შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კალათბურთის მამიდა (4, 5)


30-07-2017, 19:32
ავტორი DevilGirl
ნანახია 1 163

და ამ "კაცმა არიცისში" სანდროც შედის. შედის თქო , რომ ვთქვი მაგაში თედიაშვილის მსგავსს არაფერს ვგულისხმობდი სერგიას თავს ვფიცავარ. ნაღდად არვიცი სად მივდივართ, მხოლოდ იმას ვხედავ, რომ წინ ძალიან ჩვეულებრივი ხედია, არაფრით გამორჩეული ხეები, ან საერთოდ როგორ შეიძლება ხე გამორჩეული იყოს? , ხოდა არაფრით გამორჩეული ხეები, ჩვეულებრივი ლამპიონების ნათება და ცა, რომელზეც ვარსკვლავები თარეშობენ თანაც ბევრი. ბევრი თქო , რომ ვთქვი მთლად ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობის ვარსკვლავი არ მიგულისხმია მასეც ნუ შეხვალთ რომანტიკაში , მაგრამ საკმაოდ ბევრი ვარსკვლავი კი არის ცაზე. ხოდა საკმაოდ ჩვეულებრივად მსხდარი ორი ადამიანი საკმაოდ ჩვეულებრივ "RANGE ROVER SPORT"-ში, მაგრამ ამ ჩვეულებრივობებს თუ დააკვრიდები რაღაცას მაინც აღმოაჩენ ზედმეტად არაჩვეულებრივს. დიახ, ხანდახან ყველაზე ჩვეულებრივ მომენტებშიც ვპოულობთ რაღაც არაჩვეულებრივს. ამ შემთხვევაში ეს საკმაოდ არაჩვეულებრივი ფაქტი არის ის , რომ ხეებით სავსე, ლამპიონებით განათებულ, ვარსკვლავებით სავსე , მაგრამ არც მთლად სავსე ვარსკვლავებით განათებულ ქუჩებს მივუყვებით "RANGE ROVER SPORT", ორი საკმაოდ ჩვეულებრივი ადამიანი , მაგრამ ამ ორ საკმაოდ ჩვეულებრივ ადამიანს შეადგენს მე და სანდრო. აი ამ ყველაფერში არსებული არაჩვეულებრივი ფაქტიც. თითქოს უბრალო მომენტებში ყველაზე მეტი აზრი დევს. ყველაფერი "უბრალო" ხომ საუკეთესოა. ხოდა ასე ამრიგად რაღაც საუკეთესო გრძნობაა , როდესაც მანქანით მიქრიხარ და გვერძე ისეთი ბიჭი გიზის ასე გგონია თეთრ რაშზე ამხედრებული ბიჭიაო. ისე კი შეშლიათ ცოტა, არც რაშზე ზის და არც თეთრზე. ვინ იცის აქ ჯდომაზე რამდენი გოგო ოცნებობს და მე რა ხვედრი მერგო, ეს ხვედრი 1000000 ქალში ერთს თუ ერგება. დიახ, გაძლევთ უფლებას გინესის რეკორდსმენად მაღიაროთ და რამე დიდი ტიტული გადმომცეთ, ასე ამხელა მეტი კი არა. ვიღაც იტყვით, რამ გადარია ეს გოგო და რატომ ასწრებს 2 წამში ამდენის გაფიქრებას , მაგრამ მხოლოდ მაშინ როდესაც გვერდს ალექსანდრე დიდი უმშვენებსო, ალექსანდრე "დიდს" რომ ვეძახი არ გეგონოთ "დიდს" ღადაობით ვამბობ ან რამე მსგავსი, პირდაპირი მნიშვნელობით დიდია. აბა რა შეიძლება ეწოდოს 6 მეტრიან სლენდერ მენს, რომელიც მუდამ კალათბურთის ბადეზეა დაკიდებული და კალათბურთის ბურთზეა შეყვარებული. ასე მგონია ვერასდროს ვერავის შეიყვარებს ისე როგორც კალათბურთი უყვარს. ცოლს , რომ მოიყვანს მერე შევახსენებ ამ ნათქვამს ჩემს თავს. ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსმა ბეთქო თავართქილაძემ თქვა "წინასწარ ნათქვამიო, ბედი შენი გამწყრალიო". აი ასეთი ბრძენი იყო ბეთქოია თავართქილაძე, ხოდა ვენდობი თავართქილაძის რჩევას და წინასწარ არ განვჭვრეტ მომავალს.
-სად მივდივართ?-კისერს ვიგრძელებ(მე რო კიდე დავგრძელდები წარმოიდგინეთ) და ფანჯრიდან ისე ვყოფ თავს მალე გინესის რეკორდსმენებისათვის განკუთვნილ სასაფლაოზე დამასაფლავებენ ჩემი ვანგა გული მიგრძნობს.
-კინოში,-მპასუხობს და მანქანას ამირანის წინ აყენებს(მიჯავულ ამირანს არა, კინოთეატრ ამინს ვგულისხმობ) როცა ატყობს ,რომ WTF სახით ვუყურებ კიდევ ამატებს:
-აბა სადმე ხომ უნდა წამოვსულიყავით?-მხრებს ვიჩეჩ და კინოში შევდივართ. ბილეთები მხოლოდ ერთ ფილმზეღა გვხვდება. ბედი, რომ არ გექნება კაცს . ფილმს იცით რა ქვია? "ხმა საფლავიდან" . ახლა მე საშინელება ფილმს უნდა ვუყურო ტრიდეში და სანდროზე ვიყო მიწებებული? მოიცა რაღაც ამერია, ან ძაააალიან უბედო ვარ ან ძააააააააააალიან ბედიანი.
-2 ბილეთი. 2 პოპკორნი. 2 კოკა-კოლა,-ეუბნება თეთრ რაშზე ამხედრებული , იღებს ბილეთებს, პოპკორნს და კოკას მიწვდის და წინ მიდის რომ ბილეთები მიცეს იმ ქალს ვინც შემდგომ ამ ბილეთებს ხევს(თავხედი ზრდილობა სულ არ იცის, ბილეთს ვაძლევ და ეს კიდე ხევს, ნწ ნწ რა თაობა მოდის). ბოლოს პირველი ვაბიჯებ გმირულად კინოში და ამ გმირული მზერითვე მივაბიჯებ ჩემ ადგილამდე. ვჯდებით და ფილმიც იწყება. აუფ საწყალო ნანვა რა დაგერხა. იწყება ფილმი და ვუყურებთ. პოპკრონს ვჭამთ და ორივე მაგრად ვართ შეთრეულები საფლავების სამფლობელოში. საშიშ მომენტამდე მივდივართ ძიძა, რომ სახურავზე დგას და უკან ის ბიჭი ეპარება და სანდროს ისე გაუაზრებლად ვეხუტები და თავს ვრგავ მის ყელში, რომ ვერც ვხვდები. ბუსუსებმა დააყარეს, ნეტავ რატომ??
-რო მორჩება მითხარი,-ვეუბნები და თვალს ეკრანისკენ ვაპარებ.
-ოო, ნანვა! მაგაზე თუ დახუჭე თვალი აბა რაღას უნდა უყურო?!
-მეშინია და რა ვქნა?!
-კაი , მოიცა,-მეუბნება და სახეს ეკრანისკენ მატრიალებინებს მერე ხელს მხვევს და მისკენ მიზიდავს. ხოდა სანდროზე მიწეპებული ვუყურებ საშინელებათა ფილმს, მაგრამ განა ახსოვს ვინმეს , რომ საშინელებათა ფილმს ვუყურებთ? ისეთი ანერვიულებული ვარ ნერწყვებს ვყლაპავ და თანაც იმხელა ხმაზე მგონი მთელ საქართველოს კი არა, იმათაც ესმით ამ ფილმში ვინც მონაწილეობენ.(დაიმახსოვრეთ რაც ამ აბზაცზე წერია აუცილებლად გამოგადგებათ შემდგომ თავებში, ანუ დაიმახსოვრეთ რა გრძნობა აქვს ნინას ამ დროს). ასე ბედნიერად მე ფილმისთვის არ მიყურებია, ყველანაირი სიყალბის გარეშე ვამბობ და ამაზე მაგარი ფილმი არ მინახავს, დღეიდან ჩემი საყვარელი ფილმია, ოღონდ არა იმიტომ, რომ ფილმი იყო კარგი, არამედ იმიტომ ,რომ ამ ფილმს სანდროსთან ერთად ვუყურე მითუმეტეს ჩახუტებულს! ხო აბა თქვენი აზრით სხვა რა მიზეზი შეიძლებოდა იმისა , რომ რაღაც ფილმი სახელად "ხმა საფლავიდან" ჩემ ფავორიტ ფილმად ქცეულიყო? რათქმაუნდა არანაირი.
-რომელი საათია?-როგორც მივეწეპე ისე ამოვეწეპე სანდროს და ვკითხე.
-11-ია.-ტელეფონი ამოიღო, საათი ნახა და ჯიბეში ჩააკვეხა ისევ.
-წავიდეთ?-დაამატა როცა უკვე გამოვდიოდით კინო-თეატრიდან.
-მოიცა, ელეს დავურეკავ.-ტელეფონი ამოვიღე და ნომერს დავაწექი სახელად "პირველადრომდაგინახემაშინმივხვდირატკბილიაცხოვრება". დიახ აი ასეთი სასწაული მიწერია ელენეზე. და ეს ყველაფერი ზუსტად ისე გადაბმულად მიწერია როგორც დავწერე უბრალოდ ბოლოში ლურჯი გული აქვს მიწერილი. ვაჭერ დარეკვას და ზარიც გადის.
-ჰოუუ, სიღვარულო. არ მოდიხართ?
-მოვდივართ კი არა მთელი საქართველო მოვიარეთ , რომ თქვენთვის ხელი არ შეგვეშალა.
-რატო უნდა შეგეშალათ ხელი?-გადამრევს ეს ბაღანა.
-რო მოგვიწყეთ მანდ საღამო "აგრესიული პანტერა", მე და სანდრომ თავი უხერხულად ვიგრძენით ორი აღგრძნებული ადამიანის გვერდით და წამოვედით.
-აუფ, თქვენ თორე ერთმანეთის დანახვაზე სულ არ გაქვთ "შენთან მინდა" საღამოები.
-გოგოოო, მე რო გელაპარაკები ნუ მიგრძელებ მაგ შენი ძმისხელა ენას! მე ვარ შენი დაქალი და რო გეუბნები ასეა თქო ანუ ასეა!-კმაყოფილი ვამთავრებ და მანქანაში ვჯდები.
-ნინაა, იქნებ გთხარო თვალში თითი! ბევრი არ მეტლიკინო თორე ამაღამ დაგაძინებ მარტო!
-დამაძინებ მარტო და შენ მაგივრად სხვა დაიძინებს ჩემთან და ის შემოვა ჩემში, იფფფ გასკდი ხო ეჭვიანობით?
-ძაან დაშტვენილი ხარ. ვინ შემოვა ჩემი ძმა ხო? სულ შენი იყოს.
-არა იყოს, მაგის გარეშეც მშვენივრად ვგრძნობ თავს.
-გვერძე გიზის თორე რაღაც შხამიანს მეტყოდი ხო?
-ოოო, რა მიხვედრილი ხარ ჩემო..ჩლუნ...ჩემო ყვავილო. მოვალ მე სახლში და უნდა..მოგეფერო ჩემო...სიფორცხლევ-სულ სხვა რაღაცეების თქმა მინდოდა და სულ სხვა რაღაცეებს ვეუბნებოდი. თურმე ასე ხდება, როდესაც გვერდს მეფე არტური გიმშვენებს.
-მოდი ჩემო გოჭუნაა,-კისკისებს ტელეფონში, იმით სარგებლობს , რომ ცუდს ვერაფერს ვეუბნები ეგ გველი.
-შე წურბელავ შენა!-დაბოღმილი ვისვრი ამ სიტყვას.
-კაი , ცოტაც მოითმინე მოხვალ სახლში და მერე მაგინე-ისევ იცინის! "ქალი, რომელიც იცინის" . აი ასეთი წიგნი უნდა დავწერო და ამ ქერას მივუძღვნა.
-კაი, კაი. მოვალ.-ვუთიშავ და ფანჯრიდან ვიყურები.

კალათბურთის მამიდა (5)
სახლში როგორც კი მივედით მანქანიდან გადმოვხტი ისე , რომ კინაღამ ავილეწე და გავფშიკე ფეხები იქვე. ხოდა ეგრევე შევვარდი ელენეს ოთახში. სულს ძლივს ვითქვამდი:
-რას..ა კ ე თ ე ბ-ყოველი ასოს წარმოთქმის შემდეგ სულს ვითქვამდი და ისე ვამბობდი მომდევნოს.
-ფბ-ს პაროლს ვცვლი.
-მე ვიცი რაც უნდა დააყენო.-მივუწექი გვერდით და თვალებში ჩავხედე
-რა?
-ელენედაანდრიაყველაზემაგარიწყვილიასალისდაგიორგისშემდეგ.
-ეეე, რამაგარი პაროლიაა,-თვალები გაუბრწყინდა. მოიცა, ახლა ამან ირონია ვერ შეამჩნია? მეღადავები? აუუფფ, როგორ დამავიწყდა ეს ხომ ელენეა! მართლა მაგას დააყენებს პაროლად!
-გაგეხუმრე გოგო, მართლა ეგ კი არ დააყენო ნუ ხარ სულელი.
-რატო?-მაია ასათიანი რო კითხულობს იმ სტილში იკითხა ამანაც.
-რატო?-მივბაძე ელენეს ნათქვამს და მერე დავამატე-იმიტომ, რომ სანამ მაგას ჩაწერ ფბ-ს გააუქმებენ.
-აბა როგორ გაერთეთ შენ და ჩემი ძამიკო?-გვერძე მომიწვა და მუცელზე ხელი შემომხვია.
-ოო, რა მე და სანდრო კაცო! ჯერ შენ მოყევი.
-არაფერი საერთოდ, დაურეკეს ანდრიას თქვენი წასვლიდან 5 წუთში ბიძამისი საავადმყოფოშია.
-რა კარგია შენ ძმას ,რომ ბიძა არ ყავს,-ბოროტი დედინაცვლივით გავიცინე.
-მიდი დაყაჭე ეხლავე რაც მოხდა.-გამახსენდა ადრე როგორ მაწვალა(პირველ თავში) იმის მოყოლაზე თუ რა მოხდა ამასთან და ანდრიასთან, ხოდა იგივეს ვაპირებ.
-ესეიგი. გადავიდა მანქანიდან-გადავედი. დაჯდა კინოში-დავჯექი. ხელი გადამხვია-გადავხვიე. ჩამეხუტა-ჩავეხუტე...
-თუ გლეწე ეხლა მერე განახებ როგორ უნდა ჩემი მობაძვა , მოყვა დროზეე-თავში იმხელა წამომარტყა ეჭვი მაქვს მალე გინესის რეკორდსმენი მოკვდება. მოვუყევი ყველაფერი და იმხელა ხმაზე დაიღრიალა სიხარულისგან, რომ სანდრო შემოვარდა გულგახეთქილი:
-ტვინში თავი გაქვს შენ გოგო?-შემოაღო კარები.
-მოიცა რა თქვა?-ახლა შევამჩნიე და ჩავსკდი-კიი, სანდრო , ტვინში თავი მაქვს. თვითონაც გაეცინა.
-ნუ ღრიალებ გიჟივით. ეხლა ანდრია ლუკა გიო სალი და მარიამი ამოვლენ.-სახელი მარიამის ხსენებაზე სახე ისე დავმანჭე გეგონება ვინმემ აგური მიბრახუნაო. მარიამს სანდრო ევასება დიდი ხანია და რა უნდა აქ მაგას? ფუუუ ჩემი ბედის.
-მარიამი არსად დაგრჩეთ-თვალები გადაატრიალა ელენემ , მაგანაც იცის რო სანდროს ეპრანჭება ის გველი და.. პრინციპში რა გველი, შეურაცხყოფა როგორ მივაყენე გველს?! ღმერთმა მაპატიოს!...
15 წუთში ამოვიდნენ და...

მაპატიეთ ჩემო სიხარულებო .... ძალიან ბევრი ვიწვალე ამ თავისთვის.დიდ თავს დავწერდი უფრო მაგრამ საშინელებები გადამხდა თავს ასე რომ გთხოვთ ამით დაკმაყოფილდით რა <3 შემდეგი დაიდება მალე <3 გამოთქვით თქვენი აზრი თუ გინდათ რომ გავაგრძელო და მითხარით რა გინდათ რო შევცვალო



№1  offline წევრი ucnobi_18

ძლიივსსს გააგრძელეე რა და მალე დადე დიდი თავებიც ცოტარა

 


№2  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

ოჰოო, რახან გამოჩნდი და მივხვდი რომ ცოცხალი ხარ აღარ ვდარდობ და აღარც იმაზე ვიკლავ თავს უი არ მეყო თქო, კაია მარა ერთი დაგეწერა და გრძელი... სხვა რა გითხრა უეჭველი ვიცი რაც მოხდება ამიტომ ველი შემდეგს, ვგრძნობ როგორ ვიმხიარულებ, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულობაც საჭიროა დამიჯერე.

 


№3  offline წევრი DevilGirl

ucnobi_18
ძლიივსსს გააგრძელეე რა და მალე დადე დიდი თავებიც ცოტარა

გავაგრძელო კი არაა მგონი საერთოდ შევწყვეტ წერას:D

s.a-cicinatela-m.m
ოჰოო, რახან გამოჩნდი და მივხვდი რომ ცოცხალი ხარ აღარ ვდარდობ და აღარც იმაზე ვიკლავ თავს უი არ მეყო თქო, კაია მარა ერთი დაგეწერა და გრძელი... სხვა რა გითხრა უეჭველი ვიცი რაც მოხდება ამიტომ ველი შემდეგს, ვგრძნობ როგორ ვიმხიარულებ, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულობაც საჭიროა დამიჯერე.

აღარვიცი გავაგრძელებ თუარა ამ თავის შემდეგ ))) ნელნელა მოწონებებმა და კომენტარებმა საგრძნობლად იკლო და რავიციააბააა<3

 


№4  offline წევრი s.a-cicinatela-m.m

Hopeless
ucnobi_18
ძლიივსსს გააგრძელეე რა და მალე დადე დიდი თავებიც ცოტარა

გავაგრძელო კი არაა მგონი საერთოდ შევწყვეტ წერას:D

s.a-cicinatela-m.m
ოჰოო, რახან გამოჩნდი და მივხვდი რომ ცოცხალი ხარ აღარ ვდარდობ და აღარც იმაზე ვიკლავ თავს უი არ მეყო თქო, კაია მარა ერთი დაგეწერა და გრძელი... სხვა რა გითხრა უეჭველი ვიცი რაც მოხდება ამიტომ ველი შემდეგს, ვგრძნობ როგორ ვიმხიარულებ, მაგრამ ზოგჯერ სერიოზულობაც საჭიროა დამიჯერე.

აღარვიცი გავაგრძელებ თუარა ამ თავის შემდეგ ))) ნელნელა მოწონებებმა და კომენტარებმა საგრძნობლად იკლო და რავიციააბააა<3

Es imitom rom agvianeb da tavis droze ar deb... dzaaan ar gawelo magram arc male daasrulo. ❤ aba shen ici ❤ me shemdegs velii.

 


№5 სტუმარი Guest nata

kargiia dzaan da joobs gaagrdzeloo...saxalisooaa....da es rovinmes ar moeewonoos xounda gauuyenoo saiiqiios gzas...prosta dzaan gviiaan deeb da tumalee iqnebaa mshveniialuur...

malemalemalemalemaleee....agar gaagrdzeleb kiara piriqiit male dadee...gtxooooovvv dzaan magariaa. ❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ლინდა

ძალიან მაგარია და ველოდები შემდეგ თავს იმედია ის უფრო გრძელი იქნება love your story❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent