შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკები (1)


30-07-2017, 22:30
ავტორი Nephilim
ნანახია 1 729

ქუჩაში იდგა და მწვანე თვალებიდან ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. როგორი გრძნობაა , როდესაც იგებ, რომ დაქალი გარდაგეცვალა? 16 წელი გაატარეთ ერთად, დაბადებიდან ერთად მოდიხართ, ყველაფერს ეუბნებოდი და გეუბნებოდა, ყოველთვის შეეძლო შენი დამშვიდება, ყოველთვის გაღიმებდა რთულ მომენტებში..ახლა კი ყველაფერი თავიდან იწყება..ან უკვე დამთავრდა არც თვითონ იცის...მხოლოდ მე ვიცი , რომ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ყველაფერი ახლა ი წ ყ ე ბ ა !

3 წლის შემდეგ:
-უნივერსიტეტი და ჯანდაბა! არავის არვიცნობ არ მინდაა რაა,-დილიდან წუწუნით ვდგები და სამზარეულოში ჩავდივარ. მერე როგორც ყოველთვის მამაჩემს ვუხტები კალთაში და ვკოცნი:
-მაა , როგორ გეძინა?
-კარგად ჩემო პრინცესა შენ?
-კარგად. აუ არ მინდა უნიივერსიტეტი და რა ვქნა?
-მოგეწონება დეე-თბილად გამიღიმა დედაჩემმა.
-კაი წავედი მე ჩავიცვა და აბა თქვენ იცით, არ იცუღლუტოთ.-კისკისით გავედი და სანამ ოთახში ავიდოდი ჩამოვძახე-ანუ ბავშვი არ გააკეთოთ თქო ხო მიხვდით
-გადი გოგო გამასწარი-გამომძახა დედაჩემმა და ავვარდი მეც ოთახში. პირველი დღე უნივერსიტეტში. ამ დღეს ვგეგმავდი 3 წლის წინ მე და ელენე(ჩემი დაქალი) რომ ერთად წავიდოდით , მაგრად გავერთობოდით , მაგრამ.. ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. მუხლებს ოდნავ აცდენილ გაშვებულ , თეთრ ლამაზ კაბას ვიცვამ, ფეხზე ესპადრელებს, ხუჭუჭა წითელ თმებს გაშლილს ვიტოვებ. მაკიაჟს არ ვიკარებ. ჩანთას ვიღებ და გავდივარ:
-დღეს მე გაგიყვან.-მანქანის გასაღებს იღებს და მძღოლის ადგილს იკავებს ბარბარე(დედაჩემი). კარს ვაღებ და მის გვერდით ვჯდები. უნიში 10 წუთში მივდივართ. მანქანიდან გადავდივარ და..ვაიმე როგორ არ მინდა შიგნით შესვლა! თან ჯერ კიდე ნახევარი საათია ლექციის დაწყებამდე! ფუუ ამის! ჩემთან ვიღაც გოგო მოდის, რომელიც ზეეე საყვარელია!
-პრივეტ.-ძაააალიან ლამაზია და თვალები გაბრწყინებული აქვს. ქერა და მწვანეთვალებაა. მაღალი გამხდარი და უსაზღვროდ ლამაზი.
-პრივეტ.-თბილად ვუღიმი და უნივერსიტეტისკენ ერთად მივდივართ.
-პირველ კურსელი ხარ?
-კი შენ?
-მეც. -აღმოჩნდა რომ ჯგუფელები ვიყავით, ორივე ჟურნალისტიკაზე ვაბარებთ. რადგან ნახევარი საათი წინ გვქონდა დავიღალეთ აუდიტორიაში ჯდომით და ეზოში ჩამოვედით. სკამზე დავჯექით და ლაპარაკი დავიწყეთ:
-დღეს ჩემთან მოხვალ სტუმრად? ჩემი ძმა და მაგის ძმაკაცები იქნებიან, მაგრამ არ შეგვიშლიან ხელს.-თბილად გამიღიმა.
-კი, მოვალ.-მეც გავუღიმე. ჩვენ გვერდით სკამზე ვიღაც გოგოები იჯდნენ და მაგ გოგოების იქითა სკამებზე კიდე ვიღაც ბიჭები, სხვათაშორის ძაალიან სიმპატიური ბიჭები , მაგრამ ვის ცხელა ახლა ბიჭებისათვის? ყოველშემთხვევაში მე არა. ლექციებმა ძაან უაზროდ ჩაიარა გამოგვიტენეს ტვინი და გამოგვიშვეს. მე და რუსკა(ამ გოგოს სახელია რუსკა) მარკეტამდე ერთად წავედით და მერე უკვე ჩვენი გზები იყოფოდა.
-შენი ნომერი ჩამაწერინე-ჩავაწერინე და მერე დააყოლა-დღეს 7ისკენ დაგირეკავ და აქ შევხვდეთ კაი?
-კაი-გადავკოცნე და სახლისკენ წავედი. ჩვენს უბანში ერთი საზიზღარი ბიჭია. ნუ ყველა გოგო გიჟდება და რამე ცოტნე მაისურაძეზე , ხოდა როგორც თვითონ ამბობს მაგრად "ვევასები" და უკვე ტვინს ჭამს . ეხლაც გზაში ამეკიდა:
-ეს გოგო შენი დაქალი იყო?
-რა შენი საქმეა?
-ნუხარ ასეთი სწერვა!
-ვინც იმსახურებს იმათთან ვსწერვობ მე მარტო.-ნაგლად გავუღიმე და ჩემ კორპუსში ავედი. სახლში არავინ არ იყო. ფეისბუქზე შევედი და რუსკა ლომაძე ვიპოვე. მეგობრობის მოთხვონა გავუგზავნე და იმანაც იმ წამსვე დამამატა.
-უკვე მიხვედი?-მიწერას ვაპირებდი, მაგრამ დამასწრო
-კი. რას შვები?
-აუ რავი, მაღაზიაში ვაპირებ ჩასვლას, მერე სალათების გაკეთებას , რომ ჩემი ძმის ძმაკაცებს დავახვედრო.
-დაგეხმარები თუ გინდა.
-არ გეზარებაა?
-არა საერთოდ.
-აუ კი ძააან კაი იქნება თუ დამეხმარები. მაშინ იმ მარკეტთან შევხვდეთ კაი?
-კაი. გამოვიდე უკვე?
-ხოო გამოდი.
-კაი.
ძაან ცივა ასე , რომ მანტო შემოვიცვი ჩანთა ავიღე და იმ მარკეტისკენ წავედი. რუსკა უკვე იქ იდგა:
-რა შუსტრი ხარ-გაეცინა
-ძაან გოგო-ხელკავი გავუყარე და მარკეტში შევედით. პროდუქტები ვიყიდეთ და ავედით რუსკასთან. სხვათაშორის ძალიან ლამაზი სახლი აქვს.(ასევე კორპუსში). მარტო მე და რუსკა ვართ, ნეტავ მშობლები სად არიან?
-რუსკა, დედაშენი ან მამაშენი სად არიან?-თან ვფრთხილობ თქმისას იქნებ აღარ არიან ცოცხლები.
-სოფელში ცხოვრობენ ასე , რომ აქ მარტო მე და ანდრია ვცხოვრობთ.
-აამ, გასაგებია.-საჭმლების კეთება დავიწყეთ და 1 საათში კარზე ზარიც გაისმა. მე სამზარეულოში დავრჩი , კარი რუსკამ გააღო. ხმაური ისმოდა ანუ ისინი მოვიდნენ. სამზარეულოს კარი გაიღო და მე მეგონა რუსკა შემოვიდა და აღარც გამიხედავს ისე ვკითხე:
-მაიონეზი გავუკეთო?-სალათაზე ვიკითხე. მე რუსკას პასუხს ველოდი და ამ დროს ძააალიან სასიამოვნო ბარიტონი გაისმა:
-რავი რა სალათაა?-შეშინებული ისე სწრაფად შევტრიალდი. კიდე კაი არ ვიღრიალე მე დებილმა! ეს ან ანდრიაა ან ანდრიას ძმაკაცი, ნუ სავარაუდოდ თუ არ დავუშვით და ვინმე არ შემოგვივარდა სახლში. ბიჭს შევხედე და არაფერი არ შემიმჩნევია ძაან არაფრისმთქმელი სახე მქონდა არადა ამ დროს გაოცებული ვიყავი: მუქი ლურჯი ზღვისფერი თვალები, ქერა თმა , დაბალზე გადაპარსული. მაღალი და პრესიანი(ეტყობა და მომკალით!) რა დროს გადამარჩინა რუსკამმმ. შენ გაიხარეეე. შემოვიდა და იმ ბიჭს მიუტრიალდა:
-რას შემიშინე გოგო დამპალო-მხარზე ხელი კრა.
-შემთხვევით შემეშინებინა.-კულული ყურს უკან გადავიწიე და რუსკას მივუბრუნდი:
-მაიონეზი გავუკეთო?
-ხოო,ეგრე უფრო გემრიელია და წამოდი მერე გაგაცნო ბიჭები.
-კაი-გავუკეთე მაიონეზი და რუსკამ გამაქანა მისაღებში . ყველა ჩვენ გვიყურებს ესე მგონია ანჯელინა ჯოლი ვარ! 8 ბიჭი მაინც ზის იქ თან ძაან სიმპატიურები და საყვარლები.
-გაიცანით ბიჭებო, ეს ჩემი დაქალია ნატუკა. ნატუკა ესენი არიან-თან ხელით მანიშნებდა ვიზე მეუბნებოდა, -გიო, ლაშა , ნიკა.., ირა, სანდრო, ლუკა, ეს ჩემი ძმა ანდრიაა და წეღან, რომ შემოგივარდა სამზარეულოში-ზუსტად ამ დროს გამოვიდა სამზარეულოს აჩრდილი-ის თოკაა. აი სულ ესენი არიან.
-ისაა, გასაგებია
-გოგოებო დაჯექით ჩვენთან ერთად არ გინდათ?-ეს ფაქტია ანდრიაა
-დავჯდეთ და მოვისმინოთ რამდენი გოგო დაკერეთ 1 საათში? მე არმინდა ნატუკა შენ?
-არაა, იყოს.
-ჩემ ოთახში ვიქნებით ჩვენ თუ რამე მოგინდებათ დამიძახეთ.
-კაი.
რუსკას ოთახში შევედით...

გავაგრძელო??<3



№1  offline წევრი ფსიქოპატი

kiii gaagrdzeleee
--------------------
tamo♡

 


№2 სტუმარი Nini

Ki da tavebi gazarde da ufro sainteresoo gaxade

 


№3 სტუმარი Guest nata

gaagrdzele gaagrdzzele maintereesebs shemdeeg ramoxdeba dzaliann....

 


№4  offline წევრი elenee))))

გააგრძელე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent