შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა იქნებოდა, რომ... (1)


30-07-2017, 23:01
ავტორი eleneelene1
ნანახია 1 538

პროლოგი:
არ დაიჯერო როცა გეტყვიან ,,რაც ზაფხულში ხდება ზაფხულშივე რჩებაო..."


-დავიღალე სანდრო, მეტი აღარ შემიძლია... მოდი აღარ გვინდა მეტი ერთმანეთის გულის ტკენა და აქვე დავამთავროთ ყველაფერი...
-ელენე... იქნებ კიდევ ერთხელ გვეცადა...
-გინდა ერთმანეთს ისევ გული ვატკონოთ... მოგწონს ჩვენი ასეთი ურთიერთობა? სულ ვჩხუბობგ და ერთმანეთს გულს ვტკენთ... აღარაფერია დარჩენილი ჩვენს შორის არანაირი გრძნობა... მანადგურებს სანდრო ეს ურთიერთობა... ყოველთვის როცა ვცდილობ რომ რაღაც უკეთესობიაკენ შევცვალო ყველაფერი უკან მიდის... აღარ გვინდა მეტი... ნახვამდის-ტელეფონს ვთიშავ და იქვე კიბეებზე ვჯდები და თავს ხელებში ვრგავ. როგორ ვერ ვიტან როცა ტირილის შეკავება არ შემიძლია თანაც ხალხმრავლობაში, ვხვდები ყველა გამვლელი როგორ ჩერდება ჩემთან და ალბათ გაკვირვებული და გაოცებული მიყურებს, აინტერესებს რა მჭირს განა იმიტომ, რომ ჩემზე ღელავენ? არა , ადამიანებს ხომ ზოგადად ყველა და ყველაფერი გვაინტერესებს რაც ხდება. არამგონია ჩემ ურთიერთობაზე ვინმემ ინერვიულოს ისედაც ყველას უამრავი პრობლემა აქვთ, სხვისი რომ არ დაემატოთ...
-დალევ?- უცხო ხმის გამონებაზე მოულოდნელად ვხტები და თავს მაღლა ვწევ ჩემ გვერდით ხუჩუჭა ბიჭი ზის და არაფრის მომცემი მზერით მიყურებს
-ვიფიქრე ეხლა ყველაზე მეტად დალევა გიშველიდა- მხრებს იჩეჩავს
-ამმ- ვიბნევი -მადლობა არამგონია მიშველოს -ვუღიმი ოღონდ არ ვიცი რის ფასად მიჯდება ეს ღიმილი
-ეხლა გიშველის, ოღონდ ხვალ უფრო ცუდად იქნები -არანაირი ემოცია სახეზე, უბრალოდ მიყურებს
-კარგი ერთი ჭიქა- ლუდს მაწვდის, რაზეც ვიბნევი რას ველოდი ნეტავ, რას შემომთავზებდა ვისკს თუ ღვინოს? ჩვენ ხომ ქუჩაში ვართ . ჭიქას ვართმევ და მადლობას ვუხდი.
-იცი რა მაინტერესებს? აქ რო დავჯექი მაშინაც აქ იყავი თუ შემდეგ მოხვედი? -არ ვიცი რატომ, მაგრამ მაინტერესებს
-აქ ვიყავი- არც მიყურებს ისე მეუბნება. ჭიქას ერთი მოსმით ვცლი... კიდე მინდა. თითქოს ჩემს ფიქრებს მიხვდაო, ჭიქა ისევ შემივსო. ცოტახანი ჩუმად ვზივართ არც ის იღებს ხმას არც მე. ხანდახან გავხედავ და მის პროფილს ვაკვირდები ოღონდ შეუმჩნევლად, ისე ზედაც არ მიყურებს. ტელეფონის ხმას გამოვყავარ ფიქრებიდან დედაჩემია
-ხო დედა?
-დე სად ხარ? სანდრომ დამირეკა და ყველაფერი მითხრა. ხო კარგად ხარ?- რა საჭირო იყო ამ ყველაფრის დედაჩემისთვის თქმა თანაც ასე საჩქაროდ, თვალებს ვატრიალებ
-კი დედა კარვად ვარ. აქვე ვარ ახლოს, მოვალ მალე არ ინერვიულო.
-კარგი მალე ქენი, უკვე პირველი საათია.
-კარგი დე- ტელეფონს ვთიშავ და ჩემს გვერზე კიბეზე ვდებ,
ის ისვ ზედაც არ კიყურებს.
-რა გინდა ამ შუა ღამეს მარტო აქ? - ვცდილობ ლაპარაკი გავუბა
-შენ? - ვიბნევი ამ კითხვას არ მოველოდი
-მე შეყვარებულს დავშორდი.
-ეგ კითხვას პასუხს არ სცემს- შემომხედა და გამიღიმა.
-მარტო ყოფნა მინდოდა- დაბნეული ვპასუხობ. ვერ ვხვდები რა მაბნევს?
-მეც - მიყურებს. მეც ვუყურებ.
-ჩემი წასვლის დროა-მეუბნება და მიდის. გაკვირვებული ვუყურებ, არც დამშვიდობება არც არაფერი? მაგარია...
სახლში როცა მივედი სამი საათი იყო დედას უკვე ეძინა, მეც დიდხანს არ მიფიქრია გავიხადე და დვწექი, ოღონდ არ დამძინებია, ბევრი მცდელობის მიუხედავად. ალბათ დილის 6 საათი იყო როცა ჩამეძინა, მაგრამ არც ისე დიდხანს, 1 საათში უკვე გამეღვიძა. დედას გაღვიძება არ მინდოდა წერილი დავუტოვე და ზღვაზე წავედი.
10 საათი იყო დედამ რო დამირეკა და სად ვიყავი მკითხა. 11სათზე დედაც მოვიდა.
-ელენე შეგიძლია დამელაპარაკო- მე და დაედას ყოველთვის განსხვავებული ურთიერთობა გვქონდა, დედამდე ყოველთვის ჩემი დაქალი იყო, არასდროს არაფერს არ ვულამალავდი და ამ შემთხვევაში არც სანდრო ყოფილა გამონაკლისი.
-დე აღარ შემძლო უკვე სანდროსთან გაჩერება. ჩვენ ურთიერთობას ურთიერთობა აღარ ერქვა, სულ ვჩხუბობდით და ვკამათობდოთ, ბოლოს საერთოდ მისი ნახვა აღარ მინდებოდა ხოლმე, ვიცოდი დე რომ ისევ უნდა გვეჩხუბა ეს კიდე არ მინდოდა...
-დე, მომისმინე არც შენ გაგამართლებ და არც სანდროს. არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე მოიქეცი, ჩემთვის მთავარია შენ ბედნიერი იყო.- ჩამეხუტა და თავზე მაკოცა
-მადლობა, დე ძალიან მიყვარხარ
-მეც ჩემო ლამაზო- პირველი საათი იქნებოდა ზღვიდან რო წამოვედით, საშინლად ცხელოდა. თითქმის უკვე სასტუმროსთან ვიყავი მისულით იქვე ქუჩასთან ის ბიჭი რო დავინახე გუშინ რო გავიცანი თუ ამას გაცნობა ქვაია არც მისი სახელი ვიცი და არც არაფერი . შემომხედა, გავუღიმე და ისევ გზა გავაგრძელე...
საღამოს ცხრა საათი იყო კომპიუტერთან ვიჯექი და კინოს ვუყურებდი, სიყვარულზე იყო, გოგოს და ბიჭს არეული ურთიერთობა ქონდათ და ყველაფრის დალაგებას ცდილობდნენ, მაგრამ არაფერი არ გამოსდიოდათ, ძალიან გავდა ჩემი და სანდროს ურთიერთობას. კარგ დრამას გადაიღებდა კაცი ჩემს ცხოვრებაზე, სანდრო 18 წლის ვიყავი რო გავიცანი, როგორც ხდება ხოლმე კლუბში ვიყავით მოვეწონე და ჩემს გასაცნობად მოვიდა მეც მომეწონა და ჩვენი ურთიერთობაც აეწყო, სამ თვეში სიყვარული ამიხსნა ყველაფერი ისე მოხდა როგორც ფილმში ხდება ხოლმე სანთლებით და ვარდის ფურცლებით ზღვის სანაპიროზე. რომანტიკოსი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მომეწონა, ან რომელ გოგოს არ მოეწონება საყვარელმა ადამიანმა ასეთი სურპროზი რო გაუკეთოს. შემდეგ იყო ჩემი ცხოვრების უბედნიერესი 3 წელი, მაგრამ არ ვიცი როგორ შემდეგ ყველაფერი აირია, კარგ ამინდში მეხის გავარდნას გავდა. სულ დამავიწყდა ფილმი ისე გავერთე ფიქრებში, კომპიუტერი დავხურე და ოთახიდან გავედი სახლში მარტო ვიყავი დედა თავის მეგობრებღან ერთად გავიდა სადღაც, მეცინება ხოლმე დედაჩემს უფრო აქტიური ცხოვრება აქვს ვიდრე მე, ის ყოველ საღამოს გარეთ გადის თავის მეგობრებთან ერთად , მე კი სახლში ვზივარ და ვმეცადინეობ. ის და მამა ყოველთვის დადიან პაემნებზე, პატარაობიდანვე ვოცნებობ მეც ისე შემიყვარდეს ვინმე როგორც დედაჩემს და მამაჩემს უყვარს ერთმანეთი. ფიქრებიდან ყვირილმა გამომაფხიზლა, ყოველთვის მიყვარდა ჩხუბის ყურება ჩემი ჰობივით არის, სასაცილოა არა? გიჯი უნდა იყო ჩხუბის ყურება რო გიყვარდეს, მაგრამ მიყვარს და რა ვქნა, უცნაირი ჰობია გეთანხმებით.
ფანჯარა გავაღე და ინტერესით ვაკვირდებოდი ვინ ჩხუბობდა, საერთოდ არ გამხარებია მოჩხუბრებს შორის "ის ბიჭი" რო ამოვიცანი. არც დავფიქრებულვარ ისე ჩავიცვი კეტები და გარეთ გავარდი, სწრაფად ჩავირბინე კიბეები და მათქენ გავიქეცი. უკვე თითქმის იქ ვიყავი მისული როდესაც ვიღაც ბიჭმა "მას" მთელი ძალით გაუქანა ხელი სახეში, ხმამაღლა წამოვიყვირე და "მისი" ყურადღება მივიქციე რაზეც კიდევ ერთხელ მოხვდა სახეში, ჩემი ბრალი იყო მე მიყურებდა და ვეღარ შეამჩნია ხელი, რომ აეცილებინა რა სულელი ვარ დახმარება მინდოდა მე კი რა გავაკეთე. მათკენ წავედი და შუაში ჩავდექი
-გაჩერდით! გეყოთ!- დავიყვირე მაგრამ არცეთს არ გაუგია ჩემი ყვირილი, ერთერერთმა ჩემზე დასარტყამად გამოიწია ვიფიქრე ცუდადა ჩემი საქმე ეხლა დამარტყამსთქო და თვალები დავხუჭე, მაგრამ არც ტკივილი მიგძვნია და არც დარტყმის ხმა გამიგია. თვალები გავახილე, ჩემს წინ "ის" იდგა და იმ ბიჭის ხელი ეკავა
-ბიჭო სულ გამო*ლევდი!? გოგოს ხელი უნდა დაარტყა?-ხელი ძირს დააშვებინა და მე მომიბრუნდა, მაჯაში ხელი ძლიერად მომიჭირა და წყნარი ადგილისკენ წამიყვანა
-გაგიჯდი? რამ მოგაფიქრა რომ ჩარეულიყავი? კაიდა რამე მოგსვლოდა მერე სად მიდიოდი?- გაბრაზებულმა ბოლო ხმაზე დამიყვირა, შემეშინდა.
-ნუ მიყვირიხარ, დასახმარებლად ჩამოვედი.- მინდოდა მეჩხუბა მაგრამ ხმას ვერ ავუწიე.
-მადლობა უნდა გითხრა დახმარებისთვის? - გაბრაზებულმა მითხრა
-ბოდიში, უბრალოდ ვიდფიქრე რომ რამენაირად დაგეხმარებოდით და გაგაჩერებდით- თავჩახრილმა ვთქვი- მაგრამ უფლება არ გაქვს ამის გამო მეჩხუბო, მე რა ვიცოდი რო ასეთი ხისთავიანები იყვნენ და ჩემს ნათქვამს ვერ გაიგებდნენ ან ჩემზე ხელს ასწებდნენ- ძალა მოვიკრიბე და ხმას ავუწიე არა შეიძლება რაღაცაში დამნაშავე ვიყავი, მაგრამ ჩემზე გაბრაზების და მითუმეტეს ჩხუბის საბაბი არ ქონდა.
-ძლაინ დამეხმარე ვერ ხედავ- სახეზე ხელი მოისვა ეს სწორედ იმ დარტყმის ჭრილობა იყო ჩემსკენ რო გამოიხედა და დაარტყეს.
-ბოდიში. ძალიან გტკივა?- ჭრილობაზე ხელით ფრთხილად შევეხე
-არაუშავს, არაფერია- ჩემი ხელი მოიშორა.
-რატო ჩხუბიბდით? -
-მე არ ვჩხუბობდი ვაშველებდი- გაეცინა- მაგრამ როგორც ჩანს ყველაზე მეტი მე მომხვდა- ამაზე ორივეს გაგვეცინა
-როგორც ჩემი დაქალი იტყოდა ყველაზე მეტი გამშველებელს ხვდებაო- თეკლას ნათქვამი გამახსენდა და გამეცინა.
-ელენე- ხელი გავუწოდე
-გიორგი-ხელი ჩამომართვა
-სასიამოვნოა- გავუღიმე
-ჩემი წასვლის დროა
-იმედია ეხლა მაინც დამემშვიდობები- წარბის აწევით ვუთხარი
-რა მწარედ დაგიმახსოვრებია- გაეცინა.
-რაღაცეები არ მავიწყდება- თვალი ჩავუკარი.
-დროებით, ელენე- და აი ახლაც ისე წავიდა არაფრის თქმა არ დამაცადა . გამეღიმა დროებითი, ჰმმმ ანუ კიდე აპირებს ჩემთან შეხვედრას? თუ ამ დროებითში ის იგულისხმა ერთ ქუჩაზე ვართ ორივე და აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთსო? ელენე რა გჭირს? გამეცინა და სახლისკენ წავედი.
-დე მიხვედუ უკვეე? - სახლში მოსულს დედა უკვე მოსული დამხვდა.
-ხო დე. სად იყავი შენ?
-გარეთ ვიყავი დე, ვსეირნობდი- დედაჩემისთვის რო მეთქვა გარეთ ჩხუბი იყო და მათ გასაშველებლად ჩავედითქო ალბათ წნევა აუწევდა, ამიტომ ვამჯონიმე ეს ყველაფერი ჩემს პატარა საიდუმლოდ დამეტოვებინა.
მეორე დღეს გადავწყვიტე ზღავაზე არ წავსულიყავი ძალიან მეძინებოდა და ალბათ ეს იმის ბრალია წინა ღამეს რომ ვერ დავიძინე. საღამოს 5 საათი იყო რო გავიღვიძე დედაჩემი მეღადავებოდა
,, გაგეგრძელებინა ბარემ ძილი დაღამდება სადაცააო". პირველი რაც ადგომისას გავაკეთე ფანჯარაში გახედვა იყო იქნება გიორგი გარეთ იყოს და დავინახოთქო, მაგრამ არ გამიმართლა. არაუშავს ღამე მაინც ვნახავთქო გავიფიქრე და აბაზანაში შევედი. საღამოს 10 საათზე საეჭვოდ გამოვიპრანჭე, ყურსასმენები გავიკეთე და გარეთ სასეირნოდ გავედი. ძალიან კარგად ვიცოდი რატომაც გამოვედი ამ დროს მაზნიაშვილზე სასეირნოდ, მაგრამ ჩემს თავთან აღიარება მაინც არ მინდოდა. ყველა კუთხეს და კუნჭულს მონდომებით ვათვარიელებდი მაგრამ გიორგის ვერსად ვერ ვხედავდი, არ იყო გარეთ და რას ვიპოვიდი. ასე ცხვირ ჩამოშვებული ავედი სახლში და დავწექი.
ამასაც თუ დაწოლა ერქვა ყოველ 5 წუთში ფანჯარაში ვიყურებოდი, მაგრამ გიორგი არადა არ ჩანდა. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები რატო ვიყავი ამ ბიჭით ასეთი დაინტერესებული. ვერადა ვერ დავიძინე და გადავწყვიტე რამე ფილმისთვის მეყურებინა, რაღაც ფილმი ვიპოვე ,,10 000კმ" ასე ერქვა ფილმს, ამ ფილმა ხომ საერთოდ გადამრია ისე გავდა მთავარი პერსონაჯი გიორგის, ჩემს თავს დავცინოდი კიდევ ეს მინდოდა მეთქო...
დილით ადრე გამეღვიძა დედას უკვე ეღვიძა და ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა მეც სწრაფად მოვემზადეთ და 10 საათზე გავედით სახლიდან, თან ყველაფერს ვაკვირდებოდი სადმე გიორგი ხომ არ არაისთქო. ისე გავიდა სამი დღე გიორგი საერთოდ აღარ გამოჩენილა ყველანაირი იმედი გადამეწურა მისი ნახვის, ვიფიქრე დასასვენებლად იყო აქ ჩამოსული და უკვე წავიდათქო ან შეიძლება ცუდთაა და გარეთ ვერ გამოდისთქო, ბოლოს ცოტა დავმშვიდდი და ისე ძალიანაც აღარ ვიყავი გიორგის ნახვით აჯიტირებული, მაგრამ იმედი მაინც მქონდა რომ სადმე გამოჩნდებოდა. ერთი კვირაც გავიდა გიორგი ისევ არსად არ ჩანდა აი მაშინ კი უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ დასასვენებლად იყო ჩამოსული და წავიდა. იცით რაზე მწყდებოდა გული ყველაზე მეტად მას რო მეტჯერ ვერ ვნახავდი, რო მცოდნოდა რომ მას რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ ვნახავდი შეიძლება გული ასე ძალია არ დამწყვეტოდა. მივხვდი რომ სულელობა იყო ვიღაც უცხო ბიჭის მიმართ ჩემი ასეთი დაინტერესება და გადავწყვიტე გიორგიზე საერთოდ არ მეფიქრა და ჩემს ერთერთ გატაცებას მივაწერე. შემდეგ ყველაფერი დაწყნარდა მეც გამოშტერებული სულ გიორგის მოლოდინში არ დავდიოდი, მეგობრებიც გავიჩინე და მთელ დღეებს მათთან ერთად ვატარებდი. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო გამოპრანჭული ველოდებოდი სალომეს რომელსაც მანქანით უნდა გამოეარა ჩემთვია და კლუბში წავსულიყავით, ნაცნობმა ხმამ რო დამიძახა
-ელენეო- სიხარულისგან არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი თავი ვაიძულე დაწყნარებულიყო და დამშვიდებული მიბრუნებულიყო მისკენ და ჩემდა გასაკვირად მე ეს მოვახერხე
-გიორგი? როგორ ხარ?
-კარგად შენ როგორ ხარ?- გადამკოცნა ისე გამიკვირდა მისი ეს საქციელი გაოცება როგორ დამემალა არ ვიცოდი, გავიფიქრე ალბათ მოვენატრეთქო, გამეცინა ჩემს ფიქრებზე ეს გიორგიმაც შეამჩნია
-რა გაცინებსო- მკითხე
-არაფერი, გამიხარდა შენი ნახვათქო -მეც უცებ მოვიფიქრე ტყუილი და გავუღიმე. რაღაც უნდა ეთქვა მანქანის სიგნალიდ ხმა რომ გავიგე სალომე იყო, ეხლა მოსვლა იქნებოდათქო გავიფიქრე, მაგრამ რაღას ვიზამდი.
-ბოდიში უბდა წავიდე- ,,მაგრამ დარჩენა მირჩევნიათქო"- ჩემთვის დავამატე გულში
-არაუშავსო- ერთი ჩაილაპარაკა და წავიდა...
ღამის 3 საათი იყო სახლში რო მოვედი, გოგოებს დავემშვიდობე და სახლში ასვლას ვაპირებდი ნაცნობი სილუეტი რო დავინახე ნაცნობ ადგილას დამჯდარი, ბევრი არც მიფიქრია ისე წავედი მისკენ და მის გვერდით ჩამოვჯექი
-გამიკვირდა შენი ამ დროა აქ ნახვა- ლაპარაკი მე დავიწყე. გეცინა
-დამიჯერე მე უფრო- გავუღიმე, ალბათ იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა
-კარგად გაერთე?- შემომხედა
-კი კარგი იყო- მხრები ავიჩეჩე
-ახლაი გადმოსული ხარ აქ?ამას იმიტომ გეკითხები, რომ აქმადე არ შემიმხნევიხარ
-აქ არ ვცხოვრობ უბრალოდ დედასთან ერთად ვარ ჩამოსული დასასვენებლად-გავუღიმე- შენ აქ ცხოვრობ?
-კი- არ შემოუხედავს ისე მიპასუხა. არ ვიცი რა ვილაპარაკო, არადა ყველაზე მეტად ეხლა მასთან ლაპარაკი მინდა
-ეს დრო არ ჩანდი. აქეთ არიყავი?- რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა ის ვკითხე
-ხო რაღაც საქმეები მქონდა. ჩემი ნახვა გინდოდა?- დამაბნია ამ კითხვამ
-ამ დაახლოებით- რაც პირველი მომაფიქრდა ის ვუპასუხე
-ეგ როგორ გავიგო?
- იცი ჩემი ერთადერთი ნაცნობი იყავი აქ და მაგიტო ალბათ- მხრები ავიჩეჩე
-მე ვიფიქრე რომ მოგეწონე, შევცდი ალბათ- შევხედე
-რა პირდაპირი ხარ- გამეცინა
-როგორც მეგონა ის გითხარი, რა საჭიროა რაღაც ტყუილები ვიგონო როგორც ამას შენ აკეთებ- გაკვირვებულმა გავხედე
-ანუ რას მეუბნები, რომ ვიტყუები?- არ მესიამოვნა სიმართლე. ვიცოდი რომ მართალი იყო, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდი
-ზუსტად- გამიღიმა
-და საიდან მოიტანე რო ვიტყუები ? - ამ სიტყვებს მხოლოდ მაშინ ვიყენებ როცა ვცდილობ ჩემი ტყუილი გავამართოლო- რადგან იმას არ გეუბნები რაც შენ გინდა ეს ნიშნავს რომ ვიტყუები?
-და შენი აზრით მე მინდა რომ შენ მე მოგწონდე? - იცინის
-აღიარე რომ შენც მოგეწონე?
-შენც?- ღმერთო ეს რა გავკეთე
-შენ
-სმენის პრობლემები ჯერ ნამდვილად არ მაქვს კარგად გავიგე როგორც თქვი შენც- იცინის - კიდე მეტყვი რომ არ იტყუები?
-უკვე გვიანია. წავედი- არ ვიცი რა ვუპასუხო ამიტომაც სწრაფად ვდგები და სახლისკენ მივდივარ
-არაუშვს წადი. მე პასუხი ისედაც ვიცი- მისი სიცილის ხმა მესმის...
ყველაფერი ისე კარგად იყო მე და გიორგი ყოვლდღე ვნახულობდით ერთმანეთს, კარგადაც გავიცანი . იცით გიორგი როგორი ბიჭი იყო? აი უბანში ჩხუბი თუ იყო პირველი ეგ მირბოდა საჩხუბრად ან მისი დაწყებული იყო, ვინმე ბიჭებს ლუდით ხელში თუ დაინახავდით გიორგიც აუცილებლად იქვე იქნებოდა, მაგრამ ამასთანავე იყო ძლაინა ყურადღებიანი, თბილი და საყვარელი, ხო კაი სიმპატიურიც. ყოველშემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი, ისე აქ ვინმესთვის რო გეკითხათ გიორგი როგორი ბიჭიაო? ალბათ კარგს არაფერს გეტყოდათ, შეიძლება მხოლოდ ჩემთან იყო ასეთი კარგი. ყველას ვისაც აქ ვიცნობდი ყველა მეუბნებოდა დაანებე მაგ ბიჭს თავი კარგს არაფერს არ მოგიტანსო, მაგრამ ვინ უსმენდა მე მინდოდა გიორგისთან ურთიერთობა და ჩემთვაი მნიშვნელობა არ ქონდა სხვები მასზე რას ფიქრობდნენ. შეიძლება არ იყო ისეთი ბიჭი რომელზეც სულ ვოცნებობდი, მაგრამ მე ის ისეთი მომწონდა როგორიც იყო, ხომ გაგიგიათ სიყვარულს ახსნა არ აქვს, გიყვარდება და მორჩაო, ხოდა ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. ხოო, რამდენიმე დღეა რაც ჩემს თავს გიორგის სიყვარულში გამოვუტყდი...

დილა იყო ნაყინი მინდოდა და მაღაზიაში საყიდლად გამოვედი. ვიფიქრე გიორგი ამ დროს გარეთ არ იქნებათქო და თვალიერება არ დამიწყია, სწრაფად ვიყიდე საოჯახო ნაყინი და სწრაფად დავტოვე მაღაზია. მართლა კაი ადგილია მაზნიაშვილი სადაც ეხლა ვარ, მაგრამ ერთი მინუსი აქვს ბევრი ბორდელებია აქ, ჩემს "სახლთან" ძალიან ახლოაა ერთი, გიორგის სახლთან ხო საერთოდ გვერდითაა, ხოდა აი სწორედ ამ ბორდელის წინ ზის ბატონი გიორგი ვიღაც გოგოსთა ერთად ხელგადახვეული, რანაირი გოგოა იცით ერთი შეხედვითაც რო შეატყობ რას წარმოადგენს. დამინახა გიორგიმ რო ვუყურებდი და ჩემსკენ წამოვიდა, ნამდვილად არ ვაპირებდი აქ სპექტაკლების მოწყობას ან რა უფლება მქონდა. თავისუფალი ბიჭია და ვისთანაც უნდა იმასთან დაჯდებბა და რასაც უნდა იმას გააკეთებს. ყურსასმენებუ გავიკეთე, მუსიკას ავუწიე და სწრაფი ნაბიჯევით წავედი სახლისკენ, უკვე სადარბაზოში უნდა შევსულიყავი როდესაც მხარზე შეხება ვიგრძენი. ყურსასმენები მივიხსენი და მისკენ შევბრუნდი
-რაიყო?- ვითომც არაფერი ისე ვკითხე
-სად წახვედი რამდენიხანია გეძახი
-ვერ გავიგონე ყურსასმენები მეკეთა-ხელით ყურსასმენებზე ვანიშნე
-ეგ კარგი, მაგრამ ხო დამინახე შენსკენ როგორ წამოვედი შეგეძლო გაჩერევულიყავი
-არ მეგონა ჩემსკენ თუ მოდიოდი
-რა გჭირს?- გაკვირვებულმა მკითხა
-არაფერი, უბრალოდ მეჩქარება- არაფრის თქმა არ დავაცადე ისე შევედი სადარბაზოში...
ორი დღე გარეთ არ გავსულვარ თითქოს რაღაცის დამტკიცებას ვცობდი ამით ან მინდოდა მიმეხვედრებინა რომ გაბრაზებული ვიყავი. თან სულ ფანჯარაში ვიყურებოდი და "ვზვერავდი" . დედაჩემი გაკვირვებული იყო რა გჭირსო? თუ აქ ყოფნა აღარ გინდა წავიდეთო, არა უბრალოდ დავიღალე და ოდნავაც თავი მტკივათქო და მაგიტო არ გავსულვარ სახლიდანთქო, დამიჯერა. იმ საღამოს გარეთ მხოლოდ დედაჩემის დასაჯერებლად გავედი გარეთ თორემ ჯერ არ ვაპირებდი გარეთ გასვლას კარგად უნდა მიმხვდარიყო ვაჟბატონი თავის დანაშაულს. გამოვიპრანჭე, ლამაზად ჩავიცვი, ყურსასმენები გავიკეთე და გარეთ გავედი. როგორც მოსალოდნელი იყო გიორგი "ბირჯაზე" იყო. მეორე მხარეს გადავედი მის წინ რო არ გამევლო, ვიცოდი დამინახავდა ან მისი რომელიმე ძმაკაცი მაინც ეტყოდა. მე მისკენ არც კი გამოხედავს არადა როგორ მინდოდა დამენახა, მაგრამ ჩემი ჩანაფიქრის გადახვევას არ ვაპირებდი. მხარზე შეხება რო ვიგრძენი მაშინვე ვიცოდი ვინც იყო, ხელი გადამხვია. არ შევიმჩნიე ისე გავაგრძელე გზა არადა ჩემზე ბედნიერი იმ მომენტში არავინა არ იყო, ისიც ჩუმად მომყვებოდა. ბოლოს მუსიკა გამოვრთე და ყურსასმნები ჯიბეში ჩავიდე. მაინც არ უთქვამს არაფერი ისევ ისე ჩუმად მივდიოდით, არადა როგორ მინდოდა რამე ეთქვა მაშინვე ვაპატიებდი, თუმცა ვიყავი კი გაბრაზებული? შემეძლო? . ერთხელ გავხედე მე მიყურებდა მაშინვე გამოვატრიალე თავი და ჩუმად გავაგრძელე ბულვარისკენ გზა. უკვე ქორწინების სახლთან ვიყავით მისული პირველად ხმა რო ამოიღო?
-არ მეტყვი რა გაჭირს? - ხელი არ მოუშორებია.
-არაფერი რამე უნდა მჭირდეს?-გაკვირვებულმა შევხედე
-აბა როგორ იქცევი? ორი დღეა სახლიდან არ გამოსულხარ, ტელეფონზეც არ მპასუხობ-გავჩერდით
-ვიფიქრე რომ შენს შეყვარებულს არ ესიმაოვნევოდა ჩემთან ურთიერთობა თუ გექნებოდა- არადა ხომ ვიცოდი ის გოგო მისი შეყვარებული რომ არ იყო, მაგრამ სხვა რა მეთქვა ვიეჭვიანე და ორი დღე სახლიდან მაგიტო არ გამოვდიოდითქო?
-რომელ შეყვარებულს? -გაკვირვებული მიყურებს
-იმ დღეს მასთან ერთად რომ იჯექი
-და საიდან მოიტანე რომ ის ჩემი შეყვარებულია? ვინმემ გითხრა?
-ხელგადახვეული იჯექით და ვიფიქრე რომ...-არ ვიცოდი რა მეთქვა
-მორჩები ტყუილებს?- მობეზრებულმა მითხრა
-რისი გაგონება გინდა? იმის, რომ იმ გოგოსთან ერთად რო დაგინახე საშინლად ვიეჭვიანე და გაბრაზებულზე არ გამოვდიოდი სახლიდან. ამის გამონება გინდოდა? - ის კი გაღიმებული მიყურებდა, ამაზე კი საერთოდ მომეშალა ნერვები და სწრაფად გავიქეცი სახლინად თითქმის ნახევარი გზა მქონდა გავლილი გიორგი რო დამეწია და უკნიდან ჩამეხუტა
-სულელი ხარ- ლოყაზე მაკოცა
-ის არ გეყო რო დამცინე? ეხლა სულელიც ვარ? -გაბრაზებული მოვშორდი
-მოდი აქ- ხელები გაშალა და მანიშნა მივსულიყავი მეც დაუფუქრებლად წავედი და ჩავეხუტე. ცოტახანი ჩუმად ვიდექით მერე სიცილი დაიწყო მოვკლავ ამას
-ისე იმ გოგოზე რამ გაიჭვიანა?- ძლივს გაჩერდა
-მოდი იცი რა ვქნათ მეც დავდგები ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად ხელ გადახვეული და ძალიან საინტერესოა შენ რას იზამ- ეხლა მე დავიწყე სიცილი
-ყველაზე ცოტა ვცემ- წვერზე ხელი მოისვა
-ანუ ის გოგო მეც უნდა მეცემა- ისევ ვიცინი
-საინტერესო იქნებოდა. მე შენს მოგებაზე დავდებდი- ეხლა ის იცინის
-ჰაჰაჰა ძლაიან სასაცილოა - დავეჯღანე
-ნუ მესწერვები გოგო- იცინის
-მაშინ ნუღა იცინიხარ- ხელებს ვაჯვარედინებ
-კარგი გავიცინეთ გვეყოს- მაინც იცინის
-გეყოს- უკვე მეც მეცინება და აი ასე სულელებივით ვიცინოდით, რაზე? არვიცოდით...


ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც წაიკითხეთ იმედია მოგეწონებათ დიდი ხანია რაც ამ საიტზე იატორიებს ვკითხულობ და მეც გამიჩნდა სურვილი ჩემი დაწერილი ისტორია დამედო მინდა ყველამ თქვენი აზრი გამოხატოთ ამ ისტორიასთან დაკავშირებით რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ და მე ყველანაირად ვეცდები თქვენი აზრი გავითვალისწინო



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

გოგოს მხრიდან ამხელა ინიციატივა..... რავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent