებში ჩარგო და მძიმედ ამოიოხრა
-მერე? რაიმე სერიოზულია?-ნელა ვკითხე და პასუხს დაველოდე
- საზღვარგარეთ მიშვებენ იზი... არვიცი რა ვქნა...-ჩუმი ხმით წარმოთქვა და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა სხეული, მე კი მთელ სხეულში გამაცია. წარმოდგენილი დღეები შემცივდა და ხმის ამოღება ვეღარ მოვახერხე. უღონოდ დავუშვი ხელები და სახეზე მოვისვი.
ისეთი გრძნობა გქონიათ, თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ შინაგანად გრძნობ, რომ ამ კონკრეტულმა შემთხვევამ, შეიძლება რაღაც ისეთი შედეგები გამოიწვიოს, რომ ძალიან გეტკინოს? შეიძლება წაგართვას ის ბოლო იმედი, რომელიც ცხოვრებას გილამაზებს თავისი არსებობით, სიმკაცრით, მოულედნოლობებით, არაპროგნოზირებადი ხასიათით. გინდა ვიკივლო, ვიყვირო რომ ჩემთან დარჩეს. მინდა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ეგოისტობა გამოვიჩინო, მინდა რომ ვიტირო და დარჩენა ვთხოვო, ან მოვთხოვო. რა უფლებით არვიცი, მაგრამ მთავარია დარჩეს. პირს ვაღებ,ხელს ისევ მხარზე ვკიდებ და ჩემკენ ვაბრუნებ
-თუ გინდა წადი ალექს... ეგ შენი სამსახურია-მკრთალად ვიღიმი და მის გაკვირვებულ სახეს ვაკვირდები.სულის ყვირილი მესმის, მაგრამ ვცდილობ დავაიგნორო. ცოტა ხანი თვალებში მიყურებს, მხრებზე ხელს მხვევს და ძლიერად მეხუტება.
რა ქვია ჩვენ ურთიერთობას? არვიცი... ვერც ახლა გპასუხობთ, ამდენი ხნის მერე. თუმცა ერთი შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ალექს შეუძლია ერთდროულად ჩემთანაც იყოს და სხვა ქალაქში ან ქვეყანაში. მახსოვს ბებო მეუბნეოდა "თვალი თვალს რომ შორდება, გული გულსაც შორდება"-ო. ჩვენ ერთმანეთს არაფერს შევპირებივართ. ჩვენს შორის არ ყოფილა უკონტროლო ვნებების ფეიერვერკი, არ გვქონია ჟინის დაოკების შეუკავებელი სურვილი, მაგრამ გვქონდა ისეთი გრძნობა, რომლითაც შემეძლო მეამაყა, მე ვამაყობდი ალექსით. ადამიანით რომელიც იმდენად ძვირფასი იყო რომ მაძლიერებდა, სულით იმდენად ახლოს იყო, რომ სხეულით შორსაც ვუშვებდი...
თუმცა გული სხვას მკარნახობდა... გულს არ უნდოდა მისგან სიშორე...
გული ფრთხილობდა...
ალბათ მაფრთხილებდა...

______
იმედი მაქვს იმედები არ გაგიცრუეთ. მადლობები და როგორც ყოველთვის ბოდიშები...

მიყვარხართ და მიხარიხართ

№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

ძალაინა მგარი იყო მიყვარს ეს მოთხრობა რაა....

№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ჩემი სასწაული გოგო ხარ შენ.ღმერთო,როგორი თბილი თავი იყო.შოკოლადებმა გამხიარულდა ძალიან,ეს ალბათ ის მომენტია ლიზიკოს რომ უთხრა ალექსმა.აი ბოლოს რა იყო ახლა უფ,რა საზღვარგარეთ,რის საზღვარგარეთ.იზიზე მეტად მე მწყდება მგონი გული,თუმცა ვიცი ისე გემრიელად და კარგად დაასრულებ ძალიან ძალიან ძალიან რომ გამიხარდება.ახლა მართლა რა მოიცდის ახალ თავამდე

"-რა ხედავ?
შავ თვალებს, შავ წარბებს, ულამაზეს ცხვირს და ...-ტუჩებზე შეხედვისას ნერწყვი უნებლიედ გადავყლაპე,თვალებიც გაუაზრებლად დავხუჭე და მაშინვე ვიგრძენი ტუჩებზე, ჩემი საყვარელი ტუჩები" აი ეს ყველაზე მაგარი მომენტი იყო ამ თავში.გეუბნები სასწაული გოგო ხარ შენთქო და არ გჯერა
--------------------
ლანა

№3  offline წევრი kethrine

nawkas12345
ძალაინა მგარი იყო მიყვარს ეს მოთხრობა რაა....

უღრმესი მადლობა საყვარელო. ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ ❤❤❤

La-Na

ვაიმე ჩემი გოგო... ჩემი ლანა... როგორი ტკბილი და თბილი ხარ. მართალია საყვარელო ეს ის მომენტი იყო როცა "მაშინაც ლიზის უნდოდა" .
ჩემი სტიმული და პოზიტივი რომ ხარ ხომ უკვე იცი, მაგრამ ყველაზე მეტად რომ ჩემი ხარ და მიყვარხარ ეს არ იცი. მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. გაფასებ იმდენად რამდენადაც შენი თითოეული კომენტარი მათბობს და მაძლიერებს. ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

kethrine

გამაწითლე რა smiley ძალიან კარგი ხარ და ძალიან კარგად წერ,ასე რომ ჩემი კომენტარები ნამდვილად გეკუთვნის და არაფერია გადაზედმეტებული,მეტიც საკმარისად ვერ გამოვხატავ ხოლმე სიტყვებით ჩემს ემოციას და მოწონებას
--------------------
ლანა

№5  offline წევრი kethrine

ჩემი თბილი და ტკბილი, არომატული გოგო ხარ ❤❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№6 სტუმარი No oon

Gamexardi me Shen...Saocrad tbili tavi iyo..Es wasvla daashorebs exla amat 3 wlit... Mtkiva izi dzaan bevri iwvala ukve mgoni...

№7  offline წევრი kethrine

No oon
Gamexardi me Shen...Saocrad tbili tavi iyo..Es wasvla daashorebs exla amat 3 wlit... Mtkiva izi dzaan bevri iwvala ukve mgoni...

მოკლედ შენი მომავლის განჭვრეტები მკლავს მე smile მადლობა ჩემო საყვარელო უღრმესი... მართლაც ბევრი გადაიტანა, მაგრამ რაღაც მანაც ხომ უნდა გააკეთოს ალექსისთვის? არ ფიქრობ მასე? მოკლედ მახარებს შენი კომენტარი და მახარებ შენც... უღრმესი მადლობა ტკბილო ❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№8 სტუმარი No oon

Nu AR shemidzlia ar dagetanxmo...Magram aleqsi istipic araa magas elodenodes

№9  offline წევრი kethrine

უნდა მათქმევინო შემდეგი თავები ხო ?? smile smile მადლობა დიდი ჩემო კარგო გვერდით დგომისვის
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

№10 სტუმარი No oon

Mixvdi xoo weris nichi ro maq

Ratom AR amateba komentarebi bolomde? Imxela teqsti havasjanshale winazec da exlac...Raar moewonat neta

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent