შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანშაინ (მე-4 თავი)


30-07-2017, 20:34
ავტორი new yorker
ნანახია 4 513

საკუთარი თავისთვის მიცემული პირობის თანახმად, ჩემ რესპოდენტზე სტატიის წერას მთელი ღამე დავუთმე.
მთელი ღამე ვწერდი. სულ 5, ან 6 საათი.
თანაბარი ინტერვალებით ყავასთან ერთად.
დასასრულთან ერთად, ჩემი ამბის დაწერაც მომინდა.
მომინდა მომეყოლა ჩემზე, ჟოლოზე და აკაზე, რომელიც საოცარი სიგრილის და თავისუფალი ბუნების მატარებელია. აკაზე, რომელიც სრულიად შემთხვევით შემხვდა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში ამხელა ქალაქში, სადაც აქამდე არასდროს შემხვედრია.
და აკაზე, რომელიც სრულიად უპირობოდ, მთავაზობდა იტალიაში მასთან ერთად ცხოვრებას.
იტალიაზე ისევ გამეღიმა და დასასრული ჩემი ამბის გარეშე დავწერე.

ჩემს ბოსს მეილზე გავუგზავნე და საძინებელში ნატას გვერდით წამოვწექი.
თეთრ ჭერს მივაშტერდი და საკუთარი ფანტაზიით დავიწყე მასზე კადრების ხატვა.

სულ რამდენიმე წუთში მივიღე ჩემი ბოსის მეილი.
ამ კაცს, მგონი არასდროს ძინავს.
სხვა შემთხვევაში, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება ასეთი ოპერატიული იყოს?!
მოვემზადე ჩემი ქება-დიდების წასაკითხად და ლეპტოპი ფეხებზე დავიდე.
პასუხი იყო ძალიან ლაკონური - დღეს ოფისში მოდი.
და მთელი ძალით დამეცა გულზე რაღაც სიმძიმე და ჩემმა გულმაც გამალებული ფეთქვით იწყო გადარჩენისთვის ბრძოლა.
ერთი წამით ვიფიქრე ჩემს ჩაფლავებაზე და ჩემი შესაძლებლობების სისუსტეზე, ვინაიდან ამ სტატიაში ჩემი მაქსიმუმი ჩავდე და სად წავიდა ამდენი კომპლიმენტი, რომელიც სხვა დროს დაუმსახურებლად ასჯერ მეტი მიმიღია.
რა გამოვიდა ცუდად?!
და არ დააყოვნა მეორე მეილმაც, რომელიც არც ამ შემთხვევაში გამოირჩეოდა მასშტაბით - სტატია, უბრალოდ შესანიშნავია!
და იმ წამსვე მომეხსნა სიმძიმე სხეულიდან, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ ჩემს კრახზე მაფიქრებდა და ერთიანად ამიმაღლდა თვითშეფასება.
იეს! - ვიყვირე ჩუმად, ნატას რომ არ გაეღვიძა და ლეპტოპი დავხურე.
მთელი ღამის მუშაობის მერე, მცდელობის გარეშე ჩამეძინა.

ამბავი კი ჩემი გაღვიძების მერე გაგრძელდა.
ყავას ვსვამდი ფანჯარასთან სავარძელში ორად მოკეცილი, როცა კარზე ფეხის კვრით, სახლში ნატა შემოვიდა. ყელამდე ცელოფნის პარკებით გარშემორტყმული და გადალურჯებული.
დიახ, სიცხისგან, დაღლისგან და ნერვებისგან გა და ლურ ჯე ბუ ლი.
-რაარი ეს? -თვალები გამიფართოვდა მე და ნატამ ერთიანად გაუშვა ხელი ყველა პარკს და ძირს დაყარა.
-ჩემს დას ვერ ვიტან! -თქვა და მაისური გადაიძრო. მივხვდი რაც ხდებოდა და გამეცინა -რა გაცინებს?! -ცეცხლი ენთო ჯერ კიდევ ნატას. -დილის 9 საათზე ფეხზე წამომაგდო, ბაზარში წამიყვანა და მთელი ცხოვრების მარაგი მაყიდინა! მგონი მარტო რომ რჩება აფრენს! -ყვიროდა და წინდაუკან გიჟივით დადიოდა. -რა ჯანდაბად გვინდა 7 კილო ხორცი გამაგებინე?! -თვალები ისე უფართოვებოდა ცოტაც და ვიფიქრე რომ გაუსკდებოდა -თან არ გეგონოს მხოლოს საქონლის, ქათმები ცალკე. ორასი კილო ბოსტნეული, ასი კილო ხილი, ერტი ტონა მწვანილები! შეშლილია! -ვერ ცხრებოდა და მე უფრო და უფრო მეცინებოდა -თან მერე მოვდივართ და ჩვენ წინ გადაკეტილი დაგვხვდა ქუჩა, ერთი კილომეტრი ხელით ვათრიე, სისხლი აღარ მოძრაობს ძარღვებში! -ლამის ცრემლები მოსდიოდა ბრაზისგან -მოვკლავ! -თქვა და მოწყვეტით დაეშვა სავარძელში.
-კაი დამშვიდდი, ხო იცი რანაირია? -ვეცადე როგორმე გადამეფარა მისი ბრაზი.
-არ მაინტერესებს! ლოლას უნდა დავურეკო ვატო-ვაკო ჩამოიყვანოს, თორე მაგათ გარეშე ადამიანს არ გავს, -ისევ იწყებდა გაბრაზებას ნატა და მე ისევ ისე მეცინებოდა, ოღონდ ვცდილობდი ნატასთვის შეუმჩნევლად გამეკეთებინა ეს, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდოდა ჩემი განწყობით მისი კიდევ უფრო გაბრაზება. -და შენ კიდევ არ იცი თავისთვის რამდენი რაღაც იყიდა. მგონი წელიწადში ერთხელ დადის ბაზარში.
-ეგეთია ხო იცი, ცხრა სახის საჭმელს აკეთებს ყოველდღე და გონია რომ ჩვენც ასე ვიკლავთ თავს გაზთან ტრიალით.
-არადა, ვინ წარმოიდგენს რო ასე ცხოვრობს, ხალხს გონია რო მოსამსახურეები თავზე აყრია. -ტონი გაუთბა ეკას პიროვნებაზე საუბრის დროს ნატას. -არადა რომ იცოდნენ ყველაფერს რომ თავისი ხელით აკეთებს, ბაღის მოვლიდან დაწყებული...
-და რომ გონიათ რომ მთელი დღე უსაქმურობისგან იღლება, როგორ ვგიჟდები, არ იცი.
-სულელების სოფელი! -თქვა ნატამ და ახლა ეკას არაკეთილისმსურველებზე დაიწყო ბრაზის გადატანა.

* * *
ოფისში როგორც ყოველთვის, სასწაული ქაოსი იყო.
ფურცლების შრიალის და ტელეფონის ზარების ხმა, ყურისწამღებ ხმაურს ქმნიდა.
მიუხედავად იმისა რომ ოფისში ხშირად სიარული არ მიწევდა, ჩემ გამოჩენას ასეთი აჟიოტაჟი აქამდე მაინც არასდროს გამოუწვევია.
თავიდან ვიფიქრე რომ ალბათ ჩემ კაბაზე იყო აქცენტი, რომელიც საოცრად ყვითელი იყო და ისე იჭყიტებოდა, ალბათ ბევრს მოხვდა თვალში, მაგრამ მერე როცა შოთიკო დავინახე უჩვეულოდ გაღიზიანებული სახით, მივხვდი რომ საქმე კაბაში ნამდვილად არ იყო.
შოთიკო, თავისი გაღიზიანებული სახით გამოექანა ჩემკენ და უკან დახევა რომ ვერ მომესწრო, სავარაუდოდ გამგლეჯდა კიდეც.
-რა მოხდა? -ვიკითხე შეშინებულმა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი უკან.
-არაფერი! -მითხრა, უფრო მეტად მიყვირა და გასასვლელისკენ წავიდა.
შოთიკოს ქცევით გაოცებული სახეები რომ დავინახე თინის ვკითხე
-თინ, ამას რა ჭირს? -ძალიან ჩუმად და მაგიდაზე ჩამოვუჯექი
-არ იცი? რანაირი უაზროა, ასე დადის იმ საღამოს მერე
-რომელი საღამოს? -გამიკვირდა მე
-კორპორატიულის, რა გჭირს?!
-მე რა უნდა მჭირდეს, ამას რა ჭირს, ლამის შემჭამა ისე მოვარდა და მიყვირა. -და ამ დროს ჩემ ირგვლივ შეიკრიბა მთელი ოფისი.
-რა ჭირს და მალე რომ წახვედი გამოგყვა და... -მითხრა ნათიამ
-გამომყვა? -თვალები გამიფართოვდა მე.
-ხო, გავაცილებო იფიქრა -დაეთანხმა თინი.
-და მერე?
-მერე, აკასთან ერთად დაგინახა და გაგიჟდა! -გაამძაფრა გარემო გიორგიმ.
და აკას ხსენებაზე მუხლებში ძალა დავკარგე.
ერთიანად დამესხა თავბრუ და ასიათასი მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, მაგიდაზე დაჯდომის იდეისთვის. არ ვიცი რამ უფრო გამოიწვია ეს ემოცია, იმან რომ აკა ახსენეს თუ იმან რომ აკას არსებობის შესახებ იცოდნენ, მაგრამ ფაქტია ჩემს სხეულში ვულკანის მსგავსმა სტიქიამ ამოხეთქა.
-აკა? -მოჩვენებითად გავიკვირვე მე.
-ხო, მეც დაგინახეთ. -თქვა თათიამ და თავისი ჭორიკანა სახე მონიტორს მიაბჯინა, თითქოს სულ არ აინტერესებდა.
-აკა ვინ არის? -ისევ გავიკვირვე მე, რომ ინფორმაციის გამოძალვა არ დამჭირვებოდა.
-კაი რა, ზუსტად ვიცი, მაგასთან ერთად იყავი. შენ მოპედთან იდექით -თქვა გიორგიმ და ხელები დაიკრიფა.
ცოტაც და ვიფიქრე ტალახის სროლას დაიწყებდნენ, ისეთი თვალებით შემომარტყეს წრე. მე კიდევ ვეძებდი სახეს, რომელშიც ხსნას ვიპოვიდი, ასეთი კი არსად ჩანდა.
-ჩემს მოპედთან რომ ვიდექი, ამაში საოცარი რა არის? -ისევ გვერდის ავლას ვაგრძელებდი მე.
-მარტო? -ჟურნალისტური ხასიათი ჩართეს მათ.
-არა, მარტო არა -ვაღიარე მე, მაგრამ დეტალების მოყოლას მაინც არ ვაპირებდი. -ვისთან ერთადაც ვიყავი, საერთოდ არ ვიცნობ, ჩემი მოპედი მოეწონა და რაღაცები მკითხა. -ვთქვი და გამახსენდა ის რამდენიმე წამიანი შეხება, ჩემს სხეულში დენივით რომ გაატარა ყველა ნერვმა. გამახსენდა საოცრად მშვიდი სახე, რომელიც გაღიმებისთანავე აფრქვევდა სითბოს. ტემბრი, რომელიც საოცარი სილაღით იყო სავსე.
-კაი რა, -გაეცინათ მათ.
-ჰო ეხა ზუსტად მაგის გვჯერა რომ აკასთან ერთად იდექი და მოპედის მონაცემებზე ლაპარაკობდით -და უცებ მართლა ძალიან გავბრაზდი და მაგიდიდან ჩამოვხტი
-და რაზე ვლაპარაკობდი აბა მაგასაც ხომ ვერ მეტყვით? და რა დაკითხვა მომიწყეთ აქ? ჟურნალში მუშაობა და თქვენი ყვითელი პრესა იმას არ ნიშნავს რომ სამუშაო საათების მიღმაც ჩაყოთ სხვის ცხოვრებაში ცხვირი და საერთოდ ვინ გეკითხებოდათ რომ გამომყევით და გაარჩიეთ ვისთან ერთად ვიდექი საკუთარ მოპედთან, ან საერთოდ ვინ არის აკა?! -ვთქვი გაბრაზებულმა და მერე გავიაზრე ყველას გაოცებული სახე.
-დამშვიდდი -მითხრა გიორგიმ და ხელები ჩამოუშვა.
-წამო ყავა დავლიოთ -შემომთავაზა თინიმ და ჩანთასთან ერთად ფეხზე წამოდგა.
ისე ვიყავი გაბრაზებული იქ გაჩერება არც ერთი წამით აღარ მინდოდა და ოფისიდან ლამის სირბილით გავედი.
-ეს რა იყო? -ვყვიროდი ისევ მე.
-უბრალოდ ყველას აინტერესებდა, ხომ ხვდები... -მითხრა მშვიდად თინიმ და გადაწითლებულს წყალი მომაწოდა.
-ვინ არის ეს აკა? -აღარ მინდოდა ინფორმაციის ნებით მიღებისთვის გვერდის ავლა და თინის ვედრებასავით ვთხოვე მე.
-აკა ნაკანი, არ იცი?
-აკა ნაკანი?! -უფრო საკუთარ თავს ვკითხე მე და დავფიქრდი ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის. -არ ვიცი.
-არც მე ვიცოდი, მუსიკოსია.
-მუსიკოსი? -უფრო მეტად გამიკვირდა მე.
-ჰო, როგორც ამბობენ კარგ მუსიკას უკრავს. საქართველოში უკრავდა ადრე თავისი ბენდი ყავდა. ახლა იტალიაში ცხოვრობს და კონცერტებზეა ჩამოსული.
-მერე?
-რა მერე, ტერასაზეც იმიტომ იყო რომ კონცერტი ქონდა და ჩვენებმაც იმიტომ გაგარენტგენეს, რომ აკა ნაკანთან ინტერვიუ ყველას უნდა. იდეაში, შოთიკოს გარდა შენ არავინ გამოგყოლია, ყველა ნაკანს გაყვა და უცებ ჰოპ, -ტაში შემოკრა თინიმ და გაჩერდა -თქვენ აღმოჩნდით ერთად.
-რააა?! -გული ამიჩქარდა მე.
-ჰო, შენ არ იცი, ოფისში რა მოხდა მაგის გამო. ვის არ ენდომება ახლა ეკას შვილზე და აკა ნაკანზე სკანდალური სტატია?! ყველა რეიტინგს მოხსნის, მაგრამ ჩვენმა ბოსმა არაო.
-არაო?
-ხო, სანამ სანის არ დაველაპარაკები, არაო. -თქვა თინიმ და მზის სათვალე მოიხსნა. -ასე რომ გაბრაზებით მხოლოდ შოთიკოს შეგიძლია გაუბრაზდე, პრინციპში ცოდოა, შენ ადგილას შემეცოდებოდა, ხომ იცი, გიჟდება შენზე.
-გიჟდება არა ის! -ინსტიქტურად ვთქვი მე და ფიქრებით სულ სხვაგან წავედი.
-ესე იგი აკა? -მკითხა ღიმილით თინიმ.
-არა რა აკა, აზრზე არ ვიყავი ვინ იყო და თან მართლა მოპედზე მკითხა რაღაცები.
-და სასტუმროსთანაც რომ შეხვდი მაშინაც? -და ეს იყო კულმინაცია, ძალა გამომეცალა და ლამის ტროტუარზე გავბრტყელდი.
-რა? -ამომხდა მე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
-ხო, სასტუმროსთანაც დაგინახეს, ყველგან დაყვებიან, შანსს არ უშვებენ.
-გავგიჟდები. -ძლივს ამოვთქვი მე -ინტერვიუზე ვიყავი, გავაშელთან. -ვთქვი და მოაჯირს მივეყრდენი. ცივი ოფლი მასხამდა და უჰაერობა მგუდავადა.
-მანდაც მოპედზე გკითხა? -არ ნებდებოდა თინი.
-თინი, კარგი რა! -საწყლად ვთქვი მე და ძალა მოვიკრიბე. -წავედი.
-სად?
-მირიანი უნდა ვნახო, მაგიტომ მოვედი, მომწერა მოდიო.
-ჰო, ალბათ მაგაზე უნდა გელაპარაკოს. -მითხრა და ისევ გაიკეთა მზის სათვალეები.
-არ ვიცი. -ვთქვი ისევ ინსტიქტურად და ტრაექტორია ისევ ოფისისკენ შევატრიალე.

* * *

ოფისიდან ისეთი დაღლილი და გაბრუებული გამოვედი, ჟოლოს წაყვანის თავიც აღარ მქონდა და კიბეებზე ჩამოვჯექი. დავინახე როგორ იდგა შოთიკო და როგორ გაუკიდა სიგარეტს ჩემს დანახვაზე. მინდოდა რამე მეთქვა, მაგრამ როგორც ყოველთვის არ ვიცოდი როგორ უნდა მივდგომოდი. ხომ ვთქვი, ყველა გზას მიჭრიდა სიყვარულის გარდა.
-შოთიკო -მაინც ვცადე მე.
-არ მინდა რა. -სიგარეტი ქუჩაში გადააგდო და შიგნით შევიდა.
თავი ფიქრებისგან მისკდებოდა.
ჩემი ბოსი, მირიანი, მართლა ამ ამბის გამო მიბარებდა, თურმე.
რა თქმა უნდა, დამპირდა რომ ჩვენი ჟურნალი ამაზე არაფერს დაწერდა.
ჩემი სახის დანახვაზევე მიხვდა რომ არც კი უნდა ეკითხა რაიმე.
ან რა უნდა ეკითხა, მაშინ როცა სრულიად შემთხვევით შევხვდი ადამიანს, რომლის შესახებაც სახელის გარდა არაფერი ვიცოდი.
სიცხემაც რომ უფრო შემაწუხა ავდექი და უკანასკნელი ძალებით ჟოლოსთან ერთად იქაურობა დავტოვე.

* * *
სახლში საოცარი სურნელი ტრიალებდა.
ნატამ თავისი კულინარიული შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებით საოცარი წვნიანი გააკეთა და დაღლილს დივანზე ეძინა.
მაცივარში კომპოტით სავსე ბოთლები რომ დავინახე სულ გავგიჟდი, ამას ნამდვილად არ ველოდი და განახევრებული ბაზრის ნადავლი რომ დავინახე, მივხვდი მთელი შრომა გაუწევია ნატას ამ ყველაფრისთვის.
აღარაფერს ვამბობ სალათებზე, რომლებიც რამდენიმე სახის იყო მაცივრის თაროებზე გადანაწილებული და სიყვარულისგან გამეღიმა.
ხანდახან ისეთი საოცარია, მაგიჟებს.
ღრმა თეფშზე წვნიანი გადმოვიღე, ჭიქაში ნატას ნახელავი კომპოტი ჩავისხი და ღია ფანჯრებთან მაგიდაზე დავჯექი.
სანამ ჭამას დავიწყებდი ლეპტოპი დასატენად შევაერთე და ჩავრთე.
უგემრიელესი წვნიანი იყო, თავის პარტნიორ კომპოტთან ერთად.
ერთი შეხედვით წარმოუდგენელია დაიჯერო რომ ნატას შესაძლებლობები ასეთ მწვერვალებს იპრყრობს, მაგრამ ფაქტი, დიდებულია.
კიდევ ერთი ჭიქა კომპოტი დავისხი და ლეპტოპთან დავჯექი.
მაშინვე ვცადე აკა ნაკანზე ინფორმაციის მიღება.
ვიპოვე რამდენიმე ჩანაწერი და ძალიან მწირი ინფორმაცია ქართულად იმაზე თუ რას წარმოადგენდა ის.
დანარჩენი ყველაფერი იტალიურად ეწერა, რომლის შინაარსშიც საერთოდ ვერ გავერკვიე, მაგრამ აშკარა იყო, იტალიაში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ვიდრე აქ.
საქსაფონზე და კლავიშზე უკრავს.
და ჯაზს.
არ ვიცი, ჯერ კიდევ ვერ ვაძლევ საკუთარ თვალებს ამ ინფორმაციის დაჯერების საშუალებას.
ზოგადი ინფორმაციიდან ვცადე უფრო მეტი გამეგო სოციალური ქსელებიდან და ერთი და იმავე სიჩქარით ვეძებდი ყველგან.
ფოტოებს ვათვალიერებდი,
როცა იტალიური ხედებიდან უცებ ქართულზე გადმოვედი და ლეპტოპი კინაღამ შემომატყდა შიშისგან როცა ჩემი ჟოლოს ფოტო დავინახე.
ხელები ამიკანკალდა და სწრაფად გავხსენი,
Someone from fairytale:) -ეწერა და ჩემი სხეული გახდა სრულიად უკონტროლო.
თვალები ჩემგან დამოუკიდებლად კითხულობდნენ ყველაფერს.
უწერდნენ ქართველი და იტალიელი მეგობრები ჩემ შესახებ ისე, რომ სინამდვილეში ჩემზე არაფერი იცოდნენ. უსურვებდნენ რომ ჩემი ჟოლო ყოფილიყო ზღაპრული გოგოსი და რომ ეს იქნებოდა ნამდვილი ზღაპარი. თავაზობდნენ რომ ნებისმიერ ფასად ეყიდა და წაეყვანა სახლში, ან თუნდაც მოეპარა და ა.შ.
ჩემი ჟოლოს აკასთან აღმოჩენის მოულოდნელი ფაქტით თვალები ამეწვა. ყელი გამიშრა და საფეთქლებთან მძიმე დარტყმები ვიგრძენი.
დღეს მიღებულმა ყველა ინფორმაციამ იმდენად დამამძიმა ემოციურად, ამის ნახვა ჩემთვის ზედმეტი იყო.
გავაგრძელე ვოლის თვალიერება და წავაწყდი ივენთს,
ზუსტად 3 დღეში იყო თავისი კონცერტი, ზუსტად იქ, სადაც პირველად შევხვდით და კომენტარი, რომელიც ბედნიერებისგან ბრჭყვიალა სიტყვებით იყო გაპლაკატებული - ყველა ბილეთი გაყიდულია:)

და თავში მიტრიალებდა მხოლოდ ერთი ფიქრი.



ესეც-fairytale.


* * *
მთელი ღამე ვფიქრობდი.
უწყვეტად. ყველა წამის გამოყენებით.
მთელი ღამე ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი?!
დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, ბოლოს ფოტომ და მისმა წარწერამ, თავდაყირა დააყენა ჩემი გონება.
ვფიქრობდი მიმეწერა თუ არა რაიმე.
არ ვიცოდი რა უნდა მექნა და მთრგუნავდა ეს აზრი.
რატომღაც თავი ვალდებულად მიმაჩნდა მიმეწერა, მაგრამ ჩემი 7000 მეტრიანი სიმაღლის თავმოყვარეობა არ მაძლევდა ამის საშუალებას.
არ მინდოდა ჩვენი დამთხვევები ასე უბრალოდ გამეფუჭებინა.
მაგრამ მჭამდა ის აზრი რომ მის კონცერტზე წავსულიყავი.
და თუ ასე იქნებოდა და იქ დამხვდებოდნენ ჩემი თანამშრომლები, მართლა ვეღარაფრით დავუსხლტებოდი ხელიდან და უკვე ყველა ინფორმაციის მცოდნე, ვეღარაფრით დავაჯერებდი რომ იქაც სრულიად შემთხვევით მოვხვდი, თან ისე, რომ არ ვიცოდი ვინ იყო აკა ნაკანი.
ვხვდებოდი ამას და სიმართლე გითხრათ, ყველაზე ნაკლებად მადარდებდა ეს.
იმაზე ნაკლებად ვიდრე იქ წასვლის და მოსმენის სურვილი იყო.
ვიდრე ის, რომ მენახა რას ქმნიდა ეს ბიჭი.
მინდოდა იქ წასვლა და თან არ ვაძლევდი საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლებას.
ჩემი უმაღლესი თავმოყვარეობა არ მაძლევდა ამის საშუალებას, მე წავსულიყავი და ჩუმად, სადღაც მიმალულს მესმინა ადამიანისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში.

წავსულიყავი კონცერტზე, რომელზეც ყველა ბილეთი გაყიდულია.
ტელეფონი ავიღე და ეკას ნომერი ზეპირად ავკრიფე.
აივანზე გავედი და მოაჯირს მივეყრდენი.
ელვის სისწრაფით აიღო ყურმილი ეკამ.
-რა მოხდა? ხომ მშვიდობაა? -მკითხა გულგახეთქილმა და მერე მივხვდი რომ ღამის 4 საათზე აქამდე არასდროს დამირეკავს ეკასთან.
-კი, რაღაც უნდა გკითხო. -მშვიდად ვუპასუხე მე.
-რამე გტკივა? სიცხე ხომ არ გაქვს? -ვერ უმკლავდებოდა ეჭვებს ეკა.
-კარგად ვარ, მეც და ნატაც, სხვა რაღაც მაინტერესებს.
-მითხარი.
-რაღაც კონცერტის ბილეთი მინდა, შეგიძლია მიშოვო?
-რა კონცერტის?
-ტერასაზეა, 3 დღეში.
-ვისი კონცერტია? ჩავიწერ მოიცა. -და წარმოვიდგინე როგორ მოიმარჯვა კომოდზე დადებული ბლოკნოტი და კალამი ეკამ.
-აკა ნაკანის. -ვუთხარი და ტუჩზე ვიკბინე კითხვების დასმის მოლოდინში, მაგრამ სულ ტყუილად, ზედმეტი არაფერი უკითხავს.
-რამდენი ბილეთი გინდა?
-ერთი
-მარტო მიდიხარ?
-ჰო. -ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეზე.
-კარგი, ხვალ გავარკვევ. -მითხრა და წარმოვიდგინე როგორ დააბრუნა ბლონკოტი თავის ადგილას და თავი ბალიშზე დადო.
-ძილი ნებისა.
-შენც, გკოცნი.
ყურმილი დავკიდე და მთელი ღამე გავათენე, თეთრად.
ამ უძილო ღამის მანძილზე კი დაახლოებით ორასჯერ ვნახე ჩემი ჟოლოს ფოტო და ორასჯერ წავიკითხე კომენტარები.
თვალის ყველა დახამხამებაზე კი ლანდივით დამყვებოდა სიტყვები

Someone from fairytale.

* * *
წიგნის შემდეგი გვერდი, ეკას ზარით იწყება
-გიშოვე ბილეთი, ძალიან კარგ ადგილას თან. -გული საშინლად ამიჩქარდა
-როგორ? -დავსვი სრულიად არაადეკვატური კითხვა მე
-ჩემ მეგობართან დავრეკე და რომ ვუთხარი ბილეთი მინდა-მეთქი, სიხარულისგან გაგიჟდა, მთელი ოჯახისთვის მოგცემთო, შემომთავაზა.
-მერე მოდიხართ? -შემეშინდა მე.
-არაა, -ისე მიპასუხა, რატომღაც ვიფიქრე რომ ხვდებოდა რაც ხდებოდა. -მეზარება. -არადა დარწმუნებული ვარ, ინტერესით კვდება.
თან ეკას IQ-ს გათვალისწინებით, არც ისე რთული ბმაა ღამის ოთხ საათზე განხორციელებული ზარის შინაარსის დაკავშირება ერთი ბილეთის სურვილთან.
მოკლედ ამ ყველაფერმა მნიშვნელობა იმ წამსვე დაკარგა, როცა მივხვდი რომ რეალური ფაქტის წინაშე დავდექი-წავსულიყავი თუ არა კონცერტზე და გამერისკა თუ არა ჩემი თანამშრომლების კალნჭებში საკუთარი სურვილით ჩემი არაფერ შუაში მყოფი თავის ჩაგდება.
ძალიან ბევრი აზრი მომაწყდა ერთდროულად, თანაც ისე რომ ძალიან გამიჭირდა მათთან გამკლავება.

გადავწყვიტე რომ წავიდოდი.
მივიდოდი ისეთ დროს, რომ ჩემი იქ გამოჩენა არც ისე თვალშესაცემი ყოფილიყო და წამოვიდოდი ისეთ დროს რომ პრაქტიკული ყველა შანსი გამენადგურებინა ჩვენი კიდევ ერთი დაგეგმილად დაუგეგმავი შეხვედრის.
მოვუსმენ და გავქრები -მივეცი საკუთარ თავს პირობა და საბოლოოდ გადავწყვიტე წასვლა.

* * *
მიუხედავად ჩემი გეგმისა, მაინც ვორჭოფობდი კონცერტის დღეს იქ წასვლაზე.
არ ვიცოდი ღირდა თუ არა.
შეიძლება ჯობდა კიდეც, ყველაფერი ისე დამეტოვებინა როგორც იყო და ხელი არაფრისთვის შემეწყო.
შეიძლება ჯობდა ასე მორჩენილიყო ჩვენი ამბის ფურცლები.
არ ვიცი კიდევ რამდენი ,,შეიძლება“ ვარიანტის ჩამოყალიბება შემიძლია,
ალბათ უამრავის.
თანაც ის ფაქტი რომ სრულიად მარტო, ყველა კითხვისგან დაუცველი მივდიოდი იქ, ეს მაფიქრებდა ჯერ კიდევ იქ წასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ
არ ვიცი როგორ, რამდენ ხანში და რა სისწრაფით აღმოვჩნდი ტერასაზე.
ჩემი გეგმა მართლა კარგად დაიწყო.
თვალში არავის მოვხვედრივარ, საკუთარი ადგილი დავიკავე და წყნარად დაველოდე კონცერტის გახსნას.
ხალხის მასა ერთიანად მოაწყდა ადგილებს.
გასასვლელთან რამდენიმე კამერას მოვკარი თვალი, ნაცნობ ჟურნალისტებსაც.
კულისებთანაც იდგა კამერები და ისე ჩავიმალე საკუთარ ადგილში, თვალებით სცენის ფსკერს ძლივს ვხედავდი.
ბოდიში მოგვიხადეს აკას დაგვიანების გამო და დაგვპირდნენ, რომ ძალიან მალე დაიწყებოდა.
ცოტა გავღიზიანდი.
ზუსტად ის ფიქრი გამიღვივდა, ჩემ რესპოდენტებზე რომ შემომიტევს ხოლმე, როცა აგვიანებენ და როცა ვერ ვხვდები რატომ იქცევიან ასე, მართლა რომ არ სცალიათ თუ გავლენის საჩვენებლად.
ამ შემთხვევაში არ ვიცი რომელი უფრო რეალური ვარიანტი იყო.
ამ და სხვა ფიქრებში გართული ვიყავი, სცენაზე აკა რომ გამოვიდა.
იღიმოდა საოცრად და ოვაციებით მიგებებულ მაყურებელს მადლობას უხდიდა.
შავი პერანგი და შარვალი ეცვა.
იდაყვებამდე აწეული სახელოებით.
გულთან გახსნილი რამდენიმე ღილით.
საოცარი კომფორტის შეგრძნებას იწვევდა როგორც მისი ვიზუალი, ასევე მისი ქცევა, სტილი, მანერა.
სხვა მუსიკოსები უკვე იდგნენ ინსტრუმენტებთან.
მე, ჩამქვრალი სინათლით ვისარგებლე და სკამზე ადამიანურად დავჯექი.

აკა როიალთან დაჯდა და რამდენიმე წამიანი გუნდური სიცილის მერე, პირველ ნოტებთან ერთად გადაეწყო მშვიდ განათებაზე სცენა.

და ეს იყო ყველაზე ლამაზი შტრიხი.

ვუყურებდი და არ მჯეროდა არაფრის.
არ მჯეროდა რომ ამ ადამიანის კონცერტზე, სრულიად მარტო ვიყავი.
არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი მოგონილი არ იყო.
რომ ადამიანი რომელიც ჟოლოს დამსახურებით სრულიად შემთხვევით გავიცანი, აი ახლა იქ, ჩემგან ათეული მეტრის დაშორებით როიალთან იჯდა და საოცარ მუსიკას უკრავდა.

ერთმანეთზე უკეთესი მუსიკოსები იდგნენ სცენაზე.

ვხედავდი როგორ იცლებოდა თითოეული მათგანი ემოციებისგან და გული საშინლად მიჩქარდებოდა.
სიამოვნებისგან გულის ფსკერზე ვგრძნობდი მოციმციმე გრძნობებს.
და ისევ იტალია გამახსენდა.
ისევ ფოტო.
ისევ შეხება და მთელ ტანზე დამიარა ჟრუანტელმა.

აქ არ უნდა ვიყო!
გამეფიქრა ჩემგან დამოუკიდებლად და საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ ერთხელ შევიტანე ეჭვი.

აქ არ უნდა ვიყო!
გამძლავრდა ჩემი ფიქრები.
ადგომა და გაქცევა მომინდა, მაგრამ ერთიანად მატყვევებდა ის მუსიკა, რომელიც იქ მესმოდა.
ერთიანად ბამაბდა ყველა ის შეგრძნება რომელიც ჩემ სხეულში ტრიალებდა.

სიამოვნების მიჯნაზე ვიდექი.

ეს იყო ყველაზე სასწაული რამ.

ვხედავდი ნაცნობ სახეებს და ვგრძნობდი საფრთხის უფროდაუფრო მოახლოებას.

და რამდენჯერაც გამიელვებდა წასვლის სურვილი, იმდენჯერ უფრო მეტად ვეკვროდი სკამს და უხილავ ძალებს ერთიმეორის მიყოლებით ვუმკლავდებოდი.

მერე იყო პაუზა, როცა ერთიანად დატოვეს მუსიკოსებმა სცენა და მიეფარნენ თუ არა თვალს, მაშინვე დამავიწყდა ყველა ის შეგრძნება, რომელიც იმ ერთი საათის განმავლობაში განვიცადე და დენდარტყმულივით წამოვხტი.
შედარებით შეთხელებული გასასველელისკენ წავედი და ვეცადე განათებამდე მომესწრო იქაურობის დატოვება.
საოცარი სისწრაფით დავტოვე განაღმული ტერიტორია.

ჩემი გეგმის ასე წარმატებით დასასრულისკენ წასვლამ იმედი მომცა იმისა რომ ცუდი გადაწყვეტილება არ მიმიღია აქ წამოსვლით.

უკვე ვიცი ვინ არის აკა ნაკანი, რა მუსიკას ქმნის და საერთოდ რას წარმოადგენს და ვგრძნობ რომ ჩემგან დამოუკიდებლად ძალიან მომწონს.
ამ იდეის გაელვებისთანავე ერთბაშად დამატყდა ჭექა-ქუხილი თავს.
წვიმის წვეთები ვიგრძენი მხრებზე და შემეშინდა.
ჩავთვალე რომ ცისგან პასუხი მივიღე ჩემი არასწორი გრძნობის დაბადებასთან დაკავშირებით და გაქცევა მომინდა.
ლამის სირბილით წავედი ჟოლოსკენ.
ჩემ ყოველ ახალ ნაბიჯზე, უფროდაუფრო იმატებდა წვეთების სიხშირე და სიმრავლე.
მაშინვე გავიკეთე ჩაფხუტი თავზე და ვაპირებდი გასაღები გადამეტრიალებინა სარკეზე მიმაგრებული ყვითელი სტიკერი რომ შევამჩნიე

,,დამელოდე, სანამ მოვრჩები

სან-შაინ“




________________________________
ჟოლოებო, მართალია ერთი კვირა არ გასულა, მაგრამ მოვახერხე მალე დამეწერა ეს თავი და ამიტომაც მალევე ავტვირთე, იმიტომ რომ ვიცი ბევრი ელოდება სტაბილურად შემდეგ თავს და ზუსტად თქვენ, ვინც ელოდებით და იჩენთ კოსმიურ მოთმინების უნარს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ამისთვის და კიდევ თქვენ, ვინც არ იზარებთ და თქვენ შთაბეჭდილებებს მიზიარებთ. ყველა თქვენ კომენტარს და წერილს ვკითხულობ და მთელი გულით გეუბნებით, მე თქვენნაირი ადამიანები არსად ვიცი.

შემდეგ თავამდე,
დიდი სიყვარულით
ნიუ იორკერი.



№1  offline წევრი dzadzamia25

პირველი მინდოდა ვყოფილიყავი.
მოვასწარი ნეტა?
მიყვარხარ
შენც
მიყვარს
ჟოლოც
აკაც
და სანიც <3

 


№2  offline წევრი იოსეული

ახლა მოგივარდები და გაგჩეჩავ.
შეწყვეტა იქნებოდა ასეთ მომენტში?!
brillante.
Sto aspettando il prossimo capitolo.
Ti amo.
ეს,ისე.
წავუიტალიუროთ. ^^

 


№3  offline წევრი K A T I E

ვერ ვიტან დაკომენტარებას, მაგრამ ამ ისტორიის შემყურე თითებს ვერ ვაჩერებ უბრალოდ.
ყველაზე მაგარი გოგო ხარ,
სიმართლე გითხრა, თავიდან მეგონა რომ სხვა ისტორიებივით მაგარი ვერ იქნებოდა,
მაგრამ ეხლა დავრწმუნდი,რომ ზუსტად ისეთია როგორიც ელენიკოს შეეფერება.
გარდა იმისა, რომ ხელი გაქვს დახვეწილი, როგორც წინა თავის კომენტარში ვახსენე.

ძალიან მომწონს და ველი სულმოუთმენლად, მართლა.
და მაინტერესებს აკას და სანის დიალოგი. შოთიკო, სიმართლე გითხრა, ძალიან დიდ წინაღობად მიმაჩნია, არ ვიცი რატომ, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ სადღაც "გაეკვეხება".

მადლობა,რომ იმასთან შედარებით, როგორც თქვი, მალე დებ.
ესეც შენი
fairytale.

 


№4  offline წევრი გრაფინია

სთარ გოგო,მინდა გითხრა რომ ისევ ისე არაადამიანურად საოცარ რაღაცას ქმნი.
წერ თან ძალიან ჩვეულებრივად,თან ძალიან არაჩვეულებრივად
თან ზოგადად,თან ძალიან კონკრეტულად
ვგიჟდები უმნიშვნელო დეტალებზე,რომლებიც ყველაზე დიდი აზრის მატარებელია
ვგიჟდები თითოეული სიტყვის მნიშვნელობაზე
ვგიჟდები მიწიერ და თან ზღაპრულ პერსონაჟებზე,მათ გრძნობებსა და ქმედებებზე

_______________
განუმეორებელი ხარ შენ ელენიკო
ჩვენი სანშაინიც შენ ხარ და fairytale-ც
heart_eyes

 


№5 სტუმარი ემი

ელენიკო, მართლა სანშაინი ხარ შენ, ასეთ თბილ და ბედნიერ წუთებს რომ გვჩუქნი და ამით უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებ.... heart_eyes relaxed

ვაიმე, ელენიკო, ვგიჟდები მე შენზეეე heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი Guest lola

ძალიან მომწონს შენი მოთხრობა აიი ვგიჟდები შენზე, უკვე ისე შემიყვარდი! შემდეგ თავს მოუთმენლად ველი

 


№7  offline წევრი eleneegelovani

ძალიან მიყვარხარ, მაგრამ რატომ ცდილობენ შენს სტილში კომენტარების წერას როცა ეს საერთოდ არ გამოსდით არ ვიცი..უუუუმაგრესი ბიჭია აკა.

 


№8  offline წევრი sofia25

ამ საიტზე შეიძლება ასეც ვთქვათ ,რომ ხარ ლეგენდარული
ხო ცოტა სასაცილოა ალბათ შენთვის მაგრამ ასეა
შენს ნიკს ,რომ ხედავ დარწმუნებულივარ აღარც ინტერესდებიან თუ ვინხარ ? კარგად წერ?
იმიტომ ,რომ ასეა
თავი დაამახსოვრე შენი წერის მანერით
ისეთი ემოციის გადმოცემით ,რომელიც ერთ სიტყვაში გაციებს
და პულსაციას გიგდებს:)
როგორ ამბობდა კაკი? გიყვარდება და მორჩა
ხოდა ზუსტად ასე შეგვიყვარდი ჩვენც

 


№9  offline მოდერი წითური გოგონა

ვსიო,
ნიუ-Yორკერმა
წაუსიხარულიძა.
ტაში, ჰიპი!
სიამოვნების პიკი იყო ეს❤️
--------------------
მწვანე ლიმონი

 


№10  offline წევრი მერილეინ^^

სასწაულად მაგარი წერის სტილი გაქვს ნიუორკერ heart_eyes scream

 


№11  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

არა
მაგიჟებ შენ მე
აკათი და სანშაინით
შენი მოთხრობებით და პერსონაჟევით

 


№12 სტუმარი No on

Jolomiyvars ukve sigijemde.shen arici ra kargi xar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent