არეული გრძნობები (4)
ვერ წარმოიდგენთ მეორე დღეს რა ენერგიულად წამოვხტი ფეხზე. ჩემი დიდი ჩემოდანი გადმოვიღე და დიდი მონდომებით დავიწყე ტანსაცმლის ჩალაგება. -მომენატრები საზიზღარო - ოთახში შაკო შემოვიდა და ჩემს საწოლზე წამოგორდა. -მეც მომენატრები - გავუღიმე და თან ოთახში საქმიანად ფუსფუსი განვაგრძე. -ეჰჰ, როგორ მოვიწყენ უშენოდ... ან ანას ვეტყვი გადმოდითქო - ენა გამომიყო და გაეცინა. -იცოდე რომ ჩამოვალ ძმისშვილი არ დამახვედროთ და რაც გინდა ის ქენით - მხიარულად გამოვუყავი ენა. -მაიმუნო. მართლა შეიძლება რომ შენს ოთახში გადმოვაბარგო? - მკითხა ლეკვის თვალებით. -კი, რა თქმა უნდა - დავეთანხმე მაშინვე. -მაშინ აღარ მოვიწყენ - გამიცინა და უფრო კმაყოფილი გაიშოტა მთლიან საწოლზე. -მომისმინე, ალექსანდრე უნდა ვნახო დღეს და სცალია თუ იცი? - ვკითხე სერიოზული ტონით. -შენ რომ დაურეკავ მოიცლის აბა რას იზამს. მგონი აეროპორტში მოსვლას აპირებს ისედაც. -ხო, მაგრამ მე მანამდეც მინდოდა ლაპარაკი და... -გატყობ, რომ მასთან ყოფნის იდეა არ მოგწონს - მითხრა სხვათაშორის. -მთლად მასეც არაა - დავიწყე თავის მართლება - უბრალოდ ალექსანდრესთან ყველაფერი მშვიდადაა. დემესთან კი რაღაცნაირად სხვანაირად. მინდა გავარკვიო გატაცებაა თუ რამე სერიოზული... -ჰო მაგრამ, ცოდოა ბიჭი. რაც გაგიცნო მაგის მერე უყვარხარ ტიპს - ჩაილაპარაკა სევდიანად. -გასაგებია, მაგრამ სიყვარული შეცოდება ხომ არაა -მაგაში გეთანხმები. როგორც შენ თვლი სწორად ისე მოიქეცი - შუბლზე მაკოცა და ოთახში მარტო დამტოვა. ალექსანდრეს დავურეკე და ვუთხარი რომ მოსულიყო, რათა აეროპორტში მას წავეყვანე. თან მანამდე დაველაპარაკებოდი კიდეც. დემე კი გავაფრთხილე, რომ არ მომაკითხო, პირდაპირ იქ მოვალთქო. -იმდენი ტანსაცმელი ჩაალაგე მგონი სამუდამოდ იქ დარჩენას აპირებ - ზურგს უკან ალექსანდრეს ბოხი ხმა გავიგე და მისკენ მივტრიალდი. -სავარაუდოდ იქ დარჩენა მართლაც დიდხანს მომიწევს - სევდიანი ღიმილი შევაგებე და მისკენ წავედი. -დაგელოდები. სადაც ამდენ ხანს ვიცადე იქ კიდევ რამდენიმე თვე არაფერია. ან საერთოდ სხვაგან ვიყიდოთ სახლი და იქ ვიყოთ, გინდა? -ალექსანდრე. არ მინდა რომ დამელოდო. არ შემიძლია მოგცე პირობა, რომ მომავალში ერთად ვიქნებით... -კი, მაგრამ... რატომ? - განწირულად ამოიხვნეშა და საწოლზე ჩამოჯდა. -რაღაც მაკავებს. თანაც მაინცდამაინც ახლა გამოჩნდა პრადა და არ მინდა ამ შანსის ხელიდან გაშვება... - ამოვიბურტყუნე დამნაშავედ. -ვიცი რაც გაკავებს. დემე მოგწონს ხო?! - თვალებში მრისხანება ჩაუდგა და სუნთქვა გაუხშირდა. - იმ საღამოს იმიტომ გაქრით რომ მასთან ერთად იყავი?! -იმ საღამოს ერთმანეთს ვაკოცეთ... -რა? მეღადავები? ასე ნაყოფიერად იყენებდი საფიქრალ დროს?! - გაცეცხლებული სახეზე აწითლდა და უფრო ხმამაღლა დასჭექა. -ნუ გაყვები დემეს... დავიკიდებ ერთ კოცნას, ნიტა. ჯერ კიდევ შეგიძლია გადაიფიქრო. დარჩი და ყველაფერს მოვაგვარებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან ბედნიერები ვიქნებით - დაიწყო ისევ ბურტყუნი. -და პრადა? - ამოვილუღლუღე უკიდურესად ჩუმად. -ნიტა, მესმის, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ გინდა და არც ვაპირებ ნიუ-იორკში წასვლა დაგიშალო მიუხედავად იმისა, რომ შენი გაშვება ძალიან მიჭირს. ასეთი ეგოისტი არ ვარ... მაგრამ არც სრულყოფილი ვარ. ეგოისტურად მიყვარხარ და როცა წარმოვიდგენ, რომ დემესთან ერთად მიდიხარ, ვფეთქდები. იქ წასვლით ჩვენს მომავალს უარს ეუბნები, მე კიდევ მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთ შანსს მაინც ვიმსახურებთ. - თქვა და მხოლოდ მისი მოსმენისას გავაანალიზე სიტუაციის მთელი სიმძიმე. ალექსანდრეს აქ ვტოვებდი, უკან მოუხედავად გავრბოდი ნიუ-იორკში. და რისთვის? ან ვისთვის? დემესთვის? -შენც წამოდი რა - კისერზე ჩამოვეკიდე და ცრემლები ღაპა-ღუპით გადმომცვივდა. ხომ იცით, ყველა მაშინ ვაფასებთ რამეს, როდესაც აღარ გვაქვს. იმ მომენტში, სულ რაღაც წამის მეასედებით წარმოვიდგინე, რომ ალექსანდრე აღარ მეყოლებოდა და ვერ წარმოიდგენთ გული როგორ შემეკუმშა. -ხომ იცი, რომ ვერ წამოვალ. ეს რამდენიმე თვე სამსახურს ვერ მივატოვებ, ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს - ისიც მაშინვე ჩამეხუტა და თბილად დამიწყო ბუტბუტი. ჩემი ალექსანდრე... როგორ მაკლდა მისი სითბო თურმე. ხელები უფრო ძლიერად მოვხვიე, ისიც კი ვიფიქრე არ დავახრჩოთქო, თუმცა იმხელა გოლიათს რას ვუზამდი. -რატომ შეგიყვარდი... ნახე როგორი შტერი ვარ. უტვინო, თავქარიანი გოგო - ხმაგაბზარულმა ძლივს ამოვთქვი და ღრმად ჩავისუნთქე, თორემ უკვე ისტერიულ ტირილში გადავდიოდი. -არ იტირო რა, გეხვეწები დამშვიდდი. ნიტა, მართლა შტერი მყავხარ - ჯერ ძალიან აღელდა, შემდეგ კი ისევ თბილ ბუტბუტზე გადავიდა როგორმე რომ დავემშვიდებინე - მე ისეთი შემიყვარდი, როგორიც ხარ. ხომ იცი, სიყვარულს ვერ ხსნიან - უნაზესად დამიკოცნა მთელი სახე და ისევ ჩამეხუტა. ხმას ვეღარ ვიღებდი. ცოტა დამშვიდება მინდოდა, თორემ პირი რომ გამეღო ისევ თავიდან წამოვიდოდა ცრემლების მთელი არმია. რამდენიმე წუთს ასე ვიდექით. უბრალოდ ვეხუტებოდი და ვცდილობდი მისი უსაზღვრო სითბო კარგად დამემახსოვრებინა. არ მემეტებოდა გასაშვებად, მაგრამ არ შემეძლო, რომ დალოდება მომეთხოვა. -მგონი ჩემი ცხოვრების უდიდეს შეცდომას ვუშვებ - ვთქვი თითქმის ჩურჩულით და მის მწვანე თვალებს შევხედე. -შეგიძლია დარჩე. ნიტა, კარიერა ყველაფერი არაა და ამას ჰაერზე არ ვამბობ. მეც ძალიან ბევრი დავთმე ჩემი ოჯახისთვის. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, დედაჩემი ძალიან ცუდად იყო. მე ვჭირდებოდი, მე კიდევ ისეთი შანსი მომეცა, როგორიც შენ, მაგრამ არ წავედი. დავრჩი და მან დღესაც კი არ იცის ასეთი რამე რომ დავთმე. არ მინდა, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულოს. რაც მთავარია, მე ჩემს საქციელს არ ვნანობ. წარმატებული ახლაც ვარ, არაა აუცილებელი მილიონერი ან მილიარდერი იყო. საბოლოოდ ფული მხოლოდ ქაღალდია. სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია და შენ ამ წასვლით ჩვენს გრძნობას საფრთხეს უქმნი და არა იმიტომ, რომ მიდიხარ. არამედ იმიტომ, რომ იქ დემეა. რას გიშვება ის ბიჭი?! -არ ვიცი - ამოვიოხრე დაღონებულმა და ჩემს თავზე მომეშალა ნერვები. ერთი თვეც არ იქნებოდა რაც მას ვიცნობდი და თითქოს ალექსანდრეზე წინ ვაყენებდი. არადა მე დემეზე ემოციურად დამოკიდებული არ ვიყავი. მხოლოდ მაგნიტური ვნება გვაკავშირებდა, რომლის დამორჩილებაც მიჭირდა, თუმცა ალექსანდრეზე მიხუტებულს შეუძლებლად უკვე აღარ მეჩვენებოდა. მის მკლავებში ვიყავი მოქცეული და ვგრძობდი როგორ უფერულდებოდა დემე. თვითონ სევდიანად მიყურებდა და ხმას არ იღებდა. შემდეგ თვალები აემღვრა, იქეთ-აქეთ ცეცება დაიწყო, მზერა ტუჩებზე შეაჩერა და გაშეშდა. ადგილიდან ვერ ვიძროდი. მოჯადოებულივით ველოდი მის ქმედებას, ალექსანდრე ყოველგვარ ძალას მართმევდა. გათამამებული დაიხარა ჩემკენ და ცხელი ბაგეებით ჯერ გაუბედავად შემეხო, შემდეგ კი, როდესაც კოცნაში ავყევი - უფრო გათამამდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჰაერი არ მყოფნიდა. მუცელში გრიგალივით დატრიალდა რაღაც და ავხურდი. ყველაფერს გამოვეთიშე, თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალაო. როდესაც მოვშორდი, ჩემს ტვინში სრული ქაოსი იყო, თუმცა გული ალექსანდრეს გაჰკიოდა. სუნთქვაგახშირებული მიყურებდა, მე კიდევ ისევ ვაკოცე და კიდევ ერთხელ გადავეშვი უჩვეულო სიამოვნების მორევში. ერთდროულად ამაღელვებელიც იყო, მყუდროც, კომფორტულიც და გამაგიჟებელიც. გაგუდვის პირას მყოფი სუნთქვას რომ იწყებს აჩქარებით, სწორედ ისე ვიყავი მაშინ. ალექსანდრე ჩემი ჰაერი იყო, რომელიც სასიცოცხლოდ მესაჭიროებოდა, რომლის „დოზაც“ გუდაურში დამაკლდა და თითქოს მთელს მარაგს ახლა ვივსებდი. ხელები ხერხემალზე ამოასრიალა და ჭიანჭველებმა გადამირბინეს. შემდეგ ისევ წელზე დააბრუნა და საიმედოდ „ჩაკეტა“. -წამო შენც რა - ვთხოვე განწირულად და თითებით სახეზე მოვეფერე. ჩემს თავზე მეშლებოდა ნერვები... რაღა დროს სინანული იყო! უტვინო ბავშვი ვიყავი, რომელმაც არ იცოდა რომ სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის გაანალიზებას ახლა ვიწყებდი. -ახლა ვერა, რამდენიმე თვეში ჩამოვალ თუ დამპირდები, რომ დამელოდები - მითხრა თვალებში აკაშკაშებული იმედის სხივით. უპასუხოდ დავიხარე საყვარელი ტუჩებისკენ და მსუბუქად ვაკოცე. პროტესტის გრძნობა მქონდა. უარს ვამბობდი წასვლაზე, მაგრამ თან უარს ვამბობდი პრადასთან მუშაობის უარყოფაზე. ალექსანდრე არ მემეტებოდა და გული მეკუმშებოდა. -უსამართლობად მიმაჩნია ჩემი მხრიდან ლოდინის მოთხოვნა... -ურთიერთობას მსხვერპლი უნდა. მე მზად ვარ რომ ეს მსხვერპლი გავიღო. ნიტა მიყვარხარ. იმდენად მიყვარხარ, რომ შემიძლია ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო შენ გამო. -მეც მიყვარხარ - ვუთხარი საკუთარ თავში სრულიად დარწმუნებულმა. ასეთი დარწმუნებული მგონი არც არასდროს ვყოფილვარ. ამის გაგებაზე ჯერ თბილად გამიღიმა, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა. ჩემი დებილი ვერ იაზრებდა, რომ ჩემგან ამ სიტყვებს მეგობრულის გარდა რაიმე სხვა დატვირთვა ექნებოდა და გამეცინა. -რა გაცინებს? - მკითხა დაინტერესებულმა. -ალექსანდრეეეეე!!!! მიყვარხარრ!!! - შევძახე უფრო ხმამაღლა. -კაი ხო, ნუ მიბრაზდები - თვითონაც გამიცინა აშკარად გახალისებულმა. -რა უტვინო ხარ - ხელი თავში გავიქანე და პირდაპირ ტუჩებში ვეძგერე. ჯერ დაიბნა, შემდეგ კი, როდესაც კოცნაში ამყვა მაშინვე მოვშორდი - მიყვარხარ - დავიჩურჩულე ბედნიერმა - გპირდები, რომ ნიუ-იორკში არაფერი არ მოხდება. რამდენიმე თვეში კი ისევ ერთად ვიქნებით და ყველაფერი კარგად იქნება! - ამის გაგებაზე ხელში ამაფარფატა და მაბზრიალა. მე კიდევ კისკისი დავიწყე - დამსვი, თავბრუ მეხვევათქო. მყარად დავდექი თუ არა ძირს, მაშინვე ალექსანდრეს ტუჩებმა გამაბრუეს. იმდენი ვკოცნე, სანამ სულ მთლიანად არ გამოვშტერდი. -ჩემი პატარა გოგო, შტერუკელა ქალბატონო, ყველაზე მეტად მიყვარხარ - ტუჩებზე მსუბუქად წამეტანა, შემდეგ კი თავი ჩემს კისერში ჩარგო და მოხუტებული გაირინდა. -უსამართლობაა რომ ახლა უნდა წავიდე - დავიწყე ბუზღუნი, რასაც ალექსანდრეს ჩაცინება მოყვა. -უკვე ვეღარ მშორდები? - გამომწვევად ამიჟუჟუნა თვალები. -ოჰჰ! მშვენივრადაც გშორდები - მოჩვენებითაც ვიუკადრისე მისი კითხვა, ხელი ვკარი და გვერდზე გავედი, თუმცა ალექსანდრე დამაგნიტებულივით ისევ მომეხუტა და ღიმილი ვერ შევიკავე. -მთელს დედამიწაზე ყველაზე მაგარი, ულამაზესი გოგო ჩემია - თქვა გამარჯვებული ტონით და ვნებიანად დამიკოცნა ტუჩები. -მაპატიე, რომ დემეს ვაკოცე... - მოულოდნელად წამოვწიე ისევ დემეს თემა, და დამნაშავე მზერა გავუსწორე. -გაპატიებ - თბილად გამიღიმა, თუმცა მაშინვე შევამჩნიე თვალებში ჩამდგარი სევდა. -ეგ გამოხედვა გულს მტკენს - ჩავიცინე და მეც ანალოგიურ ხასიათზე დავდექი. - გამიბრაზდი რა - გავეკრიჭე სიტუაციის განმუხტვის მიზნით. -იმ აზრს ვერასდროს შევეგუები, რომ შეიძლება სხვამ გაკოცოს და სხვასთან იყო, მაგრამ ამჯერად გაბრაზებას არ ვაპირებ. მთვრალი იყავი, თან ერთადაც არ ვიყავით და ასევე არ მინდა, რომ ვიჩხუბოთ და ისე დამემშვიდობო. ამის მერე მარტო ჩემი უნდა იყო - მითხრა მტკიცედ და მომთხოვნად წამეტანა ტუჩებზე. -გამოაღწიეთ როგორმე, გვაგვიანდება აეროპორტში - შაკო კარზე კაკუნით შემოვიდა ოთახში და კმაყოფილმა გაიკრიჭა, როდესაც მე და ალექსანდრე ერთად გვნახა. -რამეს იტყვი და ფანჯრიდან თავით გაგისვრი - დავემუქრე და ღიმილი ძლივს შევიკავე. -ჩუმად ვარ, ჩუმად - ხელები ჰაერში აწია და ხითხითით გაგვიძღვა წინ. -ძალიან მომენატრებიიი! - მთელი ძალით გადამეხვია მია, მას მარი და ანაც მოყვნენ. -ჩემს ოთახს შენ გაბარებ - ღიმილით დავუბარე ანას. -ეჰჰ, მიქარე ჩემო ნიტა - ფხუკუნით მოგვიახლოვდა ვაკო და ისიც გადამეხვია. -როგორც კი მოვახერხებთ, ჩამოვალთ - დაპირდა დემე ყველას. -შენ ყოველთვის ეგრე ამბობ და არასდროს არ ასრულებ - შეუბღვირა ვაკომ. -ყველაფერი ხდება პირველად - გაუღიმა და გადაეხვია. -მეც ხომ მოგენატრებით, მე ჩამოვალ სწავლის დაწყებისთვის! - პოზიტიურად გამოაცხადა ტატომ. -ბილეთი აიღე და რიგში დავდგეთ - დემემ მას ბილეთი გაუწოდა და მანაც უმალვე ააცალა ხელიდან. -ოცნებები ხდება, ხალხო! - დაიყვირა და სირბილით გაემართა რიგისკენ. ჩვენც ყველას დავემშვიდობეთ. ალექსანდრემ დამშვიდობებისას ისევ უსაზღვრო სითბოთი და სიყვარულით დამაჯილდოვა. ჩვენი ერთად დანახვისას ყველა გაოგნდა, ხმა ვერ ამოიღეს, ხოლო როდესაც გაიაზრეს, თავიდან აყაყანდნენ და მოგვილოცეს. შევამჩნიე დემე როგორი უკმაყოფილო სახით გვიყურებდა მე და ალექსანდრეს. ნაძალადევი ღიმილით გვითხრა გილოცავთო და შემდეგ ტატოს შეუერთდა. -ბიჭო, თვითმფრინავში კარგი ნაშები ჩითავენ? - ჰკითხა დემეს ინტერესიანი გამომეტყველებით. -თუ გაგიმართლა, კი - თვალი ჩაუკრა და გაეღიმა. მალე გადავნაწილდით ჩვენს ადგილებზე. ტატო პირდაპირ თვითმფრინავში შევარდა და ბედნიერებისგან ყურებამდე გაიკრიჭა, როდესაც თავისი ადგილის გვერდზე ლამაზი გოგო დაინახა. ნიუ-იორკამდე დავკერავ ამასო. მე და დემე კი VIP ადგილებზე მოვთავსდით კომფორტულად. -მოწყენილი ხარ? - მკითხა დაკვირვებით. -არა, საიდან მოიტანე - უარვყავი და თავი გავაქნიე. -სულ არ გიხარია ნიუ-იორკში წამოსვლა... თუ გინდა დარჩი. თუ ფიქრობ, რომ ალექსანდრე გიყვარს და მასთან ყოფნა გინდა კარიერა დაიკიდე. სიყვარული კარიერას ყოველთვის სჯობს - გამამხნევებლად გამიღიმა და ხელი ხელზე დამადო. -უკვე გადავწყვიტე, რომ მოვდივარ - გავუღიმე და ხელი უკან გამოვწიე - ძალიან ვნერვიულობ. ჩემი დიზაინი რომ არ მოეწონოთ? -მოეწონებათ, თან მარტო არ იქნები. მართალია მთავარი დიზაინერი შენ ხარ, მაგრამ მინიმუმ ერთი დამხმარე გეყოლება და თუ რამეა შეგიძლია მასაც კითხო აზრი. თუ ტვინს შეჭამს გამოგიცვლი და ასე - უდარდელად გაიცინა. -როგორ მოახერხე, რომ პრადას გამოუცდელი გოგო ააყვანინე დიზაინერად? -ისეთი არაფერი. ვუთხარი, რომ ჩემს თავზე ვიღებ საბოლოო შედეგებსთქო -რა? ანუ შეიძლება ჩემ გამო პრობლემები შეგექმნას? შენ ნორმალური ხარ?! - ავქოთქოთდი და უფრო მეტად ავღელდი. -დამშვიდდი, იმისთვის არ მითქვამს რომ ამენერვიულებინე. უბრალოდ არ ვიტყუები და იმიტომ გითხარი. სანერვიულო არაფერი არ გაქვს, მეც შენთან ერთად ვიქნები - თბილად გამიღიმა. დასაძინებლად მოვემზადე და მალევე გავითიშე. ბოლო-ბოლო წინა ღამეს თვალი ძლივს მოვხუჭე და ახლა ძალიან დაღლილი ვიყავი. სასტუმრომდე ტაქსით მივედით. სამივეს ერთმანეთზე უკეთესი ნომრები გვქონდა. ხუთვარსკვლავიან სასტუმროს ნაკლები არც ეკადრებოდა. დემეს ნომერი ჩემს გვერდზე იყო, ტატოსი კი მის პირდაპირ. გახარებულმა მაშინვე რაღაც ტურების დაჯავშნა დაიწყო ქალაქის დასათვალიერებლად, ჩემთვის არ გეცლებათ და რამე ხომ უნდა ვაკეთოო. რომ ჩავფრინდით შუაღამე იყო, ამიტომ მე პირდაპირ დასაძინებლად წავედი, დემე საქმეზე წავიდა. მეორე დილას რომ გავიღვიძე თავი დედოფალი მეგონა. უზარმაზარ თეთრ საწოლში ძილი ნამდვილად სულ სხვა შეგრძნებაა. ენერგიულად ავდექი, ტანზე წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ნომრიდან გამოვედი. იმხელა დერეფანში გზის გაკვლევა ნამდვილად რთული იყო, ჯერ მიჩვევა მჭირდებოდა. მშიოდა, მაგრამ მეც არ ვიცი რატომ არ მომაფიქრდა საუზმის ნომერში შეკვეთა. ლიფტი მოვძებნე და პირველ სართულზე ჩავედი, სადაც ფურშეტის მაგიდა იყო გაშლილი კლიენტებისთვის. მივედი და ერთ კრუასანს დავტაცე ხელი, თან მობილური ამოვიღე და დემეს ნომერი ავკრიფე. -გაიღვიძე ძილისგუდა? -აჰამმ... სად ხარ? - ვკითხე ინტერესით. -მე ვმუშაობ, შუადღის 12 საათია თუ არ დაკვირვებიხარ - თქვა და გაიცინა. -რა? პირველივე დღეს დავაგვიანე?! - პირი დავაღე და მომენტალურად ამიჩქარდა გულისცემა. -ეს ერთი გეპატიება, დაღლილი იყავი. ხვალიდან დილით 9ზე უნდა მოხვიდე ადრე წასვლა თუ გინდა. -ახლა რა ვქნა, როგორ მოვიდე მანდ? -მძღოლს გამოგიგზავნი, შენს ნომერს მივცემ და რომ მოვა დაგირეკავს -კარგი - ვუპასუხე და გავუთიშე. მძღოლის მოსვლამდე გემრიელად მივირთმევდი საუზმეს, შემდეგ კი კომპანიაშიც მიმაქანეს. მანქანიდან გადმომსვა და ისევ სადღაც გავარდა. დაბნეულად შევაბიჯე ცათამბჯენში და ირგვლივ მიმოვიხედე. დემე შემოსასვლელში მელოდებოდა. დამინახა თუ არა, მაშინვე ანიშნა მის გვერდით მდგომს ჩემზე და ისიც აქეთ მობრუნდა. ვერ მივხვდი რაზე საუბრობდნენ და ამიტომ გაურკვეველი ღიმილით მივუახლოვდი. -ნიტა, ეს რალფია, შენი დამხმარე იქნება. რალფ, გაიცანი ნიტა - უცნობს ღიმილით გავუწოდე ხელი და ჩამოვართვი. -სასიამოვნოა -ჩემთვისაც - მიპასუხა მეგობრულად და თან შარფი შეისწორა. -რალფი პრადას ერთ-ერთი მთავარი დიზაინერია. მუშაობის პროცესში იდეებს მოგაწოდებს რომელი კაბების განლაგება სჯობს ერთად რომ მაღაზიაში სექციები შესაბამისად განათავსო - განმიმარტა და თან ლიფტისკენ დაიძრა. - ახლა კომპანიას დაგათვალიერებინებ და მერე შენს სამუშაო ოთახამდე მიგაცილებ, სადაც რალფთან ერთად იქნები - ჩამოაყალიბა და ლიფტშიც შევლაგდით. რალფი თავის გზას გაუდგა, მე კიდევ თავისი კაბინეტი მანახა, რომ თუ დამჭირდებოდა ადვილად მეპოვნა, ასევე სასადილო, რამდენიმე თანამშრომელი გამაცნო და შემდეგ ისევ რალფთან დამაბრუნა. საკმაოდ ლამაზი ოთახი იყო. დიდი სივრცით და ღია ფერებით. კუთხეში უზარმაზარი კომფორტული დივანი და ჟურნალის მაგიდა იდგა, მის წინ კი პლაზმური ტელევიზორი, სადაც რომელიღაც დიზაინერის კოლექციას აჩვენებდნენ. ასევე იდგა ორი სამუშაო მაგიდა კომპიუტერებით და პორტფოლიოებით და ასევე ერთი უზარმაზარი მაგიდა ზეგ დახვავებული ათასგვარი ნახატიანი ქაღალდით. -ოჰო, სამუშაო გარემო მართლაც უნაკლოა - ვთქვი ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა. -გეთანხმები - მიპასუხა რალფმა. დემეს საქმეები ჰქონდა და ამიტომ როდესაც ოთახამდე მომიყვანა დროებით დამემშვიდობა და გაქრა. რალფს რაც შეეხება, საკმაოდ ენერგიული შესახედაობის იყო, თუმცა წვერში შერეული ჭაღარა ასაკს შესამჩნევად მატებდა. მიუხედავად დიდი ასაკობრივი სხვაობისა, როგორც თავის ტოლს ისე მელაპარაკებოდა და ამის გამო ძალიან ადვილად გავუგე. -ხომ არ იცი მაღაზიის მონახაზი სადაა? - ვკითხე ინტერესით და ცენტრალურ მაგიდაზე ქაღალდების თვალიერება დავიწყე. -შენს მაგიდაზე დევს, პორტფოლიოში. გადახედე და თუ რამე კითხვა გაგიჩნდება სიამოვნებით დაგეხმარები. მალე შენი დამხმარეც მოვა - სტელა. -კარგი, მადლობა - ვუპასუხე და საქმეს შევუდექი. სტელა მართლაც მალე გამოჩნდა. როგორც კი შემოვიდა, მაშინვე მისი დიდი სათვალეები და მეგობრული ღიმილი დავინახე. მისი კაბინეტი ჩვენს პირდაპირ იყო, თუმცა ძირითადად აქ მოუწევდა ყოფნა. პირველ რიგში, კოლექცია გადავათვალიერე. პრადას სხვა მაღაზიების დიზაინსაც გადავხედე და სამუშაო პროექტის ფართსა და ფორმას დავაკვირდი. ფერთა გამა ადვილად შევარჩიე: თეთრი, შავი და ოქროსფერი. ყველაზე რთული სექციების განაწილება იქნებოდა ფართის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით. სწორედ ამის გამო სტელას ვუთხარი მომავალი მაღაზიის დათვალიერება მინდა, მარტო ქაღალდით განაწილება რთულიათქო და მანაც უპრობლემოდ ამისრულა თხოვნა. კომპანიას იმდენი მძღოლი ჰყავს, რომ ხუთი მაინც მუდმივად თავისუფალია. პირველი დღე ძალიან დამღლელი იყო, თუმცა კმაყოფილი ვიყავი. მეც არ ველოდი, მაგრამ გონებაში უკვე მქონდა დახატული მაღაზიის ჩემებური სურათი, რაც ძალიან მახარებდა. -არ გინდა ნიუ-იორკი დაგათვალიერებინო? - მკითხა დემემ, როდესაც ორივე მანქანაში ჩავსხედით. -კი, მაგრამ ტატოსაც ვუთხრათ. მთელი დღეა მარტოა... -ახლა ველაპარაკე და სასტუმროშია. მაშინ გავუაროთ და მერე წავიდეთ - მოკლედ მიპასუხა და მანქანა დაძრა. იმ საღამოს ბევრი ვიარეთ წინ და უკან. ნომერში სრულიად დაქანცული დავბრუნდი, მაგრამ იმდენად კმაყოფილი ვიყავი, რომ სულაც არ მაინტერესებდა. შხაპი მივიღე და აჩქარებული ნაბიჯებით მივაშურე ჩემს უზარმაზარ კომფორტულ საწოლს. მაღაზიის გახსნა 2 თვეში იგეგმებოდა. მე, რალფი და სტელა არაჩვეულებრივად მიყვყებოდით სამუშაო გეგმას. დემესთანაც არაფერი საგანგაშო არ ხდებოდა, ალექსანდრეს კი ყოველ მეორე ან მესამე დღეს ველაპარაკებოდი, რადგან ძალიან გადატვირთული იყო. -ხალხო, მგონი მძინავს და კოშმარში ვართ! - ოთახში აღელვებული რალფი შემოვარდა და მე და სტელამ გულგახეთქილებმა ავხედეთ. -რატო? -როგორც ჩანს 1 თვეში უნდა მოესწროს ყველაფერი. ეს ხალხი ვერაა! როგორ უნდა მოვასწროთ! - შეიცხადა გაოგნებულმა და მე და სტელასაც ფერები გადაგვივიდა. -ხუმრობთ არა? - აღმოხდა შოკში მყოფ სტელას. -ასე მალე? კი მაგრამ, ჯერ ხომ გეგმის ზოგადი მონახაზი გვაქვს მარტო! - ვთქვი ნახევრად სასოწარკვეთილმა. უკვე 3 კვირა იყო რაც დიზაინზე ვმუშაობდით და გათვლილი გვქონდა, რომ 1 კვირაში მოვრჩებოდით. დარჩენილი სამი კვირა მუშებთან ერთან დავაკვირდებოდით ყველაფრის გაკეთების პროცესს, ბოლო კვირაში კი ტანსაცმელიც მოვიდოდა და მშვიდად მივუჩენდით ადგილს. ახლა კი ამ ყველაფრისთვის ორი კვირა გვქონდა? ძალიან არარეალურად ჟღერდა. -ახლა ვნახე ჯეინი, ხომ იცი რა სწერვა ქალია! - ხელი აიქნია გაბეზრებულმა რალფმა და დივანზე მოთავსდა - მომახალა 2 კვირაში ვხსნიო და ხმაც აღარ ამომაღებინა! იმ მომენტში თავში მხოლოდ დემე მიტრიალებდა. რამე უნდა მოგვეხერხებინა. მაშინვე დავურეკე და ვუთხარი რომ როგორც კი მოახერხებდა, მოსულიყო. -ხომ მშვიდობაა? – 5 წუთში ოთახის კარი დემემ შემოაღო და როდესაც სამივე დივანზე გვნახა მიყრილი ძალიან გაუკვირდა. -იცი ბოტოქსმა რა მითხრა?! - მაშინვე შესჩივლა რალფმა. -ვინ, ჯეინმა? - თქვა და კარი მიხურა. -ჰო, მაგან. 2 კვირაში გამიხსენით მაღაზიაო! ვერაა ეგ ხო?! -ეგ სულ ეგრე იქცევა - ხელი აიქნია დემემ. -რა?! თუ იცოდი რატომ არ გვითხარი - გაოცდა რალფი. -დამპირდა, ამჯერად ყველა სტუმარს ისე შევუთანხმდები, როგორც საჭიროაო, მაგრამ როგორც ჩანს ისევ ვერ დაამთხვია ყველა - მშვიდად ამოიოხრა და მისმა სიმშვიდემ კიდევ უფრო ამაღელვა. -დემე, ვერ მოვასწრებთ. დიზაინს ორ დღეში დავამთავრებ, მაგრამ მერე მაღაზიასაც ხომ უნდა გაკეთება! -არ ინერვიულოთ. ვიცი რაც უნდა ვქნათ - განაცხადა თავდაჯერებულმა და სკამზე საქმიანად ჩამოჯდა. -გეგმის დახატვაში დრო რომ არ დაკარგოთ სამ მხატვარს მოგაბარებთ. რასაც ეტყვით იმას დაგიხატავენ. ქსოვილებს ჩვენს ერთ ერთგულ მაღაზიას შევუკვეთავ და ნიმუშებს ხვალ დილთ მოიტანენ. მაღაზიის გაკეთების ტემპებს რაც შეეხება კი, ორჯერ მეტ მუშას მოვიყვანთ და ეგაა მალევე შევუდექით საქმეს. უნდა გენახათ როგორი ალიაქოთი იყო ჩვენს ოთახში. იმდენად დაკავებულები ვიყავით, რომ ტატომ საჭმლით მოგვაკითხა შუაღამეს, არ მოკვდეთო. ნელ-ნელა ყველა გაიკრიფა და მხოლოდ მე, დემე და ტატო დავრჩით. ტატო დივანზე მიწვა და მალევე მიეძინა. შემდეგ კი დემემ უთხრა წადი, დაისვენეო და მარტო დავრჩით. უკვე დიდი ხანი იყო გასული ჩვენი ბოლო განმარტოებიდან. წინაზე კინაღამ ვაკოცე და, სიმართლე გითხრათ, ვღელავდი რომ რამე არ მომხდარიყო. ჩემს თავში ეჭვი მეპარებოდა. ზოგადად ასეთი ვარ... საკუთარ თავს არ ვენდობი და ყველაფრის ცხრაჯერ გადამოწმება მიყვარს. -რაში დაგეხმარო? - მკითხა და გვერდზე ამომიდგა, იმდენად ახლოს, რომ შემხებოდა. -იმ კუთხიდან ის ნახატები აიღე რომ გეგმა უკეთესად გავშალო, კარგი? - ვთხოვე და თავისუფლად ამოვისუნთქე, როდესაც ჩვენ შორის მანძილი გაიზარდა. ეს გეგმა იმ საღამოს უნდა დამემთავრებინა, რომ მეორე დღეს მარტო ნაჭრებზე და ავეჯზე მეფიქრა. -არაჩვეულებრივად ართმევ თავს ყველაფერს - ზურგიდან მომიახლოვდა და ყურთან ახლოს მოწია თავი. ვცადე დამეიგნორებინა მისი იქ არსებობა, თუმცა ასეთი ადვილიც არ იყო. გულაჩქარებულს ლამის ხელი ამკანკალებოდა, თუმცა ჯიუტად განვაგრძობდი ხატვას. -საშლელი მომაწოდე რა - ვუთხარი იმ იმედით, რომ ისევ შორს მოუწევდა წასვლა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გვერდზე მედო და მანაც იმწამსვე დაავლო ხელი. -ნიტა, შენთან ყოფნა მინდა, ძალიან მინდიხარ... მთელი ეს დროა ვცდილობ დაგივიწყო, მაგრამ არ გამომდის, ისევ შენი გემრიელი ტუჩები მელანდება - დახშული ხმით მიჩურჩულა, ერთი ხელი წელზე მომხვია და ზურგიდან ამეკრო, მეორე კი ფეხზე ამოასრიალა და მთლიანად ამაკანკალა. ფანქარი ხელიდან გამივარდა და შევკრთი. -დემე, რას აკეთებ, გაჩერდი - ფეხზე მოკიდებულ ხელზე დავქაჩე რომ გამეწია, თუმცა ხელი უფრო მეტად დაძაბა. თვალწინ ალექსანდრე დამიდგა და დენდარტყმულივით მოვშორდი. -ნორმალური ხარ?! - აღმომხდა გაოგნებულს და სახეში გავარტყი. იმდენად განვრისხდი, რომ თავი ვერ შევიკავე. -ინანებ - გამაფრთხილა თავდაჯერებულად და ოთახიდან გავარდა. ............... ბავშვებო, წინა თავის კომენტარები რომ წავიკითხე უცნაური ნეგატიური დამოკიდებულება ვიგრძენი პერსონაჟების მიმართ. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ სრულყოფილი და უშეცდომო არავინაა. არც დემეა იდეალური, არც ალექსანდრე და არც ნიტა. სამივე უშვებს შეცდომას, შემდეგ კი აანალიზებს და შეცდომებზე სწავლობს. ყველა ასე ვართ და ამის გამო არც ესენი არ უნდა ჩავქოლოთ, ჩემი აზრით. ასევე, არ მინდა თქვენი მოლოდინი არ გავამართლო, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი გადასაწყვეტია სიუჟეტს როგორ განვავითარებ. ზოგადად, ცუდი დასასრული არ მიყვარს და საბოლოო ჯამში ისტორიას ჰეფი ენდი ექნება. გასაგებია, რომ თქვენ თქვენებურად წარმოგიდგენიათ რა როგორ იქნება, მაგრამ მეც ხომ მაქვს უფლება დავწერო ისე, როგორც მინდა. ჩემი თხოვნა იქნება რომ პერსონაჟები ასე სასტიკად არ განსაჯოთ. მარტო იმიტომ, რომ ნაწარმოების მთავარი გმირები არიან იმას არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მოსაწონად მოიქცევიან და შეცდომას არ დაუშვებენ. მართლა ძალიან მადლობელი ვარ იმ სითბოსთვის და ყურადღებისთვის, რასაც ჩემ მიმართ იჩენთ <3 ყველა მიყვარხართ და იმედი მაქვს, რომ ჩემს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და გაგებით მოეკიდებით... <3 როგორც ყოველთვის, ველი შეფასებას!.. პ.ს.ცოტა პატარა თავია, რადგან მეტის დაწერას დღეს ვერანაირად ვერ მოვასწრებ, მაგრამ არ მინდოდა, რომ ახალი თავის გარეშე დამეტოვებინეთ და ვიფიქრე მაინც დავდებთქო |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.