შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოდი მგელობანა ვითამაშოთ . (პირველი თავი )


31-07-2017, 12:28
ავტორი Emily Nice
ნანახია 1 473

როგორი მშვენიერი დღეა კვირა , ბედნიერებით აღსავსე როცა შეგიძლია მშვიდად დაიძინო მთელი დღე და ბალიში ამ დროის განმავლობაში ხელიდან არ გაუშვა . ამიტომაც წინა ღამით ფილმებს უჯდები იმის იმედით ,რომ მერე გამოიძინებ . ხვალინდელ გეგმებს სახავ თუმცა შემდეგ ანგრევ ,რადგან ისევ შენს საყვარელს ანუ ძილს ამჯობინებ . მართლაც მშვენიერია განსაკუთრებით თუ აბიტურიენტი ხარ და იძულებული ხარ წიგნებს თავი ურტყა იქნებ რამე მაინც შევიდესო მაგრამ სადარის ამხელა ბედნიერება? დამეთანხმებით ყველა აბიტურიენტ უყვარს კვირა რადგან მხოლოდ ამ დღეს გრძნობენ თავს თავისუფლად , მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ თუ გყავს დაქალი რომელიც კვირა დღესაც დილის შვიდზე თვზე გადგას და რაღაც უაზრობებს გეჩიჩინება დამიჯერეთ ნანატრი დღეც ჯოჯოხეთად გექცევათ.
– მია მია გაიღვიძე , როგორ შეგიძლია ამდენი ხანი დაიძინო ვერ ვხვდები ბოლოს და ბოლოს დილის შვიდი საათია .
– ხოო ნინ მეც არ მიკვირს მთელი ორი საათი როგორ მეძინა იმის იმედით რომ მერე მთელი დღე გამოვიძინებდი ?
– ისევ ფილმები ? – მობეზრებულად ჩაილაპარაკა ნინიმ – იცი კლიმაქსიან მოხუცს მაგონებ სულ ფილმებს რო უზნიან , ახალგაზრდა გოგოხარ გაიარ–გამოიარე .ასე შეიძლება განა მიაკო ?
– კარგი ნინი პირდაპირ მითხარი რაგინდა – თვალები ამოატრილა მიამ
– კაი ჰო არ გადმოგიცვივდეს ეგ თვალები , ესეიგი ჯანაშია პატარა ფართის აწყობს დაჩაზე და რა თქმა უნდა ჩვენც დაგვპატიჟა ... წავიდეთ რა მიკაკო გავერთობით თან მალე ახალი წელი შემოაბიჯებთ და არმინდა ასეთი დაღვრემილი სახით შეგვდე . წამოო რა წამოდიი ...
– კარგი მგონი არ უნდა იყოს ცუდი აზრი თან ოდნავ დასვენებაც არ მაწყენდა .
– ძალიან კარგი იქ სამი დღე ვიქნებით წამოიღე ყველა აუცილებელი ნივთი რაც დაგჭირდება , ზუკაკო და დამიკო გამოგვივლიან და წავიდეთ .
– ორი მანქანით მოდიან ? – ჩაიცინა მიამ
– ორი მანქანა რად გვინდა გოგო ?
–ერთი გასიებული მაჩაბელისთის და თავისი ლობიანებისთვის და მეორე ჩვენთვის . ჰმმმ არაა მართალიხარ არგვეყოფა ტრაილერი რო დავიქირაოთ ?
–ნუხარ გველი ... კარგი წავედი და საღამოს გამოგივლით ბევრი არ მალოდინო .
– აი ნეტავ რა ახარებს ასე ამ გოგოს ? სულ გამოშტერდა რა – თავისთვის ბუტბუტებდა მია – წავედი რამე კარგი ფილმი ავარჩიო .

ნინი

ნინი გზაში ხტუნვა ხტუნვით მიაბიჯებდა და იმაზე ფიქრობდა რაუნდა წაეღო , უნდოდა რაც შეიძლება ცოტა გამოსვლოდა მაგრამ ბევრი ფიქრის შედეგად მაინც ვერ მიაღწია სასულველ მიზანს , ,, კაი ჯანდაბას ყველა წვეულებას სჭირდება დედოფალი , და ეს მე ვიქნები ამიტომაც ხუთი ჩემოდანი კიდე ცოტაა '' ფიქრობდა თავისთვის და ქვებით თამაშობდა ხან საით ისროდა ხან საით, კიდე დიდი ხანი გააგრძელებდა უაზრო მოქცევებს რაღაცის ჩამსხვრევის ხმა როარ გაეგონა . ,, ღმერთო ფანჯარა , რაუნდა ვქნა ? როდაველოდო და პატრონი გამოვიდეს პოლიციას გამოუძახებს , შემდეგ ჩემი მშობლები გაიგებენ და წვეულების დედოფალი მოკვდება ამიტომ ახლა უნდა გავიქცე.'' ნინი მირბოდა უკანმოუხედავად და თავს იმშვიდებდა ძალიათ ხომ არ გამიკეთებიაო .იმდენად გართული იყო თავის მართლებაში ვერც კი იგრძნო წამებში სიცოცხლის ხელიდან გამოგლეჯის საშიშროება . მანქანამ უცებ დაამუხრუჭა ნინი კი გაშტერებული სახით იდგა და სიტყვებს თავს ვერ აბამდა მხოლოდ ის გაანალიზა ,რომ შუა გზაზე იდგა და ტრუტოაზე გადავიდა .
– ქერებზე მართალი ყოფილა – ზურგიდან ბოხი ბარიტონი შემოესმა და გააჟრჟოლა .
– უკაცრავად ? – გაბრაზებული შემოუტრიალდა
– შენთვის არ უსწავლებიათ რომ ტროტუარი ქვეითებისთვისაა განკუთვნილი ?
– და შენთვის არ უსწავლებიათ როგორ უნდა ატარო ეს ჯართი ?– არ თმობდა ნინი .
–ესარის ჯართი ? გული გამიტეხე აი კიდე ერთი მინუსი მანქანების ცნობაც არ გვცოდნია , ვერც ტროტუარს ვცნობთ ნამდვილი ქერახარ რა .
– მომისმინე ბიჭი სიტყვებს დაუკვირდი იცოდე ვის ელაპარაკები .
– რაიყო მამიკოს დავურეკავთო ?
– ტყუილად აქ დგომას და შენნაირ მაკაკასთა საუბარს აზრი არაქ ამიტომ წავედი საქმეები მაქვს . იმედია არასდროს გადავეყრებით ერთმენეთს ტყუიურო.

ნინიმ სახლში აირბინა მომხდარი კიდევ არ გაეაზრებინა თან თავის თავზეც ბრაზობა როგორ შეიძლება ამხელა გოგო ასეთი დაბდურა იყოო .თუმცა ახლა მხოლოდ იმ წვეულებაზე ფიქრობდა რომელიც წინ ელოდა , დიდი ხანი ალაგებდა ჩემოდანს ათასჯერ გადაამოწმა ყველაფერი ხო მიდევსო და კიბეებზე დაეშვა . ქვევით ზუკა და დამიანე უცდიდნენ მალევე მოკალათდა და მიას გაუარეთო ანიშნა .

მია

– ჩემოდანი ჩავალაგე , გაზი გამოვრთე , წყალი გავაკეტე როგავალ კარები უნდა ჩავკეტო , რამაგარი გოგოხარ რა მიაჩკა . რამე არ დაგრჩეს იფიქრე !იფიქრე !. მოდი კიდევ ერთელ გადავამოწმოთ რაიცი რა ხდება .

დიდხანს ივლიდა წრეში ნინის როარ დაერეკა და არ ეთქვა მოვედით ჩამოდიო ,მანქანას უახლოვდებოდა და ხული ჩვეულზე მაგრად უცემდა ,, კარგი მია მოიტოკე თავი '' ხედავდა როგორ იქნევდა ნინი ხელებს , კარი გამოაღოდა ბავშვებს მიესალმა . მანქანა მალე დაადგა გზას .
– ცოტა მალე ატარე დამი გული ამომივარდება – თვალებს ატრიალებდა ნინი– მოდი გავიმეოროთ მაცაბელი ბევრს არ შეჭამ და ამ დღეს არ ჩამიშხამებ და შენ დამიკო ბევრი არ დალიო ამხელა სპორცმენი კაციხარ.
–კარგი ნინი გავიგეთ უკვე მერამდენეჯერ ამბობ – შეუბღვირა ზუკამ
– რაგჭირს მიაკო ? რას გაჩუმებულხარ ?
– უბრალოდ თავი მტკივა
– კარგი დაძინე მაშინ და რო მივალთ გაგაღვიძებ – დაამშვიდა ნინიმ

მალე უკვე დანიშნულების ადგილას იყვნენ. ჯანაშიამ დიდი სიყვარულით შეიპატიჟა სახლი დაათვალიერებინა და გემრიელად მოეწყვეთო დაუბარა .

დიდი ხანი მეძინა ? ვეკითხები ნინი თან თვალებს ვიფშვნეტ
–არა არც ისე – უდარდელად მპასუხობს ისიც
– კარგი სახლია არა ?
– ნამდვილად მოდი ჩაიცვი თურმე ჯანაშიას უნდა რაღაც განცხადება გააკეთოს და ჩამოვეთ .
დაახლოებით ათ წუთში მედა ნინაჩკა ოთხის კარებს ვხურავთ და ეზოში გავდივართ . სადაც მასპინზძელს ხალხი შემოუკრებია და განცხადების გასაკეთებლად ემზადება .
– მოკლედ ბავშვებო დღეანდელი ჩვენი წვეულება ჩემს მეგობრის სანდრო დადიანის ჩამოსვლას ეხება , შუქი ბნელდება და ოთხში ნამდვილად სასიამოვნო აღნაგობის ბიჭი შემოდის . ვხედავ ზემოთ ხსენებული სანდროს სიცილს და ნინის გაოცებული სახიდან წარმოთქმულ მოლოდ ერთ ყველაფრისმთქმელ სიტყვას ,,შენ ? ''



გამარჯობა :დდ რაბანალური მისალმება მაქ ნუუ :დ მოკლედ გამიზიარეთ თქვნეი შეხედულებები



№1  offline წევრი qeti.ii

კარგია,გააგრძელე და თავები გაზარდე,ნუ ეცადე ყოველ შემთხვევაში იმიტომ,რომ ვიცი ცოტა რთულია,დიდი თავების წერა,მოკლედ,არ მალოდინო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent