შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი წარსული 2 ნაწილი 3 თავი


31-07-2017, 19:51
ავტორი Mari S
ნანახია 1 294

ნუთუ იცის ყველაფერი? წარსულში კიდევ მოხვედრა შეიძლება? რას ნიშნავს ძვირფასი ნივთები?მაგრამ ვერც ვერაფერს ვკითხავ, იქნებ არც არაფერი იგულისხმა და მე მაქვს ილუზიები. წიგნი კიდევ გადავშალედა ეხლა ჩემთვის გაჩნდა წარწერა
,,ქალბატონო მარიამ , თქვენი მისია ჯერ არ დამთავრებულა, ვინაიდან I შესაძლებლობა კრახით დასრულდა. დაელოდეთ შემდეგ მითითებებს.“


წიგნი ალბათ მეასეჯერ გადავათვალიერე მაგრამ არაფერი ახალი, დაწერაც ვცადე, მაგრამ მელანს ფურცელი იწოვს. უსამართლობაა, თუ ეს წიგნი კომუნიკაციისთვისაა, მაშინ ერთ მხრივი რატო არის?!
მეორე დღეს, ჩემი სახლის პატრონთან უნდა მივსულიყავი და რემონტის ამბავი უნდა გამეგო, მაგრამ იქიდან ისეთი არეული დავბრუნდი, ვისღა ახსოვდა რემონტი. თავში სულ მისი სიტყვები მიტრიალებს:,, ჩემი შვილი ჯერ არ დაბრუნებულა ტაილანდიდან, დილით ველაპარაკე და მითხრა 2 კვირაში ჩამოვალო,“ თუ მისი შვილი ჯერ არ დაბრუნებულა,მაშინ ვინ მყავს სახლში?
კარებს ფრთხილად ვაღებ, თითის წვერებზე მივიპარები, მთელი სახლი მოვიარე მაგრამ არღარსად იყო, მისი ნივთებიც კი გაქრა, თითქოს აქ გუშინ არავინ მოსულიყო. არა აქ ჩამოსვლა არ ღირდა, რაც აქ ჩამოვედი ყველაფერი უცნაური მე მემართება. უცნაური ბავშვი და ეს ბიჭი, უცნაური წიგნი თავისი წარწერით.
დასაძინებლად დავწექი, ვიცოდი არ დამეძინებოდა, მაგრამ მაინც უნდა მეცადა, ამ ყველაფერს ჩემს ჯანმრთელობას ვერ გადავაყოლებ. თითქოს ჩამეძინა კიდევაც, რომ არ გავეღვიძებინე ბავშვის ტირილს, აქეთ იქით მიმოვიხედე, მაგრამ ყველაფერი გაჩუმდა, არსაიდან ხმა არ ისმოდა, ამ ტირილს მერე ყვირილიც მოყვა, მაგრამ იმდენად გაუგებარი იყო, რომ ერთი სიტყვაც კი ვერ გავარჩიე, ამას ბოლოს ხალხის ზუზუნი მოყვა, ისე როგორც ბაზარში იცის ხოლმე, ამას დამატებული ცხენების ჭიხვინის ხმაც. ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა ქმნიდა ქაოსს სიმშვიდეში. ყურებში თითებს ვირჭობ, მაქსიმალურად ვაწვები, მაგრამ ხმა უფრო ძლიერდება, სახლიდან გავვარდი და ლიფტი გამოვიძახე, ვალოდები და თმებს ვერ ვეშვები, ნერვული წიკები დამეყო იმდენად გამაღიზიანებელი იყო ეს ყველაფერი, ხმა თითქოს ჩემი კუდი იყოს, სადაც მივდივარ ისისც იქ მომყვება. პირვეკ სართულზე ჩავდივარ და გარეთ მივრბივარ, თითქოს გავექცევი იმ ხმას რომელიც ჩემს გონებაშია. თითქოს მიწყნარდა კიდეც, ნელნელა ყველა ხმა ერთმანეთს მიყვა და გაიფანტა მარადიულ სიბნელეში, ან მარადიულ მომავალში, მაგრამ ყველაზე საშინელი ბოლო ხმა იყო, რომლიც ყველაზე დიდხანს იყო, ეს იყო ძახილი, თხოვნა. ბავშვი დედას ეძახდა და დახმარებას სთხოვდა, იტუიცით ვგრძნობ რომ ჩემი პატარასი, ჩემი დათოს ხმა იყო, რომელიც დედას ეძახდა და ტირილნარევი ხმით დედას სთხოვდა დახმარებას. ეხლა ვხდები რომ მაშინპირველად მომიკვდა გული, მაშინ პირველად გამოტოვა გულმა ფეთქვა, მაშინ პირველად შემიჩერდა სუნთქვა, როდესაც გავიაზრე რომ მე ჩემი შვილი მივატოვე, დავტოვე იქ სადაც მეც კი ვერ გავჩერდი, სადაც დედა ვერ დაიცავდა და ვერ ჩაეხუტებოდა, სადაც დედის სითბოს ვერ იგრძნობდა მე კი მის სითბოს, მის ხშირ სუნთქვას, პირველად დაძახებულ დედას, ეხლაც გავიგონე მისი ხმა, მაგრამ.... ეს იყო ხმა რომლის გაგონებაც არცერთ მშობელს უნდა.
სახლში დავბრუნდი, მივარდი წიგნს და მაკრატლით დავჭერი, მერე დავგლიჯე და ბოლოს დავწვი, ფერფლად ვაქციე ყველა მოგონება, ყველა ტკივილი და ჩემი შვილიც, გგონიათ ეგოისტი ვარ ,არა, ცდებით. მე დედა ვარ, რომელსეც არ შეუძლია შვილის ხვეწნა მოისმინოს და ვერაფერი გააკეთოს, უსარგებლოდ იგრძნოს თავი. წყალს ნერვიულად ვსვამ, თითქოს მას გავატანდე სულის მშფოთვარებას. ნელა მივაბიჯებ, სულიერად გამოფიტული ვარ, დივანზე ვჯდები და წინ ისევ ის დაწყევლილი წიგნი მიდევს გადაშლილი
,, მე ვარსდროს გამანადგურებ, მე ვერსდროს მომიშორებ, ყოველთვის როცა წინ გაიხედავ, ორჯერ უკან მოიხედები რომ მე არ დამინახო, მაგრამ მე უკვე წინ დაგხვდები. მე ვიქნები შენი საუკეთესო მეგობარი და დაუძინებელი მტერი; და მხოლოდ სიკვდილი შეგვარიგებს და დაგვაშრებს კიდეც, რადგან შენი ერთადერთი მოკავშირე შენი დაუძინებელი მტერია“
ეხლა მივხვდი რომ იმაზე ცუდადაა საქმე ვიდრე მე მეგონა, რა უნდა ამ წიგნს ჩემგან, რატომ ამირჩიეს მე, მე ხომ არავისგან არ გავსხვავდები; წიგნზე ახალი წარწერა:
,, შენ არ ხარ უბრალო მოკვდავი, შენ ვარსკვლავებმა აგირჩიეს. ქალღმერთი ნირას რჩეული ხარ, რადგან შენი შობის დღეს აინთო კვლავ, ბოლო 1000 წლის განმავლობაში“
-რა გავაკეთე არასწორედ? რა უნდა შემეცვალა წარსულში და ვერ გავაკეთე?
უკვე 12 წუთი გავიდა და წიგნი პასუხს არ მაძლევს,უძილობისგან თვალებს ძლივს ვახელ, მაგრამ მაინც ჯიუტად ვუძალიანდები, უკვე ბუნდოვნად ვარჩევ ყველაფერს, მაგრამ მიანც ვხედავ ახალ წარწერას
,, სეონ გონ სოკი უნდა მოგეკლა.“ ამასღა მოვკარი თვალი და ღრმა ძილს მივეცი თავი.
ჩიტების ჭიკჭიკმა გამომაღვიძა, თვალებს ერთმანეთისგან ძლივს ვაცილებ, მზე მანათებს, ცაზე თეთრი ღრუბლები დასრიელებენ და ეხლა ვხვდები რომ ჩემს სახლში არ ვარ. კვლავ წარსულში ვარ, და რაო რა თქვა წიგნმა ჩემი მასკიანი უნდა მომეკლა?! წამოვიწიე და ეს დაწყევლილი წიგნი გვერდზე მიდევს მე კიდე ჩემს ხესთან ვარ, იმ ხესთან რომლეთანაც პირველად შევხვდი ჩემს მასკიანს...

ჩემო საყვარლებო იმედია მოგეწონებათ, ვიცი პატარა, მაგრამ ვეცადე ინტრიგები არ დამეკლო smile თქვენი აზრები მაინტერესებს ყველაფერთან დაკავშირებით, შემდეგისთვის ვეცდები რომ ამაზე გაცილებით დიდი თავი დავდო heart_eyes



№1 სტუმარი Guest lola

ისევ წარსულში დაბრუნდა? ვიცი ვერ მოკლავს მასკიანს, მასკიანი თუ იქნება მომავალში? მოკლედ მოუთმენლად ველი შემდეგსდა უფრო დიდს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent