ვარსებობ რომ შეგიყვარო - თავი 5
თავი 5 -დამიანე ახლავე გააჩერე მანქანა ! სასწრაფოდ ! -ხმას ვიმკაცრებ .ისიც მაშინვე აჩერებს .კარს ვაღებ და უკუნით სიბნელეს რომ ვხედავ უკვე მეშინია -ხო კარგი ,წადი და სადმე განათებულ ადგილას გააჩერე-ვეუბნები და თავს ვატრიალებ .მანქანის გაჩერება და ჩემი მეორედ ზურგზე მოგდება ერთი იყო.ეზოში შევდივართ .ძირს მსვავს . -ესეც განათებული ადგილი ქალბატონო .-უზარმაზარი სახლია,ყველა მხრიდან განათებული . -დამიანე აქ რა გვინდა ?ახალვე სახლში წამიყვანე .-მიახლოვდება ,ჩვენს შორის მანძილს საგრძნობლად ამცირებს .არ ვიცი რას ვგრძნობ ამ წუთას ,აიხომ არსებობს გრძნობები რომელსაც სიტყვითვერ გადმოსცემ .ჩემს სახეს ხელებში იქცევს და თითებით მეფერება ,შემდეგ მიახლოვდება და შუბლზე ნაზად მკოცცნის .ძვლებამდე ატანს მისი ერთი შეხება !ერთი კოცნა !ამ დროს ზუსტად ვიცი რასაც ვგრძნობ მის მიმართ .მისკენ ვიწევი და ძლიერად ვეხუტები .მის სურნელს ვგრძნობ .თითქოს ამ სურნელით ვსუნთავ . -ელენე -მეუბნება დაბეხოებბული ხმით ოღონდ ისე რომ არც მცილდება -ხო-ამოვიკვენესე ,მის წინ ვდგები ,თვალებში მიყურებს -ყველაზე გულწრფელი გრძნობით მიყვარხარ -„ყველაზე მშვენიერი მდუმარება მაშინ ჩამოწვება ხოლმე როცა ტუჩები ერთმანეთს ეხება „ ეკლები მაყრის მისი ტუჩების შეხებისას ,ყველა ჟრუანტელის ეპიცენტრი-დამიანე დადიანი ,ადამიანი რომელიც მოულოდნლეად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და გულს დაეპატრონა . „ვინც გიყვარს ,გზის მეორე მხარეს თუ შეამჩნევ ,შუქნიშანს არ დაელოდო ,გადაირბინე და ჩაეხუტე .....იქნებ გამწვანებამდე გვიანი იყოს .../მამა პეტრე/ -დამიანე ,მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ- გამიცინა .მე რომ მიყვარდა ზუსტად ისე .იმ ღამით სახლში არ წავსულვარ ,დამიანესთან დავრჩი .თავისი ოთახი დამითმო თვითონ კი სასტუმრო ოთახში დაიძინა .გადავწყვიტეთ დილით დაგვერეკა და გვეთქვა ბავშვებისთვის . ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, მთელი ღამე ელენე სახლში არ მოსულა .ძალიან ვნერვიულობ ,არა კი ვიცი რომ დამიანე არაფერს დაუშავებს მაგრამ მაინც .. მშობლებსაც ვერ ვურეკავ ,ძალიან ინერვიულებენ .ტელეფონი გათიშული აქვს .დამიანეს ნომერი კი არ მაქვს .კარზე ზარი მესმის .ელენეაა! ისე უნდა გავლანძღო რომ ,მოვიდეს აქ ჯერ .კარს სწრაფად ვაღებ .მოიცა სანდრო ? ამას აქ რა უნდა -რა ხდება სანდრო ? -შემომიშვი და გაიგებ-.დივანზე ჯდება ,მეც წინ ვუჯდები -მოკლედ ,ელენე მოიტაცეს და გამოსასყიდს ითხოვენ ,მაგიტომ მოვედი რა ფულს ვაგროვებთ . -რა?რა ფულს აგროვებთ ? ვაიმე რამდენს ? -ხან ერთ კედელს ვაწყდები ხან მეორეს.ჩემი ელენე,ჩემი ლამაზუნა . -სანდრო ვინ მოიტაცა ? -რა ვიცი მოხუცი კაცია რა ,მილიონერი ყოფილა ,ზესტაფონში ცხოვრობს გადასხვევთან -ბოლო ხმაზე იცინის .მომატყუა ! ეს იდიოტი ! არა მეც როგორ დავიჯერე ამხელა ქალმა -ონიანო,მოეშვი ამ უაზრო ხუმრობებს და სიმართლე მითხარი -ნამდვილად ვბრაზდები და ხელზე ვჩმეტ -კარგი ხო ,დამიანემ დამირეკა ელენე ჩემთანაა ,ყველანი ამოდით წყნეთში რაღაც საქმე გვაქვო .მეც არ ვიცი რა ხდება .-მეუბნება და თან ნატკენ ხელს იზელს . -ადექი მერე წავიდეთ ,მალე რას მისვენებულხარ მანდ .-მალევე ვწესრიგდები და სანდროსთან ერთად ჩავდივარ ქვევით .მანქანაც ყოლია ბიჭს , არა რა გამიკვირდა ნეტავ .გვერდით ვუჯდები . -რამე ჩართე რა !-ვეუბნები წუწუნით .ისიც არ აყოვნებს და მალევე მესმის ნაცნობი მელოდია ბოლო ხმაზე ! ED SHEERAN –SHAPE OF YOU .მთელი ტანით ყვება მუსიკას და თან მე მიყურებს Girl, you know I want your love Your love was handmade for somebody like me Come on now, follow my lead -წინ იყურე სანდრო ,უდიპლომოდ ნუ მომკლავ.მაინც არ ჩერდება და სასაცილო მოძრაობებს აკეთებს .მეცინება და მეც ვყვები ცეკვაში .ასე გაგვყავს დრო და როგორც იქნა ვაღწევთ ადგილამდე .მანქანიდან გადმოსვლა და ჩემი სახლში შევარდნა ერთი იყო.უკან სანდრო მომყვება ქოთქოთით -რო შევარდი დააკაკუნე მაინც .-არცვუსმენ ისე მივიკვლევ გზას სასტუმრო ოთახამდე .დივანზე ჩამომჯდარან გვრიტები .თხუთმეტი წუთია გაუნძრევლად სხედან და არაფერს ამბობენ . -იტყვით ეხლა ?.მოულოდნელად ვაჩე შემორბის ოთახში -მთავარი პირი მოვიდა ,აბა დაიწყეთ ეხლა -ხვნეშით შემოდის ვაჩე .დამიანემ ითავა დაწყება -მოკლედ კარგად იცით ყველამ ,ჩემმა მეგობრებმაც და მარიამმაც ჩვენი გრძნობების შესახებ -ლაპარაკს არ ვაცლი ,ისე მიხარია -ძალიან კარგადაც ვიცი რაც უნდა თქვა ,ესეიგი როგორც იქნა გაგანდო ელენემ თავისი გულის ნადები და დავისვენე მეც ?-ყველლამსიცილი დაიწყო ,ჩემი ელენიკო ,სახეზეც კი ეტყობა რომ ბედნიერია -აუ სანდრექს ჩვენც დავისვენებთ ძმაო-ბევრი ვილაპარაკეთ ,ვიმაიმუნეთ . -ვაჩე ,მე და შენღა შემოვრჩოთ თბილისელ გოგოებს -ახითხითდა სანდრო .არა რა აცინებს ? მექალთანე გორილა.დაწყნარდი მარიამ რა შენი საქმეა ! -აი დამი შენ ძმობას ვფიცავარ მაგრად მშია ტო ,რამე არ გავქს ? -ოხ ვაჩე გენაცვალე,მეც მშიოდა . -მოდით კოცონი დავანთოთ ჩვენ და გოგოები მოგვიმზადებენ რამეს ,გაფრთხილებთ ! დღეს არავინ მიდის აქედან .-ვერ შევეწინააღმდეგე დამიანეს ,ელენემაც მთხოვა დავრჩეთო ,თან ლექცია პირველზე მაქვს ხვალ ამიტომ არაა პრობლემა .წასახემსებლები მოვამზადეთ .ბიჭებს უკვე დაენთოთ ცეცხლი უკანა ეზოში და გველოდებოდნენ . -იმედია არ მოვკვდებით -სარკაზმით მაჯილდოვებს სანდრო -ნუ ბოდიალობ ონიანო და ჭამე !-ვაჩეს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა ,ბუტერბრუტები უგემრიელესი გამოვიდა .ეს ბიჭი ისეთი ხუმარაა დაგვხოცა სიცილით .უკვე საკმაოდ გვიანი იყო .ვაჩე გიტარით ხელში გამოვიდა სახლიდან . -ჩინგრი ჩინგრიი ,-ხელებს უტყაპუნებდა და თან“ მღეროდა „ -ვაჩე დადე ეგ გიტარა ,დაკვრა მაინც იცოდე-გაეხუმრა დამიანე -აუ მიდი სანდრიკ შენ ხო უკრავ და დაუკარი რა ტო -სანდრო და დაკვრა ? ეს უკვე საინტერესსოა -აღარ ვიცი დაკვრა ,დამავიწყდა -სიცილით ამბობს სანდრო და გიტარას გვერდზე დებს . -აუ წავედი დავიძინე ,ნაჭამზე კარგად მეძინება ხოლმე -მუცელზე ხელი მოისვა ვაჩემ და სახლში შევიდა -ჩვენც წავალთ მარ ,დილით გამოცდა მაქვს .-ოხ გამოცდა აქვს ქალბატონს და შეყვარებულის სახლში გულაობს -მერე იმეცადინე ? -დამი დამეხმარა -წითლდება და დამიანეს ხელს კიდებს .რაღაც დაჭკვიანებული მეჩვენება ეს გოგო.მე და სანდროღა ვრჩებით . -არ გეძინება -მშვიდად მეკითხება -არა ,ამ უნივერსიტეტის გადამკიდე სულ გვიან ვიძინებ,შენ? -მე კიდე ვერ შევეჩვიე აქაურობას ,ამერიკის დროზე ვარ ისევ .დიდხანს ვიყავით ჩუმად ორივე .ხანდახან ერთმანეთსაც ვუყურებდით .თუმცა მალულად . -სანდრო ,მართლა უკრავ გიტარაზე ?-არ ვიცი რატომ მაგრამ მომინდა მისი ხმა მომესმინა . -ხომ გითხარი კიდევ არ ხარ დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში თქო ,მოდი დავამტკიცოთ -გიტარას იღებს ,აკორდებს სინჯავს და იწყებს . You are the one girl And you know that it's true I'm feeling younger Every time that I'm alone with you We were sitting in a parked car Stealing kisses in the front yard We got questions we should not ask but How would you feel, if I told you I loved you? (ED SHEERAN –HOW WOULD YOU FEEL ) ყოველი სიტყვის შემდეგ მიყურებს ,სხვანაირი თვალებით , მისი ხმა მთელს სხეულში ატანს .რა შეუძლია ერთმა ადამიანმა მისცეს მეორეს ერთი წვეთი სითბოს გარდა?და რა შეიძლება ამაზე მეტი იყოს ? ვგრძნობდი მისი ხმიდან და თვალებიდან წამოსულ სითბოს .თითვეული სიტყვა,გულზე მხვდებოდა .სახე მიხურდა ,ცეცხლით კი არა მისი მზერით .მათბობდა ,ცეცხლზე მეტად მათბობდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.