ვარსებობ რომ შეგიყვარო -თავი 6
თავი 6 გადიოდა დღებიი ,კვირეეები და უფრო და უფრო მაბედნიერებდა დამიანე ,მზის ამოსვლა იყო ჩემს ცხოვრებაში .მიყვარდა ,ყველაზე და ყველაფერზე მეტად .მასთან გატარებული თითვეული წამი ბედნიერება იყო ჩემთვის .ყველაზე ყურადღებიანი იყო ,არასდროს იგვიანებდა .სულ მახარებდა ,ხან ყავილებს მჩუქნიდა ხან კი ულამაზეს ადგილებში დავყავდი .ბავშვებიც სულ ჩვენთან იყვნენ ,გაბერილი ლიზა და ლუკაც შემოგვიერთდნენ და შევიკარით დიდი სამეგობრო .უნივერსიტეტშიც კარგად მიმდიოდა საქმეები ,დამიანე ყველაფერში მეხმარებოდა . ხშირად მიწევდა მარიამის მარტო დატოვება ,ხან კახეთში მივიდოდით მე და დამი ხან კი რაჭაში თუმცა ვიცოდი რომ უსაფრთხოდ იყო .სანდრო უყურადღებოდ არასდროს ტოვებდა.ყველა ვხვდებოდით რომ იყო მათშორის ნაპერწკალი .ორივეს უანათებდა თვალები ერთმანეთის დანახვისას თუმცა მაინც მაიმუნობასი გაყავდათ დრო .ვაჩე ,არც კი შეცვლილა ისევ ისეთი სიცოცლით სავსეა .ახალი წელი მოდის .ჩვენთან არიან ბიჭები .ვგეგმავთ სად წავიდეთ . -მართლა კარგი წვეულება იქნება ,დამიჯერეთ -არ ჩერდება სანდრო , -კარგი რა სანდროო ,ბიზნესმენები და ეს აწეული ხალხი არ შემიძლია რააა-ქოთქოთებს მარიამი -მართლა კარგი აზრია ,წავიდეთ მაგ წვეულებაზე და თუარ მოგვეწონება ჩვენებურად ჩავუჯდეთ ჩემთან წყნეთში -ამბობს დამიანე -დამის ვეთანხმები -ოოხ ეს წყვილები რააა ,დაუჭირა მხარი გოგომ -ვერ ჩერდება მარუსა -მოკლედ მოემზადეთ რაა ,შვიდზე გამოგივლით -მკოცნის დამი და მემშვიდობება .სახლს ვალაგებთ და ფილმის ძებნას ვიწყებთ .არდადეგებია და რა გვენაღვლება . -ელენე შენი ოთახიდან დამტენი გამომიტანე რაა ,დამიჯდა ლეპტოპი -ხო ეხლავე -ოთახში შევდივარ და საწოლზე მიფენილ ულამაზეს წითელ კაბას ვხედავ ,ზევიდან წერილი ადევს .ვშლი და ვკითხულობ „მინდა რომ ხვალ ეს კაბა ჩაიცვა ,არ მკითხო საიდან იცოდი რომ წამოვიდოდიო ,ისედაც იცი რომ საოცრება ვარ !-მეღიმება -ზუსტად ვიცი ულამაზესი იქნები ამ კაბაში და ბოლოს ქალბატონო მე თქვენზე ვაბოდებ !! „-სიხარულისგან მეტირება .მარიმი შემოდის და ძლიერად მიხუტებს .ასეთიბედნიერი არასდროს ვყოფილვარ .დაწოლის წინ ტელეფონს ვიღებ და მესიჯს ვწერ . -„მიყვარხარ იმიტომ ,რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ ,რომ მეპოვნე“ -„ბედნიერების ერთადერთი მიზეზი ხარ „ ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, სახლში გვიან მივედი .სასტუმრო ოთახში ხალხი ირეოდა ,ვერ ვიტან ხალხმრავლობას ,ამიტომ ზევით გადავინაცვლე .მუსიკები ჩავრთე .ოთახში მამაჩემი შემოდის . -სანდრო დაუწიე მუსიკას საქმე მაქვს , -მოიცალე დემეტრე ჩემთვის ? რას მივაწერო -ეგრე ნუ მელაპარაკები! კარგად იცი რომ უამრავი საქმე მაქვს ! -რა საქმე გქონდა ? -ხვალ წვულებაზე ჩემი პარტნიორის გოგო უნდა დაპატიჟო ! მნიშვნელოვანია ეს პარტნიორობა ჩემთვის ,ამიტომ დამდე პატივი და დამეხმარე -არა მამა ! მე უკვე ვიცი ვისაც წამოვიყვან ! ვერ მიბრძანებ -საწოლიდან ვდგები ,დედაჩემი შემოდის -რა გაყვირებთ კიმაგრამ ! მთელს სახლს ესმის თქვენი ყვირილი -უარს ამბობს ქეთევან! არ ესმის რომ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის -წადი მე დაველაპარაკები -საწოლზე ვჯდები ,დედაც გვერდით მიჯდება -სანდრო დედი ,გთხოვ დაეხმარე მამაშენს -დედაა -ჩემი ხათრით სანდრო -მეხუტება და მკოცნის -მხოლოდ შენს გამო დედა! ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ელენე დილიდან ემზადება ,დამიანეს ნაჩუქარ კაბას მესამედ იცმევს და იხდის ,ოთახებში დარბის ,ვერ ისვენებს -კარგი ელენე თავბრუ მეხვევა უკვე ! -ხო კარგი მზად ვარ .აბა მარუს როგორია -თვალებს ვერ ვუჯერებ ისეთი ლამაზია -მგონი დამიანეს გული დაარტყავს -რეებს ამბობ გოგო ! ღმერთმა დაიფაროს დამი .-მაგრად მჩქმეტს -შენც მოემზადე მალე რას მიზიხარ გახდა შვიდი -ელენე მე არ მოვდივარ ! -მოიცა რაა ? არ გამაგიჟო ეხლა ! რას ქვია არ მოდიხარ ? -ელენე შენ და დამიანეს გდიოთ კუდში ? მირჩევნია დავრჩე -სანდრო -ხმა არ ამოიღო ელენე ,არაფერი უთქვამს ,იქნებ არც უნდა ჩემთან ერთან წასვლა ? არ მაინტერესებს -ხო კარგი როგორც გინდა მარ -მოდის და მეხუტება .კარზე ზარია.ოხ დამიანე ადრე მოგივიდა , -ვეღარ მოითმინე ? ოთახშია შედი -სიცილით ვეუბნები და გამოპრანჭულ ვაჩეს ვუყურებ -ოხ ვაჩუნა ,რა სიმპო ხარ ჩიტოოო -სამჯერ ტრიალდება და სახლში შემოდის -მე კი ვარ სიმპატიური მაგრამ ეს გოგო რატომ არაა ჩაცმული ამიხსნით ვინმე ? -არ მოდის ! -ოხ ელენე რას მიახალე. -რატო არ მოდიხარ მარიამ ? ხდება რამე ?-ელენე რაღას ეჩურჩულება ვაჩეს და ისიც იკრიჭება -ეხლა გამახსენდა რომ მეწყვილეს ვეძებ ,არ გინდა წამომყვე ?-მიცხადებს ვაჩე და ხელს მიწვდის ,სახლში მარტო დარჩენას კი მირჩევნია ამ გიჟთან ერთად წასვლა . -ხო კარგი წამოვალ ,მალე მოვემზადები ელენე კი არ ვარ !-ვუღიმი ელენიიკოს და ოთახში შევდივარ .ახალ კაბას ვიღებ.ლიზამ მაჩუქა დაბადების დღეზე .დახვეწილი სადა კაბაა ,ზურგზე ჭრილით .ტანზე ვიტმასნი,მკრთალ მაკიაჟს ვიკეთებს და ვსო მზად ვარ . -წავედით ხალხო -ოთახიდან გამოვრბივარ -დამიანე ძმაო ასი თვალიუნდა გამოვიბათ დღეს ! ასეთი გოგოებით რომ მივდივართ -ნუ მაიმუნობ ვაჩე ,წავედით ! ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, -სან,რა გჭირს რატომ არ ხარ ხასიათზე ?-ზედ მეკვრება მაკუნა თუ რაღაც მსგავსი -არაფერი არ მჭირს -მაშინ თუ არ გჭირს მეცეკვე რაა ,რამდენი ჟურნალისტია ნახე,ყველა ჩვენ გადავიღებს -როგორ გამახარა,ამ გადაპტანჭულ თოჯინასთან ერთად სურათებიღა მაკლდა .საცეკვაოდ მივყვები .კარებში დამიანეს სილუეტს ვამჩნევ გვერდძე ელენე მოყვება.ცეკვას ვწყვეტ და მათკენ მივდივარ -აუ კეხლა თქვენი მოსლა რომ გამიხარდა ისე არაფერი -რა იყო სასაკალოა ? -უარესი -კარებში ვაჩე შემოდის მარიამთან ერთად . უბრალოდ ულამზესია .თვალს ვერ ვაშორებ .ანათებს ამ კაბაში. გვიახლოვდება -ვაიმე ეს ვინ ამკიდეთ ,დამაწყვიტა ნერვები მთელი გზა -ბუზღუნებს -იგივეს ვიტყოდი-იჯღანება ვაჩე ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, შარვალკოსტუმი აცვია .უსიმპატიურესია ამ ფორმაში .რამის დავდნე ისეთი მიმზიდველი .ამ ფიქრებში ვარ .სანდროს ვიღაც რომ ეკიდება ზედ . -აუ სან,რატო დამტოვე ? ესენი ვინ არიან არ გამაცნობ ?-გადაპრანჭული ბარბი,გრძელი ფეხებით და სამი სართული ტონალურით.ჩვენ თავს აცნობს .მაკუნა ? რა ამაღელვებელია სანდრო და მაკუნა .უხდებიან .ახლა გასაგებია რატომ არ მთხოვა წამოყოლა ბევრად უკეთესი უნახავს .ვცდილობ ცრემლები შევიკავო .ელენე მაშინვე ამჩნევს და საპირფარეშოსკენ მიმითითებს -უკაცრავად ,დაგტოვებთ ცოტახანს .დაწყნარდი მარიამ,რატომ ტირი ? არავინ ხართ თქვენ ორი ერთმანეთისთვის .თავი ხელში აიყვანე, ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, ვაჩე ხელს გვავლებს მე და დამიანეს და დარბაზის კუთხეში გავყავართ -ეს სიტუაცია არ მომწონს ! ზუსტად ვიცი აიძულეს ! დედამისი სთხოვდა დაისიც ვერ შეეწინააღმდეგა ალბათ .ეხლა მომისმინეთ . თავის გეგმას გვანდობს ვაჩე .სიცილს ძლივს ვიკავებთ . -არაა კარგი საქციელი ვაჩე ,მაგრამ მეგობრებისთვის მოსულა -ხელს ურტყამს დამიანე , -მე ისედაც თანახმა ვიყავი , დამიანე სანდროსთან მიდის და გვერდზე გაყავს ,ვაჩე კი მარტო დარჩენილ მაკუნას გვერდძე უდგება და საცეკვაოდ წაყოლას სთხოვს .ისიც თანხმდება.ახლოს უდგება ვაჩე .ვალსის პოზაში.მოულოდნელად ცეცხლოვანი ტანგოს მაგივრად chicken dance ირთვება და ვაჩეც ტრადიციულ ცეკვას იწყებს ,მაკუნა გაშტერებული რჩება ადგილზე ,ჟურნალისტები ათას ფოტოს უღებენ .მე და დამიანეც ვუერთდებით ვაჩეს და მალე მთელი დარბაზი ცეკვავს .გაგიჟებული მაკუნა დარბაზიდან გადის და თან ჟურნალისტების არმია მიყვება .ვაჩეს ხელს ვურტყავთ და სანდროს ვეძებთ .სიცილისგან ცუდადაა და კუთხეშია მოკუნტული. ,,,,,,,,,,,,,,,,,,,, მშვიდი სახით გამოვდივარ .არ მინდა შემამჩნიოს .დარბაზი იხოცება სიცილით .ღმერთო რა ხდება ?სამსჯერ ვათვალიერებ ჩემს თავს .ყველაფერი წესრიგში მაქვს .აზრზე მოსვლას ვერ ვასწრებ სანდრო ხელს რომ მავლებს და გარეთ გავყავარ.................. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.