საბედისწერო გასეირნება.
7 წლის ვიყავი როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა. ყველაფრის დაძლევა მარტომ მომიწია, მამაჩემი ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. მახსოვს რამდენჯერაც გაიხსენებდა დედაჩემი მას იმდენჯერ ცრემლები მოადგებოდა თვალზე. გვერძე მივუჯდებოდი და ვცდილობდი თავი შემეკავებინა ტირილისგან,რადგან მას ჩემს თვალზე ცრემლი არ დაენახა. ის დღეც მახსოვს როდესაც სკოლიდან შინ ვბრნდებოდი ხალხი ჩემს სახლთან ირეოდა. თითქოს გულმა მიგრძნო რაც ხდებოდა,მივუახლოვდი და დედაჩემის გვამი დავინახე, იმ დროს თითქოს ჩემს ფეხქვეშ მიწა გასკდა და ქვემოთ მივიწევდი, არ ვიცოდი რა მექნა ბოლოს კი თვალებში დამიბნელდა და ძლიერი დაცემა მახსოვს, როდესაც გონს მოვედი დეიდა მერი მადგა თავს (დეიდა მერე ჩვენი ახლო ნათესავი გახლდათ)ამიხსნა თუ რა ხდებოდა, ჩემს სახლში მძარცველები შესულან და დედაჩემი მოუკლავთ ნივთები წაუღიათ და მთელი სახლი დაუნგრევიათ. 1980 წლის 19 დეკემბერია ჩემი დაბადების დღე. აივანზე ვდგავარ და ლამაზ ხედს გავსცქერი. მარტო ვცხოვრობ ყველამ დამტოვა, ყველა წავიდა, მხოლოდ ჩემი ერთგული კატა ტომი დამრჩა. 7 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ბოლოს ადამიანს დაველაპარაკე ისიც უბრალოდ გამვლელი იყო და დრო მკითხა, რატომღაც დღეს გადავწყვიტე გავსულოყავი გარეთ და კვლავ შემევლო თვალი ჩემს მშობლიურ ქალაქზე. საღამოა 8-ს 5 უკლია სანაპიროზე მივაბიჯებ და ათას რამეზე ვფიქრობ, ფიქრებმა ისე წამიყვანა რომ ჩემს წინ მომავალი მამაკაცი ვერ შევნიშნე და შემთხვევით დავეტაკე. ფეხი დამიცდა და დავეცი წამოდგომა ვცადე, მაგრამ ამაოდ, მამაკაცი მომიახლოვდა ხელი გამომიწოდა და წამომაყენა ბოდიში მომიხადა, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ ეს ხომ ჩემი ბრალი იყო. მამაკაცი დაახლოებით 30-35 წლის, სასიამოვნო გარეგნობის, მაღალი სუსტი და ცისფერ თვალება იყო. -ბოდიშს გიხდით - ვუთხარი მე -არაუშავს ხომ არ დაშავდით რამე ხომ არ იტკინეთ? -არა გმადლობთ ყურადღებისთვის ვთქვი და გზის გაგრძელება დავაპირე. მე მარკი მქვია მითხრა დაბალი ხმით მოვტრიალდი და გავუღიმე. სასიამოვნოა მე ტომასი მქვია ვუთხარი. -დიდი ხანია სანაპიროზე არ ვყოფილვარ-მითხრა მან. -არც მე, სასეირნოდ გამოვედი დიდი ხანია ჩემი სახლის მეტი არაფერი მინახავს ვუთხარი მე -მე ლონდონში დავიბადე ლისაბონში 2 წელია რაც ჩამოვედი, დედაჩემიც ლისაბონში ცხოვრობდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ლონდონში მოუწია გადასვლა, მე კი აქ ერთი პიროვნების მოსაძებნად ჩამოვედი და იმედი მაქვს მალე ვიპოვი. - თუ რამით შემიძლია დაგეხმაროთ გისმენთ , ვუთხარი მე - არა მეგობრები არავინ მყავს არც მოლაპარაკე ვისაც დავჯდები და დაველაპარაკები თუ წინააღმდეგი არ ხართ ვიმეგობროთ მითხრა მან - ცოტა დავიბენი, რადგან დიდი ხანია ადამიანთან ურთიერთობა აღარ მქონია და პატარა პაუზის შემდეგებ ვუთხარი რომ წინააღმდეგი არა ვიყავი. ჩემი სახლის მისამართი დავუტოვე მან კი დაკუჭული ფურცელი მომაწოდა რომელზეც მისი მისამართი იყო დაწერილი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ და სახლისკენ წავედი, თან ვფიქრობდი ვფიქრობდი გაურკვეველ რამეზე. როდესაც მას შევხვდი და თვალებში ჩავხედე რაღაც საკუთარი თავი ამოვიცანი რატომ მქონდა ასეთი შეგრძნება ვერ გავერკვიე. 21 დეკემბრის დილის 9 საათია. ტომის საჭმელი დავუდგი და ახლა ჩემი საჭმლის მომზადება დავიწყე როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე.კარი გავაღე და წინ მარკი დამხვდა, გამიღიმა და მომესალმა.შინ შემოვიპატიჟე და ყავა შევსთავაზე, უარი არ უთქვამს. ყავა გავამზადე მივაწოდე და ორივე აივანზე ჩამოვჯექით, სიცივე არ იყო აივანს მზე ადგა.მინდოდა მეტი გამეგო ამ იდუმალ პიროვნებაზე და საუბარი დავუწყე.ვთხოვე რომ მასზე რამე მოეყოლა... -მე ლონდონში დავიბადე 1950 წლის 22 ნოემბერს. დედაჩემს ელენი ერქვა 4 წლის წინ გარდაიცვალა გულის შეტევით... მამაჩემზე ბევრი არაფერი ვიცი,როდესაც დედაჩემს მასზე საუბარს დავუწყებდი ყოველთვის ცდილობდა სხვა რამეზე გადაეტანა ყურადღება მხოლოდ ის ვიცი რომ ლისაბონში ცხოვრობდა, მაგრამ ის და დედაჩემი რატომ დაშორდნენ ეგ არ ვიცი. -ძალიან სამწუხაროა ვუთხარი მე და ჩემი ამბის მოყოლა დავიწყე...მე 1925 წლის 19 დეკემბერს დავიბადე ლისაბონში და ამის შემდეგ დედაჩმზე და მამაჩემზე ვესაბრე. რაღაც მომენტებში გაიცინებდა ხან დანაღვლიანდებოდა და თავს დახრიდა... მოყოლა რომ დავასრულე საათს გახედა და მითხრა რომ აგვიანდებოდა უკვე 12 საათი მოსულა... წამოვდექი გავაცილე და როდესაც გადიოდა მკითხა... -უკაცრავად ცუდად არ გამიგოთ მაგრამ დაოჯახებული თუ ყოფილხართ? -დაოჯახებულიი.... დავიბენი აი ჩემი ყველაზე ბნელი მოგონება ყველაზე რთული რამ რაც კი ცხოვრებაში გადამიტანია, მცირეოდენი პაუზის შემდეგ ვუთხარი რომ დიახ ვიყავი... გამიღიმა და დამემშვიდობა... კიდევ შევხვდებით მისტერ ტომას მომაძახე როდესაც კიბეებზე ჩარბოდა.კარი დავხურე, გული ამიჩქარდა მან ის გამახსენა რასაც ამდენი ხანია ვებრძვი, იქნებ ეს შეცდომა იყო შეცდომა იყო რომ იმ დღეს გარეთ გავედი და ამ ბიჭს შევხვდი... ნეტავ სად არის ჩემი ურსულა ჩემი პირველი სიყვარული. ურსულა ჩემი მეუღლე გახლდათ, ცოლად მოვიყვანე მაგრამ ცოტა ხანში გაუფრთხილებლად დამტოვა,სად არ ვეძებე მაგრამ ვერსად ვიპოვე მას შემდეგ მოოლებული ვცდილობ დავივიწყო დავივიწყო ის დღე როდესაც შინ დავბრუნდი და ის აღარ დამხვდა. 3 დღე გავიდა რაც მარკი არ გამოჩენილა ცოტა არ იყოს ავნერვიულდი და მე გადავწვიტე მასთან მისვლა ის ბიკას რაიონში ცხოვრობდა ჩემი სახლიდან 3 კილომეტრის დაშორებით. ბიკა ერთ ერთი ცნობილი ქუჩა იყო მისი ბინა მოვძებნე ავიარე კიბეები და მესამე სართლზე ნომერ მე_8 ე ბინაში ცხოვრობდა.კარებზე დავაკაკუნე და ცოტა ხნის შემდეგ გაიღო. კარი გოგომ გააღო, მაღალი და ქერა იყო, ცოტა დავიბენი და ძლივს წარმოვთქვი სიტყვები -უკაცრავად ეს მარკის ბინაა? -გოგონამ თვალი მომავლო და მითხრა დიახ ეს მარკის ბინააა, და თქვენ ვინ ბრძანდებით. -მე მარკის მეგობარი ვარ ტომასი, დიდი ხანია არ მინახავს და ავნერვიულდი კარგადაა? ვიკითხე დაბალი ხმით. -კი კარგადაა, სამსახურს ეძებს და დილას წავიდა შემობრძანდით მალე მოვა. შევედი ყავა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარი წყალი დამისხა და ჩემს წინ ჩამოჯდა. -მე გვინევრა ვარ მარკის ცოლი, უკვე 2 წელია დავქორწინდით და შვილს ველოდებით -გავუღიმე და მივულოცე.ცოტა გამიკვირდა, რადგან მარკს ჩემთვის არ უთქვამს რომ ცოლი ყავდა და მითუმეტეს შვილს ელოდებოდნენ. მე და გვინევრა ვსაუბრობდით ცოტა რამ ჩემზეც მოვუყევი და კარების გაღების ხმა მოგვესმა, გვინევრა წამოდგა და კარებისენ წავიდა. მოხვედი საყვარელო? იკითხა გვინევრამ, შენთან სტუმარია ამბობს რომ მარკის მეგობარი ვარო ტომასი ქვია... ოთახში მარკი შემოვიდა და მომესალმა, ბოდიშიც მომიხადა რომ ჩემთან აღარ მოსულა. მითხრა რომ სამსახურს ეძებდა და ვერ მოახერხა მოსვლა. -ხო მართლა ეს ჩემი ცოლია გვინევრა მითხრა მე და გოგონას ხელი მოხვია. -დიახ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ძალიან სასიამოვნო მეუღლე გყავთ ვუთხარი. ორივემ გამიღიმეს და ერთმანეთს გადახედენ. მათ თვალებში უძლიერესი სიყვარული დავინახე ისეთი ბედნიერები იყვნენ ერთმანეთს რომ უყურებდნენ... კარგით აღარ მოგაწყენთ დაგტოვებთ. -რა გეჩქარებათ ცოტა ხანი გაჩერდით, მითხრა მარკმა. -არა ცოტა ხნით შემოვიარე მაინტერესებდა კარგად ხომ იყავით, მადლობა ნახვამდის. -ნახვამდის. გზაში მოვდიოდი და ვფიქრობდი რატომ მეჩვენებოდა რომ თითქოს ამ ბიჭს ადრეც შევხვედრივარ ან რაღაც საერთო გვაქვს... ღამეა კარებზე კაკუნია ვაღებ და რას ვხედავ ჩემს წინ ურსულა დგას მიღიმის და მესალმება,მივაშტერდი თვალებზე ხელი მოვისვი.. -ურსულე ეს შენნ შენ... -მე ვარ ტომას მე დავბრუნდი... -კი მაგრამ როგორ, სად იყავი რატომ წახვედი რამე დავაშავე? -არა შენი ბრალი არ არის გრძელი ამბავია მოგიყვები აქ ერთი რამის გამო მოვედი, ახლა რასაც გეტყვი არასოდეს დაგავიწყდეს ტომას ამის სათქმელად მოვედი აქ... -იქნებ შემოსულიყავი და ისე გვესაუბრა ურსულა... -არა ვერ მოვასწრებ ტომას შენ შვ... ვიღაცამ იარაღი გაისროლა და ლოგინიდან წამოვხტი ხმა ქუჩიდან მოდიოდა, ო არა ეს სიზმარი იყო? ურსულა რისი თქმა გინდოდა რა იყო ასე სასწრაფო ან სად გეჩქარებოდა თითქოს ვიღაც მოგსდევდა.ლოგინიდან წამოვხტი კარებამდე ძლივს მივაღწიე,გავაღე და თითქოს ურსულას სურნელი ვიგრძენი... ძირს წერილი ეგდო ავიღე სახლში შევიტანე და კარები დავხურე. წერილს ჩემი მისამართი ეწერა უკნიდან კი მარკ ფიცჯერალდი. გამიკვირდა მარკმა წერილი რატომ დამიტოვა... წერილი გავხსენი და მხოლოდ ერთი სიტყვა ეწერა ,,დამეხმარე''. წერილი გვერძე მოვისროლე, უცებ ჩავიცვი და მარკთან გავიქეცი თან ვფიქრობდი რა შეიძლება მომხდარიყო. ბინა ავირბინე და კარებზე ისე მაგრად ვაკაკუნებდი ლამის კარები ჩამოვიღე... კარები მარკმა გააღო მას უკან გვინევრა იყო ამოფარებული ორივე შეშინებული იყურებოდა. -ტომას? როგორ შეგვაშინე რა ხდება ჩვენ რა არ ვიფიქრეთ, უკვე დამშვიდებლი ხმით თქვა მარკმა. -მარკ შენი წერილი მივიღე როგორც კი ვნახე გამოვიქეცი შემეშინდა რა ხდება? -მარკმა გაოცებული შემომხედა და ძლივს წარმოთქვა, წერილი? -ხო წერილი რომელიც შენ დამიტოვე დილით ვნახე როდესაც კარები გავაღე და მაშინვე გამოვიქეცი. -კი მაგრამ მე... წერილი მივიღე ეს რამე ოინია? -არა ტომას მე არ მომიწერია ალბათ სხვამ მოგწერა და გეშლება. -უკან შენი სახელი ეწერა გარკვევით მარკ ფიცჯერალდი წინ კი ჩემი მისამართი. მარკი გვინევრას მიუბრნდა... საყვარელო მალე მოვალ უნდა გავარკვიო რა მოხდა. -ტომას წავედით წერილი მაჩვენე. მითხრა მარკმა ბინაში ავედი კარები შევაღე და წერილი სადაც დავაგდე იქ მივედი. მარკი უკან მომყვებოდა. წერილი კი მოვისროლე მაგრამ კარგად მახსოვს რომ ლოგინზე დავარდა ვუთხარი მარკს. ლოგინს მივუახლოვდი წერილის ძებნა დავიწყე მაგრამ ვერსად ვნახე. წერილი არაა ვთქვი ბოლოს. -წერილი აღარა,ა ეს როგორ... დილით მივიღე და აქ დავაგდე. მარკმა გაოცებული შემომხედა. -ტომას...... -არა არა მარკ არაფერი თქვა აქ იყო... ტომი სადა ტომი? ტომის ძბნა დავიწყე ტომიც აქ დავტოვე... ტომი მეორე ოთახში ვნახე, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა რომ კარები გარედან დაკეტილი იყო.მე ის აქ არ ჩამიკეტავს მე ოთახში დავტოვე მაგრამ... -ტომას იქნებ ოთახში შედი და ტომიც შემოგყვა გამოსვლის წინ კი კარები გამოხურე და ტომიც შიგ დარჩა. -არა დილით შენი წერილი მივიღე თუ არა გამოვიქეცი არსად შევსულვარ... -კარგი ტომას დაწყნარდი მითხრა მარკმა,აქ არანაირი წერილი არ არის დაივიწყე მე კარკად ვარ არანაირი საფრთხე არ მემქრება... ახლა უნდა წავიდე გვინევრა მარტოა სახლში ინრევიულებს, საღამოს მოვალ გინახულებ. -კი მაგრამ... კარგი მარკ საღამოს გნახავ. გავაცილე და კარები დავხურე... ნუთუ ამ ყველაფერს ჩემს უცნაურ სიზმართან აქვს კავშირი რას ნიშნავს ეს ყველაფერი... აშკარაა რომ წერილი არსებობს და ჩემი სახლიდან ის ვიღაცამ წაიღო არ მოვისვენებ სანამ ამას არ გავარკვევ. დაღამდა მაგრამ მარკი არსად ჩანდა გადავწყვიტე რომ მასთან მივსულიყავი. მივედი კარებზე დავაკაკნე მაგრამ არავინ გააღო, ვიფიქრე რომ სადმე სასერნოდ გავიდნენ ახალგაზრდები. მოვბრუნდი და კიბეებს ჩავუყევი... ვიღაც ქალი ამოდიოდა მას მარკზე და გვინევრაზე ვკითხე ხომ არ იცოდა რამე... მან მითხრა რომ მარკმა გვინევრა სავადმყოფოში წაიყვანა გვინევრა სახლში შეწუხებული დახვდა სასწრაფო გამოიძახეს და წავიდნენ... გული ამიჩქარდა კიბეს დავეყრდენი და ძირს ნელა წამოვედი... უკან მოვიხედე უკაცრავად ქალბატონო... ხომ არ იცით რომელ სავადმყოფოში წავიდნენ?? პასუხი დამიბრუნა და მეც წავედი... სავადმყოფოში შევარდი ვიკითხე რომელ პალატაში იყვნენ მითხრეს რომ მესამე სართულზე ნომერ 203-ე ოთახში იყვნენ. უცებ ავედი მარკი თავზე ედგა, მარკ? რა მოხდა? რა მოუვიდა გვინევრას? კარგადაა? -ტომას სახლში ვიღაც შევიდა ჩვენი წამოსვლიდან მალევე გვინევრას ძლიერად აქვს თავში ჩარტყმული ვიღაცამ მისი მოკვლა ცადა. -რაა? მარკ იქნებ ისინი იყვნენ ვინც მე წერილი დამიტოვეს? -არ ვიცი ტომას, მაგრამ გავარკვევ და ვანანებ იმ ნა*******ს. -მეც შენთან ვარ მარკ... გვინევრა გონს მოვიდა. მარკ? -საყვარელო რა მოხდა? ქურდები იყვნენ? -არა მარკ.... ისინი.... ისინი შენ და ტომას გეძებდნენ, როდესაც ვუთხარი რომ აქ არ იყავით თავში ჩამარტყეს... -რაა? მე და ტომას? კი მაგრამ რატო? ვინაა რა უნდა ჩვენგან? გავვოცდი მე და მაარკი? რას გვერჩიან ან ის წერილი რას ნიშნავს ნუთუ ეს წერილი იმისთვის იყო რომ მარკთან მივსულიყავი და ერთად მოვეკალით... მარკი რომ ჩემთან არ წამოსულიყო სახლში ვიქნებოდით და ისინიც მაგ დროს მოვიდოდნენ... იცოდნენ რომ ერთად ვიქნებოდით თორემ გვინევრას რატომ ეტყოდნენ სად ვიყავით მე და მარკი... ოთახში ექიმი შემოვიდა... ექიმო გვინევრა როგორაა? კითხა მარკმა -ქალბატონ გვინევრას თავში ძლიერად აქვს ჩარტყმული,მაგრამ მას და მის ნაყოფს საფრთხე არ ემქრებათ. ერთი დღე ჩვენთან დარჩება და შემდეგ გავწერთ. მოგვიანებით ისევ შემოვივლი ახლა კი ექთანი შემოვა და ქალბატონს დასამშვიდებელს გაუკეთებს. ექიმი გავიდა მე მარკს მივუბრუნდი -მარკ... ამის შემდეგ ფრთხილად უნდა ვიყოთ გვინევრას არ მოცილდე კარები ჩაკეტეთ და არავის გაუღოთ. განაცხადს პოლიციაში შევიტან წერილზეც მოვახსენებ და გამოძიება დაიწყონ, დამნაშავე მალე ნდა ვიპოვოთ. -გმადლობ ტომას, თქვა გვინევრამ და მარკს გახედა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.